დრო მიდის მოგონებები კი გვრჩება
დრო ძალიან სწრაფად გადის,ისე სწრაფად რომ ხანდახან გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ხანდახან არის დღეები როდესაც ყველაფერი კარგი ერთდროულად ხდება და არ ვიცი რაზე ვიფიქრო რა გამიხარდეს, ხანდახან კი ჩვეულებრივ არაფერიც არ ხდება. ყველაფერი ესე დაიწყო . ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი, ყოველი დღე ჩვეულებრივი მე კი ამ ჩვეულებრივ რიტმს უკვე მიჩვეული ვიყავი, ძალიან მოსაბეზრებელი იყო , მაგრამ ვერ გაექცევი და ვსო. როგორც უკვე გითხარით გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე, დიდი ხანი ვიწექი საწოლში და ვათვალიერებდი სოციალურ ქსელებს. მივხვდი უკვე ადგომის დრო იყო თან ძალიან მომშივდა და ავდექი შევედი ვანაში და უჟმური სახით გამოვედი. მამაჩემი რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია რომელიც უზომოდ მიყვარს, როგორც ყოველთვის შემომეგება მხიარულად და გამაცინა. უკვე ვგრძნობდი რომ არდადეგები მთავრდებოდა და შუადღემდე ძილს ვეღარ შევძლებდი. დაქალებს დავურეკე ისინიც გვიან ადგნენ და მხიარულად შევთავაზე რომ სადმე წავსულიყავით საჭმელად, ისინიც რათქმაუნდა ამაზე კარგს რას გაიგებდნენ (სიცილით) , ძალიან ციოდა მაგრამ ჩვენ ეგ არ გვანაღვლებდა , ყველა გავემზადეთ ჩემთან შევიკრიბეთ და წავედით მაკდონალდსში. ერთი სული მქონდა მივსულიყავით და მეჭამა ჩემი საყვარელი ბურგერები. როდესაც მეტროდან ამოვედით დავინახე ძალიან საყვარელი ბიჭი, მე საერთოდ არ მიმიქცევია მას როგორ ეცვა მაგრამ მისი ლამაზი თვალები არ დამავიწყდება. ჩაიარა და თითქოს გაიყოლა ჩემი სული. კარგ ხასიათზე დავდექი უცებ, შევედით ვჭამეთ , ისე ციოდა სახლში მინდოდა ძალიან და წამოვედით მაშინვე. მეტროში იმდენ უცხო პიროვნებას ნახავ თანაც საინტერესოს ამიტომ მომწონს როდესაც ვმგზავრობ ოღონდ აუცილებლად მუსიკაააც .. მივედით სახლში და უკვე დაღამებული იყო. სადარბაზოში რომ შევედი შემხვდა ჩემი ძმაკაცი რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცია ამავდროულად . მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის . სახლში ამოვედი და როგორც ყოველთვის ავიღე ჩემი ლეპტოპი შევედი ფბ ზე და ვწერდი მეგობრებს, ასე არასდროს მომხდარა ამდენ ბიჭს ვხედავ ყოველდღე და ის ბიჭი დამრჩა გონებაში და გულში. ყოველთვის ვიღაცის პოვნა როდესაც მინდოდა ან უნდოდა ვინმეს ყოველთვის ვპოულობდი სადმე, მაგრამ ის არც კი ვიცოდი როგორ მომეძებნა. ავიღე ტელეფონი ჩავრთე მუსიკები და ვათვალიერებდი სურათებს, დრო ძალიან მალე გავიდა დავწექი, 3 ს გადაცდა და დავიძინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.