შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ხევსურეთისკენ (3 თავი )


13-01-2016, 15:44
ავტორი Stranger
ნანახია 2 074

ამ დღის შემდეგ უფრო ჩავიკეტე ჩემს თავში და უცნაური გავხდი. არასდროს მჩვევია სიმშვიდე. ყოველთვის ქაოსური,ხმაურიანი და სცილიანი ვიყავი.ყველას გაუკვირდა ჩემი ასეთი ცვლილება თანაც უარესობისკენ. სწავლას ძველებურად კარგად ვაგრძლებდი თუმცა ჩუმი ვიყავი. მეგობრებიც აღარ მყავდა. მარიამი და მათე პროექტიდან ბაკურიანში იყვნენ . თავს ერთიორად მარტო ვგრძნობდი.თორნიკესთან კონტაქტი გავწყვიტე. ვიცოდი რომ ცუდად იყო , ვიცოდი რომ მე დავაშავე . ისიც ვიცოდი რომ ყველაზე ამორალური ადამიანი ვიყავი თავისი გაუმართლებელი საქციელით. ჩემს თავს ვლანძღავდი და გაჩენის დღეს ვწყევლიდი. აღარ მინოდა ჩეკეტილ ჩარჩოებში ყოფნა. სიგიჟის ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის. მინდა დავარღვიო ოქროს შუალედი ბინძურ სამყაროსთან და გავეცვალო მას . ბოლოს ვნატრობ ვინმე ჩემსავით გიჟი და ყველაფერზე წამსვლელის არსებობას . ჯარჯის ნახვა მინდოდა . უბრალოდ დანახვა . მხოლოს დანახვაც საკმარისი იყო რომ სიმშვიდე მეგრძნო. ადამიანი მხოლოდ მისი არაფრისმთქმელი მზერით ახერხებდა ჩემი ყურადღების მიყრობას . მეკი ადამიანებით იოლად არასდროს ვინტერესდები ეს გამონაკლისია. მიზეზად თამუნა დეიდას ნახვის სურვილი მოვიფიქრე და ვეწვიე მათეს სახლს. კარზე ტრადიციულად არ დამიკაკუნებია.
-თამუნა დედიკო. ნახევრად წართმეული ხმით დავიძახე . ჩემდასასიხარულოდ ჯარჯი შემეგება.
-თამუნა სახლში არ არის . მითხრა ხისტი ხმით.
-კარგი. მაშინ წავალ. ესეც ჩვენი მეორე მცირე დიალოგი თოვლიანი ღამის შემდეგ. კვლავაც არაფრის მთქმელი. წასვლა დავაპირე და ყურსასმენები მოვიზმადე.
-მოდი ჩაი დავლიოთ გარეთ ძალიან ცივა და თან ბუხარი ავანთე. რათქმაუნდა თუ არ გეჩქარება. ასეთი შანსი მომეცა და სულ რომ მესამე მსოფლიო ომი გამოეცხადებინათ არსად წასვლას არ ვაპირებდი.მე ჩაი მოვამზადე და თან ჯარჯიც მეხმარებოდა . უსიტყვოდ . სიჩუმეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა არღვევდა . ბოლოს ბუხართან დავსხედით და კვავაც მე გამოვიჩინე ინიციატივა.
,,-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს?
-მე მას მადლობას გადავუხდი ქალის შექმნისთვის..!
-და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს?
-ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..!
-რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი?
-მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..!
-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!
-შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი?
-არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..!
-და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი?
-მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..!
-და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა?
-მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..!
-რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა?
-შენი თვალები! ''
გავჩუმდი. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ შემომხედა თვალებში ,ისიც პირველად რომ ვნახე მაშინ.დაჟინებით ჩამაშტერდა მაშინ. ან თუნდაც შემოეხედა რა ?! ის სხვაა, მე სხვა . აკრძალულია! როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას . არადა მე მინდა ჩემს სურვილებს გრძნობებს კივილის საშუალება მივცე თუმცა ამაოდ. შევწყვიტე ყველანაირი ფიქრი და ასეთი მრავამხრივი დიალგი არაფრად ჩავთვალე. შემდეგ მთაზე მელარაკა თურმე მამა აღარ ყოლია . დედამ აქ გამოუშვა,თუმცა თვითონ არუნდოდა. დასანახად ეზიზღება ბარი და ყველაფერი ბილწი რაც თანამედროვეობას თან სდევს . საინტერესო იყო. თავისი საუბრის ალში გამახვია,გამაბრუა და სახლამდე მიმაცილა. მეც ამეკვიატა მთა ,მასაც გავუღვივე დაბრუნების ინიციატივა .თუმცა მე ვინ ვიყავი ?! არავინ. გათამამებული სიამაყით სავსე არსება რომელიც მისი ხმის გასაგონად ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა.
***
საინტერესოა როგორ შეუძლია ერთ პატარა ინციდენტს მთელი შენი ცხოვრების თავდაყირა დაყენება.მას შეუძლია უცნობი ადამიანი ყველაზე ნაცნობად ჩაგისახლოს სულში და თავბრუ დაგახვიოს,კარგად გათვლილი დღის და არა მარტო დღის,ცხოვრების რუტინა აგირიოს. დაგტოვოს შენთავთან მარტო და დაიმალოს შველივით, რომელიც მონადირეს დანახვაზე შეცბა,გაიქცა.
მე და ჯარჯი ყოველდღე ვსაუბრობდით ,მაგრამ საუბარზე უფრო ორი ალტერნატიული ხასიათის გამოვლინება,ამავდროულად ქიშპობა იყო. არმესმოდა რატომ არავისთან არ სურდა კონტაქტი. გოგოების განხრით ვგულისხმობ. არადა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი,გოგოთუ ქალი მასზე გიჟდებოდა . ალბათ უფრო იმიტომ რომ მიუწვდომელი იყო. ადამიანებს ხომ ყველაფერი მიუწვდომელი,აკრძალული იზიდავთ და სურთ ხეში ჩაიგდონ,თუმცა უმეტეს შემთხვევაში ცდა კრახით სრულდება . არ ვიცი რატომ მესამუბრებოდა ჯარჯი გახსნილად მხოლოდ მე ან რატომ დავიმახურე ეს ,,პატივი" მაგრამ ცხადია კარგად გავუგეთ ერთმანეთს . იმდენი მელაპარაკა ხევსურეთზე,რომ მეც ამეკვიატა მთა . მივხვდი რომ ის ნანატრი თავისუფლება რომელიც მე მინდოდა მხოლოდ მთაში იყო . სხვაგან არსად .
ადრე ამერიკაში მინდოდა წასვლა და გაქცევა , თუმცა ამაოდ. მივეჯაჭვე კვლავ საქართველოს რომელიც მხოლოდ ნამთვრალევ ,,ქართველ ვაჟკაცს" ახსენდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას. იგი სამშობლოს ამკობს უამრავი ეპითეტით და ამატებს რომ თამარის და დავითის სამშობლოში პროევროპელების აადგილი არ არის . ახლა კი მთა ამეკვიატა ისე როგორც არასდროს. ადრეც ბევრჯერ უთქვამს თორნიკეს როგორ ვიცხოვრებდით ჯუთაში თუმცა სერიოზულად არასდროს მიმიღია. როდესაც თორნიკე მეუბნებოდა ჩემი ცოლი უნდა იყოო ,მაშინაც სიცილად არ მყოფნიდა მისი ნათქვამი რადგან ,ჩემი გრძნობა ვიცოდი მხოლოდ თინეიჯერული გატაცება იყო და მეტი არაფერი. მას კი მართლა ვუყვარდი, უფრო სწორედ ვუყვარვარ . მე კი უსინდისოდ დავაიგნორე და გავუშვი ოთახის ბნელ კუთხეში,თუმცა ჩემნაირ ადამიანს რა უნდა მოსთხოვო?! ყველაზე ამორალურს, გიჟს . დიახ გიჟს. გიჟების ადგილი თავისუფლებაშია სადაც მათ არავინ შეავიწროებთ . თავისუფლება კიდევ მთაშია .
ჯარჯიმ მათემატიკიდან სახლამდე გამაცილა. გზაში კვლავ ბევრი ვილაპარაკეთ . მე ვიცინოდი , ისკი ჩვეული ჯმუხი სახით მომყვებოდა გვერდით. მაგიჟებდა მისი სიცივე ,მაგრამ როდესაც ვთხოვდი ლექსი წაეკითხა არასდროს მეუბნებოდა უარს . იცოდა მიყვარდა ლექსები . ისიც დიდი სიხარულით მიკითხავდა ლექსს. მისი ხმა,ლექსი და ხევსურული საუბრის კილო ერთად არაჩვეულებრივი რამ იყო . გულს მიჩქარებდა და მთელი დღეების ბედნიერრბად მიმყვებოდა.
ყველას უკვირდა რატომ მაინც და მაინც მე და არა სხვა ? აქ ხომ უამრავი მთიდან ჩამოსახლებული ხევსური ცხოვრობდა ,ჯარჯის შეეძლო მათთან ეპოვა ერთგვარი ,,თავშესაფარი" თუმაცა არა ! მან თავბრუდახვეულს უარესად ამიბნია გზა . მართლაც მეც მიკვირდა,ძალიან მიკვირდა რატომ ამირჩია მე თავის მეგობრად და რატომ იჩენდა მზრუნველობას. თითქოს არ ჩანდა მისი დამოკიდებულება ჩემდამი ,თუმცა ვგრძნობდი შეფარულ სითბოს. თვალებში ვერასდროს ვუყურბდი. სასაცილოა,ძალიან სასაცილო. მე,ჯიუტი და თამამი გოგო რომელიც ლაპარაკობს იმას რაც უნდა ამ მთის კაცს თვალებში ვერ ვუყურბდი. ჯარჯი მაღალი იყო ,შავი წვერით და შავი თვალებით . გარეგნობით ნამდვილად გამოირჩეოდა ,მაგრამ მე კი დაბალი ვიყავი თანაც კარგი ტანითაც ვერ დავიკვეხნიდი თუმცა ჯარჯის ჩემი გრძელი ოდნავ ხვეული თმები უყვარდა . ბევრჯერ გაუსუფთავებია თოვლით დაფარული ჩემი თმები და შემდეგ თმებზე თამაში დაუწყია. ის მთის წესებს მიყვებოდა ,მეკი ჯიუტა ვცდილობდი ჩემთვის საყვარელი მუსიკა მისთვისაც შემეყვარებინა . თავდაპირველად გაუძნელდა მაგრამ მერე თვითონ თვითნებურად მოეწონა. სკოლაში სიარული არ უყვარდა , სახლში კითხულობდა წიგნებს . კითხვა ძალიან უყვარდა . მეც ჩემი არჩეული წიგნები მიმქონდა მასთან და შემდეგ ვსაუბრობდით და განვიხილავდით.
საოცარი იყო 16 წლის თინეიჯერი ახალგაზრდა შუა საუკუნეების ინტელიგენტ,თბილად მოსაუბრე ქალბატონს დავემსგავსე. ჯარჯიმ შემცვალა ,გამზარდა და ბევრი რამ მასწავლა . სტატიების წერაშიც მეხმარებოდა მაგრამ გარეთ საზოგადორბასთან ურთიერთობა არ უნდოდა. ვერ იტანდა ხალხს.
კარნავალისთვის დიდი სამზადის გვქონდა . მე თორნიკე მომადგა კლასში , რეპეტიციიდან გამომიყვანა და სასტიკი ისტერიკა გამართა. ეტყობოდა ნასვამი იყო. თორნიკეს პათოლოგიური სიმთვრალე ახასიათებდა. ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო ასეთ დროს . მე ეზოში ჩავიყვანე და ყველაფრის დიპლომატიურა მოგვარება ვცადე, როგორც მჩვევია. თუმცა უფრო გაგიჟდა გადაირია და ისეთი მწარედ გამარტყა არასდროს დამავიწყდება.
- ის გიყვარს ხომ? იმის გამო მიმატოვე? არ შეგარჩენ თათული არა. ძარღვები დაეჭიმა . მეკი ვიდექი როგორც ქვა ,უგრძნობი ქვა და თითქოს მისი საუბარი არაფრად მეჩვენებოდა. ორმაგად აგიჟებდა ჩემი სიმშვიდე . მწარედ გამარტყა,ისე მწარედ რომ კანის ნაწილი გამისკდა და სისხლი წამომოვიდა. თორნიკემ ძირს დამიფურთხა და წავიდა. ძლივს გადაიარა თვალებში ბინდმა და მაათეს მივწერე ჩამოსულიყო. ესეთი რომ დამინახა გაოცება ვერ დამალა. ვერ წარმოიდგენდა ვინმე თუ ამას ოდესმე გამიბედავდა. მედდასთან წამიყვანა . იმ დღეს ჯარჯისთან შეხვედრას თავი ავარიდე რადგან არ მინდოდა ამხელა იარით ვენახე . თუმცა მას ჩემგან დამოუკიდებად უკვე შეეტყო ჩემი ,,გალამაზდბის" ამბავი და არ მოისვენა. მაინც მოახერხა ჩემი ნახვა . დიდხანს მიყურა . არ იცოდა რა გაეკეთებინა .
-როგორ გაბედა. მის ხმაში პირველად ვიგრძენი აფორიაქება .
-რავიცი აბა , ღირსი ვიყავი. თავი ჩავხარე და იქვე სკამზე დავჯექი. ჯარჯიც დაჯდა . დიდხანს იფიქრა და ოდნავ მიმიხუტა . თმას დაუწყო თამაში . გამახსენდანპირველი მეგობრული ჩახუტება . ეს კი .. ეს კი არ გავდა პირველა შედარებით ცივი იყო თუმცა არა მარტო მეგობრული არამედ უფრო მეტიც იგრძნობოდა .
-შენ არ იტირო მე მივხედავ.
სითბო,ნუგეში,მზრუნველობა ყველაფერი ერთად . მე უფრო მეტად ჩავეხუტე და ხმა არ ამომიღია დიდხნს .
-ჯარჯი....
-რა მოხდა?
-ლექსი წამიკითხე რა.
შენს თვალებს - როშკის ტბებს,
შენს ხელებს..
შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას..
მე მხოლოდ სიზმარში შევეხე -
შენს სხეულს -
ნედლ ყვავილს, სუროსას..
შენს ნეკნებს,
შენს მკლავებს,
შენს ხალებს,
შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას,
მე მხოლოდ სიზმარში გიხილე
და მერე სიზმარმაც წამშალა..
შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ
შენს ფრაზებს,
შენს სიტყვებს - ავკარგებს..
მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე
და მერე სიზმარიც
დავგკარგე.
თვალები დავხუჭე და ჩემს სამყაროში გადავეშვი. მინდოდა ეს წუთებისაუკუნოდ გაგრძელებულიყო თუმცა ცოტახანში ყველაფერი შეიცვალა....

(გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები
სიყვარულით თქვენი თათია )



№1  offline წევრი blackboss

ძალიან კარგია ^_^ ყველაფერი მომწონს, წერის სტილი, შინაარსი, გრძნონებები... ყველაფერია ერთმანეთში ზომიერად შეზავებული love გააგრძელე, მოუთმენლად ველი ისტორიის გაგრძელებას <3 love

 


№2  offline წევრი Stranger

blackboss
ძალიან კარგია ^_^ ყველაფერი მომწონს, წერის სტილი, შინაარსი, გრძნონებები... ყველაფერია ერთმანეთში ზომიერად შეზავებული love გააგრძელე, მოუთმენლად ველი ისტორიის გაგრძელებას <3 love

მადლობა დიდი ბედნიერი ვარ თუ მოგეწონა ^^ იმედია წინა თავებიც ნახე ^^ აუცილებლად გავაგრძელებ

 


№3  offline წევრი blackboss

Stranger
blackboss
ძალიან კარგია ^_^ ყველაფერი მომწონს, წერის სტილი, შინაარსი, გრძნონებები... ყველაფერია ერთმანეთში ზომიერად შეზავებული love გააგრძელე, მოუთმენლად ველი ისტორიის გაგრძელებას <3 love

მადლობა დიდი ბედნიერი ვარ თუ მოგეწონა ^^ იმედია წინა თავებიც ნახე ^^ აუცილებლად გავაგრძელებ

კიი კი თავიდანვე გაფაციცებით ვკითხულობდი <3 <3 საოცარია <3

 


№4  offline წევრი khatuna

საუკეთესოა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent