სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი II)
*** თეკლა მიაცილა ნომერამდე და თავისი ნომრისკენ აიღო გეზი. გიკვირთ? ჰო,მეც გამიკვირდა,მაგრამ თეკლამ უარი თქვა,ელენას ნომერს დიდი აივანი აქვს,რომლიდანაც ყოველთვის შემოდის მთვარის შუქი და ზღვის ხმაური,მას ღამ-ღამობით შეუძლია უცქიროს ზღვას ,ხოლო თეკლას არ უყვარს ღამის ხმაური,მას მშვიდი ძილი უყვარს,ამიტომ ერთმანეთს არ აწყენინეს და ცალ-ცალკე ნომრები აიღეს. ელენამ შხაპი მიიღო,სილოებიან პიჟამაში გამოეწყო და აივანს მიაშურა,თავისი ჩაითურთ. ხედით ტკბებოდა რამდენიმე საათი,მერე ძილმა დაუკაკუნა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. -ელენა,გაიღვიძე უნდა გავირუჯოთ!-ეგონა სიზმარშიც არ ასვენებდა თეკლა,თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა რომ რეალობა იყო -კარგი,მირჩევნია რეალობა იყოს და სიზმარში შენგან დავისვენო-ენა გამოუყო და მერე გააღო თვალები -ნაგავი ხარ,ისევ გვიანობამდე იჯექი ხომ აივანზე? -მმმ-ამოიზმუილა ელენამ -ჰმ.. ვატყობ ძალიან გვიანობამდე,დროზე ადექი,თორემ ჩავიდა მზე.. -ვდგები,ჰო,ვდგები... ერთ საათში მოწესრიგებულები და დანაყრებულები ეფიცხებოდნენ მზეს. -რა კარგი ვქენით ხო?-წამოიჭრა თეკლა -ჰო,ძალიან,მიხარია რომ წამოვედით. -მეც მიხარია-გაუღიმა თეკლამ-ელენა,ნახე,წყლის მოტოციკლი,წამო,დავჯდეთ რააა. -კარგი,მოიცა,ავდგე,მოვწესრიგდე.-ელენა წამოდგა და ჯინსის შორტები ამოიცვა,სათვალეები გაიკეთა და ტელეფონს დაავლო ხელი,თეკლაც მსგავსად მოიქცა და მოტოციკლისკენ გასწიეს,იმდენი იკატავეს,იმდენი სელფი და ვიდეო გადაიღეს და ისე იცინოდნენ ყველა მათ უყურებდა,ბოლოს დაიღალნენ და ისევ მზეზე მიფიცხება გადაწყვიტეს,ერთი საათი არ იყო გასული თეკლა ისევ რომ წამოხტა. -ვიწვიიიიიი-ყვიროდა და დახტოდა იქეთ-აქეთ. -ნუ წუწუნებ,შენი ბრალია,შენ ჩამომიყვანე ამ მზეზე აქ -ელენა,ნუ სულელობ,მზეს უნდა მიუშვირო ტანი,რომ ამ უკანასკნელმა ფერი იცვალოს,მაგრამ მზე არაფერ შუაშია -აბა? -კაკი. -რა კაკი? -კაკიმ მომწერააა-გაიწელა თეკლა -რაო? -სად ხარ გნახავოოო,ბათუმში ვარ-მეთქი,ხვალ მანდ ვაროოო -ოჰ არა! -ნუ იღრინები ამ დროს საშინელი შესახედი ხარ! -მძულხარრ! -მეც მიყვარხარ ,საყვარელო.-ენა გამოუყო გოგონას -აუ თეკს,წამო რა დავირუკე აქ,ცხელა ძალიან. გოგონები ნელ-ნელა მოცილდნენ პლიაჟს. -აუ თეკს,წამო,აქვე კაფეა და იქ ვისადილოთ -ჰო რა,მეც მომშივდა ძალიან,კუჭი მეძახის-ხელის მოძრაობით შემოხაზა მუცლის ადგილი -კუჭის მონა ხარ -ვინ მეუბნება ამას-დაეჭყანა დაქალს -რა? მე? სულ რომ არ ვჭამო საერთოდ არ მომშივდება ორი დღე -ოფ,მარწყვის და შოკოლადის მუსის გარდა არაფერს ჭამ,ღამ-ღამობით მაცივარს აღებ და სულ მარწყვსა და შოკოლადს შეექცევი,მე ვერ მომატყუებ!-საჩვენებელი თითი დაუქნია დაქალს -შენ რა,ჩემი ნომრის მაცივარში დაბოდიალობ? -არა,წყალი მინდოდა და ერთხელ გამოვაღე მარტო,მარტო მარწყვი,შოკოლადები და შოკოლადის მუსები იყო -კარგი ხო,გამომამჟღავნე-გაუცინა დაქალს -კარგი,რა გინდა? -ფრი მინდა ძალიან და კეტჩუპი -კარგი,მეც იგივე.-მერე ოფიციანტს მიმართა - ფრი,კეტჩუპი და ორი ფორთოხლის წვენი. ცოტახანში ნომერში იჯდნენ და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ,სამაგიეროდ თეკლას ყოველთვის შეუძლია საჭირო იდეების მიწოდება. -ელენა,არ მოგბეზრდა შოკოლადისა და მუსის ჭამა? -კი,ძალიან -ხოდა,წამოდი,კლუბში წავიდეთ -ოღონდ ეს არა -გთხოვ რაა. -კარგი ჯანდაბას. -შარვალი ჩაიცვი რა,შავი,ძალიან გიხდება,ყველა ნაკვთს კარგად გიჩენს -კარგი დღეს მოგენდობი,ამაღამ შენი ვარ-წარბები აათამაშა გოგონამ -არა,უკაცრავად,მე დაკავებული ვარ -დაკავებული კი არა,ავადმყოფი ხარ-გადაიკისკისა გოგონამ -შენი ტყუპი ვარ საყვარელოოო-წაიღიღინა თეკლამ -კარგი,მორჩა მზად ხარ-შავი შარვალი,თეთრი პიჯაკი,ღამაზი ყელსაბამი და შავი დალალები,მხოლოდ ტუში და მარწყვის ტუჩსაცხი,სისადავისა და ელეგანტურობის პიკი იყო ელენა-ულამაზესი ხარ,ელენა,ულამაზესი! -ოჰ,ნუ აჭარბებ,თეკლა,აი,შენ კი მართლა ულამაზესი ხარ-კრემისფერი ტყავის მაღალწელიანი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი,თმები უსწორმასწოროდ დაყრილი და ულამაზესი მაკიაჟი -კარგი რა,ელენა-გაწითლდა დაქალი -ასეთი მორცხვი არ მახსოვხარ,ასე შეგცვალა კაკიმ? უკვე მომწონს-თვალები აუბჟრიალდა ელენას -კარგი,წავედით.-კაკუნით წავიდნენ ჰოლისკენ,მიმღებს ტაქსი გამოაძახებინეს და ლოდინი დაუწყეს. ცოტახანში უკვე კლუბში იყვნენ და დახლთან იდგნენ. -ოფ,კარგი რა ელენა,ამ მაწყვის წვენს რა დაგალევინებს,კოქტეილი მაინც გასინჯე მარტინი თუ არა -არ მინდა,თეკლა. -ოფ,რააა, წამოხვალ შენ მთაში,მერე დაგალევინებ და გასწავლი,ვაიმე,ელენა,კაკი მირეკაავს -გარეთ გადი,აქ ვერ გაიგებ ვერაფერს -ჭკუით იყავი იცოდე -მიდი თორემ გაგითიშავს -გაკოცეე-თვალები გადაატრიალა ელენამ,მერე ვიღაც მთვრალი აეკრო უკნიდან -გამეცნობი ლამაზო?... *** -გისმენ,კაკი. -მარცხნივ შემოიხედე-მანქანაზე აყუდებული კაკი დაინახა ყვავილებით ხელში და მისკენ წავიდა დინჯი ნაბიჯებით -რა ლამაზი ხარ,თეკლა. -კაკი,მადლობა,შენ აქ რა გინდა?-გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა -მომენატრე,ვერ გავძელი ხვალამდე და ამაღამ ჩამოვედი,ეს შენ-თაიგული მიაწოდა -მადლობა,კაკი...-დაიბნა -არ ჩამეხუტები?-ქვევიდან ამოხედა გოგონას,თუმცა არც თანხმობას დაელოდა ისე მოიქცია მის ძლიერ მკლავებში. *** -გამეცნობი ლამაზო? -შემეშვი-ხელების მოცილება სცადა,ვერ მოიცილა -ამაღამ რას აკეთებ,ლამაზო?კარგი გეგმები მაქვს შენთან! -შემეშვი-ყვირილი სცადა,თუმცა პირზე ააპარა უცნობმა ხელები,ძალიან ძლიერი ჩანდა,პანიკამ მოიცვა,მუხლები ჩაეკეცა,როდესაც უცნობის ტუჩები მიეწეპა მხარზე,გულის რევის შეგრძნებამ მოიცვა მთელი ორგანიზმი და თავბრუ დაესხა -გასწი შენი ბინძური ხელები-ღრიალით გამოექანა მათკენ და უცნობს ძლიერად დაარტყა,სიმსუბუქე რომ იგრძნო კინაღამ ჩაიკეცა,მაგრამ უცნობმა თავისი გულ-მკერდი შეაშველა- პოლიციელია ამისი - იღრიალა მამაკაცმა და გოგონა მისკენ შეატრიალა -შეეენ?!-დემეტრეს დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა -დამშვიდდი და ხელი მომეცი უნდა გავიქცეთ აქედან -რა? არა,არ წამოვალ! -ახლახანს გადაგარჩინე,ამისი..წამოდი -არა -ჯანდაბა-დემეტრემ ელენა ხელში აიტაცა და იქაურობას გაეცალნენ უკანა გასასვლელით გავიდნენ,გავიდნენ რა,გაიტანა ელენა დემეტრებ,უკან ვიღაც აედევნათ,დემეტრეს წინ ეყენა მანქანა,აქედან კი გზა სანაპირომდე გადის -ელენა,ნუ ხვანცალებ,გაჩერდი,გამოვდივარ -სად მიგყავარ -მომენდე უბრალოდ,სირბილს შეძლებ? -შენ როგორ უნდა გენდო,ამ მაღლებით სად ვირბეენ -მაშინ დაგსვამ,ფეხზე გიხადე და ხელი მომკიდე,მოგვზდევენ -კარგი-ხელი ჩაკიდა ელენამ მამაკაცს და იქაურობას გაეცალნენ,სანაპიროზე გავიდნენ და მიფარებულში ჩაწვნენ,უფრო სწორედ, ვერ მოთავსდნენ -დამაწექი,თორემ გვნახავენ -არა,შანსი არ არის! -მოდი აქ!-ზევიდან დაიწვინა გოგონა,ორივეს გაუხშირდათ სუნთქვა,გაუძლიერდათ გულისცემა,თავზე მოკიდა დემეტრემ ხელი და გულზე დაადებინა..ორივე დუმდნენ,ვიღაც მათ ზევით იდგა, რაღაცას ლაპარაკობდა გაურჩევლად,უფრო ზმუილს გავდა,არაადამიანუს,ცოტახანში ხმა მიწყნარდა, ელენა ოდნავ წამოიწია,თვალებში ჩააშტერდა მამაკაცს,უცებ გაახსენდა ფრაზა: „ღამისფერი თვალები გაქვს,კარგო...“-მერე თავი გააქნია არაფრის მომცემი ფიქრების მიმოსაფანტად და ჩურჩულით იკითხა: -წავიდნენ? -ალბათ ჰო,შენ აქ დარჩი,მე გავიხედები-მამაკავის სუნთქვა მოეფრქვა სახეზე,მისი სურნელი რაღაც გრილს ჰგავდა,ზღვის,მენთოლისა და მარტინის ერთად შეზავებული და სინთეზირებული,საოცრად სასიამოვნო იყო,მამაკაცი მარტივი მოძრაობით ზევიდან მოექცა,მერე ფრთხილად,გოგონას რამე რომ არ სტკენოდა ძალიან ფრთხილად წამოდგა: -არავინაა,შეგიძლია ადგე-ხელი გაუწოდა,მაგრამ გოგონამ იუარა და თავისით სცადა წამოდგომა,თუმცა ფეხი გადაუბრონდა ქვებზე და კინაღამ წაიქცა,მაგრამ დემეტრემ ხელი შეაშველა და დაიჭირა,ელენამ კუშტად შეკრული წარბებით შეხედა და მამაკაცის ტუჩებზე გული შეუწუხდა -სისხლი გდის ტუჩიდან-ფრთხილად აუსვა თითები,მერე გაახსენდა მისი სიფიცხე,კინაღამ როგორ დაახრჩო და მაგრად დაუჭირა ნატკენ ადგილას-არაუშავს მოგიხდება-მამაკაცს ჩაეღიმა ელენას ბავშვურობაზე -არაუშავს,წამოდი მიგაცილებ -ისღა მაკლია შენ მიმაცილო -მგონი მადლობა გინოდა გეთქვა,მე გადაგარჩინე ახლახანს -არ იმსახურებ -ვიმსახურებ,ასე ვულგარულად რომ ჩაგიცვამს შედეგებზე არ გიფიქრია? ქერა მაინც იყო,სტერეოტიპს გაამართლებდი -შავი შარვალი და თეთრი პერანგი თუ ვულგარული იყო არ ვიცოდი -ამ შარვალში იდეალური კურტუმო გიჩანს-ხელის გარტყმას აპირებდა,როდესაც დაუჭირა დემეტრემ-არც კი გაიფიქრო,არ გაპატიებ! -ხელს დამარტყამ? მეორედ მასეთი რამ აღარ მითხრა-გაკაპასდა ელენა -მასე არ ჩაიცვა და აღარ გეტყვი -შენ ვინ გეკითხება -ხოდა რასაც ვიფიქრებ იმას გეტყვი -როგორც გინდა,თავხედო -ჭირვეულო,ბევრი დარჩა? -არც ისე,არ მითხოვია წამომყევითქო -ხო,მართალა იმ ტიპს რამე ხომ არ დაუშავებია შენთვის?-ტანში გასცრა გოგონას მთვრალის გახსენებისას -არა-ხმა გამტყდარმა უპასუხა -ხმა სხვა რამეზე მიუთითებს-ხელზე მოკიდა ხელი-მართლა გეუბნები,დაივიწყე ყველაფერი,უბრალოდ მითხარი რამე ხომ არ დაგიშავა -არაფერი-ხელი გამოგლიჯა უხეშად -კარგი,მოვედით? -ჰო,მადლობა მისტერ სიუხეშევ -არაფერს,ძვირფასო.-თვალისმომჭრელად გაუღიმა გოგონას და იქაურობას მანამ არ გასცლია,სანამ ელენა სასტუმროში არ შევიდა. *** -კაკი,შემოდი,შიგნით შევიდეთ,ელენე მარტოა მანდ,რაიმე არ აიკიდოს -ვაიმე,შიგნით დემეტრეც არის-ტუჩზე იკბინა მამაკაცმა -უეჭველი რაღაც ცუდს იზამდნენ ისინი ერთად -რატომ არ მოსწონთ ერთმანეთი? -არ ვიცი კაკი,თითქოსდა მოჯადოებულები არიან -ღმერთო ჩემო,ელენა აქ არ არის-ნერვიულად დაიწყო ტუჩის კვნეტა -არც დემეტრე სჩანს -რა არეულობაა,ელენას ჩანთა და ტელეფონი დახლზე დევს -ერთად არიან სადღაც წასულები -არამგონია,დემეტრეს არ გაჰყვებოდა. -ჰო,ეგეც მართალი,მაგრამ ორივე საეჭვოდ გაუჩინარდა. -არ ვიცი,ტელეფონს და ჩანთას ავიღებ -წამოდი,სასტუმროში წავიდეთ,იქნებ გამოჩნდეს ელენა. -კარგი.მადლობა,კაკი. -არაფერს,თეკლა,თუ გინდა დავრჩები -არა,აჯობებს დემეტრე მოძებნო. -კარგი,სასიამოვნო იყო შენი ნახვა. -ჩემთვისაც ასევე-საფეთქელთან აკოცა გოგონას-მადლობა ყვავილებისთვის. -არაფერს-გაუღიმა მამაკაცს. -გელოდებოდი,უკვე მეორედ მტოვებ მარტოს. -მაპატიე,ვიღაც მთვრალი გადამეკიდა -რა? კარგად ხარ? მაპატიე რომ დაგტოვე -კი კარგად ვარ, არ არის შენი ბრალი,შენ ვინ მოგიყვანა -კაკიმ,გარეთ დამხვდა. -აჰ,ჰო,დემეტრემ მიხსნა მთვალისგან -რა? არ არსებობს,კი მითხრა კაკიმ ერთად იქნებიანო,მაგრამ ვერ დავიჯერებდი რომ გაყვებოდი -ჰო,ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა -ჭირვეული ხარ,ელენა,ჭირვეული! *** დიდხანს იდგა აივანზე და ხედით ტკბებოდა,ახსენდებოდა ბავშვობა და ტირილი უნდოდა,როგორ უნდოდა დედამისი მის გვერდით ყოფილიყო და როგორც სხვა დედებს ისე ეზრუნა მასსაც ელენასთვის,თმები დაებწნა,ესაუბრათ დილამდე სხვადასხვა თემებზე,თუნდაც რომელი მულტფილმი სჯობდა. ჰო,ძალიან უყვარდათ ორივეს მულტფილმები,ხშირად დაჯდებოდნენ ერთად და შეუსვენებლად უყურებდნენ ბარბის სერიებს. ახსოვს ელენას როგორ უნდოდა ნატალის მსგავსი ქერა თმები,ნატალიას დედა,ანუ ელენას ბებია უკრაინელი ქალი იყო,წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნებოდა ნატალია,დედის სილამაზე ჰქონდა,ხოლო მამის თმები,შავი,კუპრივით შავი თმები. ძალიან მოსწონდათ ელენა ბიჭებბს,განსაკუთრებით კი მისი უბრალოება,უბრალო ჩაცმის სტილი და მისი ადამიანური თვისებები. ერთი მინუსი ჰქონდა,მაგრამ იგი ამას მინუსად არ თვლიდა,ეწეოდა,ახსოვს როგორ ეწეოდა ნატალია და ამბობდა სწულწლოვანი რომ გავხდები მეც მოვწევო,ხოდა შეასრულა სიტყვა, ჰო, და ახლა იდგა აივანზე და ეწეოდა ,გრძნობდა როგორ ეწვებოდა კისერი,იცოდა რომ ასეთი ნაზი არსებობისთვის მოწევა არ შეიძლებოდა,მაგრამ ამბობდა რომ ასეთ დროს ძალიან ჰგავდა ნატალიას. თავზე ისე დაათენდა ვერც კი იგრძნო,მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა,საუზმე შეუკვეთა და კაკის შეეფეთა. -გამარჯობა,ელენა. -გამარჯობა,კაკი. -როგორ ხარ? საერთოდ არ გძინებია წუხელ? -არამიშავს,მადლობა. -საღამოს სანაპიროზე წვეულება იმართება,მოსაწვევებით არის,ჰო, აი, ეს ორი მოსაწვევი ,გამიხარდება თუ მოხვალთ. -მადლობა,კაკი,ვეცდებით -ვეცდებით არა, აუცილებლად. -კარგი,კარგი,გნებდები-გაუღიმა კაკის და მამაცას დინჯი ნაბიჯებით გაეცალა -გაიღვიძე,გაიღვიძე,სასაუზმოდ მივდივართ -მოვფრინავ -შენთვის კარგი ამბავი მაქვს -რა ხდება? -ჩამოდი,ჩამოდი-სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი,მოწესრიგდა და ათ წუთში უკვე ქვევით იჯდნენ და მადიანად შეექცეოდნენ საუზმეს. ცოტახანში ელენამმოსაწვევები დაუდო წინ და წარბები აათამაშა. -ეს რა არის? -იცი ეს ვინ მომცა? -არ არსებობს,დემეტრემ?-თვალები გადმოატრიალა ელენამ -კაკიმ,თეკლა,კაკიიიმ-გაიწელა ელენა და თეკლას მოსალოდნელ წიკებს დაელოდა -ვაიმე,რა ჩავიცვა? აუ, ელენა, რა ვქნა? წამო ვიყიდოთ ტანსაცმელი -და საერთოდ მოვდივარ?-ფეხები გადაიჯვარედინა -მღუპავ?! -პირი დააღო თეკლამ -კარგი,ხოკარგი,წამოდი ნომერში ავიდეთ,მერე მაღაზიები დავიაროთ. -ასე რა,ასე რაა... *** -ეს მიხდება?- გამოვიდა შორტებში ჩაცმული თეკლა -არა,თეკლა,რაღაც სხვა გვინდა,აი,თან სარაფანი,თან რა ვიცი,რაღაც ამდაგვარი-ხელი მოკიდა თეთრ ფრიალა შიფონის სარაფანს -ეს შენთვისაა,ძვირფასო,შენი სტილია -ჰო,გეთანხმები,ახლა შენთვის ვეძებთ,მოიცა,ეს Flash tattoo-ებია? -ჰო,გავიკეთოთ? -კი,კი,მე ფრთები მინდა,უკან კისერთან -მე ვიოლინოს გასაღები -მოიცა,ხელი მოკიდე ამ კაბას შენი სტილია,ოქროსფერი მოკლე,ფრიალა,აიღე ეს. -კარგი ჰო. საღამოს შვიდი საათი იყო,გოგონები თითქმის მზად იყვნენ,ერთადერთი ბოლო შტრიხი მაკიაში ჰქონდათ გასაკეთებელი. -ელენა,თმები ავიწიო თუ გავიშალო? -აიწიე,საოცრება ხარ,აწეულ თმებში,თეკ. -შენ კიდევ ეგ თმები გაიშალე თორემ მოგკლავ,კუპრივით შავი ხვეული თმები გაქვს! -კარგი ჰო... ორივე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ,თეკლას ოქროსფერი მოკლე სარაფანი ეცვა,ფეხზე თეთრი მაღლებით,თმები აწეული ჰქონდა,მკრთალი მაჯიაჟი,ელენა კი თავისი თეთრი ფრიალა სარაფნით,ოქროსფერი სანდლებითა და გაჭლილი თმებით საუცხოოდ გამოიყურებოდა,მხოლოდ ტუში და ტუჩსაცხი ესვა,ორივე არაჩვეეულებრივად გამოიყურებოდა,შესასვლელთან კაკი შეხვდათ,თეკლა,რა თქმა უნდა,წამებში გაუჩინარდა,ცოტა მიალანძღა ორივე და ღიმილით აირია ბრბოში,სწრაფად იპოვა გამოსავალი,წვეულებიდან მიმავალი ბილიკი დაინახა ზღვის ნაპირთან,დინჯად გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი და ფრთხილად ჩამოჯდა ზღვის ნაპირზე და ზღვის ცქერით გატრუნულმა სიმშვიდე ჰპოვა,რატომღაც მოუნდა ზღვის ტალღებისთვის მიენდო თავი,როგორც მთვარეს იქნებ მორიდებოდა ზღვას მისი შთანთვაც,ფეხზე გაიხადა,კაბის ბოლოები ხელში დაიკავა და ფრთხილად დაიწყო წყალში სვლა,ორი ნაბიჯის შემდეგ რომ ღრმად ჩავიდა განწირულად ყვირილი დაიწყო,არ ეგონა ასე სწრაფად თუ ჩაღმავდებოდა,იცოდა ვერავინ რომ ვერ გაიგებდა მის ხმას,მაგრამ გადარჩენის ცხოველური ინსტიქტი მაინც არ ნებდებოდა,ყვიროდა მანამ,სანამ გონება აუარებელმა ტალღამ არ გაუთიშა,ბუნდოვნად ახსოვს,ვიღაც ექაჩებოდა მის სხეულს,ვიღაც ცდილობდა მის გადარჩენას,უნდოდა უცნობის სახე დაენახა,მაგრმა ვერ შეძლო,ძალა არ ეყო,გონება დაკარგა და მხსნელის მკლავებში მოდუნდა,რომელიც საკმაოდ ძლიერი ჩანდა. ვიდრე სიკვდილი მოვიდოდა,საოცრარი სიცხადით იგრძნო როგორ გახსნა დედამიწამ უბე და როგორ მიიღო თავის წიაღში,მერე როგორ შეკრა ნელ-ნელა პირი ,როგორ ჩამოუსვა ქუთუთოებზე ვეებერთელა ხელისგული და როგორ დაახურა ცა უსაშველოდ შავი ნაბადით... --------- მადლობა,ჩემო თბილებო,ასეთი ტკბილი სიტყვებისთვის. არ ველოდი თუ მართლა ასე მოგეწონებოდათ. ესეც ახალი საკმაოდ მოზრდილი თავი,იმედია მოგეწონებათ. მიყვარხართ ძალიან. სიყვარულით,ნინუცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.