შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (1)


19-01-2016, 00:38
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 11 155

იმ დღეს ისეთი დაღლილი დავბრუნდი ლექციებიდან,არაფრის თავი აღარ მქონდა. ჩემი და-მაგდა სახლში არ დამხვდა. გამიკვირდა,ჩვეულებრივ ამ დროს ყოველთვის სახლში მხვდება ხოლმე. კუჭი ისეთ დღეში მქონდა,რამე რომ არ მეჭამა,ალბათ მოვკვდებოდი. ჩემი აჟიტირებული კუჭი ქათმის სალათით დავიკმაყოფილე და დივანზე წამოვწექი დასასვნებლად. როგორც კი კომპიუტერი ჩავრთე,მაშინვე შემოვიდა ზარი და რამოდენიმე წამში ჩემი ძმის გაცეცხლებული სახე დავინახე.
გამეღიმა.
-თქვენ ნორმალურები ხართ,საერთოდ? ლამის გული გამისკდა,გოგო! სად ხართ ან ერთი და ან მეორე,გავსკდი რეკვით! -ჩემი ბრაზიანი ძმა ცოფებს ყრიდა,ისე ილანძღებოდა,სიტყვის ჩაკვეხების უფლებაც არ მომცა.
-მორჩი? -ვიკითხე მოთმინება გალეულმა და განვაგრძე. -ლექციებზე ვიყავი და ტელეფონის წაღება დამავიწყდა,რა პანიკები ატეხე! მაგდა კიდევ,სანდროსთან ერთად იქნება და ხომ იცი,მაგ დროს არ იღებს ხოლმე ტელეფონს.
-მერე გამაფრთხილეთ ხოლმე,ეს დედა აფეთქებული,ასეთი ძნელია? -დემეტრე არ ცხრებოდა,მე კიდევ ისეც წკიპზე შენარჩუნებული მოთმინება მელეოდა.
-კარგი,ხო! ბოდიში,მორჩი ახლა და მომიყევი როგორ ხარ.
ჩემი ძმა უკვე ორი წელია გერმანიშია. პროფესიით ექიმია და ახლა პრაქტიკებს გადის ბერლინის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში. ისე მოგვენატრა მე და მაგდას,სულ მის ხსენებაში ვართ უკვე. დეკემბერის ბოლოს უმთავრდება პრაკტიკა და ჩამოეთრევა ალბათ. იქ მუშაობა არ უნდა,ბოლოს და ბოლოს ორი გაუთხოვარი და ვყავართ მოსავლელი.
მშობლები ადრე დაგვეღუპა სამეულს. ჩვენს შორის დემეტრე ყველაზე უფროსია,მერე მე ვარ და ბოლოს ნაბოლარა მაგდა. სულ გაჭირვებით დაამთავრა დემემ სწავლა და მუშაობაც დაიწყო,რომ ჩვენთვის არაფერი დაეკლო. მე და მაგდაც რომ მოვეწყვეთ უნივერსიტეტში,გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
მეც სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ,ჩემი ძმის კვალს გავყევი. უბრალოდ პროფესია ჯერ ვერ ავარჩიე,ჩემი ძმის ყოფილ სამსახურში ვმუშაობ მედდად,ისიც ღამის საათებში,თორემ დღისით სად მაქვს მაგის დრო და თავი.
მაგდა მომავალი ჟურნალისტია. მაგათსავით ტლიკინა და ბობოქარია. ხანდახან იმდენს ლაპარაკობს,მინდა კისერი მოვუგირიხო,ჩემი საკუთარი-შიშველი ხელებით. შეყვარებულია ქალბატონი. უკვე ორი წელია ეგ და სანდრო ერთად არიან. კიდევ კარგი დემეტრემ მოასწრო მომავალი სიძის გაცნობა და გამაფრთხილა შენებურები არ დაუწყო მაგდას,თორემ კისერს წაგაცლი,თვითონაც ხვდება როგორ უნდა მოიქცესო. ხო,გაგიკვირდებათ და უკვე ასე სერიოზულად არის საქმე. სანდრო და მაგდა გიჟდებიან ერთმანეთზე და როცა მაგდა მეოთხე კურსს დაასრულებს,ხელსაც მოაწერენ.
დემეტრე კიდევ ნახევარ საათს მელაპარაკა. იმდენი მაცინა,მუცელი ხელით მეჭირა. ის ის იყო,უკვე უნდა დამეხურა კომპიუტერი,სახლში ცხენივით შემოვარდა ჩემი გადარეული და. ისე ხვიხვინებდა,ლამის გული გამისკდა.
-გოგო,რით ვერ გასწავლე კარის ჩაკეტვა? -აყვირდა შორიდანვე. -იქნებ ვინმე პედოფილი ან მანიაკი გივარდება სახლში?
-ხელი არაფერს გამოკრას უცებ. -გამეცინა
ჩემს დას დემეტრეც აჰყვა კომპიუტერიდან და ახლა ორ ხმაში მლანძღავდა და-ძმა. მაგდამ ჩამანაცვლა,ახლა ის ელაპარაკებოდა დემეტრეს,მე კიდევ ოთახში წიგნს ვკითხულობდი. ნაბიჯების ხმა გავიგე,ალბათ მორჩა საუბარს-თქო გავიფიქრე და მაგდამაც არ დააყოვნა,გიჟივით შემომივარდა ოთახში.
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-არანაირი,ვისვენებ და დარჩენილი 12 საათის განმავლობაში ძილს ვაპირებ. ხვალ ვმორიგეობ საავადმყოფოში და არ მინდა ზეზეურად მეყვინთებოდეს.
-უიმე,ნინე რა იყო,ნამდვილი მონაზონი ხარ,რა!
-რა გინდა ადამიანო,ხომ გყავს სანდრო,დაურეკე და წადით სადმე.
-ხოდა,მაგაშია საქმე,სანდრომ დამირეკა.... -მაგდამ ისეთი თვალებით შემომხედა,მივხვდი რაღაც უნდა ეთხოვა.
-შანსი არ არის,დღეს სახლიდან არ გავალ.
-წყნეთში ავიდეთო,დავლიოთ,გავერთოთ და ხვალ უკან ჩამოგიყვანთ შენ და შენს შერეკილ დასო. -ანთებული თვალებით გადმომცა სანდროს დანაბარები.
-რა წყნეთი,მაგდა,გადაირიე? რა ამინიდა გარეთ,ვერ უყურებ? ლამისაა აქ მოთოვოს და წარმომიდგენია წყნეთში რა იქნება. წაყევი და წადით,მე თავი დამანებე,თუ ქალი ხარ.
გემრიელად გავიზმორე და მაგდას ზურგი ვაქციე.
-ნინე,გეხვეწები რა! ისეც ვეღარ ვნახულობ ამ ოხერი ფინალურების გამო! რა მოხდება ერთი დღე,რომ დათმო შენი შეყვარებული (მაგდა ჩემს შეყვარებულს,ძილს ეძახის) და შენს უბედურ დას,მხარში დაუდგე.
-არ არსებობს!
-ძალიან გთხოვ,ნენე . -ვერ ვიტან ასე,რომ მეძახის. ყოველთვის მითანხმებს.
-ვერ გიტან! -გამწარებული წამოვფრინდი საწოლიდან და კარადიდან ზურგჩანთა გადმოვიღე,რომ ყველაფერი თბილი შიგნით ჩამეთოქა,რაც გამაჩნდა. წყნეთში საშინლად ცივა და გაყინვას ნამდვილად არ ვაპირებ.
-საუკეთესო და ხარ! ვგიჟდები შენზე ნინე!
საშინლად აჟიტირებული აწყობდა ყველაფერს. ბოლოს ნახევარი ტანსაცმლის კარადა ერთ ჩემოდანში ძლივს ჩატია და დაღლილ-დაქანცული დაეშვა სავარძელზე.
მეზარებოდა წასვლა. შინ დარჩენა და ერთი გემრიელი გამოძინება ახლა ყველაფერს მერჩივნა,მაგრამ მაგდას თვალებს რომ გავხედე,შემრცხვა და გავჩუმდი. მოთმინებით ველოდი,როდის დარეკავდა სანდრო და წავიდოდით. ზარმაც არ დააყოვნა,მაგდამ ჩემოდან ხელი დაავლო და სულ ფრენა-ფრენით დაეშვა კიბეებზე.
-თავ-პირს ნუ დაიმტვრევ,მაგდა! -მივაძახე სიცილით და ჩემი პატარა ზურგჩანთა მოვიკიდე.
ყველაფერი გულდასმით შევამოწმე,გამათბობელი ჩართული რჩებოდა იმ შტერ გოგოს. მე რომ არა,ალბათ გადაბუგავდა მთელს სახლს.
სანდრო თავის მანქანას აყუდებოდა და ჩვეული ღიმილით შემოგვცქეროდა დებს.
-როგორ ხართ გოგონებო?
მაგდას ტუჩებთან აკოცა,მე კიდევ თმა ამიჩეჩა და ლოყაზე მიჩმიტა. რა მეტყობა ახლა მაგდაზე ორი წლით რომ ვარ უფროსი.
-სწრაფად ჩასხედით მანქანაში,თქვენი კოცნა და ამბები არ ვიცი მე,გავიყინე ! -ავწუწუნდი და მანქანაში სულ კისრის ტეხით შევხტი.
-ნინე,მურმანის ეკალიც აღარ ქვია იმას,შენ რომ ხარ. -გაიცინა სანდრომ და მანქანაში ჩაჯდა.
-ბიჭებიც ხომ ამოვლენ? -ვიკითხე მხიარულად.
მიუხედავად იმისა,რომ წამოსვლა არ მინდოდა,ვიცი გემრიელად გავერთობი მათთან. სანდროს მეგობრები ისეთი მხიარულები არიან,შეუძლებელია მათთან მოიწყინო.
-ამოვლენ,ოღონდ ცოტა მოგივიანებით. საქმე ჰქონდა ორივეს. -გაიღიმა სანდრომ და მაგდას გახედა. -მაგდა,გახსოვს ჩემს ძმაკაცზე,რომ გიყვებოდი,უკრაინაშია და ჩამოსვლას აპირებს მეთქი?
-მახსოვს,როგორ არა!
ეგ მაგდას კი არა მეც მახსოვს. ბიჭები სულ მასზე ლაპარაკობენ,როგორ ჩანს ძალიან ახლოს არიან.
-ჰოდა,მგონი ახალი წლებისთვის მოახერხებს ჩამოსვლას და აუცილებლად გაგაცნობთ,ძალიან კარგი ადამიანია. -გაიღიმა სანდრომ.
-როგორც იტყვი სიძე ბატონო. -გავიცინე და ფანჯრისკენ მივატრიალე თავი.
-ასათიანებისთვის დამახასიათებელი სიგიჟე სულ ამას შეხვდა ოჯახიდან? -გადაიხარხარა სანდრომ და მაგდას გახედა. ისიც გულიანად იცინოდა.
ყურადღება აღარ მიმიქცევია. ფანჯრიდან გავცქეროდი,იმ უზარმაზარ ფიფქებს,ასე მხიარულად რომ ფარფატებდნენ ჰაერში. თბილისში იშვიათად თოვდა დეკემბერში,. თითქმის არასდროს. ისე მიხაროდა პირველი თოვლი,აღფრთოვანებით გავცქეროდი ამ ლამაზ სანახაობას.
მალე მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. სანდროს აგარაკზე ნამყოფი ვიყავი,მაგრამ წელიწადის იმ დროს ისეთი ლამაზი მომეჩვენა,რომ სულაც აღარ ვნანობდი ჩემს აქ წამოსვლას.
ლამაზად შეთეთრებულიყო მოზრდილი ხვლიკისფერი სახლი. ეზოში პატარა ხე იდგა. ისიც ვერ გავარკვიე რისი იყო,მაგრამ სულ არ მაინტერესებდა. რისიც არ უნდა ყოფილიყო მისი ტოტები საოცრად ლამაზი გახლდათ.
-რაო ნინე,მოგეწონა თოვლი? -გაიცინა სანდრომ და გააგრძელა. -შენ ალბათ,საჩუქრებსაც ელი თოვლის ბაბუსგან.
-ერთი არ გიჩუქნია,ცემით უნდა ამოგხადო სული. -მაგდას უკან გავყევი და მალე სახლშც შევაბიჯეთ.
ბუხართან მოზრდილი ნაძვის ხე იდგა. სხვათა შორის სათამაშოების გარეშე.
-ნაძვის ხეს რა სჭირს? სათამაშოები დაგავიწყდა,სანდრო? -ვიკითხე ინტერესით და ახლოს მივედი,რამე ხომ არ მეჩვენება მეთქი.
-აწყობა ვერ მოვასწარი,ნინე. სანამ მე ბუხარს დავანთებ და მაგდა რაღაცებს გაამზადებს,შენ ნაძვის ხეს მორთავ. -ბრძანება გასცა სანდრომ და სათამაშოებით სავსე ყუთი წინ დამიდო.
-ბედი შენი ,რომ ვგიჟდები ნაძვის ხის მორთვაზე,თორემ რას იზამდი მაინტერესებს!
ნაძვის ხის მორთვა,ეს ალბათ ერთადერთი რამაა რაც ძალიან,ძალიან კარგად გამომდის. მთელი სერიოზულობით ჩავეფლობი ხოლმე და ბოლოს ულამაზესი ნაძვის ხეც გამომდის.
-ნინე,ზოგი სათამაშო დამტვრეულია,მაგრამ მგონი საკმარისი უნდა იყოს. -შენიშნა სანდრომ და ბუხრისთვის შეშა შემოიტანა.
მაგდა მთელი გრძნობით აკეთებდა სალათებს და ისეთი საყვარელი იყო,სანდროს კი არა მეც მომინდა მასთან ჩახუტება. ჩემს საქმეს შევუდექი. დიდი სიფრთხილით ვკიდებდი სათამაშოებს ხეზე. რამდენჯერმე არ მომეწონა და ლამის ნახევარი ნაძვის ხის დაშლა მომიწია.
-რათ უნდა გოგო მაგდენი ფერება,ჩამოკიდე ეგ სათამაშოები და დამთავრდა! -ჩემი ყურებით მობეზრებულმა სანდრომ ისე სასაცილოდ და საცოდავად ჩაილაპარაკა,გამეცინა.
-რა გესმის შენ სილამაზის,სამხარაძე!
ბოლოს და ბოლოს დავამთავრე. კმაყოფილი მზერა შევავლე ჩემს ნახელავს და ბოლო შტრიხი-ნათურებიც ავაციმციმე. მართლაც ლამაზი იყო.
-რაც იცი,იცი რა! ძაან ლამაზია,ნინე!
სანდროს ისეთი კმაყოფილი მზერა ჰქონდა,მგონი ღირდა ამად. მაგდამაც მომიწონა და მეც ბედნიერი ჩამოვჯექი სავარძელზე.
-დახმარება ხომ არ გინდა,მაგდა?
-არა,ნინე,დავამთავრე უკვე.
მე და მაგდამ სუფრა გავაწყვეთ. თავიდან სანდრომ გამოიჩინა ინიციატივა მოგეხმარებითო,მაგრამ სუფრაზე თეფშებს ისე უშნოდ აწყობდა მაშინვე გავაძევეთ ოთახიდან. ნახევარ საათში მანქანის ხმაც გავიგეთ.
-ბიჭები მოვიდნენ! -გავიღიმე გახარებულმა და შესაგებებლად გავიქეცი.
ისეთი გახარებული ვიყავი,ვერც მივხვდი ლევანს ხელები უკან რომ ჰქონდა დამალული. ორივეს ჩავეხუტე და ის იყო,უნდა მომეკითხა,რომ თოვლი პირდაპირ სახეზე შემეზილა.
-პირველ თოვლს გილოცავთ! -გაიცინეს ბიჭებმა და ახლა მაგდას ჩაეხუტნენ,გახალისებულები.
-სამაგიეროს გადაგიხდით! -ვბურტყუნებდი გაბრაზებული და თან თოვლს ვიწმენდდი. სახე სულ მომეყინა,სახლში შევვარდი და ბუხარს მივუჯექი.
ცოტა ხანში სუფრას მივუსხედით. მივირთვით და ცოტაც დავლიეთ. ბუხართან გადავინაცვლეთ და ახლა რაღაც საოცარ თამაშ ვთამაშობდით,რომელიც ლევანმა მოიფიქრა და ლამის სიცილით დავიხოცეთ ყველა.
-ნინე,შენ რას შვრები,ისევ თითქმის ექიმი ხარ? -გაიკრიჭა გიგა და ლევანს გაკრა ხელი.
-ჯერ ერთი ექიმობას არ ვაპირებ, ჩემი პროფესია ძალიანაც მომწონს,ორი ექიმი ოჯახში არაა საჭირო,ერთიც საკმარისია. -გავიცინე და მაგდას გავხედე. შენც არ მომიკვდე,სად ეცალა ჩემთვის.
-გვრიტებო,ეგეთები საძინებელში,ჩვენ ჯერ ბავშვები ვართ და არ შეიძლება. -გაიცინა ლევანმა.
-ახლა წიხლი,რომ მოგხვდება ცხვირ-პირში,მაშინ იძახე ეგ სისულელეები. -დაიღრინა სანდრომ და დარცხვენილი მაგდა მიიხუტა.
-დავიძინოთ აწი,სამი საათი შესრულდება მალე. -გიგამ იმხელაზე დაამთქნარა,ყველა ერთად ჩავეტეოდით შიგ.
-ჰო,მე დილით 11 საათზე სამსახურში უნდა ვიყო,თორემ გამომაგდებენ და ეგ არის. -ავყევი მეც და დემონსტრაციულად მეც გავაღე პირი.
ბიჭები წამოდგნენ. სანდრომ ჩემი და მაგდას ოთახი გვაჩვენა და კარიც გაიხურა.
ჩემი თბილი პიჟამოები ჩავიცვი და სულ მალე ისე დამთბა,ლოგინიდან დილამდე ამდგომი არ ვიყავი. მაგრამ. . .
შიმშილს რა ვუთხარი. ტელეფონზე საათი შევამოწმე,4 საათი სრულდებოდა. მაგდას გადავხედე და ისე არხეინად ეძინა,ახლა მისი გაღვიძება საცოდაობა იქნებოდა. დაძინება ვცადე. ბოლო-ბოლო ამხელა გოგო,ღამის 4 საათზე საჭმელად როგორ ავმდგარიყავი. ჯანდაბა! კუჭი ისე მიხრიალებდა,ახლა რამე რომ არ მეჭამა,დილამდე ალბათ სულსაც გავაფრთხობდი.
ნელა და ჩუმად წამოვდექი საწოლიდან. კარი გავაღე და აქეთ-იქით მივიხედე. სრული სიჩუმე იყო. ჰოდა,მეც ფრთხილად დავეშვი კიბეებზე. სამზარეულოს სკამზე გემრილად მოვკალათდი. ჩუმად გამოვიღე მაცივარში ჩადებული,მაგდას გაკეთებული ქათმის სალათი და იმდენი ვჭამე,სანამ გულის რევის შეგრძნება არ დამეუფლა. ჭამა დავასრულე,ყველაფერი მაცივარში მოვათავსე და ის იყო წამოდგომას ვაპირებდი,რომ ეზოში ხმები მომესმა. ვიფიქრე მომეჩვენა,მეთქი,მაგრამ არა. აშკარად ნაბიჯების ხმა იყო. დავიზაფრე,თუმცა გადავწყვიტე შიშებს არ ავყოლოდი და ფანჯრიდან ფრთხილად გავიჭყიტე. მაღალი სილუეტი კარს უახლოვდებოდა,ფრთხილად ჩამოსწია სახელური და გაიტრუნა. რა თქმა უნდა, არ გაიღო. მახსოვს სანდრომ საგულდაგულოდ ჩაკეტა კარები,სანამ დასაძნებლად წავიდოდით. თავში უსიამოვნო აზრმა გამიელვა.
-ჯანდაბა,ქურდი! -ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
რა გასაკვირია. სანდროს ოჯახი საკმაოდ შეძლებულია. წყნეთის სახლს იშვიათად იყენებენ,ალბათ იფიქრა შინ არავინ იქნება და უპრობლემოდ გავიტან ნივთებსო. მაგრამ ეზოში ხომ ორი მანქანა იყო?
-სულელი! -ვთქვი აკანკალებულმა და აქეთ-იქით ვიწყე სიარული.
ეზოში კვლავ გაისმა ნაბიჯების ხმა. ქურდი ისევ კარს მოადგა და ამჯერად ჯაჯგური დაუწყო.
-დავიღუპე! -გავიფიქრე შეშინებულმა.
ახლა,რომ გავქცეულიყავი ქურდი ხმას გაიგებდა და თვითონაც გაიქცეოდა,ბავშვებს კი ტყუილად შევაშინებდი. ყვირილსაც ვერ დავიწყებდი,ახლა ისეთი შეშინებული ვიყავი,ხავილის მეტი სხვა არაფერი ამომივიდოდა ყელიდან.
შევნიშნე,რომ კარს რაღაცით აღებდა. საკეტი ნელ-ნელა მოძრაობდა და მივხვდი,რომ სულ მალე ქურდი შიგნით აღმოჩნდებოდა. ჯანდაბა,ჯანდაბა! რა გავაკეთო?
კარი გაიღო.
მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ლამის იყო მუხლები მომკვეთოდა. წარმოდგენა არ მქონდა,რა უნდა გამეკეთებინა. მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე. შუქი სასწრაფოდ ჩავაქრე და გაზქურაზე მდგარ,ცარიელ ტაფას ჩავავლე ხელი.
-იქნებ ცოტა ხნით მაინც გავთიშო! -გავიფიქრე და სამზარეულოს კარს ავეკარი.
ალბათ გაიგო,რომ შიგნით ვიყავი. მესმოდა,როგორ უახლოვდებოდა კარებს. სულ ცოტაც და შიგნით აღმოჩნდებოდა,მე კი ხელები ისე მიკანკალებდა,მოსალოდნელი იყო ტაფა ამეცილებინა და სიცოცხლე აქ,სანდროს სამზარეულოში დამემთავრებინა,ყელგამოღადრულს.
-დავიღუპე,დავიღუპე,დავიღუპე! -ვიმეორებდი გულში.
-ჯანდაბა,ნინე! გონს მოდი! -გავკიცხე საკუთარი თავი და ტაფა უფრო მეტად ჩავბუჯე.
კარი გაიღო,დავინახე როგორ შემოვიდა ქურდი ოთახში და აქეთ-იქით თავის ტრიალი იწყო. როგორც კი ჩემკენ შემოტრიალდა,მთელი ძალით მოვიქნიე ტაფა და შიგ შუბლში გავარტყი.
-ამის დედას შევ***ი. -ხმამაღალი შეგინებას ძირს დაცემის ხმა მოჰყვა. მაშინ კი მოვიკრიბე ყველანაირი ძალა და ხმამაღლა ყვირილი მოვრთე.
-გიგა,სანდრო,ლევან,მაგდა! -იმხელა ხმაზე ვღრიალებდი,ბავშვები მაშნვე ჩამოცვივდნენ დაბლა.
-ნინე,რა იყო,რა მოხდა? -ლევანმა გულზე მიმიკრა და თავზე ხელი გადამისვა. -ნინე,რა მოგივიდა,სულ კანკალებ!
-ქქქ...უ...რდიია... იქ ქურდია!
ძლივს ამოვთქვი რამდენიმე სიტყვა და ხელი სამზარეულოსკენ გავიშვირე.
ლევანი გაოცებული მიყურებდა. ამასობაში დავინახე როგორ გამოფოფხდა სამზარეულოდან მაღალი ბიჭი და გაოცებული მზერით შეხედა ლევანს.
-მიჩალიჩებთ? -ოთახში მკვეთრი,ბოხი და საოცრად სასიამოვნო ხმა გაისმა.
გაოცებული ვუყურებდი ბიჭს,რომელიც ლევანისთვის სულაც არ უნდა ყოფილიყო უცხო და ჯერ კიდევ ვკანკალებდი.
-გაბრიელ? -გაიცინა ლევანმა და ბიჭისკენ გაიწია.
სანდრო,გიგა და მაგდა გაოცებული მომჩერებოდნენ.
-შენ აქ რა გინდა? -იყვირა სანდრომ და ისიც მიუახლოვდა აწ უკვე გაბრიელად ცნობილს.
-სულ რამდენიმე საათია ჩამოვედი,შენთან დავრეკე და შენმა დამ მითხრა წყნეთში არიანო,ჰოდა მეც ამოვედი,რავიცოდი ჩემი აქ ყოფნა თუ არ გაგიხარდებოდათ. -კბილებში გამოსცრა და ღრენით გამომხედა.
ვერაფერი ვერ გამეგო.
სანდრო,გიგა და ლევანი ხმაურით გადაეხვივნენ ბიჭს და შემდეგ მე მომიტრიალდნენ.
-ნინე,რა ქენი?
-რა ქნა და თავი კინაღამ გამიტეხა ტაფით! -ბიჭმა ისევ დაიღრინა და თავზე მოისვა ხელი.
-მე. ... მე ქურდი მეგონა....
-რომელი ქურდი შედის სახლის გასაძარცვად,მაშინ როცა პატრონები სახლში არიან? -იყვირა ბიჭმა და სახე დაეჭიმა.
უეცრად სანდრომ ისეთი სიცილი ატეხა,გული ლამის გამისკდა. მაგდა გაოგნებული სახით მიყურებდა არანაკლებ გაოგნებულს,მომიახლოვდა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მგონი ეს ის ბიჭია,სანდრო რომ გველაპარაკებოდა დღეს.
საშინლად გავბრაზდი. მე რა ვიცოდი? შუაღამეს ვიღაც კარს ეჯაჯგურებოდა და რას ვიფიქრებდი თუ სანდროს მეგობარი იქნებოდა?
დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით. არც მიფიქრია,რომ ქურდის გარდა კიდევ შეიძლება ვინმე ყოფილიყო კარს მიღმა,მითუმეტეს ‘ვიღაც’ გაბრიელი.
-ძალიან სასაცილოა. -ირონიულად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ჩამოჯდა.
-მოდი,ჩაგეხუტო ,რამდენი ხანი არ მინახიხარ! -გონს მოეგო გიგა და ძმაკაცს ჩაეხუტა.
დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეს,მე კიდევ დასჯილი ბავშვივით ვიდექი ახლოს.
სანდრომ გაბრიელს მაგდა გააცნო,ჩემი საცოლეაო,უთხრა და ამ დროს ისეთი სიყვარული დავინახე მის თვალებში,წამით დამავიწყდა წეღანდელი სასაცილო სიტუაცია.
-ნინე,მოდი შენი მსხვერპლი გაგაცნო. -სიცილით მითხრა სანდრომ და ხელით მანიშნა მივსულიყავი. -ეს ჩვენი ბავშვობის მეგობარია,გაბრიელი. გაბრიელ,ეს ნინეა,მაგდას უფროსი და და ჩვენი მეგობარი.
ეს ბიჭი ისეთი სახით მიყურებს,ცოტაც და მივბეგვავ.
-სასიამოვნოა-მეთქი,რომ გითხრა,ალბათ ძალიან უცნაური იქნება. -მითხრა უჟმური სახით,მერე ერთი გემრიელად ამათვალიერა და განაგრძო. -იმედია,აწი აღარაფერს ჩამარტყამ.
-დიდი ბოდიში. -გულგრილად მოვუბოდიშე,ჯერ ერთი,სულაც არ ვიყავი დამნაშავე. რომელი ჭკუათმყოფელი ეჯაჯგურება კარს შუაღამისას? სხვა რა უნდა მეფიქრა?! მერე,მეორე ისეთი უჟმური და აუტანელი იყო,სულაც დამნაშავე,რომ ვყოფილიყავი,ამაზე მეტად მაინც არ შევიწუხებდი თავს.
-სხვათა შორის,თავი გამიტეხე!
-სანდრო,პირველადი დახმარების ყუთი თუ გაქვს? -ვკითხე სანდროს.
-როგორ არა. ახლავე მოვიტან.
-ახლა გინდა რაიმე ინფექცია შემეჭრას და სულაც გამომასალმო სიცოცხლეს? -ისევ ისეთი სერიოზული და უჟმური გამომეტყველებით მელაპარაკებოდა.
მივხვდი,რომ ვბრაზდებოდი. ცოტაც და იმ ტაფას,წეღან,რომ თავში ვტკუცე,უკან ავიღებდი და მეორედ ჩავარტყამდი იმ გასიებულ თავში. ნამდვილი თავხედია!
-ნამდვილად არ ვაპირებ შენი რეპლიკების მოსმენას,გასაგებია? თავს დამნაშავედ სულაც არ ვგრძნობ. არც ერთი ნორმალური ადამიანი შუაღამისას კარს არ ეჯაჯგურება. რა უნდა მეფიქრა? მაპატიე,მაგრამ შენი ვინაობის გარკვევის დრო არ მქონდა. ახლა საშუალება მომეცი ჭრილობა დაგიმუშავო,თორემ ჩემი ბედის ამბავი,რომ ვიცი,მოკვდები და ეგეც მე დამბრალდება. -მონოლოგი დავასრულე. გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიმქცევია და ყუთიდან საჭირო ნივთების ამოღება დავიწყე.
-ხომ არ გაგიჟდი? არ დაგამუშავებინებ ჭრილობას,ექიმი მაინც იყო. -მითხრა აგდებით.
-შენ წარმოიდგინე და დღეში 5-6 შენნაირ ხისთავიანს ვიტან,ასე რომ შეგიძლია გაჩუმდე,თორემ სიმართლე გითხრა,არც მაგაზე ვინაღვლებ!
გაბრიელმა უცნაურად ჩაიცინა.
გიგამ უეცრად ხარხარი ატეხა.
-ვგიჟდები შენს გესლიან ენაზე,ნინე! -გაუჩერებლად იცინოდა და თან წარბებ შეკრულ გაბრიელს უყურებდა.
გაბრიელი მორჩილად დაჰყვა ჩემს მითითებებს. როცა სპირტიანი ბინტი შუბლზე დავადე,სიმწრისგან დაიღრინა. მე კი,სიტუაციით ვისარგებლე და ბინტი სპეციალურად მოვუსვი კიდევ რამდენჯერმე.
-მეტკინა! -კბილებში გამოსცრა კაცმა და საშინლად მრისხანე თვალებით შემომხედა.
-არაუშავს,აიტან!
-ნინე,ვამაყობ შენით! -ჩაერთო სანდრო. -ქურდი რომ შემოგვეპარება სახლში,იმედიანად ვიქნები. მთავარია ახლო მახლოს ნინე და ტაფა იყოს.
ყველას გაეცინა ჩემსა და გაბრიელის გარდა. ის ისეთი ‘სიფათით’ იყურებოდა,დედას გეფიცებით,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ ავხარხარებულიყავი.
-გაბრიელ,მაინც რამ დაგკრა თავში,ასე უცებ რამ ჩამოგიყვანა? -იკითხა ლევანმა.
-რა ვიცი. მომენატრეთ,თან თავისუფალი დრო მქონდა,ჰოდა ვიფიქრე ჩავალ-მეთქი. -სერიოზული სახით უპასუხა კითხვას.
გაიღიმოს მაინც,ბოლოს და ბოლოს რამდენი ხანია ძმაკაცები არ უნახავს. რა უჟმურია!
ცოტა შემცივდა. ახლა გავიაზრე,რომ მე და მაგდა პიჟამოებით ვისხედით სიცივეში.
-ნინე, -დამიძახა გიგამ. -ერთმა ძალიან ლოგიკურმა კითხვამ შემაწუხა.
-გისმენ!
-რას აკეთებდი ღამის 4 საათზე სამზარეულოში?
გულიანად გამეცინა.
-ძალიან მომშივდა და იძულებული გავხდი მეჭამა.
-ანუ,რა გინდა თქვა,რომ ჩემი თავი შენს კუჭს შეეწირა? -წარბებ შეკრულმა,დაბღვერილი გამომეტყველებით მკითხა და თავისი კუშტი მზერა უსირცხვილოდ გამისწორა.
-დიახ,ასეც ხდება ხოლმე. -ვუთხარი ირონიულად.
-სინდისმა მაინც შეგაწუხოს. რა უზრდელობაა. -ირონიულად ჩაეღიმა და ახლა თვითონ გამისწორა უცნაური ფერს თვალები.
საშინლად გავბრაზდი,მაგრამ ბიჭების ხათრით ხმა არ ამომიღია. კიდევ ერთი სიტყვა,რომ ეთქვა ამ გაბღენძილს ტაფას კიდევ ერთხელ ჩავარტყამდი,მაგრამ ამჯერად ისე,რომ თვალებში კარგა ხანს ვერ გამოიხედებოდა.
ბიჭები კვლავ იცინოდნენ.
-რამდენ ხანს რჩები? -ჰკითხა სანდრომ.
-მაქსიმუმ ერთი კვირა. ელენესთან და ტასიასთან მინდა უმეტესად დროის გატარება,მაგრამ თქვენთვისაც მოვიცლი.
ნუთუ ცოლ-შვილი ყავს? ნეტავ როგორ უძლებს ამას ცოლი. სიყვარული ბრმააო,ხომ გაგიგიათ.
არადა ფიზიკურად შესანიშნავი აღნაგობა აქვს. მაღალი და მხარ-ბეჭიანია. ლამაზი,გამოყვანილი ნაკვთები,საშუალო ზომის და ლამაზი ფორმის ტუჩები,თხელი ოდნავ გრძელი ცხვირი და რაღაცნაირი,უცნაური ფერის თვალები აქვს. მგონი ცისფერია,მაგრამ მთლად მასეც არ არის. არც ლურჯია,თითქოს ნაცრისფერში გადადის,მაგრამ ასეც ვერ იტყვი. მოკლედ,ვერაფრით გავარკვიე მისი თვალის ფერი. გრძელი,მოვლილი და დაძარღვული ხელის მტევნები; მოკლედ,სავსებით აკმაყოფილებს ჩემს გემოვნებას,თუმცა ისეთი საშინელი ხასიათი აქვს,ცხოვრებაში მისკენ არ გავიხედავ.
ჩემს ფიქრებზე თვითონვე გამეცინა. თურმე ის ვაჟბატონი რაღაცას ყვებოდა და ჩემი სიცილი ცუდად მოხვდა გულზე.
-რამე სასაცილო ვთქვი? -დაიღრინა.
-ნუ დახოცავთ ერთმანეთს! -თითქმის ერთხმად წამოიძახეს გიგამ და სანდრომ.
-არა,როგორ გეკადრებათ,თქვენს სიტყვებზე,როგორ გავიცინებ! -ირონია არც მე დამიკლია და ფეხზე წამოვდექი. -თქვენის ნებართვით ბავშვებო,ავალ და დავწვები. ხვალ ვმუშაობ და ენერგია მჭირდება. მაგდა წამოხვალ?
ჩემმა დამ თავი დამიქნია.
ყველას სათითაოდ დავემშვიდობე. სანამ წავიდოდი,ჩანთიდან ორი აბი გამაყუჩებელი ამოვიღე და გაბრიელს დავუდე მაგიდაზე.
-სანამ დაიძინებ ეს დალიე,ტკივილს გაგიყუჩებს.
ერთი საეჭვოდ შემომხედა,მერე კი ჩვეული უჟმური სახით მითხრა.
-მადლობა!
-ძილინებისა! - მე და მაგდა კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ მეგობრებს და ოთახში ავედით.
მაგდას დაცინვას ველოდი,მაგრამ მთლად ასეთი დაუნდობელიც თუ აღმოჩნდებოდა,ნამდვილად არ მეგონა. მთელი ნახევარი საათის ნაგროვები ენერგია ერთბაშად დაცალა ჩემმა შტერმა დამ და როცა მორჩა, მკვდარივით ჩამეძინა.
-----------------
მოგესალმებით!
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამეტვირთა,თუ არა ეს ისტორია საიტზე. ცოტა არ იყოს,მეშინია,რომ არ მოგეწონებათ და ამბები,მაგრამ გავრისკე. რაც არის,არის. დიდი ხანია ვწერ,მაგრამ ეს ახალია.
ბევრ კომენტარებს და ნახვებს არც ველი,მაგრამ რამდენიმე თუ წაიკიტხავთ,ესეც საკმარისია. :დ



№1  offline წევრი Firefly

მშვენიერი ისტორიაა მე ძალიან მომწონს მალედადე შემდეგი თავი
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი natia-natia

მომეწონა მალე გააგრძელე ბევრი. ვიცინე მაგარი იყო არგვაწვალო რა მალე დადე

 


№3 სტუმარი Nan o

Momewona, gaagrzele:D

 


№4  offline წევრი Gone With Dreams

Firefly
მშვენიერი ისტორიაა მე ძალიან მომწონს მალედადე შემდეგი თავი

ძალიან დიდი მადლობა,ყველანაირად ვეცდები არ გალოდინოთ love

natia-natia
მომეწონა მალე გააგრძელე ბევრი. ვიცინე მაგარი იყო არგვაწვალო რა მალე დადე

დიდი მადლობა,ვეცდები მალ-მალე დავდო ხოლმე <3

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love love სულ არ ველოდი კომენტარები თუ დამხვდებოდა და როგორ გამიხარდა,ვერც წარმოიდგენთ. ვეცდები თქვენი იმედებბი გავამართლო request
--------------------
...

 


№5  offline წევრი eki_eka_ake

Yocjag magari gogo xar ra magrad vicine <3

 


ეს ის არის, რაც მე მგონია?

 


№7  offline მოდერი tsn

ძალიან კარგი იყო, პოზიტიური და კარგ განწყობაზე დამაყენა.. .

 


№8  offline წევრი Gone With Dreams

eki_eka_ake
Yocjag magari gogo xar ra magrad vicine <3

დიდი მადლობააა love

#ნათია,ხომ იცი,როგორ მიყვარხარ

tsn
ძალიან კარგი იყო, პოზიტიური და კარგ განწყობაზე დამაყენა.. .

დიდი მადლობა request love

ჭორფლიანი გოგონა
ეს ის არის, რაც მე მგონია?

ხომ იცი,როგორ მიყვარხარ wink love
--------------------
...

 


№9  offline წევრი Smiling girl

მომეწონა ძალიან კარგია <3 მალე დადე და დიდებიი

 


თაია am მომეწონა, თან როგორ! ნინე კარგი გოგო ჩანს, ჩვენებურია რა. ისაა.... ეგ სადაც მუშაობს, მარკ სლოუნისნაირები არ არიან ცუდად ყოფნა რომ მოვიმიზეზო და მივიდე? :დდდდ

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ სათაურმა მომხიბლა. რაღაც ამ საიტისთვის ჯერჯერობით უცხო თვალის ფერი ახსენე:))). მაგრამ, აი ამ გოგოს რეაქციამდე რომ მივედი ლამის შევწყვიტე კითხვა. ეგ ეპიზოდი განსაკუთრებით არ მომეწონა. რაც არ უნდა იყოს,ადამიანს ტაფა ხია და ლამის იმ ქვეყანას გაისტუმრა და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, ამან კიდევ ხისთავიანიო,ირონიაო. არ მომწონს ეს ვითომ მაგარი, მაგრამ რეალურად უზრდელი გოგოები. ტიპი ეუჟმურებოდა აბა რას იზამდა, ამდენი ხნის უნახავ მეგობრებთან ჩამოვიდა და ისეთ დღეში ჩააგდო.

 


№12  offline წევრი Gone With Dreams

ჭორფლიანი გოგონა
თაია am მომეწონა, თან როგორ! ნინე კარგი გოგო ჩანს, ჩვენებურია რა. ისაა.... ეგ სადაც მუშაობს, მარკ სლოუნისნაირები არ არიან ცუდად ყოფნა რომ მოვიმიზეზო და მივიდე? :დდდდ

რა მაიმუნი ხარ :დდდ მარკ სლოუნისნაირები არ ვიცი,მაგრამ შენ მოგიხერხებ რამეს,ხომ იცი შენთვის როგორები მემეტება :)))

grafo
ჯერ სათაურმა მომხიბლა. რაღაც ამ საიტისთვის ჯერჯერობით უცხო თვალის ფერი ახსენე:))). მაგრამ, აი ამ გოგოს რეაქციამდე რომ მივედი ლამის შევწყვიტე კითხვა. ეგ ეპიზოდი განსაკუთრებით არ მომეწონა. რაც არ უნდა იყოს,ადამიანს ტაფა ხია და ლამის იმ ქვეყანას გაისტუმრა და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, ამან კიდევ ხისთავიანიო,ირონიაო. არ მომწონს ეს ვითომ მაგარი, მაგრამ რეალურად უზრდელი გოგოები. ტიპი ეუჟმურებოდა აბა რას იზამდა, ამდენი ხნის უნახავ მეგობრებთან ჩამოვიდა და ისეთ დღეში ჩააგდო.

პირველ რიგში დიდი მადლობა,რომ კითხულობ.
რაც შეეხება,ნინეს,უზრდელი ნამდვილად არ არის,უბრალოდ რა ქნას შეეშინდა :დდ არ ვაპირებ უზრდელ პერსონაჟად გამოვიყვანო,პირიქით შემდგე თავებში კარგად დაგანახებთ,როგორი პერსონაჟიცაა.
გაბრიელს რაც შეეხება,კარგი ბიჭია. :დდდ
თვალის ფერი და სათაური კიდევ,მე თვითონაც ძალიან მომწონს. :დ
--------------------
...

 


№13  offline წევრი natia_888

წერის ისეთი მანერა გაქვს, რომ ვკითხულობ თავი ეპიცენტრში მგონია love ძალიან, ძლიან საინტერესო და სასიამოვნი საკითხავია love

 


№14  offline წევრი duchi_duchi

სხვების არ ვიცი მაგრამ მე ბევრი ვიცინეე...დასაწყისი მომეწონა.კარგია.

 


№15  offline წევრი ლია კკკ

კარგია❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent