შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ხევსურეთისკენ(4თავი)


14-01-2016, 21:53
ავტორი Stranger
ნანახია 1 959

კარნავალის წინა კვირა იყო. სიტუაცია იძაბებოდა. სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. მე და მარიამს აქეთ იქით სირბილი გვიწევდა დეკორაციებზე. გრანდიოზულ საღამოს ვგეგმავდით.რათქმაუნდა მათეც გვეხმარებოდა . ყველასგან გასაკვირად ჯარჯიც ჩავრთე საქმიანობაში და როცა რაიმეს კარგად შეასრულებდა და შევაქებდი უხაროდა,თუმცა კი მეტად არ იმჩნევდა. საკარნავალო თემად საქართველოს კუთხეები ავირჩიეთ. ყველას ძალიან გაუკვირდა თუმცა წინააღმდეგობა არავის გაუწევია ,რადგან იცოდნენ აზრი არ ჰქოდა . ზოგადად მე და ჩემი გუნდი თუ რამეს დავგეგმავდით აღარ გადავთქვამდით თანაც ყოველივე ამ ფაქტის საკმაო გამცდილება ახსოვს ჩვენს სკოლას. რათქმაუნდა კრიტიკა დიდი იყო. ჩვენ კი მოულოდნელობით აღსავსე დღის ჩატარებას ვაანონსებდით.
კარნავალის წინა დღეს მათესთან ვიყავით. საბოლოოდ გავიარეთ მთლიანი პროგრამა ცოტა კორექტირება გავუკეთეთ და ამოვუსნუთქეთ . საღამოს წამყვანები მათე და მარიამი იყვნენ . განუყრელი დუეტი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. არასდროს ჩხუბობდნენ და მე მიკვირდა. ერთის მხრივ ბედნიერი ვიყავი რადგან ერთ თვიანი წვალება ამოვწურეთ,თუმცა მეორე მხრიბ საბედნიერო მიზეზი დიდად არ მქონია რადგან ჯარჯი იყო ცუდად. მაღალი სიცხეები ჰქონდა და არც უწევდა. ძალიან ვნერვიულობდი . ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და ჩუმად იწვა. მხოლოდ მისმენდა და პასუხის ნიშნად თავს მიქნევდა. ლამის გავგიჟდი იმ ღამეს ,თუმცა პანიკის დრო ნამდვილად არიყო . კონცენტრაცია ვცადე . ხვალ მნიშვნელოვანი დღე იყო. ღამე არ მძინებია იმედნად ვიყავი ემოციებით გაჯერებული.
დილას მარიამმა გამაღვიძა. ჩემი ადგომის დრო იყო,თუმცა მარიამს კიდვ ჰქონდა სამი საათი გამსაძინებლად. წუწუნით ავდექი ,ჩავიცვი და სკოლისკენ გავემართე . გაკვეთილები არ ტარდებოდა თუმცა მე ჯერ დარბაზი უნდა მენახა ,შემდეგ რესტორანში წავსულიყავი მეორე დღისთვის დასაჯავშნად ხოლო საბოლოოდ კი აპარატურა უნდა შემემოწმებინა,რომელიც დიდი წვალებით ავიტანე მარტომ წინა საღამოს.ყოვლივე ამის გაკეთება კი მარტოს მომიწევდა. უხალისოდ ვიყავი რადგან ვიგრძენი ჯარჯი მომენატრა. აქამდე არასდროს მქონია ეს შეგრძნება რადგან სულ ჩემს გარშემო ტრიალდებდა , ახლა კი მომენატრა თან ძალიან თუმცა წინ გრძელი დღე მელოდა და უნდა ორგანიზებულობა გამომევლინა. დარბაზში ყველაფერი სათანადოდ იყო . რესტორანში წასასვლელად მოვემზადე . გარეთ ძალიან ციოდა თუმცა მე მხოლოდ თხელი ჟაკეტი მეცვა რადგან დილას მხოლოდ და მხოლოდ მისი პოვნა მოვახერხე. ჩავედი ეზოში . ისეთი ნისლია ვერაფერ ვხედავ. მივაღწიე კარებამდე და ნაცნობი სილუეტი დავინახე .
-ყოველთვის ჩემთან ხარ როცა მჭირდები ჯარჯი . ვთქვი და გამეცინა.
მას გაეღიმა . ეტყობოდა კვლავ ავად იყო მაგრამ ჩემს დასახმარებლად მოვიდა . ჯარჯი შეიცვალა . თბილი გახდა ,ხოლო ადრე კი ქვასავით უგრძნობი იყო. როდესაც დამინახა თუ როგორი გალურჯებული ვიყავი თავის ქურთუკი ჩამაცვა . დიდი წინააღმდეგობისდამიუხედავად მაინც თავისი გაიტანა. რესტორანში საქმეები რომ მოვაგვარეთ მათესთან წავედით. თამუნა დეიდას ჩემი და ჯარჯის ფორმა უკვე მოეწესრიგებინა. რათქმაუნდა არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დღევანდელ საღამოს მე და ჯარჯი ხევსური წყვილის როლში უნდა მოვლინებოდით ჩვენს სკოლას. მე ბევრს ვფიქრობდი ხალხის რეაქციაზე ჩვენი დანახვის შემდეგ. ძალიან მიხაროდა ,მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტი მაშინებდა. თორნიკე თავის მეგობრებთან ერთად აპრებდა მოსვლას . უბრალოდ არ ვიცოდი როგორ შემეხედა მისთვის თვალებში. მრცხვენოდა,თან ძალიან. თავდაპირველად უარის თქმას ვაპირებდი ჩემს დაკისრებულ მოვალეობაზე ,ვიფიქრე სახლში ყოფნა იქნებოდა უკეთესი თუმცა მერე ყველა მცდარი ფიქრი გონებიდან გავფანტე და შევუდექი სამუშაოს.
აი ნანატრი საღამოც დადგა. გამოვეწყე გრძელ შავ კაბაში . კაბას ხევსურული ორნამენტები და მათთვის დამახასიათებელი სისადავე ამშვენებდა. ვერცხლის ფერი ქამარი კი სიმკაცრეს მატებდა. მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი სწორედ დღევანდელ საღამსთვის შეიქმნა . ფეხსაცმელი თანამედროვე იყო თუმცა ხევსურული ორნამენტები მასაც ქონდა . გრძელი ნაწნავი,სადა მაკიაჟი და დედა სიდონიას დამზადებული აქსესუარები ერთად დიდ სილამაზეს ქმნიდა. ჯარჯი ხევსურულ სამოსში გამოწყობილიყო და დიდხანს მაკვირდებოდა. არასდროს უთქვამს ჩემთვის კომპლიმენტი ,ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს არც ახლა ველოდი.
-ძალიამ გიხდება. ხევსურის ქალს გავხარ ... თუმცა.... გაჩუმდა. დაფიქრდა
-თუმცა რა ? ვკითხე სიცილით.
-არ გავხარ. ხევსურის ქალი ხარ . ასე უკეთესია. მეც გავჩუმდი რადგან ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები. ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეტი არაფერი. ბანაური მეგობრები.
დაგვაგვიანდა. საღამო უკვე დაწყებული იყო. ჯარჯის ხელი ჩავჭიდე და ამაყად შევაბიჯე დარბაზში. რათქმაუნდა ყველას ყურადღება მივიქციეთ . მე ცოტა დავიბენი თუმცა ჯარჯიმ როგორცკი გამიღიმა ყველა სხვა გრძნობა გაქრა. ჯარჯი არ მომშორებია იმ საღამოს . ერთად ვიყავით და მრავალი კომპლიმენტიც დავიმსახურეთ. ორივე ბედნიერები ვიყავით. ჯარჯიმ ლექსი წაიკითხა და მთელი სკოლა შოკში ჩააგდო . გოგოების ყურადღების ცენტრში მოექცა . ყველა მის გაცნობას ცდილობდა . ყველას მასთან სურდა ახლო ,,მეგობრობის " დამყარება. ჯარჯი ისე გაეხვია ახალი ნაცნობების კორიანტელში რომ მე მივავიწყდი. მეკი ცეკვა დავიწყე. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო და ჩემს მეგობარ მაქსიმეს გავყევი საცეკვაოდ. მაქსიმესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა . ჩავეხუტე მაქსიმეს და მუსიკის სამყაროში გადავეშვი. ეს რომ ჯარჯიმ დაინახა ,ჩვენკენ გამოემართა და მაქსიმეს თხოვა ადგილი დაეთმო . ისიც სიამოვნებით დასთანხმდა.ყოველივე ამის პარალელურად ვუყურებდი დაძაბულ თორნიკეს რომელსაც ერთი სული ქონდა ჯარჯისთვის ხელი მოეკიდა და მეოთხე სართულიდან გადაეგდო.საბედნიეროდ იმ საღამოს ვერაფერი გაბედა. მუსიკა არჩერდებოდა . ჩვენ კი ვცეკვავდით. დარბაზში მოთამაშე მკრთალ სხივებს ვერეოდით. ვცეკვადით ნელა და ნაზად . თუმცა თითქოს ეს ცეკვაზე მეტიც კი იყო.
-მაჩნიხარ! ჩამჩურჩულა მან .
-რაა? გაკვირვებულმა ვიკითხე . თან სიცილი ამიტყდა რადგან უკვე საკმაოდ ბევრი ალკოჰოლი მქონდა მიღებული,ხოლო ნამთვრალევ მდგობაარეობაში კი ზედმეტად თამამი და ორმაგად ხალისიანი ვარ. არც ჯარჯი იყო ფხიზელი თუმცა არ იმჩნევდა. ჩემზე მტკიცედ იდგა.
-გულში მაჩნიხარ! გამიმეორა ჯარჯიმ ნელა .
მე არაფერი მითქვამს ან რაღა უნდა მეთქვა ჩავეხუტე ორმაგად და სამმაგად და უფრო მეტად.
ბოლოს ღამის 3:00 იყო. სიცილით მოვდივართ დათოვლილ გზაზე . თმა გავიშალე და თითქოს თავისუფლება ვიგრძენი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ჯარჯიმ ხელი ჩამკიდა და ჩემან ერთად განაგრძო გზა. ოღონდ დასერიოზულადა და კიდევ ერთხელ მოკლედ, ორმაგად სუფთად გამიმეორა:
-მაჩნიხარ!
-და რატომ მე?
-შენ არავინ გგავს . მოკლედ და ლაკონურად .
სახლამდე მიმაცილა. ვიდექით ასე უბრალოდ,პათეტიკურად გაუგონარ სიცივეში და ყინვაში . მე მისი ცაზე უფრო ღრმა ,შორი თვალბი მათბობდა მას ჩემი ღიმილი. დავემშვიდლბეთ და ყურში კვლავ ჩამჩურჩულა:
-გახსოვდეს , მაჩნიხარ ხევსურის ქალო.
მე გამეცინა . სახლში შევედი და ჩემი ოთახსკენ გავემართე. ფიქრებს ალში გავეხვიე. ალკოჰოლის სიხალისე მიიჩქმალა და მეც ჩამეძინა . ღრმა ძილით .საუკუნო ძილით . უფრო შორით ვიდრე ოდესმე.
მეორე დღეს მარიამთან ვიყავი. სახლში მარიამი მარტო იყო და ამ ღამეს იქ ვრჩებოდი. მარკეტში ვიყავით ,პროდუქტები მოვიმარაგეთ და საჭმლის კეთებას შევუდექით. ყოველივე ეს რათქამაუნდა მუსიკის თანხლბით ხდებოდა.მზადებას რომ მოვრჩით მათეც მოვიდა. ერთად ვისადილეთ და ფულმის ყურება გადავწყვიტეთ. ფილმს ვარჩევდით როდესაც ჯარჯიც მოვიდა. რატომღაც დანახვისთანავე მივხვდი რომ აფორიაქებული იყო თუმცა არ შევიმჩნიე. ავარჩიეთ ფილმი და დავიწყეთ ყურება . მარიამი პატარა ფისუნიასავით აეკრო მათეს და ჩაეძინა. მათემ რომ დაინახა ჩაძინებული მარიამი თვითონაც დაძინება გადაწყვიტა . საგულდაგულოდ მოეხვია თავის ქალბატონს და გაჩუმდა. მე ფილმი გამოვრთე და სამზარეულოში გადავინაცვლე. ცოტა შეყოვნების შემდეგ ჯარჯიც გამომყვა.ზამთარი იყო თუმცა მარკეტიდან უკანასკნელი ნაყინის ულუფა მაინც წამოვიღე. მოვკალათდი და ჭამა დავიწყე . ჯარჯის გაეცინა .
-პატარა ხარ .
-ძალიან. მეც კი გამეცინა.
-მოდი ჩემთან. წყნარად და თბილად მითხრა.
-არ მოვალ. ენა გამოვუყავი და ნაყინის ჭამა ბედნიერად გავაგრძელე.
-მაშინ მე მოვალ. თვალი ჩამიკრა და წამოიწია. მართლაც მოვიდა . წინ დამიდგა. მე ქვემოდან ავხედე თუმცა ადგილდან დაძვრას არ ვაპირებდი.შემდეგ ისე შემომხედა მივხვდი რომ უნდა ავმდგარიყავი. საოცარი იყო, მხოლოდ ერთი შემოხედვით ვგრძნობდი ჯარჯის თხოვნას თუ მოთხოვნას. იმდენად გავითავისე , იმდენად შევეჩვიე და შევისისხლხორცე რომ უკვე ნათელი იყო ყველაფერი. როდესაც ავდექი ჩემს ადგილას ის დაჯდა,ხელი მომკიდა და თავის მკლავებში მომაქცია. პატარა ბავშვივით მუხლზე ჩამომისვა,სწორედ იმ ბავშვივით რომელმაც საშობაო ტკბილეული უჩუმრაოდ მოიპარა და ახლა კი უნდა დაეტუქსათ.
-თათია იცი მე... და სიტყვა გაუწყდა.
-შენ?
-უნდა წავიდე.
-სად?
-მთაში ვბრუნდები.
-მალე ჩამოხვალ? მივხვდი რომ პასუხი სავარაუდოდ უარყოფითი იქნებოდა რადგან მთა მისთვი ყველაფერი იყო ,მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ასე არ მოხდებოდა.
-აღარასდროს. გავჩუმდი. თავი დავხარე და როდესაც გავაანალიზე რა მოყვებოდა მის წასვლას თავის მოკვლის სურვილი გამიჩნდა. არ ვიტირე. იმდენად ამაყი ვიყავი არ მივეცი ჩემთავს უფლება მეტირა. დიდი ნერწყვის ბურთულა ყელში გამეჩხირა. ძლივს ამოვიუნთქე. ავდექი და მარიამის ოთახში წავედი. შევედი და დავწექი. არ მეძინებოდა უბრალოდ არავისთან საუბარს არ ვაპირებდი. ჯარჯიც შემომყვა. ფრთხილად დაჯდა საწოლზე ხოლო შემდეგ კი გვერდით მომიწვა. მიმიხუტა და თმაზე ფერება დამიწყო.
-წამოხვალ მთაში? მხოლოდ მე და შენ და არავინ სხვა . შოკში ჩამაგდო მისმა ნათქვამმა. მე ვოცნებობდი თავისუფლებაზე თუმცა ასე მალე ხაზზს ვერ გადავუსვამდი ყველაფერს. ყოველთვის ვამბობდი რომ საუკეთესო ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი . ახლა კი... ახლა კი რას იტყოდნენ . სიძნელეებმა შეაშინა და ვიღაც უცხო ხევსურთან ერთად გაიქცაო? მაშინვე შემრაცხავდნენ ოჯახის შემარცხვენელ და თავის მომჭრელ ადამიანად. ყველა ფიქრი გავიფანტე . აკრძალულია!
-არა. მე არ შემიძლია. შენ წადი. მე .. მეეე და ტირილი დავიწყე . ორმაგად მივეკარი და ყველა გრძნობას მივეცი გათავისუფლების უფლება. დღემდე მხოლოდ ჯარჯიმ იცოდა რას ვგრძნობი . უსიტყვოდ იცოდა . ახლაც ყვლაფერს გრძნობდა. მეც მგრძნობდა.
-მე ხვალ მივდივარ. შენ კარგად იცი სადაც უნდა მომძებნო. იცოდე რომ ხევსურის ქალი ხარ და მაინც მოხვალ ჩემთან,მთაში. ისიც იცი სადაა ჩემი სახლი ,უფრო სწორედ ჩვენი სახლი. მე ვუსმენდი მერეკი თვალები დავხუჭე დაა დამეძინა.
დილით ჯარჯიმ გამაღვიძა. დიდხანს ვეხუტებოდი, არ ვუშვებდი მაგრამ მაინც წავიდა და თან წაიღო ყოველივე ის სულიერი,ადამიანური რაც კი შემრჩენოდა. სიცარიელე ვიგრძენი. ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო .ერთიორად ცივი გავხდი,შეუვალი და მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე. თორნიკე ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს და ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა.მის საჩუქრებს კი ჩემი ჯარჯის დანახვა მერჩივნა.მხოლოდ და მხოლოდ დანახვა.თუნდაც შორიდან.
ყოველ დილას და ყოველ საღამოს ვფიქრობდი ნუთუ ასე როგორ წავიდა და დამტოვა მარტო. ძალიან კარგად იცოდა რომ შევეჩვიე ,რომ ვერ გადავეჩვეოდი. ისიც იცოდა რომ მე მიყვარდა,მერე რა თუ მას არ ვუყვარდი. განა ის არაა საკმარისი როდესაც ადამიანი თავის გულს და არსებას გჩუქნის?! თუმცა არა ის სხვა იყო მე სხვა ვარ . ის მიუწვდომელი იყო,ის აკრძალულია.მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რომ ის მელოდება . ის იქ მელოდება მთებში. ვიცი რომ სულ დამელოდება. არ ვიცი რატომ მაგრამ დამელოდება. ,,ჩვენ" სახლში.
ერთი თვე გავიდა. ვეღარ ვძლებდი. კივილი მინდოდა. გამოვედი მათემატიმკდან. თმა გავიშალე და მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი რომ არასწორს ვაკეთები,ვიცოდი რომ ჩემზე გიჟი ამ მომენტში არავინ იყო,ისიც კი ვიცოდი რომ ბევრს გულს ვატკენდი მაგრამ მე თავისუფლება მინდოდა. მაგრამ არა მარტო.. მასთანერთად. სახლში წავედი.ავიღე ჩანთა.ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე გრძელი კაბა,ორი ჟაკეტი და სპორტულები ჩავალაგე. სახლში დავიბარე რომ მარიამთან დავრჩებოდი,რადგან მეორედღეს ბიოლოგიისთვის უნდა გვემეცდინა.საბოლოოდ მოვავლე თვალი ჩემს ,,დაწყევლილ" სახლს .რამდენჯერ მიოცნებია ამ სახლიდან გაქცევაზე,მაგრამ ახლა კი გულში რაღაც პატარა ადამიანური ნაწილი მწიწკნიდა და ბოლომდე არ მაძლევდა წასვლის უფლებას. დავძლიე ყველანაირი სინდისის ქენჯნა და დანაზოგს გადავხედე . იმდენი იყო არხოტამდე თავისუფლად მეყოფოდა.დავურეკე მათეს.
-მათე რაღაც უნდა გითხრა მაგრამ იცოდე რომ მოგკლან და გაწამონ მაინც არაფერი არ უნდა თქვა.
-რა მოხდა? მკითხა მოუთმენლობით შეპყრობილმა.
-ჯარჯისთან მივდივარ.
-რამდენხანში ჩამოხვალ? მკითხა სიცცილით. ეგონა ვხუმრობდი.
-აღარ ჩამოვალ. იმდენად სერიოზილად ვუთხარი დაფიქრდა და ჭკვაზე დარიგება დამიწყო თუმცა აზრი არ ქონდა . დავემშვიდობე და ვუთხარი მარტო დედაჩემისთვის ეთქვა ჩემი ამბავი. რეალურად ჩემი აუხლოესი მეგობარი დედა იყო. ვიცოდი დედას გულს ვატკენდი მაგრამ გარკვეული დროის მერე აუცილებლად გამიგებდა. თბილისში ჩავედი. ზურგჩანთა და საჭირო ტანისამოსი ვიყიდე. ჩავჯექი ავტობუსში და ცოტახანში გავუყევით გზას არხოტისაკენ. ცხადია ავტობუსი ბოლომდე ვერ ავიდოდა და ნაწილი გზის ფეხით გავლა მომიწევდა უცხომხარეში,მაგრამ არ შევშნებულვარ. დავტოვე ყველაა და ყველაფერი დაწყევლილ ბარში. ყვეაფერი ძველი და ბინძური უკან დარჩა. წინ კი ახალი ცხოვრება მელოდა კომპიუტერის,ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე.მე ყოველთვის თანამედროვეობის მხარდამჭერი ახლა ხევსურობას ვლამობდი. ჯარჯი მხოლოდ დამხოლოდ ჯარჯი იყო ყველაფრის სათავე და ბოლო.

(იმედია მოგწონთ. მომავალ თავში იხილავთ უკვე დასასრული კეთილი სურვილებით თქვენი თათია)



№1  offline წევრი blackboss

გული ამიჩუყდა მართლა <3 საიდან ამდენი ემოცია love

 


№2  offline წევრი mani156

vgijdebi xevsurebze ^_^ dzalian momwons esistoria ^_^ male gaagrdzele <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent