შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ვერ კურნავს იარებს (2)


16-01-2016, 17:23
ავტორი lisebeth
ნანახია 3 440

-დაგტოვოთ მარტო? ამ უბედურს ადვოკატის თავიც არ აქვს და მოკლედ სახელმწიფომ დაუნიშნა.
-ქურდობა აქვს წაყენებული?
-თავდასხმაც. თავს დაესხა ქურდობის მიზნით. შვილო ადვოკატის თავი თუ არ გაქვს არ უნდა იქურდო არაა..._ხელები ერტმანეთს გადაჰკრა კაცმა და ტანსაცმელი გაისწორა
-ციხეში წასვლა არ მინდა
-შენ გგონია ვინმეს უნდა ეგ?
- მე უბრალოდ... ეს საჭმლის გამო ჩავიდინე იმ კაცის შეშინება არც მიფიქრია._ ტირილი დაიწყო ნიტამ
გაბრიელს გოგონა ძალიან შეეეცოდა. მიხვდა რომ ის ჩვეულებრივი ქურდი არ იყო და მისი დახმარება გადაწყვიტა. თანაც ასკარა იყო მისი მეგობარი რაღაც სულელურად აწვებოდა საბრალოს.
-ესეიგი საჭმლის გამო იქურდე?
-ხო,გამოგიტყდები და ამას ხშირად ვაკეთებ, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია
-მშობლები არ გყავს?
-არა,ნათლია მყავდა რომელმაც გამზარდა მაგრამ ამ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ახლა მე და ჩემი ნათლიის შვილი ერთად ვცხოვრობთ. დას ვეძახი ...
-კარგი ვეცდები ყველანაირად დაგეხმარო.
-მაგისთვის ხარ მოწვეული.
-გეყოფა ძმაო. მაცადე გავაკეთო ჩემი საქმე.
ნიტა ფეხზე წამოიჭრა და ადვოკატს მივარდა. უნდოდა მოხვეოდა ,მაგრამ ბორკილებმა არ გაუშვა .
-კარგი დაჯექი და მოვიფიქროთ რა და როგორ იქნება. გამოსასყიდით გამოგიშვებენ , მაგრამ გაქვს მაგის თავი?
-გამოსასყიდის თავი, რომ მქონოდა გგონია ქუჩაში საჭმლის გამო ვიქურდებდი?
-ხო მაგრამ აქ არ წერია ,რომ საწმლის გამო იქურდე. აქ წერია, რომ თავს დდაესხი გამვლელს.
-ხო ,მაგრამ მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებია
-ის ხალხი აქ რომ იყოს იქნებ სესულიყვნენ შენს მდგომარეობაში ,მაგრამ...არ არიან.
-გთხოვთ აქ არ დამტოვოთ. გეხვეწებით. ჩემს დას რა ეშველება ჩემს გარეშე? _მუხლებში ჩაუარდა გაბრიელს და ვედრება დაუწყო. ცოტა უხერხული სიტუაცია კი შეიქმნა ,მაგრამ რაღაც აუღწერლად იმოქმედა გოგონას საცოდაობამ გაბრიელზე. ერტი სულელი და გამოუსვლელი გოგო იყო რომელმაც დიდი ალბათობით ისიც არ იცოდა ,რომ საჭმლის მოპარვა დანაშაული იყო.
-გავალ და გავარკვევ რა შემიძლია გავაკეთო_ძლივს შემოიცილა მისი მკლავები და კარისკენ დაიძრა.
ნიტა მაგიდასთან იჯდა. ნერვიულობისგან ლამის მუხლები უკანკალებდა. ბორკილების რკინას ხეზე აკაკუნებდა და ალბათ უარესზეც გადავიდოდა ადვოკატი,რომ არ შემოსულიყო.
-რა ქენით?
-გირაო არც ისე ბევრი იყო. გირაო და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დაგაკისრეს.
-ეგ რას ნიშნავს?
-ქუჩებს დაალაგებ და ა.შ. სხვადასხვა საქმეს გამოინახავენ.
-მეტი არაფერი?
-არა და იცოდე არ იქურდო თორემ მომავალში შესაძლოა ჩემნაირი არ შეგხვდეს. მოხსენით ბორკილები _ანისნა პოლიციელს._გარეთ დამელოდე. ნიტამ თავი დაუქნია და სწრაფად გაქრა იქედან.
-ძმაო...არ მითხრა, რომ ეს გაუთლელი რაღაც მოგეწონა. არ გიცნობდე მაინც რა...
-რა შუაშია. შემეცოდა თან ჯერ ალბათ სულ ბავშვია...
-26 ...
-რაა?
-26 წლისაა. შემახსენე შენ რამდენის ხარ?
-მეც. საერთოდ არ ეტყობოდა. კარგი მერე ვილაპარაკოთ მეჩქარება ისედაც.
-როგორც გინდა. იცოდე არ აგეკიდოს..._გააჯავრა კარში გასვლისას კიდევ ერთხელ
-26 წლის? დაუჯერებელია. სულ არ ეტყობოდა. _კიბეები ჩამოირბინა და ქუჩის პირსას დამდგარ გოგონას მიუახლოვდა.
-კიდევ გმადლობ რომ დამეხმარე ამას ვერასდროს დაგივიწყებ.
-ეს რა სათქმელია. ხანდახან გარეთ ნამდვილ კრიმინალებს უშვებენ და ხილის ქურდობისთვის ვინ ჩამოუხრჩვიათ.
-ასე მხოლოდ შენ ფიქრობ.
-არა სხვებიც ფიქრობენ ,მაგრამ ... კანონი უბრალოდ კანონია. სადმე არ მუშაობ?
-არსად არ ვმუსაობ. უფრო სწორად ვერ ვმუშაობ . ჩვენს მახლობლად აქვე ერთი შეძლებული კაცი ცხოვრობს მის ბაღს ვუვლი. ყვავილები ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. მარტალია აუტანელია და სულ მიყვირის, ვირივითაც მამუშავებს, მაგრამ ... ხომ გაგიგიათ. მათხოვრები წესებს არ აწესებენ. როცა გიხდიან უნდა შეასრულო
-მაპატიე ახლა უნდა წავიდე. იცოდე საქმეს ისევ ნუ გაიფუჭებ.
-ვეცდები ,მაგრამ არამგონია გამოვიდეს.
-მე გაგაფრთხილე_ გაირიმა გაბრიელმა და მანქანისკენ შეტრიალდა. გოგონა ისევ გზის პირას იდგა, როცა უკან მობრუნდა.
-ნიტა.
-ჰო...
-ბაღის მოვლა მართლა გიყვარს?
-ჰო
-როცა მოიცლი ამ მისამართზე მოდი და უთხარი რომ ბაღის მომვლელად მე დაგიქირავე_ საკრედიტო ბარათი ამოიღო გაბრიელმა და გაუწოდა.
-ეს რა არის?
-ჩემი მისამართია. ტაქსის მიეცი და მოგიყვანენ.
-თქვენ ბაღიც გაქვთ.
-მაქვს თანაც ძალიან ლამაზი. ოღონდ იცოდე ჩემი დის ვარდების ბაღს ტუ კარგად არ მოუვლი ...
-ძალიან გაბრაზდება?
-ძალიან . მაპატიე უნდა წავიდე
-გმადლობთ_ მიაყვირა ნიტამ და ისევ ფეხით დაუყვა გზას.

VVV

ლეილა თანდათან უფრო და უფრო სუსტდებოდა და ხვდებოდა რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. თავს ისე გრძნობდა თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა. ელოდა როდის შემოაღებდა კარს მისი საყვარელი შვილიშვილი.
-დედა არგვაპატიებს ნანა თუ გაიგო, რომ სანდროს სიმარლე ვუთხარით
-ვის რაში სჭირდება მისი პატიება? საკუთარ თავს აპატიოს ის რაც გააკეთა.
-ნუთუ არასოდეს დაგიშვია ის ფაქტი, რომ შესაზლოა მათ არ ჩაუდენიათ.
-ჩაიდინეს...ჩაიდინეს ... არც არასდროს უარყვიათ... არც არასდროს
-დეიდა ,როგორ ხარ? _ კარი შემოარო ახალგაზრდა ბიჭმა. შაქრისფერი კანი და წაბლისფერი თმა ქონდა. ცოტა მოსული და ღონიერი.
-კარგად შენ როგორ ხარ შვილო?
-რა მოხდა ბებია ძალიან შემეშინდა ასე სასწრაფოდ მოსვლა რომ მთხოვე.
-მოხდა შვილო! დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა როცა ჩემთვის ასე მძიმედ ჩაუჭიდია ხელი სიკვდილს... ისე ვერ წავალ შენ არ გითხრა სიმართლე. მაგრამ უნდა დაიფიცო რომ ეს ჩვენს შორის დარჩება და ვერავინ გაიგებს რომ ამ ამბის შესახებ რამე იცი,განსაკუთრებით შენი მშობლები. ის ასპიტები .ამაზრზენია ორივე ... _სახე ისე მოეჭმუხნა ქალს თითქოს 20 წლით კიდევ უფრო დაბერდა
-რატომ არასდროს არ გქონდათ კარგი ურთიერთობა შენდა ჩემ მშობლებს ბებია. დედა ხომ შენი შვილია. ასე რატომ იქცევით?
-სწორედ ის ამბავია მიზეზი რის მოყოლასაც ვაპირებ. მაგრამ ჯერ დამპირდი
-გპირდები ბებია. მაგრამ ,დეიდა ეს ამბავი შენც იცი?
-თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ეს ამბავი რომ მოხდა მაშინ 15 წლის ვიყავი.
-ამდენი წლის წინანდელ ამბავს მიყვებით?
-,ყველაფერი 26 წლის წინ დაიწყო. შენი მშობლები მაშინ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. დედასენი ჩვიდმეტის იყო. მამაშენი შენი ასაკის 23 წლის. . ვიცოდით ამის შესახებ მაგრამ წავუყრუეთ. უფრო სწორად მე წავუყრუე. ბაბუაშენი ძალიან მკაცრი და დაუნდობელი კაცი იყო. ვფიქრობდი თუ გაიგო რა ცხოვრებას ეწევა შემოაკვდებათქო. ყოველ ღამე საწოლზე ვუჯექი და ვარიგებდი.ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე. როგორც ჩანს რომანიც ქონდათ და ერთ დღესაც გავიგეთ რომ დედაშენი ფეხმძიმედ იყო. მას ბავშვის გაჩენა არ სურდა ,მაგრამ აბორტის გაკეთების ეშინოდა. ვიღაცამ ჩაასმინა აბორტის დროს ქალები კვდებიანო. ამიტომაც ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა.შვილზე მზრუნველობა არც მამაშენს სურდა. ორივე უპასუხისმგებლოები იყვნენ. კარგად ვიცი ხანდახან ნარკოტიკებსაც ეტანებოდნენ. ბაბუაშენი გაცოფებული იყო ისევე როგორც ლეოს მშობლები. დედაშენი რვა თვის ორსულად იყო მშობიარობა ნაადრევად ,რომ დაეწყო. ჩემს ქმარს ექიმთან არ დაჰყავდა. ხალხი გაიგებს რომ ორსულადაა და თავი მოგვეჭრებაო. არც ის ვიცოდით, რომ ტყუპებს ელოდა. მხოლოდ იმ დღეს გავიგეთ, როცა იმშობიარა. ბიჭი და გოგო გააჩინა დედაშენმა
-რააა? ახლა ის ბავშვები სად არიან ბებია.
-დაიკარგნენ. დაბადებიდან რამდენიმე თვის მერე როცა ბავშვებს ქუჩაში ვასეირნებდი თავს დამემსხნენ და ორივე წაიყვანეს. დღემდე დავეძებთ მე და დეიდაშენი ორივეს მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ისე გაქრნენ რომ ვერაფერი გავიგეთ.შენმა უპასუხისმგებლო მშობლებმა კიდევ არაფრად ჩააგდეს ეს ამბავი ,ბოლოს კიდევ მივხვდი რომ გაუხარდათ კიდეც რომ ბავშვები თავიდან მოიცილეს. ახლა კი იმ დასკვნამდე მივედი რომ ნიტა და გაბრიელი შენმა მშობლებმა გააშვილეს. ვიცი რომ ასეა და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს.
_შეუძლებელია ასე იყოს ბებია საკუთარ შვილებს ასე როგორ გაიმეტებდნენ.მგონი მეტისმეტად დაბერდი მოხუცო.
-სამი თვე იცხოვრეს ამ სახლში, ამ ჭერქვეშ შენმა და-ძმამ. დედაშენს ერთხელაც არ შემოუხედავს ოთახში. ყოველ ღამით სახლიდან გარბოდა. თუ არ გარბოდა ყვიროდა მომაშორეთ თორემ ძილს არ მაცლიანო. მათი ტირილი ნუ მესმისო.რამდენჯერ უთქვამს უნდა გავაშვილო სხვა გზა არ მაქვსო და აჰ... კარგი გეგმა მოიფიქრეს. ბაბუაშენი ყველაფერს ბდღვნიდა. რამდენიმე თვე ვეძებდით. უფრო სწორად ჩანდა ,რომ ვეძებდით. არც დედაშენს, აბრც ბაბუაშენს და არც მამაშენის ოჯახს ის ბავშვები არ სჭირდებოდა. ერთადერთი ვიყავი ვისაც ეს ანაღვლებდა. დღემდე ასეა. დღემდე უიმედოდ, მაგრამ დავეძებ... ახლა კი დროა ეს საქმე შენ გადმოგილოცო.
-შოკში ვარ ,მაგრამ მე როგორ ვიპოვო? ამ საქმის არაფერი ვიცი. საერთოდ პირველად ვისმენ ამ ყველაფერს. ოცდაექვსი წლის მერე სად ვიპოვო ისინი?
-დეიდაშენი დაგეხმარება. შენი მშობლების საუბარს მოუსმინე ხოლმე. აუცილებლად იტყვიან ამ ამბავზე ადრე თუ გვიან რამეს. დარწმუნებული ვარ ერთმანეთს მგელბივით ამიტომაც უყურებენ. ხვდებიან რაც დააშავეს და ერთმანეთის გადაბრალებაში არიან დღე და ღამე. მაგრამ მათი ცოდვა არცერთს არ მოასვენებს. ვერასოდეს დაივიწყებენ იმას რაც ჩაიდინეს. მითხარი რომ ორივეს მონახა… მონახავ და მომიყვან. ნიტასაც და გაბრიელსაც...
-ასე ერქვათ?
- ჰო მე დავარქვი. მინდოდა გოგოსთვის დედამისის სახელი დამერქმია ვიფიქრე ნანას გული მოუბრუნდებათქო მაგრამ მკაცრი უარი გამომიცხადა. დამპირდი რომ მონახავ შვილო,ისე მშვიდად ვერ მოვკვდები თუ არ მეცოდინება რომ ისინი ვიღაცას ისევ ახსოვს.
-დაგპირდე? როგორ დაგპირდე იმას რაზეც წარმოდგენა არ მაქვს. როგორ დაგპირდე იმას რასაც დიდი ალბათობით ვერ აგისრულებ
-თუნდაც იმას დამპირდი,რომ გემახსოვრება...გეხმახსოვრება, რომ სადღაც ამქვეყნად ვიღაც დადის ...ის ვიღაც კი შენი ნაწილია.
-ვეცდები, თუმცა ეს ნაკლებადაა დაპირება. სჯობს მეც გამიგო ბებია.
-წადი შვილო. წადი და შენსას ეცადე. გეცოდინება მაინც რომ არ გამოგივიდა.
სანდრომ კარი გაიკეტა და წავიდა. მოხუცმა სიყვარულით გააყოლა თვალი ბიჭს.
-გმადლობ დედა ის მაინც ,რომ არ უთხარი სინდისის ქენჯნის გამო გაგაჩინესო.
-ასეთ შვილს არ იმსახურებენ. არც ერთი არ იმსახურებს.
-დედა იმ გოგომ რა გითხრა? ისე ცოტა ახალგაზრდა ხომ არაა ამ საქმისთვის?
-ანდერზის დაწერა ყველა ადვოკატს შეუძლია საყვარელო. შენ ნუ გეშინია ჩემო გოგო ანდერძი ოთხ ადამიანზე დავწერე. მთელს ჩემს ქონებას შენ, სანდრო და ტყუპები გაიყოფთ. და თუ მომდევნო 10 წლის მანძილზე მათ ვერ იპოვით მათ წილს შენ და სანდრო გაინაწილებთ.
-ქონებაზე არც ვღელავ დედა. ძალიან მაფიქრებს ის საკითხი,რომ ამ უიმედო საქმეში სანდროც გახვიე. ახლა საფიქრალი გაუჩინე. ფარხმალი,რომც დაყაროს ვერასდროს დაივიწყებს და-ძმას. შენ მისი ცხოვრება ააფორიაქე.
-აბა ის სჯობს ტყუილში იცხოვროს? რა მოაქვს ილუზიებში ცხოვრებას? რა მოუტანა ჰაერში ფარფატმა შენს დას და სიძეს? მხოლოდ თავის ტკივილი და მეტი არაფერი.
-ნანას ასე ნუ მიაწვები დედა. ხომ იცი დალაგებული ფსიქიკით ისედაც არ გამოირჩევა. რამე სისულელე არ მოუვიდეს თავში
-და სიჭკვიანე როდის მოსვლია?
-დედა..._ მკაცრი სახე მიიღო მაიკომ და მოხუციც გაჩერდა.

VVV
გაბრიელმა მანქანა ეზოში დააყენა და სახლში შევიდა. ჯერ ისევ ვარჯიშისგან დასველებული ტანსაცმელი ეცვა. ღია კარიდან დაინახა სოლიდურად გამოწყობილი მისი დაიკო. თმა კოსად მოეხვია. ტანზე კლასიკური შარვალი და პიჯაკი ეცვა. აშკარა იყო პროცესისთვის ემზადებოდა.
-გადიხარ? რა მაგრად გამოიყურები?
-როცა კლიენტი არ გიშვებს გამარჯვებამდე შენით უნდა გაიკვლიო გზა._თვალი ჩაუკლა კატომ და მაჯაზე საათი შეიბა.
-მძიმე საქმეა?
-ჰო. ორჯერ ნასამართლევი არამზადა ,მაგრამ კლიენტი ჩვენთვის ყოველთვის მართალია.
-ყოველთვის მძიმე საქმეებს რატომ ეპოტინები?
-იმიტომ ,რომ მე ყოველთვის ვიგებ. მაგარი ვარ. არ უარყო...
-შენი წაგებული ბოლო საქმე გამახსენე? _თვალები მოჭუტა გაბრიელმა
-არ მახსოვს...არქივს მიმართე. ახალბედა ,რომ ვიყავი მაშინ წავაგე 1-2 საქმე. ახლა ძალიან მაგარი ვარ. ამიტომაც მაყრია თავზე საქმე.
-მე კიდევ ათ წუთიან სისულელეზე მიძახებენ და იმ შტერმა გოგომ თავი რომ არ გამაბეზროს და შარვალი არ ჩამომახიოს ხვეწნით პირადად ვუხდი გირაოს და გამომყავს. ესეც ჩემი მოგებული საქმე...
-ჯერ ახალბედა ხარ. ჩემამდე ხუთი წელი გიკლია ძამიკო. ხუთი წელი ბევრი დროა როცა საქმე კანონებს ეხება.
-ხუთ წელიწადში შენ მოსამართლის ადგილზე იჯდები . დღეს საქმეს მოიგებ და ხვალ ჟურნალ-გაზეთებში გამოგწერენ.
-წავიდნენ ერთი მაგათიც.
-მე არ გამომწერენ იმის გამო რომ საჭმლის ქურდი გამოვიხსენი. ბილწსიტყვაობა დაგიწყია.
-ასე იცის კრიმინალებთან დიდი დროის ტარებამ
-ასეთი დიდებული ადვოკატი იმ მომაკვდავმა ხნიერმა როგორ დაგიყოლია საქმეზე? მეგონა არ დატანხმდებოდი.
-შემეცოდა. თან ეგეც 10 წუთის საქმე იყო. სამი ქაღალდი შევადგინე. ხელი მოვაწერინე და მშვიდობით დაკრძალვამდე.
-დაკრძალვამდე? რა საზიზღარი ხარ_ გადაიხარხარა გაბრიელმა და ხელი უჯიკა. ორივე და-ძმა სიცილისგან ჩაბჟირდა.
კატომ მკრთალი პომადა გადაისვა ტუჩზე და ჯერ ისევ მომღიმარი გავიდა გარეთ.
VVV
სანდრო ის-ის იყო კლუბიდან დაბრუნდა. სახლში მხოლოდ კაბინეტის ფანჯარაში ენთო შუქი. კიბეებზე ავიდა დაფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს. ნანა ნერვიულად ცდილობდა სანთებელა აენთო და სიგარეტზე მოეკიდებინა. როგორც იქნა ცეცხლის ალი უპირისპირა და სიამოვნებით შეისუნთქა გამობოლქვილი ჰაერი. მამამისი სავარძელში იჯდა და სასმელს წრუპავდა.
-დღეს მივედი, მაგრამ არ მიმიღო. ნეტა გენახა როგორი სიძულვილით მიმზერდა. ისეთით როგორითაც პირველ დღეს. არავინ და არაფერმა გაუქრო ჩემდამი ზიზღი.
-რატომ გეგონა ,რომ მიგიღებდა?
-მაიკომ მითხრა ,რომ ორი დღის წინ ძალიან ცუდად იყო. მეგონა სიკვდილის წინ მაინც მაპატიებდა. მან კიდევ პირში მომახალა ჯერ საკუთარ თავს აპატიეო.
-სიმართლეა_ უჩვეულოდ მშვიდად თქვა კაცმა ისე, რომ ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია
-ისე ლაპარაკობ გეგონება შენ არ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე. საერთოდ შენი იდეა არ იყო? _ქმარს მივარდა ქალი და ნჯღრევა დაუწყო. ფერფლი პიჯაკზე დაეყარა კაცს.
-მომშორდი. ახლა იქნებ დამწვა კიდევაც. _ შეუღრინა და ხელი ჰკრა.
-მძულხარ. ყოველთვის მძულდი. იმის გამო ,რომ მხოლოდ მე მიგაჩნდი დამნაშავედ. იმის გამო რომ საკუთარ თავს უდანაშაულოდ თვლი. იმის გამო,რომ საერთოდ არსებობ.
-რატომ არ გაიკეთე აბორტი. ხომ შეგეძლო?
-იმიტომ, რომ არ ვაპირებდი შენი ნაბიჭვრებისთვის მოვმკვდარიყავი. შემომხედე რას დავემგვანე. ერთდროს ყველაზე ლამაზი ქალი ვიყავი. სასურველი გოგონა...ბიჭებს ვუყვარდი ...ახლა კი შემომხედე რას დავემსგავსე ... შემომხედე_ დაიღრიალა ნანამ და სახეზე მოუჭირა ხელი ქმარს
-ხმას დაუწიე სანდრო არ მოვიდეს. ნამდვილი გიჟი ხარ. _მაჯაში ეტაკა ცოლს და თავიდან მოიცილა._ გინდა მასაც დაუნგრიო ცხოვრება?
-წყეულიმვც იყოს ის დღე შენ ,რომ გაგიცანი.
- ხანდახან სწორად მიმაჩნია რომ გავაშვილეთ. ჩვენნაირ მშობლებს არ სჯობს საერთოდ არ ჰყავდეთ არავინ ? საერთოდ იცი რა არის სიყვარული? სანდრო მაინც გიყვარს?
-არ გაბედო ჩემი სანდროსადმი სიყვარულში ეჭვის შეტანა. არ გაბედო თორემ მოგკლავ. _ თითი დაუქნია ქალმა
-ისიც არ გახსოვს შენი შვილები სად დატოვე. საერთოდ რაზე გელაპარაკები.
-დავტოვეთ...დავტოვეთ...რატომ არ ამბობ მაგას მრავლობითში?
-რა გახსოვს?
-ყოველთვის მახსოვდა. ზღვასთან ,რომ ჩავიარეთ მანქანით გოგონამ მაშინ დაიწყო ტირილი. შენ გაიხუმრე კიდევაც. მგონი წასვლა არ უნდოდაო. ბულვარს ბოლომდე გავყევით ისე, რომ ტირილი არ შეუწყვეტია... მერე შენ ერთი სახლი დაინახე. წითელი აგურით იყო ნაშენი და წინიდან თეთრი ქვის სვეტები ქონდა. შენ თქვი ისეთი სახლია ალბათ მდიდრები არიანო. მოდი აქ დავტოვოთ და წავიდეთო.
-მერე შენ თქვი ორივე ერთად ,რომ დავტოვოთ და პოლიციაში მიიყვანონ მიხვდებიან, რომ ჩვენი დატოვებული ბავშვები არიან და დედაჩემი იპოვნისო. გადავწყვიტეთ მეორე სხვაგან დაგვეტოვებინა. ბიჭი გადმოიყვანე და შინდისფერ მაღალ ჭისკართან დასვი. იქ მისი სახელი და დაბადების წელი ეწერა. დაუწერე მისი გაზრდა არ შემიძლია და გთხოვთ მოუაროთო. გოგონა კი ღარიბთა უბანში დავტოოვეთ. ვიღაც გლეხუჭას სახლში.
-შენ ხუმრობდი ღარიბები ისეთი გულუბრყვილოები და სულელები არიან არ მიატოვებენო. ფული თუ არა სიყვარული მაინც ექნებაო.
-როდესმე დაგისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა რატომ არაფერმა შეგვაჩერა?
‘’-მე ვიცი რატომაც არაფერმა შეგაჩერათ’’ _გაიფიქრა სანდრომ და კარის შესაღებად დაიძრა, მაგრამ ბებიამისის ნათქვამი გაახსენდა არ გაიგონ ,რომ ტყუპებზე იციო და მაშინვე უკან დაიხია.


_______
იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 love



№1 სტუმარი darina

Au rogor momwons dzalian magaria, sandro ukve miyvars, gabrielic momwins, magram tyupebi arian da cota mainc unda egrdznot ertmanetis mimart ragac, shen magari gogo xar da velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი lisebeth

darina
Au rogor momwons dzalian magaria, sandro ukve miyvars, gabrielic momwins, magram tyupebi arian da cota mainc unda egrdznot ertmanetis mimart ragac, shen magari gogo xar da velodebi shemdeg tavs

მადლობა დიდი საყვარელო გაიხარე <3 მიხარია რომ კითხულობ love

 


№3  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს love
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი Megi Mamulashvili

ძალიან მაგარიაა იმედია შემდეგები უფრო უკეთესი იქნება wink request love

 


№5  offline წევრი lisebeth

Firefly
ძალიან მომწონს love

Megi Mamulashvili
ძალიან მაგარიაა იმედია შემდეგები უფრო უკეთესი იქნება wink request love

Megi Mamulashvili
ძალიან მაგარიაა იმედია შემდეგები უფრო უკეთესი იქნება wink request love

გმადლობთ

 


№6  offline წევრი kora

დიდხანს ვფიქრობდი დამეწყო თუ არა შენი ახალი ისტორიის კითხვა sad საბოლოოდ მაინც მძლია სურვილმა და წავიკითხე, კარგი და საინტრესო ისტორიაა, მაგრამ შენი წინა ორი ისტორიის მერე სულ მგონია, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც მომეწონება და დამასევდიანებს. თან, ნაწილობრივ ვხვდები, რომ 'ჰეფი ენდების' მოყვარული არ ხარ,მე კი პირიქით, აქ მხოლოდ იმიტომ შემოვდივარ,რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე, არც თუ სასიამოვნო რეალობას და დადებითი, თუნდაც მოგონილი ისტორიებით გავიხარო smile
ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მინდა ისეთივე ემოციები და რაც მთავარია დადებითი ემოციები დამიტოვოს, როგორც შენმა ერთ-ერთმა ისტორიამ - "გოგონა საროსკიპოდან_"არც ისე მშვენიერია ცხოვრება"... ამ ისტორიით შემიყვარდი და მსგავსი 'ჰეჰი ენდის' მქონე ისტორია მენატრება შენგან და იმედია ვეღირსები love
--------------------
kira.G

 


№7  offline წევრი lisebeth

kora
დიდხანს ვფიქრობდი დამეწყო თუ არა შენი ახალი ისტორიის კითხვა sad საბოლოოდ მაინც მძლია სურვილმა და წავიკითხე, კარგი და საინტრესო ისტორიაა, მაგრამ შენი წინა ორი ისტორიის მერე სულ მგონია, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც მომეწონება და დამასევდიანებს. თან, ნაწილობრივ ვხვდები, რომ 'ჰეფი ენდების' მოყვარული არ ხარ,მე კი პირიქით, აქ მხოლოდ იმიტომ შემოვდივარ,რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე, არც თუ სასიამოვნო რეალობას და დადებითი, თუნდაც მოგონილი ისტორიებით გავიხარო smile
ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მინდა ისეთივე ემოციები და რაც მთავარია დადებითი ემოციები დამიტოვოს, როგორც შენმა ერთ-ერთმა ისტორიამ - "გოგონა საროსკიპოდან_"არც ისე მშვენიერია ცხოვრება"... ამ ისტორიით შემიყვარდი და მსგავსი 'ჰეჰი ენდის' მქონე ისტორია მენატრება შენგან და იმედია ვეღირსები love

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო.
არ იქნება ცუდი ფინალი სავარაუდოდ

 


№8  offline წევრი kora

lisebeth
kora
დიდხანს ვფიქრობდი დამეწყო თუ არა შენი ახალი ისტორიის კითხვა sad საბოლოოდ მაინც მძლია სურვილმა და წავიკითხე, კარგი და საინტრესო ისტორიაა, მაგრამ შენი წინა ორი ისტორიის მერე სულ მგონია, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც მომეწონება და დამასევდიანებს. თან, ნაწილობრივ ვხვდები, რომ 'ჰეფი ენდების' მოყვარული არ ხარ,მე კი პირიქით, აქ მხოლოდ იმიტომ შემოვდივარ,რომ ცოტახნით მაინც მოვწყდე, არც თუ სასიამოვნო რეალობას და დადებითი, თუნდაც მოგონილი ისტორიებით გავიხარო smile
ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მინდა ისეთივე ემოციები და რაც მთავარია დადებითი ემოციები დამიტოვოს, როგორც შენმა ერთ-ერთმა ისტორიამ - "გოგონა საროსკიპოდან_"არც ისე მშვენიერია ცხოვრება"... ამ ისტორიით შემიყვარდი და მსგავსი 'ჰეჰი ენდის' მქონე ისტორია მენატრება შენგან და იმედია ვეღირსები love

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო.
არ იქნება ცუდი ფინალი სავარაუდოდ

მაშ მოუთმენლად დაველოდები მოვლენების განვითარებას love
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent