შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალუქული დღიურები (დასასრული)


18-01-2016, 16:45
ავტორი MegMorgan
ნანახია 2 159

კართან უფრო ახლოს მივედი.
-არ მაინტერესებს არაფერი, შეგიძლია მანქანაც და ფულიც შენთვის დაიტოვო ოღონდ ეს ამბავი ჩვენს შორის უნდა დარჩეს- ყვიროდა დემეტრე.
-არა, არა.. ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ. ის ყველაფერს გაუგებს და თანაც ძალიან მალე. სანაძლეო ასეთი იყო. - თქვა უცნობმა. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ვისზე საუბრობდნენ, რა სანაძლეოს ახსენებდნენ, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ჩვენს უდიდეს სიყვარულში სიყალბის ელფერი გაკრთა.
ცივმა ოფლმა დამასხა. ჩემს გონებაში უამრავი აზრი აიხლართა. რა ბანალურად ჟღერდა ყოველივე ეს. ვიგრძენი როგორ გამაცია ტანში. კანკალმა ამიტანა. დემეტრე... ის ლამაზი სიტყვები, რომლებსაც მეუბნებოდი შეუძლებელია ტყუილი იყოს.
გამახსენდა ერთი კვირის წინ ქალაქგარეთ, რომ წავედით... მარტო ჩვენ ორნი. გრილოდა, არც მზე ანათებდა. ვისხედით ზღვის ნაპირზე. ვსაუბრობდით ცაზე, მახსოვს მეუბნებოდა, რომ ვარსკვლავივით ვანათებდი მის ცხოვრებას, რომ ძალიან მოსწონდა ვარსკვლავები. მიყვებოდა, როგორ უვლიდა პატარა ზაზუნას 7 წლის ასაკში, როგორ გადაწყვიტა, რომ სუპერგმირობა უნდოდა, როგორ მოიტეხა ხელი თამშის დროს. როგორი იყო მისი ცხოვრება ჩემს გამოჩენამდე. ვერ ვიჯერებდი, რომ ის თვალები, რომელსაც მაშინ ვხედავდი და ვუყურებდი არ იყო გულწრფელი. ყალბი გრძნობა ხომ შესამჩნევია, მას კი ისეთი მრავლისმთქმელი, გულწრფელი გამოხედვა, ღიმილი და ემოცია ჰქონდა. შეუძლებელია, ეს დემეტრე ის დემეტრე ყოფილიყო, რომელმაც გული მომტაცა.
ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. სამამდე დავითვალე( ეს ჩვევად მაქვს, როცა ვნერვიულობ ვითვლი და მერე დაუფიქრებლად ვმოქმედებ). ნომერში შევედი. არ გამომპარვია, როგორ დაეკარგა ფერი დემეტრეს. დავინახე მისი აკანკალებული ხელი. ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. მე გაშეშებული, გაქვავებული, უემოციოდ ვიდექი.
- დიდი ხანია აქ დგახარ?- შიში, თავზარდაცემა, სინანული გამოსჭვიოდა მის დასმულ შეკითხვაში და ვიგრძენი, როგორ მეზიზღებოდა ხმა, რომელიც საათის წინ ყველაზე საყვარელ მელოდიასაც კი მერჩივნა. ხმა, რომელიც ნირვანას განმაცდევინებდა ახლა მხოლოდ გულს მირევდა და მინდოდა უბრალოდ არასდროს გამეგონა ის, არასდროს დამენახა მისი ყალბი სახე.
-საკმაოდ.- გამიკვირდა ჩემი უემოციო ხმის გაგონება. მეგონა პანიკაში ჩავვარდებოდი, სულ მცირე ვიტირებდი და ისტერიკას მოვაწყობდი. მე კი ვიდექი უემოციოდ, გაშეშებული და თითქოს ამ სიჩუმით ვითხოვდი მისგან აეხსნა ის რაც ისედაც ცხადი იყო ჩემთვის.
-ემა, ეს მანამდე იყო სანამ მართლა შემიყვარდებოდი.- მუდარა გაისმა ჩემთვის საძულველ ხმაში.
-სიყვარულზე ნუ მელაპარაკები! შენ არ გაქვს უფლება ეს სიტყვა ახსენო.- დაუჯერებლად მშვიდი ხმა მქონდა.
-მომეცი უფლება, რომ ყველაფერი აგიხსნა.- ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.- ემაა...- ჩაიჩურჩულა. მე არ გავქანებულვარ, ცივი უმეტყველო თვალებით ვუყურებდი და ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, რომ უბრალოდ წასულიყო და აღარასდროს აღარ მენახა.
- ახლა მე ამ ოთახიდან გავალ. ბარგს ჩავალაგებ და უკან თბილისში დავბრუნდები. შენ არც გამომყვები და არც ოდესმე შეეცდები მომძებნო. ყველაფერი დასრულდა. გილოცავ, სანაძლეო მოიგე. მე კი ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები და მშვიდად გავაგრძელებ გზას უშენოდ. - ვუთხარი და თავდაჯერებული გამოვბრუნდი. მხრებზე შემეხო, მაგრამ უხეშად მოვიშორე და ოთახი დავტოვე.
მხოლოდ მე ვიცი რად დამიჯდა ეს სიმშვიდე. კარი საჩქაროდ დავკეტე და გრიგალივით ამოვაფრქვიე ცრემლების ნაკადი. ვტიროდი გულამომჯდარი. თან ბარგს ვალაგებდი და დაუსრულებლად ვიხსენებდი ჩვენს ყოველ პაემანს.
მახსოვს თებერვალში, ძალიან ციოდა. სკოლაში მივდიოდი. ფეხით მივუყვებოდი წვიმისგან დანამულ ბილიკს. დამიძახა. ვარდების დიდი თაიგულით ხელში იდგა. მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე. მერე პატარა კოლოფი გამომიწოდა.
-ეს მთვარის ქვაა.- მითხრა და პატარა საოცრად ლამაზი ქვა გამომიწოდა. -იღბალს მოგიტანს.
-უკვე მომიტანა.- ვუთხარი და მთელი ძალით დავეწაფე მის ტუჩებს.
ის დღე ერთად გავატარეთ. პარკში ვისხედით. შემდეგ ციგურებით ვისრიალეთ. მე არ ვიცოდი ის კი მასწსავლიდა. ბოლოს დინამოს სტადიონზე შევიპარეთ, მინდოზე დავწექით და ვარსკვლავებს ვითვლიდით დაუსრულებლად.
მიყვარდა ძლიერად, თავდავიწყებით, სიგიჟემდე, გაფრენამდე, უჰორიზონტოდ და უსაზღვროდ მიყვარდა. როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა ვერ ვხვდები. რატომ მე.. რატომ წამართვა რწენა, რომ სიყვარული არსებობს, რომ არსებობს ის პეპლები, რომლებიც გულამდე აღწევენ, რომ არსებობს ნამვდილი, ჭეშმარიტი, თავდავიწყებამდე გასაგიჟებელი დიდი გრძნობა, რომელზეც ყველა საუბრობს.
ტაქსიში ჩავჯექი და გზას გავუყევი. მატარებლის ბილეთი იქვე ვიყიდე და უკან მოუხედავად წავედი. როცა დავრწმუნდი,რომ ვეღარ შემაჩერებდნენ ანუკის მივწერე და ავუხსენი, რაღაც "გადაუდებელი" საქმის გამო მომიხდა უკან დაბრუნება- მეთქი.
ცხოვრება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად გრძელდებოდა. საბუთები ინგლისის რამდენიმე უნივერსიტეტში გადავაგზავნე. მაღალი ქულების გამო ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში მოვეწყე და გავემგზავრე პირველივე შესაძლო მომენტში. რა თქმა უნდა, მონატრება საშინლად მტკივნეული იყო. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის სურნელს, მესმოდა მისი ხმა. ტუჩები ისევ მიხურდა, როცა მისი კოცნა მახსენდებოდა. არ შემეძლო მეპატიებინა. არ ვიცი იმის შემდეგ ცდილობდა თუ არა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ მე არც ერთხელ არ შემხვედრია არსად, არ მინახავს და არ გამიგია მასზე სიახლეები. ისე წავშალე მეხსიერებიდან, როგორც იმსახურებდა და ყველასთან ისე ვიქცეოდი თითქოს დემეტრე აბაშიძე არასდროს არ არსებულიყო ჩემს ცხოვრებაში.
დღიურებიც სამუდამოდ დავლუქე. ეს ფურცლები ჩემი ცხოვრებიდან წავშალე. დავმარხე მოგონებები და არასდროს მისაუბრია ამაზე, არავისთან.
***
როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მოგონებები, როგორ უსამართლოდაც არ უნდა მოგეცეს ცხოვრება, მაინც სწავლოდ ღიმილს. მაინც ეჩვევი ამ ტკივილთან ერთად "უდარდელ" ცხოვრებას. სიყალბის მორევში შენც ისევე ღრმად ეფლობი, როგორც ყველა დანარჩენი და ეგუები ფაქტს, რომ რაც არ უნდა სასტიკი იყოს რეალობა, დაუვიწყარი იყოს წარსული, ცხოვრება გრძედლდება ან უშენოდ და ან შენთან ერთად და არჩევანიც თავად უნდა გააკეთო.
6 წელი ვიყავი ლონდონში. ბოლოს, მომენატრა საქართველო, ოჯახი, ნათესავები და ეს მონატრება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ ჩამოსვლა გადავწყვიტე.
თითქოს ყველაფერი მისი ფერი იყო. ყველგან მას ეძებდა ჩემი თვალები. ყველგან მისი ხმის გაგონება უნდოდა ჩემს ყურებს. მაგრამ ის არ ჩანდა. ის არ მოდიოდა. ალბათ, დრომ თავისი გაიტანა და ისეც არ არსებული გრძნობა სულ ჩააქრო მასში- მეთქი ვფიქრობდი.
სამსახურის პოვნა არ გამჭირვებია. როცა ფეხი მოვიკიდე კერძო კლინიკა გავხსენი, მაგრამ სახელმწიფოსთანაც ვთანამშრომლობ. ჩემი მეუღლე, მეგობარმა გამაცნო ახალ წელზე. როგორც მაშინ აღვნიშნე მარტოობის შემეშინდა. დავიღალე იმით, რომ არავინ ზრუნავდა ჩემზე, მინდოდა მეგრძნო, რომ ვიღაცისთვის ისევ ღირს ცხოვრება. არასდროს მყვარებია გიორგი. ჩვენში ის დიდი ვნება არ იყო რაც დემეტრეს მიმართ მქონდა. მასთანაც ისეთივე ჩამქრალი იყო ჩემი თვალები, როგორც ყველასთან.
დემეტრე არც ერთხელ არ შემხვედრია. შემთხვევით ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე, რომ ცოლი მოუყვანია, ვაჟი და გოგონა ჰყავდა. გულწრფელად მიხაროდა, რომ ჩვენგან ერთ-ერთი, მაინც იყო ბედნიერი. ჩემდა გასაკვირად გოგონასთვის ემა დაურქმევია. მე კი ჩემი არეული და უმიზნო ცხოვრებისთვის არ ვიცოდი რა მომეხერხებინა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი.
ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. გულს ვტკენდი ადამიანს, რომელსაც ვუყვარდი. გიორგი არ მეშვებოდა. ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება სხვა გავაბედნიერო თუ მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი-მეთქი. წელიწად ნახევრიანი ურთიერთობის მერე დავქორწინდით. თავიდან ოჯახური იდილია სუფევდა. გიორგი მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. მასთან თავს კარგად, დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი. შემდეგ ანასტასია გაჩნდა. მთელი ყურადღება მასზე გადავიტანეთ. ბავშვს სითბოს და ყურადღებას არ ვაკლებდით.
რა თქმა უნდა, ჩვენი ეს მშვენიერი იდილია მხოლოდ მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში ძალიან უბედური ვიყავი. ნოსტალგიებით, მოგონებებით და წარსულზე ფიქრით ვცხოვრობდი. გიორგი საოცრად მომთმენი იყო, მაგრამ რამდენს აიტანს ადამიანის ფსიქიკა.
ანასტასია 2 წლის იყო ლოთობა, რომ დაიწყო. ღამ-ღამობით სულ მეჩხუბებოდა. ხან რაზე ვკამათობდით და ხან რაზე, მაგრამ კარგი მამა და კარგი ადამიანია, უბრალოდ არასწორად შეარჩია ცხოვრების მეგზური.
ამის შემდეგ გადავაყოლე ყველაფერი სამსახურს. პაციენტები ჩემი ერთადერთი სამყარო გახდა. ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დემეტრესთვის, რომ მიმეცა კიდევ ერთი შანსი. ნუთუ ასეთი უბედური ვიქნებოდი ? მაგრამ არ ვიცი და ვერასდროს გავიგებ.
***
პალატის კარი შევაღე.
-დილა მშვიდობისა დემეტრე.
-დილა მშვიდობისა ექიმო.
-თავს როგორ გრძნობ?
-უკეთ. მინდოდა რაიმე დამეხატა, კარგ ხასიათზე გავიღვიძე.
-მიხარია,იქნებ მერე ერთად ვნახოთ შენი ახალი ნახატი.- ვუთხარი და დილის საუზმე მაგიდაზე დავუდე.- ახლა სხვა პაციენტებიც უნდა მოვინახულო, მაგრამ გპირდები საღამოს შემოგივლი.
დაბნეული მზერა და უაზრო ღიმილი გამომაყოლა. გული მტკიოდა ასეთ დემეტრეს, რომ ვუყურებდი.
-სოფო, დემეტრეს ანკეტა მომაწოდე.
კარი გამოვიკეტე და საწერ მაგიდას მივუჯექი.
დემეტრე აბაშიძე, 36 წლის. ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია. მიზეზი დაუდგენელია. ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა. მან ნერვული აშლილობის ნიადაგზე დახოცა თავისი ოჯახის წევრები, ცოლი და ორი შვილი. ამის შემდეგ მისი საქმე სასამართლოს გადაეცა და შეურაცხადად გამოაცხადეს. იმყოფებოდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, საიდან გაქცევაც რამდენჯერმე სცადა. ბოლოს არატრადიციული მეთოდებით მკურნალობდნენ, მაგრამ საშინელი ფსიქიკური აშლილობების გამო მისი საქმე რამდენჯერმე გადაიგზავნა საზღვარდარეთ და საბოლოოდ საზოგადოებისთვის საშიშად გამოცხადდა.
პირდაღებული ვკითხულობდი ანკეტას. რატომ აქამდე არ გადავხედე.
ერეკლემ დემეს ნახატები მომიტანა. მეტს არც ველოდი, სულ ხალხის კვლა და ხრჩობა იყო დახატული.
-როდის დაიწყო ეს ყველაფერი?- ვკითხე ერეკლეს.
-სამი წლის წინ.
-ნუთუ მანამდე არაფერი შეგინიშნიათ.
-სვამდა და ნარკოტიკებსაც ხშირად ეტანებოდა, მაგრამ არასდროს კარგავდა მოთმინებას.
-რატომ აერია გზა?
-შენს გამო ემა.
-მე მადანაშაულებ?- გაოცებისგან თვალები დავჭყიტე.
-შანსი უნდა მიგეცა.
-შენ არაფერი გესმის ერეკლე. რომელი შანსი, მატყუარაა იყო, გული გამიტეხა, დაამსხვრია ჩემი ოცნებები, მომიკლა მომავლის იმედი და ცხოვრება დამინგრია.
-არც ის იყო უკეთეს დღეში.
-მომიყევი.
-მე ბავშვობის მეგობარი ვარ,მაგრამ სასულიერო სემინარიაში ადრევე ჩავირიცხე, რწმენა ჩემი ერთადერთი სამოთხე იყო და ხსნას მხოლოდ უფალში ვხედავდი. მცხეთაში ვმოღვაწეობდი. დემე ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი იყო. ხშირი მიმოწერა გვქონდა, შენზეც ბევრს მიყვებოდა, მაგრამ კარგა ხანს არ ვიცოდი თქვენი დაშორების მიზეზი. დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვარდი და ისიც ვიცი, რომ შენს გარდა არავინ არასდროს ყვარებია. შეცდომა დაუშვა და თავი დაიღუპა.
შენთან განშორების შემდეგ ხშირად დადიოდა ჩემთან. ორი თვით ეკლესიაში იყო. მერე ისევ კალაპოტში ჩადგა და ყველაფერი თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ხშირად მნახულობდა, მაგრამ შენზე არაფერს მიყვებოდა, მხოლოდ ძალიან სევდიანი საათობით იჯდა ეკლესიის ბაღში და დუმდა. იმის შემდეგ გამოხედვაც შეეცვალა, არც ისეთი მაგარი ბიჭი იყო. მისთვის გოგოები, სიყვარულობანა და გართობა დასამარდა. მხოლოდ ძალიან ნაღვლიან დემეტრეს ვხედავდი. ფეხბურთს თავი დაანება და მამამისის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებდა. დედამისმა ერთი კარგი გოგოც შეურჩია, ეკო, ცოლად უსიყვარულოდ მოიყვანა და ანდრია და ემაც ეყოლათ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. მახსოვს ბოლოს, რომ მოვიდა შეშლილივით მელაპარაკებოდა. წირვაზე ვიყავი, მთელი საათი მელოდა თოვლში გარეთ. ეკლესიაში შემოსვლა უბრალოდ არ ისურვა.
-ღმერთი,რომ არსებულიყო ემას დამიბრუნებდა. განმიცხადა და რაღაც უცნაური ბოდვა დაიწყო.
მეუბნებოდა: - ძალიან მენატრება და მის გარეშე წუთი აღარ შემიძლია. რატომ ვიყავი ასეთი იდოტი, მეტს ვეღარ მოვითმენ, მაგრამ გათხოვდა, ალბათ, იპოვა თავისი ნანატრი ბედნიერება. ჩემი ბრალია ასეთ დღეში, რომ ვარ. მინდა უკან დავბრუნდე და ყველაფერი გამოვასწორო. ამაზე დაუსრულებლად ბევრს ვფიქრობ, შეგიძლია ამის გაგება? ზოგჯერ მგონია, რომ ჭკუიდან ვიშლები. გესმის? მეჩვენება, რომ ვხედავ, მესიზმრება, მელანდება..
-ასე დაიწყო ყველაფერი. იმის მერე ეკლესიაში აღარ გამოჩენილა. - დაასრულა ამბავი ერეკლემ. მე კი უბრალოდ გულამოსკვნილი ვტიროდი. ვტიროდი... ჩემი ბრალია თუ მისი... ალბათ, ორივესი, მაგრამ ამ შეცდომის გამო ვერც ერთმა ვერ გავიხარეთ...
***
აივანზე ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. თან წარსულზე ვფირიბდი. თავიდან არ ამომდიოდა ერეკლეს მონათხრობი.
-რაზე ფიქრობ?- გიორგი გვერდით მომიჯდა.
-არაფერზე. როგორ ხარ?
-არამიშავს, მგონი კარგად.- ნაღვლიანად გამიღიმა.- შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად მგონი.- გავუღიმე და ავდექი.
-საით?
-შენთან.- ვუთხარი და მის მუხლებზე მოვკალათდი. თავი მკერდზე დავადე და არ გამომპარვია აჩქარებული გულისცემა. ვიგრძენი როგორ არ ელოდა ჩემს საქციელს.
-დღეს სხვანაირი ხარ.- მეჩურჩულებოდა, თან ჩემს თმებს ეთამაშებოდა.- თბილი. რამდენი ხანია ასე არ ვმსხდარვართ? მგონი არც არასდროს.- კიდევ ჩაეღიმა და ხელები მთელი ძალით მომხვია.
-იქნებ კვირას შენც წამოხვიდე და მთელმა ოჯახმა ერთად გავატაროთ დრო- ვუთხარი და ყელში ნაზად ვაკოცე. გააჟრჟოლა. პატარა ბავშვივით ნერვიულობდა.
-დიდი სიამოვნებით.
-იცი ვფიქრობდი ვახშამი მომემზადებინა, მაგრამ მგონი შენი დახმარება დამჭირდება.- შევხედე და ქვედა ტუჩზე ვუკბინე.
-ემაა..- დაიჩურჩულა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
ვახშამი ერთად მოვამზადეთ. საღამოს ფილმს ვუყურეთ მე, ანასტასიამ და გიორგიმ, როგორც ნამდვილმა ოჯახმა.
ზოგჯერ ადამიანებს შანსი უნდა მისცე და ნახავ, რომ ისინი არც ისეთი ცუდები არიან, როგორებიც გვეჩვენებიან.
გიორგის მკერდზე ჩახუტებულს ჩამეძინა. თავს მშვიდად ვგრძნობდი. იქნებ გიორგი იყო ჩემი სიმშვიდის ნავსაყუდელი მთელი ეს დრო...



№1 სტუმარი ემი

არ ველოდი ასეთ დასასრულს. საერთოდ, დასასრულს არ ველოდი ჯერ...
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაღაცამ ხელი შეგიშალა და გადაწყვიტე უცებ დაგესრულებინა...

 


№2  offline წევრი Firefly

გიორგისთან რომ დარჩა გამიხარდა
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Qeti

რაღაც დაუკმყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. თითქოს სხვა ამბით დაიწყე და უცებ დაამთავრე. არადა თავიდან კარგი იყო.

 


№4 სტუმარი Black

Swori arcevania magra gamixarda ro es idioturi galati ar charte sworad moiqca ema rom ojaxi seinarcuna da misi svilis momavalic ar daangria

 


№5  offline წევრი Sandrda123

შეენნ რაა კარრგიხარ love

 


№6 სტუმარი hipo

imedi gamicurvda :/ didi siyvaruli yoveltvis mgonia rom kargad unda sruldebodes tumca ese ar aris realobashi mitumetes :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent