თუ გაბედავ! 3
-ჭამე! მიმითითა უგემრიელეს ტირამისუს ნაჭერზე -ვერ ვიტან ტირამისუს ! მოჩვენებით ზიზღით წარმოვთქვი და ზურგი შევაქციე ჩემს საცდუნებელ უგემრიელესი ნამცხვარს. -აუ ჩემი ეს ვინაა, გოგო... სიტყვა ნატამ გაწყვეტინა, რომელიც ზურგიდან ჩაეხუტა და ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა გაბრიელს: -საყვარელო, შეეშვი ამ საფრთხობელას, ნომერში გელოდები... გაბრიელმა კმაყოფილმა გაიღიმა, მზერა ნატას გააყოლა შემდეგ კი ირონიულად შემომხედა. -ჭამე გოგო! ვერ ხედავ ცარიელი ძვლები ხარ ერთი ხელით ტირამისუს ნაჭერი ეკავა მეორეთი კი სახე დამიკავა და ცდილობდა შეჭმია ჩემთვის. - გაბრიელ მომშორდი თორემ ინანებ... სწრაფად გავითავისუფლე თავი ტირამისუს ნაჭერი ხელში ავიღე და მთლიანად სახეზე შევაზილე მესხს. -ახლა უფრო გემრიელი იქნება შენი ტუჩები, წაეთრიე ნატა გელოდება... დაბნეული და გაოცებული მესხი ხმას ვერ იღებდა ბოლოს სიცილით წამოდგა ფეხზე და დამეწია. -ეჭვიანობ პატარავ! იქნებ პირველმა შენ დააგემოვნო ჩემი ტუჩები. ჩემსკენ საკოცნელად დაიხარა ხელი ძლიერად ვკარი, ფეხი გაუსრიალა და აუზში ჩავარდა. -ააა დავიყვირე შეშინებულმა... გაბრიელ, გაბრიელ,კარგად ხარ? საშინლად გაბრაზებული ჩანდა, ძალიან შემეშინდა ამიტომ უკან მოუხედავად გავიქეცი. ზურგს უკან კი გაბრიელის და არა მარტო გაბრიელის სიცილი მესმოდა. როგორც ჩანს საინტერესო წარმოდგენა გავმართეთ. აბაზანაში შევარდი, ხელ-პირი დავიბანე და იატაკზე ჩამოვჯექი. -აააა რა ხდება ჩემ თავს? ცრემლები მომაწვა მაგრამ მათ ჯებირის გადმოლახვის უფლება არ მივეცი. რა მემართებოდა?... გაბრიელი მართალი იყო... საშინლად ვეჭვიანობდი... მაგრამ თუ ეჭვიანობ ესეიგი გიყვარს, მე კი სიყვარულის არ მჯეროდა, შეყვარებულ წყვილზე ყოველთვის მეცინებოდა.... საშინლად ვიყავი, საწოლზე მოვკალათდი და საღამომდე ოთახი არ დამიტოვებია. ყელი გამომიშრა, საშინლად მინდოდა წყლის ან რაიმე სითხის დალევა. გაავწყვიტე სასტუმროს პირველ სართულზე ჩავსულიყავი ბარში. -ერთი ჭიქა წყალი გთხოვთ, მივმართე რუსულად ბარმენს, ის ოდნავ გაოცდა, -ბარში წყლის დასალევად არ შემოდიან. გამიღიმა ჩემ გვერდით მჯდომმა ქერათმიანმა უცნობმა. -ვოვა შენი საფირმო უალკოჰოლო კოქტეილი მოგვიმზადე. ღიმილთ გასძახა ბარმენს. -გამარჯობა მე მიხაილი ვარ შეგიძლია მიშა დამიძახო. -გაგიმარჯოს მე ლილე ნაკაშიძე ვარ? გავუღიმე თავაზიანად. -საიდან ხარ? -საქართველოდან შენ ნამდვილი რუსი იქნები. მას ისევ გაეღიმა, და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. დაახლოებით 15 ვისაუბრეთ მხიარული ტიპი აღმოჩნდა და მალევე დავმეგობრდით. შემდეგ სასეირნოდ სასტუმროს გარშემო გამოვედით. -აუ დილით იცი აქ რა სანახაობა იყო? -რაზე ამბობ? -ვიღაც გოგომ რა ჩაუტარა თაყვანისმცემელს იმენა ნეტა განახა? სიცილით პაუზ პაუზ მესაუბრებოდა მიშკა. -მიამბე გთხოვ... დეტალურად მომიყვა დილანდელი ჩემი გმირობის შესახებ ჩემმა ახალმა მეგობარმა, თან ისეთი იუმორით საკუთარ თავზე მუცლის ტკივილამდე ვიცინე. აუ მოიცა იმ გოგოს კარგად ვერ ვიხსენებ, რომ შემხვდება ტაშით უნდა დავაჯილდოვო საღოლ რა. სიცილით შემომხედა და -ეტო ნი მოჟეტ პრავდი.. მოიცა მოიცა ეს შენ იყავი? -აჰჰჰაა კი და სირცხვილისგან სახეზე ავიფარე ხელები. -ნუ ჩტო ტი, ეს ყველაზე მაგარი იყო, ნუ გრცხვენია. მომეხვია მეგობარი და მეც გულზე მომეშვა. -ნუ პაიძომ უჟე გაიცინა და გვერდით დამიდგა. უცებ სასტუმროს ავხედე და მე-4 სართულის აივანზე ტან ზემოთ შიშველი, ხელში სიგარეტით, საშინლად სიმპატიურ და გაბრაზებულ გაბრიელ მესხს მოვკარი თვალი, მზერა გამისწორა. შემეშინდა და თავი დავხარე... აი სად დაგერხა ნაკაშიძე!... საბედნიეროდ იმ ღამეს არაფერი მომხდარა, მიშკას დავემშვიდობე და ძალაგამოცლილს მალევე ჩამეძინა. ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. -სად ხარ ამდენხანს ლილე გაბრაზებული ქალბატონი ქეთევანი უკმაყოფილოდ მესაუბრებოდა ყურმილის უკან. საათს დავხედე. ჯანდაბა ჯანდაბა უკვე 12 საათია. -ახლავე მოვალ. სწრაფად გავუთიშე ხელმძღვანელს და ოთახში სირბილით და ბუზღუნით, დავიწყე თავის მოწესრიგება. როგორ შემეძლო ამ დღეს ჩამძინებოდა, დღეს საღამოს ხომ კონკურსი იწყება. თმა სწრაფად შევიკარი და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე. -სად ხარ ამდენ ხანს გამიმეორა უკმაყოფილოდ კითხვა ქეთევანმა. -ბოდიშით ჩამეძინა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. კარგი მოდი სწრაფად. -არსდროს რჩები მარტო, შემცვლელი ყოველთვის გყავს. გაღიზიანებულმა ჩამჩურჩულა მესხმა. -რას გულისხმობთ? -ბავშვებო ყურადღებით! -ქალბატონო ქეთევან ერთი წუთით თუ შეიძლება. -ახლავე დავბრუნდები, თქვენ გააგრძელეთ მოგვმართა ქეთევანმა და დარბაზიდან გავიდა. -ძალიან კარგად ხვდები რასაც, თბილისში ვიღაც გიორგი გელაზარიშვილი გყავს, აქ რუსი ააგდე. -შენ ხომ არ გაკლია? მოვშორდი და გაღიზიანებულმა მივმართე. ხვდები მაინც რამხელა შეურაცხოფას მაყენებ იდიოტო?. გიორგი ძმასავით მიყვარს ის ჩემი არაბიოლოგიური ძმაა, მიშკა კი გუშინ გავიცანი და მხოლოდ მეგობარია. ან საერთოდ რატომ გიხსნი შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ. გაღიზიანებულმა შევაქციე ზურგი, მკლავში ჩამავლო და მომაბრუნა. -ჯერ ბოდიში არ მეგონა.... ახლა კი მიპასუხე ესეიგი არაფერს წარმოვადგენ ხო? როგორ ვერ ხვდები სულელო? შენი აზრით აქ ვის გამო ვარ? გაღიზიანება ღიმილში გადაეზარდა. -დედაშენის და ნატალის გამო რათქმაუნა გაღიზიანებულმა ვუპასუხე და თავი გავითავისუფლე. -აჰაჰჰა ჯერ კიდევ ვერ ხვდები ხო? აუ ტო რა ბავშვი ხარ? ნატალის...... როგორ ვერ ხვდები აუ ჩემი როგორ გითხრა ესეთი ბაზარი არ მეხერხება რა .. თავი მოიფხანა დაბნეულმა. -აუ შემეშვი რა მაგრად გაკლია ვერაფერი გავიგე.... ზურგი შევაქციე და გასასვლელისკენ წავედი. - რა ვერ გაიგე გოგო, მიყვარხარ! მიყვარხარ უკვე 4 თვეა, იმ დღიდან როცა ემემდემსებით პირგამოტენილი პირველად გნახე... დაბნეულმა ოდნავ გაიღიმა. გავშეშდი, ყველა გრძნობა ერთად მომაწვა. გაბრიელი თანდათან მიახლოვდებოდა. -ლილე ლილე! გონს ქეთევანის ხმამ მომიყვანა. -დიახ დაბნეილმა ვუპასუხე, -რაღას უცდით გავაგრძელოთ დღეს კონკურსია დაგავიწყდა. -ლილე ყურადღებით, ლილე ფეხი გაასწორე! გამოფხიზლდი! რა გემართება. კარგი შეწყვიტეთ საკმარისია. ცეკვის დროს გაბრიელი უფრო და უფრო მაბნევდა, ყელშიც კი მაკოცა მაგრამ ეს ქეთას არ შეუმჩნევია. მე კი დაბნეული კონცენტრაციას ვერ ვახდენდი, რაც უკვე გაღიზიანებულ ქეთევანს უარესად უფუჭებდა ხასიათს. -გაბრიელ დაგვტოვე თუ შეიძლება.... რა გჭირს ნაკაშიძე? დღეს საშინელ ფორმაში ხარ! კიდევ ვერ აცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, შენ ხარ ჩვენი სკოლის სახე და არამარტო სკოლის უკვე ქვეყნისაც! თუ ვერ შეძელებ გზა თავისუფალია, საბედნიეროდ ნატალი ჩვენს გვერდითაა...შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება, ახლა კი წადი და მოწესრიგდი, საღამოს გნახავ! თითქმის მიყვირა ქეთამ. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ქეთა მართალი იყო, რა დამემართა... აუ ოთახში ავედი და ჩემი პარტიის გამეორება დავიწყე. -შემოდით! ოთახში ქეთა შემოვიდა. -კონკურსი 2 საათში იწყება. მზად ხარ თუ არ შეგიძლია? -დიახ მზად ვარ! -კარგი... მაპატიე ასე რომ გეუხეშე მაგრამ მემგონი თავადაც ხვდები რატომ გავაკეთე ეს. -არაუშავს თქვენ მართალი ხართ! -კაბა მოგიტანე, მოემზადე და დარბაზში გელოდებით. ოთახში ქერათმიანი გოგონა შემოვიდა, მაკიაჟი და ვარცხნილობა გამიკეთა. ტანზე კაბა მოვირგე და გამეღიმა როდესაც გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ღმერთო ვუყვარვარ! რა სულელი ვარ! ღიმილით ჩავიარე კიბეები და დარბაზის გარი გამოვაღე. ცრემლები ვერ შევიკავე უკან მოუხედავად გამოვიქეცი მძულდა ყველა და ყველაფერი. -ლილე ლილე, მომისმინე გეფიცები მარტო შენ მიყვარხარ, მართალია მე დავუძახე მინდოდა ყველაფერი დამესრულებინა, მაგრამ გაგიჟდა და კოცნა დამიწყო, გეფიცები ეგ ახვარი მარტო იმიტომმა აქ.... შენ შენ ჭკუიდან გადამიყვანე, ყოველდღე გხედავდი სხვადასხვა ბიჭებთან და ეს მაგიჟებდა ეს ძუკნაც მხოლოდ იმიტომაა აქ რომ მინდოდა გამებრაზებინე და მიმხვდარიყავი რას ვგრძნობდი მე ანალოგიურ სიტუაციაში. დამიჯერე მიყვარხარ ყველაზე მეტა, გეფიცები ჩემ დაღუპული დის თავს გეფიცები... -მომშორდი მძულხარ! მთელი ზიზღით წარმოვთქვი გულიდან ამოსული ეს სიტყვები და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. -ფუ შენი ზურგს უკან გაბრიელის ღრიალი გავიგონე... ---- არ ვიცი რამდენი ხანი ვტიროდი მაგრამ დრო იყო ყველაფერი დამესრულებინა. ჩემი შემცვლელი ჰყავდა, მე არავის არაფერში ვჭირდებოდი. ნაცრისფერი ჩაჩაჩული სპორტულები ჩავიცვი, თავზე კეპი დავიფარე.ჩემი ნივთები ჩავალაგე, ფული და პირადობის მოწმობა ავიღე და ნომერი დავტოვე. სასტუმროდან გასვლას ვაპირებდი როდესაც... -ლილე სად მიდიხარ? -სამშობლოში ვბრუნდები ნაღვლიანად გავუღიმე ჩემს რუსს მეგობარს. -მოიცა აღარ მონაწილეობ? შენ რა ტიროდი. ცრემლები შევიმშრალე, არა მიშ, არ მიტირია... ნაღვლიანად გავუღიმე ყელში მომჯდარი ბურთი ვერ შევაჩერა და ტირილი ვერ შევიკავე. მიშა გადამეხვია. -რა მოხდა, მოდი აქ ჩამოჯექი, ახლავე მოვალ. რამდენიმე წამში მოვიდა, ჭიქით წყალი მომაწოდა. -ლილე შეგიძლია მენდო მიAმბე რა მოხდა. წყალი დავლია, ძალა მოვიკრიბე და გადაკვრით ვუამბე. -ახლა წასვლა არასწორია, უნდა დარჩე და დაუმტკიცო მათ რომ ძლიერი ხარ. -არა მიშ არ შემიძლია. -რას ქვია არ შეგიძლია, მე როგორ ლილესაც ვიცნოს ის ამას არასოდეს დაუშვებდა. დარჩი არ გაინტერესებს როგორ ვტანცაობ წაიცანცარა სიცილით და მეც გამაღიმა. -არა არ -მორჩა გადაწყვეტილია მოდიხარ! ერთერთ მომსახურე პერსონალს დაუძახა ჩემი ნივთები მას გატანა. ხელი გადამხვია და თავისი მეწყვილე ქორეოგრაფი და მეგობრები გამაცნო. სულ რამდენიმე წუთში აღარ მახსოვდა არც გაბრიელი და არც ნატა აბაშიძე. მიშას მეწყვილე და უკვე საცოლე სონია ძალიან საყვარელი გოგო აღმოჩნდა. ბევრი ვიმხიარულეთ. -უუუუ მიშა! მიშა! სონია! მალაძეც მალაძეც ტაშით და შეძახილებით ვამხნევებდი მეგობრებს. -ეე სად მიდიხარ ? დამეწია სონია -ჩემი წასვლის დროა. -კაი რა დარჩი მაგრად ვიღადავებთ სიცილით გადახვია ხელი სონიას მიშამ. -მოიცადე რა -კაი. დავთანხმდი ბოლოს სიცილით. -ახლა კი სცენაზე ვიწვევთ ჩვენ ახალგაზრდა მოცეკვავეებს საქართველოდან ნატა აბაშიძეს და გაბრიელ მესხს. გამოაცხადა შემდეგი მონაწიეები წამყვანმა და სცენა დატოვა. ნაღვლიანად გავიღიმე და სცენისკენ გავიხედე. სცენაზე გაბრიელი გამოვიდა და სიტყვით მიმართა მაყურებელს. -მოგესალმებით სანამ დავიწყებდეთ მინდა მივმართო ლილე ნაკაშიძეს! ვიცი რომ აქ ხარ! ლილე გამოდი! ლილე! მაყურებელმა შეძახილები დაიწყო! -ლილე! ლილე! ლილე! -ნაკაშიძე ვიცი რომ აქ ხარ! -გადი ხელი მკრეს სონიამ და მიშამ. -ნაკაშიძე გიწვევ ამ ცენაზე! შემეჯიბრე დამიმტკიცე რომ ლაჩარი არ ხარ! დაამტკიცე რა შეგიძლია! აშკარად გმაყოფილი ჩანდა მესხი ირონიით მიმზერდა და თვალს არ მაცილებდა. -ხომ არ გეშინია! ახლა უკვე დაუფარავად დამცინა. ეს ვეღარ მოვითმინე. ჟაკეთი გავიხადე და სონიას მივაჩეჩე. სცენისკენ გაბრაზებული გავემართე. ამ წამს დიდი სიამოვნებით მოვკლავდი მესხს. მისგან მოშორებით დავდექიდა მზერა გავუსწორე. მას გაეღიმა მუსიკა ჩაირთო და ცეკვა დაიწყო, აკეთებდა ბრეიკდანსის და ჰიპ -ჰოპის სხვაადასხვა ილეთებს. მაყურებელი დაბნეულობისგან უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ეს იდიოტი სულ შეიშალა ლათინო ამერიკული ცეკვების კონკურსში ჰიპ-ჰოპს ცეკვავს. -უუუუ შეძახილში ამყვა დარბაზიდან ყველა მდედრობითი სქესის წარმონადგენელი. გამოსვლა გაბრიელმა იმ ილეთით დაამთავრა რომელის გაკეთება იცოდა რომ არ შემეძლო. მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა ბრაზმა და გამარჯვების სურვილმა დამაძლევინა სცენის შიში. დარბაზი ორ ნაწილად იყო გაყოფილო. კმაყოფილი სიცილით დავასრულე ჩემი სოლო და ქედმაღლური ღიმილთ დავაჯილდოვე მოწინააღმდეგე. მოულოდნელად მუსიკა შეიცვალა და ტანგოს მელოდიამ დაფარა დარბაზი. სწრაფად მომიახლოვდა, არაფერი არა მახსოვდა ტანგო ჩემი ყველაზე საყვარელი ცეკვა იყო და ამ ცეკვას ყოველთვის მთელი არსებით ვცეკვავდი. მელოდია დასრულდა, დარბაზიდან უამრავი შეძახილი და მქუხარე აბლოდისმენტები ისმოდა. ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა უნდოდა ეკოცნა, მაგრამ ხელი ვკარუ და მოვიშორე, გასასვლელისკენ წავედი. -ეს რაღაც განსხვავებული მიქსი იყო, ბრავი, ვნახოთ როგორ შეაფასებს ამ ცეცხლოვან ცეკვას ჩვენი ჟიური. მესმოდა აღფრთოვანებული წამყვანის ხმა. ერთერთ ჟიურის წევრმა მიკროფონი მოიმარჯვა და მომმართა. -დაბრუნდით გოგონავ, გაოცებული შემოვბრუნდი სცენაზე დავბრუნდი და გაბრიელს ზიზღით შევხედე. მას გაეცინა და მზერა ჩემგან ჟიურიზე გადაიტანა. -გოგონავ წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. -ლილე ნაკაშიძე. -თქვენ იყავით გაბრიელ მესხის მეწყვილე. -დიახ ვიყავი და აღარ ვარ ამ კონკურსში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. -სად ბრძანდება თქვენი ახალი მეწყვილე, ჟიურიმ სათვალე გაისწორა ფურცლებს ჩახედა და შემდეგ წარმოთქვა ქალბატონი ნატალი აბაშიძე. -ის სამშობლოში დაბრუნდა ზიზღით უპასუხა გაბრიელმა. -ჰმმმ ორჭოფულად შემოგვხედა ჟიურის ერთ ერთმა წევრმა ჯერ ჩვენ შემდეგ დანარჩენ ჟიურის წევრებს მათ რაღაც გადაუჩურჩულა შემდეგ კი წარმოთქვა. -მივმართავ ქორეოგრაფ ქალბატონ ქეთევან მესხს, თუ გსურთ მიიღოთ ჩვენ მეგა პროექტში მონაწილეობის გაგრძელების უფლება. ამ გოგონამ პროექტი არ უნდა დატოვოს! დარბაზი უცნაურად ახმაურდა. წასვლა არ გაბედო მაშინვე ამოვიცანი მაყურებლებში ქეთევან მესხის მზერა და მისმა მკაცრმა გამოხედვამ შემაშინა კიდეც. -აბა გოგონავ რა გადაწყვიტეთ! მომმართა მკაცრად ჟიურის ერთ ერთმა წევრმა. მზერა გაბრიელისკენ გავაპარე, მოწყენილი იყურებოდა უსასრულობაში. დარწმუნებული ვიყავი ეგონა წავიდოდი. -თანახმა ვარ! ვრჩები! დარბაზი ერთხმად ახმაურდა, ტაშის და შეძახილების ხმა ერთმანეთში ირეოდა. ----- -გამაგებინეთ ეს რა ჯანდაბა იყო! გაბრაზებულმა იყვირა ქეთამ. რატომ გამოაცხადეს ნატალი შენ ნაცვლად. ახლავე ამიხსენით! ან შენ რა გაცვია! -ქეთა დაწყნარდი ყველაფერს აგიხსნით! -გისმენთ! -ეს ჩემი ბრალია! ლილეს ძალიან ვაწყენინე, ჩემი ბრალია მონაწილეობაზე უარი რომ, განაცხადა. მაგრამ ის ისევ ჩვენს გვერდითაა. -მაინც ვერაფერი გავიგე..კი მაგრამ ნატალი სად არის? -იქ სადაც უნდა იყოს! გაღიზიანებულმა წარმოთქვა მესხმა -არ ვიცი თქვენ ორ შორის რა ხდება მაგრამ არც ერთ თქვენგანს არ მოქცემთ კონკურსის დატოვების უფლებას. გაღიზიანებულმა შეგვაქცია ზურგი და თავის ნომრისკენ წავიდა. -ლილე! -ხმა არ გამცე! გამოვცერი კბილებს შორის და სასტუმროს ეზოში გავედი. -ეეე ბავშვებო გადავეხვიე მიშას და სონიას. -ეს შეუდარებელი იყო ლილე, საკუთარ გამარჯვებაშიც კი შემეპარა ეჭვი გაიცინა მიშამ. -კლუბში ვაპირებთ წასვლას! არ წამოხვალ? -იცი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვარ. სიცილით ვუპასუხე მეგობრებს. -გვეღადავები? -არა ჯერ კიდევ 17 ვარ. -აუ კაი მაშინ აქ დავლიოთ რამე. -კაი -ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს წარმოთქვა შეზარხოშებულმა მიშამ და სონიას ეამბორა. -გაუმარჯოს გულნატკენმა გამოვცალე კიდევ ერთი ჭიქა. -წამოდით გარეთ გავიდეთ. -აუ რა ლამაზი ცაა გავიღიმე ნაღვლიანად და დავტრიალდი, ცივი ჰაერი მესიამოვნა და მოაჯირს დავეყრდენი. მზერა სასტუმროს მე-4 სართულისკენ გამექცა. წამიერად მოვკარი თვალი მესხის გაბრაზებულ მზერას რომელიც ოთახში დაბრუნდა. ჭიქაში არსებული სასმელი ბოლომდე დავცალე და გამეღიმა. თავბრუ მეხვეოდა მაგრამ თავის შემაგრება ჯერ კიდევ შემეძლო. მოაჯირს დავეყრდენი, ძალია მინდოდა თავისუფლება შემეგრძნო. სულში მხოლოდ ტკივილს და სიმძიმეს ვგრძნობდი. ფეხი ამისრიალდა ააა ვიყვირე შეშინებულმა მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე ვიდექი და ვიღაცის სხეულს ვეკროდი. -რას აკეთებ გაგიჟდი. ჩამესმა მესხის შეშინებილი ხმა. -მომშორდი.... შენ აქ რას აკეთებ? რა გინდა ჩემგან? არ გეყო დღეს რაც გააკეთე? ცრემლები მომადგა. -ლილე მაპატიე, დამიჯერე მართლა მიყვარხარ როგორ დაგაჯერო ტო? -იცი როგორი იდიოტი ხარ მე მე მიყ... მაგრამ ახლა მხოლოდ მძულხარ, ცრემლებმა დამისველა სახე და გარშემო ყველაფერი გაშავდა როგორც ჩანს გული წამივიდა. თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. ოთახი მეუცხოვა და შეშინებული წამოვდექი. -დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა... აბაზანიდან წელს ზემოთ შიშველი მესხი გამოვიდა. მზერა ავარიდე,შემრცხვა და ლოყები შემეფარკლა. -აქ რა მინდა? -გუშინ ბევრი დალიე და გული წაგივიდა. შენი ნომერის გასაღები არ მქონდა. -და ჩემს გვერდით რა გინდოდა. -აბა მარტო დამეტოვებინე? -სულ ასე არ იქცეოდი! ჩავიჩურჩულე და კარისკენ წავედი. -ლილე მომეცი შანსი შეცდომა გამოვასწორო, მაპატიე გთხოვ. -ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა. თავი გავითავისუფლე და ოთახიდან გავედი. გავაგრძელო? მემგონი არრაა მაი7ნცდა და მანც კაი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.