შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად გაჩერდა დრო ?! (სრულად)


15-01-2016, 21:22
ნანახია 9 139

ბევრი რაღა გელაპარაკოთ, ისტორიას ყვება 68 წლის ლილი ნაკაშიძე. ნუ იცინით და ეჭვს ნუ შეიტანთ მასში, გამოცდილი ჭორიკანაა და მოგიყვებათ ერთი სიყვარულის ამბავს. ამბავს რომელმაც ვერას ახალი სალაქლაქო თემა გაუჩინა.
აივნის კარი საგულადგულოდ მივიხურე და სავარძელში ჩავესვენე. ჩართულ ტელევიზორს თვალი მივადევნე, იაპონიაში ვითომ მიწისძვრები აკლდათ, ცუნამს წაუღია ყველაფერი, პოლონეთში არეულობა დაწყებულა. ამ სიცხეში კიდევ უარყოფითს რომ მოისმენ ჩემი ხნის ქალი რა ჭკუაზე დადგები. დავუბრუნდეთ საქართველოს, თბილისს. ივლისი ზენიტში შევიდა, თუმცა ვერის გამოცდილი ჭორიკნები ამას არ შეუშინებია ახალი სალაქლაქო თემა მიეცათ.
-ჩამოვიდა ჩემი თვალით დავინახე!
-კი, ნამდვილად ეგაა, გეგა ჩამოვიდა.
-მეც დავინახე
-ის ახალი მერსედესიც მაგისია!
რა ამბები ხდება თურმე უჩემოდ. გეგა პატარიძე დაბრუნდა, რაო იტალია მომბეზრდაო თუ მეპატარავებაო. გაგიჟდება კაცი რა დარჩენიათ ამ საქართველოში ?! მოკლედ ასეა თუ ისეა მისი ჩამოსვლის მიზეზი არავინ იცის. თუმცა ჭორაობაში დასპეცებული ვერელები მალე ამ ამბავსაც გაიგებენ. აი რატომ ახმაურდა ისედაც ხმაურიანი ვერა. ამინდი მოსვენებას არ აძლევდა ქალაქის მკვიდრთ, ყველა ქალაგარეთ გადიოდა, თუ ამას ვერ ახერხებდნენ საღამო ხანს გამოეფინებოდნენ გარეთ.
მზემ გადაიწია თუ არა მეც აივანს მივაშურე, გარეთ ვერ გავდივარ და აივნიდან მაინც შევავლებ სიტუაციას თვალს. ერთი ამ ქალბატონს დამიხედეთ, შუალედურები დაუსრულებია და არდადეგებით ტკბება. აივანზე წამოსკოპებულა და რაღაცას გულდასმით კითხულობს. გამაგიჟებს ეს გოგო წიგნების კითხვის დროა ?! ეტყობა არ იცის ვინ გადმოუვიდა მეზობლად. ფიქრებიდან მანქანის დამუხრუჭების ხმამ გამომარკვია. უმცროსი პატარიძე მობრძანდა, თანაც იმდენად ხმაურიანად, რომ ვერელები ლამის ფანჯრებიდან გადმოცვივდენენ. ეს ქალბატონი კი ისევ კითხულობს, სანამ წნევა ამიწევდეს, ჯობს ამ ამბავს თვალი ავაცილო და ისევ იაპონიის მიწისძვრაზე ვიფიქრო, თუმცა იაპონია რას დაგაინტერესებთ, გეგაზე მოგითხრობთ.
უმცროსი პატარიძის დაბადებამ ოჯახში დიდი ბედნიერება გამოიწვია. მახსოვს საწყალმა ოთარმაც კი ისროლა თოფი.გეგას უფროსი ძმა ანდრია ჩემს შვილიშვილებთან მეგობრობდა, როცა წამოიზარდა მანაც მალევე გამონახა საერთო ენა ძმის მეგობრებთან. 6 წლის იყო როცა წყალბურთით დაინტერესდა, გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორი აღტაცებით ყვებოდა ამის შესახებ. გეგას ოჯახს დიდი პრობლემები შეექმნა იმჟამინდელ მთავრობასთან, კარგად მახსოვს როგორ უმძიმდა აქაურობის მიტოვება, მალევე იტალიაში გაიხიზნენ. დაცარიელდა უბანი, ყველა ქვეყნიდან გარბოდა აი ისე როგორც დაავადებული გემიდან გარბიან თაგვები. 16 წლის განმავლობაში ხშირად ჩამოდიოდა გეგა, საუკეთესო მეგობრებს ძმებად რომ მოიხსენიებდა, აი მათ შეკრებდა და შავი ზღვის ასახმაურებლად მიდიოდა. ჭორაობის მიზეზი მისი გამორჩეულობა იყო. თუმცა მერწმუნეთ ქალაქში მოსიარულე ჭორების მიუხედავად, არავინ იცოდა ვინ იყო გეგა პატარიძე თუ კი მა ს ახლოს არ გაიცნობდა.

****
მეორე დილით მზემ ლამის თბილისი, რომ აადუღა, გეგამ გეზი შავი ზღვისკენ აიღო. ეს ქალბატონი ჩემოდნით ვის უცდის ძალიან მაინტერესებს. არა რა, საცოდაობა ასეთი ტანის პატრონმა როგორ დაანება თავი ცეკვას?!
-საით გაგიწევია დეა ?
-ლილი დეი რაჭას უნდა დავესხათ თავს მე და ჩემები.
-აბა კარგი დრო ატარე!
- მადლობ ლილი დეი.
თბილისი მზისგან იხრუკება, რაჭის ზომიერი ჰაერი არ მაწყენდა, სწორედ აქ გაიგო დეა დევდარიანმა მისი მეზობლის შესახებ. ეზოში მიირთმევდნენ სადილს.
-ივლისის ბოლომდე აქ ვიყოთ ჰო ? -იკითხა მაკომ და წვენი მოსვა.
-რა იყო მაკუნა აუზი მოგენატრა თუ დემე ?
-დემე ხვალ აქ იქნება და ერთად გავატარებთ ზაფხულსაც. აუზზე გამახსენდა სანამ წამოვიდოდი იცით ვინ გაიჩითა?
-ბრედ პიტი!!- ააციმციმა თვალები დეამ
-როგორ გამოიცანი დეა ?- ენა გამოუყო მაკომ-არა პატარიძე გავჩითე ვიღაც ქერა გოგოს ეკურკურებოდა,
-გეგა პატარიძე ? -წვენი გადაცდა მარიამს
-ჰო ეგ, რა ტანზეა ნეტა იცოდე?!
- არ მიკვირს მაკუნა ჩემ ძმასთან ერთად დადიოდა წყალბურთზე, 10 წლის იყო მგონი მილანში რო წავიდა, ნეტავ ისევ ვერაზე ცხოვრობს ?
-კი დეას მეზობლად დავინახე მაგის მანქანა.
-ჭორიკნები ვერაზე არ მაკლია და რომ შემჭამეთ ამ მეზობლით, გირჩევნიათ საჭმელი შეჭამოთ.
იმ დღეს კარგად მოილხინეს, გიტარა კოცონი, ღიმილიანი სახეები და დღეები მოგონებებად რომ ინახება.
რა ხდებოდა ამ დროს ზღვისპირეთში ?! კვარიათი აუხმაურებია ჩვენს გეგას, მშვენივრად ატარებს დროს, არაფერს იკლებს. რაც თავი მახსოვს სულ კვარიათში ისვენებს, ზღვა ძალიან უყვარს, ამიტომაც დაიწყო წყალბურთზე სიარული. საყვარელი სიმღერაც "ზღვას გავხარ". გოგოებიც ზღვის ფერი თვალებით და ზღვასავით ცვალებადები მოსწონდა. ნუ გიკვირთ საყვარელი მოთხრობაც "მოხუცი და ზღვა" გახლდათ. ეეჰ ჩემ დროს ვინ იცოდა კვარიათი, ყველა სოხუმში მივდიოდით, ინტურისტში საუკეთესო ნომერს დამიჯავშნიდა ოთარი და რა დროს ვატარებდით....
არ მოგაწყენთ თავს ყავას დავლევ და ისევ გავაგრძელებ ამბავს...
მოკლედ რაღა ბევრი გელაპარაკოთ, ეს მთაში ირუჯება ის ზღვაზე. იცით ჩემი გაოცება რამ გამოიწვია ? გზაში რომ აცდნენ ერთმანეთს. ბიჭები სვანეთში მიდიოდნენ, დეა მისი კამპანიითურთ ზღვაზე. ლამისაა გავგიჟდე ამათ მგონი შეხვედრა არ უწერიათ.

***
აგვისტოს მზე კიდევ უფრო მწველი აღმოჩნდა , ქალაქში სახანძრო გვესაჭიროება, აივანზე გავალ ცოტა სიგრილე იქნებათქო ვიფიქრე და ჰოი საოცრებავ დეა დავინახე უშველებელ ჩემოდანს მოათრევდა. შემამჩნია აივნიდად რომ ვადევნებდი თვალს.
-გამარჯობა ლილი დეი!
-სად დამეკარგე მერცხალო?
-დასავენებლად ვიყავი- ისე მითხრა ვითომ არ მცოდნოდა, სულ ტოჩკა-ტოჩკა ვიცოდი სად რას აკეთებდა.
-აიტანე ეგ ჩემოდანი და გადმოდი ჩემთან!
-კარგი ლილი დეი.
ისე უხდება რუჯი დევდარიანის ქალბატონს, მართალია ღამეს ერევა ისეთ ფერზეა მაგრამ, მაგრამ , მაგრამ ძალიან უხდდება. გავედი მე ცივი ყავით გავუმასპინძლდე ჩემს გოგონას. ნუ გაიკვირვებთ მე ლილი ნაკაშიძე რა გგონიათ თანამედროვეობას ჩამოვრჩები ?! კარზე ზარი იყო ვიფიქრე სტუმარიც მოვიდათქო, თუმცა ინკასატორს მოვნატრებივარ, თუ არ ეზარება ამ კაცს კიდევ ამ სიცხეში აღმა-დაღმა სიარული. რაღაც დააგვიანდა ჩემს დეას აივანზე გავხედავ. პატარა ბავშვები ამ გოგოს სისუტეა, მთელი თუ არა ნახევარი სამეზობლო მისი გაზრდილია. ჩემი თვალთახედვის ჰორიზონტზე გეგა შევნიშნე, რამდენნაირი რომანტიული სიუჟეტი წარმოვიდგინე რაც მათ შორის შეიძლება მომხდარიყო, თუმცა რად გინდა არც მომიკვდე. ერთი ბავშვებით იყო გართული და მეორე ტელეფონში იქექებოდა. ლამის აივნიდან გადავხტი და ამ მართმადიებელმა ქალმა იაღოველობა ვიწამე , რომ ერთმანეთი გამეცნო, სიტუაციის განსამუხტად დეას დავუძახე , მაგრამ რად გინდათ ? ერთმანეთს კი არა ორივემ მე შემომხედა. ისევ ბედის ირონია.
-შემოდი ჩემო მერცხალო, როგორ გაშავებულხარ...
-ჰო ერთი თვეა რაც აქეთ არ ვყოფილვარ თუ მთის და თუ ზღვის რუჯი.
-წამო აივანზე დავსხდეთ მომიყევი ამბები, გამოვყრუვდი მთლად.
ლამპიონები საწყლად ბჟუტავდნენ, სასიამოვნო სიომ დაუბერა . დეა კი მიყვებოდა, თუ რა ამბებს აწყობდნენ თავისი და მისი მეგობრების თაყვანისმცემლები. ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, რა გოგო ვიყავი მთელი უნივერსიტეტი ჩემზე გიჟდებოდა. ყველამ იცოდა ვინ იყო ლილი ნაკაშიძე. მხოლოდ ოთარმა შეძლო ჩემი გულის მოგება.
-ლილი დეიდა ახალი მეზობელი გადმოვიდა ? -მომესმა მემგონი
-69 წლის ვხდები შვილო და დამაკლდა ყურს კიდევ ერთხელ გამიმეორე თუ შეიძლება
-ახალი მეზობელი მართლა გადმოვიდა მეთქი ?
-ახალი რა ძველი დაბრუნდა. აი იმ აივნიან სახლში ცხოვრობს. მეტად კარგი ბიჭია გეგა. 9 წლის იყო აქედან რომ წავიდა, შენ მაშინ 6 ის იქნებოდი. ზაფხულობითაც ჩამოდიოდნენ, როგორ არ გახსოვს ? თუმცა რა გემახსოვრება მაგ დროს ან სიმღერაზე იქნებოდი ან ცეკვაზე, ან თეტრში ან აღარ ვიცი მე...
-რას ვიზამ ლილი დეიდა ესეთი ტრაგიკული ბავშვობა მქონდა.
მალევე გამექცა დეა სახლიდან, რაღაც ახალი წიგნი მაქვს და ის უნდა წავიკითხოო. არადა მეთქი მოვუყევბი დავაინტრიგებ, გეგას გაცნობის სურვილს გავუჩენთქო, არც კი მომიკვდეთ ისე გაიქცა. ეს მხატვრული ლიტერატურაც ჩემ ჯინზე მოუგონეს მგონი, თუ რამე რომანებისმაგდაგვარი წიგნი იყო ჩემს ბიბლიოთეკაში ყველა წაიკითხა. მერე რაღაც წიგნი უნდოდა მოიცადეთ სახელი გავიხსენო სუ... არა ...ჯუუ არა ოჰ ეს სკლეროზი, გამახსენდა ჭექა-ქუხილის უღელტეხილი, ჩემთან რომ ვერ იპოვა, ქალაქის ბიბლიოთეკები დაირა, ყველგან უარი უთქვამთ ეგ წიგნი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო და ახალი არ გამოსულაო. ჭკვიანი გოგო გვყავს ძალიან, მართლაც მზიანი გულის პატრონია, როგორც ოთარი იტყოდა. დაქალებს ფული დაუგროვებიათ და ამ დღეებში სტამბულში მიდიან. ფამუქას თუ ფამუქის მუზეუმი უნდა ვნახოთო, ეს რაღაც ახალია უნდა გავიგო დეტალურად, თქვენ ნუმოიწყენთ ამ ამბავსაც მოგიყვებით.

***
დღეს მიფრინავს დევდარიანების ქალბატონი, მაპატიეთ საქალბატონე.სადარბაზოს კარი მივხურე და მაღაზიისკენ ავიღე გეზი. ეს გოგო სულ ჩემოდანს როგორ შეიძლება მოარიხინებდეს ? იქვე მაკოს მანქანა იდგა, საგულდაგულოდ იყო გარეცხილი ისე ლაპლაპებდა.
-საით გაგიწევიათ ლილი დეიდა?
-მაღაზიაში მივდივარ მაკუნა, შენ კიდევ არ გათხოვილხარ გოგო ?
-არა ლილი დეიდა პრინცს უცდის ეგ-ჩაერთო მარიამი.
-მშვიდობით იმგზვარეთ და როცა დაბრუნდებით გელით ჩემთან, ჩემ გაკეთებულ რულეტზე.
-კარგად იყავით ლილი დეიდა!
გოგოებიც წავიდნენ, მართლაც ბალზაკის წლები აქვთ. ცარიელია თითქმის უბანი , ქუჩა ისევ ოთხმოცდათიანების შთაბეჭდილებას ტოვებს, ნუთუ დრომ ვერაფერი შეცვალა ?! უპასუხოდ დავტოვე კითხვა და გზა განვაგრძე. სევდა მომედო, აი ისე ძველ პურს რომ ობი მოედება. ორ კვირაში დაბადების დღე მაქ, ამ წელსაც მარტო შევხვდები ჩემს იუბილეს... სანამ ოთარი ცოცხალი იყო არცერთ ჩემ დაბადების დღეს არ ტოვებდა უყურადღებოდ. ახლა კი...

***
დღეები საუკუნესავით გაიწელა, კალენდარში რულეტის დღე წითლად მქონდა შემოხაზული. დილიდან დავიწყე მზადება. ეჰჰ, ჩემს ასაკში სკლეროზი არ გიკვირთ, ოთხჯერ ჩავედი მაგაღიაში, მერედა ამ კიბეების ამოვლა არ გინდა ? მაგიდაც გავაწყვე, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ანანასის წვენი დამრჩა, ისევ მაღაზიაში გავბრუნდი. ამოსვლისას გოგოები კართან იდგნენ მე მიცდიდნენ. როგორი გოგოები არიან, საჩუქარი არ დავიწყებიათ ჩემთვის, ვარდისფერი კოფთა მაჩუქეს,მეც დიდის ამბით შევინახე.
-როგორ მიყვარს ლილი დეიდას გაკეთებული რულეტი- თქვა მაკომ და სასუსნავს შეექცა.
-აბა გოგოებო რა ნახეთ სტამბულში?
-პირველად ბოსფორის სრუტე, შემდეგ სტამბულის ძველ ქუჩებში ვიარეთ, ფამუქის მუზეუმით აღფთოვანებულები, საყიდლებზე წავედით, აია სოფია და ცისფერი მეჩეთი რომ ვნახეთ, ლამის დეა არაბ შეიხს გავაყოლეთ. მოკლედ კარგად დავისვენეთ და ესეც უქმროდ ჩამოვიყვანეთ.
-ეეჰჰ გოგოებო თქვენი ტოლი რომ ვიყავი დედაჩემს დავუტოვე ჩემი ბავშვები და ტალინში გავყევი საწყალ ოთარს, მთელი საბჭოთა კავშირი მანახა მარიამ შვილო ხმას რატო არ იღებ ?
-ეს პლანშეტი უნდა გავუქროთ, თორე სულ შიგნითაა ჩამძვრალი.
-ჩემზე ამბობთ რამეს ?
მის რეპლიკაზე ბევრი ვიცინეთ, გოგოები გავაცილე თუ არა ჩემს აივანს მივაშურე. სადარბაზოდან გამოსული გოგოები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მოხდა ის რასაც ამდენ ხანს ველოდი, გეგა დაინახა, დიახ დიახ. დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს. მე სიხარულით ლამის აივნიდან გავფრინდი. ოხ ეს ოსტეოხონდროზი ჩავიდოდი ეხლა და გავაცნობდი ერთმანეთს, მერე კიდევ რამეს მოვიფიქრებდი. ოთახში შევბრუნდი და მაგიდის ალაგება დავიწყე. საღამო ხანს დეა მესტუმრა წიგნი დამიბრუნა. შემოსული არ იყო მისი თვალების ციმციმმა თვალი მომჭრა. ადრე თუ მერცხალივით ჭიკჭიკებდა, ახლა დუმილით შემოიფარგლებოდა. აივანზე გავედით და სავარძლებში მოვკალათდით. ლამპიონების მბჟუტავ შუქზეც მშვენივრად გაარჩევდით უმცროსი პატარიძის სოლიდურ ჩაცმულობას. დეას გავხედე როგორ ჩუმად გააყოლა თვალი გეგას, მაგრამ მე რას გამომაპარებდა.
-ეგაა დეა ის გეგა , ჩვენი ახალი მეზობელი. ჩემი შვილიშვილების მეგობარი.
-თქვენი შვილიშვილები არ ჩამოვლენ ?
-ვერ ახერხებენ სამწუხაროდ.
-წავედი ლილი დეიდა მე თორემ დამრჩა სახლი ანგრეული.
საპატიო სტუმარი გავაცილე და დაძინება გადავწყვიტე. შვილიშვილების ხსენებამ დამასევდიანა, 4 წელია არ მინახავს ისინი, ხვალ ჩემი დაბადების დღეა...

***
დილით ადრე ავდექი, ვიფიქრე ჩემს თავს სადღესასწაულო სუფრას გავუკეთებ თქო, არადა ხომ ვიცი თავს ვიტყუებდი, იმედი მქონდა რომ გავახსენდებოდი ვინმეს. გოგონების ნაჩუქარი ვარდისფერი კოფთა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე, აივნის კარი შევაღე. კარზე ზარი იყო, გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო. ეს ერთი კვირაა ინკასატორს ვენატრები ძალიან, დენი ვერ მოიკვანეს წესრიგში რა უბედურებაა. აჰჰა მოვიდა ბატონი გოგიც და შუქიც ჩაქვრა. კარი გავაღე და პირიც მივალყოლე, თვალებს ვერ ვუჯრებედი რასაც ვხედავდი...
ჩემი შვილიშვილები და გოგონები ტორტით ხელში და ბუშტებით. სიხარულით ჩავაქრე სანთლები და ყველანი სახლში შემოვიპატიჟე. ჩემი ბავშვები, ამაზე უკუთესს საჩუქარს ვერც ვინატრებდი. სუფრა გავშალე და ყველანი მაგიდას მივუსხედით. როცა იუბილეს ახალგაზრდები მილოცავდნენ სულაც არ მეგონა ჩემი თავი 69 წლის. ბედნიერებაც ამას ქვია გვერდით გყავდეს შენი საყვარელი ადამიანები.
-ბებო გენაცვალოთ როდემდე დარჩებით აქ ?
-ანუკი წავა და მე ვრჩები ბებო.
დათა ჩემი პირველი სიხარულია, როცა სამედიცინოზე ჩააბარა, ალბათ ოთარი რომ ცოცხალი ყოფილიყო მასზე ამაყი არავინ იქნებოდა. ანუკი კიდევ წელს ამთავრებს სკოლას, მსახიობობა სურს ბებოსავით. გერმანიაში გადახვეწილებს კიდევ კარგად ახსოვდათ ქართული. დათა მოსაწევად ჯერ აივანზე გავიდა , მერე სახლიდან, უკან კი პატარიძესთან ერთად ამოვიდა. გეგამ რაფაელო მაჩუქა, "იქ სადაც სიტყვები ზედმეტია". შევამჩნიე როგორ შეიშმუშნა დეა და როგორ გადაუვიდა ფერები. დათას გიტარა შევაჩეჩე, "მდინარე ხიდის ქვეშ..."
-დეა რა გჭირს გოგო ამყევი
-არა კისერი მტკივა -თქვა და ხელი კისერზე მოიკიდა. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ამოიღო ხმა, მაკოც აყვა, მარიამი ვიდეოს იღებდა დაუვიწყარი წუთების უკვდავ საყოფად, გეგა, გეგა კი თვალს არ აშორებდა დევდარიანს. ჰმმ პატარიძე დაიჭირე წამი ?! კიდევ ერთი უპასუხოდ დატოვებული კითხვა. არა ისე ხო გონიერი ვარ ერთმანეთის პირისპირ რომ დავსი. ფიქრები გეგას ხმამ შემაწყვეტინა.
-დათა ზღვას გავხარ დაუკური ...
ჩარკვიანი მათი პერიოდის განუყოფელი ნაწილი იყო, მღეროდნენ მთელი გულით სიმღერებს ,რომელიც საქართველოს უკანასკნელმა მეფემ დაუტოვათ.
თორმეტი სრულდებოდა, სტუმრებმა დაშლა რომ დაიწყეს. გოგოები მალევე წავიდნენ დღეს დეასთან ვრჩებითო. გოგოებს გეგა მიჰყვა, ამჯერად დათამ გააცილა ის, გასვლისას მათ საუბარს მოვკარი ყური.
-ის გოგო ვინ იყო ჩემს წინ რომ იჯდა?
-აა დეაზე ამბობ ?
-ჰო რომ მღეროდა, აი ზღვისფერი თვალები რო ქონდა
-ჩვენი მეზობელია,ჩემი მეგობარი. რა იყო ხო არ ჩაგივარდა გულში ?
-არა ისე გკითხე, კარგად მღეროდა...
-შენც ეხლა ბენდისთვის გინდოდეს ვოკალისტი ისე ამბობ, მოგეწონა ტო ?
-წავედი, წავედი..
მოვისმინე რა მათი საუბარი, სიხარულისგან შევხტი, ტაშიც შემოვცხე , სულ ღიღინით ვალაგებდი სუფრას. უახლოეს მომავალში ქორწილში მოვილხენ .

***
მალევე ჩვენს უბანში გრაფიტი გაჩნდა "carpe diem", სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ჩემმა დათამ ამიხსნა რომ ლათინურად ეწერა და "დაიჭირე წამს" ნიშნავდა. იმ დღეს გეგა ამოვიდა, საოჯახო ნაყინი მომართვა. გასაგიჟებელია, საიდან დევს ამ ბიჭში ამდენი ჯენტლმენიზმი. მე ვითომდა დავტოვე ისინი სინამდვილეში მეორე ოთახიდან მივაყურადე.
-რაჭაში რო წავიდეთ შენთან ?
-კი წავიდეთ ბაზარი არაა, პროსტო ეგ ისეთი ჯიუტია შანსი არაა წამოვიდეს.
-ბავშვობაშიც ესე წინასწარმტეყველებდი შენ, უთხარი იქნებ უარი არ თქვას.
-კაი ვეცდები.
გიჟივით გავარდა გეგა, თუ ამ საქმეს დათა ვერ მოაყომარებს მე გავილაშქრებ თვით დევდარიანის სიჯიუტეზე. სპეცოპერაცია რაჭა იწყება.
ნაშუადღევს გოგონები გადმოვიდნენ ჩემთან, დათამ ბევრი ილპარაკა თუმცა ვერაფერი, ჩემმა სიტყვამ კი ყველაფერი გადაწყვიტა, ხვალ რაჭაში მივდივართ.
დათას ფაქტიურად მთელი სუპერმაკეტი ვაყიდინე, 3-4 დღეს კი არა მთელი თვე გვეყოფოდა მგონი. ცოტა ტანსაცმელი ჩავალაგე ჩემოდანში. საღამოს სანამ დავიძინებდი შვილიშვილებს მოვესიყვრულე. დივანზე ვისხედით და ძველ დროს ვიხსენებდით. ანუკი რომ ფეხის ადგმას სწავლობდა და ყველაფერს ეჭიდებოდა, სოფელში რომ ჭურში ჩავარდა, დათას შეყვრებული წერილებს რომ სხვა ადრესანტს უგზავნიდა, მოკლედ რა აღარ ვთქვით.
-დათა ამას დახედე- მეც სათვალე დავიკოფსე და ლეპტპოპის ეკრანს ჩავაშტერდი , დეას გადაეღო ფოტო აი იმ წაწერასთან დაიჭირე წამი.
-მიხვდა ვითომ რამეს?
-არამგონია დათა,მივწერე და ჩემი საყვარელი ფრაზააო, ეგ ტატუ აქ მენჯზე გაკეთებული და მომეწონა რო დავინახეო.
-მისახვედრს მალე მიხვდება.
ხომ გეუბნებით სკლეროზი მჭირსთქო, როგორ ვერ გავიხსენე დაიჭირე ჭამი ,მისი საყვარელი ფრაზა და მოთხრობა იყო. მახსოვს როგორ გატაცებით მიყვებოდა შინაარს და როგორ მოიხიბლა ავტორის ინკოგნიტოობით.

***
სპეცოპერაცია რაჭა იწყება.
დილით ადრე ავდექი, ყველა გავაღვიძე, მგონი სადარბაზოც. ჩვენ დათას მეგობრის მანქანით წავედით , გოგოენები მაკოს მანქანით გამოგვყვნენ, დეასთვის მორიგი შოკი იქნებოდა პატარიძე რომ ჩამოგვაკითხავდა. გზა მხიარულად გავლიეთ,ისევ მოგონებების ხარჯზე. სოფლის გზას რომ დავადექით, ფანჯრები ჩამოვწიე, ქალაქისგან რადიკალურად განსხვავებული ჰაერი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში. ჩემი ეზო რომ დავინახე, მოგონებები წამომეშალა, ვიტირებდი ბავშვების მომერიდა თორემ, არაფერი სჯობს მწვანე ხასხასა მდელოს, ხეებისგან დაჩრდილულ კარმიდამოს.
-აუ ბებო ისეთი დასაალაგებელია აქაურობა, მთელი დღე არ გვეყოფა მგონი.
-აბა ბაგა ბაღი შევესიეთ, სახლი დასალაგებელია.
გოგონებმა დათას იმდენი ლეიბი მიაჩეჩეს ხელში თავი სულ აღარ უჩანდა. მაკო ჭურჭელს რეცხავდა, საწყალი დათა ყოველი კუთხიდან გაიგონებდით მისი სახელის ხსენებას. დეა სახლს გვიდა , ანუკი მიყვებოდა და წმენდდა. მე კიდევ სამზარეულოში გემრიელ კერძებს ვამზადებდი.
-გამოდით ბავშვებო, სუფრა გაშლილია მიირთვით.
დაღლილ-დაქანცულები მივუსხედით სუფრას, სწორედ ამ დროს გამოჩნდა გეგა. საბარგულიდან პროდუქტები ამოალაგა, ვითომ ცოტა მქონდა წამოღებული, შევამჩნიე, როგორ გადაუვიდა დეას ფერები და საძინებელში შეიმალა.
კიდევ ერთი უპასუხო კითხვა, რატომ არ სიამოვნებს დეას გეგას დანახვა ?!
ვახშმის მზადება დავიწყე გოგოებიც მეხმარებოდნენ, დათა და გეგა მწვადებს წვავდნენ, წინ საინტერესო საღამო გველის.
ოთიკოს გრძელი სადღეგრძელოები, დათას ბაფთიან გიტარაზე აჟღერებულ იმელოდიები და ზარი ტელეფონზე. დავინახე როგორ გაუბრწყინდა დეას სახე და როგორ დაჭმუჭნა პატარიძემ ხელსახოცები.კურსელი ზარმა ლამის ყველაფერი ჩაშალა

***
3-4 დღე ისე გავიდა, რომ მხოლოდ დილით ესალმებოდნენ ერთმანეთს და საღამოს ტკბილ ძილს უსურვებდნენ. ეს იყო მათი ყოველდღიური დიალოგი. მალე თბილისში დავბრუნდებოდით, ესენი კიდევ არც ცდილობდნენ ერთმანეთს ოდნავ მაინც დაახლოვებოდნენ. ფაქტი ერთია, დევდარიანი მაქსიმალურად თავს იკავებდა, ურთიერთობას არანირ ბიძგს არ აძლევდა. რაჭიდან დაბღუნებულები ძლივს შევეჩვიეთ თბილისის ცხელ და მწველ ზაფხულს.

***
რაღა გითხრათ, ზაფხული ილევა მალე ბარაქიანი შემოდგომა დადგება. გუშინ ანუკი გავაცილეთ, დათა აქ რჩება როგორც თვითონ მაიმედებს სამუდამოდ. დეა იშვიათად გამოდის ჩვენთან, მიზეზად მაგისტრატურის გამოცდებს ასახელებს, გეგას საერთოდ არ იმჩნევს. არვიცი ამ გოგოს არ ჭირს, უგნურივით იქცევა რაცა მას მართლა არჩვევია. ოქროს მონეტა რომ აგდია გზაზე, შენ ამჩნევ მაგრამ არ იღებ აი ზუსტად ასე იქცევა, გაივლის და ინანებს რატო არ ავიღეო. ასეა ჩემო კარგებო შანსს რომ გაძლევს ცხოვრება ისე უნდა მოეჭიდო, როგორც წყალწაღებული ხავსს. მეც ძალიან განვიცდი ამ ამბავს, თუმცა ერთადერთი რაც მანუგეშებს დათას აციმციმებული თვალებია, შეყვარებულია ბიჭი და არც მეტი არც ნაკლები დეას დაქალ მარიამზე. თუ სახლიდან არაა გასული ან ტელეფონი უჭირავს ან ლეპტოპი. მიხარია მისი წილი ბედნიერება იპოვა , მთავარია მოუფრთხილდეს.
ჭადრის ხეები ალისფრად აინთნენ, ხმელი ფოთლებით აივსო ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა, წვიმისას თბილ ტანსაცმელს და ჭრელ ქოლგებს შეუძლიათ ააჭრელონ ვერა. თითქოს აივანმაც დაკარგა ფუნქცია, ფანჯრიდან ვაკვირდები უბანს, გამვლელების აჩქარებულ ნაბიჯებს.

***
დღეს საღამოს გეგა ამოვიდა ჩვენთან, დათას ესაუბრებოდა.
-პროსტო როდემდე უნდა მაიგნოროს ?
-ვცდილობ დაველაპარაკო, მაგრამ სიტყვას ბანზე მიგდებს გეგა, 19 ში ჩემი დაბადების დღეა, იქნებ მაშინ მაინც რამე გამოვიდეს.
-აი მაგ უყურადღებობამ კიდევ უფრო შემაყვარა!
-მარიამს დაცდა ამასწინეებზე ერთი-ორი სიტყვა, ადრე ვიღაც ბიჭი უყვარდა და იმის მერე აღარვისთან კონტაქტობსო, ბიჭებს ერიდება საოცრადო. კაროჩე ეშინია კიდევ იმედგაცრუების, პატარა გოგო ხო აღარაა ?
-კიდევ რაო ?!
-ვიღაც კურსელი ყავს ირაკლი იმასთან აქვს მხოლოდ ნორმალური ურთიერთობაო.
-ყევლაფერი ისე იქნება როგორც მე მენდომება!
თითქოს ამ დიალოგმა უპასუხო კითხვებს გასცა პაუსხი და ყველაფერი პაზლივით აეწყო.

რა შეცვალა დრომ ?! დრო არაფერს ცვლის ადამიანსი , უბრალოდ ადამიანი ეჩვევა ყველაფერს იქნება ეს კარგი თუ ცუდი, დრო მხოლოდ საზომია, ადამიანის დამაჩქარებელი.
დაიჭირე წამი? დიახ გეგამ ზაფხულის ერთ ლამაზ დღეს, წავიტრაბახებ და ჩემი დაბადების დღე რომ იყო, ის წამი დაიჭირა,რომელიც ახალ ცხოვრებას აძლევს დასბამს, წამი რომელიც დაძინების წინ თვალებს რომ ხუჭავ სულ რომ ხედავ.
რატომ არ სიამოვნებს დეას პატარიძის დანახვა ? ეშინია ჯერ შეყვარების და მერე იმედგაცრუების. ჰგონია რომ თუ მას გაექცევა საკუთარ მეს აჯობეს, დაძლევს ყველაზე დიდ გრძნობას სიყვარული ,რომ ქვია და შემდეგ ისტორიაში შევა როგორც გმირი , რომელმაც საკუთარ თავს ბედნიერების უფლება არ მისცა.

***
სექტემბერმა ფერი იცვალა, კიდევ უფრო აცივდა. თუმცა შემოდგომის მზე მაინც წაგვახლისებდა, ხოლმე. მეც დიდის ამბით გავდიოდი აივანზე და ვცდილობდი დ ვიტამინის მარაგი შემევსო. მახსოვს საწყალი ოთარი სულ მიჩიჩინებდა, გამეყვანა ჩვენი შვილი მზიან ამინდში გარეთ. მეც სკვერში ჩავიყვანდი და საღამომდე ვასეირნებდი ზურას. ეჰჰ ჩემო კარგებო ,რთულია სიბერე, ეგოისტი ხდები ადამიანი, ეცილები ნივთებს, ადამიანებს, დროს, მოგონებებს. ფიქრებში გართული ვიყავი როცა, დათამ და დეა შემოაცილა სასტუმრო ოთახში.
-ასე იცით მერცხლებმა მივიწყება ჰო?
-რას ამბობთ ლილი დეი, მე სულ მახსოვხართ.
-შენი საყვარელი ანანასის წვენი მაქვს და რულეტიც დავაცხვე ამ დილით დაჯექით და მე მოვიტან.
-დათა გამაკეთებინე რა ის პროექტი 25 ქულა არ მაწყენს.
ბავშვობაში ერთმანეთს ხოცავდნენ, მთელი უბანი დაწიოკებული ყავდათ ასაკის მატებასთან ერთად ურთიერთობებიც დაათბეს. მახსოვს დათამ დეას დაქალი მარიამი რომ ნახა, მის მერე დევდარიანს როგორც თვითონ იტყოდა ჩაუბრატდა. ეხლა ვუყურებდი, საწერ მაგიდასთან მომუშავე ბავშვობის მეგობრებს.
კარგა ხანს წერდნენ, კითხულობდნენ, ბოლოს ისე დაღლილი წავიდა დეა, მერეღა შევამჩნიე მისი ბლოკნოტი, რომელიც საწერ მაგიდაზე დარჩა. ბლოკნოტი გადავფურცლე და ჩანაწერებს მოვკარი თვალი, დიდხანს ვიჭოჭმანე წამეკითხა თუ არა ბოლოს ცნობისმოყვარეობამ იმარჯვა და მეც ყველაფერი სიტყვა-სიტყვით, ტოჩკა-ტოჩკა წავიკითხე.
4აგვისტო (lili deis birthday party)

სიუპრიზიც ესეთი უნდა, ლილი დეიდას ბედნიერებისგან ისე ტიროდა ლამის მეც ავყევი. საოცარია როცა ადამიანის ურცხვად გაშიშვლებულ ემოციებს ხედავ, ემოციები კი თურმე წინ მქონდა.
საღამოს გეგა ამოვიდა პატარიძე. მთელი ბავშვობა თვალწინ დამიდგა. ის დღე გამახსენდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, რომ შეეფეთნენ და ჩვენს დაუკითხავად ურცხვად რომ უყურებდნენ. ის დღეები გამახსენდა ფანჯრიდან, რომ ვადევნებდი თვალს, ის დღეები მათი სახლი რომ დაიკეტა, მერე ანუკი და დათაც რომ წავიდნენ, მაშინ მთელი გულით მზიზღდა ის პერიოდი უშუქობა, უწყლობა ყველაფერი რომ მართლაც უ იყო. სანთლებით განათებულ ოთახში როცა შემოვიდა, ჩიტის გული ამიფრთხილდა. გოგოებს გავხედე ნერვიულობის დასაფარად . ჩემ პირდაპირ, რომ დასვა ლილი დეიდამ, ვგრძნობდი როგორ ამიკანკლადა ხელები. სიმღერას გამოვყავდი და გამომიყვანა კიდეც. შუქი, როცა მოვიდა უფრო მეტად ვგრძნობდი მის მზერას სულს რომ მიწვავდა, გახშირებულად ვსუნთქავდი, ლამის ის წვენი თავზე გადავისხი. ღამე ძილშიც არ მომასვენა, მასზე მეფიქრებოდა.

15 აგვისტო

დილიდან შემართებით ვიყავი, ჩემს საყვარელ რაჭაში მივდივარ. მთელი გზა ვმღეროდით მე და ჩემი გოგოები. სახლის დალაგებით დაღლილები სუფრას რო მივუსხედით, სწორედ მაშინ დამემართა მორიგი შოკი.პატარიძე ჩამოვიდა. აღარვიცი რა ვქნა ვცდილობ თავს მოვერიო, მაგრამ არაფერი გამომდის. ირაკლიმ მომწერა ორ კვირაში ჩამოვდივარო, არც კი გამიხარდა. გეგა ჩამოვიდა სამაგიეროდ და გონება ამირია, არვიცი რა მემართება თითქოს ჯავშან ჟილეტი მაცვია და ემოციებს ვუკრძალავ გამოსვლას. აშკარაა, რომ გრძნობს ჩემ ინდიფერენტულობას, ყალბ გულგრილობას. გუშინ ეზოში ეცადა დამლაპარაკებოდა, მისი სიახლოვე მძაბავს, ასე მგონია ცეცხლი მიკიდია და ვიწვი. გოგოები ჩემს საქციელს სიბრმავეს ეძახიან, არვიცი როდემდე გაგრძელდება ასე...

19 სექტემბერი

არვიცი, როგორ, საიდან მაგრამ ფაქტი სახეზე გაიგო სიმღერაზე რომ დავდივარ. საღამოს ფეხით ვბრუნდები ეგეც კუდში მომყვება.. ერთხელ გამომელაპარაკა მითხრა, რომ მამის რესტორანს აქცევს ყურადღებას და ასე გვიან ბდუნდება. ვხვდები რომ ტყუის ფეხით რატომ დადის, როცა ისეთი მანქანა ყავს ?! გოგოების ლექციებს გვერდს ვერ ვუვლი, ახლოს მოუშვი, გაიცანი, არ ჩანს ცუდი ბიჭიო. მაგრამ არამც და არამც მეშინია იმედგაცრუება ხელთავიდან მომკლავს . იმ სიტუაციიდან ძლივს გამოვედი და ხელმეორედ გადატანს ნამდვილად ვერ გავუძლებ. გავიღვიძებ მასზე ფიქრი, ვკითხულობ ისევ ის, სანამ დავიძინებ ისევ ის. ეს უკვე უჩვეულო მდგომარეობაა, სული ამიფორიაქა, გონება ამირია, ცხოვრება შემიცვალა. ყველაფერს ფერი უცვალა...

12 ოქტომბერი

ბავშვობაში ძალიან მინდოდა მისნაირი შეყვარებული მყოლოდა, მერეც მინდოდა, ახლაც მინდა. ისევ მაცილებს სიმღერიდან. ჩემი მოკლე პასუხები ვხედავ როგორ წყინს. არვიცი რატომ მგონია ასე, მაგრამ თუ ახლოს მოვუშვებ დავკარგავ. მე ისეთი გულუბრყვილო ვარ ადვილად მოვტყუვდები, ის კიდევ ისეთი მისაჩვევია როგორც თამბაქო. მირჩევნია ახლა მოვერიო ჩემს გრძნობებს ვიდრე მერე მეტკინოს გული. თვალებში ვერ ვუყურებ, ვიცი გამყიდიან და ყველაფერს ეტყვიან რაც გულში მაქვს და თუ კი უნდა ვუთხრა მირჩვენია მე ვუთხრა ვიდრე თვალებმა და გულმა დამასწრონ ეს ბედნიერება.
P.S 6 დღეში დათას დაბადების დღეა.

ღმერთო ჩემო, რამდენს მალავს ეს გოგო, მაშინვე ყველაფერი დათას ვაცნობე, ის კიდევ ტელეფონს ეცა და გეგას დაურეკა.
-პატარიძე კარგი ამბავი მაქვს ამოდი სასწრაფოდ ჩემთან.
კარი შემოაღო თქო მოვიტყუები შემოანგრია
-დათა რა ხდება ?
-კაროჩე ზეგ ჩემ დაბადების დღეზე ნახავ დეას დაებაზრე გაუიასნე ეგაა. შანსი არაა უარი რო გითხრას.
კიდევ დიდხნას საუბრობდნენ ბიჭები მე კიდევ მოახლოებულ ფაქტებზე ვფიქრობდი.

***
28 წლის ხდება ჩემი დათა, ეჰჰ ნეტავ ოთარი მოსწრებოდა ამ ბედნიერ, დღეს. დილით დათა სამსახურში წავიდა ორი ანსთეზია ჰქონდა გასაკეთებელი როგორც კი საქმეს მორჩა, სალონში წამიყვანა. მართალია 69 წლის ვარ მაგრამ ყოველთვის როცა ჩემს თავს მოუწესრიგებელს ვხედავ, ვფიქრობ ოთარი რომ ცოცხალი იყოს რას მეტყოდა. ისე გამალამაზეს გოგოენბმა დათამ კომპლიმენტები არ დაიშურა ჩემთვის.
-ბებო 18 წლის გოგოსავით ხარ მალე წავედით, სანამ მოგიტაცეს!
ბოლოს 3 წლის წინ ვიყავი რესტორანში, ნათესავის ქორწილში ეგ იყო და ეგ. დათას ისე უხდება კლასიკური ჩაცმულობა მინიმუმ მინისტრის მოადგილეა. გოგონებიც მოვიდნენ, ერთმანეთზე უკეთესად გამოიყურებიან. გეგა რაღაც იგვიანებს ათასი რამ გავიფიქრე, ბოლოს დათამ დამამშვიდა მის რესტორანში ვართ,რაღაც საბუთებზეა გასული და მოვაო. დავმშვიდდი და საჭმელების დაგემოვნება დავიწყე, გეგა როცა შემოვიდა ლუკმა გადამცდა ისე კარგად გამოიყურებდოა. ხელში უზარმზარი თაიგული ეჭირა, მასიურად გაწყობილი გვირილებში და თეთრი ვარდები. დეას გადასცა, მგონი დევდარიანზე მეტად მე გამიხარდა. ის არ ცეკვავდა, არადა ჩვენს მაგიდაზე საუკუეთესო მოცეკვავე ის იყო. ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ლაზური შეასრულა, თანაც იმდენად კარგად რომ ვერც იფიქრებდით, რომ მაღალქუსლიანი ეცვა. პატარიძე დიდის სიამაყით შეჰყურებდა მის გულის სწორს. საპირფარეშოში გავედი, დეაც წამომეწია, თუმცა გეგამ გააჩერა. ჩემდა უნებურად მათი საუბარი გავიგონე....

ახლა მაინც აღარ შეგეპარებათ ეჭვი ჩემს პროფესიონალიზმში.
-მოიცა სალაპარაკო მაქვს შენთან...
-გისმენ გეგა...
-თუ არ გითხარი გავიგუდები დამახრჩო სათქმელმა, ვიცი რომ გული გატკინეს და მის მერე არაფრის გჯერა და არფრის გაგონება გინდა, მაგრამ ეს მითხარი როდემდე აუკრძალავ შენ თავს ბედნიერებას ?
-მე ბედნიერი ვარ !
-ჩამქვრალი თვალები ბედნიერებას არ ასხივებს, ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში! ზღვისფერი გაქ თვალები და მართლაც გევხარ ზღვას, დამიჯერე არასდროს გატკენ გულს, ოღონდ მომეცი უფლება, უფრო ახლოს მოვიდე შენამდე.
-მე... მე... არვიცი
-მე ვიცი რომ მიყვარხარ და კიდევ მეყვარები, ისიც ვიცი რომ არც შენ ხარ გულგრილი არ იუარო, შენი თვალები მეუბნებიან.
-დაასრულე?! ახლა წავალ
-მე არ მოგცემ წასვლის უფლებას! და დასასრულს ტყუილად უცდი... თუ შენ მოინდომებ აღარ იარსებებს მე და მე იარსებებს ჩვენ!
ღია კარიდან ჩანდა როგორ ჩაიკრა გულში, როგორ მოიქცია მის მკლავებში და როგორ ათამაშებდა მის ხელს დეას გრძელ თმებში. შუბლზე აკოცა, ხაზი გაუსვა მის ბავშვურობას, მის გულუბრყვილობას.
-შენ რა ტირი? მტირალა გოგო მეყოლება.
-3 წლის წინ დავიფიცე რომ აღარასდროს ვიტირებდი, თუმცა ბედნიერება ჩემს სიძლიერეზე დიდი აღმოჩნდა.
სად მიდიხართ ? ჯერ არ დაწერილა კანეც ფილმა, მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს...
როცა სუფრასთან დავბრუნდი ტანგოს ცეკვავდნენ, ცხოვრების ცეკვას. თვალს ვერ მოსწყვეტდით ისეთი კარგები იყვენენ, დეას თვალების ციმციმი ვარსკვლავებსაც კი მოსჭრიდა თვალს. როცა ასეთს ვხედავდი მათი ბავშვობა გამახსენდა. წითელი ბურთით ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა დეა.
-ვა ჯორდანი მოსულა-ერთს ეტყოდა დათა ბურთს წაართმევდა და კალათბურთის თამაშს დაიწყებდა სხვა ბიჭებთან ერთად, დევდარიანი და მისი გრუპა გაბუსულები იდგნენ და უყურებდნენ ათი წუთის შემდეგ ჩემ აივანთან გაჩნდებოდნენ.
-ლილი დეიდა დათამ ბურთი წამართვა. მეც დათას გავძახებდი, ბურთი სახლში მიჰქონდა გაბრაზებულ ქალბატონს და თამაშიც მთავრდებოდა. უბურთოდ დარჩენილები დამალობანას თამაშობდნენ, დეა სულ იგებდა. მახსოვს მაშინ რომ ვკითხე რა გხდის ბედნიერსთქო მისმა პასუხმა ჩემ გულში მუდმივობა შეიძინა.
-ბედნიერი მაშინ ვარ როცა ვერავინ მპოულობს დამალობანას თამაშისას. როცა სუფრსათან დაჯდა მეც ვუჩურჩულე.
-აბა ახლა მითხარი რა გხდის ბედნიერს?
მან ხელი გეგასკენ გაიშვირა. უეცრად დათას ხმა მომესმა, ჩემი დათა სცენაზე ასულა.
-მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს მოსვლისთვის და საჩუქრებისთვის, თუმცა მინდა გითხრათ რომ მე საკუთარი თავისთვისაც მაქვს საჩუქარი შემონახული თუ შეიძლება სცენაზე მარიამ ბიწაძე ამოვიდეს.
ვერაფერი გავიგე რა ხდება, არადა ბერვი არ დაულევია დათას, არც სიცხე აქვს და არც წნევა. მარიამის გაკვირვებული სახე უნდა გენახათ, ისიც ნელი სვლით წავიდა დანიშნულების ადგილას.
-იმედია ცეკვაზე უარს არ მეტყვით, მაგრამ სანამ ვიცეკვებდეთ გამიგია ამ დროს უნდა ჩაიმუხლოო, მეც დავიჩოქებ, ცოლად გამომყვები ?!
სასწრაფოს დაურეკეთ ეს რა მესმის დათას ცოლი მოყვას, ვაიმე წნევა მაქვს. პირველი ემოციები ესეთი იყო მერე უკვე დავმშვიდდი და ვუყურებდი ბედნიერ წყვილებს. სიყვარული არამარტო ამაღლებს არამედ, გაძლევს იმას რასაც ელი. ისეთი ბედნიერეი ვიყავი თითქოს მე ვთხოვდებოდი ,ან მე მეპოვა გეგასნაირი შეყვარებული. ძლივს ვეღირსეთ ბედნიერებას.
***
ერთი კვირის შემდეგ მარიამი გადმოვიდა ჩვენთან. ნეტავ იცოდეთ როგორ მეხმარება, ისეთ გემრიელ ბლინებს აკეთებს, სუნზე მეზობლები გადმოდიან რას აკეთებთ ესეთ გემრიელსო. ჰო დღეს დეა იყო ჩვენთან ახალი ამბები მოგვიტანა.
-რაო ლექტორებმა რა თქვეს რომ გავთხოვდი ?
-შენ როგორ მოგასწროოო ?!
-დევდარიანო სიყვარულმაც არ დაგიტკბო ეგ მწარე ენა!
-ჩემს მიღწვებს ესე რატომ აკნინებ ?
-არაფერს არ ვუშავებ სიმართლეს გეუბნები, ლალიმ რაო ძაღლი რომ მიუყვანე სახლში ?
-თავიდან გაგიჟდა, მერე მოლბა ისეთი საყვარელია, თან პაწია.
-შენ ისეთი ხარ გეგას დაარქმევდი
-თუ შეიძლება ნუ უცვლი ჩემ ლაქის სახელს.
-რა ხდება აბა გეგასთან მოყევი.
-რავიცი მარიამ ერთხელ დავიწყებაა რთული, თორემ მეორედ შეყვარება იოლია ,რადგან როდესაც ორი ადამიანი გიყვარს ყოველთვის უნდა აირჩიო მეორე,რადგან პირველი რომ გყვარებოდა მეორე არ შეგიყვარდებოდა...
-ჭკვიანი ხარ, რა უნდა გითხრა სულ ძლიერი იყავი და ეგეთი დარჩი...

***
ნოემბერი დადგა ხალხნო, ტკბილი და ცივი ნოემბერი. მალე წვიმა შემოგვეჩვევა, ღრუბელი და ღამე ვარსკვლავების გარეშე. კარებთან ქოლგების რაოდენობა გახშირდა. დღეს 3 ნოემბერი დეას დაბადების დღეა ღამის თორმეტზე მივულოცეთ პირველებმა. მეგონა დაბადების დღე კარგად ჩაივლიდა თუმცა მარიამის ნაამბობმა ჩემი იმედები 360 გრადუსით შეცვალა.გეგას მისთვის არ უჩუქნია ოცდამეერთე საუკუნის სიმბოლო 101 ცალი ვარდი, არც ძვირადღირებული სამკაული, არც ძვირადღირებული სუნამოების ნაკრები. იცოდა დეას რაც გაახარებდა ყველაზე მეტად.
დარბაზში შესულებს ცნობილი მსახიობი დავით ნაფეტვარიძე მიესალმათ მან თავდაპირველად იუბილარს მიულოცა, შემდეგ კი ახალი წიგნის პრეზენტაცია. გეგას მისი ჩანახატები, ლექსები, ნოველები შეეგროვებინა და წიგნად დააბეჭდინა. ქალბატონის შემოქმედებას ცნობილი მსახიობები კითხულობდნენ. დეამ ცრემლებიც კი გადმოყარა სიხარულისგანო. ისეთი კარგი დაბადებისდღე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავსო ირწმუნებოდა მარიამი. თუმცა იყო ერთი გარემოებაც გეგას მდივანი,რომელიც არ ასვენებდა პატარიძეს. ამ ამბებს ყვებოდა მარიამი როდესაც აცრემლებული დეა შემოვარდა ჩვენთან. წყალი დავალევინეთ მოვასულიერეთ, დათა და მარიამი გაკვირვებულები შეჰყურებდნენ მისი ემოცია არაადეკვატური იყო განვლილი დღისა.
-დეა აგვიხსნი რა მოხდა ?
-როცა სახლში მოვდიოდით მე და გეგა, მისი მდივანი თიკა მოვიდა ჩემთან რაღაცას მელაპარაკებოდა. მერე მისი ტელეფონი დარჩა მაგიდასთან როგორც ჩანს შეტყობინება მიუვიდა ტელეფონზე ეკრანი აინთო მისი და გეგას სურათი ვნახე. მერე სხვა ფოტოებიც ვნახე ნეტავ არ მენახა. გამაბითურა, გეგამ გამთელა, შემილახა გრძნობები. მე კიდევ მჯეროდა, მეგონა არ მატყუებდა. უკვე აღარ შემიძლია ხვალვე წავალ ბიძაჩემთან ამის ატანა აღარ შემიძლია. ვერ გავუძლებ.
-შანტაჟს ყვები ხომ ?
-დათა გთხოვ კიდევ უფრო ნუ გამაგიჟებ!
- მაშინ დაჯექი და იტირე!
მარიამმა და მე ვერანაირად ვერ დავაწყნარეთ. ტირილსაც აქვს ფორმა, დევდარიანი მოთქვამდა მთელი ხმით. მის მშობლებს დავურეკე დღეს ჩვენთან დარჩება არ ინერვიულოთთქო.
მთელი დილა ვცდილობდით მისი გადაწყვეტილება შეგვეცვალა, რა არ ვუთხარით, რას არ დავპირდით სიჯიუტის რქები ვერა და ვერ მოვატეხეთ. იმ საღამოს გაფრინდა დეა კიევში. სახლში დაბრუნებულებს უკვე გვესმოდა ვერელების ქოთქოთის ხმა ახალი ამბავი მალევე აეტაცნათ და ჭორს ჭორზე ამატებდნენ. სადარბაზოსთან პატარიძე გვიცდიდა, სახლში შევიპატიჟე. ისეთ ხასიათზე იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ცოტაც და აფეთქდებოდა.
-თიკას ბრალია ყველაფერი, ეგ ქუჩის პუტანკა, შემეცოდა თორე რა სამსახურის ღირსი ეგ იყო ? უეჭველი მაგან მიგველა გუშინ სამსახურში ჩამეძინა რო გავიღვიძე ეგ მედგა თავზე რას ვიფიქრებდი ფოტოებს თუ გადაიღებდა. ვეჩნად დეასთან ერთად დამინახავდა ეგრევე იქ გაიჩითებოდა და გასაქანს არ მაძლევდა. ძლივს დავალაგე ჩემი ცხოვრება და...
-ისევ აგენგრა ... დაელოდე, დროს მიყევი სხვა გზა არ დაგვრჩენია.
-გუშინ ტელეფონი ავუფეთქე პასუხიც არ მომწერა, ისე წავიდა არც კი დამინახავს.
-გეგა ლოდინის მეტი არაფერი დაგრჩენია.
დაიმედებული გეგა სახლში გავაგზავნეთ თან დათაც გავაყოლეთ გზას რომ არ ასცდენოდა.

***
მალევე ქუჩაში ახალი გრაფიტი გაჩნდა. შარაშენიძეებმა ბევრი ეცადეს, მაინც ვერ ჩამოაშორეს კედელს წარწერა "გესმის, უშენოდ ჩემი ხელები გვანა უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს "
ნეტავ იცოდეთ რა ამბები მოხდა, მეც გაგიჟებული ვარ. ჭორიკნებს სალაქლაქო თემა ამ ამბის გარეშეც არ ელეოდათ, ახლა აქცენტი დეას გაქცევაზე გადაეტანათ, რას არ ამბობდნენ გეგასგან ორსულადაო, გეგამ ცემაო, მოკლედ ამოასხა გეგასაც ამდენი ლოდინი აღარ შეეძლო, ვერ გაუძლო სიცარიელეს, სულის სიცარიელს ვერ გაუძლო და 2 დეკემბერს ისიც მილანში გაიქცა. მარიამმა დევდარიანის ქალბატონს გრაფიტის ფოტო გაუგზავნა, ურეაქციოდ მიიღო ეს ამბავი. სანამ პატარიძე აორთქლედობა წერილი დაგვიტოვა დეასთვის რომ წაგვეკითხა. იმ საღამოსვე დავურეკეთ დეას და წერილი წავუკითხეთ.

ჩემს დეას !

არვიცი წერილების წერა თუმცა ვინ იცის მერამდენე ფურცელს ვჭმუჭნი. გახსოვს მაშინ რომ გითხარი შენ გამო მთებს გადავდგამთქო, დატენილ იარაღს და ტანკს დავუდგებითქო. შენ კი მიღიმოდი განა ეჭვი გეპარებოდა ჩემში, არა უბრალოდ ამაშიც არ გეპარებოდა ეჭვი და გჯეროდა.
შენნაირი გოგო? მარტო შენ ხარ ! ნეტა იცოდე რა ხდება ჩემს გულში, არცერთი დაღი იმაზე მწარე არ იქნებოდა როგორც შენი დაკარგვაა. იმაზე მეტად მიმძიმს ვიდრე დედამიწას ეს ხალხი ამძიმებს. ირგვლივ ხალხი ტრიალებს მე კი სიცარიელეს ვხედავ. შენი სურნელი გაზაფხულის ტყემლის ყვავილებსაც კი სჩაბნის. მენატრება შენი ხელები არცერთის ღირსი რომ არ ვიყავი შენ კი ორივეს რომ მიწვდიდი.
რა უსაშველოა ეს მონატრება, გავყურებ შენს ფანჯრებს, აივანს, შორს ხარ მაგრამ ჩემთვის ყველაზე ახლოს ხარ. ჩემს გულში ხარ და იმაზე დიდი ადგილი გიკავია ვიდრე წარმოიდგენ.
ყოელს საღამოს ვკითხულობ ტრიუმფალურ თაღს. ჩვენს საყვარელ ადგილებს, დიალოგები ლამის დავიზეპირე, მახსენდება როგორ მიკითხავდი და მსაყვედურობდი შენ თვალებს რომ ვუყურებდი და გულით არ გისმენდი. ეხლა მართლა დავლევდი კალვადოსს.
ამ წერილს ვწერ და თან ვატან ჩემს სიყვარულს და მოანტრებას. მე მილანში ვბრუნდები, ჩამოდი თბილისს უყვარხარ! შენი საყვარელი ფრაზა სახლის წინ დაგხვდება, იმედია მანამდე შარაშენიძეები არ წაშლიან.
მაპატიე რომ ვერ მოგიფრთხილდი, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. არ მინდა მოგონებებით ვიცხოვრო, იცოდე მე არასდროს დაგტოვებ სანამ ამას შენ არ მოინდომებ...
გეგა...
მარიამმა წერილი დაკეცა, ცრემლების წვიმამ არ დააყოვნა.
-განა მე არ მიყვარს, არ მენატრება, არ მაკლია, უმისობა არ მიჭირს?! მაგრამ ერთხელ მაინც წარმოიდგინოს მისი თავი ჩემს ადგილას. აქაც აღარ შემიძლია ყოფნა ყველაფერი მის თავს მახსენებს, ძილიც კი აღარ შემიძლია.
-რა ქენი და შეურიგდი ორივე დაისვენებთ!
-შევურიგდე და ისევ იგივე გაიმეოროს?
-აბა იყავი მანდ და იტირე.

***
არ ეკონტაქტებოდნენ, არ ეხმიანებოდნენ ერთმანეთს აი ასე ორი სულელი ადამიანი იტანჯავდა თავს ვიღაც ქერას გამოხტომების გამო...
თებერვალში დეას მოუწევს ჩამოსვლა, მაკოს ქორწილია. მანამდე კი იყვნენ ასე, გავა დრო და ინანებენ დაკარგულ ოქროს წუთებს.

***
3 თებერვალი ,მაკოს ქორწილისთვის მარიამი დიდის ამბით ემზადებოდა, დეა მეჯვარე იყო. თქვენ გგონიათ მე სახლში დავრჩი ცდებით, მეც მიმიწვიეს, დათამ ჩემი სილამაზისთვისაც გამოყო ბიუჯეტი. დილიდან დავიწყეთ მზადება, დოლიძეები თვალს არ გვაშორებდნენ ნაკლს ეძებდნენ, მაგრამ ისეთი დახვეწილი ქალი როგორიც მე ვარ არავის მისცემს უფლებას რაიმე ცუდი თქვას. დეას ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, ახლად აყვავებული ვარდივით სადა და ნაზი იყო. ის თვალები გეგაა რომ ზღვისფერს ეძახდა მოლოდინით ავსებულიყო.ულამაზესი პატარძალი იყო მაკო, ნახევარ თბილისს დაწყვიტა გული დემეტრე ბენდელიანს რომ გაყვა, მშვენიერი ამინდი იყო, უამრავი სტუმარი ბედნიერი სახეები. თითქოს რაღაც აკლდა ამ დღეს აი კერძს რომ მარილი აკლია ეგრე, დეას ღიმილი და ბედნიერი თვალები. გეგა არ ჩამოვიდა, მთელი მეორე დღე ამას ემოციურად განიხილავდა, ცოტაც და შავ ღრუბელს დაემსგავსება ეს გოგო იმდენს ტირის.
-რომ ვუყვარდე ჩამოვიდოდა!
-გონიერი რომ იყო აპატიებდი და ეხლა ტირილით არ აიკლებდი აქაურობას.
-დევდარიანო ეხლა მე მისმინე-სიტყვით დემონსტრაციულად გამოვიდა დათას სამზარეულოს ბარიდან- რა უფლებით აბრალებ რომ აღარ უყვარხარ?
ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რო შენი თავი დაემსახურებინა და შენც ერთ პატარ პროვოკაციაზე აავარდი, ეხლა კიდე ამტყუნებ რატომ არ ჩამოვიდაო? იცი შენ როგორ იყო აქ? ხედავდი როგორ შეიცვალა უშენოდ? ადამიანი სულიერად გატეხე და ახლა ითხოვ მას ? დაუფიქრდი რაღაცეებს!
-დათა ნუღა უმატებ ცოდოა,
-მარიამო ვინმემ ხო უნდა უთხრას სიმართლე? თუ ურჩევნია კიდე ილუზიებს ჩაეჭიდოს, გაუსწორე თვალი რეალობას და დათმე ეგ შენი სიჯიუტე.
ისევ თბილისი კიევის რეისი.
ისევ განშორება.

***
გაზაფხული მშვენიერი სიახლით დაიწყო მარიამი პატარს ელოდება, დათა ისე ექცევა თითქოს მარიამი იყოს პატარა. მართალია მაისია, მაგრამ შუადღისას ისე ჩამოცხება რომ სუნთქვა ჭირს. ივლისსში ქორწილი დანიშნეს. ვიწრო წრეში ჯვარს დაიწერენ გეგაც ჩამოვა და დევდარიანების სიჯიუტის ბუკეტიც. იცით ეს დღეები სულ მეფიქრება. ვუყურებ მარიამს და დათას, მაკოს და დემეტრეს, როგორი ბედნიერები არიან, ცხოვრობენ კი არ ცოცხლობენ. ერთი დიდი კითხვის ნიშანი მღრღნის დეა და გეგა ?
რა ელის მათ ურთიერთობას, ღმერთო, დალოცვილო თუ კი ერთმანეთს შეახვედრე ისინი, ჯერ მოაწონე, მერე შეაყვარე, ერთმანეთზე დამოკიდებული გახადე, ბედნიერება ასწავლე, რაღატო აშორებ?! თუმცა ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! თუ კი შეიყვარებ ბრძოლაც უნდა ისწავლო, ბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის. სიყვარულს განასაცდელიც ახლავს, ცრემლიც და ტკივილიც, მთავარია რამდენად გადაიტან მას. უშეცდომო არავინაა, თუ კი სხვას იდეალურობისკენ მოვუწოდებთ, ჯერ საკუთარ თავს შევხედოთ ვართ კი იდეალურები ?! სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია ! რაღა გამოდის ღმერთობას ვიბრალებთ?!
ა პ ა ტ ი ე თ !!!
ი ლ ო ც ე თ !!!
გ ა ი ღ ი მ ე თ!!!
გ ი ყ ვ ა რ დ ე თ !!!
ისწავლეთ საყვარელი ადამიანის ფასი, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ ერთი ხელის აკვრით არ დაკარგოთ! უგნურებაა ამგვარი ქცევა ჩემო ძვირფასებო...
ეჰჰ წავედი ახლა მე კაბის მოსაზომად თორემ მოვიდა ჩემი შვილიშვილის ქორწილი.

***
ნაშუადღევს დაღლილმა ამოვიარე აღმართი, გეგას მანქანას მოვკარი თვალი , აი ისიც გამოჩნდა თეთრი პერანგი როგორ შვენის!
-გამარჯობა ლილი დეიდა!
-გამარჯობა გეგა საით გაგიწევია?
-თქვენთან მოვდიოდი. დეა როდის ჩამოდის ?
-აბა რავიცი შვილო...
უხმოდ ავიარეთ კიბეები, მხოლოდ ჩემი ფრანცუსკების ხმა ისმოდა. დათა ახალი მოსული იყო სამსახურიდან მარიამს ეფერებოდა მუცელზე . თბილად შეხვდენენ ბავშვობის მეგობრები. ძველი დრო გამახსენდა, სათამაშო თოფებით რომ დარბოდნენ...საუბრობდნენ მხოლო ქორწილზე, თითქოს სიმშვიდეს მოეცვა ყველაფერი მაგრამ ყველამ იცოდა რა ხდებოდა გეგას გულში. იმ საღამოს დევდარიანების პრინცესას დავურეკეთ ორ დღეში ჩამოვალ და იმედია აეროპორტში დამხვდებითო გაგვაფრთხილა და ზრდილობიანად გაგვითიშა.
აეროპორტში ჩემი სანდო წყაროების მიხედვით გეგა წავიდა. იმედია ის ზღვასავით ცვალებადი ხასიათი ახლა დამშვიდებული იქნებოდა. რამდენს ვლაპარაკობ, აეროპორტში გადავინაცვლოთ ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით. არა სამსახიობოზე კი არა ჯაშუშობაზე უნდა ჩამებარებინა. მოუსვენრადაა გეგა 7თვის განშორების შემდეგ ისევ ნახავს. ბოლთას სცემს შენობა ევიწროვება, თითქოს ჰაერი არ ყოფნის . აი ისიც გამოჩნდა ჩემოდანს მოათრევს. გეგას ის დღე გაახსენდა ბოლოს რომ ნახა მისი თვალები აღელვებულ, ბობოქარ ზღვას მოასწავებდა, წვიმამაც არ დააყოვნა, ცრემლებმა დაუსველეს ხორბლისფერი ღაწვები. იმ დღეს მართლაც დაიწყო კოკისპირული წვიმა, მალე თოვლში გადაიზარდა. არავის ახსოვს ნოემბერში მოეთოვოს. მალე ეს ზამთარი ორივესთვის გამარადიულდა. ახლა მის თვალებს უყურებდა, მზესავით რომ იყო და სითბოს ასხივებდა. გაყინული გული გაულღვა, გრძნობდა სისხლის მოძრაობას. დეა იღიმოდა, პატარიძე ვერც კი ხვდებოდა რისთვის უნდა მიეწერა ეს ღიმილი, მიზეზი კი დევდარიანს უკან მოყვებოდა, ირაკლი...
გიჟივით გამოვარდა აეროპორტიდან, საჭეს დიდი სისწრაფით მართავდა, მაშინვე ჩვენთან მოვიდა. თვალებით ცეცხლს აკვესებდა გეგენობოდათ ცოტაც და აფეთქდებაო.
-ის... ის ირაკლი რა ჯანდაბა უნდა დეასთან ? ამიხსნით ვინმე ?
-გეგა დამშვიდდი, ირაკლი რაღაც ტრეინინგზე იყო ჩასული დამიჯერე არაფერი ხდება ახლა სახლში წადი და გამოიძინე.
-რა დამაძინებს რომ ვიცი რა ახლოსაა...
თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა "მიდი და ნახე", მანქანაში ჩაჯდა უკვე მერამდენედ ვინ იცის ერთი და იმავე კადრებს ახვევდა გონებაში. ღიმილი ეფინა მის ბაგეებს. გაახსენდა მასთან ერთად გატარებული დღეები, გაბუტული დეა ხელებს რომ გადააჯვარედნებდა თავს დახრიდა და ხმას არ იღებდა, ის დღე გაახსენდა ტბასთან რომ ისხდნენ და ის მის საყვარელ ადგილებს უკითხავდა "ტრიუმფალური თაღი"დან, ის დღე გაახსენდა პირველად რომ უთხრა ჩურჩულით ყველაზე მეტად რომ უყვარდა, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა ან ერთი ანდაც სამი...
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა! თქვა და ადგილს მოსწყდა. დეა ჩვენთან გამოვიდა მარიამს ელაპარაკებოდა, დათას თვალი ჩავუკარი ისიც მიხვდა და შეტყობინება აფრინა გეგასთან. ეჰ სად იყო ჩემს დროს მობილური ფოსტაში დავწანწალებდი, ოთარის წერილები რომ მიმეღო. არა მეც უნდა ვისწავლო ამ მესიჯების წერა. ოი ამ ფიქრებში გართულმა ძლივს შევამჩნიე გვირილებით და თეთრი ვარებით გადათეთრებული გეგა. ზედმეტები ოთახიდან გავედით და დავტოვეთ ისინი.
დევდარიანი დუმილით აგრძნობინებდა დანაშაულის სიმძიმეს. სახეზე ფერი დაუბრუნდა თუმცა გული ამოვარდნას ჰქონდა. ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას. დეა ადგა წასვლა დააპირა, მაგრამ გეგამ მკლავში ხელი წაავლო და ადგილზე მიიყინა.
-არასდროს მიმატოვო!- ეს სიჩუმე კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა გარემოს, ჰაერიც კი ემძიმებოდა, ვრცელი ოთახი ევიწროვებოდა, გიჟდებოდა მის თვალებს რომ ვერ ხედავდა, დევდარიანი კი გაყინული იყო არ იძროდა.
-ისე ახლოს და ისე შორს ხარ ჩემგან... მილიმეტრები მაშორებს შენ თავს და ასე მგონია კილომეტრებს იქეთ დგეხარ... ახლაც ზღვას გავხარ დამშვიდებულს... მე არავინ დამიკარგავს, რაც ჩემია ვერავინ ვერავინ შეძლებს წამართვას!- გეგამ გულში ჩაიკრა.
აი სად გაჩერდა დრო !
პატიებამ ბედნიერება დაუბრუნა , დრო მათთვის გაჩერდა, იდგნენ ასე ჩახუტებულები და წამში წუთი გაჩერდა. ეს წუთები იყო ის მონატრება, ის სიყვარული, ის გრძნობები და ემოციები რამაც ისინი გადაჯაჭვა.
შუბლზე აკოცა აგრძნობინდა რომ მისთვის პატარა, ბუტია, მიამიტი და გულუბრყვილო გოგოა. გრძნობდა, როგორ დაუსველდა მისი ცრემლებით მაისური. მახსოვს ბავშვობაში იტირა ბოლოს ასე დეამ, როცა საკერავ მანქანის ნემსით არათითი დაკერა, როცა ოთარი უმუშავებდა ჭრილობას. ახლაც გულამოვარდნილი ტიროდა.
-შენ რა გგონია ის 7 თვე მეიოლა ? მე არ მენატრებოდი? სწავლას გულს საერთოდ ვეღარ ვუდებდი მეგონა ყველაფერი დასრულდა!- გეგამ ტუჩებზე თითი მიადო
-ჩუ, ჩუ გაჩუმდი, შენს გარეშე ხო იცი რო არავინ ვარ , დღეს სავარუდოდ არ დამეძინება და ხომ მომიყვები ზღაპარს. ცრემლები მოწმინდა და თვალები დაუკოცნა, ღიმილს და ბედნიერებას გაეფერადებინა სასტუმრო ოთახის თეთრი კედლები. პატარიძემ დეა სახლში წაიყვანა.
-კიდევ დიდი ხანი მოგიწევს საბურთალოზე ცხოვრება?
-1 კვირაში დასრულდება რემონტი და დავამშვენებ ვერას.
-ჭკვიანად.
სანამ შუქი, არ აინთო დეას ფანჯრებში მანამდე იდგა და უცდიდა, მერე ისევ ყვავილების მაღაზიისკენ აიღო გეზი. მთელი ღამე გაათენა და ვარდის ფურცლებით სადარბაზოს ეზოში"მიყვარხარ დაწერა" დილის 8 საათი იყო როცა მორჩა და დაურეკა.
-გაგაღვიძე?
-არა ახლახანს ავდექი, სააბაზანოში შესვლას ვაპირებდი.
-ფანჯრიდან გამოიხედე რაა...
-გეგა პატარიძე გიჟი ხარ და ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ!
-ერთ საათში გამოგივლი და წაგიყვან

***
ნეტა იცოდეთ რა "wedding party" იყო. ალათ არაფერი ისე არ გაალამაზებდა, როგორც ბედნიერი გეგა და დეა. ნეტავ ოთარი მოსწრებოდა ამ ამბავს...

***
და მაინც სად ჩერდება დრო? მაშინ როცა ბედნიერი ხარ და მეცხრე ცას ეპოტინები...

***
აგვისტოს მიწურულს ვერა ალაქლაქდა დევდარიანი გაიპარა და ჩემზე უკეთ მიხვდებით ვის წაყვებოდა...
.

სად გაჩერდა დრო ?! (სრულად)



არაჩვეულებრივი იყო ძალიან მომეწონა
უკვე შემიყვარდა მგონი ეს ისტორია და ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ
შესანიშნავად წერ ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Tamuna Gabrichidze

ძალიან მომეწონა ყოჩაღ კარგი ხარ❤️❤️

 


№3 სტუმარი darina

Emociebis zgvashi var ise momewona, gamatbo, ar miyvars zedmetad amayi xalxi, roca giyvars unda datmo kidevac, dzalian magari iyo.

 


№4 სტუმარი Xatia

Rom davicye vegar gavcherdi. Umagresi iyo ise momewona erti 3-4 amdens kide cavikitxavdi. Dzalian lamazi da tnili istoriaa.

 


№5  offline წევრი Smiling girl

განსხვავრბული იყო ორიგინალურო და რაცმთავარია კარგი <3 წარმატებებიი

 


№6  offline წევრი ninaa --

ძალიან მაგარი იყოო...განსხვავებულიი..შემიყვარდა ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით love განსაკუთრებით გეგათი მოვიხიბლე ⁽ჩემი მოგვარეე) wink wink

 


№7  offline წევრი mani156

dzalian magari iko ^_^ erti chasuntqvit tu amosuntqvit wasakitxi ra :D

 


№8  offline წევრი KGB

1shenishvnac kiatmak
Imdenad momecona ravici tan bolos suratmac ise imokmeda.kochag ai dzalian didimadloba aseti siamovnebistvis
Ise es namdvili ambavia?

 


№9  offline წევრი სპენსერი

სუპერ! love უზომოდ მომეწონა!
---------------------
დაიჭირე წამი!

 


№10  offline წევრი salomee

ძაან მომეწონა! უსაყვარელესი ისტორია იყო

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Au ra kai xar... gaparva momandome..

 


№12 სტუმარი მარწყვი

KGB
1shenishvnac kiatmak
Imdenad momecona ravici tan bolos suratmac ise imokmeda.kochag ai dzalian didimadloba aseti siamovnebistvis
Ise es namdvili ambavia?

არ არის ნამდვილი ისტორია სამწუხაროდ ))

 


№13 სტუმარი სტუმარი ...

ეს carpe diem მისი საყვარელი მოთხრობა იყოო, რომ ამბობს მთხრობელი, არსებობს რამე მაგდაგვარი თუ 4love-ზე დევს უბრალოდ?

 


ამაზე ბანალური რაღაც ჯერ არ წამიკითხაავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent