შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (9, 10 - ეპილოგი)


17-01-2016, 22:39
ავტორი N7
ნანახია 2 132

IX.
არაფერია მუდმივი. შორიდან ადვილია ყველა ურთიერთობას უყურო და სახელი დაარქვა, მაგრამ საკმარისია ახლოს მიხვიდე, ფსკერისკენ დაეშვა, მიხვდები რამდენად გიჭერს, გახრჩობს და ცდილობს თავი შენი ბოლომდე არ შეგაცნობინოს. ყველა ურთიერთობა ჭაობია, რაც უფრო მეტად ჩაგითრევს, მით მეტად დაგსვრის. და თუმცა ყველა სცნობს ამ თეორიას, მაინც რთულია სიღრმისეულად გაცნობიერება და რეალობაზე ასახვა, რადგან ურთიერთობასაც გააჩნია სასუქი - ტკბილი სიტყვა და სითბო, რაც მეტს გამოიყენებ უფრო მალე გაიზრდება, მაგრამ საბოლოოდ უვარგისის სახით წარმოსდგება.
ირაკლი წავიდა. იმ საშინელი საღამოს მომდევნო დღეს გაფრინდა. ჭორების სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღარ აპირებდა უკან დაბრუნებას. ოჯახიც ხელს უწყობდა ამისთვის, მთელი მისი საახლობლო ფლორენციაში გადაბარგებულიყო, ასე რომ, რამდენად გამოდგა ჭორის დონეზე ინფორმაცია, ჯერაც საკითხავად იყო...
ახალი წლის წინა საღამოს ცუდად გახდა. თავბრუ დაეხვა და აღებინა. პირველ ჯერზე არაფერი უფიქრია, მხოლოდ მოწამლვას მიაწერა, მაგრამ ორ საათში მესამედაც რომ არ ანება თავი ღებინებამ, ჩაიცვა და აფთიაქში ჩავიდა. მთელი სხეული უთრთოდა და ერთს იმეორებდა ჩურჩულით, გიჟივით: „ოღონდ ეს არაო“. საფასური ხელის კანკალით გადაიხადა და სახლში ძლივს ამოვიდა. ძალიან ნერვიულობდა, ის რომ გამართლებულიყო, რასაც ფიქრობდა ვსო, ყველაფერი სამუდამოდ მოტრიალდებოდა 360 გრადუსით.
მაჩვენებელი ხაზს გადაცდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ყველაფერი რეალობასთან იმაზე ახლოს იდგა, ვიდრე ეს მას წარმოედგინა.
- ღმერთო! - ამოიჩურჩულა და სახეზე ხელი აიფარა. ცრემლებმა უმალ მონახეს გზა მის სახეზე და ნიკაპთან შეჩერდნენ, ვერ გადაეწყვიტათ გადამხტარიყვნენ თუ არა კლდიდან, ასეთი დიდი რომ იყო.
ამის მერე რა იქნებოდა? გაბრიელი ხომ წავიდა, ასე, გაუფრთხილებლად და თუმც დიდი ხნით... იქნებ სამუდამოდაც. მისმა გვერდში დგომის სურვილმა დენივით დაუარა მთელს სხეულში. ეს ხომ არ უნდა მომხდარიყო, რატომ გაიმეტა უფალმა? ნუთუ ღირსი იყო ამხელა ტანჯვის? და მაინც, რა იყო ეს?
***
ახალი წელი ნელ-ნელა შემოიპარა ჩაბნელებულ სახლში. შუშაბანდთან სავარძელში მოკალათებულიყო და მოციმციმე ფეიერვერკით განათებულ ცას მიშტერებოდა. არაფერზე ეფიქრებოდა, არც სჭირდებოდა, ყველაფერი ისედაც დღეზე ნათელიყო იყო... შვილი ეყოლებოდა, ყველაზე წმინდა ამ ქვეყანაზე არსებული სიწმინდეებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნებოდა, მთავარია, რომ ჩაეჭიდებოდა სირთულეებს და მაინც აღზრდიდა თავის პატარას. გაბრიელი? - თუ მოვიდოდა, ალბათ, მიიღებდა.
უცებ მოუარა დათრობის სურვილმა და მთელი სხეული აუწვა. მაინც რა არის რისკი, რომ იცი საშიშია და მაინც, მაინც დგამ ნაბიჯს? მაინც რა არის სევდა, რომ იცი განადგურებს და მაინც ტირი? და ვნება რაღა არის, უაზრობებს რომ ჩაგადენინებს და სახეზე ნაოჭს გაგიჩენს, თმაში კი სითეთრეს შეაპარებს?
კონიაკის ბოთლი გამოიღო და გახსნა. ფანჯარა ოდნავ გამოაღო და რაფაზე დადო ბოთლი და ჭიქა. სახეზე მოელამუნა ცივი ჰაერი. სიამოვნებით გაისეირნებდა დაბლა, თუნდაც სიფრიფანა სარაფნით, სრულად რომ შეეგრძნო სიცივის უმანკოება, ძვალ-რბილში რომ ატანს და მაინც დიდი წვლილი არაფერში მიუძღვის. ერთი გაციება, ერთი ანთება, მაგრამ შვილის დაკარგვა არა, მომავლის იმედის წაშლა არა!
გრადუსიანმა კონიაკმა მთლიანად ჩაუტანა ყელში მობჯენილი დიდი ბურთი, ვერც წინ რომ მოჰქონდა და ვერც უკან აბრუნებდა. იდაყვები დაბალ რაფაზე ჩამოდო და ნიკაპით მაჯებს დაეყრდნო. როგორ სასიამოვნოდ ეცემოდა სახეზე ძალიან ცივი ჰაერი... ნელ-ნელა იგრძნო, ფიფქებიც მოაყოლა. რამოდენიმემ წამწამზეც კი მონახა ადგილი. სახე გაებადრა. ბავშვობიდან გიჟდებოდა ფანტელების სათუთ ფარფატზე, მათით გათეთრებულ ბუნებაზე და მათ სიცივეზე, მუდამ რომ სწვავდა. ცხოვრებაში პირველად უნდა გასთენებოდა თეთრი ახალი წელი და მაინც არ იყო საკმარისად ბედნიერი. თითქოს მარილი აკლდა, ასე მნიშვნელოვანი კერძის საბოლოო შეკვრისათვის...
კარზე ზარი დარეკეს. არავის ელოდა და არც თავი ჰქონდა. ყველაზე ნაკლებად ახლა დაუპატიჟებელი სტუმრები არ სურდა... მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა? წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ. გზად კონიაკი შეინახა და ჭიქაც ნიჟარაში დატოვა. ფანჯრიდან შემოჭრილი ჰაერი ახლა უკვე ფარდებს არხევდა და ოთახში თავისუფლებას ჭრიდა.
უემოციო სახით მიეგება მომცინარსა და მოზეიმე მეგობრებს. ღმერთო, როგორ შემოიპარნენ სადარბაზოში, ფანჯრიდანაც რომ ვერ შენიშნა?! მხიარული ნოტათი, უკითხავად შემოვიდნენ სახლში, ახალი წელი მოულოცეს.
- დეპრესია? - ჩუმად უჩურჩულა ანამ. შეატყო.
- მერე გეტყვი, - ძალით გაუღიმა და ბოლოში მოტოვებულ სტუმარს გაოცებულმა შეხედა. თვალები მოისრისა, ხომ არ მეჩვენებაო და რომ მიხვდა არაფერი ეჩვენებოდა, სიცილი აუტყდა.
- არ იცვლები, არა? - გაეცინა მამაკაცსაც.
- ესეიგი ეშველება ჩვენს საქალბატონეს რამე და საბოლოოდ არ შერჩება ეს სახელი, არა? - ფხუკუნით გადახედა გაბადრულ დაქალს.
- გამოადგა შენი სავიზიტო! - ტკბილეული მიაჩეჩა.
- მასეც ვიცოდი! - თვალი ჩაუკრა და პარკი უკმაყოფილოდ გამოსტაცა, - როგორ იფიქრეთ, არაფერს დაგახვედრებდით? - ჩაიბურტყუნა თავისთვის და როგორც ყველა ზღურბლს იქით დაიგულა, ხმაურით დახურა კარი.
მისაღებში მოკალათდნენ კაცები, ქალები კი დატრიალდნენ სუფრის გასაშლელად. ქარი ისევ ქროდა ოდნავ შეღებული ფანჯრიდან, თან ჩუმი წივილით არღვევდა ხმაურში ჩამდგარ მდუმარებას.
- ღმერთო, რა ხდება? - ხელში ჩაავლო ქეთას ანამ და შეაჩერა. მკაცრად დაუბრიალა თვალები. დერეფანში დარჩნენ მარტო.
- მერე მოგიყვები-მეთქი, ანა! - შეუღრინა. - ხომ იცი, ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს.
- ვერც მე ვიტან შენ სახეს რომ მოულოდნელად ჩამომდნარს ვხედავ! ვინ არის?
- გაბრიელი, მაგრამ გთხოვ, უარესს დამმართებ, შემეშვი და მერე მოგიყვები!
- შენ ხომ იცი, იმიტომ არ ჩაგაცივდი, რომ ინტერესი მკლავს! უბრალოდ, არ მინდა ასეთ დაბღვერილს გიყურო! შენს ისედაც თეთრ თმას კიდევ ჭაღარა არ დაამშვენებს! - ბღვერვით ჩაილაპარაკა და ხელი აუშვა.
- გმადლობ, - გათავისუფლებულმა ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად დააღწია თავი, მეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო.
***
შუა ღამემდე ქეიფობდნენ, როგორც ხდება ხოლმე. ალბათ, ეს წელიც მეგობრებთან გასატარებელი წელი იქნება. ერთის მხრივ კარგიც არის, თუ გაბრიელი არა, ისინი მაინც მაქსიმალურად მიეხმარებიან, თავს არ დაზოგავენ და გააზრდევინებენ ბავშვს.
- ქეთ, შეიძლება არასტანდარტული იყოს ვინმეს დღეგრძელობა საახალწლო სუფრაზე, მაგრამ ისე არ შეიძლება! - წამოიწყო კარგად შეზარხოშებულმა ლევანმა. ქანაობდა და ღვინო ნელ-ნელა იწვეთებოდა მოქანავე ჭიქიდან. ანა უხერხულად ექაჩებოდა მამაკაცს, დაჯდომას სთხოვდა, მაგრამ გაჯიუტებულიყო და სიტყვის დასრულებას მოითხოვდა. - შენ რომ არა, დღეს მე ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ვარ! ყოველი ჩვენი, ჩემი და ანას დღე ხომ ერთად იწყება, მაგრამ შენი ღიმილით ხსენებაც ყოველდღიური რუტინას განუყოფელი ნაწილია! - სიცილით დააბოლოვა, - შენ გაგიმარჯოს და იმ დღეს კიდევ, ცუდად რომ გახდი!
ქეთასაც გაეცინა. უბრალოდ თავი დაუკრა, მადლობის ნიშნად, რადგან ეს იმ ერთადერთთაგანი უცნაურობა იყო, რომელიც ჩვეოდა: მადლობები არ უყვარდა.
ამ ქაოსში, საუბარსა და დროგამოშვებით სიმღერაში სხვა ყველაფრის ხმა დახშობილიყო. ოთახში სიცივეც გამეფებულიყო და გვიანღა გაახსენდა ქალს, რომ ფანჯარა დარჩენოდა, მოიბოდიშა და ის იყო წამოდგომა დააპირა, რომ ლევანის მოქნილი ხელები მოსწვდა გვერდიდან, წელზე შემოეხვა და ახლოს მიიკრა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, უხერხულმაც. ჯერ ერთი რომ გაბრიელის შემდეგ არც ერთი კაცი, ოდნავადაც კი, არ შეხებია, მერე მეორეც, რა უწესობაა დაქალის შეყვარებულის ამპულიდან.
შემთხვევით გაექცა მზერა კარისკენ, სადაც ის იდგა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ჩარჩოს ზღვარს არ სცდებოდა, ოდნავ ქანაობდა და უიმედო ღიმილით გაპობოდა სახე. ნეტავ შესძლებოდა რამდენიმე წუთით დროის უკან გადაწევა ქეთას, ნეტავ შესძლებოდა.
X.
- ადამიანები არ იცვლებიან, თავიანთ რეალურ სახეს დროთაგანმავლობაში აჩენენ, რით ვერ შეიგნე, ჩემო თავო! - ჩაილაპარაკა ყველასთვის მისაწვდომი ხმით.
იგრძნო ქეთამ, როგორ ჩამოშორდა ხელი წელიდან და უარესად დაეჭიმა სხეული.
- გაბრიელ... - ამოიჩურჩულა და თითებით მაგიდის კიდეს დაეყრდნო, თავი დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო.
- გისმენ, ქეთ? - ტკივილიანი ღიმილი აეკრო.
- არ გიხდება სიყალბე, გაბრიელ! - ნაღვლიანად ამოიჩურჩულა, დაბალ ხმაზე, თუმც იცოდა, გაიგო.
- არაა საჭირო, ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს! - მკაცრი იყო მისი ხმა, ყინულივით.
- შენ განსაკუთრებით არ გიხდება! - ამოიკვნესა და სკამზე დაეშვა.
- არც შენ გიხდება სხვა მამაკაცის სიახლოვე! - ყველა გაშეშდა და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმას რომ გაიგებდით.
სწრაფად წამოვარდა ფეხზე და ახლოს მივიდა მამაკაცთან, რომელმაც უკან დაიხია.
- სალაპარაკო გვაქვს! - ცდილობდა ხმაში შეპარული კანკალი გაექრო. რასაკვირველია, არ გამოსდიოდა.
- შენ მათ დაემსგავსე! - ზიზღით შეათვალიერა.
- ვის, გაბრიელ? - თვალებში წყალი ჩაუდგა.
- მათ! - ხელი იქითკენ გაიშვირა, საიდანად გამოვიდა ქალი.
- ცდები, ცდები! - წამოიყვირა და მამაკაცის თხელ მაისურს ჩამოეკიდა, უმოწყალო თვალებით ახედა. - ნუ იქნები ასე მკაცრი, არაფერი იცი!
- მე კი მგონია, რომ ყველაფერი ვიცი! - გახევებული იდგა, მხოლოდ თვალებში უყურებდა და სასაუბროდ ოდნავ ხსნიდა პირს.
- ჩვენ შორის ისაა, რაც მხოლოდ ჩვენ შორისაა, დაგავიწყდა? - უფრო და უფრო ებღაუჯებოდა მაისურს და ოდნავ არხევდა.
- უკვე აღარ მგონია ასე!
- რამ გაგაბრაზა? წახვედი, გაბრიელ... დამტოვე მარტო. გამოჩნდი ისევ, დიდი ხნის შემდეგ და იმის ნაცვლად სიმარტოვე ამომივსო, დგახარ და განმკიცხავ იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ვარ? - ხმას აუწია, ახლა უკვე ტიროდა. გავარვარებული ცრემლები სახეზე გზას კაფავდნენ, გარეთ ფანტელებს ცვენის რიტმი მოემატებინათ, გული კი ლამის აღარ უცემდა სახლში ქალს.
- გეშლება, ქეთ, გეშლება! - სიცილით ამოიჩურჩულა. - შენზე წმინდა დღეს არავინ მეგულება, მაგრამ ნუ ემსგავსები მათ! ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო! - ყინულს ნელ-ნელა ეპარებოდა ბზარი და მეტად ანაწევრებდა.
- მე შენ გგავარ, შენ დაგემსგავსე!
- არავის გავდე, ა-რ-ა-ვ-ი-ს! - დამარცვლა და აქამდე გაშეშებული თითები სახეზე ჩამოუტარა. გაყინული ჰქონდა, უჩვეულოდ გაყინული.
- გილოცავ ახალ წელს, გაბრიელ! - ამოიჩურჩულა. თავბრუ დაეხვა და თითებში ძალა გამოეცალა.
ცივ იატაკს შეხვდა, თვალთ დაუბნელდა. თეთრი ფანტელები შავმა ხვრელმა შთანთქა, გადაყლაპა და მასაც ითრევდა.
გამოუვიდა.
***
თვალებში თეთრმა სინათლემ გაიელვა. ასტკივდა და დახუჭა, რათა გაექრო ტკივილი. ექოდ გრძელდებოდა გონებაში აპარატის წრიალი, მარჯვნიდან რომ მოისმოდა. თავი სტკიოდა, მთელი სხეული გაყინვოდა და ტანს ქვემოთ გრძნობა დაჰკარგვოდა.
ნელ-ნელა მიაჩვია თვალი სინათლეს და თეთრ კედლებს უიმედოდ გაუღიმა. ფანჯრიდან სისიცივე იჭრებოდა, ნელა არღვევდა კედლებში ჩამდგარ თავისუფლებასა და ტკივილს შორის მკრთალ ჩამდგარ სინათლეს. გარეთ სიცხისგან ბუღი ასდიოდა ყველაფერს, მას კი სციოდა. პალატაში ქალი შემოვიდა, თეთრებში გამოწყობილი, სახესა და ხელებზე ნაოჭებით, მოვლილი თმითა და ყურზე ჩამოკიდებული ლამაზი საყურეებით.
- როგორ ხარ, ანგელოზო? - გაუღიმა. მის ღიმილში მოსალოდნელი ტკივილი იგრძნო.
- რა მოხდა? გაბრიელი? - იკითხა გაუბედავი ხმით.
- ვინ გაბრიელი? - ექიმმა გაკვირვებით შეხედა. - ავარიაში მოყევით...
- ავარია? რა ავარია? - უნდოდა თავზე ხელი მიეჭირა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ ამოძრავებდა.
- სოფლის გზაზე მიმავალი ავტობუსი გადაყირავდა... - ჩაილაპარაკა დაბნეულმა ექიმმა და ნემსი გაამზადა.
ვერაფერი იგრძნო, დიდი იმედგაცრუების გარდა. ეს სიტყვები, ეს სიტუაცია ისეთი ნაცნობი იყო. გაუბედავად და წვალებით დაიხედა ხელზე. პატარა მტევანს პატარა თითები ჩამოჰკიდებოდა. „ღმერთო!“ - გაიფიქრა და გაახსენდა დედას სიტყვები: სიზმარი ისე მოულოდნელად გაქრება, როგორც მოვიდაო. ზუსტად ასე იყო. დიდ კომაში ჩატეული პატარა სიზმარი და ბედის დიდი ირონია!
ვახშმად რა გვაქვს?..



№1 სტუმარი marikuna

Chemi usayvarlesi istoria... ragacnairad damwyda guli rom damtavrda. Momenatreba xolme is emociebi,rasac kitxvisas ganvicdidi. Imedia axali istoriit male dagvibrundebi. Me ki dagelodebi ❤❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

ძააან ჩქარ-ჩქარა დაამთავრე, კიდევ არის რაღაცები, რაც მე არ მომეწონა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.
ხო, ნუ ნაწერზეც აისახა, მაგრამ არა უშავს.
ბოლო იყო სამაგიეროდ სასწაულად მაგარი! რამდენიმე წუთი დამჭირდა გასააზრებლად.
"ობში შოტში" ძაან კაი გოგო ხარ და კიდე უფრო მაგარ რამეებს დაწერ ^_^

 


№3  offline წევრი N7

marikuna
Chemi usayvarlesi istoria... ragacnairad damwyda guli rom damtavrda. Momenatreba xolme is emociebi,rasac kitxvisas ganvicdidi. Imedia axali istoriit male dagvibrundebi. Me ki dagelodebi ❤❤❤❤❤❤

ტკბილო გოგოვ, ძალიან გამახარებ, ყოველთვის!
ვეცდები მალე დავბრუნდე, ოღონდ ჯერ ვიმუშავებ, ისევ რომ არ გალოდინოთ! <3
გულის დაწყვეტა ნამდვილად არ მსურდა, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა.. ვერ და არათუ არ..
გმადლობ და მიყვარხარ!

ფორთოხალი
ძააან ჩქარ-ჩქარა დაამთავრე, კიდევ არის რაღაცები, რაც მე არ მომეწონა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.
ხო, ნუ ნაწერზეც აისახა, მაგრამ არა უშავს.
ბოლო იყო სამაგიეროდ სასწაულად მაგარი! რამდენიმე წუთი დამჭირდა გასააზრებლად.
"ობში შოტში" ძაან კაი გოგო ხარ და კიდე უფრო მაგარ რამეებს დაწერ ^_^

შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე?
შენი ყველა სიტყვა რომ მიხარია, ეგ თუ იცი?
ჰოდა, ბევრი მადლობა!
ვიცი, რომ მალე დავამთავრე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.
უბრალოდ, ეს რომ დავწერე, ერთ საათში დაახლოებით, მივხვდი სხვანაირი დასასრული არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს არ იყო პიანისტის ისტორია და არც რიგითი გაგიჟებული ქალის.. 'სიზმრის თეორია' მინდოდა მიზანში მომერტყა და იმედია ძალიან არ ავცდი..
მიყვარხარ მე შენ, საოცრად მაგარო! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

გელოდებოდი...
ახლა წავიკითხავ ყველას ერთად,
თუმცა ვიცი,
შენია და,
მომეწონება
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

მერვე თავში მივხვდი რაც ხდებოდა და ჩემი ბოშები გამახსენდა...
მარიამ, დაუვიწყარი ისტორია იქნება ეს ჩემთვის.
იდეა,ლექსიკა, პერსონაჟები, ძალიან ორიგინალური იყო ჩემი აზრიათ. კი, თითქოს ცოტა სწრაფად მოგიწია დასრულება, მაგრამ საბოლოოდ ერთი მთლიანი მელომანია იყო ეს ისტორია. სიზმარში დაწერილი ლამაზი მუსიკა <3

 


№6  offline წევრი N7

Eleniko13
გელოდებოდი...
ახლა წავიკითხავ ყველას ერთად,
თუმცა ვიცი,
შენია და,
მომეწონება

გამახარე,
მახარებ,
გამახარებ!
რომ წაიკითხავ, გამიზიარებ ვიცი აზრებს, არ დაიზარებ love

lullaby
მერვე თავში მივხვდი რაც ხდებოდა და ჩემი ბოშები გამახსენდა...
მარიამ, დაუვიწყარი ისტორია იქნება ეს ჩემთვის.
იდეა,ლექსიკა, პერსონაჟები, ძალიან ორიგინალური იყო ჩემი აზრიათ. კი, თითქოს ცოტა სწრაფად მოგიწია დასრულება, მაგრამ საბოლოოდ ერთი მთლიანი მელომანია იყო ეს ისტორია. სიზმარში დაწერილი ლამაზი მუსიკა <3

ვანილო, დიდი მადლობა!
ისეთი სიტყვებია, როგორ შევიფერო აღარ ვიცი...
საოცრად გამიხარდა, რომ მოგეწონა.. საოცრად.
ვეცადე, მთელი არსებით ვცადე გამომსვლოდა და თუ გამომივიდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის.
ვატყობ, გამომსვლია...
ბევრი მადლობები! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი Eleniko13

არ ვიცი,
რა შეიძლება გითხრა.
სიტკბოება,
სიყვარული,
სიხარული...
მართლა არ ვიცი,
იმდენად შენეულია,
და იმდენად ჩემეული,
მივითვისებ.
ხომ იცი,
ყველა ვარიანტში მომოწონა.
ნირვანას ფონზე წავიკითხე და
შეუძლებელიც იყო,არ მომწონებოდა.
მეტი რა დამრჩენია,
კიდევ ახალს დაველოდები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი N7

Eleniko13
არ ვიცი,
რა შეიძლება გითხრა.
სიტკბოება,
სიყვარული,
სიხარული...
მართლა არ ვიცი,
იმდენად შენეულია,
და იმდენად ჩემეული,
მივითვისებ.
ხომ იცი,
ყველა ვარიანტში მომოწონა.
ნირვანას ფონზე წავიკითხე და
შეუძლებელიც იყო,არ მომწონებოდა.
მეტი რა დამრჩენია,
კიდევ ახალს დაველოდები.

ტკბილ ხარ შენ!
გამახარე!
გმადლოობ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი Archive

დასასრული იყო საოცარი
"პატარა მტევანს პატარა თითები ჩამოჰკიდებოდა"
ყოჩაღ

 


№10  offline წევრი N7

Archive
დასასრული იყო საოცარი
"პატარა მტევანს პატარა თითები ჩამოჰკიდებოდა"
ყოჩაღ

მიხარია, რომ მოგეწონა..
გმადლობ! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent