შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს (1)


13-01-2016, 20:40
ავტორი ანკა
ნანახია 10 614

აეროპორტის ბილეთი აიღო და სევდიანად მოავლო თვალი იქაურობას. რაღა დარჩენოდა თბილისში? მშობლებმა მიატოვეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს, გახდა 18 წლის და მუშაობის პარალელურად სწავლა დაიწყო. ახლა 22 წლისაა. ძალიან წარმატებული სტუდენტია და ამიტომ დაფინანსებით გაუშვეს მესამე და მეოთხე კურსის უცხოეთში სასწავლად. უხარია? კი, რა თქმა უნდა... ეს დიდი მიღწევაა მისთვის, თუმცა იცის რომ თავისი ერთადერთი განუყრელი მეგობარი - მარიამი, ძალიან მოენატრება. დაპირდა, როგორც კი სწავლას მოვრჩები უკან დავბრუნდებიო და ასეც აპირებს...
თვითმფრინავში თავისი ადგილი დაიკავა და თვალები დახუჭა. ბოლო-ბოლო შორი გზა აქვს გასავლელი - ლონდონში მიდის. მართალია სწავლა დაუფინანსეს, თუმცა საცხოვრებელი ხარჯები მისი დასაფარია. საბედნიეროდ, მარი დაეხმარა ერთი კაცის პოვნაში, რომელიც ბიზნესმენია და მარტო ცხოვრობს, სახლის დამლაგებლად და მომვლელად ახალგაზრდა გოგო უნდოდა და კმაყოფილი დასთანხმდა ელენეს სამუშაოზე და გარდა ამისა, მასთან ცხოვრებაზე. დიახ - მასთან იცხოვრებს. ალბათ იფიქრებთ გაგიჟდაო, თუმცა არა! ელენე ძალიან ფრთხილი გოგოა. მის მომავალ უფროსზე ბევრი კარგი რამ სმენია, იცის რომ წარმატებულია თავის საქმეში და სანდოა. სწორედ ამიტომ დასთანხმდა და ახლა უკვე ლონდონის ქუჩებს ტაქსიდან გაჰყურებს, რომელსაც მის მომავალ საცხოვრებელში მიჰყავს გოგონა. საქმე იმაშია, რომ ის ბიზნესმენიც ქართველია და არ უნდოდა უცხოელი მოსამსახურე ყოლოდა.
დამფრთხალმა გადმოიღო თავისი ბარგი ტაქსიდან, გრძელი ყავისფერი თმები ზურგზე გადაიყარა და სუსტი ხელებით დიდ ჩემოდანს შეეჭიდა.
-დაგეხმარები - გაიგო ბოხი ხმა, რომელიც ქართულად დაელაპარაკა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. დაბნეულმა ახედა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 25 წლის იქნებოდა და თვალები ააფახულა. რატომ ეგონა რომ მოხუც კაცთან მოდიოდა სამუშაოდ? მოხუცი კიარა, 1.90 სიმაღლის, დაკუნთული, მხარ-ბეჭიანი მამაკაცი უცქერდა ნახშირის თვალებიდან.
-ამმ... იყოს, არ მინდა... - იუარა უხერხულად და ისევ თვითონ განაგრძო წვალება. მამაკაცმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და ერთ ნაბიჯში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი.
-მომეცი - თქვა და მძიმე ჩემოდანი ჰაერში ბუმბულივით აიტაცა. გოგონა ჩქარი ნაბიჯებით აედევნა უკან დიდი ორსართულიანი სახლის მფლობელს და თან ირგვლივ ლამაზი ეზოს თვალიერება დაიწყო - ელენე გქვია ხომ? - ჰკითხა სხვათაშორის, როდესაც ბარგი მეორე სართულზე, გოგონას ოთახში შეიტანა.
-დიახ - უპასუხა მორიდებულად და უხერხულად აიწურა, როდესაც მამაკაცის მზერა დაიჭირა.
-მე დემეტრე, დემე დამიძახე - გაუღიმა მამაკაცმა თბილად, უცნაური ჟინით.
-სასიამოვნოა...
-ჩემთვისაც. ჩემი ოთახში შენს გვერდზეა, აი ის... - ხელით ანიშნა მეორე კარზე.
-აქ კიდევ ვინმე ცხოვრობს? - ჰკითხა დემეტრეს ინტერესით.
-არა, არავინ ცხოვრობს. მოსამსახურეები მოდიან, სახლს ალაგებენ და მიდიან.
-აბა მე რა უნდა გავაკეთო? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-როცა მოსამსახურე არ იქნება და რამე დამჭირდება შენ გააკეთებ. დანარჩენ დროს თავისუფალი იქნები და შეგეძლება ისწავლო. ხელფასს რაც შეეხება, ყოველი თვის პირველ რიცხვში შენს ანგარიშზე ჩაირიცხება - ჩამოუყალიბა მშვიდად და თავდაჯერებულად. - კიდევ რამე გაინტერესებს?
-არა, ყველაფერი გასაგებია - უპასუხა და გულში კმაყოფილმა ჩაიცინა. განა რა დასჭირდებოდა ახლა ამ კაცს, ალბათ რამე წვრილ საქმეს დაავალებდა, ისიც იშვიათად. დანარჩენ დროს კი სწავლაში გაატარებდა. ძალიან კარგი! არ შემცდარა სამუშაოზე როდესაც დასთანხმდა.
-და კიდევ... - დაამატა მამაკაცმა რამდენიმე წამში - შეგიძლია სახლში ნებისმიერი რამით ისარგებლო, არ მოგერიდოს. არც ფორმალურად არ ჩაიცვა, ერთი სიტყვით თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში... ახლა ცოტახანს დაგტოვებ, ნახევარ საათში სადილზე ჩამოდი - უთხრა და დერეფანში გაუჩინარდა.
ელემ თავის დაქალს დაურეკა და ყველაფერი დეტალურად მოუყვა, შემდეგ კი გათიშა და ტანსაცმელი ამოალაგა. საშუალო ზომის მყუდრო ოთახი ჰქონდა, თეთრ და ღია ნაცრისფერში გაწყობილი. მართლაც ძალიან ლამაზი იყო... მოკლე შორტები და ტოპი ჩაიცვა, საამაყო თმები დაივარცხნა და პირველ სართულზე ჩავიდა. სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო. ერთ მომენტში ისიც კი გაუხარდა რომ ამხელა სახლის დალაგება არ მოუწევდა. სამზარეულოში შევიდა, მზარეულს გვერდი აუარა და დემეტრეს წინ მაგიდასთან უხერხულად დაჯდა.
-თავს უხერხულად ნუ გრძნობ, მოეშვი ცოტა - ფიქრებიდან მამაკაცის ბოხმა ხმამ გამოიყვანა. მორცხვად დახარა თავი და შეეცადა ოდნავ მაინც მოშვებულიყო, თუმცა რა ქნას რომ მამაკაცის მზერა ძაბავს და ყველაფერს ავიწყებს? „რა ჯანდაბა მჭირს!“ - შემოუძახა საკუთარ თავს, თუმცა უშედეგოდ. უხმოდ მიირთმევდნენ სადილს. მზარეული ოთახიდან გავიდა და ისინი ერთმანეთის პირისპირ დატოვა. უეცრად დემეს ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა. მამაკაცმა უპასუხა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო. როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული იყო, მაშინვე ფეხზე წამოხტა.
-ელე, მე ახლა უნდა წავიდე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. შენ მანამდე მოეწყვე და გაშინაურდი, თორემ ასეთ მორცხვი თუ იყავი არაფერი გამოგვივა - თვალი ჩაუკრა გოგონას და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან...
...........
დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა რომ მამაკაცს ასე თუ ისე შეწყობოდა. ყოველ შემთხვევაში ახლა თვალებში შეხედვას და პასუხის გაცემას ბედავდა. სწავლას თავისუფლად ასწრებდა და ძალიან კმაყოფილი იყო. ერთ დღესაც უნივერსიტეტიდან გამოსულმა ნაცნობი მანქანა დაინახა და ოდნავ გაკვირვებული გაემართა მისკენ.
-აქ რას აკეთებთ? - ჰკითხა მამაკაცს გაკვირვებულმა
-ელე, რამდენჯერ უნდა შეგახსენო რომ თქვენობით არ უნდა მელაპარაკო - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა და შემდეგ ისევ მზერა გაუსწორა - დღეს წვეულებაა და პარტნიორი მჭირდება. სასწრაფოდ უნდა გიყიდო კაბა და შესაბამისად გამოგაწყო. ჩაჯექი... - ჩამოარაკრაკა და თავით ანიშნა გვერდით დამიჯექიო. დაბნეული ელენე ფართხა-ფურთხით ჩაჯდა მანქანაში. დემემ იფიქრა ეს ისედაც ძლივს აზროვნებსო და ღვედი თვითონ შეუკრა, შემდეგ მისი ჩანთა უკანა სავარძელზე გადადო და მანქანა დაძრა.
-სად მივდივართ? - იკითხა მორიდებულად.
-მაღაზიებში, კაბისთვის. შემდეგ სალონში მაკიაჟისთვის და ვარცხნილობისთვის, შემდეგ კომპანიაში, რაღაც საბუთები რომ დავტოვო და შემდეგ წვეულებაზე - თავდაჯერებულად ჩამოაყალიბა დღის გეგმა და ცალი ხელით მობილურში რაღაცის ძებნა დაიწყო, შემდეგ კი ყურზე მიიდო - ალო, ემილი როგორ ხარ... - დაიწყო ინგლისურად საუბარი - ახლა შენთან მოვდივართ და რამდენიმე ვარიანტი დამახვედრე, როგორც იცი ხოლმე... კაი... აბა შენ იცი... დროებით... - დაემშვიდობა და ახლა მეორე ნომერი აკრიფა - ალო... ხო ბელა... შენთან ერთი გოგო მომყავს 6 საათზე ჩაწერე... არ მაინტერესებს, გადადე... კარგი... - მობილური ჯიბეში ჩააბრუნა და გზა განაგრძო. რამდენიმე წუთში მანქანა უზარმაზარი კაბების მაღაზიის წინ გააჩერა. იქიდან სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი გოგონა გამოვიდა.
-ემილი, ეს ელენეა გაიცანი - გააცნო გოგოები ერთმანეთს დემემ და საქმიანი ნაბიჯით გაემართა მაღაზიისკენ.
-გამარჯობა ელენე. წამოდი აბა მოიზომე რამდენიმე კაბა შეგირჩიე - ხელკავი გამოსდო გოგოს და გასახდელისკენ გააქანა.
-ელე, მე აქ დაგელოდები. აბა შენ იცი - თვალი ჩაუკრა და ფაფუკ დივანზე კომფორტულად მოთავსდა. გოგონამ ვერც მოახერხა პასუხის გაცემა ისე მიაქანებდა ემილი გასახდელისკენ. იქ რომ შევიდა კინაღამ თვალები გადმოუცვივდა. ხუთი ერთმანეთზე ლამაზი და ძვირფასი კაბა თვალწინ ედო. შეეძლო უბრალოდ თითი დაედო ნებისმიერისთვის და მისი გახდებოდა. ეს ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგოსთვის ნამდვილად ძალიან უცხო იყო. ყველა მოიზომა, ყველა ძალიან მოეწონა... არჩევანის გაკეთება უჭირდა...
-მოიცა, დემეს დავუძახებ - თვალი ჩაუკრა ემილიმ. მამაკაცმა დაკვირვებულად აათვალიერა გოგონა და წითელი მიმზიდველი კაბა აარჩია. ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა, გოგონას იდეალურ სხეულს მოტმასნოდა და საკმაოდ ღრმა ჭრილიდან მის ფეხებსაც ამზეურებდა. ელენეს მიაჩნდა, რომ ეს კაბა ნამეტანი იყო და მასში გამოწყობილს კაბასავით წითელი ფერი ედო სახეზე.
-ემილი, ამას ვიღებთ
-გასაგებია, ორ წუთში მოვალ - უპასუხა მამაკაცს მკვირცხლად და წავიდა.
-ძალიან გიხდება - ვნებისგან დახშული ხმით უთხრა დემემ და ახლა მზერა პატარა ქალბატონის სავსე მკერდზე შეაჩერა.
-ასე ნუ მიყურებ... - ამოილუღლუღა ელენემ საწყლად.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ხანდახან წვეულებებზე რომ იარო ჩემთან ერთად? - გოგონას ნათქვამი დააიგნორა და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპრყო.
-ამმ... რავი... არა... - სათქმელს ძლივს მოაბა თავი, როდესაც მზერა ნახშირის თვალებს გაუსწორა. დემემ ტუჩის კუთხე მიმზიდველად ჩატეხა და ემილის გახედა, რომელიც აჩქარებული ნაბიჯით მოემართებოდა მათკენ.
-ყველაფერი მზადაა. კაბა შეგიფუთოთ თუ არა?
-შეფუთე... ელე, გამოიცვალე... - გოგონას თბილად მიმართა და დაამატა - მანქანაში დაგელოდები
-კარგი - უპასუხა და გასახდელში შევიდა. ფრთხილად გაიხადა კაბა და როდესაც მის ფასს დახედა გაოგნდა. კი იცოდა, რომ ძვირფასი კაბა იქნებოდა, მაგრამ ამდენად არა... ბოლო-ბოლო 5000$ ხალხს თვეში არ აქვს ხელფასი. დემე კიდევ საღამოს კაბაში დაუფიქრებლად აძლევდა...
ემილიმ გამოაცილა იმხელა მაღაზიიდან, რომ არ დაკარგულიყო, ორივეს დაემშვიდობა და სამუშაოს დაუბრუნდა.
-ახლა სალონში მივდივართ - თქვა დემემ და საჭეზე თითები აათამაშა. ლონდონის ქუჩებში დაქროდა, შავ Range Rover-ში და უკვირდა, თუ საიდან სად აღმოჩნდა.
-შემდეგ კომპანიაში ხომ? - დააზუსტა დღის გეგმა.
-კი - დაუდასტურა მაშინვე და მანქანა გააჩერა. სალონიც საკმაოდ ძვირადღირებულს გავდა. ისეთი გადაპრანჭული ქალები ისხდნენ, რომ ელენეს შესვლა მოერიდა, თუმცა დემეს ხელმა, რომელიც წელზე იგრძნო, ელექტროდენივით უბიძგა წინ.
5 გოგო ედგა თავზე. გრძელი ყავისფერი თმები გაუშალეს და დავარცხნეს.
-ელენიუს, ბოლოებში ცოტათი ხომ არ გავაღიავოთ? - ჰკითხა ერთ-ერთმა და თით ნიკაპის ქვეშ ამოიდო.
-აუ კიი, მაგარი იქნება. აი ნახავ მოგეწონება - აყვა მეორე. ელენემ დაბნეულმა გახედა დემეს. მამაკაცმა თავი ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თანხმობის ნიშნად და ელენემაც თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ბოლოების გაღიავება სურდა. თმები დაუსწორეს და ბოლოებში დაუხვიეს. მაკიაჟით აქცენტი ტუჩებზე გააკეთეს, რომელიც სისხლისფერ წითლად შეაფერადეს, თვალებზე კი ფორმის მისაცემი ჩრდილები და ლაინერი წაუსვეს. ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი... ლაქიც წაუსვეს და მთლიან პროცედურას 2 საათში მორჩნენ.
-მადლობა გოგოებო - გაუღიმა დემემ ყველა მათგან წამოსვლისას და ელენე კარში გაატარა.
-აქ ხშირად დადიხარ? - ჰკითხა გოგონამ სხვათაშორის.
-როცა ისეთი დონის წვეულებაა, როგორზეც ახლა შენ მიმყავხარ კი. სულ აქ მომყავს გოგოები...
-ხშირადაა ასეთები?
-არა, რამდენჯერმეა წელიწადში. წვრილ-წვრილი წვეულებები ძალიან ხშირადაა.
-რა საჭიროა ამდენი წვეულება - მხრები აიჩეჩა ელენემ და მანქანაში ჩაჯდა. დემემ მანქანას მოუარა და დაძრა.
-ყველა ერთმანეთს ელოლიავება. ბიზნესის მართვა არ იციან და მხოლოდ პირფერობით შეუძლიათ ფულის შენარჩუნება - უდარდელად უპასუხა მამაკაცმა - მე არ მიყვარს ასეთი აფერისტობა. უმნიშვნელო წვეულებაზე მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა ჩემი მეგობარი აწყობს და იქ ყოფნა მართლა მსიამოვნებს... - ელენე დაკვირვებით უსმენდა და თან მამაკაცის სავსე ტუჩებს მზერას ვერ წყვეტდა. რატომ იზიდავდა და აბნევდა ეს მამაკაცი ვერ ხვდებოდა. იეჭვიანა კიდეც და გაიფიქრა, რომ მამაკაცს ადრეც ბევრი გოგო ეყოლებოდა წვეულებაზე წაყვანილი. ეს უკვე აღარ მოეწონა... მზერა ქუჩას გაუსწორა და საზურგეს მიეყრდნო.
დემემ მანქანა მრავალსართულიანი შენობის წინ გააჩერა. ლიფტით ავიდნენ ბოლო სართულზე და დერეფნის ბოლოს არსებულ კაბინეტს მიაშურეს. კაბინეტი კი არა, მცირე ზომის სახლი იყო... რომ შეხვიდოდით თეთრ და ნაცრისფერ ფერებში გაწყობილი ოთახი იყო, ტიპიური კაბინეტი... იქიდან კი კარი გადიოდა მეორე ოთახში, რომელიც სახლის სასტუმრო ოთახს ჰგავდა. იქიდან ვანა-ტუალეტში გასვლა შეგეძლოთ.
-ოჰოო... სამსახურში ასეთი კაბინეტი რათ გინდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა ელენემ.
-ზოგჯერ დიდხანს მიწევს მუშაობა და როცა სახლში მისვლა მეზარება აქ ვრჩები - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-როგორც ჩანს ძალიან თავდადებულად მუშაობ - უთხრა გოგონამ და თაროებზე ჩამწკრივებულ საბუთებს მოავლო თვალი.
-სხვანაირად წარმატებული ვერ ვიქნები - დაღლილად ამოიოხრა მამაკაცმა და ტყავის სავარძელში ჩაეშვა. - კირა, ორი ყავა შემოიტანე - ჩასძახა ტელეფონს.
-დაღლილი ხარ? - მზრუნველად ჰკითხა ელენემ დემეს და მის პირდაპირ სავარძელში მოთავსდა.
-ყველაფერმა დამღალა... ამ ოფიციალურობამაც... უკვე ყელში ამოვიდა... - თქვა დემემ, სავარძლიდან ადგა და ტახტზე გაწვა.
-წარმომიდგენია... - ჩაიღიმა გოგონამ.
-ყველას ბევრი ფული უნდა... კარგი ცხოვრება უნდათ... მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის ფულში? - იკითხა და ელენეს გახედა - ყველა ფულის გამო გაფასებს, ყველა ფულის გამოა შენთან. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში მოხდება და ხდება, ფულის გამოა... ზოგჯერ მინდა რომ ასეთი წარმატებული არ ვიყო - ჩაილაპარაკა დანანებით. გოგონას ხმა აღარ ამოუღია... ჩუმად იჯდა და დემეს ნაკვთებს აკვირდებოდა. მამაკაცს თვალები დაეხუჭა და ისვენებდა. სახეზე ეტყობოდა როგორი გადაღლილი იყო ამდენი საქმით. ჯერ 25 წლის იყო და უკვე ამხელა კომპანიას უძღვებოდა...
კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში შუახნის ქალბატონი შემოვიდა. ორი ყავა მაგიდაზე დადო და გავიდა.
-ყავა დალიე, გამოფხიზლდები ცოტათი - თვალების გახელის გარეშე უთხრა დემემ ელენეს, შემდეგ თვითონაც წამოჯდა და ყავას ხელი მოჰკიდა. კომპანიაში საღამომდე გაჩერდნენ, შემდეგ კი ელენემ კაბა ჩაიცვა, გამოეწყო და შენობიდანაც გამოვიდნენ.
.........
უნდა გენახათ წვეულებაზე რაამბავი იყო... ჰოლივუდი გეგონებოდათ. რესტორნის შესასვლელში ათასი ჟურნალისტი იყო. ზოგი ინტერვიუს იწერდა, ზოგიც სურათს იღებდა...
-ამმ... დემე... - საწყლად ამოიკნავლა გოგონამ.
-ნუ გეშინია... უბრალოდ გაიარე და ყურადღება არ მიაქციო. წავედით... - გაამხნევა ელენე, მანქანას მოუარა და წელზე ხელი მოხვია. მაშინვე დაესივნენ ჟურნალისტები...
-ბატონო დემე, ეს თქვენი შეყვარებულია?.. ვინ არის ეს გოგო?.. გაგვანდეთ თქვენი წარმატების საიდუმლო... - ეს და კიდევ ათასი ამგვარი კითხვა ისმოდა ყველა მხრიდან. განსაკუთრებული აქცენტი კი ელენეზე იყო გაკეთებული. ყველა იმას კითხულობდა, თუ ვინ იყო იდუმალი გოგონა, რომელიც აქამდე არავის ენახა და ძალიან ლამაზი იყო... მამაკაცი ყურადღებას არავის აქცევდა, ელენეს წელზე ხელი ძლიერად ჰქონდა მოხვეული და უემოციო სახით წინ მიიწევდა. დარბაზში შესულებმა ამოისუნთქეს.
-ახლა გაიღიმე და ვისაც მივესალმები იმათ მიესალმე... - ყურში უჩურჩულა დემემ და წელზე მოხვეული თითები აათამაშა. ელენეს სულ ჟრუანტელმა დაუარა და ახურდა, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია. როდესაც დემე ყველა ნაცნობ პიროვნებას მიესალმა ადგილი დაიკავეს...


...............
ძლივსსს! დავბრუნდი ახალი ისტორიით და ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულებები
დიდიხანია თქვენი ტკბილი სიტყვა არ გამიგია და ძალიან მომენატრეთთ... არც ვიცი გახსოვართ თუ არა ვინმეს...
იმედია მოგეწონებათ!



№1  offline წევრი ROLIKA

Auu rogoor momeewooonaaaa <3 <3 dzaann magaariaa <3 maalee dadee rra <3 vgindebi shens istoriebzee kusaa <3 <3

 


№2 სტუმარი

არ მომეწონა რატომღაც დემე, ტყლარწია, და ეგ გოგო ზედმეტად მორცხვი ორ სიტყვას ვერ მოაბა თავი.

 


№3  offline მოდერი ანკა

ROLIKA
Auu rogoor momeewooonaaaa <3 <3 dzaann magaariaa <3 maalee dadee rra <3 vgindebi shens istoriebzee kusaa <3 <3

დიდი მადლობაა <3 შემდეგს ხვალ დავდებ love

არ მომეწონა რატომღაც დემე, ტყლარწია, და ეგ გოგო ზედმეტად მორცხვი ორ სიტყვას ვერ მოაბა თავი.

ალბათ პირველადი შთაბეჭდილება ასეთი იყო, მაგრამ ასეთები ნამდვილად არ არიან love მადლობა რომ შენი აზრი დააფიქსირე

 


№4  offline წევრი Nini123456

ძაან მომეწონა იმედია შემდეგ თავს მალე დადებ <3

 


№5  offline მოდერი niako crazy

rogor ar gvaxrovxar, da dzalian momenatre. kargi iyo, magram cota swrafad ganvitarda movlenebi, darwmunebuli var sainteresod ganvitardeba, radgan sheni istoriebi dzalian kargia. warmatebebs girurveb.

 


№6 სტუმარი ubralo gogo da me

Istoria dzalian momewona da maxsovxar ra tqma undaa <3 dzalian magari xar ase gaagrdzele

 


№7  offline მოდერი ანკა

Nini123456
ძაან მომეწონა იმედია შემდეგ თავს მალე დადებ <3

აუცილებლაად <3 <3 ძალიან დიდი მადლობა უზომოდ მახარებთ love love love

niako crazy
rogor ar gvaxrovxar, da dzalian momenatre. kargi iyo, magram cota swrafad ganvitarda movlenebi, darwmunebuli var sainteresod ganvitardeba, radgan sheni istoriebi dzalian kargia. warmatebebs girurveb.

უღრმესი მადლობაა <3 როგორ მომნატრებიხართ! ძალიან მიხარია რომ მიუხედავად დიდი პაუზისა გახსოვარ love love love

ubralo gogo da me
Istoria dzalian momewona da maxsovxar ra tqma undaa <3 dzalian magari xar ase gaagrdzele

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო love

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

ჰიჰ მე ძალიან მომეწონა love გააგრძელე აუცილებლად.

 


№9  offline წევრი natia-natia

დზაან მომწონს გააგრდზელე მალე

 


№10  offline მოდერი bibo

Ux ra sayvarloba iyo momwons me es wyvili udzalianesad :* kargi xar aba warmatebeni shen iciii

 


№11 სტუმარი ნინო კ.დ

კარგი იყო ^_^ შენი ისტორიები წაკითხული მაქვს და იმედია ეს მათზე მეტი თუ არა ნაკლები არ იქნება.

 


№12  offline მოდერი ანკა

Lanas Statusebi
ჰიჰ მე ძალიან მომეწონა love გააგრძელე აუცილებლად.

natia-natia
დზაან მომწონს გააგრდზელე მალე

bibo
Ux ra sayvarloba iyo momwons me es wyvili udzalianesad :* kargi xar aba warmatebeni shen iciii

ძალიან ძალიან დიდიიიი მადლობა ბავშვებოო <3 თქვენ არ იცით ახლა როგორი გახარებული ვარ love ჩემი ტკბილები ხართ და მაბედნიერებთ love

 


№13  offline წევრი sali))

Dzaaalian kaargiaa .. rogoor gamiixardaa sheni istooriis danaaxvaaa ver warmooiidgeen .... mikvarxar dzalian

 


№14  offline მოდერი ანკა

sali))
Dzaaalian kaargiaa .. rogoor gamiixardaa sheni istooriis danaaxvaaa ver warmooiidgeen .... mikvarxar dzalian

მეც როგორ მიყვარხარ ხო იციიი <3 <3 <3 ვგიჟდები შენზე love დიდი მადლობა love

 


№15  offline წევრი eki_eka_ake

Au rogor momewona male dade ra axali

 


№16 სტუმარი gemrieltkbili

Gemrielkargsainteresoba iyoo <3 male dade shemdegi raa

 


№17  offline მოდერი ^paradise^

ჰელოოუუ ქალოოო.. აუ როგორ გამახარეე რომ მომწერე ახალი დავდეოო,გოზინაყი მივაგდე და ჩავუჯექი wink უმაგრესი ხარ აი ძაააან დამაკლდა შენი ნიჭი აქ <3 იმედია არ დამიგვიანებ და არ გავიგვიანებ თორემ დამიჯერე ცუდად იქნება შენი საქმე.. დემე მაგარი ბიჭია,უუუუუხხ :დ აუ ამ ელენეს ცოტა თავდაჯერებულობა არ აწყენდა wink ანკააა მაგარი გოოგო ხარ <3

 


№18  offline წევრი anna31

მახსოვხარ? მახსოვხარ რომელიააა მომენატრე კიდეც(((

 


№19 სტუმარი Marishka^_^

აიიჰ ძალიან მომეეწოონნაა.... მალე დადე ხოლმე რაა..))))

 


№20 სტუმარი teo...

Dzalian momewona .male dade axali tavi.imedia ar malodineb. Warmatebebiiiiiiiiii

 


№21  offline მოდერი ანკა

ყველას მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთთ love
ისტორიის დადებას რომ დავაჭირე თითი ასე მეგონა აქამდე არასდროს მქონდა დადებული ამ საიტზე ისტორია იმდენად ვღელავდი... გულისფანცქალით ავტვირთე და თქვენს კომენტარებს ველოდებოდი love love იმდენად გამახარეთ რომ გადმოცემაც კი მიჭირს love ყველა თქვენს სიტყვაზე ზურებამდე გაღიმებული ბედნიერი სახით დავდივარ სახლში და ალბათ კი ფიქრობენ ეს ბავშვი ხომ არ გაგიჟდაო wink თუმცა არ მაინტერესებს!!!
მიყვარხართ უზომოდდ! ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო! მიხარია რომ ამხელა პაუზის მიუხედავად მაინც გახსოვართ და თბილ სიტყვებს არ იშეურებთ love ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ამასთანავე გილოცავთ ძველით ახალ წელს! მრავალს დაესწარით love love love

 


№22 სტუმარი qeti

rogor ar maxsovxar da dzaanac momenatre ♡ super dabruneba iyo ♡ veli shemdeg tavs ♡

 


№23  offline მოდერი ანკა

qeti
rogor ar maxsovxar da dzaanac momenatre ♡ super dabruneba iyo ♡ veli shemdeg tavs ♡

დიდი მადლობა ქეთი love გპირდებით არ გალოდინებთ <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა love

 


მე ძაან მომეწონა )) და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№25  offline მოდერი ანკა

წკაპუნა მატატა
მე ძაან მომეწონა )) და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

დიდიი მადლობაა <3 <3 <3 ძალიან მახარებთ ყველა! love

 


№26 სტუმარი nini

მმმმმმ მომწონს love

 


№27  offline მოდერი ანკა

nini
მმმმმმ მომწონს love

მიხარია ძალიანნნ <3 დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent