შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაცვლილი ბედნიერება (6)


18-01-2016, 22:34
ავტორი mariam-mariam
ნანახია 6 222

კარები სახეწაშლილმა ზუკამ გამიღო და ეგრევე კითხვები მომაყარა
- რა ხედება? რატომ მოხვედი? იჩხუბეთ? დაშორდით? ოთხ დღესაც ვერ გაგიძლო იმ საცოდავმა? ჯობია მამამ არ გაიგოს თორემ გაგიჟდება ხომ იცი არა?!
- დაასრულე?
მომაბეზრებლად ვკითხე და ოთახში შევედი... მხრების აჩეჩვით მიხურა კარები და სამზარეულოში გამომყვა
-გიორგი და ლანა სადაა?
სხვათაშორის ვიკითხე და წყლის დასალევად ჭიქა გამოვიღე
- შენი აზრით?
-ამმმ მორიგი შეხვედრა? - უარყოფის ნიშნად თავი გგააქნია და საჭმლის მომზადება დაიწყო... - მაშინ მორიგი რაიმე „მდიდრული“ წვეულება
თავი ისევ გააქნია და უკვე მზა საჭმელი თეეფშზე გადმოიღო და მადიანად შეექცეოდა..
- აეროპორტში არიან დღეს მიფირანევენ ბერლინში თუ ბელგიაში რავიცი.. - მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა და ჭამა განაგრძო -შენ რა გინდა აქ თან ამ დროს?!
- რა ამდორს ზუკა რომელი საათია?
- ცხრა
- ააა ბექას ველოდები სამსახურიდან გამომივლის და ახალ სახლში უნდა წავიდეთ..
- ვაა დაჟე ახალი სახლი? უნივერსიტეტზე რას შევები?
- არაფერს რა უნდა ვქნა ჩვეულებრივ გავაგრძელებ სწავლას... ხვალ მივდივარ...
- ქმარი გაგიშვებს?
სიცილით დაამატა და მთელი ჭიქა წყალი გამოცალა...
-შენ და ნატას დიდიხანია ერთნაირი აზრები გაწუხებთ?
სუსტ წერტილსაც მივაგენი და მის წაშლილ სახეზე გულში გემრიელად ვხარხარებდი... ჩემი ძმა და ნატა თითქმის მთელი ხუთი წელი იყვენ შყვარებულები... ნატა რო მოდიოდა და ზუკა სახლში ხვდებოდა ჩათვალეთ დედამიწა ჩრდებოდა და მხოლოდ ის ორნი იყვნენ.. ერთმანეთის გარდა ვერფაერს და ვერავს ამჩნევდნენ... რათქმაუნდა მე და ეთოს ამას არ „ვმაზავდით“ და ყოველ ესეთ შემთხვევაზე ორივეს გულიანად დავცინდით.... ნუ რაღაც შცდომა ყველას მოსდით, ასევე იყო მათ შმთხვევაშიც.. პატარა, თითქოს უმნიშვნელო რამ მათი ურთიერთობა მთლიანად დაანგრია.. წელიწადზე მეტი გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს...
ნებისმიერი გოგო, რომლის შყვარებულიც მისი დაქალის ძმაა, დაშრების მერე იმ დაქალთან ურთიერთობას რაღაც გაგებით წყვეტსს, ნატა პირიქით მოიქცა... ჩემთან სიარულს ისევ იმ ტემპით აგრძელებდა.... ახსნა კი ერთი ქონდა უნდა ვაჩვენო რა დაკარგაო....
და დღემდე ამ მიზნით არის... ერთმანეთს თუ შემთხვევით შხვდნენ ჩემთან აუცილებლად უნდა წაკბინონ...
-როდემდე უნდა იყოთ ესე?
სიჩუმე ისევ მე დავარღვიე და ერთ წერტილზე მიშტერებულ ზუკას გავხედე
- არ ვიცი
- გიყვარს?
ნელა გამომხედ და თვალებში მომაშტერდა
-ჩემი და ხარ და მოტყუებას ამდვილად არ ვაპირებ... არ ვიცი მიყვარს თუ არ მიყვარს... იმდენად შევეჩვიე ამ წაკბენებს როგორ უნდა ვუთხრა მერე თბილი სიტყვა არ ვიცი... ალბათ მასთან სხვაგვარი ურთიერთობა არც გამომივა...
- ზუკა მთელი ხუთი წელი იყავით ერთად და ეხლა ამბობ მგონი არ მიყვარსო?
-მესმის მარიამ მაგრამ მე ვამბობ არ ვიცი... არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ.. ორი წელია დავშორდით და მასზე სიტყვა არ გითქვამს ჩემთან... დიდად თავს არც მე არ ვიკლავდი მასზე ფიქრით თუ რას ვგრძნბდი და ამიტომ არ ვიცი სრული პასუხი რას ვგრძნობ და გთხოვ ეტს ნატაზე ნუღარ დამელაპარაკები...
- კი მაგრამ....
სიტყვა კარებზე ზარმა გამაწყვეტინა და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი.... გასაღბად ზუკა წავიდა და მალევე მოაღწია მათმა გულიანმა სიცილმა ჩემამდეც...
-მარიამ მიდი გაემზადე წავიდეთ რა ზალიან დაღლილი ვარ
ნორმალურად შემოსული არ იყო მაშინვე წუწუნი დაიწყო და სკამზე უსულად დაეცა
-უიმე ჯერ გამარჯობა თქვი და მერე დაიწყე წუწუნი რა... - გაბრაზებულმა რაც მომაფიქრდა ის წამოვაყრანტალე და ზანტად წავედი კარებისკენ - მოდიხარ თუ მოსაწვევი გამოგიგზავნო ეხლა? მგონი დაღლილი იყავი?!
ღრენით გავუმეორე მისი ნათქვამი დ კარები გავაღე... ხუთ წუთში უკვე მანქნაში ვიჯექით და უკვე ახალი სახლისკენ მივდიოდით.. გზაში ვფიქრობდი ზუკას ნათქვამზე და ვერ ვიაზრებდი, რომ შეიძლება ნატა არ ყვარებოდა.. უბრალოდ რ მესმის როგორ შეგიძლია ამდენი ხანი იყო იმ ადამიანის გვერდით ვინც არ გიყვარს...
ამის გაფიქრება იყო და გავაანალიზე ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და სიმწრით ჩამეცინა... კითხვის ნიშნის თვალებთ გადმომხედა ბექამს, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გავქანიე და ისევ ფიქრებში გადავეშვი.... ამჯერად ჩემზე და ბექაზე ვფიქრობდი... თანაცხოვრებიდან 5 დღე გავიდა და ურთიერთობა ისევ ისეთი გვაქვს... რათქმაუნდა მიყვარს „ჰეფიენდები“ მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ ველოდები... ვერ წარმომიდგენა ჩვენიექვსთიანი ქორწინება „ჰეფიენდით დამტავრდეს“... ორ თვეში მითხრას მიყვარხარ და ასე შემდეგ და ასე შემდგეგ... მიყვარს რომანტიკა, მაგრამ ბანალურობა არა... ჩემთვის ამათ შორის დიდი განსხვავბაა... ექვს თვეში მე ისევ ჩემ ძველ სახლში დავბრუნდები დაგავაგრძელებ ისევ ჩვეულ ცხოვრებას.....
დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით ვერც კი გავიგე.... ბექა უკვე სამარგულიდან ეზიდებოდა ჩემოდნებს და სადარბაზოში შექონდა... მალევე დავეწიწ და გვერდზე ამოვუდექი..
-ლიფტი არ მუშაობს და მერვე სართულზე ფეხით უნდა ავიდეთ.. რაღაცეები მაქქვს კიდე ამოსატანი, შენ მსუბუქ ჩანთებს მოკიდე ხელი და ნელნელა ადი მეც ამოვიტან დანარჩენს ნელ-ნელა..
დანებების ნიშნად რამდენიმე მსუბუქი ჩანთა ავიღე და კიბეებს ავუყევი... უკვე მეექვსე სართულზე ვიყავი და ბექას ხმა ჯერ კიდე არ მესმოდა... ალბათ ვნმეს ეძებს მოსახმარებლად მეთქი გავიფიქრე და გზა განვაგრძე...
სუნთქვა გახშირებული ავედი მერვე სართულზე, ლიფტთან გავჩერდი და ამ დროს იღება ლიფტის კარი და მომცინარი ბექა გამოდის ჩემოდნებტან ერთად..
-აბა... ლიფტი... ისაო... გაფუჭებულიაო... მერვეო.. ჩანთებიო....... მოიცა რაა?
გაურკვევლობაში მყოფმა სიტყვები ერთმანეთს ვერ გადავაბი და უაზროდ ავბლუყუნქდი და გაბრაზებულმა ხელები გადავიჯვარედინე
-ერთით ერთი მარიამ....
ირონიული ღიიმილით აათამაშა წარბები და ჩემ ნერვებზეც გადასარევად ითამაშა.... გამახსენდა ჩემი წამოწყებული თამაში და დღევანდელი საუბარი... გონებაში ერთმა აზრმა გამილევა და გაღებულ კარებში შევედი....
სახლი იყო საოცარი... როგორცკი შეხვალ მაშინვე მისაღბშ შედიხარ, მინი ბარის მეშვეობით კი გამოყოფილია სამზარეულო მისაღებიდან.. ერთმანეთის გვერდიგვერდაა სამი საძინებელი, და სამივეს საკუთარი სააბაზანო...... მისაღების ერთი მხარე სულ შუშაში იყო და მე როგორც, ყველაზე მშიშარა ადამიანს სიმაღისაც სიკვდილამდე მეშინია და ფანჯარასთან მისვლა ვერ გავბედე...
-ბეექა
აკანკალებული ხმით დავუძახე ბექას და ნელა მოვშორდი ფანჯრებს.....
-რა იყო?
სააბაზანოდან ხელების ფერთხვით გამოვიდა და სავარძელში რასაც ქვია ჩეხეთქა
-სპეციალურად იყიდე ხომ ესეთი სახლი?
ხმა შიშისგან ისე მქონდა გაბზარული მეთვითონ ვერ ვიცანი...
-არა ეს სახლი რამდენიმე წელია ნაყიდი მაქვს, რა იყო რომ?
კითხვის ნიშნის თვალებით გადმომხედა და პულტს დასწვდა...
-კაი არაფერი
ცოტა დამშვიდებულმა ვუპასუხე და ასადგომად მოვემზადე..
-არ მითხრა რომ...
სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაირბინა და მაშინვე მივხვდი რაც გაიფიქრა
-არც გაბედო ამაზე დაცინვა
თითისაწევით გავაფრთხილე და შიშნარევი მზერა მოვავლე იქაურობას..
-გააჩნია როგორ მოიქცევი..
არ მაინტერესებს ხმით ჩაილაპარაკა და არხების თავლიერებას შეუდგა....
-ჩემი ოთახი სადა?
თიტქოს ვერც გავიგე რა თქვა ისე დავიჭირე თავი და ოთახების თვალიერება განვაგრძე...
-რომელიც გინდა ის იყოს და შენი ჩემოდნები შეიტანე მერე მე ო შმოგიტან დაიწყებ რას აკეთებ ცემ ოთახში დაუკაკუნებლად, იდიტო..
ქალის წიკვინა ხმა მიიღო დ გულინადაც გამეცინა.. ხელი „არაფერ ეშველებას“ ნიშნად ცავიქნიე და ერთ ერთ ოთახში შევედი... ტანსაცმელები ნახევარ საათში დავალაგე და შხაპის გადასავლებად შებვედი..... იმდენად მესიამოვნა ცხელი წყლის შეხება მაშინვე გავითიშე და ისევ ცხოვრებისეულ პრობლემებზე დავიწყე ფიქრი..
გონზე მხოლოდ ბექას უკვე კარებზე ებრახუნმა მომიყვანა...
-ჰოუ
ხმაწართმეულმა გავეცი პასუხი და უკვე გაციებული წყლიდან ამოვედი....
-ცოცხალი ხარ?
მთელი სერიოზულობით მიპასუხა და პასუხის მოლოდინში გაცუმდა
-ვერ მოგანიჭებ ჩემი სიკვდილის ბედნიერებას...
ღიმილით ვუპასუხე და უკვე ხალათ შემოცმული გავედი გარეთ... ხალათი ისევ მოკლე მეცვა და მკერდთან ოდნავ შეხსნილი მქონდა... შევამჩნიე ბექას ხარბი მზერა და გულში გამეცინა... გვერდი ავუარე და კრემის წასმა დავიწყე..
-ჰო რა გინდოდა რატო მიბრახუნებდი?
შევახსენე აქ ყოფნის მიზეზი და ხალათი ბეჭზე ოდნავ გადავიწიე რომ ზურგზე კრემი წამესვა...
-აა ისა ჰო... ეთომ მოგწერა ხომ მოდიხრ ხვალ უნივერსიტეტშიო//
უცებ მომახალა და ზურგით შეტრიალდა... მივხვდი უკვე რომ აღარ შეეძლო მეტი და თავსაც ვეღარ შეიკაებდა.. ნელა წავიდა კარებისკენ და მიხურვას აპირებდა ზურგიდან რომ ავეკარი და ჩუმად ვუჩურჩულე
-ორით ერთი, მარიამის სარგებლოდ..
კისერში სველი კოცნის კვალი დავუტოვე და კარები გადაკვეტე....
ემოციებით სავსე შევწექი ცივ ლოგინში და სიზმრების საყაროში გადავეშვი...... დილით მაღვიძარის საშინელმა ხმამ გამაღვიძა... საათს, რომ შევხედე ცხრა სრულებოდა.. რადგან პირევლი ლექცია ათზე მქონდა ზანტად წამოვდექი ლოგინიდან და აბაზანაში შევედი... დილიდ პროცედურების სშემდეგ ჯერი უფრო მძიმე საქეზე მიდგა.. რა ჩავიცვა...
კარადიდან კოჭს ოდნავ აცილებული შარვალი, შავი კედები და თეთრი ბრეტელებანი მაისური ცავიცვი, ზემოდან კი თხელი შავი ჟაკეტი შემოვიცვი, საქორწინო ბეჭედი მოვირგე და მისაღებში გავედი..
ჩემი აწ უკვე მეუღლე სამზარეულოში იყო და ყავას იმზადებდა
-ბექა მეც გამიმზადე რა
თავის დაკვრით დამთანხმდა და კარადიდან მეორე ჭიქა გადმოიღო.. სანამ ჩემი ძვირფასი ქმარი საუზმეს ამზადებდა კონტურის და ტუშის წასმა მოვასწარი...
-უნივერსიტეტში მე მიგიყვან...
სიჩუმე ბექამ დაარღვია და თვალებში მომაშტერდა..
-ბატონო?
გაოცება ვერ დავმალე და გადაცდენილი ყავის გამო ხველება ამიტყდა... გაოცების გამო არა
-რა არის ბექა წიწაკა ჩაყარე შაქრის მაგივრად?
ორი ჭიქა წყლის მერე ძლივს შევძელი ხმის ამოღება და მაშინვე ჩხუბზე გადავედი..
-წიწაკა არა მარილი და ორით ორით.. ეხლა კი გაემზადე მალე და წავიდეთ.....
ათ წუთში უკვე უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე ვიდექით... ხელში ისევ ბოთლი მეჭირა და საზიზღარი შეგრძნების გაქრობას ვცდილობდი...
-რომელზე გიმთავრდება უნივერსიტეტი?
თითქმის მისულზე მკითხა და მანქანა გააჩერა..
-სამზე დავამთავრებ
-ძალიან კარგი მაშნ მეც შესვენებაზე ვიქნები გამოსული და მოგაკითხავ
-არ მინდა
მკაცრად მივუგე და გადასვლას ვაპირებდი ხელი რომ დამიჭირა...
-ნუ გავაიწყდება ამჯერად ქუცაში ვართ დ ოველი მეორე გავლელი მიცნობს, ამიტომ....
-კარგი ზუსტად სამზე აქ იყავი... მაგრამ იცოდე ამას ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ და არა შენთვის..
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და ხელი გამიშვა...



№1  offline წევრი Firefly

აღარ დააგვიანო რაა თან რა პატარა თავია (
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი X.G

ვაუ ძააან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№3  offline მოდერი bibo

Dideba shen gamochenas ....tvalebs ar ujerebdi metqi melandebaaa momwons es wyvili me magram nata da zukac momwons vatyob magari xar chito udzalianesiii istoria gasagijebeliii chemi chokolati biskviwi xar

 


№4  offline მოდერი tsn

კარგი თავი იყო ძალიან :-*

 


№5 სტუმარი Xatia

dzalian gamexarda rom rogorc iqna isev atvirte. Ese dagvianeba gagonila? Kargi iyo namdvilad magram patara. Male dade momdevno da tan cotac gazarde ra....

 


№6  offline წევრი natia-natia

ვაიმე მეშველა მალე დადე რა ახალითავიდა ნუ მაწვალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent