შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (13 თავი)


14-01-2016, 20:02
ავტორი murachashvili
ნანახია 2 938

მეცამეტე თავი
აჟიტირებულები ელოდნენ კვირის მოსვლას. ბიჭები დილიდანვე გაყვნენ თეკლეს ახალი ვატომობილით წასულ გოგას რუსთავში. თორმეტის ნახევრისთვის შესასვლელში დაელოდებოდნენ. გოგოები თეკლესთან ერთად ისხდნენ. შეჯიბრის დროს ყოველთვის ღელავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად გადიოდა რალზე. უნდა აღიაროს, აკას იქ ყოფნაც განსაკუთრებით უხაროდა, თუმცა აშკარად ორმაგად დაძაბული იყო, წაგების არასოდეს ეშინოდა, ბავშვობიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნებოდა, თუმცა ეხლა მოგება ყველაზე მეტად სურდა, უნდოდა მისით ეამაყათ.
თეკლეს „ფან-კლუბის“ წევრები შესასვლელშივე იდგნენ და მოთმინებით ელოდნენ გოგონებს. ასათიანიც ადამიასა და მარკოზაშვილის თანხმებით მალე გამოჩნდა.
- შეუძლებელია, - აშკარად ვერ დამალა გიორგიმ გაოცება ბიჭებში ოთოსა და გოგას დაახვაზე. - თქვენ აქ რას აკეთებთ? - თბილად მოეხვია მათ.
- შენ ხარ ის ცნობილი ასათიანი?! - თვალები გაუფართოვდა გოგასაც. - შეუძლებელია, ტო... ამასაც ხომ მოხერხება უნდა.... გიო და თეკლე?! რა ვერ გაიყავით თქვე გადარეულებო?! - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
- იქნებ ჩვენც გვითხრათ ერთმანეთს საიდან იცნობთ? - საუბარში ჩაერია ნიკუშა.
- შარშან რომ გადაგვაგდე და ბათუმში არ წამოხვედი ჩვენთან ერთად, მაშინ გავიცანით და სწრაფადვე დავმეგობრდით, მაგარი ბიჭია... - უცბად გაარკვია სიტუაციაში ოთომ.
- არა და.... როცა გავიგე, რომ აკას გოგოების გამო ვიღაცასთან დაპირისპირება მოუვიდა, ცოფებს ვყრიდი... - ისევ ეცინებოდა გოგას.
- ამასაც ხომ ბედი უნდა, ზედმეტად პატარაა თბილისი... ბარემ არ მინდოდა აღიარება, მაგრამ ბიჭებისგან დაუსწრებლად აკასაც ვიცნობდი, ერთი სირცხვილი მაშინ ვჭამე, მისი ვინაობა რომ გავიგე. ეხლა უკვე მეორედ შევრცხვი, ვერც კი ვიფიქრებდი თეკლე თუ შენი და იქნებოდა.
- ასეა... მშვენივრად მოახერხე, ერთ დროულად ძმაკაცის დასაც დაუპირისპირდი და მის საცოლესაც... - ისევ ხუმრობდა ოთო.
- საცოლე?! თათიაზე ამბობთ?! - ისევ გაოგნებული უმზერდა ბიჭებს. - კაი, ტო... აი ეს მესმის! - სიხარული ვერ დამალა მან. - მაგარი „სტრანნი“ სიტუაციაა რა...
- ნუღარ იტყვი, როგორც ვხედავ თქვენი დაპირისპირება დღემდე გრძელდება... - ხმა გაუმკაცრდა აკას.
- არა, რა გრძელდება.. უბრალოდ ამასწინებზე ახალი მანქანით იყო მოსული და იმდენად დაწვრილებით აღწერა ავტომობილის შესაძლებლობები, რომ დამაინტერესდა როგორ მართავს... რალის იდეაც სწორედ მაშინ გამიჩნდა. დღევანდელი შეხვედრა უფრო გართობაა, ვიდრე დაპირისპირება ....
- ჩვენი გოგო ყოჩაღია, წინასწარ გეტყვით, რომ მასთან შანსი თითქმის არ გაქვს.. - თვალი ჩაუკრა ნიკამ.
- არა მგონია მთლად ასე იყოს. მგონი გადაიფიქრა თქვენმა „პრინცესამ“?! - ირონიულად თქვა ადამიამ.
- ასათიანის არ ვიცი და ამას კი სიამოვებით გავუერთიანებდი იმ გასიებულ თავს! - ამოიღრინა ნიკამ.
- თეკლეს რევანშის დღეა, სულ ცოტაც და თვითონვე „შეუსრულებს“... არადა ხელები მეც მექავება ... - დაამშვიდა მეგობარი ოთომ.
ბიჭების რეპლიკებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევიათ, თითქოს არც გაუგონიათ, მათი ყურადღება მოედანზე შემოსულმა თეკლემ და გოგონებმა მიიპყრეს. ოდნავ შესამჩნევად დაუქნია ასათიანს თავი მისალმების ნიშნად. ადამიას და მარკოზაშვილს ირონიულად გადახედა. მალულად გახედა გოგასთან მდგომ აკას, თვალები უცინოდა ვაჟს, კვდებოდა ისე უნდოდა მასთან ჩახუტება, მაგრამ რომ წარმოიდგინა გარშემო მყოფების „ბოროტი“ რეპლიკები, თავი შეიკავა, ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. ოდნავ აუწითლდა სახე.
მოედნამდე უნდა მიეცილებინათ გულშემატკივრებს მოასპარეზეები. გვერდი გვერდ საუბრით მიდიოდნენ გიორგი და თეკლე, უკან კი მეგობრები მიჰყვებოდნენ.
- არ ველოდი ამდენი საერთო თუ გვექნებოდა... - თბილად უთხრა გიორგიმ.
- სიმართლე გითხრა არც მე... ჩემი ძმის მეგობრებს ყველას ვიცნობ, ასეთ რამეს ვერც კი ვიფიქრებდი...
- გავიგე, შეჯიბრის შემდეგ საინტერესო შეხვედრაც დაგიგეგმავთ, რამე რომ იყოს მე არ დამპატიჯებთ?! ... - ოდნავ მოწკუტა თვალები ვაჟმა.
- თუ გვიკადრებ... ალბათ ჩემი თქმა არც გჭირდებათ, ეჭვი მეპარება დღეს გოგამ და ბიჭებმა სადმე გაგიშვან. თუმცა რადგან მაინც მეკითხები, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემს შენი გულშემატკივრები სასურველი სტუმრები არ იქნებიან. - პირდაპირ უთხრა გოგომ.
- მესმის, თუმცა არ გეთანხმები, სულელი უნდა იყოს ადამიანი ამ სიტუაციაში ისევ არევა რომ მოინდომოს.
სწორედ ამ დროს აკაც წამოეწიათ, ღიმილით გამოხედა თეკლემ, შუაში ჩაიყენა ბიჭი და ხელკავი გამოსდო, იგრძნო როგორ დაუარა სითბომ, ოდნავ შესამჩნევად მოუჭირა ხელი ხელზე ბიჭმაც. ცდილობდნენ არ შემჩნეოდათ, მაგრამ სულელური, ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდათ სახეზე. ოდნავ მოჭუტა თვალები გიორგიმ, მათ დანახვაზე, მაქსიმალურად ცდილობდა არ გასცინებოდა.
- სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რალზე ამდენ ხალხს არ ველოდი... თან აშკარად ისეთი სახით მიყურებენ, თითქო დარწმუნებულები არიან რომ წავაგებ?! - სიცილის შესაკავაბლად აკასთან საუბრის წამოწყება სცადა, მის ხმაში შეცბუნება და წრფელი გაოცებაც ჟღერდა.
- სიმართლე გითხრა რალის დიდი მოყვარული არ ვარ, თქვენს შორის ვინ მოიგებს ვერც მაგის პროგნოზს გავაკეთებ, უბრალოდ მეგობრებს გამოვყევი. არ დავმალავ თეკლეს გამარჯვება ნამდვილად გამიხარდება...
- მაგის თქმა საჭიროც არაა, ისედაც ვხვდები... როგორც ვხედავ ახლო მომავალში მეორე წყვილიც გვეყოლება... - ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე. - იძულებული ვარ ვაღიარო, ცოტა უცნარი გოგოა, ზედმეტად თავის თავში დარწმუნებულიც კი... მისი გამოხტომები საკმაოდ მაღიზიანებდა. მაგრამ რამდენად ძნელი საღიარებელიც არ უნდა იყოს, ბევრ ჩვენს კურსელ ბიჭზე მამაცია, პირდაპირი, და ყველაზე მთავარი თვისება აქვს, იცის მეგობრობა...
- ისე საუბრობ თითქოს მისით აღტაცებული ხარ... - ეჭვი გაკრთა აკას ხმაში.
მისი გაღიზიანება არ გამოეპარა გიორგის, - მთლად შენსავით არა, - სიცილი ვერ შეიკავა მან - უბრალოდ მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენს შორის მტრობას უკვე დიდი ხანია ადგილი აღარ აქვს. და ეს ბიჭების დამსახურება ნამდვილად არაა. თეკლეს თავდაცვა ნამდვილად ეხერხება...
- ისე საუბრობთ, თითქოს აქ არ ვიყო... - პატარა ბავშვივით ეწყინა გოგონას. - ვნახოთ გიო, რომ წააგებ შემდეგაც თუ გენდომება ჩემთან მეგობრობა.
- მე დღეს სიამოვნების მიღებას ვაპირებ. მშვენივრად ვხვდები, შენთან ჭიდილი იოლი რომ არ იქნება, თუმცა ცუდი მძღოლი არც მე ვარ, ვეცდები მაინც... - ეშმაკურად აღნიშნა ვაჟმა.
- წინასწარ მკვეხარა ქვევრივით არ მინდა გამომივიდეს... იმედია კარგად გავერთობით... აბა, ჩვენ შევდივართ...- მხიარულად ასძახა უკან მომავლებს, რალის შემდეგ ისევ აქ ვხვდებით ....
ხელის ქნევით გააცილეს მეგობრებმა და მოედანთან ისე გადანაწილდნენ, სრბოლისთვის მოხერხებულად საცქერლად.
რამდენიმე წუთში სკაფანდრების მორგების შემდეგ ორივენი მზად იყვნენ. ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ავტომობილებისკე გაემართნენ. ღელავდა თეკლე, ალბათ არც გიორგი იყო ნაკლებ დღეში. ხელები უკანკალებდა, მანქანაში ჩაჯდა, ერთგულ მეგობარს საჭეზე ხელი გადაუსვა. ღრმად ჩაისუნთქა. ავტომობილს გასაღები მოარგო, ელექტრო დანადგარები ციმციმით ჩაირთო, დაქოქა, ძრავის მონოტონურ ხმა დამამშვიდებლად მოქმედებდა. ერთი ღრმად ჩაისუთქა და ადგილიდანაც მოწყდა.
მომენტალურად გაქრა შიში. ხედავდა სპიდომეტრზე სიჩქარის მაჩვენებელი ისარი ნელ-ნელა როგორ იწეოდა. ადრენალინის მოზღვავებული შეგრძნება უფრო და უფრო ითრევდა. გრძნობდა, რომ ამ წუთებში ყველაფრისგან თავისუფალი იყო. მხოლოდ ორნი დარჩენ, ერთ არსებად ქცეულნი ის და მისი ბრდღვიალა, შავი ავტომობილი.
რიგ-რიგობით გადაუსწრო მოწინააღმდეგეებს. საქარე მინაში ამჩნევდა უკან მომავალ ჰონდას ჯიპს. შეიძლება ითქვას, რომ არც გიორგი უდებდა ტოლს. თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სიჩქარე შეგნებულად დააგდო ქალმა და გასწრების საშუალება მისცა, თითქოს ფორას აძლევდა მოწინააღდეგეს.
- ასე უკეთესია... - გაეღიმა მას.
სიამოვნებდა წინ მიმავალი გიორგის დანახვა. საკმაოდ სახიფათო, მკვეთრი მოსახვევი ელოდათ. ვაჟმა ნელ-ნელა სიჩქარე დააგდო. თითქოს განგებ, ქალმა პირიქით სწორედ ამ დროს უმატა სვლას.
- გიჟია ეს გოგო, აილეწება... - ტანში გასცრა გიორგის. თვალებიც კი დახუჭა შიშისგან, მკვეთრი მოხვევისა და ავტომობილის საბურავების ხმა შემოესმა. დაინახა როგორ უსწრებდა მოწინაღმდეგე. სულ რამდენიმე წამით თეკლეს ირონიულად მომღიმარი კმაყოფილი სახეც შენიშნა და მეტოქე თვალთახედვის არედან დაკარგა. აზრი აღარ ჰქონდა დევნას. ქალმა საგრძნობლად ჩამოიტოვა ბოლო წრეზე და გარანტირებული პირველი ადგილიც მიიღო.
- მართლა გიჟია, დედას გეფიცებით.... - ბიჭებთან მისული აღტაცებით აღნიშნავდა გიორგი. - მაგ გოგომ, შიში არ იცის რაა...
- ნამდვილად შექებას იმსახურებს, სულ ცოტა პრაქტიკა უნდა და ახალი ჩემპიონიც გვეყოლება...- ამჯერად თეკლე აქებდა ასათიანს გოგასთან.
- გიორგის ჩემპიონობის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ფავორიტი რომ ნამდვილად ღირსეული ლიდერია კი ვხედავთ... - ჰაერში აბზრიალებდა ოთო.
დიდხანს ულოცავდნენ და ეხვეოდნენ მეგობრები. ასათიანიც მალევე მივიდა მისი ყურებჩამოყრილი ფანებით. ერთმანეთს მიულოცეს პირველი და მეორე ადგილების გაყოფა.
- უნდა ვაღიარო, შემაშინე... - ემოციებს ვერ მალავდა ბიჭი.
- იმაზე კარგად მართავ ავტომობილს ვიდრე მოველოდი. პატარა ხერხი რომ არ გამომეყენებინა, ალბათ მაჯობებდი კიდევაც... - ეშმაკურად უღიმოდა თეკლე.
- ალბათ... თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩება, დღევანდელი დღის გმირი შენ ხარ... - თმები მოუჩეჩა გოგამ დას. - გიო, ორგანიზატორებს შენი გამოსვლა ძალიან მოგვეწონა, რამე რომ იყოს, არ გინდა ივარჯიშო და პროფესიონალი მსრბოლელი გახდე?
- თეკლეს გამოსვლასთან სად მოვალ... - გაეღიმა მას. - თუმცა პირველი ალბათ არც მეორე ადგილია ცუდი... - იხტიბარი არ გაიტეხა მან.
- დაფიქრდი, მგონი ცუდი წინადადება არაა... თეკლეს ამ ყველაფერს ბევრი ვარჯიშის შედეგად მიაღწია. ამის პოტენციალი შენ ნამდვილად გაქვს. სხვა თუ არაფერი შენ ორ გზის ჩემპიონს კინაღამ აჯობე... - თვალი ჩაუკრა გოგამ, აქაოდა არ გეწყინოსო.
ვიდრე ბიჭები გიორგის არწმუნებდნენ მრბოლელობაზე სერიოზულად ეფიქრა აკამ დრო იხელთა და თეკლეს მიუახლოვდა:
- გილოცავ... ვერც კი წარმოიდგენ რა შეგრძნება მქონდა, შენს გაბრწყინებულ სახეს რომ ვუმზერდი... - თეკლემ სახე აარიდა და ოდნავ გაწითლდა. - პირველად ვნანობ ამდენ ხალხში რომ ვართ...
- და რას იზავდი აქ რომ არ იყო? - თვალებში ჭინკები უხტოდა გოგონას.
- ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი... - ჩუმად უჩურჩულა მან.
ღიმილით უმზერდა ქალი, მის ცისფერ თვალებში მხოლოდ საკუთარ გამოსახულებას ხედავდა. ისეთი მაცდური იყო, ისეთი მომხიბვლელი. უკვე აღარ ჰქონდა მნიშველობა ვინმე დაინახავდა თუ არა, ვნება და გრძნობა გონებას უბინდავდა, მხოლოდ მისი შეხების სურვილი უტრიალებდა თავში. თავი ვეღარ შეიკავა და ძლიერად ჩაიკრა გულში. მისი სუნთქვა იგრძნო მკერდზე. უჩვეულო სითბომ და ჟრუანტელმა დაუარა ვაჟს.
- ჰა, ეხლა ბევრიც არ მოგივიდეთ, გვრიტებო.... - სიცილით გამოსძახეს მოშორებით მყოფმა მეგობრებმა.
იგრძნო როგორ გაწითლდა თეკლე. მისთვის ხელის გაშვებას არც კი აპირებდა:
- უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრება ასე ჩაგიკრავდი გულში... - ჩუმად უჩურჩულა მან... არ ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ...
თეკლეს ხმა არ ამოუღია. უბრალოდ უფრო ძლიერად ჩაეხუტა ვაჟს. გაეღიმა. მისი სიტყვები არაფერში სჭირდებოდა, უფრო ძლიერად მოეხვია. ისე იკრავდა გულში თითქოს ეშინოდა მისი დაკარგვის. მეგობრების რეპლიკებს აღარც უსმენდნენ, უბრალოდ ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ.
- აბა, პრინცი არ არისო?! - გოგას ირონიულმა რეპლიკა გაიგონა ქალმა. ღიმილით ახედა მასზე მაღალ აკას.
- ამათი ყბიდან ვერ ამოვალთ... - თბილად შესცინა მას.
- არც მინდა, რომ ამოვიდეთ... - მართალია ჩახუტებული აღარ ყავდა, მაგრამ ხელს მაინც არ უშვებდა, ასე პატარა ბავშვებვივით ხელ ჩაკიდებულები მიუახლოვდნენ მეგობრებს.
- დიდი მაიმუნი გოგო ხარ, ერთხელაც კი არ დაგცდა, რომ მოგწონდა... - უსაყვედურეს გოგოებმა.
- გილოცავ ძმაო „თეკლესა და მისი დაქალების“ ფან-კლუბში გაერთიანებას. - ულოცავდნენ ბიჭები.
- ისე გოგოებო ძალიან კარგი გემოვნება კი გაქვთ. რა ბიჭები გამოგვიჭირეთ?! - თავს იქებდა ნიკა და სიცილით უმზერდა გოგოებს.
- ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე, უცებ ჩაგანაცვლებ ახალი კანდიდატურით... - დაეჯღანა ლიკა.
- მე გოგო, ასეთ კარგსა და ტკბილს?! - მაცდურად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭი და საყვარელი ქალი ხელში აიტაცა.
- მიყვარხარ! - ჩუმად უჩურჩულად ლიკამ და ძლიერად მოხვია ხელები ყელზე.
უცებ დაწყვილდნენ და გადანაწილდნენ ავტომობილებში. გოგა, თათია, ოთო და თამარი გოგას ჯიპით მოდიოდნენ. თეკლეს კუპერში ნიკა, ლიკა, თეკლე და აკა ისხდნენ. ადამია, მარკოზაშვილი და ასათიანი გიორგის ჯიპით. შეთანხმებისამებრ წყნეთში მიდიოდნენ.
მიუხედავად გიორგის სურვილისა როგორც მოსალოდნელი მარკოზაშვილმა და ადამიამ მათთან ერთად გართობა არ ისურვეს, ასათიასაც მოერიდა: - ასეა თუ ისე ბიჭებთან ჩემს გამო წამოვიდნენ რუსთავში და უხერხულია მათი მიტოვებაო. თბილად დაემშვიდობა ყველას, კიდევ ერთხელ დაპირდა მოვიფირებ რალთან დაკავშირებითო და მათ გაჰყვა.



№1  offline წევრი aneta

პატარა თავი იყო, თან ისე იშვიათად დებ ამ ბოლო დროს :(((( ველოდები ახალს

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უკვე თავსაც ვერ ვიმართლებ. თუმცა გპირდებით ახლო მომავალში გამოვსწორდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent