შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Stockholm syndrome #4


17-01-2016, 00:04
ავტორი madamfiso
ნანახია 2 557

თავი მეოთხე

სიბნელე და ბურუსი გაიფანტა ლილის თვალებში.

ჩაბნელებული ოთახის მტვრიან დივანზე იწვა ხელ-ფეხშეკრული და პირზე წებვადლენტ აკრული. ირონიული იყო. გოგონას შიშზე მეტი ირონია შეუძვრა სხეულში.

სასაცილო იყო…

წებვადი ლენტი და ხელები გასაგები იყო თითქოს, მაგრამ ეს ფეხების შეკვრა რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში აზრადო, ფიქრობდა.

ირგვლივ არაფერი იყო ლამაზი. მხოლოდ ერთი ბინძური შინდისფერი დივანი, რომელსაც ის მისჯაჭვოდა და დაღრეცილი სკამი მისგან მოშორებით მოშორებით.

ჭერზე ობობის ქსელში გახვეული ნათურაც ეკიდა, მაგრამ ჩამქვრალი იყო. სინათლის სხივი მხოლოდ პატარა სარკმლიდან შემოდიოდა, ეს სარკმელი ერთადერთი იმედის წყაროსავით იყო მოპირდაპირე კედლის ჭერის შესართავიდან რომ იმზირებოდა.

რკინის კარი აჭრიალდა და ოთახში ჩრდილი შემოვიდა. საკმაოდ მაღალი ჩანდა. სახეზე რაღაც სულელური ნიღაბი ჩამოეფხატა. კოხტად ეცვა. მაგრამ ეს სულელური ნიღაბი სრულიად შეუსაბამო იყო.

ის დაღრეცილი სკამი ამოიდო ფეხებს შუა და გოგონას წინ დაჯდა. ხელში უზარმაზარი დანა ეკავა, მეორე ხელი კი ნელა წაიღო ლილის ბაგესთან და შეჩერდა:

-თუ იყვირებ მოგკლავ!-ახლა კი ირონია, რომელიც ლილის სხეულში იყო გამეფებული შიშმა დაჩაგრა და გოგონას შავი თვალები გაუფართოვდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ნიღბიანმა ჩრდილმა ლენტი მოხსნა.

გოგონამ სწრაფად შეანერწყვა სახეზე.ამაყად ჩაეღიმა გაიფიქრა, “რა კარგი მიზანი მქონიაო…”

-შენ მითხარი არ მეყვირა, “შეფურთხება” შეთანხმებაში არ შედიოდა…-ირონია, რომელიც სხეულში იყო ჩაგუბებული, ნელ ნელა გოგონას სახეზე გადმოიღვარა.

-ნიღაბი დამისვარე, -უთხრა ჩრდილმა მშვიდად და ნერწყვიანი , სულელური ნიღაბი მოიხსნა.

-ასე მოქცევა არ შეიძლება, შემიძლია ამოგიცნო და დაგიჭერენ… თავისუფლების შეზღუდვისთვის.

-თუ გააღწევ ამ სარდაფიდან , შესაძლოა ასეც მოხდეს… ყოველშემთხვევაში მთლიანი…

-რას გულისხმობ?-ისევ შიში.

-ნაწილ-ნაწილ ვაპირებ მამაშენისთვის შენი სხეულის ნაწილების გაგზავნას,-გაუღიმა ბიჭმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჩრდილი იყო.

-რისთვის მომიტაცე, ფული გინდა თუ ჩემი ცოლად შერთვა?-ისევ გადაერთო გოგონა ირონიის ტალღაზე,-თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მაინც დაგიჭერენ…

-ოპტიმისტი ყოფილხარ…

-შენ კი ავადმყოფი…-დაემანჭა გოგონა.

-გეყოფა ყბედობა,-ბიჭმა გულის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა, -მამაშენს დაურეკე…

-რა ვუთხრა?

-არაფერი, მე ვეტყვი რაც საჭიროა, შენ დარეკე…

-რა გინდა მამაჩემისგან…-გოგონას სსხეულში სევდა შეიჭრა და ცრემლები გამოიწვია.

-შენი საქმე არაა!

-ჰოდა არ დავრეკავ,-ასლუკუნდა გოგონა…

-მოგკლავ!-იყვირა ბიჭმა…

-სულ ერთია…

ბიჭი აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს 15 წლის გოგონასგან, არც იმას ელოდა , რომ ის არ იქნებოდა შეშინებული და უფრო მეტიც, ვერ წარმოედგინა, თუ გამტაცებლის დაცინვას დაიწყებდა.

გოგონა ტიროდა.

თან ძლივს გასაგონად ბურდღუნებდა რაღაცას…

ბიჭი გაღიზიანდა, უნდოდა მისთვის დაერტყა, მაგრამ ისეთი უსუსული იყო, ვერ შეძლო. ცდილობდა წარმოედგინა, რომ ეს უცოდველი არსება თავისი ძვირფასი საცოლის სიკვდილში იყო დამნაშავე… დაღრეცილი სკამიდან სწრაფად წამოხტა დანა ძირს დააგდო, სკამი ხელში აიღო, მაღლა ასწია , უნდოდა გოგონასთვის ჩაერტყა, მაგრამ ის ისეთი უსუსური იყო…

გოგონამ ტირილი და ბურდღუნი შეწყვიტა, თვალები მოძალადეს მიაპყრო. ეს არ იყო შეშინებული მზერა, არც გაბრაზებული. ყველაზე მეტად ინტერესისფერი იყო მისი ცრემლში ამოსვრილი შავი თვალები. მას აინტერესებდა, მართლა ჩაარტყამდა თუ არა ბიჭი სკამს. მას აინტერესებდა რამდენად ძლიერი იყო მისი გამტაცებელი.

სუსტი აღმოჩნდა…

ბიჭმა ვერ შეძლო უსუსურ გოგონაში მტერი დაენახა და ამან ის უფრო მეტად გააცოფა. სკამით ხელაპყრობილი კედლისკენ მიბრუნდა და მასვე შეანარცხა.

აღრიალდა.

პირგამეხებული გაიჭრა რკინის კარისაკენ, სკამის ნამსხვრევებს ძლიერად აბიჯებდა და უფრო აქუცმაცებდა. კარის ზღურბლს გადააბიჯა და კარი გაიჯახუნა.

რკინის კარმა ვერ შეძლო ბიჭის ქვითინის შეკავება.

ბიჭის ქვითინმა გოგონა არ გააოცა, პირიქით გააბრაზა.

უნდოდა ეყვირა ის რასაც ფიქრობდა, მაგრამ მდუმარების შეთანხმება არ დაარღვია და გონებაში აყვირდა:

“მშიშარა”…

“უმაქნისი…”

მერე იატაკზე შემთხვევით თვალი მოჰკრა ბიჭის უზარმაზარ დანას, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელში ეკავა, შემდეგ კი იატაკზე დააგდო. საკმაოდ შორს ეგდო. გოგონამ ძალ-ღონე არ დაიშურა და დივნიდან იატაკზე დაენარცხა. თვითონაც არ იცოდა როგორ შეძლო დაბმულმა დანასთან მიხოხება.

თოკები გადაჭრა.

დივანზე დაბრუნებავეღარ შეძლო.

***

რამდენიმე საათის შემდეგ, რკინის კარი ისევ ახმაურდა. მამაკაცმა ობობის ქსელებში აბურდული ნათურა აანთო. დაინახა, როგორ ეგდო გოგონა იატაკზე. თანაც თავისუფალი. მისკენ გადადგა ნაბიჯი.

-არ მომიახლოვდე, მოგკლავ!- უთხრა გოგონამ და ხელში მისივე დანა აათამაშა. ბიჭს გაეცინა.

-აქედან როგორღა აპირებ გასვლას?

-არ ვაპირებ!

-აბა მხოლოდ ჩემი მოკვლა გინდა?

-შენც ხომ გინდოდა ჩემი მოკვლა, ერთით-ერთი!-გაუღიმა გოგონამ.

-დადე ეგ დანა და გამოაცურე, დივანზე დაბრუნებაში დაგეხმარები…

-არ მჭირდება შენი დახმარება,-უთხრა გოგონამ ზიზღით,-შენი არაფერი მჭირდება!-დანა მაღლა ასწია და ბიჭს ესროლა, – ეს დანა დაგრჩა!

ბიჭი სწრაფად გაიწია გვერდზე, მართალია, მიზანი ნერწყვივით ზუსტი არ იყო, მაგრამ ეს ინსტინქტი იყო თვით გადარჩენისა, რომელიც ბიჭის სხეულმა მისი ნებართვის გარეშე ჩართო.

-რომ მომხვედროდა მოგკლავდი,-უყვირა ბიჭმა და მიუახლოვდა, ხელი მაჯაში მჭიდროდ ჩასჭიდა და სილა გააწნა.

-ხელი მეტკინა, გამიშვი, განაგრძობდა გოგონა მშვიდად ლაპარაკს…

-მხოლოდ ხელი?-უთხრა ბიჭმა და მეორე მაჯაც ისეთივე ძალით მოიმწყვდია დატორილ ხელში, როგორც პირველი.-შენი აზრით რატომ დაგარტყი?

-რომ მტკენოდა…-გოგონას თავი ჩაექინდრა და მოძალადეს ზედაც არ უყურებდა, მერე ნელა ასწია თავი და თვალი თვალში გაუყარა,-შენ მხოლოდ ტკივილი შეგიძლია მომაყენო, მოკვლით კი ვერ მომკლავ. ძლიერი ტკივილის მოყენებაც კი არ შეგიძლია… ყველაზე უსუსური და მშიშარა მოძალადე ხარ…

-ასე გგონია?-ჰკითხა ბიჭმა ამრეზით და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი, მერე ხელის მტევნები ნელ-ნელა ზემოთ ააწევინა. სიცოცხლე გამოცლილ ფეხებზე წამოაყენა. თან გოგონას ტკივილს უყურებდა.

-არ მგონია, ზუსტად ვიცი…-არ ნებდებოდა ლილი.

-ავადმყოფი მე კი არა შენ ხარ!-უთხრა ბიჭმა და ხელები გაუშვა, გოგონა ისევ იატაკზე დაენარცხა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გამოუწვევია მასში ტკივილს.

გამტაცებელი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. გოგონას ბრძოლის ძალა აღარ შერჩენოდა და ენერგიაც მთლიანად გამოსცლოდა. მხოლოდ ძლივს გასაგონი ხმით ბურტყუნებდა:

-მომაშორე შენი ბინძური ხელები…. მომაშორე ხელები.. ბინძური ხელები… ბინძური…

-როგორც გინდა,-ირონიული ღიმილით უთხრა მოძალადემ და დივანტან მიახლოებულმა, მსხვერპლს ხელი გაუშვა. გოგონას მბჟუტავი თვალები მომენტალურად განათდა ჰაერში, დივანზე დაცემის შემდეგ კი საბოლოოდ ჩაქრა.

-საჭმელს მოგიტან…-უთხრა ბიჭმა, მერე იატაკზე დაგდებული დანა აიღო, ნათურა მოკლა და რკინის კარი გაიხურა.



გაგრძელება იქნება…



№1  offline წევრი zak

ჰმ,საინტერესოა,ხომ აუცილებლად მალე დადებ?!იცოდე ველოდები,მოუთმენლად...ძალიან კარგია და საინტერესო.არ მიყვარს მოძალადე,უხეში ბიჭები,მაგრამ ამ შემთხვევაში იმ "ჩრდილით"დავინტერესდი winked წარმატებები გენაცვალე love

 


№2  offline წევრი madamfiso

zak
ჰმ,საინტერესოა,ხომ აუცილებლად მალე დადებ?!იცოდე ველოდები,მოუთმენლად...ძალიან კარგია და საინტერესო.არ მიყვარს მოძალადე,უხეში ბიჭები,მაგრამ ამ შემთხვევაში იმ "ჩრდილით"დავინტერესდი winked წარმატებები გენაცვალე love

არ ვიცი როდის დავდებ შემდეგს, ვეცდები მალე დავდო ^_^
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი Evelina

ძალიან მომეწონა ეს თავი... ველოდი ამათ შეხვედრას და იმედები არ გამცრუებია... ზუსტად ისეთი შთამბეჭდავი იყო, როგორიც წარმომედგინა!! ძალიან კარგად წერ!!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

რაღაცნაირად წერ...
თითქოს მშრალია და ემოცია ცოტა მეტი უნდა, მაგრამ როგორღაც მოგაქვს მაინც.
თითქოს თემა ბანალურია, მაგრამ რაღაც მაინც გიზიდავს.
ვნახოთ აბა რას იზამ.

 


№5  offline წევრი madamfiso

lullaby
რაღაცნაირად წერ...
თითქოს მშრალია და ემოცია ცოტა მეტი უნდა, მაგრამ როგორღაც მოგაქვს მაინც.
თითქოს თემა ბანალურია, მაგრამ რაღაც მაინც გიზიდავს.
ვნახოთ აბა რას იზამ.

რა გასაკვირია, ყველა ერთნაირად რომ წერდეს უაზრობა იქნებოდა საერთოდ წერა...
ყველას თავისი მანერა და სტილი აქვს...
მე ასეთი ავირჩიე...
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№6  offline მოდერი Kira

როგორ ძალიან მაინტერესებს ის ჩრდილი. კარგია მე ძალიან მომწონს ისეთი როგორიც არის. ველოდები შემდეგს . არ გთხოვ მალე დადე და რაღაცათქო მეც ვწერ ისტორიას და მაქ ხშირად მიზეზები და ვერ ვიცლი რომ დავწერო წარმატებები ❤️❤️
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent