Prince of the city(2)
***** 31 დეკემბერი 2013წელი. დიდთოვლობის გამო ჩემებმა რაჭიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხეს,ასე რომ არანაირი პრობლემა არ შემქმნია გუდაურში ახალი წლის შეხვედრაზე,პრინციპში რომც ჩამოსულიყვნენ არც მაშინ არ შემექმნებოდა უთანხმოება,მაგრამ მაოს ერთ დღიან ქოთქოთს გადავურჩი. ყველანი ბუხართან ვიყავით და რაღაცეებს ვიხსენებდით.არ ვიცი საიდან გააჩინა თოკამ გიტარა,მაგრამ სიმებს ხელი ჩამოკრა და ჯგუფი "რეგიონი"-ს "აი დუნია" იმღერა.ბავშვებიც მას აყვა მე კი ღიმილით ვუყურებდი მათ და ბუხარში ნაკვერჩხალს რკინის ჯოხით ვაწვალებდი.მერე იყო ოთიკო ანდრიაძის "ჩემი იქნები" ნიკას შესრულებით.მისი სიმღერის დროს სალი თვალებს მიქაჩავდა :"ნახე შენ რა გრძნობით გიმღერისო".მის ამ სისულელეზე გამეღიმა და ჩემთან მოსულ თოკას ავხედე,რომელმაც კალთაში თავი ჩამიდო,ძნელი მისახვედრი არ იყო რისკენ ისწრაფოდა ბურდული. _რა გინდა ბურდულო? _რაღაცას გთხოვ ოღონდ არ გამიბრაზდე რაა. _არც იოცნებო. _მიდი რა გთხოვ. როგორც ჩანს ჩვენი ლაპარაკი სხვებსაც გაეგოთ და მიმხვდარიყვნენ რას მთხოვდა თორნიკე.ასე,რომ ეხლა უკვე ერთიანი ძალებით მიტევდნენ. _კარგი რა ტას გთხოვთ. _იცოდეთ მხოლოდ იმიტომ,რომ ახალი წელია. სიცილით ვთქვი და გიტარა გამოვართვი.სიმებს ჩამოვკარი ხელი და ირაკლი ჩარკვიანის "მენატრება" ვიმღერე.გიტარაზე დაკვრა გიომ მასწვალა,პირველი სიმღერაც ეს იყო.არასოდეს ესე არ დამიკრავს,ვხვდებოდი,რომ ეს მაკლდა ამ ხნის განმავლობაში.სიმღერას მოვრჩიი და თვალები გავახილე.ყველა მე მიყუროდა და იღიმოდა. _რა იყოთ ხალხო? _არაფერი,უბრალოდ რადენი ხანია არ გიმღერია(იკა) _აუუ მიდით რა ის იმღერეთ შენ და თოკამ.(დეა) _აუუ ხო მიდით რაა..(ნინა) თოკამ გიტარა აიღო და We Can't Stop ვიმღერეთ. _არა რა ხომ ვამბობ ეს გოგო ნიჭიერიათქო.(ნიკა) კიდევ ბევრი ვიმღერეთ და კარგადაც დავთვერით.როგორც კი 12 გახდა ყველა გარეთ გავედით.გუდაური ლამაზი იყო,ძალიან ლამაზი...ერთმანეთს საჩუქრებს ვაძლევდით,როცა ჩემთან ნიკა მოვიდა.(ძნელი მისახვედრი არ იყო რისთვის). _ტაისია წამოდი რა აივანზე გავიიდეთ,საქმე მაქვს. _ნიკა გარეთ ცივა. _წამოდი რაა. ქურთუკი მომაცვა და ისე გამიყვანა გარეთ.სიგარეტს მოუკიდა და სივრცეს გახედა.მეც ამოვიღე უკანა ჯიბიდან და მოვუკიდე.გამომხედა და გაეღიმა. _გიხდება სიგარეტი. _ამის სათქმელად გამომიყვანე გარეთ? ცაში აიხედა და ისევ მითხრა.ვიცი ცუდია,როდესაც არ იცი რას გრძნობს სხვა შენს მიმართ,მაგრამ დამიჯერეთ ის უფრო ცუდია,როდესაც იცი რას გრძნობს და ელოდები ამას როდის გეტყვის.ის კი რაღაც სისულელებს გეუბნება და დროს უაზროდ წელავს. _თოვლის ბაბუა არ არსებობს. მითხრა და გამომხედა,უცებ აზრზე ვერ მოვედი რას მეუბნებოდა,მაგრამ როცა გავაანალიზე საოცრად გავბრაზდი. _მეღადავები ხო?ამის სათქმელად გამომიყვანე და გამყინე?იდიოტო. წასვლას ვაპირებდი როცა მისი ხმა გავიგე და შემოვბრუნდი. _ხო იცი არა,რომ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.ისიც იცი,რომ გრძნობების დიდად გამოხატვაც არ შემიძლია.პირდაპირ გეტყვი მიყვარხარ.ვიცი არასწორია მე და შენ მეგობრები ვართ,მაგრამ რა ვქნა?შემიყვარდი.შეიძლება უარი მითხრა ურთიერთობაზე,გული მეტკინება,მაგრამ გზიდან ჩამოგეცლები და შენ ურთიერთობებში არ ჩავერევი.მაგრამ თუ დამთანხმდები და ჩემი გოგო დაგერქმევა იცოდე ყველაფერს ჩემთან შეათანხმებ. _ნიკა ეხლა კარგად მომისმინე!მე შენ არ მიყვარხარ,მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ არ მომწონხარ.შეიძლება ვცადოთ,მაგრამ იცოდე თუ არაფერი გამოვა დავშორდებით და შემეშვები. _გამოვა როგორ არ გამოვა. სიგარეტის ნამწვი სანაგვე ურნაში ჩააგდო და ხელი გადამხვია. _ჩემი გოგო ხარ. შუბლზე მაკოცა და ოთახში შევედით. _ხომ გითხარით არაა იკივლა ნინამ და ფეხზე წამოხტა. _შვილი მაინც არ გყავდეს.(მე) იმ დღის შემდეგ მე და ნიკა შეყვარებულები გავხდით,მიუხედავად იმისა რომ მე ის არ მიყვარდა.ნიკა?ნიკა კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ვხვდებოდი,რომ არაფერი გამოგვივიდოდა,ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო,რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყავით.მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი,ის-დეპრესიული;მე-კოსმოსზე და ციურ სხეულებზე შეყვარებული,ის-უბრალო ადამიანი,ყველანაირი გართობის და სიცოცხლის მოძულე.მე-ჯინიანი,ის-დამთმობი.მას ყოველთვის ყველაფერი ეზარებოდა,მე კი ყოველთვის მინდოდა სადმე წავსულიყავით.ვერ იტანდა როდესაც კლუბებში და ბარებში დავდიოდი. ვითმენდი,მეგონა რომ შემიყვარდებოდა.როგორც ჩვეულებრივ ეხლაც ტელეფონზე დამირეკა,ცოტა არ იყოს და შემაწუხებელი იყო. _რას შვები? _არაფერს შენ? _მიდი ჩამო კაფეში საქმე მაქვს. აი ეს იყო ჩვენი ყოველდღიური დიალოგი,ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებული ორი ადამიანის დიალოგი.სასაცილოა,უბრალოდ სასაცილოა.კაფეში შესულს ფანჯარასთან იჯდა ძალიან დიდი ვარდების თაიგულით.რომ დამინახა ფეხზე წამოდგა. _როგორ მომენატრე. მითხრა და ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები. _ნიკა გუშინ საღამოს გნახე. _მერე რა მაინც მომენატრე.შენ არ არ მოგენატრე? _კი როგორ არა. _ხო მოდი დაჯექი,აი ეს ვარდები. _მადლობა. ნაძალადევად გავუღიმე და სკამზე ისე დავჯექი ვარდებისთვის არც შემიხედავს.ასე უინტერესოდ გავატარე საღამო ბოლოს თავის ტკივილი მოვიმიზეზე და წასვლლა ვთხოვე.მანაც ანგარიში გადაიხადა და ქურთუკი მომახურა. _ვარდები ტაისია. მეც ხელი მოვხვიე და კარებში ერთად გავედით.გზაში სიმღერები ჩართო და "ჩვენს მომავალზე" მელაპარაკებოდა,ზუსტად არც მახსოვს რაზე,რადგან ნორმალურად არც ვუსმენდი.როგორც იქნა ჩემი ბინაც გამოჩნდა. _მადლობა კარგი საღამო იყო. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე,გადასვლას ვაპირებდი,როდესაც ხელი მომკიდა და მისკენ შემაბრუნდა. _მოიცა ტაისია. _რა იყო? _რო მოვკვდე რას იზამ? _რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ამ თემზე ლაპარაკს ვერ ვიტან?რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ შეეშვა ჩემთან ამ თემის განხილვას. _და მაინც რას იზამ? _რა უნდა ვქნა ნიკა?საფლავში ჩაყოლას ნამდვილად არ ვაპირებ. აქ ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე.ის კი მაინც წყნარი ხმით განაგრძნობდა. _ხო ისე მართალი ხარ,გიოს არ ჩაყევი... _გიკრძალავ!გესმის?გიკრძალავ გიოს ხსენებას,შენ გიოსთნ ვერასოდეს ვერ მიხვალ! გამწარებულმა ვარდებს ხელი დავავლე და კარები გამოვაღე. _რაღაც გავიწყდება. კოცნა უნდოდა,მაგრამ თავი გავატრიალე და მანქანიდან გადავხტი,სადარბაზომდე მანძილი ლამის სირბილით გავიარე.სახლის კარები შევაღე თუ არა დედაჩემი კარებთან დამხვდა. _დედი რა ლამაზი ყვავილებია,ეხლავე მოვიტან ვაზას. _რა ვაზა კარგი რაა..სანაგვეში მოისროლე. _ტაისია როგორ იქცევი? _დედა ხომ იცი რომ არ მიყვარს ვარდები? _მერე რაა ეს ხომ ნიკამ გაჩუქა. _მერე რა რომ ნიკამ მაჩუქა? _ტაისია ისე ნუ იქცევი,თითქოს არ გიყვარს. _და როდის ვთქვი რომ მიყვარს? ვკითხე და ჩარლის მისი საჭმელი მისსავე ჯამზე დავუყარე. _გაგიჟდი? _რა შემატყვე გიჟის?ორივემ კარგად ვიცით,რომ მე ის არ მიყვარს. _აბა ერთად რაღატო ხართ? _საცდელი ვადაა,თუ შემიყვარდა დავრჩებით ერთად და შენს საოცნებო სასიძოდ იქცევა. _როგორ ლაპარაკობ? _რაც არის იმას ვამბობ,ვითომ შენ არ იყავი რომ აქებდი და ანგელოზად გყავდა ქცეული. _ისე ლაპარაკობ ვითომ ჩემს გამო იყო მასთან. _დედა მე ამას არ ვამბობ. _შენი ლაპარაკიდან ესე გამოდის. _მე ოთახში ვარ.წამოდი ჩარლი. ნიკამ შესარიგებლად მეორე დღეს სახლში ვარდების ზღვა დააყენა.მაო ამით ზედმეტად გახარებული იყო და ნიკას ქების მეტს არაფერს აკეთებდა.მამაჩემი ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი,მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს ცემდა. 15 ივნისი,2014 წელი. როგორც ყოველთვის ეხლაც,ბებოსთან და ბაბუსთან მივდივარ რუსეთში.ყველას დავემშვიდობე და ვთხოვე აეროპორტში არ წამოსულიყვნენ.ჩემოდნებს მოვკიდე ხელი და კართან მყოფ დედაჩემს მოვეხვიე. _აბაა შენ იცი დე ჭკვიანად. _კარგი წავედი ტაქსი უკვე მოვიდა.აბა შენ იცი მა გაუძელი. სიცილით ვუთხარი და ლიფტში შევედი.როგორც იქნა აეროპორტში მივედი და პირველ რიგში ბარგი ჩავაბარე.ერთი ზუგრჩანთა დავიტოვე თვითმფრინავში ასატანად და რეგისტრაციის დაწყებას დაველოდე.უცებ უკნიდან დეას კივილი გავიგე. _როგორ იფიქრე რომ არ გაგაცილებდით. უკან მივიხედე და ყველა იქ იყო.არ ვიცი რატომ,მაგრამ პირველ რიგში თოკასკენ წავედი. _ვაიმე ბავშვებო როგორ მიყვრახართ.ყველაზე კარგები ხართ. თოკას უფრო მივეკარი და კისერში ვაკოცე,გვერდიდან ჩახველების ხმა გავიგე და ნიკასკენ გავბრუნდი. _ჩემო გოგოვ მომენატრები. მითხრა და ჩამეხუტა.ისევ ეს წითელი ვარდები,მობეზრებულმა გადავხედე და ნიკას ავხედე. _გამომართვი ყვავილები. _ნიკა ხომ იცი რომ ვარდები არ მიყვარს? _კარგი რა ესე გამოდის ჩემგან არ გიყვარს? _საერთოდ არ აქვს იმას მნიშვნელობა ვინ მაჩუქებს,მთავარი ის არის,რომ ვარდებს ვერ ვიტან. _ანუ არ აქვს მნიშვნელობა მე გაჩუქებ თუ თორნიკე? _ესე გამოდის. _კარგით ხალხნო რა იყოთ?ნუ იჩხუბებეთ ეხლა ამ ერთი თაიგულის გამო.(იკა) როგორც იქნა რეგისტრაცია დაიწყო და ყველას ჩავეხუტე (მათ შორის ნიკასაც).ბოლოს თოკასკენ წავედი და ყურში ვუთხარი. _იცოდე ჩარლის შენ გაბარებ და მომენატრებით. ზურგჩანთა მოვიკიდე კიდევ ერთხელ დავემშვიდობე ყველას და რეგისტრაცია გავიარე.თვითმფრინავში ჩავჯექი და ზემოდან გადავხედე თბილისს. P.s.აბა როგორ ხართ?როგორ ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარები,თითოეული კომენტარი სტიმულს მაძლევს და ახალი თავის დაწერისკენ მიბიძგებს.საოცრად მიყვარხართ და იმედია ეხლაც არ დაიშურებთ კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.