შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალუქული დღიურები (თავი 3)


16-01-2016, 14:42
ავტორი MegMorgan
ნანახია 1 642

-ღამღამობით, მე ვუსმენ მუსიკას, რომელიც არავის მოსწონს ჩემ გარდა- დაიწყო ლაპარაკი დემეტრემ... ვგრძნობდი, როგორ დამისველა სახე მარილიანმა სითხემ. - მე შემიძლია ვაკონტროლო ის რაც ტელევიზორში გადის, ამის გამო ხალხს ჩემი ეშინიათ. - ხმას ვერ ვიღებდი, ნუთუ ეს ის დემეტრეა, რომელიც მე მახსოვდა და რომელზეც მე ვიყავი შეყვარებული.
-სოფო, ერეკლე შემოივანე.
რამდენიმე წუთში ჩემს კაბინეტში ერეკლე შემოვიდა, ვანიშნე ცარიელ სავარძელზე დამჯდარიყო. მე საწერ მაგიდას მივუჯექი, სათვალე გავიკეტე და ისეთი ტონით დავიწყე ლაპარაკი, თითქოს პაციენტს პირველად ვხედავდი.
- ბატონო ერეკლე, მოგეხსენებათ დემეტრეს მდგომარეობა. მე მინდა ის ფსიქიატრიულში დააწვინოთ. როგორც იცით, შიზოფრენიის განკურნება ბოლომდე შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მისი სიმპტომების კონტროლი, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი არ შეუშალოს ფსიქიკურმა აშლილობამ. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ტრადიციული მეთოდებით ვმკურნალობთ. ეს გულისხმობს მედიკამენტებით მკურნალობას, ელექტროკრუნჩხვის თერაპიებს და ფქსიქოსოციალურ მიდგომას. დამიჯერეთ, მისივე ჯანმრთელობისთვის აჯობებს, სანამ უკეთესი მდგომარეობა არ იქნება ფსიქიატრიულში დარჩეს ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.
-გასაგებია, მაგრამ მინდა, რომ თქვენ პირადად ადევნოთ თვალყური მის გამოჯანმრთელებას.
-რა თქმა უნდა, მე ყოველ დღე მოვინახულებ და ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება. მაინტერესებს, რაიმე სახის ჩანაწერებს ან ჩანახატებს, ხომ არ აკეთებდა პაციენტი ?
-ხატავდა.
-ძალიან კარგი. ხვალ მომიტანეთ კლინიკაში.
-ხვალამდე.
ერეკლეს გასვლისთანავე ნიაღვარივით წამომივიდა ცრემლები. ჩემი დემეტრე...ამდენი წლის შემდეგ შევხვდი მას ასეთს, განადგურებულს და უმწეოს. როგორ მინდა ისევ ისეთი იყოს, როგორიც დაამახსოვრდა ჩემს გონებას. გავაგრძელებ დღიურის კითხვას :
გეგა იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს, მაგრამ ყველას გასაკვირად ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივარი გავხდი. მატჩები ხშირად იმართება და არც ერთ დღეს არ ვტოვებ, რომ იქ არ მივიდე და დემეტრეს არ ვუგულშემატკივრო.
გუშინ მინდოდა დამეწერა, მაგრამ იმ სიტუაციაში წერას კი არა ფიქრს ძლივს ვახერხებდი მომხდარზე.
მოღრუბლული დღე იყო და მივხვდი წვიმას აპირებდა. თამაშიც უსასრულოდ გაიწელა. ვიჯექი და ველოდებოდი, როდის დამთავრდებოდა. დემეტრე მოედნიდან გააძევეს, შორიდან ვხედავდი, როგორ იჯდა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილ სკამზე და ესეც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. თამაში დამთავრდა. გულშემატკივრები მიმოიფანტნენ და მიდამო დაცარიელდა. ფეხბურთელებიც აღარ იყვნენ მინდორში, მაგრამ წასვლა მეზარებოდა. თან დემეტრეს გარუჯულ სხეულზე და მომხიბვლელ ღიმილზე ვფიქრობდი,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეჩქარებოდა მაინც გაუნძრევლად ვიჯექი.
-გამარჯობა.- ვიღაცამ ფიქრებიდან გამომიყვანა. მივიხედე და თვალებს ვერ დავუჯერე, ეს დემეტრე იყო. გამეღიმა. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და მივესალმე. - შემოსასვლელს კეტავენ და აინტერესებდათ მაქ დარჩენა გირჩევნია თუ გამოხვალ.- ვიგრძენი როგორ გავწითლდი.
-გამოვალ. -გავუღიმე და მის წინ წავედი.
-მე დემეტრე ვარ, შენ? - წამომეწია და გვერდით ამომიდგა.
-ემა.
-რას საქმიანობს ემა?
-ვსწავლობ სკოლაში ჯერ, წელს ვამთავრებ.
-მერე უკვე მოიფიქრა ემამ რაზე უნდა ჩააბაროს?
-ფსიქიატრობა მინდა.
-და რატომ უნდა ემას ფსიქიატრობა?
-არ ვიცი, მაინტერესებს იქ კლინიკაში, როგორ აზროვნებს ხალხი.
-ოო, იმედია მერე მეც მომიყვები, როგორია უმკურნალო ამდენ ჭკუიდან გადასულს და არ გაგიჟდე.- არ ვიცოდი რა მეპასუხა.- აქ ხშირად გხედავ, ვინმე განსაკუთრებულს გულშემატკივრობ?
-ჰოო.
-მერე სად არის? მარტო როგორ დაგტოვა?
-თვითონ არ იცის, რომ განსაკუთრებულია ჩემთვის.
-რთული შემთხვევაა?-მკითხა და თვალები სასაცილოდ მოჭუტა. - განუკურნებელი სინდრომები იპოვე საკუთარ თავში უკვე?
-ვშიშობ ასეა.- გამეცინა მის საქციელზე.
-იქნებ საღამოს სადმე ვივახშმოთ. ჩაწერის გარეშე არავის ვღებულობ, მაგრამ შენთვის გამონაკლისს დავუშვებ.
-კარგი.
სახლში გადაბრწყინებული ღიმილით მივედი. ანუკიმ ისე უცნაურად შემომხედა, რომ ამაზე სულ გადავბჟირდი.
-რამე მოხდა და მე ჯერ არ ვიცი?
-ნამდვილად არ იცი.
-მოყევი მერე რას ელოდები.- ყველაფერი მოვუყევი, არაფერი გამომიტოვებია. ის კი გაოცებული იჯდა და როგორც მერე გაირკვა, იმაზე ფიქრობდა რა უნდა ჩამეცვა საღამოს.- რაღაც იდეები მაქვს და თუ გინდა კიდევ ერთხელ ვიქნები შენი დიზაინერი, ამჯერად სტილისტიც და ფსიქოლოგიც.
-აბა რა იდეები გაქვს.
-ეს კაბა?
-არა.
-ემა, არც იფიქრო, რომ პირველ პაემანზე ბიჭთან, რომელმაც ასე "გამოგადებილა" შარვლით გაგიშვებ.
-მერე რა მოხდა?
-არა და არა! აირჩიე ან ეს კაბა ჩაიცვი- შავ წელში გამოყვანილ კაბაზე მიმითითა.- ან ჩემი ლურჯი კაბა.
-შენი ლურჯი კაბა იყოს.
თავის ოთახში გაიქცა და თვალისდახამხამებაში მომიტანა კაბა. მერე ნაწნავი და მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა და რჩევები მომცა თავისი გამოცდილებიდან.
ლიფტს არც ახლა დავლოდებივარ. კიბეებით ჩავირბინე. სუნთქვა მეკვროდა. სადარბაზოში მელოდებოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ.- მისვლისთანავე მაჯახა კომპლიმენტი.
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.- ჩემი კაბა მოშვებული იყო, მუხლს ზემოთ. ფეხზე კეტები მეცვა და მის თავისუფალ სტილს შეეფერებოდა ჩემი ჩაცმულობა.
პატარა რესტორანში შევედით. ისეთი სიმპატიური იყო, მინდოდა ლოყაზე ბევრჯერ მეკოცნა.
-დიდი სიამოვნებით გავიგებდი შენზე ყველაფერს.- მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
-ავტობიოგრაფიის მოყოლა დავიწყო? იქნებ კითხვები დამისვა.
-შენ არ იცი, როგორი ზარმაცი ვარ ასეთ საკითხებში.
ამ დროს რესტორანში "sweet jane" გაჟღერდა.
-გინდა ვიცეკვოთ?- ჩემდა გასაკვირად ვკითხე.
-არ ვცეკვავ, მაგრამ შენთვის მეორე გამონაკლისს დავუშვებ.- მომხიბვლელად გამიღიმა და ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია. ნელა ვცეკვავდით. თითქმის არც ვმოძრაობდით. ერთ ადგილზე ვიდექით. მისი სუნამოს სუნი თავბრუს მახვევდა და მინდოდა ყელში მეკოცნა, მაგრამ საკმარისი გამბედაობა არ მქონდა.
მოღრუბლულობა დღის ბოლომდე გაგრძელდა, სადარბაზომდე, რომ მიმაცილა თმის არც ერთი ღერი არ მქონდა მშრალი, მაგრამ ეს ვის ადარდებდა. გამომშვიდობებისას მაკოცა და მიჩურჩულა, რომ იმედი ჰქონდა ერთმანეს კიდევ ბევრჯერ ვნახავდით.
ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. ან უმჯობესია თუ ვიტყვი ჩემი სიყვარულის ისტორია.
მარტი იყო. მე მოახლოებულ გამოცდებზე ვღელავდი, დემეტრე მატჩების გამო სულ იშვიათად ჩნდებოდა ჩემს ყოველდღიურობაში და მისი გამოჩენა ყოველთვის საოცარ გამონათებას გავდა პირქუში დღეების ქარცეცხლში.
თენდებოდა. მარტში ჯერ კიდევ ცივა. დამირეკა.
-დილა მშვიდობისა, ვიცი გაგაღვიძე. დაბლა გელოდები, გავისეირნოთ.- სწრაფად მომაყარა და ყურმილი დაკიდა.
კარგზე ვერ ვფიქრობდი. დილის 5 საათზე სასეირნოთ, რომ დაგპატიჟებენ კარგი აზრად არც არაფერი მოგივა ადამიანს. რაც ხელთ მომხვდა ჩავიცვი და სახლიდან გავიპარე. ანუკის წერილი დავუტოვე : " დემეტრესთან ერთად ვარ, რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები".
კიბეები ჩავირბინე და სადარბაზოში მდგარ დემეტრეს აქოშინებულმა ჩავეხუტე.
-რა მოგივიდა?- ღიმილით მკითხა.
-მეგონა შენ მოგივიდა რამე, დილაადრიან, რომ გამაღვიძე.
-წავიდეთ, შენთვის რაღაც მაქვს.
უკვე აღარ ვღელავდი. ჯანმრთელი და ბედნიერი იდგა ჩემ გვერდით. მანქანის კარი გამიღო.
-სად მივდივართ?
-ნახავ.
რადიოში Sweet Jane ჩაირთო. როგორღაც ეს ჩვენი სიმღერა იყო. სწრაფად იცვლებოდა გარემო ჩემს ირგვლივ. ქალაქს გამოვცდით. მანქანა გზის პირას გადააყენა და გამოვედით.
-აქ რატომ მოვედით?- ძალიან ლამაზი ბუნება იყო, მაგრამ ინტერესი მკლავდა, არ ვიცოდი რა ედო გულში.
GMC K-15 ფირმის მანქანა ჰყავდა. უკანა მხარეს თავისუფლად შეგვეძლო დასხდომა. პლედი მომახურა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ხედავ იმ კლდეებს? - თავი მსუბუქად დავუქნიე. - აქაურობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს და ფიქრის საშუალებას მაძლევს. ასეთი ადგილი უნდა ჰქონდეს ადამიანს ფიქრისთვის, მაგრამ ზოგჯერ ასეთ ადგილს ერთი ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს. ადამიანი, რომელიც გახდება შენი გონების და სულის სახლი. მიყვარხარ ემა.
ძლიერად ჩამეხუტა. მეც იმავეს ვგრძნობდი, მეც ვგრძნობდი მასთან, რომ სახლში ვიყავი, ჩემი თბილი სავანე და მყუდრო ნავსაყუდელი იყო.
-მეც მიყვარხარ დემეტრე.- მის მკლავებში მოქცეულმა ჩავიჩურჩულე.
ჩემს ტუჩებს ნაზად დაეწაფა. მეც არ შევწინააღმდეგებივარ. თავდავიწყების მორევში გადავეშვით ორივე. რაც მოხდა არაჩვეულებრივად ლამაზი და დაუვიწყარი იყო. იმ წუთებში ჩემი და დემეტრეს გარდა სხვა არავინ არსებობდა სამყაროში. ყოველ წუთს ვგრძნობდი და ვტკბებოდი იმით რაც გამაჩნდა.
სახლში საღამოს მივედი. ყველაფერი დაუჯერებელ სიზმარს გავდა.
გამოცდები დავამთავრე და ზაფხულის არდადეგებიც დაიწყო. მე, დემეტრე, ანუკი, ანუკის შეყვარებული დათა და ჩვენი სხვა მეგობრები დასასვენებლად ბათუმში წავედით. მხიარულ დროს ვატარებდით. მზე, ზღვა, კლუბები. მოკლედ, ძალიან ვერთობოდით.
აგვისტო იწურებოდა, მზე ამ დროს განსაკუთრებულად ათბობდა ბათუმს. სასტუმროს აუზთან ვიყავით შეკრებილები და საღამოს სიმხურვალით ვტკბებოდით. დემეტრეს ნომერში შეაგვიანდა. ბავშვები კოქტეილს სვამდნენ და სასაცილო ამბებს იხსენებდნენ.
-ავალ დემეტრესთან, უკვე დიდი ხანია არ ჩამოსულა. - ვთქვი და მეგობრების ჯგუფს საჩქაროდ გავეცალე.
ლიფტით სარგებლობა, როგორც ყოველთვის, შეუძლებელი იყო, ამიტომ მეოთხე სართულზე ფეხით ავლასლასდი. დემეტრეს ნომრიდან ყვირილის და გინების ხმა მესმოდა, კარი ღია იყო ამიტომ შემეძლო ყველაფერი მომესმინა. დავინახე ხალათში გამოწყობილი დემეტრე, სველი თმებიდან წყალი სახეზე ჩამოდიოდა და მისი ასაკის უცნობი, სპორტულებში გამოწყობილი, რომელიც გაცხარებით უხსნიდა რაღაც ისეთს, რაზეც, ვშიშობ, მე წარმოდგენა არ მქონდა.
***
მანქანა ავტოსადგომიდან გამოვიყვანე და სახლის გზას დავადექი. სახლში მისვლის ნაცვლად კი ბარში შევიარე. ცოტა დავლიე და იქვე ახლოს სასტუმროს ნომერი ავიღე. არ მინდოდა გიორგისთან კამათი. მესიჯი მივწერე, რომ ანუკისთან მივდიოდი.
შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი. ემოციებისგან დაღლილს ვერც გავიგე როდის ჩამეძინა.



№1 სტუმარი ემი

ძალიან მომწონხარ, იცი? ...

და გელოდები... love

 


№2  offline წევრი MegMorgan

ემი
ძალიან მომწონხარ, იცი? ...

და გელოდები... love

დიდი მადლობა love

 


№3 სტუმარი Black

Kargia momewona dzalian velodebi semdeg tavswinked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent