მინდა მიყვარდეს თავი 27
ლევანი და ლექსო კაპითანთან ერთად წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში რათა იქ მაინც გაეგოთ რაიმე ახალი ამბავი,მაგრამ სულ ტყუილად ელოდნენ ირაკლის დაჭერას რადგან ის უკვე თბილისიდან ძალიან შორს იმყოფებოდა და ჭრილობებს იშუშებდა,როგორც ბრძოლაში დაჭრილი ლომი და შურისძიების გეგმას სახავდა. გამოძიება ისევ მიმდინარეობდა და ირაკლი ისევ ძებნაში იყო.ირაკლის მეგობრების აყვანის და დაკითხვის მერე ახალი მაინც არაფერი გარკვეულა,რადგან არცერთმა არ იცოდა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი,ან იცოდნენ და ვერ გატეხეს პოლიციელებმა სათანადოდ.იმ საღამოს მთელი სამეგობრო შეიკრიბა და საქმის მშვიდობიანად დასრულება და გადარჩენა აღნიშნეს,რა თქმა უნდა მთავარი გმირი,მირანდაც არ დავიწყებიათ ბავშვებს და ძალიანაც დაუმეგობრდნენ ამ საყვარელ გოგონას.ისეთი თბილი და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა რომ მაშინვე ყველა დაუმეგობრდა და ასე აპირებდნენ დიდხანს გაგრძელებას. დრო გადიოდა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.თითქოს ყველამ დაივიწყა ირაკლი და მისი ხრიკები.მაგრამ ნათქვამია ჩუმი წყლისა გეშინოდესო,არავინ იცოდა ჭრილობის მოშუშების მერე რას მოიმოქმედებდა ის არაკაცი.ერთი თვე ისე გავიდა რომ ახალი არაფერი ყოფილა, ამიტომ ყველა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ბიჭები გაერთიანებული ძალებით შეუდგნენ მუშაობას.გოგოები დასვენებით ტკბებოდნენ.სანდრო დროებით ისვენებდა და შვებულებით ტკბებოდა.სანდროს შვებულების ერთ საღამოს რომელსაც კლუბში ატარებდა და კარგადაც იყო გართობაში შესული,ბარიდან ქალისა და მამაკაცის კამათი მოესმა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია მაგრამ როდესაც მათი ხმაური მალე არ დასრულდა გარკვევა გადაწყვიტა.იქ სწორედ ისეთ დროს მივიდა როდესაც მამაკაცს ქალის მკლავი თავის ტორებში მოექცია და მაგრად უჭერდა,მაგრამ მისდა გასაკვირვად ამ სიფრიფანა გოგოს რეაქცია არ ჰქონდა მამაკაცის ძალადობაზე და ერთი ნერვიც კი არ შეჰხრია მის ლამაზ სახეს.ამან უფრო გააოცა სანდრო და ის მოძალადე მწყობრიდან გამოიყვანა. -ასე ადვილად როგორ ახერხებ ჩემს მწყობრიდან გამოყვანას?-ისევ დაიღრიალა კაცმა და მკლავზე უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. -ხომ ხედავ რომ არ მტკივა,ამიტომ მორჩი ამ სისულელეებს,ხელი გამიშვი და საერტოდ გაუჩინარდი ჩემი ცხოვრებიდან.-ძალიან მშვიდად მიუგო გოგომ ისე რომ ტვალი არ მოუშორებია მისი მრისხანე თვალებისთვის საიდანაც უკვე ცეცხლმოკიდებულ ისერებს ისროდნენ. -არსადაც არ წავალ და თუ წავალ მხოლოდ შენთან ერთად.გასაგებია?-პოზიციას არ თმობდა ახალგაზრდა გაგიჭებული მამაკაცი და გოგონას თავს არ ანებებდა. ამ დროს სანდრო მიხვდა რომ უკვე ჩარევის დრო იყო,რადგან ქალის ტკივილის და მასზე ძალადობის დაიგნორება არ შეეძლო და ასე ვერ უყურებდა როგორ ვითომ არ სტკიოდა ხელი ამ სიფრიფანა გოგოს.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა წყვილს და მათ შორის დადგა. -გამარჯობათ.-ძალიან თავაზიანად მიესალმა სანდრო მოჩხუბარ წყვილს და როდესაც მათი გაოცებული სახეები დაინახა შემდეგ გააგრძელა თავისი სათქმელი. -არ მინდა ხელი შეგიშალოთ საუბარში მაგრამ ვატყობ რომ ქალბატონს არ სიამოვნებს თქვენი კომპანია და თუ ნებას მომცემთ ცოტა ხანს წაგართმევთ.-ისე ლამაზად და კარგად ჩამოუყალიბა ყველაფერი სანდრომ მამაკაცი ადგილზე გაშრა,ხმა ვერ ამოიღო,მერე მისი მარწუხებიდანაც გაანთავისუფლა და საცეკვაოდ გაიცვია.გოგო დაჰყვა ახალგაზრდა საკმაოდ სიმპათიური ბიჭის შემოთავაზებას, რადგან იცოდა რომ ეს ხსნა იყო და ასე ადვილად თვიტონ ვერ მოიშორებდა დათოს,ამიტომ ზედმეტი კითხვების გარეშე გავიდნენ საცეკვაო მოედანზე. როდესაც დათო გონს მოვიდა და გააცნობიერა რომ ქალი რასაც ჰქვია ,,აახიეს'' აი მანდ დაიწყო ცუდ რამ.პირდაპირ სანდროსკენ გაექანა მუშტ მოღერებული როგორც კორიდაზე გამოვარდნილი გამძვინავარებული ხარი წითელი ფერის დანახვისას,მარამ სანდრო რის სანდრო იყო თუ ასე უცებ დამაცხდებოდა და იქ გაიმართა ხელჩართული ბრძოლა.ბოლოს ორივე საკმაოდ ნაცემები ეყარნენ ძირს და თავის აწევის ძალაც არ ჰქონდათ.იმის განსხვავებით რომ გოგონა სანდროსთან იყო და სულ არ აპირებდა მის ასეთ მდგომარეობაში მიტოვებას.ფეხზე ნელა წამოაყენა,გვერდიტ ამოუდგა და ასე ძლივ ძლივობით წავიდნენ მანქანისკენ. საჭესთან გოგონა დაჯდა,სანდრომ მისამართი უკარნახა და სავარძელზე მიესვენა. -ასე არ შეიძლებოდა.ჩემი გულისთვის თავი ასეთ დღეში არ უნდა ჩაეგდოთ.-უთხრა დარცხვენით გოგომ და გზას გახედა. -ლამაზი გოგოს გამო ეს არაფერია.-ისე გაიღიმა გიორგაძემ როგორც იცოდა ხოლმე და ლოყაზე საყვარელი ფოსოც გამოუჩნდა რომელიც გოგოებს აგიჟებდათ.არც ეს სიფრიფანა გოგო აღმოჩნდა მისი ფოსოს მიმართ გულგრილი და თვალი ოდავ გააპარა სანდროსკენ.ამის მეტი მათ ერთმანეთისთვის არაფერი უკუთხავთ,არც სახელი და არც დანარჩენი რამ რადგან არ იყო ეს ყველაფერი საჭირო.ისედაც ძალიან კარგი სიტუაცია იყო და არ აპირებდნენ ერთმანეთის კითხვებით შეწუხებას. მალე მივიდნენ სანდროს სახლამდე,მანქანიდან გადმოსვლაში გოგონა დაეხმარა,სახლის კარიც გაურო და დივანზეც დააწვინა,ჭრილობები გაუსუფთავა და წარბზე ნაკერიც კი დაადო.თავიდან უნდოდა სანდროს ეკითხა ექთანი ხომ არ იყო ასე ზედნიწევნით და კარგად რომ აკეთებდა ყველაფერს,მაგრამ მერე ვაითუ დაფრთხესო და კითხვებსთავი დაანება,მხოლოდ იწვა და უყურებდა როგორ აკეთებდა ყველაფერს ეს ლამაზი გოგო,რომელიც ვიღაცას აგონებდა და ვერ ხვდებოდა ვინ იყო ან საიდან ეცნობოდა.გოგო ყველაფერს რომ მორჩა მისი წასვლის დროც დადგა მაგრამ გიორგაძეს მისი გაშვება არ უნდოდა,იმდენად მოეწონა ეს გოგო რომ უნდოდა სულ გვერდით ჰყოლოდა და დაეცვა,მასე ეზრუნა,ყველაზე მექალთანე კაცს ვინც კი ცხოვრებაში არსებობდა რომელსაც დის და დედის გარდა სხვა ქალი არასოდეს არ ჰყვარებია გულში რაღაც გაუღვა და ეს სასწაული ამ პატარა გოგომ მოახერხა.უკვე კართან მისული გოგონა სანდროს ხმამ მოაბრუნა უკან. -სახელი მაინც მითხარი ისე ნუ დამტოვებ გაურკვევლობაში.-ისე საყვარლად უთხრა რომ მის თხოვნას უყურადღებოდ ვერცერთი გულგრილი გოგო ვერ დატოვებდა.ან რატო გულგრილი რა სჭირდა ამ პატარა გოგოს დასაწუნი ნეტა სანდრო გიორგაძეს?ლამაზი,ნაცრისფერი თვალები რომელიც სევდის დროს უფრო უმუქდებოდა და შავს წარმოქმნიდა,სწორი და ლამაზი ცხვირი,საშუალო ტუჩები და ოდნავ დიდი შუბლი.ისეტი საყვარელი იყო რომ თვალს ვერ მოწყვეტდი.მაგრამ ეს გოგონა როგორც ეტყობა ან ემოციებს კარგად აკოტროლებდა ან რეაქცია არ ჰქონდა მართლა სანდროს სილამაზეზე და მის საყვარელ გამოხედვაზე. -მირანდა მჟავია.-მხოლოდ ეს უთხრა და კარები მიიხურა.იმ ღამეს სანდრო არც ტკივილმა დაინდო და არც მირანდაზე ფიქრებმა.მთელი ღამე მასზე ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა იყო ამ გოგონაში ასეთი სოცარი რომ მისი ყურადღება მიიქცია.იქნებ ყველაზე ძალიან ის ძალა უბიძგებდა მისკენ რომელიც მისგან უარყოფას წარმოადგენდა.დღმდე არ ჰქონია მომენტი რომ გოგოს მასთან ინიციატივა თვითონვე არ გამოეჩინოს და თავი ასე დაეფასოს.ყოველთვის აქეთ ეკიდებოდნენ კისერზე და ეხლა ძალიან ბრაზდებოდა რომ ეს გოგონა ხელში ვერ ჩაიგდო,ან უდოდა კი მისი ხელში ჩაგდება?თუ უნდოდა ხელს რა უშლიდა,მაგრამ არა აქ სულ სხვა ამბავია.მირანდა როგორც ქალი მოსწონდა და არა ისე როგორც ვნების ჩამცხრობი ქალი.მასთან სულ სხვა ურთიერთობა უნდოდა და ეცდებოდა რომ მიეღწია ამისთვის.ის ღამე ლივს გადააგორა და ახალი დღე ახალი შემართებით დაიწყო.მირადნა კი მშვიდად წავიდა თავის სახლში,რომელშიც არავინ არასოდეს ელოდა და ცარიელ კედლებზე ხელის ცეცება დაიწყო სინათლის ასანთბად.სიბნელეში გამეფებულ სიჩუმეს ცოტა ხანს მშვიდად უსმინა,შემდეგ ამ ერთი და იგივე სიტუაციით დაღლილი საწოლ ოთხს მიაშურა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.ვერ ვიტყვი რომ სანდრო არ გაახსენდა მაგრამ მხოლოდ წამით და ისიც მისი აცრისფერი თვალები,რომელსაც სადღც შორს მიჰყავდა და ეს ძალიან სასიამოვნოც კი იყო.შემდენ თავი გააქნია,უაზრო ფიქრებისგან თავის დასახსნელად და სინათლე გამორთო.უკვე ძილის დრო იყო დილიტ სამსახურში თავს ვერ ასწევდა. ... დილით ლევანი ისეთი შემართებით წამოხტა ლოგინიდან გეგონებოდა მიწისძვრა იყო და გადმოვარდაო.ჩქარა მოწესრიგდა ყავა მიირტვა და როგორც ყოველტვის პირველი ბექურების ოჯახში შემოაჭრა მძინრე მზეთუნახავის გასარვიძებლად. -ადე მიდი ეხლა,ადე გოგო.ამდენს ნუღარ მახვეწნინებ ვააა...-მაშინვე დაიწყო ლევანმა ანას გაღვიძება. -ოოო.ლევან კაი რა ნუ დაიწყე შენებურად,ამ დასვენების დღეებში მაინც დამაძინე რა.-ისევ ისე ბიზღუნებდა ანუკი როგორც სჩვევია ხოლმე დილა უთენია. -ადე გოგო რა დროს ძილია,დღეს ნიას დაბადების დღეა.-შეახსენა დაქალის ბად. დღე და ისიც მასინვე გიჟივით წამოფრინდა ფეხზე. -მერე აქმადე ვეღარ მითხარი?-აქეთ შეუტია ზედგენიძეს და თვალების სრესვა დაიწყო,რომ უფრო მალე გამოფხიზლებულიყო. -აბა აქმადე რას ვაკეთებდი?კაი ხომ გვეყოს ეხლა მიდი მოწესრიგდი და გამყევი საჩუქარზე.-გვერდებში შემოსცხო მსუბუქად ხელი გოგოს და ასადგომად უბიძგა. -და შენ რა შეყვარებული ხარ რომელიც საჩუქარს დაბადების დღეზე ყიდულობს?- მაიცნ თავისებურად წაკბინა ანამ ლვანი და ენა გამოუყო. -მაგ ენას მოგაჭრი ძირში თუ არ დაიმოკლებ და დარჩება ბექას მე რე უენო შეყვარებული.-არც ლევანი დარჩა ვალში და სიცილი დაიწყო.ამის გამო ბალიში მოხვდა გემრიელად თავში და სიცილი მაშინვე შეწყვიტა.უნდოდა ანას გაბრაზებოდა მაგრამ არ შეეძლო სიგიჟემდე უყვარდა ეს გიჟი გადარეული გოგო და დიდხანს ვერ უბრაზდებოდა.ანა მალევე მოწესრიგდა და ლევანთან ერთად დაიწყო მაღაზიების შემოვლა.კიდევ კაი კონკრეტულად იცოდა რაც უნდოდა თორემ ისე მთელი თბილისის მაღაზიებს შემოატარებდა ზედგენიძის ამბავი რომ იცოდა ანამ.თვითონაც იყიდა საჩუქარი და ერთი ძალიან ლამაზი საღამოს კაბა რესტორანში ჩასაცმელად.საჩუქარი ისეთი ლამაზი და დახვეწილი იყო რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი.ლევანმა ანა სახლამდე მოაცილა თვითონ კი სამუშაოდ გაეშრა. ბექა და ლექსო უკვე იქ იყვნენ და ქაღალდებში ჰქონდათ თავი ჩარგული.ისე რომ სულ არ ჩანდა არც ერთი და არც მეორე. -ბიჭებს გაუმარჯოს.-მიესალმა ორივეს ლევანი და თავისი სავარძელი დაიკავა.-აბა რა ხდება ახალი? -რავი ისეთი არაფერი.საბუთბს გადავხედეთ დღეს მე და ლექსომ.ისეთი არაფერი. შენ რაღაც ძაან გახარებული მეჩვენები და რა ხდება?-ბექას ზედგენიძის ზე ამაღლებული განწყობა არ გამორჩენია მხედველობიდან დდაეჭვებული თვალები მიანათა. -დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა და სიურპრიზს ვუმზადებ.-ისეთი საყვარელი იყო ამ დროს ლევანი ნიას რომ დაენახა ალბათ კოცნით დაახრჩობდა. -ვაა.ძაან მაგარია ე.ი დღეს ვქეიფობთ?-საუარსი ლექსო ჩაერთო. -კი ყველანი დღეს 8 საათზე რესტორანში ვიკრიბებით.-ლევანიმ მხოლოდ ეს თქვა და გარეთ გამოვიდა.არ უნდოდა ვინმე ანას გარდა კიდევ სცოდნოდა ამ სიურპრიზის შესახებ რადგან რაც მეტმა იცოდა მით უფრო აღარ გამოვიდოდა სიურპრიზი.არადა ეს დღე უნდოდა გრანდიოზლად ჩაეთარებინა და ბევრი კარგი მოგონებაც დარჩეოდა არა მარტო მას და ნია არამედ ყველას. ანუკი,თეკო და ნია უკვე მზად იყვნენ და ანას სახლში ელოდებოდნენ ბექას გამოვლას რომ რესტორანსი წაევანა სამივე.ლექსო უკვე რესტორანში იყო და ამოწმებდა ყველაფერი ისე იყო თუ არა როგორც ბატონ ზედგენიძეს უნდოდა. თვითონ ზედგენიძე კი რესტორნის ერთ ოთახში გამოკეტილი იჯდა თავისთვის და იქამდე არ გამოვიდოდა იქიდან სანამ ყველა არ შეიკრიბებოდა.სტუმრები უკვე ნელ ნელა მოდიოდნენ.ლევანის და და დედ-მამაც მალევე მოვიდნენ.ნიას მშობლებლებიც მალევე მივიდნენ.მხოლოდ გოგოები არ ჩანდნენ ჯერ და აი ისინიც შემოვიდნენ.სამივე ძალიან ლამაზები იყვენენ.ანას და თეკოს შავი სადა და ძალიან ლამაზი კაბები ეცვათ.კოჭებამდე სიგრძის ნიას კი მუხლამდე ლურჯი ფერის ულამაზესი კაბა რომელსაც ზურგი საერთოდ არ ჰქონდა და დეკოლტე იყო.დღეს მართლაც რომ დედოფალს გავდა ნია.ლევანიც მასინ გამოჩნდა და მისი დანახვისას ენა ლამის ჩაუვარდა.სიტყვებს თავი ვერ მოუყარა რომ ერთი რამე მაინც ეთქვა. -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დედოფალო.-როგორც იქნა მიულოცა და მისი ნაზი ხელი თავისაში მოიქცია.ასე მიაცილა სუფრამდე.ნიამ იქ იმდენი ხალხი რომ დაინახა,თავისი და ლევანის მშობლებიც რომ იქ ივნენ ცოტა არ იყოს ანერვიულდა,სახეზე ფერებმა გადაურბინეს და ლევანს ჩუმად ჰკითხა. -ლევან აქ რა ხდება?რა საჭირო იყო ამდენი ხალხის დაპატიჟბა?-ათრთოლებული ხმა მის ნერვიულობაზე მიუთითებდა. -ნუ ნერვიულობ პატარავ,ყველაფერი რიგზეა.-მშვიდად უთხრა ლევანმა,მხარზე ოდნავ აკოცა და ჯადოსნურად გაუღიმა.ნია ვერასდეს რჩებოდა მისი ღიმილის მიმართ გულგრილი და არც ეხლა ყოფილა რამე გამონაკლისი.დაამშვიდა ლევანის მშვიდმა ბარიტონმა და მამაკაცს მიენდო ბოლომდე.საღამო არაჩვეულებრივად მიდიოდა.ბექამ ანა გამოიცეკვა.ლექსოს კერ კიდევ მხარი აწუხებდა და ისე ვერ ცეკვავდა როგორც უნდოდა მაგრამ რაღაცას მაიცნ ასრულებდა.ანას გასვიანის მხარზე თავი მიეყრდნო და ისე საყვარლად გამიყურებოდნენ რომ გული სიყვარულით აუვსებოდა ველა მათ შემხედვარეს,ბექა ნელა უსმევდა თმაზე ხელს და მისი სურნელით ფილტვებს ივსებდა. -როგორ მომენატრე ჩემო ცხოვრება იცი.-ყურსი უჩურჩულა გასვიანმა ბექაურს და მასინვე იგრძნო ელექტრონების დავლა მთელს სხეულში. -ასე ნუ მიკეთებ,ცუდად ვხდები ხომ იცი.-ანამ თავი ვერ შეიკავა და მაინც გათქვა თავისი სისუსტე. -მეც ეგ მინდა ცხოვრებავ.-ბექა არ ეშვებოდა მის ემოციებზე თამაშს და უფრო აგიჟბდა. -სირცხვილია,აქ იმდენი ხალხია.-უკვე ხმა უწყდებოდა ანუკის,ბექა კი ისევ აგრძელებდა თამაშს.ჯერ ნელა დაუყვა ტუჩებით ყურის ბიბილოს,ისე რომ არავის შეემჩნია ან ვინ შეამჩნევდა საცეკვაო დარბაზი ოდნავ მბჟუტავი განათბით იყო გაათებული და წყვილი ძლივს ხედავდა ერთმანეთს,სადღა დამრჩა სხვას დაენახა იქ რა ხდებოდა.გასვიანიც ამ მომენტით სარგებლობდა და ანას უფრო აგიჟებდა. მერე ყელს დაუყვა და როდესაც მკერდისკენ აპირებდა შეუმჩნევლად გაპარვას მუსიკაც დამთავრდა და აქ მორჩა ანას თანჯვა.ისეთი სიამოვნებით ამოხედა გასვიანს რომ გეგონებოდა წუთის წინ საერთოდ არ დნებოდა მისი ალერსით,ბექა კი გაბრაზებული სახიტ იყურებდა.ყველანი სუფრას მიუსხდნენ ამ დროს მოვიდა დაგვიანებული სტუმარიც. -მირანდაა,როგორ გამახარე იცი რომ მოხვედი?-მაშინვე გადაეხვია ნია გოგონას და ბევრი აკოცა. -გილოცავ ნია.მაპატიე უფრ ადრე სამსახურიდან ვერ გამოვედი.-მანაც ბევრუ აკოცა ნიას და საჩუქარი გადასცა.მერე ბევშვებისკენ წავიდა და ყველა დაკოცნა. შემოსვლის წუთიდან კი სანდროს მისთვის თვალი არ მოუშორებია,როდესაც მირანდა თეკოსთან ახლოს დადგა სწორედ მაშინ მიხვდა თუ ვის ამსგავსებდა ამ ლამაზ გოგოს,ეს ხომ მის დას ძალაინ გავდა.ისე ძალიან გაუხარდა ის ამბავი რომ მირანდა მისი დის სამეგობრო წრეს ეკუთვნოდა რომ ამაზე მეტი სიხარული ამ საღამოს წარმოუდგეელი იყო.რადგან მასთან დაახლოების საშუალება უკვე გამოძებნილი იყო და ყველაზე ადვილიც.ნიან სუფრის ბოლოსკენ გაიხედა საიდანაც დაჟინებულ მზერას გრძობდა და იმ უცნობი ბიჭის თვალებს გადააწყდა რომელიც მის გამო საკმაოდ იყო ნაცემი. -ანუკი.ერთი ეს მითხარი აი ის ბიჭი.ოღონდ არ გაიხედო ჯერ.ვინაა ასე დაჟინებიტ რომ მიყურებს?-უნდოდა მასზე ბევრი რამ გაერკვია და დაიწყო კიდეც ინფორმაციის გაგება ანასგან. -ვინ ის მაღალი სიმპატიური ნაცრისფერთვალება ბიჭი?-თითქოს რაღაცას მიუხვდა ანაც და თამაშში აჰყვა მირანდას. -მე ის კი არ მითქვამს მითხარი როგორ გამოყურება მეთქიუბრალოდ გკითხე ვინ არის მეთქი.-თითქოს იწყინა მირანდამ ბექაურის ასეთი თამამი კითხვა და სახეზე ოდნავ აწითლდა კიდეც რაც ანას არ გამოპარვია მხედველობიდან. -ხო კაი ნუ წითლდები.ეგ ბიჭი თეკოს ძმაა.სანდრო გიორგაძე.ძალიან საყვარელი ბიჭია.-ჩამოარაკრაკა ბექაურმა და მჟავიას თვალი ჩაუკრა.ამის მეტი აარაფერი უკითხავს მჟავიას,მთავარი უკვე იცოდა ვინ იყო და დანარჩენს თვითონაც გაარკვევდა.სანდრო კი თვალს არ აცილებდა და მალმალე მისკენ გამოაპარებდა მზერას. __________ მაპატიეთ ჩემო საყვარლებო ამდნეი რომ გალოდინეთ უბრალოდ ძალიან ციდად ვიყავი თორემ არ მიყვარს მე დაგვიანებები.იმედია მოგეწონებათ ახალი თავი.ყველას მადლობას გიხდით თბილი სურვილებისთვის. მიყვარხართ ყველაა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.