შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ვერ კურნავს იარებს (3)


17-01-2016, 18:16
ავტორი lisebeth
ნანახია 2 893

დილით გაბრიელს, რომ გაეღვიძა კატო უკვე სუფრას შემომჯდარი დაუხვდა. გემრიელად მიირთმევდა და თან რაღაცას ღიღინებდა.
-შენი განწყობით თუ ვიმსჯელებთ ისევ მოიგე.
-მოგება რბილი ნათქვამია. გავასწორე მიწასთან._ ხმას უმატა გოგონამ._კარაქიანი პური გინდა? ჩაის დაგისხამ...
-მიდი ჰო.
-მერე ჩემს ბაღს გადავხედავ. უნდა ვნახო ერთი რა სღირს. მებაღემ მითხრა რომ ბოლო ნერგი რომელიც დავრგე ხმება. სტაფილოსფერი ვარდი.
-საქმე არ გაქ? დაიკიდე რა... ჰო მართლა ბაღზე და ნერგებზე გამასხსენდა. მე შენ ახალი მებაღე გიშოვე.
-ვინაა?
-არ გამიბრაზდები?
-არა_თავი გააქნია კატომ
-და არც დამცინებ ?
-უნდა დაგცინო?
-ის გოგო გუშინწინ რომ გამოვიხსენი
კატოს ლამის ლუკმა გადასცდა ყელში და სიცილიც მოაყოლა.
-ხომ გაგაფრთხილე?
-რა ჯანდაბა გჭირს? სინდისი მქენჯნის.
-რატომ?
-უბრალოდ სასაცილო საქმეზე კი არ გაგგზავნე ვიღაც გოგოც გაგკიდე საპატრონოდ. რა გჭირს ბოლოს და ბოლოს?
-შემეცოდა.ერთი ჩვეულებრივი ღარიბი ვინმეა. შიათ რა...საჭმლისთვის იქურდა. დილით მოვა და ბაღს მოუვლის. ან თუ ვერ მოუვლის გადავუხდით. მაგას კი ეყოფა.
-ანუ მაგის ბაღთან დაკავშირებული ცოდნა სავალალოა?
-მეზობლის ბაღს უვლის ხოლმე.
-ბაღსაც ხომ გააჩნია? მოუაროს რასაც უნდა ნაკლებად მაინტერესებს. იმდენი საქმე მაქვს ვერ ავუდივარ. შენ მიხედე მაგას. ჩემი ვარდების გარდა სხვას რასაც უნდა იმას მოუაროს
-რას აიტეხე ეს ვარდების მოვლა. რამე შენია რომელიც შეგეყარა?
-მოდაშია რამეზე გადაჯინება. წავედი მე და ამასაც წავიღებ _ ღვეზელს წამოავლო ხელი
-შეგიძლია მეც გამიყვანო? რაღაც საჭესთან ჯდომა მეზარება
- წავიდეთ. შენს ახალ მეგობარზე თუ შეყვარებულზე გზაში ვისაუბროთ.
_ხომ გითხარი ჩემი შეყვარებული არ არის-თქო და ეს აღარ გაიმეორო.

სანდრო როგორც კი ადგა მაშინვე მანქანასი ჩახტა და ბებიას სახლისკენ გამოსწია. მაიკო შემოსასვლელში ყავას სვამდა და თან პრესას კითხულობდა. როგორც კი კარი შემოაღო ქალმა მაშინვე გვერდზე გადადო ყველაფერი და დისშვილს მოეგება.
-დეიდა როგორ ხარ?
-კარგად შენ? მოდი დაჯექი. რამ მოგიყვანა ასე ადრიანად?
-რაღაც მინდოდა მომეყოლა. ბებო როგორაა?
-ცუდად. წუხელ წნევამ აუწია. მთელი ღამე აბოდებდა მანამ არ მოვკვდები სანამ ნიტას და გაბრიელს არ ვნახავო. მგონი ეს ამბავი მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
-სწორედ მაგაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
-რა მოხდა?
-წუხელ დედამ და მამა ერთმანეთი ლამის დაგლიჯეს. ყოველდღე ჩხუბობდნენ ხოლმე მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი არასდროს. არც მომისმენია რაზე ჩხუბობდნენ. არ ვინტერესდებოდი ,მაგრამ წუხელ განზრახ მივაყურადე და ზუსტად იმაზე კამათობდნენ რაზეც ...მოკლედ რა. ლამის ერთმანეთი დახოცეს.
-არც მიკვირს. ვიცი რომ ერთმანეთს აბრალებენ. ყველას აბრალებენ საკუთარი თავის გარდა
-ასე მგონია მონსტრებთან ვცხოვრობ დეიდა. აქამდე რატომ არ ვიცოდი ეს ყველაფერი?
-დედაშენი ისეთივეა როგორიც ადრე იყო,ამ ამბავმაც კი ვერ შეცვალა. ისევ ისეთი უხეში და ამპარტავანია როგორიც ადრე იყო. ისევ ისეთი უპასუხისმგებლო. უნდა გავიგოთ ბავშვები სად დატოვეს
_დეტექტივი რატომ არ დაიქირავეთ.
_დავიქირავეთ ორი წელი ეძებეს მაგრამ ამაოდ ვერსად იპოვეს. ისიც კი არ ვიცოდით სად გვეძებნა. თვითონ არაფერი უთქვამთ.
-გუშინ რაღაც გავიგონე. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ,მაგრამ ვაპირებ იმ ქუჩაზე წავიდე და ტერიტორია დავათვალიერო.
-რა გაიგონე?
-მამა იხსენებდა მდიდრული სახლი იყოო. სვეტებიანი და წითელი აგურით ნაშენიო. ზღვის გადაღმა ქუჩაზეო. მინდა წავიდე და მთელი ის ტერიტორია დავათვალიერო.
-მეც წამოგყვები.
ნიტა მომავალ სამუშაოზე ფიქრობდა. თანაც ამას სულაც არ უყურებდა ისე როგორც სამუშაოს. მისთვის ბედნიერებად იქცა ის რომ გაბრიელმა მას ადამიანურად შეხედა. საერთოდ ხშირად ფიქრობდა იმაზე რატომ მიატოვეს მობლებმა და ასე რატომ გაიმეტეს. ახლა კი გრძნობდა რომ ეს ტკივილი ნელ ნელა უფრო და უფრო სუსტდებოდა. თითქოს მასში დაკარგულ რაღაც ნაწილს უკან იბრუნებდა. ბედნიერი იყო ალბათ ცხოვრებაში პირველად.მისი და ლოლა ამ ამბავს საერთოდ ვერ აცნობიერებდა და ოცნების კოშკებს აგებდა ფიქრობდა გაბრიელს და ნიტას ერთმანეთი შეუყვარდათო. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ნიტა იმ რამდენიმეწუთიან გასაუბრებას მეტისმეტად აზვიადებდა. ხშრიად სხვადასხვაგვარ ვერსიებსაც კი ყვებოდა. გაბრიელმა ციხიდან გამომიყვანა იმიტოომ რომ კარგი ადამიანიაო წუთში ლამის ასჯერ იმეორებდა. იმ საღამოს გადაწყვიტა მის სახლში მისულიყო.
რც ფული ჰქონდა მოაგროვა და ტაქსის მძღოლს საკრედიტო ბარათთან ერთად გაუწოდა.
-ნიტა შენ ხარ? თავქარიანო გოგო_მოუბრუნდა ტაქსის მძღოლი
-ლერი ბიძია.მაპატიე ისე ვჩქარობდი ვერ დაგინახეთ
-რა გინდა გოგო ამ უბანში. რა დაგრჩენია მაგ გაპრანჭული ხალხის უბანში ჰა?
-მასეთი უბანია?არც ვიცოდი
-ჰო მდიდრები ცხოვრობენ მანდ. ძირითადად შეძლებულები.
-მგონი სამსახური ვიშოვე
-ოჰ მანდ თუ იშოვე კარგადაც გადაგიხდიან.
-ლერი ბიძია გახსოოვთ იმ დრეს ხაჭაპურზე რომ დამპატიჟეთ?
-ბევრი დაგარიგე მაშინ ჭკვიანად იყავი-თქო ,მაგრამ მაინც მთელი დღე ქუჩა-ქუჩა დადიხარ. შენს უბანში მაინც არ ვცხოვრობდე.
-მალე მივალთ?
-რამდენიმე წუთში იქ ვიქნებით. ისე მდიდრებს გაუზრდელი გოგოები არ უყვართ. კარგად თუ მოიქცევი და წესიერად ილაპარაკებ სჯობს.
-ვეცდები. ლერი ბიძია შენ ხომ ადრე მდიდრებთან მუშაობდი მძღოლად?
-კი მაგრამ მერე ასაკი მომემატა და ახალგაზრდაში გამცვალეს. ლამაზი სახლი ჰქონდათ?
-უუუუფ, თვალისმომჭრელი.
-კარგად გექცეოდნენ?
-ჰო, ეგ იციან კი. ზრდილობის წესებია. ასე გამოხატავენ ხოლმე რომ კარგად აღზრდილნი არიან. ახლა ჩახტი ძირს და ჭკვიანად მოიქეცი იცოდე. აი ის სახლია_მიანიშნა კაცმა წიკულებიან ჭიშკარზე.
ნიტამ გაიღიმა და ძირს ჩამოხტა.

VVV
მაიკო და სანდრო მანქანით იმ ქუჩებს ათვალიერებდნენ, რომელიც დედამისს და მამამისს ჩხუბისას წამოსცდათ. ბიჭი მანქანას ძალიან ნელა ატარებდა და თან ყველა სახლს ათვალიერებდა.
-წითელი აგური, თეთრი ქვის სვეტები,..._ამოილუღლუღა მაიკომ
-შინდისფერი ჭიშკარი_დაამატა სანდრომ
-ჭიშკარი შესაძლოა შეღებეს.
-შესაძლოა...უკვე წრეებს ვურტყამთ დეიდა. სიმართლე გითხრა ნერვები აღარ მყოფნის.
-მოდი გზიდან გადავუხვიოთ გარეუბნისკენ.
-მგონი სჯობს დავბრუნდეთ. ბებო მარტო დავტოვეთ.
-გადაუხვიე, რომ გეუბნები. ბებიაშენისთვის ეს საქმე უფრო მნისვნელოვანია ვიდრე მარტო ყოფნა.
სანდრომ მანქანა მოაბრუნა და პარალელურ ქუჩას ზემოთ აუყვა. გზა შედარებით ვიწრო იყო, მაგრამ მაღალლი სახლები აქეთ-იქედან წამოეყუდებინათ. თითქმის ყველა სახლი ჭიშკართან ახლოს აეშენებინათ. გადმომდგარი აივნები ყველაზე მეტად სჭარბობდა. ცოტა ხანში აღმართი დაიწყო. სანდრომ გაზს მიაჭირა და სწრაფად ავიდა თითქოს უნდოდა გზა სწრაფად ჩაემთავრებინა და უკან დაბრუნებულიყო. როგორც კი გაივაკეს უზარმაზარი ჭიშკრიდან ხუთიოდე წლის ბავშვი გამოვარდა და გზა გადაჭრა. სანდროს სიჩქარე ისე ჰქონდა აკრეფილი დამუხრუჭება ძლივს მოასწრო. ბავშვს ქალიც მოჰყვა და შეშინებულმა ჩაიკრა გულში.
-მაპატიეთ ქალბატონო უცებ გამოვარდა და.. _გადმოხტა მანქანიდან სანდრო
-ვიცი, როგორც კი გაღებულ ჭიშკარს დაინახავს ვეღარ ვაკავებთ. სახლში შედი_შეუბღვირა ქალმა ბავშვს.
-შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?_ახლა მაიკოც გადმოვიდა მანქანიდან
-დიახ თუ შემიძლია.
-ერთ ჩვენს შორეუულ ნაესავებს ვეძებთ რომლებიც დიდი ხანია აღარ გვინახავს. გვახსოვს,რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ კონკრეტულად სად არ ვიცით.
-სამწუხაროა...
-მხოლოდ ის გვახსოვს,რომ დიდი წითელი აგურისგან ნაშენი სახლი ჰქონდათ. თეთრი ქვის სვეტებით. ჰო დიდი შინდისფერი ჭიშკარი ერტყა. მთელი დღეა დავდივართ?
-ღმერთო მსგავსი ნაშენი სახლი აქ ბევრი შეიძლება იყოს
-გასაგებია ,მაგრამ იქნებ გაიხსენოთ. სხვათასორის მაშინ საკმაოდ მდიდრებიც იყვნენ.
-ამ უბანში მხოლოდ ერთი ვიცი მსგავსი აღწერილობის სახლი. ლომებიან ჭისკარს ეძახიან. ადრე შინდისფერი იყო მგონი ჩემს ბავშვობაში,მაგრამ ახლა შავად გადაღებეს. ადრე მაგ სახლში ქალაქის მტავარი მოსამართლე ცხოვრობდა. მგონი თეთრი სვეტები აქვს. აქედან კარგად არ ჩანს რადგან ჭიშკარი მეტისმეტად მაღალია. მერე სადღაც გადავიდნენ,მაგრამ დღემდე მოსამართლის სახლს ეძახიან. ცნობილი ხალხი იყვნენ უბანში და არა მხოლოდ.
-ვერ მიგვასწავლით?
-გზას გაუყევით და ცოტა მოსახვევია და როგორც კი მოტრიალდებით იქვეა დაინახავთ. ლომები ოქროსფრადაა გადაკრასკული.
-გმადლობთ_ხელი ჩამოართვა სანდრომ და საჭსთან დაბრუნდა
-წავიდეთ დასაკარგი რა გვაქვს?
-არაფერი. თუ იმ ოჯახში გაიზარდა კარგად გამართლებია_გაიღიმა სანდრომ და მანქანა დაქოქა.

VVV

ნიტა ჭიშკარს მიუახლოვდა და ეზოში მოფუსფუსე აცს დაუძახა. ზაფხულის სიცხისგან გახვითქულმა ძლივს მოატანა სული ჭიშქრამდე. გოგონა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და გაოცებულმა ჰკითხა რა გინდაო.
-თქვენმა უფროსმა დამიბარა. მითხრა რომ სამსახურს მომცემდით.
-რომელმა უფროსმა? დაიკარგე აქედან.გეგონება საქმე არ მქონდეს._ ქუდი დაფერთხა და პირი იბრუნა
-ბატონმა გაბრიელმა. აი ნახეთ ბრათი თუ რაღაც მომცა. _ ხელი შეაკვეხა რიკულებს შორის გოგონამ. კაცმა სწრაფად გამოგლიჯა და დახედა.
-ხოო?გაბრიელია..შემოდი გოგო დროზე და მოყევი ერთი რა იცი.
-ბაღს უნდა მვუარო _ზღურბლზე გადააბიჯა ნიტამ.
-შეენ? დამცინი?
-არა ასე მითხრა_ ცხვირი ჩამოუშვა და კაცს გაბრაზებული სახით შეხედა.
ჭიშკართან ვიღაცამ მოასიგნალა. კაცი სწრაფად გაიცა გასაღებად
-რა ხდება? _ თავისებურად შემოსცინა კატომ
-ვიღაც გოგოა ქალბატონო. გაბრიელმა მებაღედ დამნიშნაო იჩემებს.
-მოვიდა უკვე?
-ღმერთო გვიშველე სსიმართლეა? რა იცის ამ გოგომ მებაღეობის?
-გაბრიელი მოვა წუთი-წუთზე და მიხედავს. _მანქანიდან ჩამოხტა და ნიტას მიესალმა_გამარჯობა. ჩემმა ძმამ მომიყვა შენს შესახებ.
-არ ვიცოდი და თუ ჰყავდა_ისე გაიკვირვა თითქოს უნდა სცოდნოდა ან უარესი.გაბრიელს და არ უნდა ჰყოლოდა.
-ჰყავს, შეგიძლია შემოხვიდე და სახლში დაელოდო. მოვა წუთი-წუთხე. გზიდან ვესაუბრე

VVV
_ვინ გნებავთ? _ ჭიშკარი გამოაღო შუახნის ქალმა და იქვე მდგომ წყვილს მიაჩერდა
-გაბრიელი _უპასუხა მაიკომ
-უკაცრავად, აქ გაბრიელი არ ცხოვრობს._ თითქოს უხეში ტონი გამოერია ქალს
-შეიძლება თქვენს უფროსებს დაველაპარაკო?_ითხოვა სანდრომ
-მოვახსენებ რომ ელოდებიან.აქ დამიცადეთ._ დიდი კუდაბზიკა ვინმე კი ჩანდა. გეგონებოდათ მსახური კი არა მეპატრონე იყო. თუმცა ვინ იცის იქნებ ასეთ სახლში მსახურებაც პატივია.
მოსამსახურე სახლში შევიდა და რამდენიმე წუთში უკან მობრუნდა და სანდრო და მაიკო სახლში შეიპატიჟა.ცოტახანში სახლის მეპატრონეც გამოვიდა. დიდად არც ის განსხვავდებოდა თავისი მსახურისგან
-მოგესალმებით რა გნებავთ?_იკითხა ქალმა და დოინჯი შემოირტყა
-მე მაია ვარ ეს ჩემი დისშვილია სანდრო. დიდხანს არ შეგაწუხებთ.რაღაც პატარა საქმე მაქვს.
-სასიამოვნოა შეიძლება გავიგო რამ შეგაწუხათ?
-ერთ ადამიანს ვეძებ გაბრიელი ჰქვია ,მითხრეს რომ აქ ცხოვრობს.
-აქ გაბრიელი არავინ ცხოვრობს .
-დიდი ხანია ეს სახლი თქვენია?_დაეკითხა სანდრო
-25 თუ 26 წელიწადია ამ სახლში ვცხოვრობ მე,ჩემი ქმარი და ჩემი შვილები. მგონი უფრო 25
-ჩვენ ჩვენს დაკარგულ ნათესავს ვეძებთ პირად საქმეზე და გვითხრეს, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ამიტომაც შეგაწუხეთ
-ან შეიძლება იქამდე ცხოვრობდა სანამ თქვენ ამ სახლს იყიდდით._გამომცდელათ კითხა მაიამ.
-არ ვიცი ქალბატნო .
-იქნებ გაიხსენოთ ეს სახლი თქვენამდე ვის ეკუთვნოდა ან ის მაინც რამდენი ხნის წინ იყიდეთ._სანდრო უკვე ძალიან ღელავდა
-ეს სახლი 25 წლის წინ ვიყიდეთ მე და ჩემმა ქამრმა. საკმაოდ იაფად იყიდებოდა, ყოველ შემთხვევაში იმაზე იაფად ვიდრე ღირდა. ჩვენც ყიდვა გადავწყვიტეთ .როგორც გავიგეთ ამ სახლის პატრონი აქედან გადასვლას გეგმავდა და როგორც ჩანდა ეჩქარებოდა კიდეც. სამი შვილი გვყავდა მე და ჩემს მეუღლეს და გვინდოდა დიდი სახლი გვეყიდა. ჩვენც ეს შანსი არ გავუშვით ხელიდან.
-იმ ქალს შვილები ჰყავდა? ვინც ეს სახლი მოგყიდათ?
-დიახ როცა მოსალაპარაკებლად მოვედით ვნახეთ რომ ყავდათ. გოგო და ბიჭი დაახლოებით 4-5 წლის გოგო და რამდენიმე თვის ბიჭი.
_მაპატიეთ რომ გაწუხებთ ქალბატონო,მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ნათესავები უნდა ვიპოვნოთ. დედაჩემი უკანასკნელ დღეშია და უნდა რომ ისინი ნახოს და დაემშვიდობოს.
-ვწუხვარ,როგორც შემეძლება დაგეხმარებით. მე მხოლოდ ის მახსოვს რაც გითხარით.
-გმადლობთ. ხომ არ გახსოვთ რა ერქვა იმ ქალს ან რა გვარი იყო?არ მინდა შევცდე და ტყუილად ვეძებო აქ.
-არა, მე არ მახსოვს ,სულ ერთხელ ვიყავი დასათვალიერებლად მოსული და ვნახე ის ქალი დანარჩენს ჩემი ქმარი აგვარებდა.
-სამწუხაროა_დანაღვლიანდა მაიკო
-იქნებ როგორმე გაიგოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,ძალიან გთხოვთ_შეეხვეწა სანდრო..თქვენი მეუღლე ვერ დაგვეხმარება?
-ჩემს ქმარს დავურეკავ სამსახურში და ვკითხავ. აუცილებლად ემახსორება. ერთი წუთით დამელოდეთ.
-დიახ ,გმადლობთ.
ქალი ტელეფონთან მივიდა და ყურმილი აიღო. მერე ქმარს ელაპარაკა რამდენიმე წუთით. როგორც ჩანს ვერც ქმარი იხსეებდა და ეხვეწებოდა გინდა თუ არა თავს ძალა დაატანე და გიხსენეო.ეს აუცილებელიაო. ბოლოს როგორც იქნა ქალმა პასუხი მიიღო და უკან მობრუნდა.
-აბა გაიგეთ?_იმედით მიაჩერდა სანდრო
-დიახ გავიგე. სახელი და გვარი გაიხსენა, მაგრამ ყიდვის წელი ვერა.მითხრა საბუთებში ნახე რომელ წელს გადმოვიფორმეთო. ახლავე წავალ და საბუთებში დავძებნი ამ სახლის გადმოფორმების დოკუმენტს. შეგიძლიათ დამელოდოთ?
-რათქმაუნდა_ერთდროულად თქვა ორივე დეიდამ და დისშვილმა.
სანამ ქალი უკან მობრუნდებოდა ერთმანეთში იმედიანი საუბარი გააბეს. მაიკო იჩემებდა ზუსტად ის სახლი იქნება რადგან თარიღები ემთხვევაო. სანდრო ფუჭ იმედებზე ჩაჭიდებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. თანაც ამასობაში მასპინძელიც დაბრუნდა.
-ვიპოვე საბუთი. სადაც მითხრა ჩემმა ქმარმა იქ იყო. აი 1991 წელს გადმოვედით ამ სახლში საცხოვრებლად. ჩემმა ქმარმა თქვა ,რომ იმ კაცს ალექსანდრე მოსიძე ერქვა



№1 სტუმარი darina

Momwons me es istoria, sandro dzalian kargia, imedia male ipovnian gabriels da nitas, yvelaze metad nita mecodeba.

 


№2  offline წევრი kora

აუუუ ნეტა ის საწყალი მოხუცი გაიხარებდეს შვილიშვილების ხილვით, ამდენი წელია უგულო მშობლებისგან განსხვავებით იტანჯება sad
ეს სანდრო რაღაც არ მომწონს, ვერ ვხედავ მასში დიდ ენთუზიაზმს და მონდომებას იპოვოს და-ძმა sad
კარგი ისტორიაა ლისებეთ, მომწონს უკვე ძალიან love
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი lisebeth

darina
Momwons me es istoria, sandro dzalian kargia, imedia male ipovnian gabriels da nitas, yvelaze metad nita mecodeba.

მადლობა დიდი
kora
აუუუ ნეტა ის საწყალი მოხუცი გაიხარებდეს შვილიშვილების ხილვით, ამდენი წელია უგულო მშობლებისგან განსხვავებით იტანჯება sad
ეს სანდრო რაღაც არ მომწონს, ვერ ვხედავ მასში დიდ ენთუზიაზმს და მონდომებას იპოვოს და-ძმა sad
კარგი ისტორიაა ლისებეთ, მომწონს უკვე ძალიან love

სანდრო ჯერ ვერ აცნობიერებს
გმადლობთ ყვეას ვინც კითხულობთ love

 


№4  offline წევრი Thamo :)

ვაიმე ეხლა წავიკითე სამივე თავი , აუუუუ ძალიან მომეწონა , აი ძალიან , ძალიან მინდა რო მალე იპოვონ სანდრომ დე მაიამ,ტყუპები , აი ძალიან , და ბებიას მოუყვანონ... აი მშობლებზე რა ვთქვა არ ვიცი , ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ შვილებს , ნიტა ყველაზე მეტად მეცოდება ასეთ გაჭირვებაში გაიზარდა და ეხლა თავისი ძმის სახლში მებაღედ უნდა იმუშაოს ... აუ მალე შეახვედრე ერთმანეთს რა და ბებიაც გაახარე <3 ველოდები ახალ თავს <3

 


№5  offline წევრი lisebeth

Thamo :)
ვაიმე ეხლა წავიკითე სამივე თავი , აუუუუ ძალიან მომეწონა , აი ძალიან , ძალიან მინდა რო მალე იპოვონ სანდრომ დე მაიამ,ტყუპები , აი ძალიან , და ბებიას მოუყვანონ... აი მშობლებზე რა ვთქვა არ ვიცი , ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ შვილებს , ნიტა ყველაზე მეტად მეცოდება ასეთ გაჭირვებაში გაიზარდა და ეხლა თავისი ძმის სახლში მებაღედ უნდა იმუშაოს ... აუ მალე შეახვედრე ერთმანეთს რა და ბებიაც გაახარე <3 ველოდები ახალ თავს <3

უღრმესი მადლობა თამო გაიხარე
მიყვარხართ მე თქვენ ყველანი და ყოველ დღე მოუთმენლად გელით love

 


№6  offline წევრი tikkit

ყველასგან განხვავებული ისტორიაა და ძალიან კარგიააა..წარმატებებიი

 


№7  offline წევრი Thamo :)

ახალ თავს როდის დადებ ? ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ

 


№8  offline წევრი lisebeth

tikkit
ყველასგან განხვავებული ისტორიაა და ძალიან კარგიააა..წარმატებებიი

Thamo :)
ახალ თავს როდის დადებ ? ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ

ძაან დიდი მადლობა
ახლა სახლშია რ ვარ თუ მივედი ამ ღამით დავდებ თუ ვერა და ხვალ დილით აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent