შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (1)


18-01-2016, 00:03
ავტორი zak
ნანახია 4 099

-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში,გენაცვალე...ღიმილით მიიღო სახლში აწ მეუღლის აღმზრდელმა ნიცა,თავადაც ფართოდ გაუღიმა ქალს.ზრდილობის საკითხია თორემ ახლა ღიმილის თავი ნამდვილად არ აქვს.ის ის იყო სახლში უნდა შესულიყო გვერდით მეუღლე და მამამთილი რომ ამოუდგნენ.
მისი მეუღლე,უტა,საკმაოდ სიმპატიური ბიჭია,მაგრამ მას შემდეგ რაც ნიცამ მამამთილი ნახა ფიქრობს რომ მამაკაცის იდეალი უკვე ნაპოვნი ჰყავს.უტასგან განსხვავებით ნიკოლოზი ჩამოყალიბებული და თბილი პიროვნებაა,თითქოსდა უთქმელად ხვდება რა სურს ადამიანს.ორი დღეც არაა რაც იცნობს და მის მიმართ საოცარი ნდობითაა განმსჭვალული,ნეტავ უტა მცირედით მაინც ჰგავდეს მამას.
-ნიცა,ელზას წაჰყევი,საძინებელს მიგასწავლის,მანამდე კი მე და უტას რაღაც საქმე გვაქვს,მეუღლეს ახლავე დაგიბრუნებ,გპირდები...საოცრად მომხიბვლელად გაუღიმა მამამთილმა და უტას ანიშნა წინ გამიძეხიო.
-წამოდი ,შვილო,ნივთები დილით მოიტანეს და უკვე ოთახში დავაბინავე...ისევ ისე სასიამოვნოდ გაუღიმა ქალმა.როგორც კი ელზამ საძინებლამდე მიაცილა,სააბაზანოს ადგილმდებარეობაც მიასწავლა და ოთახი დატოვა.
სააბაზანოში შევიდა და შხაპი მიიღო,იქიდან თავისუფლად გამოვიდა,ნახევრად შიშველ სხეულს მხოლოდ პირსახოცი უფარავდა,არ მოელოდა ოთახში ვინმეს ნახვას.მაგრამ იქ უტა რომ დახვდა,სირცხვილისაგან აღარ იცოდა რა ექნა.
-მაპატიე,არ ვიცოდი აქ თუ იყავი...დაბნეულმა მიუგო ნიცამ ბიჭს და პირსახოცი უკეთ შემოიხურა სხეულზე.
-არაუშავს,მე სააბაზანოში შევალ და მალე გამოვალ...ახლა შეამჩნია როგორი სიმპატიური ყოფილა უმცროსი ბექაური.სულ მამას გავს.ფიქრებს რომ ჩაუკვირდა ლოყები აუწითლდა,მანამ სანამ უტა სააბაზანოდან გამოვიდოდა სწრაფად ჩაიცვა პენუარი და საწოლში შეძვრა.ძილბურნაში მყოფნა იგრძნო როგორ ჩაწვა საწოლში მისი მეუღლე,შემდეგ ტკბილად ჩეძინა.
მეორე დღეს,როდესაც გაიღვიძა უტა საწოლში არ დახვდა,გაუკვირდა,მაგრამ არ შეიმჩნია და საათს რომ შეხედა სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და მოემზადა.
ქვემოთ ჩასულს ყველა ფეხზე ამდგარი დახვდა,ცოტა არ იყოს შერცხვა კიდეც.
-ჩემს ლამაზ რძალსაც გაუღვიძია...კიბეები ჩამთავრებული არ ჰქონდა,მამათილი ღიმილით რომ შემოეგება,არა მართლა როგორი სასიამოვნო მამაკაცია.რა იქნებოდა უტაც ასეთი თბილი რომ იყოს.
-დილამშვიდობის...მორცხვად მიესალმა ყველას ნიცა და სარაფანის ბოლოებს დაუწყო წვალება.ეგონა მისი ეს ჟესტი შეუმჩნეველი დარჩებოდა,მაგრამ როგორც ჩანს ნიკოლოზის მახვილ მზერას ეს არ გამოჰპარვია.ნიცამ შეამჩნია მის მსგავს ქცევაზე,როგორ ჩაიცინა მისმა მამამთილმა და ამას მისი მეუღლის ირონიული ჩაღიმებაც მოჰყვა.კიდევ უფრო აუხურდა ლოყეები და სამაზრეულოსკენ წავიდა,წყლის დასალევად,
-გაიღვიძე გენაცვალე?!ყავას დალევ თუ ჩაის...ისევ ისე სასიამოვნოდ გაუღიმა ქალმა ნიცას და პასუხის მოლოდინში ერთ ადგილას შედგა.
-ნუ შეწუხდებით,მე გავიკეთებ...ამ ქალის შემხედვარე ღიმილის ვერ მალავს,იმდენად სასიამოვნო აურას ასხივებს მისი ღიმილი რომ ადგილზევე ადნობს ნიცას...თქვენ მხოლოდ მითხარით სად არის ჩაიდანი.
-კარგი შვილო,შენს უკან,კარადაში დევს,შაქარი მარჯვნივ რომ კარადაა იქ არის.ყავაც და ჩაიც მის გვერდით დევს...ნერვიულად მითითა ყველაფერზე და ჭურჭელს მიუბრუნდა.
-გმადლობთ...ნელა დაიძრა კარადებისაკენ და რამდენიმე წუთში წინ ოხშივარდავარდნილი ჩაის ფინჯანი ედგა.რომელსაც ქალბატონი ელზას მიერ მომზადებულ სალათთან ერთად გემრიელად შეექცეოდა.
-უგემრიელესი იყო,ქალბატონო ელზა...თავადაც გაუღიმა ქალს და თეფშის გარეცხვა დაიწყო.
-მიხარია რომ მოგეწონა გენაცვალე,ქალბატონო არ გვინდა,უბრალოდ ელზა...კვლავ სანდომიანად გაუღიმა ნიცას ქალმა და ხელით თბილად მოუთათუნა ხელზე.ეს ქალი პოზიტივით მუხტავს ნიცას.
ერთად გავიდნენ მისაღებში სადაც მზადებაში გართული მამა-შვილი იყვნენ.
-ელზა დეიდა,მე მივდივარ დღეს ადრე მოვალ,თან ბიჭებსაც მოვიყვან...ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა უტამ და პირდაპირ გასცრა ნიცას ტანში,იმდენად ცივი და უხეში ბარიტონი ჰქონდა ბიჭს.
-ნიკოლოზ,შენ სახლში იქნები დღეს?...ახლა ოჯხის უფროსს გადახედა ქალმა.
-კი,ელზუ,მე დღეს სახლში ვარ,რა მინდოდა მეთხოვა,იმ ნამცხვარს ხომ გამიკეთებ მე რომ მიყვარს?...ეშმაკურად აუციმციმა ამხელა კაცმა თვალები ელზას და ჩაიღიმა.
-ოხ შენ აფერისტო,ხანდახან მგონია რომ უტა უფრო ჩამოყალიბებულია ვიდრე შენ,გამოგიცხობ გენაცვა,გამოგიცხობ,ახლავე დავიწყობ...სწრაფად დაიძრა ქალი სამაზრეულოსაკენ,ღიმილით გააყოლა თვლი ყველამ.
-მამა,არჩევანი გავაკეთე,ჯავახიშვილში ჩავაბარებ.საბუთები უკვე გადაგზავნილია...მეუღლის სიტყვებმა სკოლა გაახსენა,ნეტავ როგორ შეხვდებიან ნიცას ახალი სტატუსით,ის ხომ ახლა გათხოვილი ქალია.
-ძალიან,კარგი.ნიცა შენ სად აბარებ?...მოულოდნელად დაუსვა კითხვა ნიკოლოზმა რძალს.
-მე,მე ჯერ მეთორმეტე კლასში ვარ,ჯერ ადრეა ამაზე ფიქრისათვის...ყოყმანით ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე ნიცამ და შემდეგ უაზრო ბგერები გამოსცა.
-მეთორმეტეში?!მე მეგონა რომ წელს აბარებდი...გულწრფელი გაკვირვებით წარმოსთქვა კაცმა ეს სიტყვები და შვილს გადახედა.უტამ უცნაური მზერა შეაგება მამის გამოხედვას და შემდეგ ნიცას შეხედა.
-ესეიგი არასრულწლოვანი ხარ...კვლავ უსიამოვნო ფიქრებში იყო გოგონა გართული მეუღლის სიტყვებმა რომ გამოაფხიზლა.
-არა,სრულწლოვანი ვარ,ერთი თვის წინ გავხდი თვრამეტის...სხარტათ გასცა პასუხი ქმარს და ახლა ფრჩხილების წვალება დაიწყო.
-აჰა,ახლა გასაგებია,მე წავედი,მალე დავბრუნდები...კლავს ბიჭის ასეთი მოპყრობა,ისე იქცევა თითქოს ნიცა არც არსებობდეს.მაგრამ როგორმე ამასაც გაუძლებს,რაც მთავარია არაჩვეულებრივი მამამთილი და მისი დამხმარე ელზა ჰყავს.
-აბა შენ იცი...მიაწია სიტყვები ნიკოლოზმა და ისიც ფეხზე წამოდგა.ნელა მიუახლოვდა ნიცას და ფრთხილად დაიხარა მისკენ.ტუჩები ყურთან მიუტანა გულაჩქარებულ ნიცას და სასიამოვნო ხმით უჩურჩულა...ასე თუ გააგრძელებ ნერვიულობას ჩემი მონსტრი შვილი ნამდვილად შეგჭამს რძალო,მაგრამ დაუდექი და თითებისა და ტანსაცმლის წვალებას მოეშვი,იწვები...უკან გასწია თავი და მხიარულად ჩაიცინა.
-გმადლობთ,გავითვალისწინებ...ჯერ კიდევ დაბნეულმა ამოიჩურჩულა ნიცამ და როგორც კი მამამთილი ოთახიდან გასული დაიგულა ღრმად ამოისუნთქა და კიბეებისკენ წავიდა.
-ამ ოჯახში ყველა რა უცნაურია...გაოცებულმა ამოიჩურჩულა და საწოლზე გადაწვა.
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
უკვე მოსაღამოვებული იყო ქვემოდან ხმაური რომ შემოესმა.ზანტად გაახილა თვალები და ღრმად ამოიოხრა.საწოლზე წამოჯდა და გაიზმორა.უცემ კარების ხმა გაისმა.შეშინებულმა გაიხედა იქით საიდანაც ხმა მოესმა და კარის ჩარჩოში მდგარ მეუღლეს შეავლო გაოცებული მზერა.
-მოემზადე და ქვემოთ ჩამოდი,ჩემს მეგობრებს შენი გაცნობა უნდათ...ცივად წარმოსთქვა სიტყვები უტამ და მაშინვე გაუჩინარდა იქიდან.
-უზრდელი,მომსალმებოდა მაინც...ჩუმად გამოლანძღა მეუღლე და თან სარკეში ვარცხნილობა შეისწორა.
მშვიდად დაიძრა კიბეებისაკენ,მაგრამ გული მაინც რაღაცნაირად უცემდა.შინაგანად ღელავდა რაღაცაზე,თუმცა ვერ ხვდებოდა რაზე.
-რძალს ვახლავართ...გულწრფელი ღიმილით მიესალმა ოთახში მყოფთაგან ერთერთი და ხელი მხიარულად დაუქნია.
-გამარჯობათ...კვლავ თითები ახლართა ერთმანეთში,მაგრამ მოჰკრა თვალი თუ არა მამა-შვილის ირონიულ მზერას მაშინვე გაჩერდა.
-მე დიტო ვარ,შენი ქმრის მეგობარი,ეს გიუშაა,ეს ბაქარი და ის სამი ახმახი შენი მამათილის ძმაკაცები და ჩვენი მამები არიან...ღიმილით ჩამოურაკრაკა,როგორც მიხვდა დიტომ და გვერდზე მჯდომს ხელი მიჰკრა,მიესალმეო.
-სასიამოვნოა...არ შეუძლია მსგავს საზოგადოებაში იყოს და არ გაიღიმოს,ერთადერთი უტას გამყინავი მზერა ხდის ცუდათ და საოცრად ბოჭავს.
-ნიკუშ,მშვენიერი რძალია გიპოვია...სიცილით დაჰკრა ხელი ერთ-ერთმა მათგანმა და ისევე მომნუსხველად გაიღიმა,როგორც უფროსმა ბექაურმა იცის.
-მართალი ხარ ნოდარ,ნამდვილი განძია...სასიამოვნოდ გაიღიმა მამამთილმა და ნიცას თვალი ჩაუკრა.
-მოდი აქ დაჯექი,ნუ დგახარ ფეხზე შვილო...ნელა დაიძრა სავარძლისაკენ და უტას გვერდით მოკალათდა.
-ნახე,როგორ უხდებიან ერთმანეთს,მალე პატარა ბექაურიც რომ დაუმშვენებთ გვერდს მერე ნახე...საშინლად დაიძაბა ამ სიტყვების გაგებისას.იმის გაფიქრებაზე რომ უტასთან ახლო ურთიერთობის დამყარება მოუწევს აკანკალებს.ნუთუ მათ არ იციან რა გარემოებაში დაქორწინდნენ ის და უტა?!
-ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ,დარწმუნებული ვარ მალე პატარა გოგონა ან ბიჭი გვეყოლება,მხოლოდ ის ფაქტი გვაფერხებს,რომ ნიცას ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებია...გაოცებულმა გადახედა ბიჭს და ცოტაღა დააკლდა სიმწრის სიცილი რომ არ აეტეხა,ნუთუ უტას მართლა ჰგონია რომ ნიცა მასთან რაიმე სახის ურთიერთობას დასთანხმდება ძალიან შემცდარა.საღამო მხიარულად გაატარა ნიცამ მეუღლისა და მამათილის მეგობრებთან.შეიტყო რომ ბავშვობიდან ერთად მოდიან და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
-კარგი ნიკუშ,ჩვენი წასვლის დროა,შემოგივლით მერე,მაგრამ სანამ წავალ ამ ლამაზ გოგოს უნდა ვკითხო,რითი მოგხიბლა ამ მუდომ...სასაცილო ინტონაციით წარმოთქვა ეს სიტყვა ნოდარმა და დაბნეულ ნიცას დააკვირდა.უცებ ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა მამაკაცისათვის.უტას გადახედა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-შეუძლებელია რამით არ მოგეწონოს,ის უნიკალურია...ენის ბორძიკით ამოილაპარაკა და უტას მკლავზე ჩამოეკიდა,აშკარად არ იციან რა ვითარებაში შედგა ნიცასა და უტას ქორწინება.
-კარგი შვილო,ღმერთმა ბედნიერას შეგაბეროთ ერთმანეთს...თბილად გადაეხვია ნიცას კაცი და ყურში შეუმჩნევლად ჩასჩურჩულა...მე ყველაფერი ვიცი შვილო,შენ ძალიან კარგი გოგო ხარ...იმ წუთას ტირილი მოუნდა ნიცას.სრულიად უცხო პიროვნებას ბევრად უფრო შესტკივა გული მასზე,ვიდრე ოჯახსა და „მეუღლეს“,არაუშავს,დანარჩენს დრო მოიტანს.მაგრამ მანამდე აუცილებლად გაარკვევს რა მიზეზით აღმოჩნდა ამ სახლში.
სტუმრების გაცილების შემდეგ ნიკოლოზი თავისი კაბინეტისაკენ დაიძრა.უკან აედევნა ნიცაც.
-თქვენთან მინდა საუბარი...კარები ზურგს უკან მიხურა გოგომ და გაკვირვებულ მამამთილს შეხედა.
-გისმენ...გაოცებული მზერა უცებ შეუცვალა მომლოდინემ და ოთახის კუთხეში მდგარ ტყავის სავარძელში მოკალათდა,თან ნიცას ანიშნა რომ მის წინ დამჯდარიყო.
-მაინტერესებს,რატომ ვარ ამ ოჯახში,გთხოვთ მიპასუხეთ ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე... მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გადავიდა პირდაპირ საქმეზე.
-ო,ეს ძალიან მარტივია,ჩემს ბიჭს მეუღლე სჭირდებოდა,საქმე იმაშია რომ,ადგილი აქვს არასასურველ ორსულობას,ჩვენ ბავშვს მოსაკლავად ვერ გავიმეტებდით,გოგონა რომელიც უტასგან ბავშვს ელოდება დასთანხმდა იმ პირობას რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრებიდან გაქრება,რაც შეგეხება შენ,მოგიწევს თავი მის მშობლ დედად გაასაღო,უტა ხელს არ დაგაკარებს,ჩვენ შევთანხმდით ამაზე,მაგრამ შენისმხრივ ამ პირობაზე დათანხმება მოგიწევს,რადგან დედაშენმა სოლიდური საჩუქარი უკვე მიიღო...



№1  offline მოდერი bibo

Momewona martla kargia magram ra minda gkitxo satauridan gamomdinare mgonia da imedia martla mgonia am gogos qmris mama xo ar uyvardeba ise iqceva eg daskvna gamovitane da tu masea agar vagrdeleb kitxvas .sxva yvelaperi kargia momewonaaa warmatebebiii da shhen ici tavebi gazardeee gelodei mal male dadeee kargi xar tkbilo

 


№2  offline წევრი Firefly

უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ,ძალიან მომწონს შენი ისტორიები და იმედი მაქვს ცუდად არ დაასრულებ ამ მოთხრობას... love
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი darina

Momewona, gabsxvavebulia, imedia am sulel gogos mamamtili ar sheuyvardeba, xom ici rom ggulshematkivrib, warmatebebi.

 


№4  offline წევრი zak

bibo
Momewona martla kargia magram ra minda gkitxo satauridan gamomdinare mgonia da imedia martla mgonia am gogos qmris mama xo ar uyvardeba ise iqceva eg daskvna gamovitane da tu masea agar vagrdeleb kitxvas .sxva yvelaperi kargia momewonaaa warmatebebiii da shhen ici tavebi gazardeee gelodei mal male dadeee kargi xar tkbilo

დასკვნები სწორად გამოგიტანია საყვარელო,უბრალოდ იმდენად ხშირია ძალით გათხოვების შემდეგ მეუღლის შეყვარების ისტორიები რომ მსგავსი ისტორიის დაწერის პერსპექტივა არ მხიბლავდა,სხვა შენი გადასაწყვეტია,გმადლობ რომ წაიკითხე ასევე გმადლობ წარმატებებისათვის love

Firefly
უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ,ძალიან მომწონს შენი ისტორიები და იმედი მაქვს ცუდად არ დაასრულებ ამ მოთხრობას... love

შენ მართლაც რომ ის ადამიანი ხარ ვინც ყოველ ისტორიაზე გვერდით მიდგას,აი ძალიან კარგი ხარ,ძალიან კარგი,შენი დანახვა მიხარია უკვე...გმადლობ რომ კითხულობ love

darina
Momewona, gabsxvavebulia, imedia am sulel gogos mamamtili ar sheuyvardeba, xom ici rom ggulshematkivrib, warmatebebi.

წარმატებებისთვის გმადლობა,ისტორიის განვითარებას დაველოდოთ,თანდათან ვწერ,დაგეგმილი არ მაქვს,სავარაუდოთ ეს გოგონა ნამდვილად "სულელი" გამოდგება,გმადლობ რომ წაიკითხე love

 


№5  offline მოდერი bibo

Ara es ituicia ro saswauli maq ukve faqtia imdeni istoria wavikitxe aq chemit vxdebi yvelapers....xo magram aq rac wavikitxe aset tkbil ojaxs da amden adamians daungrevs ojaxs ubralod xo xvdebi ravi sheni saqmis shen ici magram aramgonia amis siyvaruli kargad damtavrdes....warmatebebiij da aba sheniciii tkbilo

 


№6  offline მოდერი Eleniko13

ოო,სიტუაცია მძიმეა.
გელი გელი მოგელიი
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7 სტუმარი ananu

Momewona magram mamamtili ar sheayvaroo ra gexvewebiii isedac dzalian kargi gamova ❤❤shen originalurobas mainc verdakargav

 


№8  offline წევრი zak

bibo
Ara es ituicia ro saswauli maq ukve faqtia imdeni istoria wavikitxe aq chemit vxdebi yvelapers....xo magram aq rac wavikitxe aset tkbil ojaxs da amden adamians daungrevs ojaxs ubralod xo xvdebi ravi sheni saqmis shen ici magram aramgonia amis siyvaruli kargad damtavrdes....warmatebebiij da aba sheniciii tkbilo

უბრალოდ გული მიმიწევს რომ მათი სირთულეებით და წინაღობებით სავსე სიყვარულის ისტორია შემეთხზა,გმადლობ რომ წაიკითხე. love

Eleniko13
ოო,სიტუაცია მძიმეა.
გელი გელი მოგელიი

ვეცდები მალე ავტვირთო,სახლში არ ვიყავი და ვერ მოვახერხე დადება,მალე ავტვირთავ,გმადლობ რომ წაიკითხე love

ananu
Momewona magram mamamtili ar sheayvaroo ra gexvewebiii isedac dzalian kargi gamova ❤❤shen originalurobas mainc verdakargav

საქმე არ არს ორიგინალურობის დაკარგვაში,ის ისედაც არ გამაჩნდა დიდი დოზით,უბრალოდ მინდა რომ აკრძალული სიყვარულის ისტორია დავწერო...გმადლობ საყვარელო რომ წაიკითხე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent