შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I want you to love me - ანუ მინდა გიყვარდე (8)


14-01-2016, 19:07
ავტორი -tiko))
ნანახია 2 843

თავი 8

ანიტა:
არ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ? არაუშავს შევეჩვიე უკვე რომ მარტო ვარ. მანქანა სად მიმყავდა არ ვიცოდი უბრალოდ მივდიოდი... ბოლოს იმ კაფესთან გავჩერდი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ცოტა ხანი ვუყურებდი მანქანის ფანჯრიდან მერე ჩანთა ავიღე და გადავედი. იქ დავჯექი სადაც მაშინ ალექსი იჯდა. ოფიციანტს ალუბლის წვენი და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე. ფანჯრიდან გავიხედე და ფიქრები ტავისით მოვიდნენ. ისევ ალექსი. ისევ მისი სახე და ღიმილი მახსენდება. ნეტავ ახლა როგორია? იქნებ ცოლიც მოიყვანა? რათქმაუნდა ის ხომ ჩემზე 4 წლით დიდია. ახლა 29 წლის უნდა იყოს.ღმერთო რა უნდა ვქნა ცოლი თუ ყავს? როგორ დავივიწყო?... ფიქრში ვერც კი გავიგე ისე მომიტანეს ჩემი შეკვეთა. კაფედან რომ წამოვედი უკვე კარგად გვიან იყო და ეგრევე სახლისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოსთან გავაჩერე მანქანა და გადმოვედი. ალინას ფანჯრისკენ გავიხედე შუქი ენთო. ცოტა ხანში ადამიანის სილურტი გამოჩნდა სიბნელის გამო ვერ გავარჩიე ვინ იყო."ალბათ ტატოა ან დათო." გავიფიქრე და ჩემ სადარბაზოში შევედი.

ალექსი:
მთელი დღე ვფიქრობდი. ნუთუ ასე შეიცვალა? ნუთუ აღარაა ისევ ისეთი გულთბილი და საყვარელი? ასე გაბოროტდა რომ ალინას და ბიჭებს უყვირა? სულ ასეთ კითხვებს ვუსმევდი საკუთარ თავს პასუხი არ მქონდა მარა შინაგანი ხმა მხოლოდ ერთს მეუბნებოდა,"შენი ბრალია, შენ გააბოროტე, ის სულელური შურისძიება რომ არა ახლა შენ და ანიტა ერთად იქნებოდით. შენ ხომ ის პატარაობიდან გიყვარს." ამ ფიქრებმა თავი ამატკიეს.ბიჭებს გადავხედე ყველა თავჩახრილი იჯდა და ფიქრებისთვის მიეცათ თავი. შემდეგ ალინას დავხედე ჩემს მკლავზე ჩასძინებია. გამეღიმა ხელში ავიყვანე და თავის საძინებელში შევიყვანე. გარეთ გავიხედე, უკვე კარგად დაღამებულიყო. ოთახიდან გამოვედი და ისევ ბიჭებს გადავხედე. უცებ ტატო მოეგო გონს და შემომხედა.
- ალინა შევიყვანე, ჩაეძინა და... - არაფერი უთქვამს და ისევ ფანჯარაში გაიხედა. შემდეგ შემომხედა და დივანში ჩაეშვა. ვიცი ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე. ფანჯარასთან მივედი, ანიტან სადარბაზოსთან მანქანა გაჩერდა. ინსტიქტურად იქით გავიხედე, მანქანიდან ხუჭუჭა გოგო გადმოვიდა. თავიდან ვერ ვიცანი მარა როცა შემობრუნდა მაშინვე მივხვდი რომ ანიტა იყო. უფრო გალამაზებულა, დაქალებულა. "ულამაზესია" გავიფიქრე და ისევ მის ნაკვთებს დავაკვირდი. ცოტა ხანი მიყურებდა ეტყობა ვერ მიცნო და შევიდა თავის სადარბაზოში. მე კი გაყინული ვიდექი და მასზე ვფიქრობდი... ვფიქრობდი როგორ დამებრუნებინა ჩემი ანიტა.


გამარჯობა....... უდიდესი ბოდიში... ვიცი არაფერი გამამართლებს მარა .. ინტერნეტი არ მქონდა... ჩემი ტელეფონით ვერ ვდებდი... მაპატიეთ გპირდებით აღარ დავაგვიანებ.... მომენატრეთ ძალიან და დიდი მადლობა ვინც კითხულობდით... შემიფასეთ... მოგეწონათ? ვიცი პატარაა..... გპირდებით ხვალ დიიიიიიდდდდსსსსსსს დავდებ



№1 სტუმარი xatia

აუ დაააამტავრეტ რა ეს გაწყევტა არ იყოს მაინტერესეს როგორი დასასრული ექნება

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

Sul dagviviwye :( imideni xani damwirda rom gamxseneboda istoria :/ magra momewona <3 male dagvide da isev agar gaqre :*

 


დღეს წავიკითხე ყველა ტავი ზაან მომწონს მარა ტავები გაზარდეეეეე!!

 


№4  offline წევრი BUBU_2426

Vaimeee rogor momenatreeee >_< Rogor damakldiiii <333 ese daagviane da kide patara tavii :OOO Xval didi dade tore mogklav *_* dzaaan miyvarxar da shen istoriazec vgijdebi da geliii didi tavit ardamagalato ^___^

 


№5  offline წევრი nikusha555

დიდება შენს გამოჩენას :D მალე დადე რააააააა

 


№6 სტუმარი უბრალოდმკითხველი????

აუმალეე დადეერააა 9 ე თავიი თორეე სულ გადამაბიწყდა ეს მოთხრობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent