შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (10)


16-01-2016, 00:40
ავტორი chloe
ნანახია 2 452

ნუცა სასწრაფოდ გავაღვიძე,ოთხში ისეთი სურნელი იდგა თავბრუს მხვევდა
-ნუცა დროზე ადექი
-რა მოხდა,ეს რა არის,ვაიმე რამდენი ვარდიაააა,რა ლამაზებიაა ანა
-ამას შეხედე ტიფანის ბეჭედი
-ვაიმე,სად იშოვა ეხლა მაგან ერთ დღეში ეს ბეჩედი,ანა ძაან ლამაზია,ხო შეურიგდები?ძაან საყვარელია დაჩი
-ხო ვიცი,რაღაცნაირად ცოტა შემეცოდა თან თვითონაც ინერვიულა დავურეკავ ეხლა,ამდენ ვარდებს რა ვუყოთ
-სხვენში ერთი ოთახია იქ არავინ შედის და იქ დავაწყოთ დაჩის დავურეკე, დაველაპარაკე,ცოტა ხანში ზღვაზე უნდა შევხვედრილიყავი მანამდე მე და ნუცამ ვარდები მაღლა ავიტანეთ,გასასვლელად მოვემზადეთ,ვისაუზეთ და გავედით დაჩი გიო და ვაჩე წამოწოლილები ზღვას გაჰყურებდნენ და ლაპარაკობდნენ.
-ზდაროვა,ბიჭობას(ნუცა)
-გოგოებო,რავა ხართ?(გიო)
-მშვენივრად(ნუცა)
დაჩიმ დამინახა ფეხზე ადგა და მითხრა გავსულიყავით სანამ ჩველ ვლაპარაკობდით, ნუცა ბიჭებს ელაპარაკებოდა
-გიგა სადაა, ძინავს?(ნუცა)
-არა ბათუმშია პატარა საქმეზე,ხვალ კი მოვა(ვაჩე)
დაჩი შემპირდა თავს კონტროლს გავუწევ და მეორედ აღარ გამეორდება ეგეთი რაღაცო, ბოდიში მომიხადა,მეც ჩავეხუტე და ძლიერად ვაკოცე ასე ტკბილად შევრიგდით,ყველა ზღვაში
შევედით, ნუცამ ცოტა არ იყოს მოიწყინა, არც ვაჩეს ახტებოდა ზურგზე, არც გიოსთან ერთად წყალქვეშ თევზებს დასდევდა, ნაპირზეც მალე ავიდა და ზაგრის მისაღებად დაწვა.
-რა დაემართა ამას დღეს?(დაჩი)
-გიგა მოენატრა ბიჭო ვერ ხვდები?(ვაჩე)
-ხოდა გავამხიარულოთ და დღეს ბათუმში ბულვარში გავისეირნოთ(დაჩი)
-აუ რა კაია,გიგაც წამოვა?(ანა)
-არა გიგას რაღაც პატარა საქმეები აქვს და ხვალ მოვა(დაჩი)
-რა საქმეები?(ანა)
-არ მოგატყუებ ამიტომ გეუბნები რომ ვერ გეტყვი(დაჩი)
დაჩის კისერზე ჩამოვეკიდე,ჩვენთვის ვთამაშობდით ვერთობოდით,რომ მოგვშივდა სახლში შევედით
-მოკლედ დღეს სადილი ჩვენზეა(დაჩი)
-აუ მეღადავები?(გიო)
-ვაიმე რა გეტაკათ,რა ჯიგრები ხართ(ნუცა)
-რამე არ დაწვათ,ან თქვენ არ დაიწვათ(ანა)
-ჩვენ დავამტკიცებთ რომ კაცებსაც შეუძლიათ საჭმლის კეთება(დაჩი)
-წარმატებები(ანა)
დაახლოებით ერთ საათში ბიჭები შემოვიდნენ, დაჩის ხელში თეფში ეჭირა, თეფშზე შემწვარი ფილე თავის სოუზით და კარტოფილები იდო,არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა სამზარეულოც მიწკრიალებული იყო საჭმელიც უგემრიელესი.
-ბიჭო იმ რეტსორანში ფულია გადასახდელი და რომელი მიხვალთ(ვაჩე)
-ვაიმეე არ მჯერა, იყიდეთ ეს ყველაფერი?(ანა)
მე და ნუცა სიცილით ვკვდებოდით
-აუ რა ყ... რაა (გიო)
-აუ მაგარი(დაჩი)
საჭმელი შევჭამეთ, მერე დავჯექით ყველამ საშინელებათა ფილმი ჩავრთეთ და ვუყურეთ ნუცა ყოველ გამოხტომაზე ან საშიშ მომენტზე გიოს ხელს ურტყავდა,ვაჩე სახეს იმალავდა მე დაჩის ვეხუტებოდი, რომ არ დამენახა მომენტები, დაჩი უდარდელად იჯდა პოპკორნს მიირთმევდა და ურეაქციოდ უყურებდა ფილმს,უკვე მოსაღამოვდა ბათუმში წასვლის დრო იყო მანქანაში ჩავჯექით, წინ დაჩი და გიო დაჯდნენ უკან მე ნუცა და ვაჩე,ნუცა ვაჩეს რაღაცეებს აჩვენებდა მობილურში და მერე ორივე სიცილით კვდებოდა
-ნუცა მე აღარ მემეგობრები ხო,ვაჩე უფრო შეგიყვარდა ვიდრე მე(ანა)
-არა ჩემო ზღვის გოჭო, ხო იცი როგორ მიყვარხარ, არ მინდა ხელი შეგიშალო, გხედავ რო ბედნიერი ხარ დაჩისთან(ნუცა)
-შენ ნუცაზე უფრო ეჭვიანობ ვიდრე ჩემზე(დაჩი)
დაჩის ხელები შემოვხვიე უკნიდან,ხელით გულის ცემას ვგრძნობდი.ბათუმშიც ჩავედით,ვიბორიალეთ აქეთ იქით დავჯექით ატრაქციონებზე მერე დავიღალეთ და ჰოთდოგების საჭმელად წავედით.
-აუუ ძაან დავიღალე წამიყვანეთ ვინმემ რა(ნუცა)
-ჰა მოდი ზურგზე შეგისვავ(ვაჩე)
-აუ ვაჩე ძმა ხარ,ჩემს გულში ზიხარ(ნუცა)
ვაჩე ჩაიკუზა, ნუცა სკამზე დადგა და ვაჩეს შეახტა ხელები კისერზე შემოხვია და ასე გააგრძელეს გზა სანამ არ მივედით ჰოთდოგებთან, საჭმელი შევუკვეთეთ ვჭამეთ თან ვიღლაბუცეთ ნუცა ცოტა შეუძლოდ გახდა
-აუ გავალ რა გავისეირნებ ცოტა ცუდად ვარ(ნუცა)
-გამოგყვე?(ანა)
-არა არა იჯექი(ნუცა)
ბულვარისკენ გავიდა და სკამზე დაჯდა,სუფთა ჰაერს ისუნთქავდა,უეცრად უკნიდან გიგას სიცილის ხმა მოესმა უკან გაიხედა და ვიღაც გოგოსთან ერთად დაინახა გიგას ხელი ქონდა
გადახვეული და ლოყაზე კოცნიდა გოგოც რაღაცაზე იცინოდა, ასე დასეირნობდნენ ერთად ნუცას არ უნდოდა გიგას დაენახა და მალე წამოვიდა სახეზე ფერი არ ედო და ერთ წერტილს
მიშტერებოდა.
-რა დაგემართა ხო კარგად ხარ?(ანა)
-კი კარგად ვარ(ნუცა)
ბიჭები წამოდგნენ ნუცა ხელში დაიჭირეს თორე წაიქცეოდა,იქვე სკამზე დასვეს და წყალი დაალევინეს.
-ნუცა უკეთ ხარ?(ვაჩე)
-მანქანას მოვიყვან აქ და წავედით ექიმთან ფერი არ ადევს რამე არ დაემართოს(დაჩი)
-ნუცა გესმის ჩემი(ანა)
ხმა ძლივს ესმოდა, სილუეტებსაც ძლივს ანსხვავებდა,ყველაფერი ბუნდოვანი იყო მისთვის,მანქანაც მალე მოიყვანეს ნუცა წამოვაწვინეთ თავი ჩემს კალთაში ედო ფეხები ვაჩეს ეჭირა გიომ გზაში გიგას დაურეკა მივედით თუ არა გიგა იქ იდგა ბოლთას სცემდა.
-რა დაემართა ბიჭო,რამე ხომ არ მოუვა?(გიგა)
-არ ვიცით გიგა ჩვენც(დაჩი)
ნუცა მალე შეიყვანეს,ექიმთან მე შევყევი კიდევ უგონო მდგომარეობაში იყო ექთნებმა ნიშადური აყნოსეს,ეგრევე გონს მოვიდა და გული აერია
-ნუცა უკეთ ხარ?(ანა)
-კი კი უკეთ ვარ(ნუცა)
-რა დაგემართა გოგო ყველას გული გაგვიხეთქე(ანა)
-წნევა დაუვარდა,რაღაცაზე ანერვიულდა ეტყობა და ამან გაურთულა მდგომარეობა გულიც ამიტომ წაუვიდა(ექიმი)
მალე გამოვედით,ნუცა ოდნავ სუსტად იყო,ყველა ჩვენ გვეცა,მეორე მანქანა გიგას ყავდა მანქანებში გავნაწილდით გიგამ ნუცას მე ჩავისვამო მაგრამ უარი მიიღო,გიგას მარტო ბიჭები გაყვნენ,სახლში მივედით მშობლებისთვის არაფერი გვითქვამს ოთახში ავედით.
-რა დაგემართა რაზე ინერვიულე?
ნუცამ ტირილი დაიწყო,გული დამეწვა, მომტირალე ნუცა პირველად დავინახე მთელი შვიდი წლის განმავლობაში და გამიკვირდა,მაგრად ჩავიხუტე და თავზე ვეფერებოდი
-არ იტირო ჩემო ლამაზო,არასოდეს არაფერზე ინერვიულო, ხომ იცი არავინ ღირს შენ ერთ ცრემლადაც კი
ყველაფერი მომიყვა,ცოტა გამიკვირდა ეჭვი შემეპარა რაღაც რაღაცეებში ხმა არ ამომიღია ვიჯექი და ვუსმენდი თან ვაწყნარებდი,დატვირთული დღის მერე ორივეს მალე ჩაგვეძინა,
დილით გავიღვიძე თუ არა მხვდება მესიჯი გიგასგან: როგორაა?, არაფერი მიმიწერია ნუცას ჯერ კიდევ ეძინა აღარ გავაღვიძე მოვწესრიგდი ვიბანავე მანამდე ნუცას გაეღვიძა და მითხრა
-ანა არ გეწყინოს რა ვეღარ ვიქნები მაგ სასტავში,გამიგე არ შემიძია მაგას შეყვარებული ყავს მე კიდე მიყვარს
-ვიცი ვიცი მესმის და გიგებ არაუშავს მე შენთან ვიქნები
მივედი და ძლიერად ჩავეხუტე გული მეწვოდა ასეთს რომ ვუყურებდი,ქვემოთ ჩავედით ვისაუზმეთ და სანაპიროზე გავედით ისევ ის ბიჭები დაგვხვდნენ,არცერთი გვეკარებოდა
არც გვიყურებდნენ.
-ამათ რა დაემართათ?(ანა)
-გიგა დაელაპარაკა რაღაცაზე და იმის მერე იგნორს გვიკეთებენ(ნუცა)
პლიაჟზე წამოვწექით მზეს მივეფიცხეთ,ნუცას რაღაც აწუხებდა ვხვდებოდი
-აუ ნერვები მეშლება(ნუცა)
-რაზე?(ანა)
-გიგას შეყვარებული რო ყავს და აქ თვითონ ვიღაცეებს მიქცევს(ნუცა)
-მერე?(ანა)
-მერე ის რომ შენც რომ არ მოგიწიოს ჩემთან ყოფნა მთელი დღეები ამათ დავუმეგობრდები(ნუცა)
-კაი ნუ დებილობ,არცერთს იცნობ რა იცი რანაირები არიან?(ანა)
-ხოდა გავიცნობ(ნუცა)
ნუცა წამოდგა, ბიჭებთან მივიდა, კაი ხანი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ მერე ზღვაში შევიდნენ ეგ და ლუკა არ ჩანდა ლუკა ცუდი ბიჭი მაღალი შავთმიანი ყავისფერთვალება სიმპატიური ბიჭი იყო მაგრამ გიგას მაინც ვერ შეედრებოდა პლიაჟზე დაჩი გამოვიდა გვერდით მომიჯდა
-რატო არ დამირეკე რო გეღვიძა(დაჩი)
-აუ რავი,რაღაც უნდა გითხრა(ანა)
-მიდი თქვი(დაჩი)
-დამპირდი რომ არავის ეტყვი განსაკუთრებით გიგას(ანა)
-კაი არ ვტყვი,გპირდები(დაჩი)
-გუშინ ნუცამ გიგა დაინახა თავის შეყვარებულთან ერთად და მაგაზე გახდა ცუდად(ანა)
-მეღადავებიი?აუუ რა დაუნიააა ხო მივწერე ბულვარში ვსეირნობთ თქო რაღას გამოვიდა(დაჩი)
-სულ გააფრინეთ თქვენ,შეყვარებულია ხო?(ანა)
-ხო მაგრამ ამას არ უყვარს,არც ყვარებია ,აუ ღირსი თუ არ იყოს ნუცამ რო ს ვაფშე,შე.... თავის შეყვარებულებით,ტიპს პირველად შეუყვარდა და მაგასაც ვერ აბავს თავს(დაჩი)
-ხოდა არ უთხრა გიგას, ნუცამ არ მინდა მაგის დანახვაო და ლუკას გავიცნობ ახლოსო,არ ჩანს ცუდი ბიჭი ეს ლუკაც ამიტომ არავინ ჩაერიოს(ანა)
-კაი წავედი მე დაველაპარაკები ეხლა გიგას გამოსვლა უნდა პლიაჟზე სანამ დაუნახია(დაჩი)
დაჩი სახლში შევიდა გიგას ოთახში შეუვარდა
-მომისმინე,მაგარი სი.. ხარ,ნუცა უკვე დაკარგე ჩათვალე რატომ რანაირად არ გეტყვი, მეტი არ მინდა ხმა ამოიღო და ზედმეტი თქვა რამე ტვინი მ...... ამ შენი გოგოებით
ეხლა ნუცა იმ ბიჭთანა ხოდა შენ ვაფშე არ ჩაერევი არაფერში(დაჩი)
გიგა გარეთ გავარდა, დაჩიც უკან გამოყვა, სანაპიროზე გავიდა, ლუკასთან მიდიოდა, ფეხზე წამოვდექი გული გადამიქანდა დაჩი უკან მისდვდა თან თავს იკავებდა არ ეცემა,ლუკას ისეთი
დაარტყა ეგრევე ძირს დააგდო, ნუცა პირდაღებული უყურებდა ხმას ვერ იღებდა, გიგამ ნუცას შეხედა, ისეთი სახე ქონდა თავს იკავებდა ეტყობოდა, დაჩიმ გამოათრია სახლში შეიყვანა
და ამანაც მაგარი დაარტყა,სიფათში
- დაჩი მირტყი რამდენიც გინდა.(გიგა)
-მაგარი ყ.. ხარ(დაჩი)
ხმაურზე ბიჭებიც გამოვარდნენ
-რა გეტაკათ რაზე ჩხუბობთ(გიო)
-მაგარი ჩაი... გიგამ და მაგაზე, გოგო ცუდად შენ გამო გახდა, ვიღაც ბო.... რომ დაგინახა არ გითხარი არც მინდოდა მეთქვა მაგრამ შენც ხომ უნდა იცოდე რა სი... ხარ
-ნუცა მართლა ამ სი... გამო გახდა ცუდად?(ვაჩე)
-ჰო(დაჩი)
გიგა ხმას ერ იღებდა გაშტერებული აქეთ იქით იყურებოდა მერე თავზე ხელი დაიწყო რაღაცას მიშტერებოდა
-რა გავაკეთე ღმერთო(გიგა)
-წამო რა არ მინდა ამის ყურება(დაჩი)
ბიჭები გარეთ გავიდნენ სანაპიროზე აღარავინ იყო,მე და ნუცა ლუკას სახლში ავყევით წარბი გახეთქილი ქონდა,ნუცა წარბს უმუშავებდა თან ბოდიშს უხდიდა თვითონაც შოკში იყო რა ეტაკა გიგას ვერ ხვდებოდა, ლუკა დავტოვეთ ნუცა სახლში დაბრუნდა მე დაჩის შევხვდი და დაველაპარაკე,სახლში მალე მივედი ნუცას უკვე ეძინა მეც მივუწექი გვერდით და მალე დამეძინა,მეორე დღეს გადავწყვიტე დაჩი მეც არ მენახა, მთელი დღე ნუცასთან გამეტარებინა ფილმების დღე მოვაწყვეთ ვუყურეთ ყველა ჟანრის ფილმს ოთახიდან არ გამოვსულვართ საღამოს ფილმების ყურება მოგვბეზრდა
-მე ლუკასთან გადავალ შენ წადი დაჩი ნახე
ვიცოდი ნუცას სულ არ ჰქონდა ლუკასთან ურთიერთობის სურვილი მე მიწყობდა ხელს.
-არა არ მინდა თან მგონი წასულები არიან ბათუმში ხო იცი ზეგ დაჩის დაბადების დღეა და მაგიდას უკვეთავენ.
-კაი არც მე წავალ მაშინ
7საათისთვის კლუბში გადავედით დიდი ხანი არც გავჩერებულვართ, საათ ნახევარში წამოვედით სახლში, ნუცას მამამ კრევეტები მოიტანა ჩენ მოვხარშეთ და სოუზთან ერთად შევჭამეთ.მეორე დღეს ნუცა დილიდანვე ლუკასთან გადავიდა, მე დაჩი ვნახე, ზღვაზე გავედი ბიჭებს მთელი დღით სკუტერები ქონდათ დაქირავებული
-ნუცა სადაა?(ვაჩე)
-ლუკასთანაა,კაი ბავშვია ლუკა მეც დავრწმუნდი ამიტომ არ ინერვიულოთ(ანა)
-დავურეკავ იქნებ მოვიდეს,მომენატრა(ვაჩე)
ვაჩემ ნუცა მოსვლაზე დაითანხმა ძალიან გამიხარდა სკუტერეზე მე და დაჩი დავჯექით მეორეზე ნუცა და ვაჩე ისეთი სისწრაფით მივდიოდით თვალებიდან ძლივს ვიყურებოდით
-გინდა დაგსვა?(დაჩი)
-აუ არ მინდა,შენ ატარე რა(ანა)
-წინ დამიჯექი,მე ვატარებ(დაჩი)
დაჩიმ წინ დამისვა ხელები გაზზე მომაკიდინა და ბოლომდე მომაჭერინა
-დაჩი მეშინია ცოტა ნელა რა(ანა)
დაჩიმ გააჩერა სკუტერი
-შემოტრიალდი,თან მინდა გიყურო და ისე ვატარო(დაჩი)
-კაი არ გვინდა რაა არ ავილეწოთ(ანა)
-მიდი გთხოვ(დაჩი)
შემოვტრიალდი, დაჩის ჩემი ფეხები ფეხებზე დავაწყვე, უცბად ისეთი სისწრაფით წავიდა შემეშინდა, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე,დაჩის ეცინებოდა
-რა გაცინებს?(ანა)
უცბად ხელი კეფაზე მომკიდა მომწია და მაკოცა თან უსწრაფესათ მივდიოდით,ყველანაირი შიში მომეხსნა არ მაღელვებდა ავილეწებოდით გადავტრიალდებოდით ნაპირზე მშვიდობით დავბრუნდით ნუცა ემოციებში იყო,თითოეულ დეტალს ყვებოდა გიგა იჯდა, არავის უყურებდა, ჩაფიქრებული იყო და ხმას არ იღებდა ბავშვებმა გადავწყვიტეთ დაჩის დაბადების დღეს ერთად შევხვედრილიყავით, სახლში მივედით თუ არა გიგა თავის ოთახში შევიდა
-აუ მაგარი თამაში ვიცი(ნუცა)
-აბა თქვი(ვაჩე)
-მოკლედ ყველა ავიღებთ 5-5 ფურცელს დავწერთ ცნობილი ადამიანების სახელებს,მერე სახელებს ვურევთ ერთმანეთში,პირველ ტურში ვუხსნით ჩვენ პარტნიორს ამოსულ პიროვნებას
როგორც გვინდა,მეორე ტურში ერთი სიტყვით, მესამე ტურში მიმიკებით,ყველას ერთი წუთი აქვს ასახსნელად ვთამაშობთ ფურცლების დაცლამდე
-აუ მაგარია,მინდა(გიო)
-ხო მაგრამ ან ოთხში უნდა ვითამაშოთ ან ექვსში(ნუცა)
-კაი გიგას დავუძახებ(გიო)
გიო მალევე უკან გამობრუნდა
-არ მოდის,მე არ ვითამაშებ ჯანდაბას(გიო)
ნუცა ადგა და გიგას ოთახსიკენ წავიდა
-სად მიდიხარ?(ვაჩე)
-დაველაპარაკები(ნუცა)
ნუცამ ოთახის კარი შეაღო,შიგნით შევიდა გიგა არ ელოდა და ფეხზე წამოდგა
-შენ ვინმეზე ნაწყენი ხარ?(ნუცა)
-არა,საიდან მოიტანე(გიგა)
-აბა ბიჭებს რანაირად ექცევი? მთელი დღეები ხმას არ იღებ, რაღაცნაირი დაბღვერილი დადიხარ(ნუცა)
-მერე?(გიგა)
-რა მერე კიდე რამე პრეტენზია გაქ შენ?(ნუცა)
-არ მაქვს,ხასიათზე ვერ ვარ(გიგა)
ისეთი ნაზი და საწყალი ხმით უთხრა გიგამ შეგეცოდებოდა და ჩახუტება მოგინდებოდა
-წამოხვალ ითამაშებ ჩვენთან ერთად?(ნუცა)
-არ მინდა(გიგა)
-გიგა მისმინე, იმაზე თვალს ვხუჭავ ლუკას რომ წამოგიარა და მუშტი დაარტყი,ამას შენს გამო არ ვაკეთებ, ვხედავ რომ ბიჭებიც განიცდიან შენს ასეთ საქციელს,რატო ექცევი ეგრე გულს ტკენ მაგით ხვალ იცი იმედია დაჩის დაბადების დღე როა იმედია ცოტა დაფიქრდები და გინს მოხვალ.
ნუცა ოთახიდან გამოვიდა.
-რაო?(დაჩი)
-რავიცი,მარტო ჰო არას გაიძახოდა(ნუცა)
ზუსტად ორ წუთში გიგა ოთახიდან გამოვიდა და თამაშში ჩაგვერთო ნუცა წესებს უხსნიდა,თამაშ თამაშში 12 საათიც მოვიდა შამპანიური გავხსენით ყველამ დავლიეთ მე დაჩის
საჩუქარი მივაწოდე rolex-ის საათი,მოეწონა გაუხარდა ჩამხუტა მაკოცა ასე ბედნიერად შევხვდით დაჩის დაბადების დღეს თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა



№1  offline წევრი Ninuca)

ძალიან მაგრად მომწოონს..დღეს წავიკითხე ყველა თავი..გააგრძელეეე

 


№2 სტუმარი lela

Gaagrdzele ra gtxov dzaan damainteresa <3

 


№3  offline წევრი chloe

3 თავი დარჩა მიხარია რომ მოგწონთ laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent