Prince of the city(1)
სახელი_ტაისია გვარი_ონიანი. ასაკი_22 წლის. ოჯახი_დედა- მაია ლეხმანიუკი,მამა-გოგა ონიანი და კიდევ ერთი ჩემი "დონ ჰასკინიო" მისტერ ჩარლი. პროფესია_მხატვარი. სამეგობრო წრე-ირაკლი ჯიქია(28წლის,გამომძიებელი.ცოლი-ნინა გოგუაძე25წლის,ბავშვი საბა(2წლის)),დემნა ტუღუში (23 წლის,არქიტექტორი.შეყვარებული-დეა ბერეჟიანი(20 წლის)) ანკა იმნაძე(23 წლის),სალი მუმლაძე(21 წლის) ,ნიკა ხურციძე(22 წლის,კალათბურთელი)),თორნიკე ბურდული(24 წლის,ბიზნესმენი) მიყვარს_ლაშქრობა,უშაქრო ყავა და სიგარეტი. 2013 წელი 25 დეკემბერი. _ტას მიდი რა ბარემ გამო ჩემთან და მერე პირდაპირ აქედან დავადგეთ იმ ჭკუანაკლულს თავზე. _თოკა ხომ იცი რომ დღეს მაო და გოგა მიდიან რაჭაში დეიდაჩემთან და რომ არ გავაცილო ჩემს გასვნებაზე მოგიწევს მოსვლა. _აუ ეგ სულ არ გამხსენებია.მოკლედ რომ გააცილებ მაგათ,ეგრევე წამო.თან ყველა აქ არის და შენ გელოდებით. _ხო აი მორჩება დედჩემი ჩემს დარიგებას და ეგრევე გამოვალთ მე და ჩარლი. კავშირი გაწყდა და მეც აქოთქოთებულ დედაჩემს გავხედე. _გოგა რამდენჯერ უნდა გითხრა?გასაღები დადე ისეთ ადგილას სადაც ვინახავთ. მამაჩემმა უკმაყოფილო თავლებით გამომხედა და მაგრძნობინა მიშველეო. _მაიჩკა შემოსავლელში დევს. _ვნახე უკვე,მაგრამ არ იყო. _უჯრაში მაო,უჯრაში. _მოკლედ რაა გადამრევთ მე თქვენ!არასოდეს არ დებთ არაფერს თავის ადგილას და ეხლა რა მოგელანდათ? _ვინ თქვა რომ ჩვენ ჩავდეთ?შეგახსენებ,რომ გუშინ შენ თვითონ ჩადე,სმზარეულოში რომ ნახე. ფხუკუნით ვუთხარი და შეკავებული სიცლისგან აწითლებულ მამაჩემს გავხედე. _გაიცინეთ ონიანებო თორემ გაიგუდებით. ვითომდა მკაცრი ხმით გვითხრა.ეტყობოდა,რომ სიცილს მძლივს იკავებდა. _გაიცინე მაი ვითომ ჩვენ აქ არ ვართ. უთხრა გოგამ,ხელი მოხვია და სამზარეულოსკენ წავედით. _ისე რა მოხდებოდა შენც რომ წამოსულიყავი? უკვე ცივი წვენით ხელდამშვენებულმა გამომხედა. _კარგი რაა მაა,ხომ იცი,რომ არ მიყვარს მანდ სიარული, თანაც ხვალ ჩემი სალის დაბადებისდღეა.უთხარით რომ სიცხე მაქვს. _მერამდენედ ტაისია? _რატო წინაზე ხო მოწამლული ვიყავი? _ჩემი შვილია ეს. სიცილით თქვა მამაჩემმა და დედაჩემს ენა გამოუყო. _შენ როგორ არსად წასვლა არ გიყვარს.ყველაფერში კი არ უნდა დამსგავსებოდი მამაშენს. _აბაა ჩემს სიმამრს დამსგავსებოდა?ისიც გეყოთ ასე ხშირად რომ დადის იმ თქვენს რუსეთში. _რა გინდა მაა,სამაგიეროდ ხომ ხედავ.კარგი მოშნი,სუფთა კავკასიური კეხიანი ცხვირის ნაცვლად,პატარა და საყვარელი ცხვირი მაქვს. ნიშნისმოგებით ვთქვი და გავიცინე. _ჰეე გოგა წავიდეთ ეხლა.თორემ დაგვაღამდება. შეუტია დედაჩემმა. _კარგი რაა მაო...სულ როგორ უნდა ქოთქოთებდე.მამი გაძლება შენ! უკვე კართან მყოფ მშობლებს მოვესიყვარულეთ მე და ჩარლი. _კაი დეე აბაა ჭკვიანად.იცოდე სახლი არ გადაწვა და რომელიმე დაქალი დაიტოვე. _კარგი რა დედა ესე მიცნობ? _რომ გიცნობ სწორედ მაგიტომ გაფრთხილებ. _ჰე ეხლა რას შვები?წამოდი დროზე. როგორც ჩანს მამაჩემს უკვე მოესწრო ჩემოდნების ჩატანა და ეხლა ცოლს აჩქარებდა. _ეს კაცი ხო არაფერს დაგაცლის. ისე ჩამეხუტა გეგონებოდა ომში მიდიოდა.როგორც იქნა გავაცილე და მეც სულ ცეკვა-ცეკვით შევედი აბაზანაში.იქედან გამოსული კი ეგრევე თოკასთან წავედით. ყველა იქ დამხვდა,რათქმაუნდა სალის გარდა.კარები როგორც ყოველთვის ანკამ გააღო. _ვაა პრივეტ დაკარგულო გვიკადრე?ვაჰ პრივეტ ჩარლი. შეკივლა და ხელი ჩამოართვა,მეც საყელური მოვხსენი და ისიც კუდის ქიცინით გავიდა ოთახში სადაც ყველა იყო. _ზდაროვა სასტავ. სიცილით ვუთხარი და ნინას მივუჯექი,რომელსაც ხელში საბა ეკავა. _აბაა რას ვაპირებთ? _აუუ რავი მოვიფიქროთ რა რამე,იასნია ამსაღამოს 12ის მერე ვადგებით.ეგ საქმე მოყუმარებულია ზაზასთან(სალის მამა)(დემნდა) _აუ ხვალისთვის ვიცი რაც უნდა ვქნათ.(დეა) _დღეს რაღაც შეყვარებული ზედმეტად გონებაგახსნილები და გაწონასწორებულები ხართ და რა იყოთ გუშინ ვნებიანი ღამე გქონდათ?(იოანე) ამ სიტყვების გაგონებაზე დეა აწითლდა.ოღონდ სიცილისგან და არა სირცხვილისგან. _ყველამ თავის ცეცხლოვან ღაამეებს მიხედოს რაა.(დეა) _რაებს ასმენინებთ გოგო ბავშვს.არ გაუმართეს პორნო გაკვეთილები?თუ შეიძლება თქვენი უხამსი აზრები თქვენთვის შეინახეთ.უზრდელი ბიძიები და დეიდები გყავს. არაა მამი?(ირაკლი) _ჰეე არ მორჩებით ეხლა?რას ვაპირებთ ხვალისთვის?აგერ ტაიასია წამოაყენებს მაგარ იდეას.(ნინა) _ეს ისეა ბავშვთან და ჩარლისთან თამაშით გართული,გასულია ამ სამყაროდან და შეანჯღრიეთ რა.(ნიკა) _აე გოგო... ნინამ დაიყვირა და ხელი წამომარტყა. _ჰა?რაა? _ხო გითხარით არაა?(ნიკა) _მოკლედ რა ხვალისთვის არაფერი იდეა არ გაგაჩნათ?(თორნიკე) _მე ვიცი.მოკლედ,ეხლა ჩვენ მაგას ვერაფრით ვერ გავაკვირვებთ.საკმარისად ვაკვირვებდით მთელი 17 წელი და ეხლა რამე ისეთი მოვიფიქროთ,რაც ჩვენც გავისწორდება რაა.(მე) _აი ბავშვი,ხომ ვამბობდი რაა ეს ჭკვიანიათქო?(ანკა) _მაგალითად გუდაური(იკა) _თუ თოვლი არ მოდის ჩვენთან,ჩვენ მივალთ თოვლთან.(მე) _აუ საოცრად მომწონს მე ეს იდეა,თანაც ახალ წელსაც იქ შევხვდეთ გაასწორებს.(ანკა) _ეგ კი მარა,მაომ თუ არ დაიწყო ქოთქოთი,ახალწელს სახლში უნდა შეხვდეო და ბლა,ბლა,ბლა ათასი სისულელები.(მე) _რამდენჯერ უნდა გასწავლო გოგო,ცოტა სიაფანტობა,ცოტა სიტკბო,ცოტა ჩახუტება და ეგაა მოთაფლულია.(დემა) _ეტყობა შენ გამოყენებული გაქ ეგ ხერხი,თორე ისე ამ ანგელოზვით გოგოს ვერ დაკერავდი(იკა) _არაა ბიჭო,რაში დაჭირდებოდა ამდენი რაღაც,ეგრევე აუჟუჟუნებდა თვალებს და ამას მეტი რა ენდომებოდა?ტკაც და ჩიტი გალიაშია(მე) საღამომდე კიდე ბევრი ვიმაიმუნეთ და მერე სამზადისს შევუდექით.სანამ ისინი ბუშტებს დაბერავდნენ და ტორტში სანთლებს ჩაარჭობდნენ ვისარგებლე ქაოსით და აივანზე გამოვიპარე.ვიგრძენი უკან როგორ გამომყვა ნიკა. _დაიღალე ხო? _არაა,ჯერ რა დროს დაღლაა. სიცილით ვუთხარი,თორნიკე გვერდით ამომიდგა და სიგარეტს მოუკიდა. _გინდა?ისე რა მაგარი იქნება გუდაური,თოვლი,თხილამურები... თან სიგარეტის კოლოფი მომაწოდა,მეც ერთი ღერი ამოვიღე და გავაბოლე. _ხოო გენიოსი გყავართ და დამაფასეთ სანამ დროა. ამააზე გაიცინა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. _შენ იცინე და აი მე რომ ხელოვნების ნიმუშებს შევქმნი,ასე იოლად კი არ დავარიგებ ჩემს გენიოსურ აზრებს.სანამ დროა გამომართვი ავტოგრააფი,თორე მერე არ მეცლება. _ხელოვნებაზე გამახსენდა,ვინმე ხო არ გაწუხებს უნივერსიტეტში? _დარჩა ვინმე ვინც დემნას და ნიკას გადაურჩა? _ვერც გადარჩებოდა. _სწორედ მაგიტომ ვარ ეხლა ესე. _როგორ ესე? _აი შეხედე, ვუთახრი და სახლში მჯდომებისკენ გავახედე. _ირაკლის და ნინას უკვე შვილი ყავთ.დემნამ და დეამ თუ ესე გააგრძლეს დარწმუნეული ვარ ადრე თუ გვიან ქორწილით დააგვირგვინებენ თავის ურთიერთობას.აი მე კიდე თქვენი შიშით ვერავინ მომკარებია.ვინც გაბედა კიდე ყველამ თავ-ბედი იწყევლა და ვინც მხოლოდ ერთი "რაზბორკაზე" წასვლით გადაგირჩათ ბედნიერია. _არაუშავს ადრე თუ გვიან გამოჩნდება ის "ერთადერთი". _თუ არ გააქციეთ კი. როგორც იქნა დადგა ის "სანატრელი"დრო და ჩვენც წავედით სალის სახლისკენ.ჩვეულებრივი "ფურორი" მოვახდინეთ.იყო ოთახში წივილ-კივილით შევარდნა,უამრავი წითელი ვარდი,ჩვენი უნიჭოდ "ნამღერი" Happy Birthday,შოკოლადის ტორტში ჩარჭობილი სანთლების ჩაქრობა,ფეიერვერკი,"აქვითინებული" სალი და ბედნიერი მეგობრები. ჩვენი წესისთვის არც ამ წელს გვიღალატია და გოგოები სალისთან დავრჩით.მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ნინა არ დარჩა და მიზეზად ბავშვი მოიყვანა.როგორც კი ბიჭები გავისტუმრეთ ყველა ინგულისთან(სალის დედა) ერთად ცხელი ყავით სალის ოთახში ვიჯექით.გავიხსენეთ ბავშვობა და როგორც ყოველთვის შევეხეთ ჩემს ყველაზე დიდი ტკივილს.ხოო ტკივილს,რომელსაც სახელად გიო ქვია. გიო ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი იყო,ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ყოველთვის განსაკუთრებულად გვიყვარდა ერთმანეთი.მე, გიო, დემნა,იკა და ანკა საუკეთესო მეგობრები ვიყავი,მართლაც რომ განუყრელები.გიო?გიო ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო.მანამ,სანამ ფილტვის კიბოთი არ დაავადდა.ყველაზე მწარედ მახსოვს ის დღე:ჩვენი ტრადიციისამებრ კალათბურთის საყურებლად გიოსთან შევიკრიბეთ.როგორც კი თამაში დამთავრდა ლუდით "ცოტათი შეზარხოშებულებს" გიო წინ დაგვიჯდა. _იქნებ აღირსო და გვითხრა რატოო ხარ ასეთი სერიოზული?(მე) _მე კიბო მაქვს!(გიო) ყველანაირი შესავლის გარეშე მოგვახალა.რამენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ ვერცერთმა ვერ დავუშვით,ის რომ ჩვენს გიოს შეიძლებოდა რაიმე მსგავსი მოსვლოდა.ამიტომ სამეგობროში ყველაზე დიდი "მასხარის" მორიგი ხუმრობა გვეგონა. _გიორგი ეს უკვე მეტის-მეტია,გეყოს ესეთი ცუდი ხუმრობები(იკა) _არა,ნახე იკა.ეს ეხლა გაითამაშებს ვითომ კვდება.მერეე გამოკეთდება,მაგრამ უეცრად ისევ ცუდად გახდება და საბოლოოდ ჩვენც ამისგან მაგარი დაგოიმებულები,სულ მთლად დავგოიმდებით. სიცილით თქვა დემნამ და გიოს ბეჭზე ხელი დაარტყა. _სასაცილოა..ძალიან სასაცილოა,მაგრამ ეს ხუმრობა არ არის.სიმართლეა,მე კიბო მაქვს,ფილტვის კიბო.(გიო) _სისულელეა შენ ხომ სიგარეტს არ ეწევი?ფილტვის კიბო არ გექნება.(ანკა) _რაღაც ძალიან იშვიათია,მას დიდ უჯრედიან კარცინომას ეძახიან.ხომ ხედავთ რა იღბლიანი ტიპი ვარ. მწარე ღიმილით თქვა გიომ და ლუდის ბოთლი მოიყუდა.ამ დროს მე რა მჭირდა?მდივანზე ფეხებ აკეცილი მოთმინებით ვუყურებდი მათ და ვცდილობდი ყველაფრის გაანალიზებას.როდესაც ჩემმა ტვინმა ეს ყველაფერი გადახარშა მივხვდი,რომ თვალები ცრემელბით ამევსო,ცოტაც და სააშკარაოზე გამოვიდოდნენ, ბოდიში მოვიხადე,ფეხზე წამოვხტი და აივანზე გავედი.მაშინ ბავშვობის შემდეგ პირველად ვიტირე.ეხლა უფრო მძაფრად ვიგრძენი თუ როგორ მიყვარდა გიორგი და რა დამემართებოდა უმისოდ,ვიგრძენი თუ როგორ მეტკინა გულში რაღაც მძაფრად და იქედან მთელს სხეულში გაიფანტა.მუცელზე ძლიერი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და კისერში მისი სუნთქვა მომეფრქვია. _ტყუილად გიხარია ესე იოლად ვერ მომიშორებ. _გიუშ მიყვარხარ. _მაინც და მაინც ეს უნდა მომხდარიყო შენგან ეს სიტყვები რომ გამეგო? _ხომ იცი,რომ სულ მიყვარდი?ყველასგან გამორჩეულად. _ვიცი,ვიცი და ეხლა ტირილს თუ არ მორჩება აქედან გისვრი. იმ საღამოს შემდეგ ყველაფერი შეიცვალა,ვხედავდი თუ ნელ-ნელა როგორ ცუდად ხდებოდა.ყველაზე მეტად კი ის მტკენდა გულს,რომ მის დდასახმარებლად ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.გიო არასდროს არ ნებდებოდა!არასდროს!პირიქით ყველას აქეთ გვამხნევებდა,მაგრამ ემ ხომ ვიცოდი მას როგორ ტკიოდა.სულ მასთან ვიყავი,ყოველ საღამოს მის მკერდზე თავდადებულს მეძინა.მახსოვს ის საღამო,არ ვიცი რატომ მაგრამ გიომ ამიკრძალა მასთან მისვლა და მითხრა,რომ მარტო ყოფნა უნდოდა.მეც შუბლზე ვაკოცე მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და წამოვედი.იმ საღამოს ვერ დავიძინე,დილით კი გავიგე,რომ მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა." ვიხსნენბდით ამ ყველაფერს და ვხვდებოდი,რომ გიო მტკიოდა.ისევ ისე მძაფრად მტკიოდა,როგორც მაშინ 2 წლის უკან.სიგარეტს ხელი დავავლე და ყავით ხელში აივანზე გავედი.ღრმა ნაპასი დავარტყი და უსსრულო სივრცეს გავუღიმე.არ ვიცი რატომ ან ვის გავუღიმე,მაგრამ მე ეს მინოდა.სიგარეტი საფერფლეში ჩავასრისე და ოთახში შევბრუნდი,თითქოს ყველა თავის ფიქრებში იყო წასული. _ცხოვრება გრძეელდება,გახსოვთ გიო სულ მეჩხუბებოდა,როცა მის დაავადებაზე ვსაუბრობდი.ყოველთვის ამბობდა,რომ მას არაფერი არ სჭირდა და ყოველთვის ჯეროდა,რომ ექიმი ფეხზე ადგომის ნებას მიცემდა.მას სწამდა,რომ გამოჯანმრთელდებოდა.გეკითხებით ამის შემდეგ როგორ უნდა ვიწამო,რომ ღმერთი არსებობს?აი იქ სადღაც მართლაც რომ არსებობდეს ასე არ მატკენდა.მაგრამ იცით რაა?ყველაფერში უნდა ნახო დადებითი და პოზიტიური.როგორც ყველაზე პოზიტიურმა არსებამ,აქაც ვიპოვე ნათელი წერტილი.ადამიანი როდესაც რაიმეს დაკარგავს,დროთა განმავლობაში ის დაკარგული ათჯერ უფრო მეტად უნაზღაურდება.არც მე ვარ გამონაკლისი და ვიპოვნე ყველაზე მაგარი ბავშვები.მართალია მე გიო დავკარგე და მის ადგილს ვერავინ ვერდაიკავებს,მაგრამ მე თქვენ გიპოვეთ!თოკა, დეა, სალი და ნიკა თქვენ ისინი ხართ,ვინც ამ ქვეყნად დამაბრუნა.მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ,ყველაზე მთავარი ის არის,რომ ამ ნაპოვნს გავუფრთხილდე და დავაფასო. ჩავამთავრე და ვეცადე ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლაპა და ცრემლები არ წამომსვლოდა,უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.სალი წამოდგა და მომეხვია. _მიყვარხარ! _ვსიო გვეყო ეხლა ქვითინი. სიცილით ვთქვი და მდივანზე კომფორტულად მოვთავსდი,ჩარლი ჩემსკენ წამოვიდა და მეც ხელები გავშალე.მომახტა და მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელები.თითქოს გიოს ვეხუტებოდი,მახსოვს გიომ რომ მაჩუქა რა ბედნიერი ვიყავი.სულ ბუზღუნებდა: "მართალია,რომ ამბობენ გოგოს არასოდეს არ უნდა აჩუქო შინაური ცხოველი.მერეე შენზე მეტად უყვარდებათ და სულ გივიწყებენო"_ო.მე კი საპასუხოდ კალთაში ვუჯდებოდი და კისერში ვკოცნიდი.თავი გავაქნიე და სალის გავხედე,რომელიც თვალებთან ხელს მიფრიალებდა. _აეე ონიანო აქ ხარ? _რა მოხდა? _მოკლედ,იცით რა გავიგე? _მიდი დროზე ნუ დაგვტანჯე(ანკა) _ჩვენს ნიკას იცი ვინ უყვარს?აი ვერ წარმოიდგენთ. _გისვრი ეხლა ფანჯრიდან(ინგა) _მოკლედ..დანანანაა ჩვენს ნიკას ჩვენი ტაისია უყვარს. _არ შეიძლება ასე ბოროტად ხუმრობა.(მე) _და ვინ თქვა რომ ვხუმრობ?მითხრა არ უთხრაო,მაგრამ ვაი რომ ძალზედ მიყვარხარ. _არ არსებობს! ბოლო ხმაზე შეკივლა დეამ. _არსებობს და მერე როგორ?რომც არ დაგესიზმრებათ ისე.ისე მომწონს მე ეგ ბიჭი და რგორც ვიცი მაოც არ არის გულგრილი.(ინგა) _და შენ? მკითხა ანკამ და ყველა მე გამომხედა. _რა მე? _გიყვარს?(სალი) _კარგით რა რა სიყვარული კარგად ხომ ხართ? _არც მოგწონს?(ინგა) _არ ვიცი.მართლა არ ვიცი. _ვსიო რადგან ეს ვინმეზე მტკიცე ვარს არ ამბობს ესე იგი მოწონს.(დეა) _არ ვიცი.მოულოდნელი იყო. _ის უფრო მოულოდნელი იქნებოდა პირდაპირ რომ მოსულიყო და ეთქვა.(სალი) _ამას უეჭველი მოწონს,რომ არ მოწონდეს ეგრევე დაახვევინებდა,თან ისე ხმასაც არ მოაღებინებდა (ანკა) მდივნის საზურგეზე გადავწექი და თვალები ჭერს გავუშტერე.გაურკვევლობაში ვიყავი. P.s.პირველ რიგში მოგესალმებით.ეს ჩემი პირველი ისტორიაა და არ ვიცი რამდენად გამომივიდა.არ ვცდილობ,რომ ვიყო ძალიან კარგი და არ ვწერ იმიტომ,რომ ვცდილობ სხვას ვაჯობო.უბრალოდ მსიამოვნებს და მინდა მეც გამოვცადო ის ემოცია,როდესაც ვინმეს შენი "ნაშრომი" მოწონს,ან თუნდაც არ მოწონს და შენიშვნებს გაძლევს.მინდა გთხოვოთ,რომ თქვეი აზრი გამოხატოთ კომენტარებში,რადგან მინდა გავიგო თუ მოწონს საერთოდ ვინმეს,ან შეიძლება თუ არაა ჩემგან რამე გამოვიდეს.ვიცი ბევრი გამიგრძელდა ამიტომ მოკლედ გეტყვით:ველი თქვენს შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.