შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (9)


15-01-2016, 00:25
ავტორი chloe
ნანახია 2 818

დილით თვალს ვახელ თუ არა თავზე ბიჭები გვადგანან,გიჟებივით მოგვშტერებიან,დაჩის მაიკის მკლავი ჩამოხეული აქვს გვერდით გიო და ვაჩე უდგათ.უცბად წამოვხტი ლეიბიდან
-რა მოხდა რა დაგემართათ,რა გჭირს დაჩი იჩხუბეთ ხოო?(ანა)
-ჩვენ ხო ვიჩხუბეთ, თქვენ რას აკეთებთ აქ?(დაჩი)
-ჩვენ აქ გვეძინა გიგა სადააა?(ანა)
-აუ კაი ანა გთხოვ დამაძინე რა(ნუცა)
-გიგა ნაცემია მაგარი თან(ვაჩე)
-ვაიმე სად არის?(ანა)
-სახლშია, აქ რატო გეძინათ,ოთახები გაგითავდათ?ხო შეიძლება ვინმე მოსულიყო დაენახეთ ესე,ანა ტვინი გაანძრიე ხოლმე ცოტა,რატო მიშლი უაზრობებზე ნერვებს(დაჩი)
-კაი ბიჭო რა გჭირს შენ კიდე, გოგოებს მოუნდათ და გაისწორეს(გიო)
-ნუცა ადექი მალე(ანა)
-რა მოხდა რა ხდება,თქვენ აქ რა გინდათ?(ნუცა)
-იჩხუბეს ბიჭებმა და გიგა ნაცემი ყოფილა სახლშია (ანა)
-რა მეღადავები,თქვენ რას დგახართ ვინმე ვერ დარჩით სახლში?(ნუცა)
მე და ნუცამ ყველაფერი ისე დავტოვეთ და ბიჭებთან ერთად სახლში შევედით,გიგა ოთახში საწოლზე იწვა და აქეთ იქით წრიალებდა,ტუჩი და წარბი გამსკდარი,ხელები სულ დახეთქილი ქონდა.
-დაჩი წადი შენ აფთიაქიდან მოიტანე რამე მალამო ჭრილობის, ბინტი, პერეკისი, ბამბა(ნუცა)
-მე გამოგყვები(ანა)
ნუცა საწოლთან მუხლებზე დადგა და გიგას ჭრილობებს აკვირდებოდა, გიგა ვერ ისვენებდა აქეთ იქით სახეს ატრიალებდა,
-წამო გავიდეთ ჩვენ,ნუცა თუ რამე ხო იცი აქ ვარ(ვაჩე)
-მიდიხართ?(ნუცა)
-ხო,თუ რაღაცა დაგვიძახე(ვაჩე)
ნუცა ადგა ნაჭერი დაასველა, ჭრილობიდან სისხლი მოწმინდა.
-გიგა თავი გააჩერე გთხოვ ვერ გწმენდ ასე სისხლს(ნუცა)
გიგა ნუცას მიუტრიალდა გეგონება მანამდე ვერ შეამჩნიაო და მიაშტერდა,ხმა არ ამოუღია, უყურებდა როგორ უვლიდა ნუცა,ოთახში ანა შემოვიდა და მაგიდაზე ყველაფერი დააწყო, ჭრილობა ჯერ პერეკისით დაუმუშავა, თან სულს უბერავდა რომ არ აწვოდა,გიგა თვალებს ნაბავდა სიამოვნებისგან, წარბზე და ტუჩზე მალამო წაუსვა, ამაზე სულ გადაირია,რტყმისგან გაცრეცილი თითებიც მალამოთი დაუმუშავა და ბინტით შეუხვია.როდესაც მორჩა ჭრილობების დამუშავებას ადგა და გასვლა დააპირა
-იყავი რა,გთხოვ(გიგა)
-არ გინდა დაიძინო?(ნუცა)
-არა,აქ მინდა იყო,გვერდით მომიწექი, დაშავებულს მაინც შემისრულე რამე(გიგა)
ნუცა გვერდით მიუწვა,გიგა თვალს არ წყვეტდა თან თვალებს ნაბავდა.
-რაზე იჩხუბე?(ნუცა)
-ვიღაც გოგოს გამო,მაინდამაინც ჩემთან გაიგო მაგის შეყვარებულმა რო ბო.. იყო(გიგა)
-არ გაგიჭირდებოდა(ნუცა)
გიგას მალევე ჩაეძინა,ნუცასაც ეძინებოდა, იმდენად რომ თავს ნება მისცა გიგას გვერდით დაძინებოდა,ოთახში ბავშვები შემოვიდნენ
-ვაიმე გუგულები(გიო)
-წამო გავიდეთ ჩვენ, ეძინოთ ცოდოები არიან(ანა)
ბიჭებთან ერთად გარეთ გავედი ლეიბზე დავჯექით,ზღვის მოძრაობას ვუყურებდით თან დაჩი ყვებოდა როგორ მოყვნენ ჩხუბში, შუა ლაპარაკში მეც ჩამეძინა და თავი დაჩის დავადე, რომ გავიღვიძე საწოლში ვიწექი, გვერდით დაჩის ეძინა. საწოლიდან ავდექი ოთახიდან გავედი ყველას ეძინა. ცოტა ხანში ნუცა გამოვიდა ოთახიდან.
-აუ რა კარგად მეძინა(ნუცა)
-აბა,მეც (ანა)
-აუ მაგრა მშია, ამათაც მალე მოშივდებათ გავაკეთოთ ხო რამე(ნუცა)
-ბლინები დავაცხოთ(ანა)
-აუ ხოო რაა ძაან მომენატრა(ნუცა)
სანამ ჩვენ ბლინებს ვაკეთებდით ბიჭებს გაეღვიძათ და ზალაში დაგველოდენენ.
-აუ რა გოგოები არიან პროსტა ვშოკე, რა გოგოები დაირტყეს დაჩიმ და გიგამ აზრზე ხარ?(გიო)
-გიგამ,სად დაირტყა აბა?(ნუცა)
-არ მომაქციო ყურადღება, ეს ჩემი შორსმჭვრეტელობა და მისი ჯანი(გიო)
-აბა გიგას ვინ შეუტანს ბლინებს,ჩვენი ნუცა რათქმაუნდა(დაჩი)
-აუ თქვენ შეუტანეთ, მე რო შევუტანო თავს შემაცოდებს და მეტყვის მაჭამეო(ნუცა)
-მერე რა პრობლემაა(გიო)
-ნერვებს მიშლით(ნუცა)
ნუცა ადგა და ოთახში შევიდა,გიგას ეძინა მაგრამ კარის ხმაზე გაიღვიძა და გადმოტრიალდა
-ვაიმე რა მზრუნველი ყოფილხარ შენ გოგო(გიგა)
-ხო ვიცი ხოლმე,ბლინებს აქ შეჭამ თუ წამოხვალ?(ნუცა)
-არა შენ მაჭამე აქ(გიგა)
-უკაცრავად? ნაცემი ხარ პარალიზებული კი არა(ნუცა)
-ნაცემი არა რა აქეთ ვცემე სხვები(გიგა)
-აა, სულ სახე ურტყი ფეხებში ხო?(ნუცა)
-აუ ცუდად ვარ ვკვდები და მაინც მეღადავება,რანაირი ხარ შენ(გიგა)
-აჰა და ჭამე(ნუცა)
-ეგრე არა ცოტა თავაზიანად(გიგა)
-გიგა აბა პირი გააღე თვითფრინავი მოდის(ნუცა)
-არა ჯერ შენ შეჭამე(გიგა)
-რაა?(ნუცა)
-მეშინია არ მომწამლო და მომკლა(გიგა)
-აუ ან შეჭამ ან ნახვამდის(ნუცა)
-არა არა ვჭამ უკვე(გიგა)
-ყოჩაღ კაი ბიჭი ხარ(ნუცა)
ასე ზუსტად ერთი ნახევარი საათი ჭამდა გიგა სამ ცალ ბლინს,შუადღეს სამ საათზე გიგასაც რომ ჩაეძინა ბავშვები სანაპიროზე გავედით,ბავშვობა გავიხსენეთ და დაჭერობანა ვითამაშეთ. მე და დაჩი ზღვაში დავტყდით ერთმანეთს ვაყვინთავებდით, უცბად ვხედავ გიგა ჩვენკენ მორბის თან შეწუხებული სახე აქ
-რას დამტოვეთ მარტო სახლში(გიგა)
-შეგეშინდა გიგუჩი?(ნუცა)
-შენ არ დაგავიწყდეს ერთი სურილი გაქ წაგებული ჩემთან(გიგა)
ვაჩემ ნუცა ხელში აიტაცა წყლისკენ გააქანა და ჩააყვინთინა
-წყალი ჩამეყლაპა, ვაჩე ჯიგარი ხარ მადლობა(ნუცა)
ნუცა წყლიდან ამოვიდა, ზაგარზე უნდა წამოწოლილიყო, სველი და ნახევრად შიშველი ნუცას დანახვისას გიგამ ვეღარ მოითმინ,ა ნუცას მიუვარდა და ყველას თვალწინ აკოცა,ყველამ პირი დააღო ყველა შოკში იყო
-ეს რა გააკეთა ბიჭო,სულ გაგიჟდა(ვაჩე)
ნუცამ გიგას ხელი კრა და მალე მოიშორა,სახეში აღარ გაარტყა ისედაც ნაცემი შეეცოდა,ხმას ვერ იღებდა თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა მთელ სხეულით კანკალებდა,პირსახოცი აიღო შემოიხვია და სახლისკენ გავარდა,გიგა უკან გაყვა,თვალს რომ მოეფარნენ გიგა დაეწია. ნუცა მისკენ შემოატრიალა.
-რა დაგემართა,რატო გამიბრაზდი(გიგა)
-რატო გაგიბრაზდი?აბა რა უნდა მექნა მადლობა მეთქვა? ყველას თვალწინ დამამცირე მეტი არაფერი,უსუსურ და უძლურ ადამიანად ვიგრძენი თავი ჩემზე ძლიერი ხარ და როგორც გინა ისე მომექცევი ხო?საერთოდ ვერ ხვდები ეხლა რა გააკეთე?(ნუცა)
ნუცას თვალებიდან ცრემლი გადმოუვარდა,გიგამ ხელით ცრემლი მოწმინდა და ძლიერად ჩაიხუტა
-მაპატიე,მაპატიე ასე არასოდეს მოგექცევი,არ წახვიდე რა დავბრუნდეთ სანაპიროზე შერიგებულები ვითომ არაფრი მომხდარა,კაი?
-არ მინდა,ვერ მივალ ეხლა იქ,სახლში მინდა
ნუცამ გიგას მკლავებს თავი დააღწია და სახლისკენ გზა გააგრძელა,გიგაც გაბრუნდა ყველა გაცოფებული იდგა და უყურებდა
-რა იდიოტი ხარ, რა გააკეთე?(ანა)
-მაგარი ყ.. ხარ(გიო)
-მაგარი შ......(ვაჩე)
-კაით ხალხო უყვარს გოგო, რა გააკეთოს, ვეღარ მოითმინა(დაჩი)
-შენ მხარს უბავ?(ანა)
-ყველაზე მეტად მე მესმის ამის იმდენჯერ მომდომებია შენთვის მეკოცნა რა დაითვლის(დაჩი)
-სულ სხვაა დაჩი ეს, ნუცას გონია გიგა სერიოზულად არ უყურებს, მაგას გონია ვიღაც სხვა უყვარს და არ ესიამოვნა თავის გრძნობებზე რომ ითამაშა გიგამ..მოკლედ თქვენ მაინც ვერ გაიგებთ(ანა)
-რა გრძნობებზე მეღადავები?რას გრძნობს ნუცა ჩემს მიმართ(გიგა)
-არ ვიცი გიგია რა გითხრა, მე არ მეუბნება არაფერს აუ წავედი რა(ანა)
-კაი მაპატიე მაგარი ყ... გიგა არ გამებუტო(დაჩი)
-უარესად ნუ მომიშლი ნერვებს(ანა)
სახლში შევედი ნინო დეიდამ დამინახა
-ანა რა ჭირს შენ დაქალს რა ეტაკა?(ნინო)
-არ ვიცი ავალ დაველაპარაკები(ანა)
ოთახში შევედი ნუცა მობილურში რაღაცას აკეთებდა
-რას შვები(ანა)
-სიმღერას ვეძებ(ნუცა)
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?(ანა)
-აუ კი მინდა(ნუცა)
მე და ნუცა მთელი დღე სახლში ვიყავით ფილმებს ვუყურებდით მერე ნუცას მამამ ბათუმში sushi roomში წაგვიყვანა ორივე ვგიჯდებით სუშიზე,დაჩის ვუთხარი დღეს ვერ გნახავ თქო გამიგო და აღარ შევუწუხებივარ,სახლში გვიან დავბრუნდით საწოლში დავწექით ბევრი ბევრი ვილაპარაკეთ და მალე ჩაგვეძინა.დილით დაჩის ზარმა გაგვაღვიძა
-რა მოხდა ამ დილაადრიან?
-ადექით გიგამ კატერი დაიქირავა და შუა ზღვაში გავდივართ
-აუუ რა მაგარია კაი მოვდივართ
ნუცას წამოსვლა არ უნდოდა, ბოლოს მაინც დამთანხმდა, ვისაუზმეთ, ჩავიცვით და გარეთ გავედით.ბიჭებმა თავი ისე დაიჭირეს თითქოს არაფერი მომხდარა,გიგამ ნუცა გაიყვანა და ბოდიში მოუხადა
-მაპატიე,არ მინდოდა მეწყენინებინე,დავივიწყოთ, ვითომ არაფერი, თუ შენ გინდა რათქმაუნდა(გიგა)
-მაინც მაგარი დეგენერატი ხარ(ნუცა)
-რა ხდება აბა?(დაჩი)
-მლანძღავს,შევრიგდით(გიგა)
-ხოდა ძაან კაი წავედით ეხლა(დაჩი)
ბიჭებმა მალევე მიგვიყვანეს, კატერთან ყველა ჩავჯექით კატერი სწრაფად დადიოდა, მალე გაჩერდა, ნაპირი ძლივს მოჩანდა.
-ვის გინდათ აბა ჩავყვინთოთ
-აუუ მეე, ჩემი ოცნებაა(ნუცა)
-მარტო ორი აკვალანგია სამწუხაროდ ამიტომ რიგში ჩადექით ჯერ მე და ნუცა(გიგა)
-პარტნიორის გაცვლა არ შეიძლება? მე და ვაჩე ჩავიდოდით(ნუცა)
-სამწუხაროდ არა(გიგა)
ორივემ გაიკეთეს აკვალანგები, ლასტები, ყველაფერი რაც საჭირო იყო
-სათვალე მაგრა გიხდება ქუჩაშიც ეგრე იარე(ნუცა)
-შენ აღადავდი?(გიგა)
-არა ეხლა შენს გამო სახლში ჩავიკეტებოდი და დეპრესია დამეწყებოდა გიგუშ(ნუცა)
-ეგრე ნუ მეძახი(გიგა)
-ჰე მალე ეხლა ხალხი გელოდებათ(დაჩი)
ბავშვებმა ჩაყვინთეს ,რო გვეგონა უკვე დაიხრჩვნენ ამოყვინთეს
-აუ ეს გიჟია მომაშორეთ აკვალანგი წამართვა და არ მაძლევდა(გიგა)
-აუ აბა არ მომეშვი წყალქვეშაც მაყვინთავებდა, რა ხისთავიანი უნდა იყო ადამიანი წყალქვეშ რომ აყვინთაო(ნუცა)
შემდეგები მე და დაჩი ვიყავით, მალე ჩავიცვით და წყალში ჩავედით,დაჩის ხელი ეკიდა არ მიშვებდა ისე მივცურავდით ვათვალიერებდით წყალქვეშა სამყაროს დიდი ინტერესით
დაჩი ერთ თევზს გაეკიდა და კინაღამ დავკარგე,ხელით მანიშნა მხარზე ხელი მომკიდე და ისე გავცუროთო, ვცურავდით ჩვენთვის ბედნიერები თავი აქაც ვერ შევიკავეთ პირიდან მოწყობილობა მოვიძვრეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ ავედით ორივე კმაყოფილები წყალქვშ კოცნა არ გვეყო განვმარტოვდით და ისე ვკოცნიდით ერთმანეთს,გიგას და ნუცას გავხედე ხო ცოცხლები იყვნენ ჩემდაგასაკვირად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.
-როდემდე უნდა გვქონდეს ასეთი ურთიერთობა,სულ არ მსიამოვნბს სულ რომ ვჩხუბობთ(გიგა)
-არც მე მინდა არავისთან კომფლიქტი(ნუცა)
-ხოდა ბავშვების ხათრით აღარ ვიჩხუბოთ(გიგა)
-კაი აღარ გაგლანძღავ ხოლმე(ნუცა)
-მადლობა,სახლში რომ მივალთ მალამოს წამისმევ?(გიგა)
-ჰო წაგისმევ,ძველი ნუცა გეტყოდა შენთვითონ ვერ წაისმევო(ნუცა)
სახლში რო დავბრუნდით უკე 5 საათი იყო ვაჩე და გიო სულ დამწვრები იყვნენ და დამწვრობის მალამოს გვასმევინებდნენ მე და ნუცას მერე ნუცა გიგასთან შევიდა მალამო უნდა წაესვა.მე დაჩის ოთახში შევედი ტანზე პირსახოცი ქონდა შემოხვეული და ისე იდგა ხელები თვალებზე ავიფარე,დაჩის გაეცინა ხელები ამაწევინა და თვალებზე მაკოცა,
-გარეთ დამელოდე ჩავიცმევ
-ზალაში დაგელოდები გეძებდი უბრალოდ
-აქ დამელოდე
ცოტა ხანში დაჩიმ დამიძახა შევედი თუ არა მომიახლოვდა წელზე ხელი მომხვია ტანზე მიმიკრო როგორც იცის ხოლმე და კოცნა დამიწყო,საწოლზე დამაწვინა ზემოდან დამაწვა
მკოცნიდა ყელზე, თვალზებზე, ცხვირზე
-დაჩი არ გინდა გამიშვი
ისევ აგრძელებდა,თითქოს არაფერი გაუგონიაო,წელზე ხელი მომკიდა მხრებიდან ხელს მისრიალებდა ზემოთ ქვემოთ ოდნავ მაიკა ამიწია,აი მანდ უკვე ამენთო
-დაჩი ხელი გაწიე,სასწრაფოთ შეწყვიტე
მაინც აგრძელებდა თავს არ მანებებდა იძულებული ვიყავი ხელი მეკრა ხელზე ძლიერად ვუჩქმიტე და ხელი ვკარი,უცაბდ გამოვიდა მდგომარეობიდან და პირდაღებული მიყურებდა
-ანა მაპატიე
-რა დაგემართა,გადაირიე?
საწოლიდან ავდექი თუ არა დაჩი მომახტა და ჩამეხუტა სახეზე რო შევხედე თვალები აცრემლიანებული ქონდა
-მაპატიე მაპატიე არ წახვიდე, გთხოვ
დაჩი მოვიშორე ნუცას დავუძახე და სახლისკენ წავედი,თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი უკვე ვეღარ ვენდობოდი ცოტა შიშის გრძნობაც დამეუფლა და ამ გრძნობამ ცუდად გამხადა
სახლში მალე მივედით ოთახში შევედი აბაზანაში ჩავიკეტე და ტირილი დავიწყე,ნუცა მიხვდა თითქოს ყველაფერს და არაფერს მეუბნებოდა ღამე ამაზე ფიქრი არ მაძინებდა 4საათზე ძლივს ჩამეძინა რომ გავიღვიძე ოთახი სულ ვარდებით იყო მორთული საწოლის წინ ყუთი იდო ყუთს Tiffani & co ეწერა ყუთი გავხსენი და ულამაზესი ბეჭედი დამხვდა სვაროვსკის თვლებით.



№1 სტუმარი lela

Shemdegi rodis daidwba tu ase damtavrda?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent