შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხომ გეუბნებოდი... 1


15-01-2016, 20:52
ავტორი ქ.ტ
ნანახია 1 278

ლიკა, 17 წლის,აბიტურიენტი... კარგად ვსწავლობ,მაგრამ მაინც მეშინია გამოცდების... ძალიან მაღალი არ ვარ,მაგრამ ფიზიკურად ლამაზი...

უიმედობის ჟამმა ისევ ამიჩუყა გული... გარედან საშინლად მწველი მზე აწყდებოდა ფანჯრის მინებს,ჰაერი არ იგრძნობოდა ისე ცხელოდა... დედამიწა გავარვარებულიყო... ისევ გაიჟღინთა ქუჩები მტვერით,სიცხით... და იწურება,მირბის თვეები ისე,თითქოს სადღაც ეჩქარება... აიი უკვე ივლისიც საცაა დაგვემშვიდობება,მე კი ვზივარ და ვუმზერ ფანჯრის მწველ მინას... გულაჩუყებული ვფიქრობ გაუთავებელ ოცნება,მიზნებსა და დაუსრულებელ გაუმაძღრობაზე,ერთი თვის წინ,როცა ვვოცნებობდი ნეტა საატესტატო გამოცდები დამთავრდეს და აღარაფერზე ვინერვიულებ,ნეტა არდადეგები დამეწყოს და სულ რომ არსად წავიდე სახლშიც ბედნიერი ვიქნები,მაგრამ არ არსებობს რამე ინატრო,შეგისრულდეს და შემდეგ მასზე უკეთესზე არ ოცნებობდე,აი ესაა ადამიანი... ხშირად მიფიქრია ამ ჩვევაზე ეს დაუნახაობაა თუ?... არ ვიცი ....
როდესაც რაღაცას ვფიქრობთ,როცა მარტო ვართ და რაღაც გვინატრია,გვგონია,რომ იქ არავინაა,არავინ გვისმენს,თუმცა უფალი ხომ სულ ჩვენს გვერდითაა. სახლიდან გასვლა,დროის მალე გატარების ფიქრში გართული ვიყავი,ვფიქრობდი როგორ გამეტარებინა ეს არდადეგები ...
მოულოდნელად მე და ჩემ დამ ნუცამ გავიგეთ,რომ ტრენინგები ტარდებოდა,მოწილეობის მიღება გადავწყვიტეთ... 10 დღიანი ტრენინგი იყო,22 ბავშვი ვმონაწილეობდით,დაუვიწყარი დღეები იყო...

,,ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო“, როცა მე და ჩემმა დამ ტრენინგებზე სიარული დავიწყეთ და ეს ათი დღე ჩემ ცხოვრებაში იღბლის სიმბოლოდ დარჩება რადგან,რადგან–პირველი იმიტომ,რომ ვისწავლე და გავიგე ბევრი,მეორე იმიტომ,რომ ორი უსაყვარლესი ადამიანი გავიცანი,რომელიც ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ...
ტრენინგმა ჩვენ ოთხნი გაგვაერთიანა და გადავწყვიტეთ ცხელი ზაფხული ერთად ჩემს სოფელში გადაგვეგორებინა,მართალია არ მჯეროდა ამას თუ შევძლებდით,მაგრამ ცხოვრებაში დაუჯერებელი არაფერია,აიი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი...
13 აგვისტოს ბაზარი გველოდებოდა,ყველაფერი ვიყიდეთ და საღამოს შევუდექით ბარგის ჩალაგებას,თან ტელეფონი არ ჩერდება ხან მაკა მომწერს,ხან სანდრო აუუ უთო წამოვიღო? აუუ ფენი არ გვექნებაა? ხან ნუცა გამომძახებს ოთახიდან – ჩემ ჩანთაში აღარ მეტევა და შენ ჩადე ეს ტანსაცმელი... ნუ მოკლედ, დალაგებული სახლი გასაქცევად გამზადებულს დავამსგავსეთ, ყველაფერი ავურიეთ,მაგრამ ამ ყველაფრის ხარჯზე ბარგი მზადაა,კიდევ ასჯერ გადავათვალიერე,მაგრამ არაფერი არ დამრჩა...
და აიი დადგა დაუჯერებელი და სანატრელი 14 აგვისტო,სახლთან ტაქსი მოვიდა და ვინ არის ტაქსის მძღოლი? – თვით ილია ჭავჭავაძე, მაკას გავუარეთ,სანდრო ხიდთან დაგვხვდა და წავედით... მივდივარ,ვუყურებ ლამაზად ჩამწკრივებულ ხეებს გაქანებული მანქანიდან და შეგრძნება მაქვს,თითქოს გარბიან,თითქოს ისინიც სადღაც მიიჩქარიან... ვფიქრობ რა საოცრებაა ბუნება,როგორი ლამაზია და საამაყო ეს ყველაფერი,თუმცა ქართველებს ხომ არ შეგვიძლია ჩვენი დავაფასოთ და ჩვენზე ვთქვათ აუუ ნახე რა მაგარია,ჩვენი კუთხეები არ გვაქვს დათვალიერებული,როცა პარიზზე,ლონდონსა და ესპანეთზე ვოცნებობთ... აიი ეს არის მწარე რეალობა,ბედის ირონია...
როგორც იქნა ჩავედით სოფელში,დავბინავდით და დღეები კი არ გაიწელა,არამედ ისე გარბოდა ვერ ვეწეოდი... უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,მივხვდი რა იყო დასვენება,მეგობრობა... ვიყავი ნამდვილი ლიკა, ვიგრძენი,რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება,მხოლოდ ამ ადგილას,ამ ადამიანებთან არ დამჭირდა სხვადასხვა როლის თამაში,მხოლოდ ამ ათი დღის განმავლობაში არ ვიგრძენი თავი თეატრში...
უსასრულოდაში გადავეშვი,ჩემ დასთან და მეგობრებთან ყოფნამ ყველა და ყველაფერი დამავიწყა,მიდნოდა ეს დღეები არასდროს დასრულებულიყო,მინდოდა ეს წუთები არასდროს გასულიყო,მინდოდა,რომ არასოდეს მეგრძნო თავი ამ დღეების ნოსტალგიურად,რადგან უკეთესი დღეები ყოფილიყო,მიდოდა ეს ათი დღე ათ საუკუნედ გაგრძელებულიყო... თუმცა ვერ ვგრძნობდი დრო ისე გადიოდა,ისე გამიტაცა ბუნების სილამაზემ,ისე ამიჩქარა და დამაფიქრა ტანას მღელვარებამ,არ მინდოდა მოვშორებოდი კლდეებს,მდინარეს რომელიც უფრო მიღვიძებდა მუზებს,მაფიქრებდა წარსულსა,აწმყოსა და მომავალზე,არ მიდოდა მოვშორებოდი ბავშვებს,რომლებსაც პოზიტივის მეტი არაფერი მოქონდათ,არ მინდოდა დავრჩენილიყავი მარტო და ისევ მეფოქრა ჩემს უკუღმა დატრიალებულ ბედის ბორბალზე... მინდოდა მაკას სიტყვები
–გაჩუმდი,შემ მარტო არ იქნები და კარგი შვილები და ქმარი გეყოლება არ დასრულებულიყო...
მაშინ მივხვდი რა ძლიერი ყოფილა ნუცა,როგორ შეებრძოლა სევდას,რომელსაც მისი თვალები არ მალავდა,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ,,ბედნიერება“ დასთამაშებდა, ჩემი ღიმილის და სიხარული მომტანი იყო მაკას და სანდროს სიყვარული,ბედნიერი თვალები,ოდნავ ჩუმი სიბრაზე,მაგრამ უძლიერესი სიყვარული... არ მინდოდა აღარ მენახა იმ ქალის ყვითელი კაბა,ბავშვები,რომლებიც სულ ცელქობდნენ,და ის გოგო,რომელიც საფიქრალში მაგდებდა
– ნეტავ რა ეშმაკი შეუძვრა,რომ ასე ექცევა საკუთარ შვილს?!
23 აგვისტო გათენდა, ,,ყელში მაქვს ცრემლი,თვალებში სევდა“ , თურმე ამ ყველაფეს დასასრული ქონია და დარდის მოტანა,თვალებს ვაცეცებ,არ მინდა დასრულდეს ეს დღეები,არ მინდოდა წასვლა,მაგრამ განა გვინდობს დრო?!
აიი უკვე სახლში ვარ,ილია ჭავჭავაძემ გვამგზავრა და მშვიდობით ჩამოვედით... მეუცხოვება ყველაფერი,და ვფიქრობ განვლილ ბედნიერ დღეებზე,ვათვალიერებ სამახსოვრო ფოტოსა და ვიდეოებს და ვიცინი...
ეს ზაფხული სიახლის და პოზიტივის მომტანი იყო, ბიისში გატარებული ათი დღე ჩემი მოგონებების ფურცლებს გადაშლის,როგორც მეგობრობის და ბედნიერების სიმბოლო...
მეორე დღეს მაკა მირეკავს
-ლიიკ რას შვრები? (მაკა)
-აუუ რავი მააკ, ეხლა გავიღვიძე,შენ რას შვრები?
-რავი მეც ეხლა გავიღვიძე, მიდი გამომიარეეთ შენ და ნუცამ (მაკა)
-კაი,ნუცას სძინავს და არ ვიცი წამოვა თუ არა,მე წამოვალ(ლიკა)
-კაი გელოდეებიით(მაკა)
ცოტახანში ავდექი,მოვწესრიგდი,ნუცა არ წამოვიდე დაეზარა,მე მოკლე კაბა ჩავიცვი,ყავისფერი ,,ბასანოშკები" და ყავისფერი ჩანთა,პომადა და თმა გავიშალე,მოკლე თმა მაქვს კარე...
-მააკ,აუუ ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ,რაც ჩამოვედით სულ წინა დღეებზე მეფიქრება(ლიკა)
-აუუ გოგო მეც მასე ვარ,როდის შევეჩვევი რავი რაა (მაკა)
-ჰოო,ისევ დაგრუზვა მომიწევს ცოტახანში(ლიკა)
-მომისმინე,ცხოვრება არ მთავრდება ხომ გაიგე?ვიცი,ხომ მოგვიყევი რაც მოხდა მაგრამ დამიჯერე ცხოვრება ერთი ადამიანით არ მთავრდება,მაგაზე უკეთესი ბიჭებიც გამოჩნდებიან,დამიჯერე!(მაკა)
-ყველა იდიოტია! (ლიკა)
-მოდი ყავა დავლიოთ და მერე გავიდეთ სანდროც გამოვა,იქნებ მერე ნუცაც გამოვიდეს და გავერთობით(მაკა)
-კაი(ლიკა)
საღამოს ვისეირნეთ,სანდროს სულ ნერვებს ვუშლიდი თავის ძმაკაცებზე,რაც შეყვარებულს დავშორდი ყველა უცხო ბიჭი შემძულდა... გადავწყვიტე არავინ შემყვარებოდა,რადგან მჯეროდა,რომ ყველა იდიოტი იქნებოდა და გულს მატკენდა,ეს ჩემი ფიქრები გოგებს და სანდროსაც ვუთხარი,ისინი ძალიან გაბრაზდნენ,სანდრო მეხუმრებოდა ჩემი ძმაკაცეი უნდა გაგაცნო,მეკი საშინელ უარზე ვიყავი...
დრო კი შეიცვალა,ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვგონია



მოგწონთ? თუ რამე შენიშვნა გაქვთ კომენტარებში დაწერეთ,არ მეწყინება :)



№1 სტუმარი Lapi.

Kristi...cota es ilia wavwavadzis ambavi ver gavigewinkupro meti dialogebi ro dawero kai iqneba da mdzime ar dagaviwydes;)warmatebebi..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent