შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (14 თავი)


16-01-2016, 19:55
ავტორი murachashvili
ნანახია 2 899

მეთოთხმეტე თავი

წინ მიმავალ ძმას არ უსწრებდა. ავტომობილს მშვიდად მართავდა ქალი. ჩუმად აკვირდებოდა გვერდით მჯდომი აკა და ფიქრობდა, უნებურად ისევ ვიკას ადარებდა. სულ ცოტა ხნის წინ ეგონა თავდავიწყებით უყვარდა ბავშვობის მეგობარი, მისვის, მისი ერთი ღიმილისთვის თავს არ ზოგავდა. ეხლა რა მოხდა?! სად გაქრა ის გრძნობა? რამ გააუფერულა და წაშალა?! ნუთუ ილუზია იყო? გვერდულად გამოხედა თეკლემ და გაუღიმა. ჟრუანტელმა დაუარა სიამოვნებისგან. გულისცემა აუჩქარდა. გააკანკალა იმდენად მოუნდა მისი შეხება, ხელი გაიწვდინა კიდევაც მოსაფერებლად, მაშინვე გაახსენდა უკან ერთმანეთს ჩახუტებული ნიკა და ლიკა და გაჩერდა. სახეზე ჩამოყრილი თმები შეისწორა თლილი თითებით და ისევ გამოხედა ქალმა. სიტყვა არ უთქვამს, თვალები უცინოდა.
ლამაზი იყო თეკლე, ვარდისფერი ტუჩები, ცისფერი უძირო თვალები, გრძელი წამწამები, თხელი სახე, თლილი, ნატიფი თითები. უმეტესად სპორტულად ეცვა, გაპრანჭული არასოდეს უნახავს, თუმცა მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად მადის აღმძვრელადაც კი ეჩვენებოდა.
აშკარად ხვდებოდა, რომ ქალის სილამაზეს მხოლოდ ის არ ამჩნევდა, ხედავდა როგორ აყოლებდნენ თვალს მამაკაცები, ასათიანის აღტაცებული მზერაც გაახსენდა, როცა თეკლეზე საუბრობდა, ადამიას ავხორცი, ვნება ჩამდგარი გამოხედვა და უსიამოვნოდ გასცრა, სისხლი უდუღდა. თითქოს ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც...
- შეუძლებელია, მას ვერ წამართმევენ... მხოლოდ ჩემია, ის მხოლოდ ჩემია... - გულში მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს.
თითქოს მის აზრებს კითხულობსო, გაოცებულმა გამოხედა თეკლემ. აი რა უყვარდა მისი, აშკარად უსიტყვოდ ხვდებოდა მის განცდებს, ემოციებს. მზერაში იმხელა სითბო დაინახა, რომ მაშინვე დამშვიდდა.
- რატომ მაინცდამაინც მე?! რით ვარ გამორჩეულია? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს.
ერთი რამ ცხადად იცოდა. ქალი მისი ცხოვრების აზრად იქცა. მისი სუნთქვა იყო, მისი არსი. ამდენი მამაკაციდან ის აირჩია, ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭი, მისი იწამა და დაიჯერა. იმედს ვერ გაუცრუებდა, თავდავიწყებით უყვარდა და ყველაფერს გააკეთებდა მის შესანარჩუნებლად.
- მიყვარს?! - საკუთარ თავს ჰკითხა.
- რათმა უნდა გიყვარს, თუმცა ეს სიტყვა სრულად მაინც ვერ იტევს შენს გრძნობებს. შენი ნარკოტიკია, მასზე ხარ დამოკიდებული, ჰაერივით გჭირდება, შენი სტიმულია ცხოვრებისთვის, წინსვლისთვის...- სწრაფად უპასუხა შინაგანმა ხმამ.
- კარგი რა, საკმარისია, - ფიქრები რაღაცაზე გაწიწმატებულმა ლიკამ შეაწყვეტინა. გოგონა მუჯლუგინით იშორებდა ჩახუტებულ ნიკას.
- რა გჭირთ მანდ? - სარკეში გახედა თეკლემ უკან მჯდომებს.
- ქალი კი არა, ქაჯი ხარ! - ნაწყენმა გაიწია გვერდზე ვაჟმა. - რა გითხარი ასეთი? ცოლად გამომყევი მეთქი სხვა ხომ არაფერი?
- აზრობ, რას მეუბნება? მესამე დღეა ამაზე მეჯიჯღინება... - გაცხარებულმა გამოსძახა მეგობარს ლიკამ.
- ერთმანეთი თუ გიყვართ ეს ხომ ბუნებრივია?! - გაოცება ვერ დამალა აკამ.
- გააგებინებ? ოჯახისთვის მზად არ ვარო... - უკმაყოფილო სახით უბღვერდა ნიკა.
- რატომ ვერ იგებ ვერ ვხვდები. გირჩევნია მოგატყუო? არ შემიძლია ჯერ, თვრამეტი წლის ვარ, ვსწავლობ.. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე.... - ცრემლებს ვერ იკავებდა ლიკა.
- არ გიყვარვარ და იმიტომ... - ნაწყენმა გახედა ნიკამ - რისი გეშინია ვერ ვიგებ, ხელს რა გიშლის? ოჯახი რაში შეგზღუდავს? ისედაც ერთად არ ვართ? უბრალოდ ღამითაც ჩემთან იქნები, სწავლას თავი დაანებეო ხომ არ გთხოვ? ვერ ვიგებ რა გჭირს..
- ვერც გაიგებ... არ მინდა და მორჩა.. - ჯიუტად იმეორებდა ის.
- მაშინ დღეიდან შენ შენთვის და მე ჩემთვის.. - გაცოფებულმა მიაძახა ნიკამ, პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქცია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.
- კარგით თქვენ კიდევ, რა მოგივიდათ?! პატარა ბავშვებივით ხართ, დღეში ათჯერ ასწრებთ ჩხუბს. ასე მგონია ამას სპეციალურადაც კი აკეთებთ, შერიგება მოგწონთ?! - მათი დაშოშმინება სცადა თეკლემ.
- მართალი ხარ. ამდენი ჩხუბი უკვე ყელში ამოვიდა. - ისე უპასუხა არც კი გაუხედავს ლიკასკენ ბიჭს - ყოველთვის მართალია. არ მახსოვს ერთხელ მაინც მოედრიკოს ქედი. შეიძლება სულ მე ვეხვეწებოდე?
- პატარა ვარ... უნდა დამითმო... - მართლა პატარა ბავშვივით ამოისლუკუნა ლიკამ და მისკენ მიიწია ჩასახუტებლად.
- არც კი გაბედო .. - უხეშად უღრიალა ნიკამ, მიხვდა ლიკა რომ ზედმეტად გააბრაზა და აფერისტულად ახედა - ნუ მიყურებ ასეთი თვალებით... - ხმაში ბზარი გაუჩნდა ვაჟს.
- ნიკ, გეხვეწები... გპირდები სულ ცოტაც და ... დედას გეფიცები, ცხრამეტი გავხდები და გამოგყვები... - ლაქუცით უთხრა ქალმა.
ნიკას თვალებზე ეტყობოდა, რომ მოთაფლა ლიკამ.
- იცოდე, შენს დაბადების დღეზე იქნება ქორწილი. ერთ დღესაც კი არ გადავაცილებთ.
- კარგი.. მანამდე თერთმეტი თვეა... - სიცილით დაეთანხმა ლიკა.
- შუა კვირას რომ დაემთხვეს?! - ეშმაკურად გახედა ერთმენეთთან ზურგშექცებით მჯდომ წყვილს.
- ეხლა შენ მირევ უკვე... - მუქარით გამოხედა ნიკამ. - კალენდარზე ვნახე, შაბათია... - სიცილით გახედა ლიკას.
- აფერისტო.... ესე იგი ყველაფერი გათვლილი გქონდა?! - გაოცებულმა გახედა ქალმა.
- რა თქმა უნდა. ჩურჩუტო... ესეც ასე, ჩხუბმა გაჭრა, - თვალი ჩაუკრა უკან მომზირალ აკას - თარიღი უკვე ვიცი... - თბილად ჩაიკრა საყვარელი ქალი გულში. - შენ რომ გიყურო, ორმოც წლამდე დამტოვებ უცოლოდ..
- იცოდე მაინც ვიპოვი მიზეზს და არც ცხრამეტის გამოგყვები... - სიცილით გამოუცხადა მის მკერდში ჩამალულმა ლიკამ.
- აბა სცადე... ნახევ რაც მოგივა.. ძალით წაგიყვან იცოდე... - დაემუქრა ბიჭი. - ისე მე მგონი შეს დაქალს პირველი ღამის ეშინია... - ეშმაკურად უთხრა თეკლეს.
აშკარად დაინახა აკამ, როგორ გაუწითლდათ გოგოებს პირველი ღამის ხსენებაზე ლოყები.
- დებილო, რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი უნდა თქვა?! - უკმაყოფილო სახით კითხა თეკლემ.
- ისე მემგონი არც შენ ხარ ნაკლებ დღეში, რას იზავთ, ეგეც ბუნების წესია... - მიუხედავად ლიკას მუჯლუგინისა, მაინც არ ჩუმდებოდა ვაჟი.
თეკლემ ჩუმ-ჩუმად გახედა გვერდით მჯდომ აკას, მისი ეშმაკური ღიმილის დანახვაზე ისედაც წითელი, მთლად აჭარხლდა. სიცილი ვეღარ იკავებდა ვაჟმა და ახარხარდა.
- ლიკა, გააჩუმე ეგ ვაჟბატონი, თორემ ქორწილამდე დაგაქვრივებ... - მეგობრის უტაქტო ხუმრობაზე აშკარად გაბრაზდა თეკლე, ხმა გაებზარა, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა იმდენად შერცხვა, ერთხელაც კი არ გაუხედავს გვერდით მჯდომი ვაჟისკენ.
როგორც იქნა დასრულდა გზა. ორივე ავტომობილი თითმის ერთდროულად შევიდა უზარმაზარ, ხეხილით სავსე ეზოში და შუაში მდგომ ორ სართულიან, ლამაზ აივნებიან სახლის წინ გაჩერდნე.
სახე აწითლებული თათია და თამუნა არც კი დაელოდენ, როდის გაუხსნიდნენ კარებებს ბიჭები ისე გადმოხტნენ გაჩერებული ავტომობილიდან. მათ ასეთ ქცევას გოგას და ოთოს ხმამაღალი ხარხარიც მოჰყვა. ძნელი მისახვედრი არ იყო, ისენიც გოგოებზე ხალისობდნენ. გაბრაზებული, აწითლებული სახით მოუახლოვდენ მათზე არანაკლებ გაღიზიაებულ თეკლეს და ლიკას.
- დედას გეფიცები, გამაგიჟეს.. შენს ძმასთან ერთად აღარასოდეს ვიმგზავრებ... - ემოციებს ვერ მალავდა თათია.
- ჯობია დროზე გავეცალოთ, სანამ მთელი რისხვა ჩვენზე გადმოიტანეს... - როხროხით ჩაუკრა თვალი ნიკამ აკას და სწრაფად, თითმის სირბილით წავიდნენ ბიჭებისკენ.
- თქვენ რაღა გჭირთ?! გოგოები თქვენც გააბრაზეთ?! - სიცილით გამოხედა გოგამ, რომელიც ავტომობილის საბარგულოდან ხორაგს იღებდა.
- ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარენი გახდნენ. აშკარად ჰორმონების ბრალია... - ისევ იცინოდა ნიკა და სახლის კარებს ხსნიდა.
- ვაჟბატონო, გვესმის იცოდე... - მკაცრი ხმით გამოსძახა თეკლემ და გოგოებთან ერთად კურტუმის ქნევით შევიდა სახლში. უკან მიჰყვნენ ცელოფნის პარებით დატვირთული ბიჭებიც.
- ჰოდა, იქნებ შენმა დაქალმაც გაიგოს... - არ ნებდებოდა ბიჭი, თან გოგას ამოლაგებულ ცელოფნის პარკებს ეზიდებოდა ეზოდან სამზარეულოში.
- არც დანარჩენებს გაწყენთ მოსწმენა... - აყვნენ გოგა და ოთოც.
- თქვე გაჭირვებულებო, ჭამა მაინც მოგესწროთ.... და მერე დაგეწყოთ ღლაბუცი... - ეჰ, ბიჭებო არ აგვცდება ამაღამ მარილ კვერების ჭამა... - თვალი ჩაუკრა ნიკამ დანარჩენებს.
- მზარეულობა ამათმა არ იციან, და ჩვენ მაინც დაგვაბრალონ... - ისევ როხროხებდა ოთო.
- რაო, რაო... რა არ ვიცითო? - თვალები დააბრიალა თამარმა. - მართლა ღირსი ხარ მშიერი დაგტოვოთ...
- აი, აკას გავასინჯებთ და ის შეგვაფასებს...- უცებ ნახა გამოსავალი თათიამ.
- ნუ გეშინია, არც შენი ძმაკაცია ნაკლები ღუნდულა... - მსუბუქად წაკბინა თეკლემ.
- წავიდეთ ბიჭებო, ცოტა ხნით მარტონი დავტოვოთ.. ცოტას გაგვჭორავენ და გადაუვლით სიბრაზე.. -ისევ გოგოების რისხვა, რომ არ დაემსახურებინა ჩუმად გადაულაპარაკა გოგამ ბიჭებს, - ჩვენ ბუხრისთვის შეშას მოვამზადებთ და მალე მოვალთ.. - მისაღებიდან შესძახა მათ.
- აკა დატოვეთ. თეკლეს მანქანიდან ბარგს აგვატანინებს მაღლა.. - ხმამაღლა გამოსძახა თათიამ.
- რა ვქნათ ძმაო. შენი საშველი არაა.. - მხარზე ხელი დაუტყაპუნეს ბიჭებმა და როხროხით გავიდნენ.
გაოცებული ათვალიერებდა აკა სახლს. პირველი სართული კომფორტულად იყო მოწყობილი დიდი მისაღები ოთახი მთლიანად ხეში იყო გაწყობილი, კუთხეში წითელ აგურში ნაშენები ბუხარი, რომელსაც სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პატარა ფიგურები ამშვენებდა. წინ დაყრილი რამდენიმე პუფი. ოთახის შუაში დიდი მასიური მაგიდა იდგა გარშემო შემოწყობილი სკამებით. ბუხრის თავზე პლაზმური ტელევიზორი იწონებდა თავს. სამზარეულოსთან პატარა ხის ბარი ყოფდა. ბარს იქით ძველებური, კაკლის ხისგან გაკეთებული ბუფეტი იდგა.
- აბა, რას გვეტყვი? - გვერდით ამოუდგა თეკლე - მოგწონს? - თვალები აღტაცებით უციმციმებდა მას. - ეს სახლი პაპაჩემის აშენებულია, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა...
- მაგარია, თუმცა მე შენ უფრო მომწონხარ. - ხელი წელზე მოჰხვია და მისკენ ძლიერად მიიზიდა. -მომენატრე... - ჩუმად უთხრა სახე აწითლებულ თეკლეს.
- წამოდი ბარგი ამომალაგებინე და პატარა ექსკურიას ჩაგიტარებ სახლში... - ყურთან ვნებიანად უჩურჩულა ქალმა. ჟრუანტელმა დაუარა. ერთი სული ჰქონდა მის ტუჩებს დასწვდომოდა, მაგრამ გოგონა ხელიდან სწრაფად გაუსხლტა და ეზოში გავარდა.
- ჩემი აქ დარჩენა შენი იდეა იყო?! - ჩანთებ აკიდებულმა ჰკითხა აკამ.
- არა, თათიას მოაფიქრდა. ხედავს ბიჭებთან რაღაც-რაღაცეებს რომ ერიდები და... აქეთ წამოდი -მეორე სართულის კიბეებისკენ მიუთითა გოგომ და წინ გაუძღვა.
- ეგ ორი დიდი ჩანთა აქ შემოიტანე. - ერთ -ერთ საძინებელზე ანიშნა - ეს ჩვენი ოთახია... - ხაზგასმით აღნიშნა მან და შეატარა კომფორტულად მოწყობილ საძინებელში ბიჭი - თქვენი ოთახი მოპირდაპირე მხარესაა დანარჩენი ჩანთები იქ.
- თქვენის აზრით მაინც რას ვერიდები?! - ეშმაკურად ჩაეკითხა მის უკან მდგომ თეკლეს და თვალებში ჩააცქერდა.
- არ ვიცი... - სახე აუწითლდა თეკლეს და მზერა მოარიდა.
- გინდა გაჩვენო?! - პასუხს არ დაელოდა, ისე ჩაიხუტა. მისი სახე ხელეშბი მოიქცია. იგრძნო როგორ დაუარა ჟრუატელმა. ფრთხილად შეეხო სასურველ ტუჩებს და მის რეაქციას დაელოდა.
ალმურმა აჰკრა სახეზე თეკლეს. დაიძაბა, გასაქცევაც აფართხალდა. შეშინებულმა ახედა ვაჟს. მისი ვნება ჩამდგარი თვალების დანახვაზე კმაყოფილს გაეღიმა აკას და უფრო მეტი ჟინით დააცხრა ტუჩებზე. აღარ უძალიანდებოდა, კოცნაზეც კი უპასუხა. აშკარად გამოცდილება აკლდა, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო. ისეთი ვნებიანი გასაშვებად არ ემეტებოდა ბიჭს, იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა, კოცნა შეწყვიტა და ცისფერ თვალებს ჩააშტერდა - ამას სხვისი თანდასწრებით ნამდვილად ვერ ვიზავდი... აშკარად მადლობა უნდა ვუთხრა თათიას.. - ღიმილი გაეპარა ხმაში. ისევ გაწითლდა თეკლე, თავშესაფარი ისევ მის მკერდში ნახა. - მიყვარხარ... - ჩუმად უჩურჩულა ვაჟმა და ყურთან აკოცა.
არაფერი უთხრა ქალმა ან უნდოდა კი პასუხი?! მისი აჩქარებული გულისცემა ხომ ისედაც იმაზე მეტს ეუბნებოდა აკას ვიდრე სურდა.
- ოდესმე მეტყვი რატომ შეგიყვარდი? - ჩუმად ჰკითხა ქალმა.
- ალბათ, შენ მეტყვი?! - კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
- ალბათ... - ისევ გაწითლდა ის.
გაიგონეს პირველ სართულზე როგორ შემოვიდნენ ბიჭები როხროხით.
- მაგარი ამინდია გოგოებო, სახლში რას აკეთებთ, გამოდით... - გარეთ უხმობდენ მათ.
ისე სწრაფად მოშორდა ქალი აკას, თითქოს იქ იყვნენ და ხედავდნენ.
- როგორც ვხედავ მათი გვერდზე ყოფნით შენ უფრო იძაბები და იზღუდები...- სიცილით აღნიშნა ბიჭმა და იქვე მდგომ ლოგინზე ჩამოჯდა.
- ალბათ... - ოთახში არსებული ერთად - ერთი ფანჯრიდან იყურებოდა თეკლე -უბრალოდ ვერ აგიხსნი.. ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება... ბავშვობიდან ერთად ვართ, მეც მათ მსგავსად ბიჭივით ვიცეოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, პატარა ავარა ბავშვი ვიყავი, უკან დახევა არ მიყვარდა, ბიჭებიც ხელის გულზე მატარებდნენ... მიუხედავად იმისა, რომ შენი საწინააღდეგო არაფერი აქვთ, პირიქით ძმასავით მიგიღეს, მაინც ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით მამაკაცი ეხამუშებათ, თითქოს მაკვირდებიან, ცოტა ვიძაბები, მათი მერიდება. ალბათ ეს ჩემი კომპლექსია, მრცხვენია...
- მათი მხრიდან ასეთი რამ არ შემინიშნავს. პირიქით თითქოს ხელსაც კი გვიწყობენ.
გოგონას მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა, დაინახა წყვილები როგორ გალაგდნენ სახლიდან ეზოში. ნოემბრის ამ დღეს მზე სასიამოვნოდ ათბობდა, და ისინიც ერთმანეთს ჩახუტებულნი ნელი ნაბიჯით სეირნობდნენ.
- რატომღაც მგონია, რომ შენ უფრო მძაფრად აღიქვამ ამ ყველაფერს. - დუმილი დაარღვია აკამ.
- შეიძლება. უბრალოდ არ ვარ მიჩვეული შეყვარებულის ყოლას. არ იფიქრო თითქოს არავის მოვწონდი, ბრმა არ ვარ. ვხედავ როგორ მიყურებენ უცნობი მამაკაცები, მაგრამ ახლოს მოსვლის საშუალებას არავის ვაძლევდი... მე ის ვარ რაც ვარ. ვერ ვთამაშობ...- თავი დახარა თეკლემ დამნაშავე ბავშვივით.
ნიკაპი მაღლა ააწევინა ვაჟმა. მის ცისფერ, ცრემლებით სავსე თვალებში ჩახედა.
- მე სწორედ ასეთი მიყვარხარ. ჩემთვის ყველაზე თბილი ხარ, ყველაზე სასურველი... - ვაჟის სიტყვებზე ისევ გაწითლდა ქალი - ასეთი ვნებიანი და გემრიელი... - ტუჩებზე ისევ ფრთხილად შეეხო. ამჯერად ყელზე ჩამოეკიდა თეკლე. ეკვროდა მკერდზე და ისე კოცნიდა ბიჭს. გრძნობდა ქალისგან დაუოკებელ ვნებას, ჟინს, ორივე ხელით ძლიერად იკრავდა გულში - ცოტა არ იყოს ზედმეტად ნიჭიერი მოსწავლეც კი ხარ... - სიცილით აღნიშა აკამ. მისმა სიტყვებმა თითქოს გონს მოიყვანა ქალი. ისევ აჭარხლდა, მისი ხელებიდან თავის დახსნა სცადა. თუმცა ბიჭმა არ გაუშვა.
- გახსოვდეს, რომ მიყვარხარ... შენზე ვგიჟდები, ვერც კი წამოიდგენ ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩემთვის. შენი გრძნობების არ უნდა გეშინოდეს, გთხოვ...
- შენთან როცა ვარ თავს ვერ ვაკონტროლებ, სულ მინდა გეხუტებოდე, ჩემთან გგრძნობდე. მხოლოდ შენზე ვფიქრობ, უკვე არანორმალური მგონია თავი. - ტკივილით უთხრა ქალმა.
- ასე რომ არ ყოფილიყო ალბათ გულიც გამისკდებოდა... - ღიმილი გაეპარა აკას - შენს გაშვებას არც ვაპირებ. მინდა გიყვარდე, გენატრებოდე, ჩემს დანახვაზე ისევე თრთოდე და ვნებით კანკალებდე როგორც მე, ჩემთან იყო და ჩემი სურვილით იწვოდე, თუ გინდა ეგოისტად ჩამთვალე, მაგრამ მინდა ასე იყოს....
- თავგზა ამირიე. გამაგიჟე და გამაბრუე. - კისერზე ჩამოეკიდა ქალი.
- იცოდე, ასე თუ გააგრძლებ, ვეღარც შეგელევი და აქედან პირდაპირ ჩემთან წაგიყვან... - იცინოდა ბიჭი.
ახალგაზრდები ხმაურით შემოლაგდნენ სახლში.
- შენთან წაყვანისა რა გითხრა და წამოდი დაბლამყოფებს შევუერთდეთ, თორემ გული მიგრძობს, ჩემს ძმას წამზომი აქვს ჩართული... - სიცილით გავიდა ოთახიდან თეკლე.
- რაღაც ძალიან გაგიტკბათ მაღლა ყოფნა... - თითქოს ხუმრობით, მაგრამ აშკარად უკმაყოფილო სახით შეუღრინა გოგამ წყვილს.
- რაო ძამიკო, აკი პირველი ღამის შიშის სინდრომი გაქვთო?! - ირონიულად გაკენწლა დამ, დაეჭყანა და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგონებთან შევიდა.



№1 სტუმარი სტუმარი მ

კარგი იყო...

ეჭვი მაქვს, დაგვიბრუნდი ... love

მაგრამ, ჯარიმის სახით, უფრო დიდ თავებს მოვითხოვთ ... fellow

 


№2  offline წევრი aneta

როგორი თბილი თავი იყო. თბილი და ტკბილი love

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნამდვილად დავბრუნდი და ძალიან მომენატრეთ ყველა wink ვეცდები, თუმცა სამწუხაროდ მეტი ვერ მოვასწრი. fellow მუზები დამეკარგა... love ვეცდები ფორმაში სწრაფად ჩავდგე. დიდი მადლობა რომ კითხულობ და მენებივრებ შენი კომენტარებით..

 


№4  offline წევრი irinka123

რა კარგია ახალი ისტორია დაგიწყიათ.მე ახლა ვნახე ყველა თავი ერთად წავიკითხე, ძალიან მაგარია.ველოდები ახალ თავს smile

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

irinka123
რა კარგია ახალი ისტორია დაგიწყიათ.მე ახლა ვნახე ყველა თავი ერთად წავიკითხე, ძალიან მაგარია.ველოდები ახალ თავს smile
იმედია ერთად ვისიამოვნებთ და Kარგად გავერთობით

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი ხარ ძალიან თბილი თავი იყო ვგიჟდები შენზე, შემდეგს ველოდები უფრო მსუყეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent