შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაბედავ! 2


14-01-2016, 00:08
ავტორი ml99
ნანახია 2 694

-კარგით გეყოთ ბავშვებო კამათი. მოემზადეთ გაიმკაცრა ხმა ქალნატონმა ქეთევანმა. გაბრიელი ნაგლ მზერას არ მაშორებდა. ცეკვისვის მოემზადეთ, ვალსით დავიწყებთ, ახლავე დავბრუნდები შემდეგ კი საკონკურსო ნომერი მოვამზადოთ. მოგვმართა ქეთევანმა და დარბაზი დატოვა.
-ენაგრძელი ხარ!
-შენ კი იდიოტი!
-მოსარჯულებელი ხარ!
გაღიზიანებულმა ფეხზე ძლიერად დავაბიჯე და კმაყოფილმა გავიღიმე.
მას სახე ტკივილისგან დაეჭიმა, მაგრამ არ შეიმჩნია.
ჩემი თმა ხელზე დაიხვია და მძლავრად დამქაჩა. მე სიმწრისგან გავიღიმე და არ შევიმჩნიე. ორივე ფეხი მისფეხს დავაბიჯე. მან თავისკენ მიმიზიდა. მის ფეხებზე ვიდექი და ვცეკვავდი. ის ისევ არაფერს იმჩნევდა. სწრაფად დამაბზრიალა და ისე თმაში ჩამავლო ხელი. კიდევ ერთხელ დავტრიალდი მასთან ძალიან ახლოს მივედი ხელი თმაში შევუცურე და მძლავრად დავქაჩე. მას ისევ გაეღიმა, ჩემსკენ ძალიან ახლოს მოვიდა, ცოტაც და... ხელში ამიტაცა და დამატრიალა. კარი გაიღო დარბაზში ქეთევანი და ვიღაც შპაკლიანი გოგო შემოვიდა.
ქეთევანს წამიერდ ისევ გაეღიმა, ის გოგო კი უკმაყოფილო ჩანდა. გაბრიელმა უხეშად ჩამომსვა ძირს და გოგონას გაუღიმა. გათამამებული შპაკლიანი მისკენ წამოვიდა და გადაეხვია.
-როგორ ხარ გაბო?
-კარგად ნანკა შენ?
-რავი აბა ძველებურად. გამომიარე ამ დღეებში.
-კაი.
-ნანკა აგერ ეს ფურცლები, შეგიძლია წახვიდე.
-ბავშვებო მოვემზადეთ ჩვენ დავიწყოთ.
საშინლად გამაბრაზა არსებულმა სიტუაციამ, მაგრან არაფერი შევიმჩნიე.რეპეტიცია კიდევ ნახევარი საათი გაგრძელდა. ჰიპ-ჰოპის გაკვეთილიდან გამოსული ძალაინ დაღლილი ვიყავი.
ოთახის კარი დაღლიმა გავაღე და ძალაგამოცლილი ჩემს კომფორტულ საწოლზე მოვკალათდი.
----
ერთი კვირის განმავლობში ბატონი გაბრიელი არ გამოჩენილა, ძირითადად ჰიპ-ჰოპის ილეთებს ვსწავლობდი.
ლანასთვის არაფერი მიამბია.
-ეი გოგო სად დაფრინავ?
-ჰა რა ?
-რა სჭირს ამას ღიმილით გადმომხედა დაქალმა და გიორგის თვალი ჩაუკრა.
-რა იყო ცოლისდავ შემთხვევით კუპიდონმა მიზანში ხომ არ მოგარტყა?
-აჰაჰა რა სისულელეა, უნებურად ისევ მოვიწყინე.
ლანა და გიორგი ერთმანეთს მოშორდნენ და ორივე გვერდი მომისხდა.
-რა ხდება?
-არაფერი ხალხო რა გჭირთ
-სახელი გვარი სწრაფად! მკაცრად მომმართა გიორგიმ.
-აუ ხალხო დამანებეთ თავი! არაფერი არ ხდება, რამე რომ ხდებოდეს დაგიმალავდით?
-ჰმ ალბათ არა. ორივე მომშორდა და ეჭვისთვალით შემათვალიერეს.
-კაი წავედი მე
-საით?
-სად უნდა მივდიოდე ლანა ?
-ოხხხ ეს შენი რეპეტიციები...
-მოიცადე გაგაცილებთ ჩვენ...
ფეხზე წამოდგა გიორგი, ლანას თვალებით რაღაც ანიშნა.
-აუ მეზარება რა მე გააცილე და მოდი მალე. მიმართა ლეკვის თვალებით ლანამ გიორგის და ტირამისუს დიდი ნაჭერი დააგემოვნა.
დაქალს ჩავეხუტე და გიორგისთან ერთად კაფე დავტოვე.
-რა ხდება ლილე?
-არაფერი თქო გიორგი.
-აბა რა გჭირს?
-რავი ცუდ ხასიათზე ვარ?
-რამე პრობლემაა?
-არა არავითარი?
-ლილე ხომ იცი რომ ჩემი და ხარ? ლანას თავს გეფიცები როგორც მას დავიცავ სიცოცხლის ბოლომდე ასევე დაგიცავ შენც.
-ვიცი გიო ვიცი, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, გადავეხვიე ჩემს არაბიოლოგიურ ძმას და შენობაში შევედი. კიბეებზე ვიღაც დამეწია და საშინელი გაღიზიანებული ბარიტონით მომართა.
-დროს არ კარგავ რა აქ გაგა იქ ვიღაც ნაგავი!
გაოცებული შევხედე გაბრიელ მესხს რომელიც ირონიული მზერით მიცქერდა.
-რა გინდა?
-არაფერი რა უნდა მინდოდეს უბრალოდ ფაქტზე გავამახვილე ყურადღება.
-შენ ჩემი ცხოვრება არ გეხება! სად იყავი 1 კვირა? არანაკლებ მკაცრად ვუპასუხე მესხს.
-რა იყო ხომ არ მოგენატრე?
-აჰაჰაჰ მაგრად გამაცინე უბრალო შენს უპასუხისმგებლო საქციელს გავუსვი ხაზი.
-ენა დაიმოკლე გოგო!
-ეს საუბარი მე არ წამომიწყია ამიტომ ახლა მოგიწევს ჩემი მოსმენა...
-ლილე გაბრიელ მანდ რას აკეთებთ? სწრაფად ამოდით ცოტა დრო გვაქვს.
-იდიოტი გამოვცარი კბილებს შორის და კიბეები სწრაფად ავირბინე.
მომდევნო დღეებმა საშინლად ჩაიარა. თავად ნანკა აბაშიძემ გამოთქვა პრეტენზია ჩემს ადგილზე. შესანიშნავი კვირა იყო, ქეთევანი საქმეებზე იყო, ამიტომ სხვა მასწავლებელი გვასწავლიდა, შესვენებაზე გვერდიგვერ ჩამომსხდარნი ჩემს დაცინვას განაგრძობდნენ. ძალიან მტკიოდა გული, მათი ხარხარი ყურადღებას მიფანტავდა და ვერანაირად ვერ ვახერხებდი კონცენტრაციას ცეკვაზე მოულოდნელად თავბრუ დამესხა და ძირს დავეცი, ღრმად ჩავისუნთქე და დარბაზიდან გავედი, ფანჯარა გამოვაღე, სუფთა ჰაერი სახეზე მელამუნებოდა. კარს მიღმა ნანკას ამაზრზენი სიცილი ისმოდა.
ლილე ნაკაშიძე რა გჭირს? როგორ აძლევ მათ შენი მანიპულირების უფლებას. შენ შეძლებ! კიდევ ერთხელ ღრმა ჩავისუნთქე და დარბაზში დავბრუნდი. ნანკას ისევ ირონიული მზერით მიმზერდა. გაბრიელი კი დაბნეული და აღელვებული ჩანდა..
მასწავლებელს ვანიშნე, რომ თავს კარგად ვგრძნობდი და გაგრძელება შემეძლო.
-კარგია ლილე, ყოჩაღ. გაბრიელ შეგიძლია აქ შემოხვიდე და განაგრძოთ წყვილის ცეკვა.
დავტრიალდი გაბრიელი მომიახლოვდა და ცეკვა გავაგრძელეთ, თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და თვალები უნებურად დავხუჭე.
-კარგად ხარ ?
ჩამჩურჩულა აღელვებულმა მესხმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ოდნავ მოვშორდი. ცეკვა არ შეგვიწყვეტია.
კარგით საკმარისია თავისუფალი ხართ! ლილე ბატონი ნიკოლოზი დღეს არ იქნება, გაკვეთილი ცდება.
-კარგით. შეიძლება ცოტახნით დარბაზში დავრჩე?
-კი მაგრამ, 1 საათში შენობას დამლაგებელი დაკეტავს..
-კარგით გასაგები, მხოლო 15 წუთი დავრჩები.
მასწმა გამიღიმა და დარბაზიდან გავიდა.
დისკი შევცვალე და ჰიპ-ჰოპის საცეკვაოდ მოვემზადე. რამდენიმე ილეთის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. 1...2..3... თავიდან ვჩურჩულებდი უკმაყოფილო. თვალებდახუჭული ვცდილობდი მუსიკას ავყოლოდი.
მუცელზე შეხება ვიგრძენი და მყისიერად გავახილე თვალები. ჩემს ზურგს უკან, გაბრიელი იდგა მან ხელი გამისწორა შემდეგ ფეხიც და ნელა მაჩვენა სწორი მოძრაობა. გვერდით დამიდგა და სხვადასხვა ილეთებს მაჩვენებდა, ვცდილობდი ავყოლოდი, ის კი დამცინოდა. დაღლილები ერთმანეთს შევეჯახეთ და იატაკზე დავვარდით, მეგონა საშინლად გაბრაზდებოდა მაგრამ გულიანად სიცილი დაიწყო. მისი თითოეული გამოხედვა მაბნევდა და უდიდეს სითბოს მიღვრიდა გულში.
-არ ვიცოდი ჰიპ-ჰოპსაც კარგად თუ ცეკვავდი.
-შენ ჩემს შესახევ კიდევ ბევრი რა არ იცი. სწრაფად წამოდგა ხელი გამომიწოდა და ადგომაში დამეხმარა. ტელეფონი და ჩანთა ავიღე და დარბაზიდან გავედით.
-რა სიბნელეა?
-რომელი საათია?
- 9,ნახევარია...
-აუ არა რა ! შეწუხებულს აღმომხდა და კიბეები სირბილით ჩავირბინე. სახელური რამდენიმეჯერ ჩამოვწიე მაგრამ უშედეგოდ კარი უკვე ჩაკეტილი იყო.
-აუ ჩაგვკეტეს !
-მოიცადე ნუ ნერვიულობ ქეთას დავურეკავ.... არ მპასუხობს მითიშავს ეტყობა ისევ შეხვედრაზეა.
-ახლა რა ვქნათ? წამოდი ფანჯრები შევამოწმოთ.
პირველ სართულზე არცერთ ფანჯარას სახელური არ ჰქონდა. მეორე სართულზე ავედი, დერეფნის ბოლოს ერათადერთ ფანჯარას ჰქონდა სახელური.
-აუ რამსიმაღლეა შეშინებულმა წარმოვთქვი.
-რა იყო ნაკაშიძე თავი ბოლო სამი მეტრია. ფანჯარაზე ახტა მესხი.
-ეი რას აკეთებ?
-აქედან გასვლის სხვა იდეა გაქვს ?
-არა მაგრამ თავპირს დაიმტვრევა ნამდვილად არ მსურ... სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი უნებურად ვიყვირე. აააა... გაგიჟდი? კარგად ხარ?
შეშინებულმა გადავძახე ფანჯრიდან.
მესხს გაეცინა.
-ცოცხალი ვარ ნაკაშიძე ასე ნუ ნერვიულობ თორემ გადმოვარდები და მართლა დაიმტვრევ თავპირს.
უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და დავეჭყანე.
-რამდენი ხანი აპირებ მანდ ყოფნას?
-აუ მეშინია! ამოვიკრუსუნე შეშინებულმა. ეეე რა გაცინებს?
-არ მეგონე ასეთი მხდალი თუ იყავი.
-მხდალი არ ვარ!
-მაშინ დაამტკიცე, გაბედე და გადმოხტი!
საშინლად გამაღიზიანა მის სიტყვებმა, ფანჯარაზე ავხტი.
-ეი ფრთხილად, მანდ კედელი გამოწეულია შეგიძლია დადგე და შემდეგ გადმოხტე.
-ააა დავიყვირე და გადავხტი, ჩემდა გასაკვირად უმტკივნეულოდ დავეცი.
-აუ სწრაფად მოვშორდი გაბრიელის სხეულს.
-ვაიმე კარგად ხარ ? გაბრიელ ხმა გამეცი! გთხოვ.
-აუ ჩემი... რა გეშველება ნაკაშიძე...
-აუ ცოცხალი ხარ! მესხი ოდნავ წამოიწია, აღელვებულმა ვერ გავაცნობიერე როგორ ჩავეხუტე...
-მაპატიე რა მაპატიე გთხოვ...
-კარგი კარგი მაგრამ რომ გითხარი გადმოხტი თქო არ მიგულისხმია დამახტი მეთქი. გაიღიმა ტკივილისგან სახედამანჭულმა...
მისი ხელები ვიგრძენი წელზე, ღიმილით მეხვეოდა. სწრაფად გამოვფხიზლდი, მოვშორდი თმა გადავიწიე და ფეხზე წამოვდექი.
-კარგად ხარ შეგიძლია ადგე ?
-კაი ტო კი არ მომკვდარვარ ციდან ჩასუქებული გოჭი დამეცა პროსტა მეტი არაფერი.
-ჩასუქებული გოჭი არ ვარ გამწყრალი მზერა მივაპყარი. მას გაეცინა...
-ბავშვი... ჩაიჩურჩულა დამეყრდნო და ხელი გადამხვია.
-შენ რა აპირებ მთელი გზა ასე მატარო.
-კი ჩემი ბრალია და ვალდებული ვარ!
მას გაეცინა, მხრებში გასწორდა, სრულიად თავისუფლად გაიარა და ბაიკს მიეყრდნო.
-რა ? ეს შენია?
მას ისევ გაეცინა.
-კი, ამისაც ხომ არ გეშინია...
-ღადაობ ეს ხომ Suzuki Hayabusa ! ერთერთი უსწრაფესი მოტო მსოფლიოში.
-ვაუ შენ რა მოტოებშიც ერკვევი?,სახელწოდება Hayabusa...
-,,შავ ჩიტს" ნიშნავს დავამთავრე წინადადება. კი მაგრამ ეს საიდან? გაოცებული მიმზერდა მესხი.
-დაბადების დღის საჩუქარია...
-უმაგრესი საჩუქარია! წარმოვთქვი აღრფთოვანებულმა.
-დაჯექი!
-რაა?
-სახლამდე გაგიყვან!
-მართლა? ბავშური მიამიტური ხმით უბედნიერესმა მივმართე.
მან თვალები გადაატრიალა და ღიმილით წარმოთქვა.
-ნამდვილი პატარა ბავშვი !
ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი. ჩაფხუტი დამახურა მის ზურგს ავეკარი, გაბრიელი თანდათან სიჩქარეს უმატებდა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ვერავინ ხვდებოდა ვინ ვიყავი ეს კი თავისუფლების შეგრძნებას უფრო და უფრო მმატებდა.
-ეი გიჟო ფრთხილად!
-შემეშვი მესხო დავუყვირე ბედნიერმა და გიჟივით ყვირილი განვაგრძე.
გაბრიელმა ბაიკი ჩემი სახლის წინ გააჩერა. სიცილით გავუწოდე ჩაფხუტი და მზერა გავუსწორე.
ის უბრალოდ მიყურებადა, დავსერიოზულდი.
-ნახვამდის! მადლობა რომ მომაცილე. ოდნავ გავუღიმე და ზურგი შევაქციე. ოდნავ გაიღიმა არაფერი უთქვამს მაშინვე მოწყდა ადგილს.....
------------
კონკურსამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი ძალიან ვღელავდი. რეპეტიციას მეტ დროს ვუთმობდი, სახლში დაღლილი დავბრუნდი, კიბეზე ავდიოდი როდესაც დედას ხმამ შემაჩერა.
-ლილე!
-დიახ აღელვებულმა ვუპასუხე.
-სად ხარ ამდენხანს...
-მე მე სტუდიაში...
-დღეს ქეთევანს ველაპარაკე, ეს ხომ შესანიშნავია, საყვარელო ძალიან ვამაყობ შენით, შენ ყველაზე ცნობილი ბალერინა გახდები.
-რაა???
-ქალს სინაზე ამშვენებს და არა თავდაყირაბდგომა, უკანალის ქნევა როგორც ეს ლათინო ამერიკულ ცეკვებშია.
-გეთანხმები საყვარელო ეს ამერიკული ცეკვები საშინელებაა. ოთახში შემოვიდა ეკატერინე.
ზრდილობის გამო გავიღიმე და ოთახში სწრაფად გავიქეცი...
თავს საშინლად ვგრძნობდი, ჩემ თავს სრული გაურკვევლობა იყო,გამუდმებით ვფიქრობდი ბიჭზე, რომელიც უმეტესად მაიგნორებდა და მამცირებდა, მაგრამ როდესაც მარტო ვრჩებოდით ის სულ სხვანაირი ხდებოდა. მონაწილეობას ვიღებდი მაშტაბურ ცეკვის კონკურსში და არც კი ვიცოდი შევძლებდი თუ არა ღირსეულად წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე.... ღმერთო.... აააა თავზე ბალიში დავიფარე და ემოციებს გასაქანი მივეცი.
------
ლანამ და გიორგიმ უკვე ყველაფრის შესახებ იცოდნენ. გიო იმ უბანში ცხოვრობდა სადაც სტუდია იყო. ლანას მივაცილებდით თუ არა სახლში ერთად დავადგებოდით გზას.
-------
-შენ აქ რას აკეთებ? ამ კონკურსში მე ვიღებ მონაწილეობას დაგავიწყდა? ( ჩემსა და ნატას შორის სტუდიაში შედგა შეჯიბრი რის შედეგადაც მე გავიმარჯვე და უფლება მომეცა კონკურსში მიმეღო მონაწილეობა)
-მე დავპატიჟე რამე პრობლემაა? უხეშად მიპასუხა გაბრიელმა შემდეგ კი ნატასთან ერთად თვითმფრინავში ავიდა.
საშინლად მაღიზიანებდა მესხი, მაიგნორება თითქოს არ ვარსებობდი... ნატასთან ფლირტში გართულს ჩემი არსებობა აღარც ახსოვდა. თვალს ვერ ვაშორებდი მათ, მოულოდნელად მზერა გამისწორა საშინლად გავბრაზდი და ფანჯარაში გავიხედე, მას გაეღიმა და ისევ ნატას გაუბა საუბარი.
ყურსასმენები გავიკეთე და დანარჩენი გზა მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
საშინლად დაღლილი და მოწყენილი ვიყავი. ავტობუსის კარი უმშვენიერესი მრავალსართულიანი შენობის წინ გაიღო, გარშემო უამრავი ახალგაზრდა ირეოდა.
უხალისოდ გავყევით ჩვენ დამხმარეს, ოთახებში გავნაწილდით. დღის ბოლომდე ოთახი არ გამოვსულვარ. ხვალ გენერალური რეპეტიცია გვექნება ზეგ საღამოს კი დაიწყება შოუ. ქეთევანი დაკავებული იყო ამიტო რეპეტიციის გავლა მარტო მოგვიწევდა. ხმაურით გაიღო კარი და ჩვენთვის გამოყოფილ დარბაზში გაბრიელი შემოვიდა.
-ოხ რამხელა პატივიაა! როგორციქნა იკადრეთ მობრძანება ბატონო გაბრიელ.
-ხომ არ მოგენატრე ენამწარევ?
-რა დონის იდიოტი ხარ ნეტავ იცოდე!
სწრაფად გავირეპეტიციოთ, არ ღირს შპაკლიანის მარტო დატოვება, აგახევენ ლატვიელები. მერე შენ უჟმურ სახეს ვინ აიტანს!
-გირჩევნია გაჩუმდე,სწრაფად მომიახლოვდა და ცეკვა დავიწყეთ.
--როგორ ჩაიარა გუშინდელმა ვნებიანმა ღამემ ?
-აჰაჰა შენ რა ეჭვიანობ ? თუ ასე გაინტერესებს მოგიყვები, საშინლად დამღლელი იყო თითქმის არ მეძინა.
ძალიან შემრცხვა და ამავდროულად ძალიან გავბრაზდი
-განსაკუთრებით მაშინ როცა მეზობელი კორეელი გყავს, თან ამავდროულად მემგონი ყრუც! დროის სხვაობის გამო კი დილამდე გულაობს.
ჩემ სახის დანახვისას სიცილი აუტყდა. ფეხზე მწარედ დავაბიჭე, მაგრამ, სიცილი არ შეუცყვეტია რათქმაუნდა?! ეს ხომ გაბრიელ მესხია....თავი ვეღარ შევიკავე მის დანახვისას და მეც გამეცინა.
-დავიღალე ძალიან მწყურია, წამოდი რამე დავლიოთ. მომმართა გაბრიელმა.
-რა ხდება გაბრიელ, შემთხვევით ნატამ ხომ არ გადაგაგდო?
-სისულელეებს ნუ როშავ გოგო? წამოეთრიე.
-აუ მომშორდი რა წადი შენ გოგოს მიხედე, ალბათ მოუთმენლად გელოდება წადი გაასეირნე სადმე.
-მართლა კაი
მოულოდნელად ჩემსკენ წამოვიდა ხელში ამიტაცა და ზურგზე ტომარასავით მომიგდო.
-შენ რა გაგიჟდი? ჩამომსვი ახლავე! არანირმალურო.
-რას მეჩხუბები გოგო შენ არ მითხარი შენი გოგო მარტო არ დატოვო გაასეირნეო ხო და ვსეირნობთ, მე და ჩემ გოგო.
-არანორმალურო მომაშორე შენი ხელები ახლავე ჩამომსვი
გარეთ გავედით, ძალიან შემრცხვა ყვირილი და ფართხალი შევწყვიტე, გამლელებს თავაზიანად ვუღიმოდი და გაბრიელს ულამაზესი სიტყვებით ვამკობდი. ის კი დაუფარავად იცინოდა. სწრაფად ჩამომსვა და სკამზე დამაჯინა.
-შენ ცუად ხომ არ ხარ? არა რას გეკითხები ისედაც ყველაფერი ნათელია. არანორმალურო!
მესხმა ნივიჟუ ჩამირტყა და ოფიციანტს დაუძახა.
-ორი ცივი ყავა და 1 ნაჭერი ტირამისუ.
-არანორმალური.... ჩავიბუტბუტე გაბუსხულმა. ოფიციანტმა შეკვეთა მოიტა.
-ჭამე! მიმითითა უგემრიელეს ტირამისუს ნაჭერზე
-ვერ ვიტან ტირამისუს ! მოჩვენებით ზიზღით წარმოვთქვი და ზურგი შევაქციე ჩემს საცდუნებელ უგემრიელესი ნამცხვარს.


გავაგრძლო ღირს ? სემიფაეთ



№1 სტუმარი ucnobi

Kiiii me vxalisob amatze sayvarlebi arian

 


№2  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Vaimee es to ar gaagrdxelo dedas geficebi dagaxrchoob. Vaimee rigor miyvarxaar da rigor momwonsss
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

Au gaagrdzelee magrad vxalisob xolme amatze

 


მაგრად მომეწონააა ველი შემდეგს

 


№5 სტუმარი Xatia

Gaagrdzele aucileblad ra. Magrad vicine. Kargia.

 


№6 სტუმარი Elene

Auculebkad gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent