შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 2)


16-01-2016, 02:10
ავტორი ერკე
ნანახია 2 651

გასაოცარია ზამთარში, ახალი წლისთვის მორთული ნიუ იორკი, თითქოს ყველაფერი რაღაც სითბოს ასხივებს და საოცარი სიმსუბუქით გავსებს, სიმშვიდეს ეუფლები მიუხედავად იმ აურზაურისა, სიცოცხლეს რომ მიაქვს უზარმაზარი და განათებული შენობები, ყოველი ქუჩის კუთხეში ლამაზად მორთული ნაძვის ხეები და ჩამოკიდებული ნათურებით მორთული ქუჩები. განსაკუთრებით ღამით, ნიუ იორკი იღვიძებს, ფერადდება ყოველი სხივი და დღესავით ანათებს, თითქოს სულს შეიძნეს, სიყვარულს აშუქებს მთელი მისი შუქურა და აქ გავიწყდება ყოველი შენი ტკივილი, აქ ისე სუნთქავ, თითქოს სრულიად თავისუფლდები ყოველდღიური პრობლემებისგან. აქ, მეორე შანსიც კი ეძლევა ყველას, აქ ადამიანი ახლიდან იბადება.
ლექსინგტონ ავენიუს მიუყვებოდა მანქანა, სადაც რატი და ბიჭები ისხდნენ, თუმცა ლაპარაკის თავი არცერთს ჰქონდა. ყველა გარშემო სახლებს ათვალიერებდა, უყურებდა სილამაზეს, რომელიც ამ ქალაქით გამოსჭვიოდა და თვალს ჭრიდა მნახველს. ყოველ გამვლელებს აკვირდებოდნენ, მათ ჩაცმულობას, ვარცხნილობას და სახეზე მოფენილ ღიმილს, რომელიც თითქმის ყველას ამშვენებდა. წყვილები ერთმანეთს ჩახუტებულები იდგნენ და თბებოდნენ, ზოგიც იქვე ჩამომსხდარიყვნენ და ისეთი გამალებით საუბრობდნენ გეგონებოდათ ენით ითბობდნენ მთელ სხეულსო. ბიჭებს არც პატარა ბავშვების ჟრიამული გამორჩენიათ, მამებს კისერზე რომ შემოესვათ და თავაწეულები, ამაყად იყურებოდნენ ცისკენ, მაღლიდან წამოსულ თოვლს აკვირდებოდნენ და ღია პირს უშვერდნენ. თითქმის ყველა ერთ მხარეს მიდიოდა, დიდი დარბაზიანი შენობისკენ, სადაც უზარმაზარი ნაძვის ხე მოჩანდა, ისე თითქოს ცამდე ყოფილიყო აშვერილი და მისი წვერი, ნამდვილ ვარსკვლავს წვდებოდა. რაღაც ამოუცნობი სხივი უთამაშებდა სამივეს თვალებში და ისე უყურებდნენ გარემოს, როგორც პატარა ბავშვი შეხედავს დაბადებისას თეთრ პალატას, რომელიც მთელ სამყაროდ ეჩვენება და ინტერესით შემოატარებს თვალს, შემდეგ კი ექიმს შეხედავს, რომლის ღიმილშიც სითბო ჩანს და სიხარული. რატისთვის მთელი სამყარო იყო ნიუ იორკი, მთელი კოსმოსი, უნივერსალური შესიტყვება იმ საოცარი ქმნილებისა, რასაც ადამიანის ხელს შეეძლო შეექმნა. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, როგორც სიზმარში და რატისაც თავი ერთ დროს ნანახ ულამაზეს სიზმარში ეგონა.
-რა საოცარი ქუჩაა. - თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ლომიამ, მაგრამ მაშინვე მიაპყრეს ბიჭებმა მზერა დათანხმების ნიშნად. - ჯერ სახელიც როგორი საოცარი აქვს...
-ჰო... - დაეთანხმა რატი და მის გვერდით მჯდარ ტაქსის მძღოლს შეხედა, რომელიც ისე იყურებოდა, თითქოს უცხო პლანეტელების ლაპარაკს ისმენდა.
-ყველაფერი ისეთი მუსიკალურია, აი ეს ჰანგები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათაც იციან ქართული... ლექსინგტონი... ქართულ სიტყვა ლექსს ესაფუძვლება, რაღაც საოცარ მელოდიურ მუსიკაში ეს პოეზიის სიყვარულიც გამოსჭვივის ამ ხალხის და მეც ასეთი გრძნობა მეუფლება. - თქვა ლომიამ და ისევ ფანჯრიდან გაიხედა. წამით დუმილი ჩამოწვა, მაგრამ მერე მძღოლს მიუბრუნდა და ჰკითხა. - ყოველთვის ასეთი ლამაზია ნიუ იორკი?
-ლამაზი? ეს ახალ წელს ალამაზებენ ასე... ტურისტები.. დამსვენებლები... ხომ ხვდებით? ზოგი ქუჩა მაინც ისეთი ბინძურია იქ გავლას საერთოდ არ გირჩევთ, დამერწმუნეთ. ნიუ იორკსაც აქვს ცუდი და უარყოფითი მხარეები. შავების უბანში გავლას არ გირჩევთ, იქ ყველა თავისი იარაღის ბუდეზე იყურება, მხოლოდ ერთი კანონი მოქმედებს - შიში. ახლა კი, ახალი წელია... - გაეღიმა და სარკეში უკან გაიხედა მძღოლმა. - ყველა ერთობა, ხალისობს. ახალი წელი ყველაზე ლამაზი ნიუ იორკშია და სწორად ჩამოსულხართ. გვიყვარს სტუმრები, დიდხანს აპირებთ აქ დარჩენას? - მოჰყვა თავის მონოლოგს ინგლისურად და ბიჭებს გადახედა.
-ერთი კვირით...
-ოი, რა სამწუხაროა. ესე იგი ახალ წელს ჩვენთან არ გაატარებთ? - მკვეთრად მოუხვია და სხვა ქუჩისკენ აიღო გეზი მამაკაცმა.
-ახალი წლის გატარება, ჩვენ ოჯახებთან ერთად გვინდა. - ჩაეჭრა რატიც, აქაოდა მეც აქ ვარ დამინახეთო. გიორგი უჟმურად იჯდა, მგზავრობამ ისე გადაღალა ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და უხმოდ აკვირდებოდა გამვლელებს. მანქანების ბღუილში და ბათქა-ბუთქში წინ ნელა მიიწევდნენ, აქა-იქ გზაზე გადამსვლელები გადაუღობავდნენ გზას, წინ ნელი მოძრაობით დაღალული მანქანები კი არადა არ იძვროდნენ.
-როდის მივალთ, რამხელა მოძრაობაა რა. - ამოიღო გიორგიმაც ხმა და საშინლად დაიჯღანა. გვერდი იცვალა, თვალები დახუჭა თითქოს დაძინებას აპირებსო, მაგრამ ლომიამ შეანჯღრია მაშინვე და გამოაფხიზლა.
-უკვე ახლოს ვართ. ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ავირჩიე მთელ ნიუ იორკში. - გაიჯგიმა რატი, რომელიც ტრაბახობდა თავისი არჩევანით. - ხუთ ვარსკვლავიაან.
ძლივს ჩააღწიეს, მანჰეტენიც და მისი არეულობაც მოათვალიერეს და რატი განსაკუთრებით მოხიბლა. მისი დაკიდული ხიდიც კი დაინახა, სადაც ოცნების ასრულება ეწადა, მაგრამ იმდენად დაღლილიყო, ერთი სული ჰქონდა როდის მიწვებოდა საწოლზე და დაეძინებოდა. თავისი გეგმების განხორციელებას კი შემდეგი დღიდან დაიწყებდა. მანქანიდან გადმოვიდნენ და როგორც კი სასტუმროში შევიდნენ, მათ ყურთასმენას საახალწლო სიმღერები მისწვდა და მაშინვე სპეციალურად ელფებისა და ფერიების ტანსაცმელში გამოწყობილი პერსონალი შეეგება. ორმა შედარებით მაღალმა ხელოვნურ თეთრ წვერიანმა მამაკაცმა ლომიას ბარგი ჩამოართვეს, დანარჩენები კი რატისა და გიორგის მისცვივდნენ. შემოსასვლელი ისეთი განათებული იყო, წითელ და თეთრ ფერებში, მიმღებამდე კი ნაძვისხე ლამაზად მორთული, ცენტრში იდგა. სანამ ყველაფერს მოაგვარებდნენ ოფიციალურად და ჩაეწერებოდნენ სასტუმროში, გასაღებებსაც გამოართმევდნენ და საბოლოოდ დაბინავდებოდნენ, ერთი საათი მაინც მოუნდათ და ასე დაღლილ-დაქანცულნი, ძლივს მიესვენნენ საწოლებზე. ნომრები ცალ-ცალკე აიღეს, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ახლოს რომ ყოფილიყვნენ.
რატი გაწვა, გაუხდელად მიწვა ლოგინზე და მაშინვე ჩაეძინა. გიორგის არა და არ ეძინებოდა, თვითმფრინავში გამოძინება იმდენად მოუხდა მეტად ძილი აღარ ეკარებოდა და თავის საშინელ განწყობას ნინოზე ფიქრით აუფერულებდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა ტკიებოდა ან გასჭირვებოდა, ნინოზე ფიქრი ყველაფერს ავიწყებდა. თვალი გადაავლო იმ ჯაჭვს, რომელსაც დღემდე მოჰყავდა, მას გაუმართლა, ყველაზე კარგი მეგობრები შეიძინა, ვინც მისი პიროვნების აღდგენაში დაეხმარნენ და საკუთარი ბედიც კი იპოვა. რა იქნებოდა მისი ცხოვრება ლომია რომ არ შეხვედროდა? ისევ თბილისის ქუჩებში ტალახში ამოვლებული, სიბინძურეში გაატარებდა, სიკვდილის ბოლო წუთების მომლოდინე. საკუთარი სიყვარულის ძებნაც გაუჭირდებოდა, ყველაფერი ძალიან გაურთულდებოდა, არც კი დაიწყებდა მის ძებნას, რადგან არ ენდომებოდა ნინოს ასეთი ენახა, არ ენდომებოდა დაეტანჯა ის და როგორც პირველად დანებდა, ისევე მოიქცეოდა ახლაც. გაუშვებოდა ბედნიერებას ხელიდან.
-ძნელია სიყვარულის დაბრუნება, თუნდაც წერილის მიწერა, როცა ასეთი მისამართი გაქვს. - გახედა მის წინ მოციმციმე ნათურებს, რომელიც სასიამოვნოდ ახალი წლის განწყობას უქმნიდა. ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, მოციმციმე ფიგურები, თეთრი ფანტელები, შორს რაღაც ქანდაკებაც მოჩანდა, რომელზე ლამაზიც არაფერი ეგულებოდა თითქოს და მანჰეტენის ხიდი, რომელიც ღამით სიჩუმეში ისე ლამაზად ანათებდა, გულს რომ გაუხარდებოდა მისი ცქერა, როგორც ერთ-ერთი ღირსშენასიშნავი და საოცარი ადგილის მოვლა. თავი სამოთხეში ეგონა, მაგრამ ნინოზე ფიქრო მაინც არ შორდებოდა, ის იყო მისი მომავალიც, ყველაზე მეტად მისი საოცარი ტუჩები მოსწონდა, მისი დიდი ზომის მკერდი და მწვანე თვალები აგიჟებდნენ. - ქუჩაში ნამდვილად დავნებდებოდი. სიყვარულზე ფიქრს საერთოდ შევეშვებოდი, მაგრამ ახლა... ნიუ იორკში ვარ, ჩემ მეგობრებთან ერთად, ვისი იმედიც მუდამ მექნება და მასზე ფიქრიც როგორი რეალურია.
ლომიამ ესმერალდას დაურეკა. იცოდა დროში განსხვავების გამო შეიძლებოდა სძინებოდა, მაგრამ მაინც დარეკა. სასტუმრომდე სანამ არ მიაღწიეს, მანამდე ვერც კი მოახერხა, არც კი გახსენებია დარეკვა იმდენად იყო სხვა რამეებზე ფიქრებით გადართული.
პირველივე მცდელობისას აიღო ესმერალდამ და ბიჭს ყველაზე საყვარელი ხმა ჩაესმა ყურებში, რამაც მთლიანად აუდუღა სხეულში სისხლი.
-ლომია? - ძალიან თბილი იყო. იმდენად თბილი, რომ კილომეტრების დაშორებითაც კი იგრძნო, როგორ გათბა.
-ჰო, ჩემო პრინცესა. ახლა ძლივს მოვიცალე დასარეკად, სანამ ბოლომდე არ დავლაგდით. როგორ ხართ აბა?
-მოვიწყინეთ უშენოდ ლომია... - საყვარლად გამობერა ტუჩები, როგორც ეს ყოველთვის იცოდა ხოლმე, მაგრამ ეს კი არ დაუნახავს, არამედ იგრძნო ლომიამ. კარგად იცნობდა საკუთარ მეუღლეს. ქორწინებიდან ხუთი თვეც კი საკმარისი იყო მათი საოცარი ახალი ცხოვრების დაწყებისა და კარგად გაცნობისთვის. ლომია გრძნობდა, რომ ერთიანი იყო, თითქოს ესმერალდა მასში იყო, მის გულში აღწევდა, სიღრმეებს იკვლევდა და მარცხნივ ყველაზე საიმედო ციხესიმაგრეს აშენებდა, რომელსაც ვერაფერი დაანგრევდა. ასე იყო სიყვარულიც. სიცოცხლეს გაწირავდა მისთვის, როგორც ეს ერთ დროს იმ უცნობი გოგონას გამო გააკეთა, რაც რომ არა ესმერალდას ვერ გაიცნობდა.
-მეც ჩემო პრინცესა. გპირდები ეს ერთი კვირა ისე მალე გავა, ვერ იგრძნობ. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზია... სხვა დროს, მხოლოდ მე და შენ წავიდეთ და უკვე ჩვენი პატარაც თან წავიყვანოთ. ძალიან მიყვარხართ ორივე.
-ჩვენც გვიყვარხარ მამიკო. - გათბა, თან როგორ გათბა. როცა მაშინდელ მარტოსულობას იხსენებდა, მხოლოდ ეცინებოდა და ხვდებოდა თუ რა აკლდა. მისი საყვარელი ქალი და მასში პატარა, რომელიც მალე საზეიმოდ გაახელდა თვალებს, ისე ავსებდნენ, სხვა აღარაფერი იყო სრული ბედნიერებისთვის საჭირო. ლომია ბედნიერი იყო.
-აბა, მომიყევით, როგორ გაატარეთ დღე. - დაჟინებული ტონით ჰკითხა, პასუხს კი არ სთხოვდა მოითხოვდა, მაგრამ ამას მხოლოდ მზრუნველობა ალაპარაკებდა. მთელი არსებით სურდა მათზე ეზრუნა, ვინც მისთვის ასეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო.
-ჯერ ვჭამეთ, მე და დედიკომ. - გაეღიმა ლომიას, მზად იყო მთელი სიცოცხლე ამ გოგოსთვის მიეძღვნა, მისი ხმა ესმინა და დამტკბარიყო. მას, მხოლოდ მას, ერთი ჭიკჭიკით მოჰყავდა ლომიას გულში გაზაფხული. - მერე ფილმსაც ვუყურეთ და თან მამიკოზე ვფიქრობდით, რას აკეთებს როგორ არისო. ვნერვიულობდით და გელოდით, აი შენც დარეკე.
-ესმერალდა... - ამოთქვა სიამოვნებით, თითქოს ვნებებით გაჟღენთილს მის ტუჩებთან ჰქონდა ბაგეები და ლიკას ჰაერით სუნთქავდა, ლიკას სიყვარულით უყვარდა, მისი გრძნობებით გრძნობდა და საწოლისკენ ეპატიჟებოდა. სჭირდებოდა.
-გისმენთ, უფროსო. - გაეცინა და ყურმილი, მთელი მანძილი თბილისიდან ნიუ იორკამდე ლიკუნას სასიამოვნო წკრიალმა დაფარა.
-ვგიჟდები შენზე. ყველაზე მეტად მიყვარხარ, მითქვამს ეს შენთვის?
-კი. - გადაიკისკისა საყვარლად და ლომიამ ისიც კი იგრძნო, როგორ მოისვა ხელი მუცელზე და თავის შვილს მიეფერა გოგონა. რაღაც კავშირი იყო მათ შორის, მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, საბედისწერო ძაფით გადაბმულებს ერთმანეთისკენ განგების ძალა ექაჩებოდათ და ერთმანეთს გრძნობდნენ, როგორც ორი სხეულის ერთ არსებაში გაერთიანებულები.
-ღმერთო ჩემო, უბრალოდ ქალღმერთი ხარ ლიკუნა. ჩემი საოცარი და თბილი გოგონა. იცი? შენი ხმა რომ მესმის, შენ გამოხედვას და შენ სიყვარულს როცა ვგრძნობ, ყოველდღე ახლიდან მიყვარდები.. ვერ აღვწერ... მიყვარხარ ჩემი გოგონი... ძალიან მიყვარხარ. კიდევ დავქორწინდეთ რაა.. - შეევედრა ლომია.
-რა? - ჰკითხა ლიკამ და ისევ გაიცინა. ხალისიანი იყო, მთელი დღე მოღუშული, თუმცა ლომიას ხმის გაგონებისას მაშინვე გამოუკეთდა ხასიათი და მწარე წუთები, მოწყენილობის და მარტოსულობის განცდა მაშინვე გადაავიწყდა.
-თეთრ კაბაში იმდენად ლამაზი იყავი, იმდენად მომაჯადოვებლად გამოიყურებოდი, რომ კიდევ მინდა. თან ის ქორწინება ჩვენთვის არ იყო მაინცდამაინც განკუთვნილი, უბრალოდ შემთხვევით ვისარგებლე...
-გაჩუმდი. - მაშინვე გაჩუმდა ლომია. ესმერალდას დაჟინებულ და ვნებამორეულ მზერას არ შეჩეხებია, მაგრამ მისმა ხმამ დაადუმა, გამოაცალა აზრები და ხმის ამოღების სურვილიც კი დაეკარგა. ახლა ანგელოზის სიმღერას უსმენდა თითქოს, მისი ხმა საახალწლოდ მოსული ანგელოზების ტკბილ და საოცარ ხმას ჰგავდა, სიზმრიდან გადმოსულს. - მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისაც ამ სამყაროში კაცად აღვიქვამ, ერთადერთი ხარ, ვისაც ნება მივეცი მთლიანად დაუფლებოდა ჩემ სიცოცხლეს, ვისაც ყველაფერი მივეცი, სულიც კი. ჩვენი შვილი კი ამ კავშირს გაამყარებს, სრულყოფილება ამ ერთ გაელვებაშია, შენს თვალებში ახლა რომ სიცარიელეს უყურებს, მაგრამ გონების თვალით ჩემსას რომ ეჩეხება, შენს სითბოს, სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ვგრძნობ, სანამ ცოცხალი ხარ შენში დავრჩები...
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ლომო... მალე შენი ბოკვერიც გაჩნდება. - გადაიკისკისა თავის ნათქვამზე და ლომიაც აიყოლია.
-შენს იქით გზა არ მაქვს. შენი თვალების მიღმა ჩემ თვალებს ვხედავ. - წარმოიდგინა როგორ იკრავდა გულში. ეს კლავდა, ენატრებოდა, საშინლად ენატრებოდა მისი სითბო და ეს საუბარიც უფრო მეტად ანატრებდა მის თავს. მთლიანად მას ეკუთვნოდა, მაგრამ ვერაფრით ჩახუტებოდა, ეს აგიჟებდა.
ლომიამ გათიშა და ცივ ლოგინში მარტო შეწვა. შესცივდა, რაც არასდროს უგრძვნია ლიკას გვერდით, მის სხეულს აკრული მზესავით ათბობდა. მისი ნათქვამი გაახსენდა ქორწილის მეორე დღეს, როცა ლიკას ღიმილზე მხოლოდ ერთი რამ მოაფიქრდა. - შენ ხარ ნამდვილი მზე. ის კი, ზემოთ, თავის თავს მზეს რომ უწოდებს ყველაზე მატყუარა მზეა, სხივებს ისვრის და არ გვათბობს, შენ კი იმდენად ძლიერად მათბობ... იმ სითბოს ხარჯზე ჩვენი მანათობელი ვარსკვლავი არაფერია. შენ ხარ ჩემი მზე, ჩემი პირადი მზე, რომელიც მუდამ მე გამათბობს. - მისგან მოშორებით კი სიცივე იგრძნო... მოკუნტული იწვა და ცდილობდა საკუთარი თავი გაეთბო, იქ სადაც საკუთარი მზის სხივებიც კი ნაკლებად აღწევდა მისი ხმის მოსმენის გარეშე, მისი პირდაპირი კონტაქტის გარეშე, თუმცა მასზე ფიქრები ისევ ახალ თბილ ტალღად ეხეთქებოდა მის განუსრულებულ სხეულებას და გულის მარცხენა სანაპიროზე დუღდა მზე.
ღამემ მოიცვა მათი გონება. გადაეშვნენ სიზმრების საუფლოში და იქიდან გადმოსროლილ ზმანებაში, სრულ მელოდიურ სიჩუმეში ჩაეშვნენ, საიდანაც დილის პირველი სხივის გაჩენამდე ვერ გამოიღვიძებდნენ და ვერ დააღწევდნენ თავს.
***
ნიუ იორკის ახალმა დილამ მათში ერთიანად იფეთქა. სიჩუმე გადაიქცა ახალი წლის დილად, რომელიც არა და არ ჩუმდებოდა, უფრო მეტად უმატებდა ხმაურს და მასში ჩაკარგული ნათურები და ძლივს მოწვდენილი ხმიანება საოცრად გადანაწილებულიყო, მუსიკალურ მელოდიად ქცეულიყო.
ყველაფერი ერთი ლამაზი, მაგრამ საოცრად ხმაურიანი დილით დაიწყო.
ლომია, რატი და გიორგი სასტუმროს მახლობლად, ისევ სასტუმროს კუთვნილ კაფეში ისხდნენ და თბილ ჩაის სვამდნენ, რომელსაც უგემრიელეს ტორტს აყოლებდნენ.
-ბიჭო, რა ლამაზია აქაურობა... მაგრამ ისეთი ხმაურიანი, დილით მალევე გამეღვიძა. - წამოიწყო რატიმ.
-მე იმდენი მეძინა, რაღა დამაძინებდა. - თქვა გიორგიმ და მეგობრებს გადახედა. ჩაი მოსვა და საოცარი, თბილი სითხე რომ იგრძნო სხეულში, თავი საკუთარ სახლში, თბილისში წარმოიდგინა, თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილა ყოფილიყოს.
-არ წავედით მანჰეტენზე?
-შენ რა მო**ანი ტვინი ამ მანჰეტენით. - ჩაერია შეწუხებული ლომია. მისთვის რომ შეგეხედათ, იფიქრებდით ყველაფერზე უკმაყოფილო, ცუდ ფეხზე ადგაო, თვალები დასიებოდა უძინარივით, სიტყვებს გამოთქვამდა ისე თითქოს ლაპარაკი ახლა ესწავლოსო და თან ისეთი მკაცრი ჰქონდა ტონი ცოტა ხნით ორივე გაჩუმდა და დილის ჰანგების მოსმენა დაიწყეს, სურნელებას ისე აღიქვამდნენ, როგორც ლამაზი დღის დასაწყისს.
-შენ რა გეგმები გაქვს აბა? - ჩაეძია მეგობარს რატიანი და გამომცდელი მზერა შეავლო.
-მე ცოტას გავივლი ცალკე. - თქვა და ჯიბეში სავიზიტო ბარათი შეამოწმა. - შენ კი, გიორგიც თან წაიყოლე, არსად დაკარგო. - ჩაიფხუკუნა ლომიამ. - ყველაფერი ახლა იწყება!
-მე რა დამკარგავს. - გაეცინა გიორგისაც, რომ წყენა დაეფარა და ისე შეტრიალდა ლომიასკენ, თითქოს ხარის თავდასხმას ელოდებოდეს.
-სულ არაფერი. - მეგობრულად გაუღიმა. - სურათების გადაღება არ დაგავიწყდეთ.
ლომია წამოდგა, ანგარიში გაასწორა და გარეთ გავიდა, სადაც ტაქსი მალევე გააჩერა და მისამართი უკარნახა.
***
სასიამოვნო და გრილი ამინდი იყო. ციოდა, მაგრამ ჩაფუთნული და კაშნეშემოხვეულები ისე მისეირნობდნენ, თითქოს ზაფხულის თბილ ჰაერს სუნთქავდნენ. მათაც ზაფხულის დღეები გაიხსენეს, ბევრი ჰქონდათ საერთო გასახსენებელი და უაზროდ იღიმოდნენ, მუცლის ატკიებამდეც კი იცინეს, ბოლოს ჩამოსხდნენ სკვერში და თოვლს გაჰყურებდნენ. უხაროდათ ახალ ქალაქში, ახალი სასიამოვნო წუთების გატარება, უხაროდათ ყველაფერი, ბაშვების ჟრიამული, გუნდაობა თოვლში და მანქანების სწრაფი მოძრაობა ათოვლებულ ზედაპირს ხრაშუნით რომ გადაუვლიდნენ და მახლობლად მყოფებს სულ ასველებდნენ. ბოლოს ბავშვობის გახსენება თოვლში გუნდაობით გადაწყვიტეს რატიმ და გიორგიმ და პატარა ბავშვებს შეუერთდნენ.
დღე ძალიან დატვირთული ჰქონდათ. ჯერ ისევ ნათელი ეფინებოდა ქალაქს, როცა სულ სველები მანჰეტენის ხიდზე გავიდნენ.
-რა საოცარი ატმოსფეროა. - ყვირილით, თითქმის დაიღრიალა რატიმ და მეგობარს გახედა.
-აქ გინდოდა გადაფსმა? - გაეცინა გიორგის, რომელიც ხიდის ნაპირას იყო გადაყუდებული. უყურებდა, როგორ მიედინებოდა წყალი, როგორი უზარმაზარი იყო მისი კალაპოტი და ახლოდან რომ ჩაიღრიალებდა, თითქოს მისი თბილი მიმოქცევაც კი სიცივის საშინელი გახმაურებაა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა და გრძნობდა ამ სიცივეს, მისგან წამოსულს და რაღაცნაირად ჩაგუდულ სიცივეს, როგორც მთელ ამ არეალში იყო, მაგრამ ქვევიდან უმეტესად ამოხეთქავდა და გიორგისაც თავი საყინულეში ეგონა. - მიგეყინება. - სიცილს ძლივს იკავებდა და სანამ სათქმელს დაამთავრებდა რატი უკვე მოქმედებაში მოვიდა. - თუ რამეა მე შენთან არ ვარ. - გაიხედა გვერდით და ჰორიზონტს გადაავლო თვალი. შებრუნდა, რადგან ხალხს სხვა რამე არ ეფიქრა, ამასობაში კი რატი თავის ოცნებას ისრულებდა და პირდაპირ ხიდიდან, მოურიდებლად და გაბედულად ცლიდა „ბაკს“.
-ეჰ, ეს ლომიას უნდა ენახა რა. - გაიჯგიმა და თავაწეულმა გაასწრო გიორგის. ცოტა ხანში კი სირენების ხმა გაისმა, სწორედ მათკენ მოიწევდნენ, რაც საშინლად არ ესიამოვნა გიორგის. რატის მაშინვე გადასძახა და გაიქცა.
ქოშინი, გულის აჩქარებული ცემა, როცა მოსახვევში შევიდნენ და ერთ-ერთ სახლს ამოეფარნენ.
-როგორი იყო ჰა? - ძლივს მოითქვა სული და ამოღერღა რატიმ. გიორგის განადგურებულ სახეს შეეჩეხა და სულ არ ესიამოვნა ისე საშინლად უმზერდა. ძალიან სტკიოდა. ამდენი სირბილისგან გული ამოსჯდომოდა და ვერაფრით ამოეღო ხმა. აი რატი კი უკვე თავისუფლად სუნთქავდა და არანაირი დაძაბულობა მის რეაქციას არ მოჰყოლია. სირენისა და მეგაფონის ხმაც მიწყდა და საახალწლო ჰარმონიაში უეცრად მიყუჩდა. - წამოდი წავიდეთ. - ხელი მოჰკიდა გიორგის და თან გაიყოლა.
-საით?
-საითაც ბედი გაგვიძღვება.
-ღადაობ? რა ბედი შე*ემა, როდიდან დაიწყე ასე საუბარი... თითქოს რომანტიკოსი გახდი? – „რომანტიკოსი“ ისეთი ზიზღით სავსე გამოხედვით თქვა, თითქოს ასეთები სძულდა და არ სიამოვნებდა, მაგრამ გიორგის უფრო რატის საქციელი აღიზიანებდა, რაც ხიდზე მოხდა და ამის გამო იყო გაბრაზებული, რასაც ვერ ფარავდა. მოხარშული თევზისა და წვნიანის სუნი ეცათ უეცრად, მაშინვე ორივემ ხელი ცხვირზე აიკრეს და იქაურობას გაეცალნენ.
-ახალ წელს თევზი, ბლ*ად? ბიჯო, როგორ აკლიათ. - დაიჯღანა რატი, როცა შენობას გაეცალნენ, რომელსაც შუშაზე „კათარზისი“ ეწერა და უზარმაზარ ქუჩას გაუყვნენ, საახალწლოდ სასწაულად მორთულ-მოკაზმულს და გაფერადებულს. ყველაფერი ისე ბზინავდა და ფერებში დუღდა, თითქოს სამოთხეში ყოფილიყვნენ. მართლაც კარგად უვლიდნენ ამერიკელები ამ ქალაქს, განსაკუთრებით ახალ წელს იყო ნიუ იორკი ლამაზი და ამას ყოველი კუთხე და ყოველი სასიამოვნო არომატი აჩენდა.
-ზოგს ძმა ესეც კი არ აქვს, რაც ახლა შენ! - შეუბღვირა გიორგიმ და ხელი მხარზე დაჰკრა. - შენ ყველაფერი გაქვს, შეგიძლია ჩაიცვა, იმოგზაურო და ახალ წელს მშვენივრად შეხვდე, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც არ გააჩნიათ ამდენი ფუფუნება და მოწიწება იქონიე... ამაზრზენი ხარ, როცა ასე ლაპარაკობ.
-რჩევას რომ გკითხავ ეს მერე მითხარი. შევთანხმდით? - თვალი ჩაუკრა რატიმ და გზას გაუყვნენ. ბინდი აწვებოდა დღის სინათლეს და უკვე ნებდებოდა მზის სხივებიც, რომლებიც ზამთარს სუსტად ანათებდნენ. თითქოს მთის იქით იწურებოდა მისი სიდიადე და ჰორიზონტის მიღმა ქრებოდა. ემშვიდობებოდა მოსახლეობას, თოვლი კი უფრო მეტად მატულობდა და ქუჩაში მოსიარულეთ ათეთრებდა.
გიორგიმ თავში ხელი წამოარტყა პასუხის ნაცვლად. მალე მზეც ჩაესვენა და ბიჭებმა დროის შეგრძნება სულ დაკარგეს. ისინი ერთ-ერთი შენობის მახლობლად გაჩერდნენ, შესცივდათ და ხელებზე ხახუნით ითბობდნენ საკუთარ თავებს. უკვე გვიანი იყო, არცერთს არ მოსვლია თავში აზრად უკან, სასტუმროში დაბრუნება და ბოლომდე გართობა სურდათ. ჩიხიდან ფეხსაცმელების კაკუნის ხმა გაისმა, უცებ შეხტნენ, ისეთი სიჩუმე იყო, უცნაური და ამ ხმაურიანი, უზარმაზარი ქალაქის ფონზე უჩვეულო. კაკუნი უფრო მეტად მოახლოვდა და სიბნელიდან გამოკრთა ულამაზესი მანათობელი წერტილი, რომლის ღიმილიც შესანიშნავად ასხივებდა. გოგონამ რატი პირდაღებული დატოვა, თუმცა არც მიახლოვებია მათ, ისე შევიდა ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში და გაუჩინარდა. რატიანმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. ვერ მიხვდა რა მოხდა, გონს მხოლოდ გიორგის შენჯღრევისას მოვიდა და ძლივს გამოფხიზლდა.
-ჰეი, გაიღვიძე, ხაშურში ვართ! ჰოი.
-რა? ხაშურში ვართ? - მოატარა თვალი გარემოს რატიმ. ცოტა ხნის შემდეგ რეალობაში დაბრუნდა და მეგობარს შეუღრინა. - რა ხაშურში ბიჭო!
-ნეტავ შენი სახე დაგანახა იმ წამს. როგორ გაფითრდი.
-მოდი.. - ხელით მოსწია მეგობარი. - უნდა ვიმღეროთ!
-გაგიჟდი? დღეს რა გჭირს ბიჭო, როგორ მოქმედებს ეს ქალაქი შენზე. ჯერ იყო და მანჰეტენის ინციდენტი, ახლა კი ეს...
-სერენადა.
-ჰაჰ - გადაიხარხარა გიორგიმ. - სიტყვები იცი?
-მმმ - ყურები ჩამოუშვა რატიმ, მაგრამ მალევე მოვიდა გონს. თვალები გიორგის შეანათა და შეთქმულთათვის განკუთვნილი გამოხედვით ჩააშტერდა. გიორგი ვერ მიხვდა თავიდანვე რას გულისხმობდა მისი მზერა, ვერ მიხვდა და ჰკითხა კიდეც, მაგრამ მაშინვე ვერ მიიღო პასუხი. - დავაი, მუხამბაზი გამოუშვი! ამოიღე შენი ტელეფონი. მიდი მიდი.
რატიმ ჩანთიდან ორი თიხის თასი ამოიღო და საიდანღაც, სასწაულებრივად გაჩენილი, ან წინასწარ მომზადებული სანთლები, რომლებიც მაშინვე დაანთო და თასებში ჩაამაგრა. ერთი გიორგის გაუწოდა, მეორე თვითონ დაიჭირა. მუსიკა ჩაირთო, რატიმ კი თავისი დაბალი ტემბრი ააყოლა. სიჩუმეში მეხივით გაისმა მისი ხმა, რომელსაც ჟღარუნა მუსიკა ახლდა, ნელი მუხამბაზისეული. გიორგის ყარაჩოღელთა ქეიფი და დროსტარება გაახსენდა, ერთ ფილმში რომ ჰქონდა ნანახი და გაეღიმა. სიგიჟედ თვლიდა, სიგიჟედ მიაჩნდა ყოველივე, მაგრამ ხმის ამოუღებლად, მანათობელი თასით ხელში იდგა და ზევით იყურებოდა.
დღე კი ისე არ დასრულდა, როგორც ელოდა რატიანი. არც ისე მეგობრული აღმოჩნდნენ იმ შენობაში მცხოვრებნი, აივნებით რომ გადმოჰყურებდნენ. ჯერ აივნებიდან ყვირილი გაიგონეს და ადგილზე გაშეშდნენ, მერე რაღაცაც მოხვდა გიორგის თავში, თუმცა გაუმართლა. უფრო მაღლიდან რომ ჩამოეგდოთ თავს გაუტეხდა და იქვე გონებასაც დაკარგავდა, მაგრამ ახლა ფეხზე იდგა და ისევ ზევით, თუმცა მრისხანებით სავსე თვალებით იყურებოდა. გოგონას არც გამოუხედავს და ასე გულდამძიმებული რატისა და გიორგის ისევ გაქცევა მოუწიათ, როცა მათთვის უცხო მამაკაცები ღრიალით გამოცვივდნენ გარეთ.
***
მის წინ მოხურული კარები მაშინვე თავისუფლად გაიღო, როგორც კი მის მახლობლად დადგა. ავტომატური მომსახურება, ნათელი და მყუდრო გარემო, ათასგვარი პორტრეტებით დამშვენებული, სადაც ისევ საახალწლო განწყობა იგრძნობოდა, მაგრამ სასტუმროსგან ბევრად განსხვავებული და უფრო მეტად ლამაზი ჭაღი. მარცხნივ პერსონალისთვის ცალკე შესასვლელი იყო, სადაც საშვით უშვებდნენ მხოლოდ, მარჯვენა მხარეს კი თავისუფალი იყო, რამდენიმე მეტრის შემდეგ კი კიბეები იწყებოდა. ცენტრში რამდენიმე ლიფტი იყო, ოცდახუთ სართულამდე შეავლო მხოლოდ თვალი ლომიამ. მარცხენა მხარეს მზერამიპყრობილ და იქვე მდგარ ოფიცერთან მივიდა და სავიზიტო ბარათი აჩვენა. უკან ხელმოწერით. ფორმიანმა მამაკაცმა მაშინვე შეატარა და გზა მიასწავლა.
ოც წუთში კაბინეტში იყო. ტყავის, მოჩუქურთმებულ სავარძელზე იჯდა და ალფრედს ელოდა, რომელიც ეს-ესაა უნდა დაბრუნებულიყო, როგორც ასისტენტმა უთხრა. ულამაზესმა ქალმა, რომელიც მისაღებში ტელეფონის ზარებს პასუხობდა. შემოსვლამდე თვალი ვერ მოსწყვიტა და კისერი მოეღრიცა, თუმცა მაშინვე გაახსენდა აქ რისთვის იყო, გაახსენდა ესმერალდა, რომლის სახეც თვალწინ დაუდგა ამ ახლოს მყოფი გოგონას ნაცვლად და გული გაუთბა. ახლა კი ნაშუადღევს, როცა მზესთან ასე ახლოს იყო, მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა მის სითბოს, მაინც ვერ ანათებდა თვალებში სხივები, მზად იყო დაეფიცა, რომ ესმერალდა ახლა მყარად იდგა, რომ „ყალბი მზე“ ვეღარ ართმევდა სითბოს და დასუსტებულიყო.
სრული სიჩუმე ჩაწყნარებულიყო უზარმაზარ ოთახში, სადაც ულამაზესი ავეჯი იწონებდა თავს, სადაც ადამიანის გამოსახულებიანი ქანდაკებები იდგა, კედელზე პირდაპირ ირმის ფიტული ეკიდა, რომელიც თვალმოუცილებლად აკვირდებოდა სტუმარს და ლომია ამან დაზაფრა, ცდილობდა თვალი მოეშორებინა ამ სანახაობას, რომლის შავი, საზარელი, თითქოს ცოცხალი თვალები შეუბრალებლად უცქერდნენ და მას ადანაშაულებდნენ მომხდარის გამო, რომ ის აქ ეკიდა. საწერ მაგიდაზე ფურცლები და კალმები იყო დახვავებული, გარდა ამისა მის ცენტრში ორი, ერთმანეთზე მიდგმული მონიტორი, რომელიც ერთ პროცესორს უერთდებოდა და ჩართული ღუღუნებდა. ეს სიმყუდროვე ოთახში შემუსულმა კუშტი მზერით, მაგრამ სასიამოვნოდ გამოწყობილმა ალფრედმა დაარღვია. ერთი წამით უკან მიიხედა და ხელით ანიშნა შემოსასვლელში მჯდარ ქალბატონს, რომელიც თითქმის გამჭვირვალე შუშაში ლომიაც კი ხედავდა.
-ორი ყავა შემოგვიტანე... - ლომიას გადახედა, - როგორს სვამ?
-უშაქრო, მადლობა.
-ჩემი იცი... ლომიას კი უშაქრო ყავა, თუ შეიძლება მერი. - უთხრა და თავისუფლად, დიდი ნაბიჯებით შემოიჭრა და ხელი ჩამოართვა ბიჭს. - ასე ადრე არ გელოდი, თუმცა მიხარია, რომ მოხვედი და მინდა გითხრა, რომ შესანიშნავად წერ. რაც წავიკითხე, შეიძლება ჩავთვალოთ სრულიად რეალურ ამბად, რომელიც ნამდვილად უნდა მომხდარიყო, როგორც მითხარი, მაგრამ თან ვერ ვიჯერებ ესმერალდას ასე გამოჩენას და მერე გადაკარგვას, შენ კი ისევ გიპოვნია, როგორც ვიცი არა? - ჰკითხა და მაგიდიდან ჭიქა აიღო ხელში. ჭიქით მარცხენა თაროებისკენ გაემართა და რაღაც სითხე ჩამოისხა. - დალევ?
-არა, გმადლობთ. - გაუღიმა უხერხულად. - მე კი გარწმუნებთ, რომ ეს სრულიად ნამდვილი ამბავია, ჩემ თავს გადახდენილი. მეც კი ისე შევიცვალე ამის მიკვირს, მაგრამ თავიდანვე... რაღაც ეჭვები მქონდა, თითქოს არ ვიყავი ისეთი ცხოვრების კმაყოფილი.
-აჰა, მესმის. - ჭიქა რომ მოიშორა პირიდან მხოლოდ მაშინ თქვა ალფრედმა. - ესმერალდა... - ჩაფიქრდა ალფრედი და თვალებში დაუწყო ყურება ლომიას. - ისე აღწერე, რომ ნამდვილად ლამაზად წარმომიდგა, თვით საოცრებად. სწორედ შეყვარებული ადამიანის ფიქრები აღწერე შენ... სიურეალისტური აზროვნება გქონია, ისეთი ალოგიკური, მაგრამ რაღაც ჯაჭვებით გადაბმული ისტორია, რომელიც უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, მათ გრძნობებს აშიშვლებს. რაც წავიკითხე, უფრო სწორედ დამეხმარნენ რომ წამეკითხა, ყველაფერი იმდენად ტკბილად და საამურად მიდიოდა, ისე იყო შერწყმული ყოველი სიტყვა და აღვიქვამდი თითქოს მათში მეც მივედინებოდი. მინდა გითხრა, დავმწუხრდი კიდეც ამ ენის უცოდინარობის გამო, რაზეც შენ დაწერე. მომინდა ორიგინალში წამეკითხა... ერთ დღეს ალბათ შევძლებ და წავიკითხავ კიდეც, მანამდე კი მსურს დავბეჭდო.
ლომიამ ხმა ვერ ამოიღო. უყურებდა ალფრედს, რომელიც აღფრთოვანებით საუბრობდა მის რომანზე და უკვირდა, როგორ შეეძლო მოეხიბლა ასეთი სერიოზული პიროვნება ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ სამოყვარულო დონის რომანზე. მიხვდა ისე ვერ აფასებდა, როგორც საჭირო იყო, ვერ აფასებდა თავის ნიჭს და თავის რომანს სათანადოდ და ახლა დადგა მომენტი, როცა უნდა გაეაზრებინა რა დაწერა. ერთი აზრიც გაჩნდა მის გონებაში, რომ თვითონ ამ სურვილით გამოემგზავრა ამერიკაში და ახლა კი უდიდესი მწერლების ფონზე მისი ნაწერი ყალბად და დაჩაგრულად ეჩვენებოდა. დაფარული სურვილი ჰქონდა, რომელიც ახლა გაიაზრა, უნდოდა მისი შემოქმედება გაეცნო მკითხველს, უფრო მეტს ვიდრე ეს საქართველოს მოსახლეობა იყო, სადაც მხოლოდ კარგი კი არა, ცუდი შეფასება უფრო მოჰყვებოდა, ლანძღვა, გინება ავტორისადმი. იმდენად დიდი იყო აგრესიაც, ვერ აქცევდა ზურგს, მაგრამ ცდილობდა მარტო კარგი შეემჩნია და არა ცინიზმი და ირონია, რომელიც სიბრალულის გამომჟღავნებასთან ერთად, პირდაპირი მიმართულებით მისკენ მიემართებოდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ მისი ნაწარმოები რაღაცად ღირდა, რაღაცად ჩათვალეს და ამიტომ არის ახლა აქ, ამიტომ ისმენს მის აღფრთოვანებულ საუბარს და მიხვდა, როგორ გაუმართლა. ამის გაფიქრებისას, მაშინვე მეორე მე ჩაერთო, რომელიც მის წინააღმდეგ გამოვიდა. „კი არ გაგიმართლა, იმსახურებდი! შეიგნე!“ - ლომიას მხოლოდ გაეღიმა და სიტყვა უნდა დაეძრა, მაგრამ ისევ ვერ გაბედა. შიშით შეხედა ირმის ფიტულს, ისევ ისეთი თვალებით რომ უყურებდა და მუცელში წვა იგრძნო, დანაშაულის გრძნობა რაღაცით სტანჯავდა და იგრძნობოდა ტკივილი, სადაც სიცოცხლის ტყვეობაში დაღუპულს თავად ცოცხლად გრძნობდა თავს, მაგრამ სხვები დაღუპულად.
-არ ვიცი რა ვთქვა. - გამოტყდა ბოლოს, ძლივს რომ გაბედა ხმის ამოღება. - საერთოდ ისიც კი არ მესმის რატომ დაინტერესდით ამით. - მორიდებულად ჩაილაპარაკა ქართული აქცენტით და თვალები დაბლა დახარა.
-არასდროს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა! - უთხრა ალფრედმა და თავის სავარძელში მოთავსდა, რომელიც ლომიას პირდაპირ, მაგიდის მეორე მხრიდან იყო. კაბინეტს ათვალიერებდნენ ლომიას თვალები ისევ, ყოველ კუთხეს ძრწოლით აკვირდებოდა და შურდა ალფრედის. ასეთ მდიდრულ ოფისში, მდიდრული და ყველაზე კარგად მოწყობილი, უზარმაზარი კაბინეტი უნდა ჰქონოდა, თვითონ კი აქაურობის მფლობელი იყო.
-აინშტაინი? - თვალები გაუბრწყინდა ლომიას.
-ნამდვილად. ცნობისმოყვარეობა არის ისეთი რამ, რაც სულიერად გზრდის. ის გეხმარება შეიცნო ყოველივე და დაინახო უინტერესოში საინტერესო. ჯერ კიდევ საინტერესო ფენომენია, რასაც მეცნიერები გულმოდგინედ იკვლევენ. ცნობისმოყვარეობა. რა არის მართლაც ცნობისმოყვარეობა? ის ადამიანს აიძულებს, შეიცნოს ყველაფერი, შეიმეცნოს ყოველი დეტალი და არ გამორჩეს არაფერი, რაც ნამდვილად ბრძნულია მათთან შედარებით, ვინც არაფერს იმეცნებს, ვინც უმეცრებაში იხრჩობა. საინტერესოა... როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ან დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრება მე რომ ცნობისმოყვარეობა არ გამომეჩინა და შენ არ აღმომეჩინე? - საფეთქელთან მიიდო თითი და ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ მიხვდებოდით ფიქრობდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და იდუმალი მზერა შეაგება მომლოდინეს. - ისინი ისევ გააგრძელებდნენ საკუთარი ოცნებების მხოლოდ გონებაშივე განხილვას, განაგრძობდნენ ფიქრს, რომელსაც არსად მიჰყავთ ისინი და უბრალოდ იცხოვრებდნენ შეუმჩნევლად, მათ კი დააკლდებოდათ შენნაირი მწერალი, რომელიც მომავალში რას გვიქადის მეც კი ვერ წარმომიდგენია. - გაეღიმა და ლომიაზე მაშინვე იმოქმედა მისმა სათნო და გულწრფელმა ღიმილმა, რომელიც არ იტყუებოდა. ლომია კარგად არჩევდა ადამიანებში სიმართლესა და სიყალბეს, არჩევდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე, ალფრედში კი მხოლოდ კეთილის მსურველ ადამიანს ხედავდა, რომელსაც სურდა დახმარებოდა მას. მასში თვითონ საკუთარი თავი აღმოაჩინა. მის ადგილას თვითონაც ასე მოიქცეოდა, რადგან ყოველთვის ახარებდა ღიმილი მათ სახეზე, ვისაც ნამდვილად ეხმარებოდა. ბედნიერება გადამდებია, მიიჩნევდა ყოველთვის და იყენებდა შესაძლებლობას გაებედნიერებინა სხვაც, სხვისი ბედნიერება გადაეცა, ისე რომ ოდნავადაც არ დაკლებოდა თვითონ.
-დიდი მადლობა... - სიტყვა გაწელა ლომიამ.
-ალფრედი... უბრალოდ ალფრედი დამიძახე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ არა?
თავი დაუკრა ლომიამ და მაშინვე ესმერალდა გაახსენდა. უკვე იმაზე ფიქრობდა როგორ ახარებდა ამ ამბავს მას. გადაწყვიტა, მანამდე არ ეთქვა არავისთვის სანამ არ გამოიცემოდა და ხელთ უკვე, ახალთახალი, ინგლისური ეგზემპლარი არ ექნებოდა.
-ხვალ ნიმუში უკვე მექნება, მაგრამ შენ გარეშე ხელს არ ვახლებთ არაფერს. რედაქტირებას გაივლის თარგმნილიც, შენ კი თუ გსურს ყოველივე ამ პროცესს დაესწარი.
-ვაუ... თქვენ მე ძალიან გამახარეთ ალფრედ. ჩემი წიგნი ამის ღირსად ვერ წარმომედგინა, რადგან მიჭირდა იმის აღქმა, რომ ვინმე მოიწონებდა. ვითვალისწინებდი იმასაც, რომ პირველი მცდელობა იყო.
-შენ საკუთარ თავს ვერ აფასებ, ჩემო ბიჭო! - მკაცრად შეჰყვირა, რაც მისმა მდივანმაც გაიგო, რომელიც უკვე ლანგრით ხელში მოემართებოდა მათკენ. დაგვიანებისთვის რბილად გაკიცხა ალფრედმა, მაგრამ მაინც თბილად გაუღიმა გოგონას. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ლომიამ, მაგრამ მალევე მოაცილა და ალფრედისკენ გადაიტანა მზერა. - მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. მზად ვარ ვითანამშრომლო შენთან, აი ასე მარტივად! დიდ პოტენციალს ვხედავ, ამიტომ ჩემში ეს რისკი ნუ გაგაკვირვებს. ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს!
-ხვალამდე ლომია. ხვალ საღამოსკენ ყველაფერი მზად იქნება. ახლა, როცა შენ გესაუბრები, ჩემი სპეციალისტები უკვე მუშაობენ და ამზადებენ შენ წიგნს, რომელიც ეტაპობრივად გაუმჯობესდება და ყველაფერი უმაღლეს ხარისხში იქნება. მეც ცოტა ამიტომ შემაგვიანდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდი.
-დიდი მადლობა ალფრედ. თქვენ კარგი მეგობარი ხართ. ხვალამდე. - ხელი ჩამოართვა უკვე წამომდგარ ლომიას, რომელიც მიხვდა წასვლის დრო იყო და მანაც უმალ გაიარა უდიდესი გზა და ჭიშკარში გაძვრა, იმ უზარმაზარი შენობისა, სადაც ყველაფერი იდეალური იყო და მხოლოდ მაშინღა მიხვდა, როგორ შეუბერა ცივმა ნიავმა სახეში და მაგრად სტყორცნა სილა.
ლომია ახურებული და აწითლებული გამოვიდა შენობიდან, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს, რომელსაც რაღაცის გამო აჯილდოებდნენ და მარდი ნაბიჯებით გადაკვეთა ქუჩა.

-------
შეცდომებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. არ გადამიკითხავს და ისე ვდებ...
დაგვიანებისთვის მომიტევეთ, მაგრამ შემდეგ თავს ალბათ კიდევ უფრო დააგვიანდება :(
სამსახური დავიწყე, ჰოდა სულ უფრო ნელი ტემპით მიდის წერის პროცესი.. ცოტა შეგვიანებისთვის იმედია არ დამძრახავთ... მიყვარხართ ყველა თქვენ...



№1  offline წევრი მოლურჯო

პირველიი ვაარ ^_^
ხოდა ახლა წავიკითხე ორივე თავი
როგორც ყველა ისტორია შენი ესეც შესანიშნავია.
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი natalii

ერკეე,ხოიცი როგორ მაბედნიერებს შენი ისტორიების კითხვა,ეს თავიც რასაკვირველია მომეწონა,ლომიას ძალიან უმართლებს ამხელა ნიუ იურკში ასე უცებ ერთ დღეში ასეთი შემოთავაზება ნამდვილად სასწაულს უდრის <33 ხო მართლა იგივეს გირურვებ შენც და ხოიცი როგორ ველოდები შენი წიგნის გამოცემას
პ.ს. ხო მართლა გულს რომ აღარ მიხეთქავ ამის გამო ორმაგად მიყვარხარ ხოიცი :* :(

 


№3 სტუმარი ნინო კ.დ

გვეღირსაააააააა... მეგონა დადება გადაიფიქრე. ხვალ წავიკითხავ მაგრამ შეიძლება კომენტარი ვერ დავტოვო.
პს.ისე რა დიდი მნიშვნელობა აქ?

გვეღირსაააააააა... მეგონა დადება გადაიფიქრე. ხვალ წავიკითხავ მაგრამ შეიძლება კომენტარი ვერ დავტოვო.
პს.ისე რა დიდი მნიშვნელობა აქ?

აუუ ტელეფონმა გაუბერა და რამდენჯერ დაწერა ( დავსჯი ამისთვის)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

სევდიანი გიჟი
პირველიი ვაარ ^_^
ხოდა ახლა წავიკითხე ორივე თავი
როგორც ყველა ისტორია შენი ესეც შესანიშნავია.

მადლობ მადლობ love შენ შესანიშნავი მკითხველი <3
natalii
ერკეე,ხოიცი როგორ მაბედნიერებს შენი ისტორიების კითხვა,ეს თავიც რასაკვირველია მომეწონა,ლომიას ძალიან უმართლებს ამხელა ნიუ იურკში ასე უცებ ერთ დღეში ასეთი შემოთავაზება ნამდვილად სასწაულს უდრის <33 ხო მართლა იგივეს გირურვებ შენც და ხოიცი როგორ ველოდები შენი წიგნის გამოცემას
პ.ს. ხო მართლა გულს რომ აღარ მიხეთქავ ამის გამო ორმაგად მიყვარხარ ხოიცი :* :(

კაქი რაა ^_^
უჰ... ნუ გისკდება გული :D ისტორიის კითხვით ისიამოვნე შენ ჯობს ^_^ დიდი მადლობააა რომ მოგწონს. ლომია ეს მეორე ერკეა :დ რომელიც მინდა რომ გახდეს ლომია :დ ნუ ასეთი წარმატებული რა <3
მეც მიყვარხარ კაქო მკითხველო ^_^
ნინო კ.დ
გვეღირსაააააააა... მეგონა დადება გადაიფიქრე. ხვალ წავიკითხავ მაგრამ შეიძლება კომენტარი ვერ დავტოვო.
პს.ისე რა დიდი მნიშვნელობა აქ?

გვეღირსაააააააა... მეგონა დადება გადაიფიქრე. ხვალ წავიკითხავ მაგრამ შეიძლება კომენტარი ვერ დავტოვო.
პს.ისე რა დიდი მნიშვნელობა აქ?

აუუ ტელეფონმა გაუბერა და რამდენჯერ დაწერა ( დავსჯი ამისთვის)

ოოოოოოოოოოოოოოოო დაწერეეეეეეე!
SEREBRO
Hoo mokled pirvlad vtoveb shens istoriaze komentars tavidan megona rom ragac banaluri ikneboda tumca shevcdi rac dzalian maxarebs.kargia momewona velodebi shemdeg tavs da warmatebebi :))

პირველად რო ტოვებ და მაინც დატოვება გადაწყვიტე ორმაგად მიხარია love სხვის ისტორიებზე მაქვს ნანახი შენი კომენტარები ხოლმე და აქაც, კეთილი იყოს შენი მობრძანება.. და მიხარია, რომ ბანალური არ არის <3
love ესმერალდა წაიკითხე ჯეეეეეეეერ :D იქიდან იწყება ყველაფერი ^_^ დიდი მადლობა კომენტარისთვის
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5 სტუმარი Natalii

Rac me da shen gvisaubria,shens momaval gegmebze,ra gancdit da emociitac laparakob xolme im yvelafers lomias cxovrebashi vxedav.me mjera sheni,magari kaci xar yvelafers miagwev shedzleb,amas me kiara didi wignis kritikosebi gianonseben ar dagaviwydes,.miyvarxar

 


№6 სტუმარი nina(ნინა)

ერკე უკვე გითხარი,რომ საოცრება ხარ?? თუ არ მითქვამს ახლა გეუბნები.ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის!ისეთი თბილი და მგრძნობიარე პერსონაჟები გყავს,რომ რავი რა სიტყვებსაც ვერ ვპოულობ wink ძალიან კარგი ხარ.წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს შენს წიგნსაც მალე იხილავს ხალხი :*

 


№7 სტუმარი nana

nina(ნინა)
ერკე უკვე გითხარი,რომ საოცრება ხარ?? თუ არ მითქვამს ახლა გეუბნები.ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის!ისეთი თბილი და მგრძნობიარე პერსონაჟები გყავს,რომ რავი რა სიტყვებსაც ვერ ვპოულობ wink ძალიან კარგი ხარ.წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს შენს წიგნსაც მალე იხილავს ხალხი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent