შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!!! (თავი1)


14-01-2016, 19:25
ავტორი niako crazy
ნანახია 1 879

სევდიანი მზერა მოავლო გარშემო მყოფებს და იქაურობა დატოვა. არც მოელოდა რომ ვინმე გაუგებდა, ბავშვობიდან ასწავლიდნენ რომ საკუთარი თავის ღირსება პირველ ადგილზე უნდა დაეყენებინა. საყვარელ მშობლებს ყველაფერს უჯერებდა და რათქმაუნდა არაფერი გაუპროტესტებია. 18 წლის იყო და შეყვარებული არასდროს ყოლია, ან რომელ შეყვარებულზე იყო საუბარი როცა ბიჭისკენაც არ გაუხედავს. დედიმისსაც, ქალბატონ ნინოს მეტი რაუნდოდა, მოსიყვარულე ქმარი ყავდა და შვილი რომელიც საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში. ამისგამო არც ერთხელ უფიქრია შვილს დალაპარაკებოდა ისე როგორც საჭირო იყო, როგორც დედა შვილს, როგორც მეგობარი მეგობარს, გაეგო რას გრძნობდა, რა უნდოდა ან რაზე ოცნებობდა. ბავშვობიდან აკრძალული ქონდა გვიან სიარული, ან მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა. ამიტომაც როცა სხვები ერთობოდნენ, სოფია თავის ოთახში ფანჯარასთან იდგა, უყურებდა თბილისს, რომელიც ღამით განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენებოდა, და ფიქრობდა რომ ოდესმე თვითონაც შეძლებდა თავისუფლად გართობას და გადაწყვეტილებების თავად მიღებას. მაგრამ როგორც იტყვიან დრო გადიოდა და ოცნება ოცნებად რჩებოდა. მაგრამ უკვე 17წლის ასაკში სხვა მოთხოვნილებები გაუჩნდა სკოლა დაამთავრა და გამოცდების შედეგებითაც ძალიან კმაყოფილი იყო. ზაფხული იდგა და თბილისში ძალიან ცხელოდა. მანამდე დასასვენებლად ყოველთვის მშობლებთან ერთად მიდიოდა, წელს კი რადგან ნინო და დავითი ვერ ახერხებდნენ წასვლას, გადაწყვიტეს სოფია მარტო გაეშვათ ბებიასთან სოფელში. დიდის ამბით გააცილა ნინომ და ჭკუა დაარიგა როგორ უნდა მოქცეულიყო. ლიზიკო სოფიას მამის დავითის დედა იყო. ქმარი ახალგაზრდობაში გარდაეცვალა და მხოლოდ მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა, რომელიც გაჭირვებით გაზარდა. დათომ რომ ცოლად ნინო შეირთო, დედამისსაც შესთავაზა მათთან ერთად გადასულიყო ქალაქში საცხოვრებლად, მაგრამ ლიზიკომ უარი უთხრა, მთელი ცხოვრებაა სოფელში ვარ და მირჩევნია აქ ვიყოო. რძალსაც არ გაუპროტესტებია, დიდად არ ხიბლავდა დედამთილთან ცხოვრება. თავიდან ხშირად ჩადიოდნენ სოფელში მაგრამ, სოფიოს დაბადების მერე სულ რამდენჯერმე იყვნენ. ნინომ განაცხადა უკეთესია, ბავშვს თუ ზღვაზე ვატარებთო. რამდენჯერმე უცხოეთშიც იყვნენ წასული.
ლიზიკო შვილიშვილს დიდი სიყვარულით დახვდა და საყვარელი, იმერული ცხელ-ცხელი ხაჭაპურებითაც გაუმასპინძლდა. იმ დღეს დაასვენა, მეორე დღეს კი განუცხადა-ბებია ეხა შენ დასასვენებლად და გასართობად ხარ ჩამოსული აქანა და არა ჩემს საყურებლადო. სახლში ჯდომა და მაგ ტელეფონი და კომპიუტერი ქალაქშიც გეყოფაო და თავად გააცნო იქაური ბავშვები. ქალაქშიც ყავდა რამდენიმე მეგობარი მაგრამ რომ იტყვიან საუკეთესო მეგობარი არ ყოლია. სოფია უფრო ჩაკეტილი იყო. ახალი ურთიერთობების დაწყება უჭირდა, ამიტომაც ეხლაც გაუჭირდა კონტაქტში შესვლა. მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა მათთან დაახლოება. მთელ დღეს თუ არა, დღის უმეტესს ნაწილს მათთან ერთად ატარებდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო თავისუფლება, ალბათ სწორედ ამიტომ დაემართა ის ყველაფერი. ლამაზი ბავშვი იყო. გრძელი, ყავისფერი ოდნავ ხვეული თმა, ძალიან მუქი ლურჯი თვალები, პატარა ცხვირი და ლამაზი ტუჩები ჰქონდა. ამასთანავე ტანის სილამაზეც არ აკლდა და ამ ყველაფრით ბევრ ბიჭს ხიბლავდა. ასე მოხიბლა ლევანიც. იმ დღეს სწორედ მასთან იყვნენ და ლევანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ყველა მთვრალი იყო. ცოტა სოფიამაც გასინჯა და რადგან მანამდე დალეული არ ქონდა უცბად მოეკიდა. ბოლოს ის ახსოვს როგორ ცეკვავდა მეგობრებთან ერთად.
დილით უცხო ოთახში გამოეღვიძა, გვერდზე ლევანი ეწვა. წიოკი და ყვირილი არ დაუწყია, წყნარად ადგა, თავისი ტანსაცმელები აიგო და სახლი დატოვა.
მეორე დღეს მშვიდად ელაპარაკა ბიჭს, აუხსნა რომ ორივესთვის აჯობებდა ეს ყველაფერი დაევიწყებინათ. მშვიდად კი ესაუბრებოდა მაგრამ ვინ იცოდი მის გულში რა ხდებოდა. თავის ტავს ვერ პატიობდა, ამდენი წლის განმავლობაში რასაც პატივს ცემდა ყველაფერი ფეხქვეშ გათელა. ამდენი ხნის განმავლობაში უნდოდა თავისუფალი ცხოვრებით ეცხოვრა, და მაშინ როცა ამის შანსი მიეცა, რა გააკეთა? მათი ნდომა ვერ გაამართლა, ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო ტკოიდა გული. მაშინვე ჩაალაგა ბარგი და თბილისში დაბრუნდა. ნინომ სახლის კარი რომ გააღო და შვილი დაინახა ძალიან გაუკვირდა. სოფიამ ვეღარ მოითმინა და სიმართლე უთხრა, ამის დამალვას არც აპირებდა. ნინოს არაფერი უთქვამს, მისაღებში დატოვა ატირებული გოგონა და თავად საძინებელში შევიდა, იქიდან კი პატარა ჩემოდნით ხელში დაბრუნდა, სადაც სოფიას დანარჩენი ნივთები ეწყო.
-ჯობია აქედან მანამდე წახვიდე ვიდრე ეს მამაშენს გაუგია, ამას დიდხანს ვერ დამალავ, ფული შენი ანგარიშიდან აიღე და სადმე ბინა იქირავე, ეს ფული ცოტა ხანს გეყოფა, მერე მეც დაგეხმარები. შევეცდები მამაშენი დავარწმუნო რომ გაპატიოს-ბოლოჯერ მოეხვია შვილს და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.
სოფიამ კიდევ ერთხელ მოავლო სახლს თვალი, სადაც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა და იქაურობა დატოვა.
**********
ახლა მიდის ქუჩაში და ფიქრობს სად იცხოვროს. თავის თავს აუკრძალა ტირილი და წარსულზე ფიქრი. რაც იყო იმას ვერ შეცვლის და იმ მცირე მომავალსაც დაინგრევს რომელიც აქვს. პირველ რიგში ბანკში წავიდა და ანგარიშიდან თანხა გამოიტანა. ეს ანგარიში რომ დაიბადა მაშინ გაუხსნეს მშობლებმა და ყოველთვიურად რიცხავდნენ ფულს. ახლა საკმაოდ დიდი თანხაც შეგროვდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ ერთი სახლი შეარჩია და იქირავა. სახლი კარგ ადგილას იყო,ორი საძინებელი, მისაღები, სააბაზანო და სამზარეულო, ასევე პატარა ლამაზი ბაღით და აივნით. არ აპირებდა ეს ფული უსარგებლოდ გაეფლანგა. უნდოდა მუშაობა დაეწყო და საკუთარი თავი თავად ერჩინა. იქვე დიდი სუპერ მარკეტი იყო სადაც თანამშრომელი ჭირდებოდათ. მეორე დღეს გასაუბრებაზე წავიდა, საბედნიეროდ გაუმართლა და აიყვანეს. ზაფხული იყო ამიტომაც თავისუფლად შეძლებდა მუშაობას, მაგრამ სექტემბრიდან გადაწყვეტილი ჰქონდა რომ უნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას.
ორი კვირა ისე გავიდა ვერც შენიშნა ისე იყო სახლის და სამსახურის საქმეებში გართული. ოჯახი ძალიან ენატრებოდა თუმცა ცდილობდა ეს მონატრება გულში ჩაეხშო. ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობდა, გადაღლას დააბრალა და ამაზე აღარც უფიქრია.
სამსახურიდან მოდიოდა, ძალიან ბედნიერი იყო რადან ხვალიდან აღარ მოუწევდა მარტო ცხოვრება. სამსახურში ერთი გოგო გაიცნო ნათია და ძალიან დაახლოვდნენ. ნათია ბავშვთა სახლში გაიზარდა, ახლა უკვე სრულწლოვანი იყო და თავად უხდებოდა თავის რჩენა. პატარა ბინაში ცხოვრობდა და საჭმლის ფულს აქ მუშაობით შოულობდა. სოფის მსგავსად ისიც ლამაზი იყო, ,ქერა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. სოფიამ რამდენჯერმე შესთავაზა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო მაგრამ უარი უთხრა, დღეს კი როგორც იქნა დაითანხმა და ბედნიერი მიდიოდა სახლში.
კვირა იყო ამიტომაც ორივე სახლში იქნებოდნენ. როგორც შეთანხმდნენ , დათქმულ დროს მოვიდა ნათია, თან ხელში ჩემოდანი ეკავა. სოფიამ სახლში შემოიყვანა და თავისი ოთახი აჩვენა, შემდეგ კი სასადილოდ დასხდნენ.
-არ გინდა სადმე გავისეირნოთ? -შესთავაზა სოფიამ საღამოს.
-კარგი წავიდეთ თან სახლში ძალიან ცხელა.
სახლის კარი დაკეტეს და გზას გაუდგნენ.
-აქვე ახლოს ბაღში წავიდეთ, თან იქ შედარებით გრილა(სოფია)
-სოფ ლევანი მას შემდეგ აღარ დაგკავშირებია?(ნათია)
-არა, და ასეც ჯობია , გუშინ დედამ დამირეკა, მამაშენი ისეა გაბრაზებული ჯობია ცოტა ხანი კიდევ არ დაენახო, შევეცდები დაველაპარაკო შენს სახლში დაბრუნებაზეო(სოფია)
-იმედია მალე გაპატიებს(ნათია)
გზაში უამრავ თემაზე ისაუბრეს, უკვე შინ დაბრუნებას აპირებდნენ როცა სკამზე დამჯდარი გოგონა დაინახეს, ხელში პატარა ბავშვი ეკავა და როგორც ჩანს კარგად არ იყო. მაშინვე მასთან მივიდნენ.
-გოგონა კარგად ხართ, დახმარება ხომ არ გჭირდებათ?(ნათია)
გოგოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან გული წაუვიდა.
-ნათია სასწრაფოში დარეკე-უთხრა სოფიამ მეგობარს, თავად კი ბავშვი აიყვანა.
სააწრაფო მალევე მოვიდა და გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-ექიმო რა სწირს, გონება რატომ დაკარგა?(სოფია)
-მას...

P.S ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, მაინტერესებს ეს ისტორია თუ მოგეწონებათ, ამიტომაც გთხოვთ რომ ყველამ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში. მიყვარხართ.



აწწ ^--^ ნიაკო ! ძალიან მომეწონა <3 საერთოდ შენი ისტორიები ძალიან მომწონს! იცოდე არ მალოდინო <3 ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

Momwons es istoria <3 ise aseti mshoblebi ro geyoleba bodishi smda sul pirshi unda afurtxo ra me ar davbrundebodi:/ warmatebebi da aucileblad gaagrdzele

 


№3  offline წევრი katherine-pierce

საყვარლობაა love love love love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent