შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Stockholm syndrome


10-01-2016, 02:26
ავტორი madamfiso
ნანახია 2 575

თავი პირველი

მირზა ექიმი იყო.

დაახლოებით 40 წლის…

მიუხედავად თავისი ფართო კონტაქტებისა, საკუთარ ქალიშვილს, ლილის ვერაფერი უშველა და გოგონა 15 წლის ასაკში, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა…

გოგონა დეპრესიამ შეიპყრო და შინ გამოიკეტა…

მამას, რა საკვირველია, ძლიერ აწუხებდა შვილის ბედი, მაგრამ თავადაც უკვე იმედდაკარგული, ქალიშვილსაც აღარ აიძულებდა ექიმებთან სიარულს… შვილის ღიმილს მონატრებული კაცი მისგან შორს ყოფნას ცდილობდა. არ შეეძლო , თავისი სიცოცხლით სავსე გოგონას სახეზე ღრუბლისფერის ატანა. ამიტომ, ცდილობდა დროის დიდი ნაწილი სამსახურში გაეტარებინა, შინ კი ძირითადად მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც გოგონას ეძინა და მის სახეზე ის საშინელი ფერი მკრთალდებოდა.

მირზას ცოლი დიდი ხნის წინ გაშორდა, ლილი მაშინ პატარა იყო. დედა არ ახსოვდა. არც ენატრებოდა. მამის სიყვარული კი მის სახეზე მარადიულ ღიმილს ათამაშებდა. იმ დღემდე, სანამ ეტლს არ მიეწება. გოგონას ბებია ზრდიდა, რომელსაც ის დედას უწოდებდა. მისი სამყარო სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც გულწრფელ ღიმილს სჩუქნიდა ხოლმე და მათაც უფერადებდა ცხოვრებას…

ლილი ხატავდა.

კარგად ხატავდა.

პორტრეტების ხატვა უყვარდა.

ხატავდა მამას..

ბებიას…

და იმ რამდენიმე ადამიანს ვინც მის სამყაროში ცხოვრობდა…

მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ფეხები მოჰპარა, ხატვას მოუხშირა. იჯდა და ხატავდა. მაგრამ მის ნახატებს ძველებური, სიცოცხლისს ელფერი აღარ დაჰკრავდა.

მირზა ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც მის თავს ხდებოდა. დალევა დაიწყო. თავიდან მხოლოდ თავისუფალ დროს სვამდა. ბოლოს სამსახურშიც. ვერ ეგუებოდა ერთადერთი ქალიშვილის განუზომელ ტკივილს და ყველაფრის ჩახრჩობას ცდილობდა ალკოჰოლში. არ ითვალისწინებდა, რომ უარყოფითი ემოციები თევზებს ჰგავდნენ, თევზების დახრჩობა კი შეუძლებელია, პირიქით, ეს ალკოჰოლნარევი სითხე მათ მეტ გასაქანს აძლევდა. კაციც მეტად იტანჯებოდა.

ბედნიერების ნამცეციც კი აღარსად ეგდო.

***

იმ საღამოს , მირზა საავადმყოფოს მორიგე ექიმი იყო. ვესტიბიულში ვიღაც ბიჭი შემოვარდა, სახეზე სასოწარკვეთის ფერი ედო. ხელში თითქმის ნაფლეთებად ქცეული არსება ეჭირა, რომელსაც სიცოცხლის ელფერიც კი გაჰქრობოდა.

და რომლის სისხლიც ბიჭის სახესა და სხეულზე თითქმის მთლიანად ფარავდა სასოწარკვეთის ფერს.

ეს ნაფლეთებად ქცეული არსება, ოდესღაც გოგონა უნდა ყოფილიყო. ის რეანიმაციაში წაიყვანეს, ბიჭი კი ვესტიბიულის კედელთან ჩაკეცილი, ყველაფერს აწითლებდა, რასაც ეხებოდა.

იმ საღამოს, მირზას ძარღვებში სისხლზე მეტი ალკოჰოლი ჩქეფდა. საავადმყოფოს მედპერსონალი სრული შემადგენლობით ცდილობდა, სისხლი ძარღვებში დაებრუნებინათ და მავნე სითხე განედევნათ. თითქმის შეძლეს კიდეც. მირზა ბანცალ ბანცალით შევიდა საოპერაციოში. უსიცოცხლო ნაგლეჯის დანახვისას მამაკაცს გააჟრჟოლა და ამ ჟრჟოლას გაატანა სიმთვრალეც. წამის მეასედებში გამოფხიზლდა და გოგონას ოპერაცია გაუკეთა.

ზედმეტად ბევრი შიდა სისხლჩაქცევა იყო.

გამთენიისას გოგონას სულმა დატოვა ის ნაკუწები, რაც მისი სხეულისგან დარჩენილიყო.

გაირკვა, რომ ის სასოწარკვეთის ფერი ახალგაზრდა მისი საქმრო იყო. ისინი პარკში სეირნობდნენ, როდესაც ელვისსისწრაფით მომავალი მანქანა ბარდიურზე ავარდა ,ბიჭს საყვარელი არსება ხელიდან წაჰგლიჯა და ნაკუწებად აქცია მისსავე ვალწინ.

მანქანის მძღოლი დააპატიმრეს.

თუნდაც მოეკლათ, ამით გოგონას სული სხეულის ნარჩენს ვერ დაუბრუნდებოდა.

ბიჭმა ყველაფერი “მთვრალ” ექიმს დააბრალა და უჩივლა.

ალკოტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მირზა დროებით დააკავეს.

გოგონას ნარჩენის გაკვეთა მოითხოვეს.

გაკვეთეს.

მირზას ბრალი არ დადასტურდა და ის გაუშვეს…

სასოწარკვეთილმა ბიჭმა არ დაიჯერა, ექიმის უდანაშაულობა და დაიფიცა რომ მასზე შურს იძიებდა…

გაგრძელება იქნება…



№1  offline წევრი madamfiso

nini5852
Vaimee ra kargiaa. Dzaan male gaagrdzelee raa

კი მალე დავდებ გაგრძელებას
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№2  offline მოდერი Eleniko13

შენი ჩანახატები არაჩვეულებრივია,
მისი წაკითხვა მთელი რიგი სიამოვნებაა ჩემნაირი დარეხვილისთვის.
თუმცა,რაღა...
მაგრამ,ისტორიები არა რა.
ნუ,ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი madamfiso

Eleniko13
შენი ჩანახატები არაჩვეულებრივია,
მისი წაკითხვა მთელი რიგი სიამოვნებაა ჩემნაირი დარეხვილისთვის.
თუმცა,რაღა...
მაგრამ,ისტორიები არა რა.
ნუ,ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.

რომელი ჩემი ისტორია წაიკითხე და არ მოგეწონა?
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent