შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (11)


17-01-2016, 00:26
ავტორი chloe
ნანახია 2 829


კითხვის დროს მოუსმინეთ,გესიამოვნებათ <3
---------------


დილა ხალისიანად, ბედნიერად დაიწყო. მე და ნუცამ საღამოსთვის მზადება დავიწყეთ,დაბადების დღეს დაჩი sector ში იხდიდა, ყველაფერი მზად იყო.10 საათზე იქ მივიდოდით, მანამდე მე და ნუცა სალონში ვიყავით ჩაწერილი, ვაჩეს ვთხოვეთ 6საათისთვის ბათუმში წავეყვანეთ,დილიდან დავიწყეთ მომზადება ნუცას საჩუქარზეც უნდა წავყოლილიყავი,ბათუმში გავივლიდით მაღაზიებში,მთელი დღე იმას ვფიქრობდით რა ჩაგვეცვა,ბოლოს ჩვენი თბილისში ნაყიდი ულამაზესი კაბები გაგვახსენდა,ჩემი კაბა ლურჯი ნაზი, დავარდნილი, ნაჭრისგან იყო შეკერილი,ზურგი წელამდე ამოღებული, თხელი,წვრილი მკლავებით,ულამაზესი სამკუთხედი დეკოლტეთი,მოკლე იყო, მუხლებს კარგად აცდენილი, კაბა ბოლოში ოდნავ ღიავდებოდა. ნუცას კაბა თეთრი,ოდნავ კრემისფერში გადადიოდა გრძელი ნავისებრი დეკოლტით ზურგზე მხოლოდ ორი ნაქსოვი ნაჭერი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული არაფერს უფარავდა, ზედა ნაწილი მთლიანად ნაქსოვი იყო, ქვედა თავისუფლად ეშვებოდა, რომ დატრიალებულიყავი ყველაფერი გამოგიჩნდებოდა ფეხზე ნუცა თეთრ და შავ ზოლებიან ესპადრელებს
იცვამდა,მე შავ დაბალ ქუსლიან კოჭზე მოხვეულ ღია ფეხსაცმელს ზუსტად 6საათზე ვაჩემ მოგვაკითხა და ბათუმში წაგვიყვანა.სალონში ორივემ ფრენჩი გავიკეთეთ, მაკიაჟს ნუცა გამიკეთებდა ძალაინ მომწონს ნუცას გაკეთებული მაკიაჟი,ბუნებრივობას არ გიკარგავს.მე თმები დავიხვიე, ნუცამ დაისწორა.სახლში 8საათზე ვიყავით, 9-ზე ბიჭები მოგვაკითხავდნენ მანამდე უნდა ჩაგვეცვა და მაკიაჟის გაკეთებაც მოგვესწრო,ყველაფერი იდეალურად მიდიოდა 9 საათიც მოვიდა, ბიჭები გარეთ მანქანასთან გველოდებოდნენ გიო გიგას ჩაუჯდებოდა მანქანაში, ვაჩე და ჩვენ დაჩი წაგვიყვანდა,გარეთ გავედით, ბიჭები მანქანაზე მიყუდებულები ჩვენ გველოდებოდნენ, ყველას თეთრი პერანგი და შარვალი ეცვათ დაჩის გარდა, დაჩის ცისფერი პერანგი და მოლურჯო შარვალი ეცვა,დაჩიმ ეგრევე შემამჩნია თავიდან პირი დააღო, მოშტერებული თვალს არ მაშორებდა თან დებილივით იღიმოდა,წარბები შუბლზე აუვიდა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ვუყურებდი და მეცინებოდა,უკან ნუცა გამომყვა არაფერს იმჩნევდა თითქოს სულ არ დაუნახავს გიგა გაშტერებული გიჟივით რომ უყურებდა, რაღაცნაირად გიგა შემეცოდა,მის თვალებში სინანულს და მწუხარებას ვხედავდი ნუცას უყურებდა, თვალს ვერ წყვეტდა, არც ერიდებოდა მის თითოეულ დეტალს აკვირდებოდა,წარბებს რაღაცნაირად დაღვრემილად ქვემოთ წევდა,ტუჩებს იკვნეტდა, მეგონა მალე ნუცას მიუვარდებოდა და აკოცებდა ისე უყურებდა.
-არ წავედით?(ანა)
-კი წავიდეთ(დაჩი)
დაჩიმ კარები გაგვიღო, შიგნით ჯერ ნუცა შევიდა,სანამ მე შევიდოდი დაჩიმ გამაჩერა, მომატრიალა და მაკოცა
-მაპატიე ვეღარ მოვითმინე(დაჩი)
მანქანაში დაჩიც ჩაჯდა მანქანა დაქოქა,გიგა ისევ ისე გაშტერებული იყურებოდა ხელები შარვლის ჯიბეში ეწყო ტუჩებს იკვნეტდა და სანამ მანქანა არ დაიძრა არც თვითონ შეუცვლია ადგილი.მთელი ბათუმში მიმავალი გზა დაჩი და გიგა გონკაობდნენ იმაზე ვფიქრობდი ბათუმში მშვიდობით ჩავსულიყავით,ბათუმში ზუსტად 20წუთში ჩავედით, კლუბში შევედით ჯერ ბევრი ხალხი არ იყო მოსული,მაგიდა 20 კაცზე იყო შეკვეთილი,დაჩის მეგობრები ვინც ბათუმში ან ზღვის პირას ისვენებდა იმ დროს ყველა ჩამოვიდა,დათო თბილისიდან
ჩამოვიდა უკვე კლუბში იყო ყველა გვნახა გადაგვკოცნა დათო ნუცას არ იცნობდა ამიტომ ერთმანეთი გავაცანი და სუფრას მივუჯექით, მე დაჩის და ნუცას შუაში ვიჯექი,გიგა დაჩის გვერდით იჯდა დაღვრემილი და ჩაფიქრებული,გიგას გვერდით გიო და ნია ისხდნენ,ნუცას გვერდით ვაჩე ეჯდა.დანარჩენები ვისაც არ ვიცნობდი ყველა გავიცანი,მარიც სუფრასთან იყო,დაჩის ბიძაშვილი ლევანი,გიგას და სალო,რომელიც ნუცას გავაცანი სუფრასთან კაი სიტუაცია იყო დაჩიმ მითხრა ჩემს გარეშე საცეკვაოდ არ გახვიდეო,ნუცა ყოველ ახალ სიმღერაზე საწყალ ვაჩეს აქეთ იქით დაათრევდა და აცეკვებდა,მერე მე მეცა და მთხოვა წამოდი ერთად ვიცეკვოთო დაჩის ვუთხარი ნუცას ვეცეკვები მალე მოვალ მეთქი,თავი დამიქნია,ცოტა არაყი დავლიე და საცეკვაოდ გავედი,მე და ნუცა ნაზად აუჩქარებლად ვცეკვავდით, რიტმს მოძრაობებს ვაყოლებდით გიგას დაც ჩვენ შემოგვიერთდა,ჩვენთან ერთად ცეკვავდა,ცოტა
რომ დავიღალე მარტო დავტოვე ესენი და დაჩის მივუჯექი,ირგვლილ ყველას ვაკვირდებოდი,ვაჩე ვიღაც გოგოს აეპორწიალა და ეჩალიჩებოდა, გიგა გაუთავებლად სვამდა თან ნუცას გიჟივით აკვირდებოდა,ავდექი და გიგა საცეკვაოდ გავიყვანე,გიგა მაგრა ცეკვავს, თან ცეკვის დროს სულ იცინის,ნუცასთან ახლოს მივიყვანე და სიტუაციიდან მოვტყდი,გიგა ნუცას მიუახლოვდა ნუცა ზურგით ედგა და ვერ ამჩნევდა გიგას,ცოტა ბიჭი გამოაშტერა გველივით დაიკლაკნებოდა Dj-მ ამ ორი გუგულის საყვარელი სიმღერა
mark Lower ft. Scarlett Quinn - Bad Boys Cry ჩართო ნუცა სიმღერის დაწყებისთანავე გაშეშდა თითქოს ცეკვა აღარ უნდოდაო,გიგა შეხებას ვერ ბედავდა უკან ედგა და აკვირდებოდა,ნუცა შემოტრიალდა გიგა დაინახა და გაშეშდა,გიგამ თითები ნაზად მოუსვა ნუცას, ლოყას ეფერებოდა თან უყურებდა,იღიმოდა,ნუცა სახეში ვერ უყურებდა თავი გვერდით ქონდა გაწეული,ბოლოს ხელი გააწევინა და გიგა მარტო დატოვა გვერდით მომიჯდა,ყველაფერი გააფუჭა ვინაა ეს მე ვწვალობ ეს აფუჭებს ყველაფერს,არყის ჭიქა ბოლომდე გადაკრა გიგას თვალებით ეძებდა რომ ვეღარ იპოვა ტელეფონში ჩაძვრა.როგორც იქნა დაჩის ცეკვა მოუნდა,ორივე ავდექით საცეკვაოდ გავედით და დაუღალავად ვცეკვავდით,დაჩი ყოველ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,შიგადაშიგ ჩამიხუტებდა და ძლიერად მაკოცებდა.ცოტა რომ დავიღალე ნუცასთან მივედი ვაჩეს ვთხოვე შემეცვალე თქო,ნუცა ანერვიულებული ჩანდა.
-რა გჭირს?(ანა)
-გიგამ ვიღაც გოგო ტვალეტში შეათრია(ნუცა)
-გავიდეთ გინდა?(ანა)
-აუ კი რა ძაან(ნუცა)
გარეთ გავედით ნაპირს მივუახლოვდით ქვებზე ჩამოვჯექით,ნუცას სიგარეტი ეჭირა ხელში და უკიდებდა.
-რას აკეთებ,არ გადამრიო(ანა)
-ერთ ღერს მოვწერ დავწყნარდები(ნუცა)
-კაი ნუ დებილობ, ვერ იტან სიგარეტს დასანახად ეხლა შენ თვითონ ეწევი,ვინ მოგცა?(ანა)
-ვაჩემ(ნუცა)
-გამაგიჟებთ თქვენ რაა(ანა)
მე მაღლა ავედი დაჩიმ დამიძახა,ნუცამ რომ მოვწევ მეც ამოვალო,გიგამ დაინახა თუ არა ნუცა მარტო იჯდა დრო იხელთა და ახლოს მივიდა
-რას აკეთებ?(გიგა)
-ვეწევი(ნუცა)
-რაააა?სულ გააფრინე გოგო მე მეჩხუბებოდი სიგარეტს ჩემთან ნუ ეწევი ფილტვებს ვუფრთხილდებიო და ეხლა შენთითონ ეწევი?(გიგა)
გიგამ მაჯაზე ხელი ჩაავლო, სიგარეტი გადააგდებინა.
-მეორედ არ დაგინახო შენს ტუჩებს სიგარეტი ეხებოდეს
ნუცას თვალებიდან ცრემლები წასკდა,გიგამ ნაზად მოწმინდა და თვალებზე აკოცა,ეშინოდა, ვერ ბედავდა ნუცასთვის ტუჩებში ეკოცნა,არ უნდოდა ამ ყველაფრის შემდეგ გული ტკენოდა
ნუცას,არადა წყურვილი კლავდა მასთან სიახლოვის, მისი ჩახუტების და მოფერების.
-შეიძლება ხვალ ვინანო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც გეტყვი, მსოფლიოში ყველაზე და ყველაფერზე მეტად შენი კოცნა მინდა,მაგრამ ვერ გიბედავ!!
ამის თქმაზე ნუცამ გიგას ხელები კისერზე მოხვია, მიუახლოვდა, არ ჩქარობდა, კოცნას თვითონაც ვერ ბედავდა,იცოდა რომ გრძნობები გიგას მიმართ გაუმძაფრდებოდა,გარისკა და გიგას აკოცა, ეს იყო ყველაზე ვნებიანი, ნაზი კოცნა, ამდენი ხნის გრძნობები, შენახული სურვილი ერთმანეთის კოცნის, ორივეს კლავდა,ერთმანეთს ისე კოცნიდნენ არადა არ ყოფნიდათ,სიახლოვე ორივეს სიამოვნებდა თან გულს ტკენდათ, ვერა და ვერ ჩერდებოდნენ, ერთმანეთს ამოუსუნთქავად კოცნიდნენ,წუთით ტკბებოდნენ და არ აინტერესებდათ რა მოყვებოდა მათ კოცნას,არც ის იცოდნენ რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის კოცნის შემდეგ,არც ადარდებდათ. ნუცას ტუჩიდან სისხლი წასკდა მაგრამ ეს მაინც არ აჩერებდათ,ნუცას ცრემლები სდიოდა და გიგას მხარზე ეცემოდა, როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთის ბაგეებს,ორივე გახშირებულად სუნთქავდა, თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ქონდათ, გიგას ტუჩები ნუცას შუბლს ეხებოდა, ორივეს თავი დაბლა ქონდა დაწეული, ერთმანეთს ვერ უყურებდნენ ,განაბულები ერთმანეთს ეყუდებოდნენ.
-ნუცა,მიყვარხარ
ხმაზე ეტყობოდა რომ მთელი გრძნობით და ძალდატანებით ამბობდა ამ სიტყვებს.
-გიგა არ გინდა გთხოვ,არაფერი თქვა
-არა ვიტყვი,ვიტყვი რომ მაგიჟებ და მინდა ყოველ წამს შენს გვერდით ვიყო,მინდა ერთად დავბერდეთ,საერთო შვილები და შვილიშვილები გვყავდეს,მთელი ცხოვრება მინდა ერთად
გავატაროთ.
-მთვრალი ხარ,ხვალ საერთოდ არ გემახსოვრება რა მოხდა დღეს
გიგამ ნუცას თავი ააწევინა და თვალებში შეხედა
-შენ გგონია მე ეს დღეს ვიგრძენი?მთელი ცხოვრბაა მიყვარხარ, მართლა, რაც დავიბადე იმის მერე, უბრალოდ გვიან მივხვდი ამას
ნუცა სევდანარევი თვალებით უყურებდა გიგას, მერე მიუახლოვდა ლოყაზე აკოცა და გიგა მარტო დატოვა.მაღლა ავიდა გულზე ხელი მიიდო მიდება არც ჭირდებოდა გულის ცემა თვითონ ესმოდა ისე, ასე ეგონა ყველა გაიგებდა მის გულის ცემას,ეგონა რომ გიგას სიტყვები არ იყო გულიდან ამოსული,ეგონა მის მიმართ რასაც გრძნობდა იმას გიგა ვერასოდეს იგრძნობდა.თვალები ცრემლით აევსო, გიგასთან ყოფნა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, მის ფიქრებში გიგას სხვა უყვარდა.ნუცასთან მივედი ცოტა შემეშინდა ისევ
არ წაუვიდეს გული მეთქი და გარეთ დავსვი,დაჩი ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა ვიცოდი ვინც იყო, დაჩის ყოფილი შეყვარებული იყო მალევე დაემშვიდობა და თვალებით მე მეძებდა ბოლოს დამინახა, გარეთ გამოვიდა.
-რას შვებით გოგოებო?ნუცა კიდე ცუდად ხომ არა ხარ?(დაჩი)
-არა არა კარგად ვარ(ნუცა)
-გინდა ვაჩეს ვეტყვი და სახლში წაგიყვანს?(დაჩი)
-კი წავალ გვიანია უკვე(ნუცა)
დაჩი ვაჩეს მოსაძებნად წავიდა,უკვე ღამის 3 საათი იყო სტუმრებიც ნელ-ნელა მიდიოდნენ,დაჩი უკან მარტო მობრუნდა
-ვერსად ვპოულობ(დაჩი)
-მე წავიყვან(გიგა)
-შენ სად წაიყვან გახეული მთრალი ხარ ბიჭო(დაჩი)
-კაი გიჟი კი არ ვარ ნელა ვატარებ(გიგა)
-აუ არა მეშინია, მაგას ჯობია აქ იყოთ(ანა)
-წავყვები(ნუცა)
ნუცა გიგას მანქანაში ჩაუჯდა,თავიდან ორივე ჩუმად იყო,დუმილი გიგამ დაარღვია
-არ გჯერა ხო რაც გითხარი,არ გჯერა რომ მიყვარხარ
-ვიცი გიგა რომ სხვა გიყვარს
-ვინ სხვა გოგო შენ მიყვარხარ,იმ გოგოზე ამბობ ბათუმში რომ დამინახე?ეგ ჩემი ყოფილია ვერ ვშორდებოდი და მაგიტო შევხვდი,აღარ ვართ ერთად.
-რააა?
-ხო,რა იყო?
-არაფერი გიგა ეხლა მაინც აზრი არ ააქვს მთვრალი ხარ,ხვალ თუ კიდე გემახსოვრება დღევანდელი,მერე ვილაპარაკოთ
-რა დამავიწყებს
გიგამ სახლის კარამდე მიაცილა ნუცა სანამ კარს შეაღებდა ძლიერად ჩაიხუტა და თავზე აკოცა,ერთ საათში ჩვენც წამოვედით გზაშივე დამეძინა,დაჩიმ აღარ გამაღვიძა და თავის სახლში წამიყვანა მთელი ღამე მე და დაჩის ერთ ოთახში გვეძინა.



№1  offline წევრი Ninuca)

ძაალიან ძალიაან მაგარიია და მალე დადე შემდეგი თავიი რააა ^^

 


№2  offline წევრი anastasia))

Dachi rato elaparakeboda tavis yofils??

 


№3 სტუმარი lela

Au admin sadxar metormete dade torw vitireb exla chemi dachikooo <3

 


№4  offline წევრი nk777

auu diaxleebshi archans me12 tavi da ratoo?

 


№5  offline წევრი Sssso

nk777
auu diaxleebshi archans me12 tavi da ratoo?

Xoo mec dzaalian maintereseebs admin gamodi gvipasuxee !!!

 


№6  offline წევრი chloe

Sssso
გაგზავნილია 12 თავი, ალბათ მალე დამიდებენ დილით აუცილებლად იქნება,ახლა თუ არა .!.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent