შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი III)


16-01-2016, 01:43
ავტორი Nina))
ნანახია 4 538

შუა ღამით გამოეღვიძა,ოთახი ეუცხოვა. საათის ისრები სამ საათს უჩვენებდა,მეტიც,რაღაც წუთებიც ახლდა თან. ნესტოები და ყელი ძალიან სტკიოდა,თითქოსდა ვიღაცას ცეცხლი მოეკიდებინა,ახლაც გრძნობდა აუარებელი ზღვის ტალღის სისასტიკეს,როგორ გადაარჩინა ვიღაცამ,ახსოვს როგორ გაითიშა,მეტი არაფერი,შიშმა და კანკალმა აიტანა,გაახსენდა საყვარელი ადამიანის წართმევის მომენტი და ხველება აუტყდა,როდესაც დივანზე ჩამოწოლილ დემეტრე დევდარიანს მოავლო თვალი შოკი მიიღო,მამაკაცის გაღვიძება ახლა ყველაზე ნაკლებად აწყობდა,ნელა გადმოდგა საწოლიდან ფეხი,პირზე ხელი აიფარა,რადგან ხველებისგან გამოწვეული ხმა ჩაეხშო,ჩუმად აპირებდა გაპარვას,როდესაც ძლიერმა ხელებმა შეაჩერეს:
-მადლობის გარეშე ფეხს არ მოიცვლი...

***
-კაკი,უკვე მერამდენედ ვკარგავთ ელენას,არა რა,ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს,ყოველთის შარი როგორ უნდა აიკიდოს?
-იქნებ უბრალოდ მობეზრდა აქ ყოფნა და ოთახში ავიდა,წამოდი ჩვენ გავისეირნოთ.
-ოჰ,კარგი.კარგი...
-აბა მომიყევი,რას აკეთებთ აქ,როგორ ერთობით.
-რა ვიცი,ზღვაზე დავდივართ,კლუბში,ძლივს დავითანხმეთ კახი და ლერი აქ რომ გამოვეშვით მარტო.
-არადა დიდი გოგოები ხართ უკვე-დასცინა კაკიმ
-შეენც?-გაიბუსხა თეკლა და ტუჩები გამობუსხა
-მაპატიე,თეკლა,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა-მოწყურებულივით დაეწაფა გოგონას ტუჩებს და ფერად სამყაროში გადაეშვნენ ორივე,იქ სადაც მხოლოდ სიყვარული ფასობს!

***
-მაპატიე, არ მინდოდა გამეღვიძებინე
-ელენა,თავში ჭკუა გიდევს? რა გინდოდა ზღვაზე ამ დროს? თავს იკლავდი? მით უმეტესს ცურვა არ იცი-ტონს აუწია მამაკაცმა,გოგონამ თავი დახარა და ჩუმად აიტუზა კედელთან
-არა,მე.. მე.. უბრალოდ მინდოდა ზღვას მივნდობილიყავი
-ხო და ეგ ზღვა სადღაც ოთხ-ხუთ დღეში გამორიყავდა შენს გვამს სადღაც შორი-ახლოს.
-შენ გგონია არ ვიცი?-ღრიალით მოისროლა სანდლები ელენამ და მუხლები ჩაეკეცა,ჩაიმუხლა და ხველება აუტყდა,დემეტრე მყისიერად მიხვდა თუ რა უნდა გაეკეთებინა,ფეხზე წამოდგა,ელენა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა
-ასე არ შეიძლება,ელენა-შედარებით მოლბა მამაკაცი
-შენ ვინ გეკითხება?
-მე არავინ,ნებისმიერს ასე მოვექცეოდი-თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ელენამ,წამოენთო,სანდლებსა და ტელეფონს ხელი დაავლო და კარებისკენ წავიდა
-მადლობა გადარჩენისთვის -უხეშად მიუგო,კარი გამოაღო,ცალი ფეხი გადააბიჯა ზღრუბლს,როდესაც მამაკაცის ხმა შემოესმა
-ჰო,ძალიან გიხდება ჩემი პერანგი-გოგონამ ახლაღა შენიშნა თავის თავზე დემეტრეს თეთრი პერანგი,ერთი ხელის მოსმით მოიცილა ტანიდან და იქვე დაუგდო,სწერვულად გაუღიმა და სირბილით გაიარა დარჩენილი მანძილი თავის ოთახამდე,სწრაფად ამოიცვა შორტები,ზედა,ფეხსაცმელი დათეკლას ოთახისკენ გაემართა,კარი შეაღო და ერთმანეთზე მიკრული ორი სხეული რომ დაინახა უჩვეულოდ ჩაეღიმა და ჩუმად დატოვა იქაურობა,თავის ოთახში დაბრუნდა და აივანზე გავიდა,სიგარეტს მოუკიდა და კიდევ უფრო აეწვა ყელი,მიხვდა არ იყო ეს რაღაც მისთვის შექმნილი,უბრალოდ ასე უფრო ახსენდებოდა დედა.
მერე გასულ წუთებს გადაავლო თვალი და მიხვდა რომ ჭირვეული,ეჭვიანი გოგოს მსგავსად მოიქცა,მამაკაცმა გადაარჩინა, ეს კი ქაჯივით მოიქცა.. რა უნდოდა ამ შუა ღამით ზღვაზე,მოინდომა გოგომ მთვარედ გადაქცევა,მამაკაცი რომ არა ახლა თვითონ მთვარე კი არა უსოლოდ იტივტივებდა წყალში,მერე ისევ მოუკიდა სიგარეტს და ისევ აუტყდა ხველება
-ეგ არ არის შენთვის ჭირვეულო-მოესმა გვერდიდან ხმა,ეს ხმა კი თვით დემეტრე დევდარიანს ეკუთვნოდა
-შენი საქმე არ არის-უხეშად მიუგო მამაკაცს,დემეტრე აპირებდა რაღაცის თქმას ,მაგრამ ელენას ტელეფონმა დაიწყო რეკვა,ნომერს რომ დახედა თვალები გაუნათდა, ეს დათო იყო,ელენას შეყვარებული.

-გამარჯობა,დათუნა.
-ელენა,როგორ ხარ? არ უნდა გეთქვა რომ მიდიოდი? ერთხელ მაინც არ უნდა დაგერეკა?
-კარგი რაა,დათო ,შენ ხომ ამერიკაში იყავი,გადაღებებზე, არ მინდოდა შენი შეწუხება
-ხომ,მაგრამ ახლა აქ ვარ და შენ მე არასდროს მაწუხებ.
-ხო,მე ბათუმში ვარ, შერატონში,შეგიძლია ჩამოხვიდე,ამ წამსვე გადმოხვიდე,მომენატრე ძალიან.
-გადმოიხედე,საყვარელო.-ქვევით თაიგულით ხელში დათუნა იდგა,დათუნა სენგელია,ბავშვობის მეგობარი და პირველი სიყვარული
-არ არსებობს,დათუნააა-გაიწელა ელენა,დემეტრემ ელენას მზერას გააყოლა თვალი და ქვევით მამაკაცი რომ დაინახა გვირილებით ხელში ჩაეღიმა: „სულ ეს ხარო?“ ჩაილაპარაკა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.
-ახლავე ჩამოვალ,დამელოდე.
-სამუდამოდ საყვარელო-კისრის ტეხვით ჩაირბინა სამი სართული ელენამ და ბოლოს როგორც იქნა ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს,დათუნამ არ დააყოვნა და სატრფოს ტუჩებს დაეწაფა,ელენამ წამით მოაბრუნა თავი და დემეტრეს შეხედა,რომელიც ზურგით შებრუნებულიყო და შიგნით შედიოდა.
-როგორ მენატრებოდით,შენ და შენი მარწყვივით ტუჩები-უჩურჩულა დათომ.
დათო და ელენა უკვე ათი წელია ერთმანეთს იცნობენ,თავიდან მეგობრობდნენ და ახლა კი შეყვარებულები არიან. ყველამ იცის მათი ურთიერთობის შესახებ,კახიმაც და ძალიან უხარიათ,არავინ არის მათი ურთიერთობის წინააღმდეგი.
-მეც ძალიან მომენატრე,წამო ნომერში ავიდეთ,აქ რას დგახარ.
-წამოდი,ელენა.-დინჯად აუყვნენ კიბეებს,მერე აივანზე გავიდნენ და საუბარი დაიწყეს.
-როგორ მენატრებოდი,ელენა.
-მეც ძალიან მომენატრე,დათუნა,როდის ჩამოხვედი?
-დღეს
-მე რატომ არ მითხარი ჩამოსვლას რომ აპირებდი?
-სიურპრიზი მინდოდა საყვარელო
-რა იცოდი აქ რომ ვიყავიი?
-კახამ მითხრა და ინსტაგრამზეც ვნახე პოსტები
-აჰ,რა თქმა უნდა,შენ მაგას დააკლდებოდი?
-ნუუ...-წამით დადუმდა მამაკაცი-არ მჯერა რომ შენს წინ ვარ,მოდი დავაგემოვნო ეს მარწყვივით ტუჩები ისევ-ისევ დაეწაფა მამაკაცი გოგონას ტუჩებს და ბედნიერებისგან მეცხრე ცას ეწვია.
-როგორ მომენატრე,დათუნა,არ მინდა უშენოდ.
-ხომ იცი საყვარელო,შენი მხოლოდ ერთი სიტყვაა საჭირო,დარჩი და მე არსად წავალ,ჯანდაბაშიც წასულან ის გადამღებები,მე შენ მჭირდები ჩემო ანგელოზო,მხოლოდ შენ.
-დათუნა,ხომ იცი მაგას არასდროს გეტყვი და იქედან უბრალოდ ასე წამოსულს არასდროს მიგიღებ
-ვიცი,ჩემო ლამაზო,ვიცი შენი გულის ამბავი.
-რამდენი ხნით ხარ?
-მხოლოდ სამი დღით,ელე,ხომ იცი სხვანაირად ვერ ვახერხებ.
-არაუშავს.-მოეხვია საყვარელ მამაკაცს,კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს,გადაღებებზე,კინოზე,უნივერსიტეტზე,ათასი რაღაც გაიხსენეს,როგორ ართმევდა დათუნა ელენას თოჯინებს,მერე როგორ ასწავლიდა ბოულინგის თამაშს,ბოლოს ოთახში შევიდნენ და გადაწყვიტეს ისე გართობილიყვნენ,როგორც წლების წინ,ბავშვობაში,ლოგინზე ავიდნენ და თითქოსდა ბატუტი ყოფილიყო ისე დახტოდნენ,საშინელი ხმები გადიოდა გვერდით ოთახში,მთლი ღამე თვალი არ მოუხუჭავს დემეტრეს,სვამდა და სვამდა, ყველაფერი აერია,რა უქნა ამ გოგომ ასეთი,ან რატომ ეშლება ასე ნერვები,მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა,ოღონდ მანამ ყველაფრის დამხვრევა მოასწრო.

მეორე დილით ყველამ წვალებით გააღო თვალები.
-დილა მშვიდობისა,თეკლა
-დილა მშვიდობისა,კაკი
-როგორ გეძინა?
-არაჩვეულებრივად,შენ?-საყვარელ მამაკაცს მიეკრო გულ-მკერდზე
-ამაზე კარგად არ მიძინია ჩემი ცხოვრების მანძილზე.
-მიხარია
-მეც-ნაზად დაუკოცნა ბაგეები-ამაღამ მეორე წვეულებაა,იმედია წამოხვალთ.
-კი,რა თქმა უნდა-მოეხვია მამაკაცს.

***
-დილა მშვიდობისა,ელენა,როგორ გეძინა?
-მეძინა კი საერთოდ?-ხველება აუტყდა გოგონას-ის თეთრი რაღაც გადამცდა-გაიკრიჭა
-ჩვენი გუშინდელი ფოტო,ნახე,როგორ მოგწონს?-ბალიშის ბეწვებით გადათეთრებულ ოთახში იწვნენ ორივე და ყურებამდე იკრიჭებოდნენ,მეორე ფოტოზე დათუნა კოცნიდა,ელენას საფეთქელთან.
-ვაუ,აღფრთოვანებული ვარ
-სარკაზმის პიკია,ელენა.
-კარგი,წამოდი ვჭამოთ,ძალიან მშია.
-მეც. დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვართ.
-ჰო,მოიცა მოვემზადები-ნივთებს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა,ცოტახანში იქედან სარაფნით გამოვიდა
-როგორ გიხდება ნაცრისფერი,ყოველთვის გიხდებოდა-შუბლზე აკოცა და ახლა თვითონ შეუდგა მომზადებას,ელებამ დრო იხელთა და დაქალს დაურეკა

***
-დილა მშვიდო..-ხმა გაუწყდა კაკის,როდესაც დემეტრს ოთახს შეხედა-ჰეი,ვირო,მესამე მსოფლიო ომია?
-ჰო,ალბათ-ამოიზმუვლა და საწოლზე წამოჯდა,საშინელი ვისკის სუნი ამოუშვა
-ფუუ,ყარყარ-ცხვირზე მოიკიდა ხელი-მოემზადე და სასაუზმოდ ჩავიდეთ
-კარგი,კარგი
-მეოცე მაგიდასთან ჩამოდი ოც წუთში
-მშვიდობით-ხელი დაუქნია მამაკაცს,საშინელ ხასიათზე იყო,სამაგიეროდ ნინამ დაურეკა ზუსტ დროს და შესანიშნავ ხასიათზე დადგა
-გისმენ,ნინაჩკა
-ოც წუთში შერატონში ვარ
-ვგიჟდები შენზე,საოცრება ხარ
-მეც მიყვარხარ
-გაკოცე.ოც წუთში სასტუმროს კაფეში იყავი.

***
-ანუ ოც წუთში მეოცე მაგიდასთან?
-კარგი,მოვალთ.
-თ?
-ხო,თეკლა,დათუნა ჩამოვიდა.

ოც წუთში ყველა მეოცე მაგიდასთან ისხდა.ყველას გააცნო ელენამ დათუნა,როგორც მისი შეყვარებული,პრინციპში თეკლა იცნობდა,ხოლოდ კაკი და დემეტრე არა.
-მოკლედ,ძალიან მომენატრა ელენა და გადავწყვიტე რამდენიმე დღით ჩამოვსულიყავი-ხელი მოხვია გოგონას
-ჰო,ელენა ვის არ მოენატრებოდა-სიამაყით აღნიშნა თეკლამ
-თეკლა,როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ-მხარი გაკრა დათუნამ თეკლას.
-ნინა?-მათ წინ მდგომი გოგონა დაინახა დემეტრემ და ძალიან ესიამოვნა,პირდაპირ ტუჩებში ეძგერა,აქ კი ყველაფერი აირია,ისევე როგორც ფერები ელენას სახეზე. ცოტახანი თვალებს იქეთ-აქეთ დააცეცებდა ელენა,ვერ ისვენებდა,მერე ერთმანეთის თვალები მონახეს ელენამ და დემეტრემ...შავ,მუგუალივით თვალებში ჩახედა ელენამ,თითქოს ირონიით და ნიშნის მოგებით უყურებდა დემეტრეც,ირონიულად ჩაიღიმა მამაკაცმა და ნინას მოხვია ხელები
-გაიცანით,ეს ნინაა,ჩემი შეყვარებული
-სასიამოვნოა-პირველმა ელენამ ჩამოართვა ხელი
-ჩემთვისაც.
მოკლედ მშვიდობიანად ჩაიარა საუზმემ,დაშლისას ყველა ცალ-ცალკე წავიდა,თეკლა და კაკი ცალკე,ნინა და დემეტრე ცალკე,ხოლო ელენა და დათუნა ცალკე.
-ჰო,არ დაგავიწყდეთ,დღეს ხუთზე წვეულებაა,ხომ მოდიხართ,დათო?
-კი,რა თქმა უნდა-გაუღიმა კაკის და ელენას ხელი მოხვია.

-საოცრად გამოიყურები,დათუნა.-მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა დათუნა,ნაცრისფერი პერანგითა და უბრალო შავი ჯინსებით,ლოყაზე აკოცა ელენამ დატოს
-შენც ლამაზად გამოიყურები,ელენა,გიხდება ეგ იისფერი სარაფანი,როგორც ყოველთვის შენი სტილია
-მადლობა,საყვარელო.
-ჩავედით?
-ჰო,ფოიეში ვიქნებითო.
-კარგი-ხელმკლავი გაუკეთა ელენამ დათუნას და დაბლა ჩავიდნენ.

ყველა ჰოლში შეიკრიბა და სანაპიროსკენ გაემართნენ,ყველა ერთ მაგიდასთან იდგა,როდესაც კაკიმ და თეკლამ ცეკვა დაიწყეს,ნინამ საპირფარეშოში გავალო,დატომ კი სასმელს შევუკვეთავო.
-გიჟური ღამე გქონდათ,გეტყობათ,ოღონდ სიგარეტი არც ერთს მოგიწევიათ-ამ სიტყების მოსმენისას ელენას თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა,შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურჩნის მტევანივით დაუწურა.
წურავდა ნელა,დიდი მონდომებით,ბოლოს ისე მოუჭირა ხელი,ისე დაწურა,სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭ....ტილი მიაგდო სადღაც კუთხეში. გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა,ჯერ ფანრჯრის მინაზე შემსკდარი ბეღურასავით ჩავარდა ქვევით,აფართხალდა,გაიბრძოლა,გზააბნეული მგზავრივით შასკდა კარებს,შემიკედლეთო ამოიბუტბუტა და შემდეგ გაჩერდა. ცრემლიანი თვალებით ახედა,ზუსტას ისევე გაუჩერდა დემეტრეს გუული,როგორც ელენას. მიხვდა როგორ დააშავა და როგორ მიაყენა პატარა,უსუსურ გოგოს შეურაცხყოფა,რომელიც საერთოდ არ იმსახურებდა ამ ყოველივეს,მისი ცრემლიანი ნაცრისფერი თვალები მიუთითებდა ყველაფერზე,რომელიც თანდათან ზღვის დასაყენებლად ემზადებოდა.
-ელენა..
-შემეშვი..
-ელენა,შენს უკან ის კაცი დგას,კლუბიდან-უკან ანიშნა თვალებით,ელენამაც ფრთხილად გაიხედა და როდესაც ის მამაკაცი დაინახა,შიში ფეხის ტერფებიდან დაიწყო,მუხლები გაიარა და მუცლისარეში შეძვრა,მერე ფილტვები შებოჭა და ბოლოს თვალებში ჩაბუდდა, შიშჩაბუდებული თვალებით შეხედა დემეტრეს,ამ მომენტში მხსნელი მხოლოდ დემეტრე იყო.
-დემეტე...-რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ მამაკაცმა შეაწყვეტინა.
-ხელი მომეცი,გავიქცეთ,მასთან ბრძოლა არც ერთისთვის იქნება კარგი-ხელი გაუწოდა გოგონას,გოგონამაც არ დააყოვნა,სწრაფად შეახვედა თავისი სუსტი თითები დემეტრეს ვეებერთელა ხელის მტევანს,მერე გაიქცნენ უკანმოუხედავად. დემეტრე მიხვდა რომ სანაპიროზე უკვე ვერსად დაიმალნებოდნენ და კატერზე აძრომა გადაწყვიტა
-წამოდი,კატერზე აძვერი,მოგეხმარები,სხვაგვარად ვერ გავიქცვით
-კარგი,მოიცა,წყალში უნდა ჩავიდეტ?
-ღრმად არა,მაგრამ აქ ვარ ნუ გეშინია,მენდე,როცა მე ვარ არაფრის შეგეშიინდეს,უბრალოდ სხვაგვარად არ იქნება-მამაკაცის სიტყვებმა გულზე ისე იმოქმედე ნაწილებად დაიწყეს ცვენა,გული გაულღვა,ასეთი სითბოთი და ასეთი მზრუნველობით მისთვის არასდროს არაფერი უთქვამთ
-კარგი.კარგი.
-მოდი,ჩამეხუტე და ასე ადვილად შევძლებ შენს დაჭერას,თავიდან დაფიქრდა,მაგრამ როდესაც ის მამაკაცი დაინახა,სწრაფად მოეკიდა კისერზე და ფეხები წელზე შემოაწყო,სწრაფად გაცურა დემეტრემ კატერამდე და მერე ღრმად შეცურა წყალში,იმდენად ღრმად რომ ის მამაკაცი კი არა, ვერავინ შეძლებდა მათ პოვნას.
-ხო,მაგრამ ისინი იქ რომ არიან? დათუნა ინერვიულებს.
-ჩემი ნინაც მანდ არის,ნუ ღელავ,ახლავე დავურეკავ-მერე ტელეფონი ამოიღო და მიხვდა რომ აღარ ფუნქციონირება,ტელეფონი გატენილი იყო წყლით.
-გაფუჭდა.-ზომიერების ფარგლებში შეუკურთხა-ელენა?
-მეძინება,დემეტრე.
-გეძინება? კი მაგრამ,ჯერ გვიანი საერთოდ არ არის.
-‘შუადღეს დამაძინებელი დავლიე,ცუდად ვიყავი და ვერაფერ მოვახერხე მეტი
-გრძელი ღამე გქონდა გუშინ-ირონიით შეხედა მამაკაცმა,საოცრად ექაჩებოდა რაღაც ძალა რომ ამ გოგოსთვის ეტკინა.
-დემეტრე-ამოიკნავლა ელენამ და ხელი დასარტყმელად გააქანა,მაგრამ ძალა არ ეო და ხელი ნაზად მიადო ლოყაზე,ღრენა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,ოდნავ წამოიწია,რაღაცის თქმა უნდაო,მაგრამ არც ეს გამოუვიდა და წამოწოლა სცადა
-მოიცა,მე დავწვები და მომაწექი,ასე უფრო რბილად იქნები-გოგონამ გაუღიმა და დაეთანხმა,წამალმა მოქმედება დაიწყო,მაგრამ დათუნა არ დავიყებია,ნერვიულობდა თავი წამოწია და ისევ დემეტრეს შეხედა,თითქოს დათო იწვა მის გვერდით
-დათუნა?..-ნაზად აუსვა ხელი დემეტრეს წვერშეპარულ ლოყას,უხეშას მოიშორა მამაკაცმა გოგონას ხელი,ისეთი ძალით ჩქეფდა სისხლი მამაკაცის იმ არტერიებში სადაც წამების წინ ელენა შეეხო,ისეთი ძალით მიედინებოდა,რომ სისხლძარღვებიც სტკიოდა,ვერ აიტანა ვიღაცას რომ შეადარეს,მითუმეტეს ელენამ და მით უმეტეს დათუნას.
-დემეტრე ვარ,დემეტრე!-ღრენით შესძახა
-აჰ,ჰო,უხეში დემეტრე-ჩაიღიმა და მამაკაცს მიაშტერდა,სწორი ცხვირი,კუპრივით შავი თვალები,გამხდარი,გამოკვეთილი ყვრიმალები და გამოკვეთილი ნიკაპი,რომელსაც ხშირი წვერი უმშვენებდა,ეს იყო დემეტრე დევდარიანი,ჰო,ყველაფერთან ერთად,გარეგნობა ჰქონდა ცივი,მაგრამ უზომოდ თბილი თვალები...
-ღამისფერი თვალები გაქვს,კარგო!-ამოიჩურჩულა ელენამ,გულ-მკერდზე მიადო თავი,ხელი ლოყაზე ჩამოადო და თვალები მილულა.მამაკაცს გაეცინა გოგონას ჩვევაზე და მჭიდროდ მიიკრო.
აკვირდებოდა გოგონას და სცდილობდა კარგად შეესწავლა მისი გარეგნობა.
თუმცა,როგორც ელენას,დემეტრესაც გოგონას თვალები მოსწონდა მასში,ნაცრიფერი,სევდა ჩაბუდებული,მაგრამ მაინც ბავშვური თვალები.იმდენ ემოციას იტევს ეს გოგო,იმდენ ენერგიას,მაგრამ მაინც სევდიანია.
მთვარის შუქზე გოგონა და მისი სხეული უნაკლოდ სჩანს,რეალურად ასეც არის,უნაკლოა ელენა,მართალია უნაკლო არავინ არსებობს,მაგრამ თან ტყუილიც არის,ელენა რომ დაინახოთ ვერაფერ დაუწუნებთ,როგორც გარეგნულად ისე შინაგანადაც.როგორ უნდა ახლა ამ მაწყვივით ტუჩებს გემო გაუგოს,საშინლად არმოეწონა დათუნა რომ შეეხო მას და არა თვითონ, რაღაც ძალით იზიდავს ეს გოგო შიგნიდან,მაგრამ დემეტრე ყველანაირად სცდილობს უარყოს და დააიგნოროს,ახლაც ასე იქცევა,დგება და გზას აგრძელებს.
ნელა მიდიოდა შეღამებულზე დემეტრე,თითქმი მიუახლოვდა ნაპირს,მაგრამ საწვავი დაუმთავრდათ,ხელი მიარტყა საჭეს,რაზეც ელენას გამოეღვიძა,დემეტრემ კი თავის მართლება სცადა მასთან
-გადავწყვიტე დავბრუნებულიყავით,უკვე შუა ღამეა და ნერვიულობას დაიწყებდნენ
-მერე რა მოხდა?-ნამძინარევი ხმით ჰკითხა,თმები არეულად დაჰყროდა მხრებზე,სახეზეც ჩამოგორებულა ერთი-ორი,დემეტრე მიუახლოვდა,წინ ჩამოყრილი თმები გადაუწია და ნაზად გაუსვა ტუჩებზე ცერა თითი,გოგონა ჟრუანტელმა აიტანა,იმდენად ბევრი ემოცია და ენერგია წამოვიდა სხეულში და იმდენად სასიამოვნო იყო ეს ყოველივე რომ თვალები მილულა და რეალობას რამდენიმე წამით მოწყდა,თუმცა უკან დემეტრეს სიტყვებმა დააბრუნეს
-საწვავი დაგვიმთავრდა,აქედან უნდა გავცუროთ.
-არა,არ არსებობს,დემეტრე გეხვეწები,მოვკვდები და არ გავცურავთ,გთხოვ არ დამაძალო-ეხუტებოდა მამაკაცს გოგონა რაც შეიძლებოდა მაგრად,თითქოს ვიღაც წყლისკენ ექაჩებოდა და დემეტრეს სიტყვები ახსენდებაო,ჩემთან ნურაფრის შეგეშინდებაო
-კარგი,ცურვა არ იცი ჰო,მაგრამ მე ხომ ვიცი,რისი გეშინია?-ელენამ ხელი უშვა და ზურგით დაუჯდა დემეტრეს,ღრმად ჩაისუნთქა და საზარელი ამბის მოსაყოლად მოემზადა.
-ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით ბათუმში.მიყვარდა ზღვა,სიმშვიდე,ზღვის ტალღებზე მოტივტივე მთვარე,როგორ ენდობოდა მთვარე ზღვას და ზღვაც როგორი მოწიწებით ებყრობოდა მთვარეს,როგორ ეშინოდა მისი შთანთვა,დედაჩემსაც ძალიან უყვარდა,მამა ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე დღით ახერხებდა ხოლმე ჩვენთან ჩამოსვლას,მერე კვალ უბრუნდებოდა სამსახურს. ძალიან უყვარდათ დედას და მამას ერთმანეთი. მაშინ ათი წლის ვიყავი,ზღვაში ჩავედით მე და დედა,შორს არ წავსულვართ,მაგრამ დიდი ტალღა მოვიდა და მე დელფინიდან ჩამომაგდო და ოდნავ მოშორებით ჩამითრია,ვიხრჩობოდი,ვგრძნობდი როგორ მევსებოდა ფილტვები წყლით,დავინახე დედაჩემი,რმელიც ცურვის არ მცოდნე ჩემს გადასარჩენად გაბედულად მოაპობდა ტალღებს და ცდილობდა რამენაირად მოეგერია ტალღები, ბევრს ეცადა,ბევრი იწვალა , ჩემს დელფინზე შემსვა და თვითონ ამოსვლა ვეღარ მოახერხა,მიღიმოდა,მე კი ვყვიროდი,განწირულად ვყვიროდი,დედაჩემის ხელზე ვცდილობდი ჩაჭიდებას,ვცდილობდი გადამერჩინა,ვყვიროდი,მაგრამ ვერავინ გვიშველა,ვხედავდი დედაჩემს როგორ სტკიოდა,თვალებში ვატყობდი,მაგრამ არ იმჩნევდა და იღიმოდა,უნდოდა ბოლოსაც ძლიერი და ლამაზი დამმახსოვრებოდა,ის ისეთი ძლიერი იყო,ბოლოს მაინც ვაგრძელებდი სასოწარკვეთილი ყვირილს,მაგრამ არავინ ჩანდა ჩვენს საშველად,წყლის ქვემოდანაც მიღიმოდა,ევსებოდა ფილტვები წყლით,მაგრამ მაინც იღიმოდა,მე კი ვყვიროდი: „დედა,დედა,არ დამტოვო,გვიშველიან,ცოტაც გაუძელი ჩემი ხათრითო“-მაგრამ მან ვერ შეძლო, მერე ვიგრძენი როგორ მოადუნა დედაჩემა ხელები,ვცდილობდი მომეჭირა ხელი,მანამ შევინარჩუნე მისი ხელები,სანამ მაშველებმა დედაჩემის ცხედარი არ ამოიტანეს,ვუყურებდი როგორ მართმევდა ზღვა დედას,მაგრამ მე ვერაფერს ვშველოდი,თუმცა ზღვა არ შემძულებია,მე უბრალოდ შემეშინდა მისი,სამაგიეროდ შემძულდა ჩემი თავი,რომლის გამოც დაიღუპა დედაჩემი და რომლის გამოც დაინგრა მოსიყვარულე ოჯახი,რომლის გამოც დაშორდა ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ცოლ-ქმარი. იმ დღის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება,ჩემს თვალებში ჩაბუდდა შიში და ტკივილი ერთად,რომლის განდევნაც არ შემიძლია,ეს იმხელა სიცარიელეა,მაგრმა თუ ტკივილი გაქრება ეს სიცარიელეს ვერ შემივსებს,პირიქით,სიცარიელე უფრო გაზრდება-ატირებული ელენა შებრუნდა და დემეტრეს ჩაეხუტა,მამაკაციც გრძნობდა ამ ქალის ტკივილს და ისე მჭირდოდ უჭერდა ხელს თითქოს ვიღაც მის წართმევას ცდილობსო...



№1  offline წევრი natia-natia

დზანნ მომწონს მალე დადე ახალი თავი

 


№2 სტუმარი darina

Dzalian momwons es istoria, ar momewona datunas arseboba, zogadad imas ver veguebi roca erttan arian da meore uyvardebat aseti ragacebis ar mjera, ar vici demetres da elenes urtiertoba rogor ganvitardeba, imedia male moacileb datunas horizontidan da ninasac miayoleb :-D

 


№3  offline მოდერი Nina))

მადლობა,ძალიან.
და ჰო,რაც შეეხება შენს კომენტარს,დარინა,ეს ის ორი ადამიანია,რომელიც შემთხვევით გადააწყდნენ ერთმანეთს.
ხომ არსებობს სადღაც შენი ნახევარი,რომელსაც აუცილებლად შეხვდები.
უბრალოდ წარსულში ცოტა არასწორი არჩევანი გააკეთა.
დაველოდოთ,რას მოიმოქმედებს ჯიუტი ელენა :)
მადლობა ბავშვებო. <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent