შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხევე


14-01-2016, 20:12
ავტორი მოხევე ♥
ნანახია 2 339

მოხევეები მართლაც რომ გამორჩეული ხალხია,თავიაანთი გულადობით ,სიმარდით და გამბედაობით.ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყვება მთაში მკვიდრ ხალხს თავისი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული,რომელიც მათ გულში დიდი დოზით არის შემონახული.დარწმუნებული ვარ, მართალია საზოგადოების ის ნაწილი ვინც თვლის, რომ მთაში სულ სხვა სიყვარული იციან,მერედა როგორი სიყვარული?!აი ისეთი თავს რომ დაგავიწყებს და რარაც არაამქვეყნიურ გრძნობებს გაგიღვივებს მთელ სხეულში.დიდი სიამოვნებით ავიბარგებოდი, დაუფიქრებლად დავტოვებდი წაბილწულ თბილისს და პატარა ბინას დავიდებდი იქ ზემოთ, მაღალ მთებში ,სადაც სიყვარულს საზღვრები არ აქვს .იტყვით ალბათ ეს ქალაქელი გოგო ,სად მიდიხარ, ვერ იცხოვრებო, მაგრამ მინდა ისე ვიცხოვრო როგორც მთის ძლიერი ხალხი ცხოვრობს და ცოტა ხნით ,მეც გავიზიარო მათი ყოველდღიურბა.არ ვიცი მთის სიყვარული ასე ძალიან როდის მოაწვა ჩემს სულს ,მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად მთის სიყვარულით არის ჩემი სხეული გაჟღენთილი.არც მთიელი ვარ და არც მოხევე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის,ჩემი აზრით ნებისმიერი ქვეყნის შვილი ვალდებულია უყვარდეს თავისი ქვეყნის ნებისმიერი კუთხე და ნაწილობრივ გაიზიაროს ის შეხედულებები, რაც სხვა დანარჩენებს გააჩნიათ
_ხიზანო შინ შემო თორე იწვიმებს და დასველდები!გამაფრთხილებლად გასძახა გადახურულ ადგილას მყოფმა ქალმა სუსტ გოგონას,რომელიც გარეთ ბედნიერი სახით ერთ ადგილას იდგა და ბავშურად ეთამაშებოდა წვიმის წვეთებს_ვერ გაიგე მარიამ რაც ვთქვი?!გაბრაზებულმა უთხრა ქალმა და ახლა უკვე სახელით მიმართა ქალიშვილს,რაც დედის გაბრაზების ან უბრალო წყენის ნიშანი იყო
_დედიკო,ჩემო ლამაზო დედიკო.უცებ მიუახლოვდა გოგონა უკვე გულ მოლბულ ქალს და ორივე ხელი ძლიერად მოხვია.დედამ მაშინვე მოაშორა ლამაზი სახიდან წვიმის წვეთები გოგოს და თბილად გაუღიმა
_დედი შეხედე ამ მთებს,ცას ამ ბალახებს და ლამაზ ყვავილებს..გოგონამ ხელით ანიშნა თითოეულზე და დედის პასუხს დაელოდა
_შვილო ათი წელია ამათ ვუყურებ..გაეცინა დედას
_და განა შენ შეძლებ წამითაც კი მათ დავიწყებას?არ დაელოდა დედის პასუხს და ისევ თვითონ განაგრძო_მე ვერ შევძლებ!განა ამაზე ლამაზი არის კიდევ სხვა რამ,განა ამაზე კარგი რამ არსებობს?! მე ვერ შევძლებ დედიკო,ვერა!მკაცრად, გადაჭრით გამოცხადა და ხელებ გადაჯვარედინებული დაუდგა დედამისს წინ.ქალმა თბილად გაუღიმა,შვილი ახლოს მიიყვანა და ძლიერად მიიხუტა სასურველი სხეული_შენ იმიტომ ვერ შეძლებ, რომ სულით მოხევე ხარ! მტკიცედ გამოუცხადა შვილს და შავი სწორი თმა სახიდან ფრთხილად გადაუწია ყურს უკან.მართლაც,რომ უსაზღვრო იყო პატარა მარიამში მთის სიყვარული,იზრდებოდა და უფრო მატულობდა მასში ეს გრძნობა.ათი წლის შემდეგაც კი ისევ ისე ფიქრობს, როგროც მაშინ დედას რომ უთხრა,მაგრამ უწინდელთან განსხვავეით ძალიან შეცვლილია ეს გოგონა.მაშინდელი სისუსტე ქალური სხეულის უნაკლო ფორმებმა შეცვალეს.შავი გრძელი თმა ახლა უფრო გრძლად აქვს მსხვილ ნაწნავში ჩატანებული.მისი შავი თვალები ,უსაზღვრო სიმკაცრეს და სიმშვიდეს ერთდოულად ფლობს და მისი შემხედვარე ბევრ რამეზე დაგაფიქრებს უკვე ცხოვრება გამოვლილ კაცს.მოხევური კაბაც როგორ შვენის თვრამეტი წლის ქალს,რომელიც მოხდენილად მიუყვება სკოლისკენ მიმავალ ბილიკებს და გზად შეხვედრილ მთის მკაცრ, ცივ ჰაერს დიდი სიამაყით გზავნის ფილტვებისკენ.სკოლის ბოლო დღეა ამიტომ მასწავლებელის თხოვნით ყველა ტრადიციული სამოსით უნდა მისულიყო და ისე გაეტარებინა ბოლო დღე.ამიტომ მარიამმაც გადაწყვიტა ტრადიციული კაბის ჩაცმა,რომელიც ბებიისგან აქვს სახსოვრად და უკვე რამდენი ხანია მის ჩაცმაზე ოცნებობს
_დღეს ბოლო დღეა ბავშვებო!მასწავლებელმა ბედნიერი სახით გადახედა მოსწავლეებს და თავისი მომზადებული სიტყვის დასრულების შემდეგ ასპარეზი იქვე კართან მდგარ,შავ შარვალკოსტუმში გამოწყობილ მამაკაცს დაუთმო.მამაკაცის დანახვისას ჩუმად გაიცინა მარიამმა,გაუკვრიდა მისი ასე გამოცხადება და ინტერესით მიაშტერდა მაღალ სილუეტს.მამაკაცმა რამოდენიმე სიტყვა თქვა, რაც უბრალო მილოცვით შემოიფარგლებოდა.უყურადღებოდ დატოვა მაშინ მარიამმა მამაკაცის დაჟინებული მზერა,უფროსწორად არც დაუნახავს,თორე რომ დაენახა წარმოგიდგენიათ ალბათ რაც მოხდებოდა.ბავშვებს დაემშვიდობა და შინ წამოვიდა.ვერ იგრძნო სკოლის დამთავრება თითქოს ერთი ცვეულებრივი დღე იყო,კლასელებიც ყველა ერთმანეთის მეზობლები იყვნენ ამიტომ სკოლის დამთავრება ვერანაირად ვერ შეუშლიდა ხელს მათ ურთიერთობას.დაღლილ დაქანცულმა შეაღო ეზოს კარი და უჩვეულო სიწყნარე ძალიან ეუცნაურა.იქვე ეზოს ბოლოში რამოდენიმე გაჩერებული მანქანა დაინახა და გაკვირვებულმა აიღო გეზი სახლისკენ.ყველაზე გასაოცარი სახლში არსებული სიტუაცია იყო მარიამისთვის.დედამისი ნანა, იქვე უგონოდ იჯდა დივანზე,თავისი თავი ხელებში მოექცია და მაღალი ხმით ტიროდა.
_რა მოხდა?ცემლმორეულმა გადახედა სახლში მყოფ უცხო ხალხს და მზერა ისევ დედაზე შეაჩერა.ქალმა ნაღვლიანად ამოხედა შვილს და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო_დედა რატომ ტირი რა მოხდა?გაოცებული მარიამი ისევ ეკითხებოდა ნანას და სახიდან ცრემლებს აშორებდა
_მარიამ მამა...ვერ ბედავდა ქალი შვილისთვის სიმართლის თქმას,უცებ ახედა მათზე მიშტერებულს სახეებს და გაოცებულ გოგოს მიუტრიალდა_მარიამ მამაშენი გარდაიცვალა,ავარიაში მოყვა.უცებ წასკდა ცრემლები მარიამს,თითქოს მოკვდა,გაქრა რაღაც დაემართა.გამუდმებით უმეორდებოდა გონებაში დედამისის სიტყვები და ვერ იჯერებდა.საცოდავი თვალებით უყურებდა მარიამი გარშემო მყოფ შავ შარვალკოსტუმში გამოწყობილ მამაკაცებს და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ,ხელით, საკუთარი ხელით იშორებდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent