ისევ შემიყვარე... თავი (11) ნაწილი (2)
ვიცოდი,რომ საშინლად მოვიქეცი,არც ამ უაზრო გეგმას უნდ ადავთანხმებოდი,თუმცა ალეკო არც არაფერ აეთებდა იმისთვის,რომ ჩემთვის დაემტკიცებინა თავისი სიყვარული,სიტყვებით კი ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა,სისულელე იყო საერთოდ ყველაფერი,მალე თავი გამისკდებოდა ამ ყველაფერზე ფიქრით,ძალიან დავიღალე უკვე ერთი და იგივეთი,ყელში მქონდა უკვე ეს სიტუაცია ამოსული.კიდე აქეთ იფასებდა დანელია თავს და დიდ გულზე იყო,უკვე იმდენად დავიღალე ამ ყველაფრით,რომ სიყვარულიც კი დავმარხე გულში,მხოლოდ სიმშვიდე მინდოდა მეტი არაფერი.არც ლექციებზე დარჩენის თავი მქონდა და სახლში წამოვედი.ამ სისულელეს კიდევ აღარ გავაგრელებდი,გამწარებულმა მოვიგლიჯე ეს ვითომ ჩემი ნიშნობის ბეჭედი და მოვისროლე -კარგი,დაწყნარდი გოგო -სისულელე გავაკეთეთ სალომე -რატო ვითომ? ის ყველაფერი ასე უცებ დაივიწყე რაც მან გაგიკეთა? თანაც არს აკეთებს იმისთვის,რომ შეურიგდე? -არ მინდა შერიგება და საერთოდაც არაფერს აღარ ველი მაგ ადამიანისგან,ვსიო მორჩა! ვინც ამ თემას კიდევ ახსენებს მასთანაც აღარ ვიმეგობრებ,დავიღალე უკვე სალომე,გიგა და ლადო ჩემზე ბრაზობენ და რაც ალეკომ გააკეთა ის არაფრად მიაჩნიათ? -ხომ იცი რომ მის საქციელს არც ლადო ამართლებდა და არც გიგა? შენ არ იცი რა დღეში ჩააგდეს ბიჭებმა დანელია,მთლად მასეც ნუ იტყვი -არაფერი აღარ მაინტერესებს უკვე,დამთავრდეს უნივერსიტეტი მალე და ყველანი მოვისვენებთ! -ანუ რა გინდა თქვა რომ ჩვენთან ყოფნა შენთვის სასჯელია? -შენ რა შუაში ხარ? კარგად იცი თქვენ როგორ მიყვარხართ,მე დანელია ვიგულისხმე. -ვიცი ნია,ვიცი.უბრალოდ აღარ ვიცი რა გითხრა შენ არ იცი ამის გამო მეც როგორ ვეჩხუბე ლადოს.როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდ ამიიღო და რაც არ უნდა გააკეთო ყველაფერში მართალი იქნები ნია. სახლში ნერვებმოლილი დავბრუნდი,გიგამ დამირეკა ალეკოა ჩემთან და მოდიო,რა თქმა უნდა წასვლას არ ვაპირებდი,ან რა უნდ ამეთქვა მისთვის,იედაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით. რომ არ მივედი ნახევარ საათში ისევ დამირეკა გიგამ -რა იყო გიგა? -გელოდება ალეკო ნია -მელოდოს მერე,არ ვაპირებ მოსვლას -ძაან ცუდადაა -არც მე ვიყავი კარგად,მაგრამ გადაუვლის დამიჯერე -არაფერიც არ გადაუვლის,შენი აზრით ამდენი ხანია არ გადაუარა და ახლა გადაუვლის? გთხოვ მოდი ნია,უბრალოდ დალაპარაკება უნდა შენთან მეტი არაფერი სხვა გზა არ დამიტოვა და გადავწყვიტე წავსულიყავი,ნერვიულად ვცხქმუტავდი გზაში,გული გამალებით მიცემდა,საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის,ან რა უნდა ეთქვა მას. ზარი აკანკალებულმა დავრეე კარებზე,გიგამ გამიღო -შემოდი ნია-გამომეცალა,რომ შევსულიყავი ალეკო სავარძელში იჯდა და რომ დამინახა სახეც კი არ შეცვლია,გიგამ მე გავალ ილაპარაკეთ თქვენო და სახლიდან სწრაფად წავიდა. მის წინ მდგარ სკამზე დავჯექი,თავი მაღლა ავწიე -ესეიგი თხოვდები ხო?-ჩაეცინა -არა,არ ვთხოვდები და საერთოდაც ეს შენ არ უნდა გადარდებდეს,ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე რომ შენ გამემწარებინა,თუმცა ვიცი რომ ამით არ გამწარებულხარ,არც ვარ ვალედებული რამე აგისხნა,გაიგე რომ მე უკვე ჩემი ხოვრება მაქვს და შენ არანაირი უფლება არ გაქვს მასში ჩაერიო,ჩვენ ვართ უბრალო მეგობრები და ამ ჩარჩოებში უნდა ჩაეტიო,იმის იქით აღარ უნდა იკითხო არაფერი. -ცოლად გამომყვები?-პირი დავაღე ვიცოდი რომ ისევ განაგრძობდა ღადაობას -ხო,აი მოგყვები-გამეცინა -სერიოზულად გეუბნები,ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი გადააგდე? -არ გადამიგდია,თუმცა არც მისი ტარების სურვილი მაქვს როლინგიდან ძეწკვზე ჩამოკიდეული ჩვენი ნიშნობის ბეჭედი ამოიღო,თურმე ამდენ ხანს ყელზე ჰქონია ჩამოკიდებული,კინაღამ ადგილზე მოვკვდი ეს რომ დავინახე,თუმცა შესაძლოა ეს მხოლოდ დღეისთვის გაეკეთებინა. -ეს რა არის?-დაბნეულმა ვკითხე -ვერ ხედავ რა არი? ჩვენი ნიშნობის ბეჭედია,არასოდეს მომიხნია სულ აქ მეკეთა,შენ რა გააკეთე? მოიხსენი და გადააგდე ხო? -აბა რას ელოდი ალეკო? მგონი შენ არ გესმის რა გამიკეთე,აღიარე მაინც რომ არაკაცი ხარ! იდიოტი ხარ ალეკო დეგენერატი! ეს რატომ გააკეთე? ასეთი რამ რაში დაგჭირდა? ასე რატომ გადამიარე თუ მართლა გიყვარდი? ოდესმე რამე მომითხოვია შენგან? ვიცოდი რა გქონდა და ეს სულაც არ მადარდებდა,უბრალოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს გვაბედნიერებდა,და მერე? მერე რა მოხდა? შენ გააქრე ყველაფერი. ჩემს ცხოვრებას უკვე აღარ ერქვა ცხოვრება,აზრზეც კი ვერ მოხვალ რა გამოვიარე ალეკო. და შენ ამდრროს რას აკეთებდი? მიყურებდი,ხედავდი რა ხდებოდა ჩემში,როგორ მიჭირდა და ისევ ისე იდიოტურად განაგრძობდი მოქცევას. ახლაც იმის დამტკიცებას ცდილობ რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან დარუნდე,რომ გაპატიო მერე რა იქნება? მე შე ვერ გენდობი,ვერასოდეს ვეღარ გენდობი,უკვე მერამდენედ ვიმეორებ ერთი და იგივეს,მაგრამ შენ მაინც არაფერი გესმის,ისევ შენსას აწვები. რომც შევრიგდეთ ის აღარ იქნება რაც იყო. -ნია ვიცი,ვიცი ყველაფერი შენ გგონია ჩემთვის ადვილი იყო შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება? გგონია მე არ განვიცდიდი ამ ყველაფერს? იმის წარმოდგენაც კი რო ხვასთან იქნებოდი მაგიჟებდა და ვაბშე რა ჭკუიდან ვიშლებოდი.გიგა ვაბშე ყველაფერს მიყვებოდა რაც ხდებოდა შენს ცხოვრებაში,ყველაფერი ვიცოდი ნია,ისიც ვიცოდი რომ ცუდად იყავი,შენ არ იცი რა გადავიტანე შენს დაბადებისდღეზე.მაგრამ დამიჯერე ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და მიზეზიც -არ ვიცი რას რა აქვს,მაგრამ მე იმ ყველაფერს ვერ დავივიწყებ,არც შენ გენდობი და საერთოდაც რა მიზეზზე მელაპარაკები? გგონია ამას რამე ახსნა ან მიზეზი აქვს? მე შენს გამო ამდენწლიანი ურთიერთობა დავანგრიე,შენ არ იცი მე რა წნეხი გადავიტანე მაგრამ ფეხებზე დავიკ*დე საერთოდ ყველა და ყველაფერი და შენთან მოვედი. შენ უბრალოდ სუსტი ხარ და არც სიყვარული შეგიძლია,საერთოდ არ იცი,წარმოდგენაც კი არ გაქვს რა არის სიყვარული,შენი ბრალი არაა რას იზამ ყველას არ შეუძლია უყვარდეს და ამ გრძნობისთვის ყველაფერი გააკეთოს,აქ იმის სათქმელად მოვედი,რომ მეგობრობის მეტი ჩვენს შორის არაფერი იქნება და თუ კიდევ განაგრძობ სიყვარულზე ლაპარაკს აღარც მეგობრობა ინება ჩვენს შორის.მე წავედი მოიცაო,გამომედევნა,თუმცა არ გავჩერებულვარ,რომ დავრჩენილიყავი ტირილით გავსკდებოდი.ისევ ცდილობდა ეს ბიჭი ჩემს განადგურებას. ლანამ მეუბენბოდა იმიტომ მოვიდა ისევ შენთან,რომ მე ვუთხარი ნიას მაგრად კიდიხარო და ამან გაამწარაო,ისევ ცდილობს ყველას დაანახოს რომ გიყვარს და მასზე გიჟდებიო,ეს რომ მითხრა საშინლად გავმწარდი,არ მჯეროდა თავიდან მაგრამ ამ ფაქტსაც ვუშვებდი,მისგან გამორიცხული არაფერი იყო. სახლში რომ მივედი მამას ძმაკაცები დამხვდნე,ქეიფობდნენ,ჩვეთან დაჯექიო გიამ,მეც მათ შევუერთდი.იმდენი დავლიე რომ სიცილით ვკვდებოდი,ზოგადად იშვიათად ვსვამდი და თუ დავთვრებოდი მერე უკვე სიცილის საათები მეხსნებოდა,ყველაფერზე მეცინებოდა.მამაჩემმა იმდენი დამცინა,შემდეგ მისი ძმაკაცებიც აყვნენ. დედაჩემი გადაირია ასე როგორ დაათვრეთ ბავშვიო,ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი,ოთახში შემიყვანა და დამაწვინა,მე ისევ განვაგრძობდი სიცილის. დილით თავი მისკდებოდა,მთელი ღამე ხო წყლის სმით გავსკდი.ძლივს ავდექი და დედას დავუძახე -იკადრე გაღვიძება?-სიცილით შემოიხედა ნინომ ოთახში -ვაიმე ეს რა ყოფილა,თავი მისკდება,რა მეშველება? რომელი საათია? დამაგვიანდა უნიში-სწარაფად წამოვხტი საწოლიდან -2 საათია უკვე ნია,ასე რომ ახლა გირჩევნია ვანაში შეხვიდე,გასკდა შენი ტელეფონი,დანელია, დანელია, დანელია-ეშმაკურად აათამაშა დედამ თვალები და გავიდა ტელეფონს რომ დავხედე აკოს 5 გამოტოვებული ზარი დამხვდა,ეტყობა ისიც მაგრად დათვრა და ამიტომაც მირეკავდა. წყალი გადავივლე,თუმცა ამანაც არ მიშველა -როდის გამილოთდი შვილო?-სიცილით მკითხა ბებიაჩემმა -აუ,კარგი რა ბებო -არ გაახსენოთ წუხანდელი-ფხუკუნებდა ნათია -შენ ვაბშე ვისთან ხარ?-თვალებდაწვრილებულმა გავხედე ჩემს დას -ლიკა შემხვდა წეღარ მაღაზიაში,შენს დებილ დას უთხარი ხანდახან უპასუხოს ტელეფონსო -მირეკავდა? -ჰო ალბათ-მხრები აიჩეჩა _______________________________ გადაკითხვას ვეღარ ვასწრებ და ბეჭდვითი შეცდომები მაქ უამრავი,მაპატიეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.