შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი იდუმალი არსება თავი 2


19-01-2016, 03:56
ავტორი tikliko
ნანახია 1 825

სახლში დაღლილი მივედი.გონება გათიშული მქონდა . -ან ფილმს ვუყუროთ? -რას?მე მელოდრამა მინდა.რაიმე ავარჩიოთ. -იქნებ საშინელებას?მაგრად გაასწორებდა ახლა. -მე მოვკვდები ამაღამ მაგას ,რომ ვუყურო.ხომ იცი მეტად სუსტი გული მაქ. -აუ ,მიდი რა.თან სასუსნავიც მივაყოლოთ .გთხოვ. -ოჰჰ.კარგი კარგი .ისევ შენი გაიტანე საზიზღარო. -მალე ფილმის მუღამში შევედით.ანა ხანდახან შიშისაგან ცქმუტავდა და თვალებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა. -აი ,ახლა ნაწლავებს გააყრევინებს..-ანას ჩავჩურჩულე. -ააააააა,მოდი გამოვრთოდ რა. -ჩემო მშიშარა, მაშ დავაი საწოლებში. -მთელი ღამე ვბორგავდი ,ვფიქრობდი,არა იმ იდიოტ სიმპატიურ ცხოველზე ,არამედ ჩემს ცხოვრებაზე.სულ მარტო და ეული სანამდე ვივლიდი.ჯანდაბა... რასზე ფიქრობ ჭელო რასზე...ფიქრები ვუკუაგდე,გვარიანად გავუბრაზდი ჩემ თავს და დასაძინებლად დავადე თავი. -აეგდეთ დედოფალო საწოლიდან ! -აუ,ან შენი დედა გატყლაპუნდა ტყლაპოში .დავაი რა დამაძინე. -ეეე,ადე რაა,თორემ გაყვინავებ ცივ წყალში. -მაგას იზამ და მაგარი დაგერხევა მე ვიყო არაქალი. -მაშინ ადექი.კვირაა გავისეირნოთ. -ვდგები ეშმაკის მოციქულო. -აწიე მაგ ლამაზი უკანალი და რესტორანში წავიდეთ. -მალე ავდექი შავი მოტკეცილი ელასტიკი ჩავიცვი,ზედ მოკლე ტოპი წარწერით.NO JOB,NO MANEY,NO BOY AND NO PROBLEM(მცირე ასოებით)შემოვიცვი ჯინსის ჟილეტი.ფეხზე ჩვეულებრივი ნაიკის კედები.თმები ჩავიწენი და სათვალეც დავიკოსე... -ან კი მაგრამ სად მივდივართ ,ან რა გვინდა იქ ჰაა ?!-გავძახე ანას ...-მალე იმ რესტორანში ვიყავით სადაც ანა ბოლოს მუშაობდა.მშვენიერი გარემო იყო.ფანჯრის მხარეს კუთხეში დავჯექით. -რას ინებებთ?-მოგვიახლოვდა მიმტანი გოგონა.ეტყობა ახალი იყო ანა ვერ იცნო. -მე კაპუშინო და შოკოლადის ნამცხვარი.-შევუკვეთე . -და თქვენ?-ახლა ჩემს მეგობარს მიუბრუნდა. -მე ფორთოხლის წვენი და მეც ნამცხვარი.-მიმტანმა ჩაიწერა და გაგვშორდა. -ან ,აქ რა გვინდა,სახლში ვერ შევჭამდით?! -ლი,ლეოს ნახვა მინდა. -რამდენი ხანია მასეა მაგ შენი პრინცი და ვერ გამჩნევს,თანაც შენ, იდიოტია.ეცადე დაანებო თავი ან რავი.. -მისმინე !ვგიჟდები მასზე ის ისეთი მამაკაცურია და როგორი სექსუალური. -ოე,ოე რა ტყემლის ხეზე ხარ და ბალს ჭამ.ჩამოფრინდი და გაანძრიე ეგ ტვინის ქილა. -შეაჩნიე ?დაინახე არა?! -ვინ?სად? -ლევანი..-და გვერძე გავიხედე, სადაც ქერა მამაკაცი ერთ-ერთ მიმტანს გაფაციცებით რაღაცას უხსნიდა. -გოგო,გამოფხიზლდი არ შეხედო.მოგკლავ იცოდე. -რა ვქნა?მე მაგის დამკერი არ ვარ.შენნაირი გარეგნობა ,რომ მქონდეს...იასნია. -ან,შენ ისეთი კარგი ხარ ,მასე არ თქვა! ისეთი კეთილი და მშვენიერი ხარ სულით ,რომ არ არსებოს შეუყვარდე.ახლა მალე გავათავოთ და შოპინგებზე.მაგ კაცს ნერწყვებს ვაყლაპიებთ.-იმ დღეს ვიშოპინგეთ ,სხვადასხვა რამეები სულ ძალით ვუყიდე მეგობარს.საღამოსკენ ვისეირნეთ,მუსიკებს მოვუსმინეთ .ანა ისევ ჩემთან დარჩა ხვალ სამსახურში ერთად წავიდოდით. -დილით 8 იყო,რომ ყუყივით ზეზე ვეგდე,ანას ერთი მუჯლუგუნი ვუთავაზე და ისიც წამოვახტუნე.სამსახურში კონსერვატიულად გამოვეწყვეთ.ჩემს რაშში ჩავჯექით. -აუ,უფროსი საქმეს მიხედეთ!-წამოიძახა ერთმა.-ის ვინაა?-ჩუმათ,საქმე თორე კინწისკვრით მიგვაბრაძანებს.-აი,ასე ჩურჩულებდენ.ანამ ჩემი კაბინეტის კუთხე დაიკავა.და რაღაცეებიც დავავალე. -ანა ყველას უთხარი თათბირია-თქო,თან გაიცნობ ამასობაში.მალე 15 წუთში მთვარ კაბინეთში იყვნენ! -ხომ იცით ,რომ კომპანიას მალე იუბილე აქვს.მინდა წვეულება მოვაწყოთ და ორგანიზებას ლილი შენ გაბარებ.-მივმართე ერთ დაბალ თანამშრომელ გოგოს. -ქალბატონო ლიზი, იცით ჩვენთან თანამშრომლობა სურს ერთ ძლიერ ქართულ კომპანიას ,,ქრეატივს“.შეხვედრა დღეს დავნიშნეთ და ლაპარაკი უნდა ამ თემაზე თქვენთან.-მომახსენა აბეზარმა გიომ. -კარგით.შეხვედრა როდისაა? -შუა დღისთვის. -ან ყავა გამიკეთე რა და გთხოვ მალე .- ანამ ყავა შემოიტანა ჩემს კაბინეთში. -ლიზ,ვიღაც მამაკაცია მოსულ... -შემოუშვი.-უმალვე ვუპასუხე.საბუთებიდან არ ამიღია თავი ,თან ყავას მივირთმევდი,როცა კვლავ კარებზე დააკაკუნეს . -შემოდით!-პასუხი თავის აწევის გარეშე დავუბრუნე.ოთახში ვიღაც შემოვიდა .უცებ ავიხედე და რას ვხედავ უნამუსო უცნობი.ფუ შენი..ნეტავ ვერ მიცნოს ,ნეტავ არ ვახსოვდე...ამ ფიქრებში ვიყავი გართული,სკამიდან ამოვიწიე და ფეხზე წამოვიმართე. -მე ქალბატონო ლიზა დემეტრე ონიანი გახლავართ.-ჩემი ხელი მისას შევაგებე. -სასიამოვნოა.-ხელზე ოდნავ მსუბუქად მომიჭირა .მე არაფრის მთქმელი თვალები შევანათე.მას სახიდან ცინიკური გამომეტყველება კი არ მოუშორებია. -გავიგე ლამაზი მფლობელი ,რომ ჰყავდა ამ კომპანიას ,მაგრამ ასეთი თუ იქნებოდით ,რავი გადააჭარბეთ.-და თვალი მომავლო ,თან ტუჩის კუთხე ჩატეხა. -საქმეზე ვისაუბროთ ბატონო დემეტრ! -ჩემი კომპანია მშენებლობას ანხორციელებს უამრავ ქვეყანაში .ახლა კეძოდ კი დუბაიში.თქვენი გამოცდილი არქიტექტორების დახმარება გვჭირდება.იმედია ვითანამშრომლებთ.-და სახეზე დაკვირვებით დამაშტერდა. -კონტრაქტი გავაფორმოთ პირობებით.იმედია გავუგებთ ერთმანეთს და სად შევხვდეთ?!-მთელი ამ დროის განმავლობაში მშვიდად ვსაუბრობდით.არადა მინდოდა გამეგლიჯა წუხანდელისთვის.არ ვიცი რატო დავთანხმდი.ალბათ,იმიტომ ,რომ მტერი ახლოს უნდა მყავდეს. -იცით ქალბათონო ელენე იქნებ ხვალ ჩემს კომპანიაში შევიკრიბოთ, და იქ გადავწყვიტოთ საბოლოოდ,თუ რათქმაუნდა თანახმა იქნებით. -კარგით,მაშინ საქმეს შევუდგები. -ახლა დაგტოვებთ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და იმედია ასეთივე მშვენიერი თანამშრომლობა გამოგვივა.-ფეხზე ადგომილს კი კიდევ ერთხელ თავიდან ფეხებამდე შემავლო,ირონიულად ჩაიცინა და გავიდა.არ ვიცი ამდენ ხანს როგორ ვიკავებდი.საზიზღარი,არაკაცი ..10 წუთის შემდექ რაც ხელში მომხდა დავლეწე. -უნამუსო,ხეპერე ,ცხოველო ,არაკაცო...!-გავყვიროდი მთელ კაბინეტში.-გოგო რა გჭირს ?!-არაფერი ანა არაფერი. -სავარძელში მძიმედ დავეშვი და ფიქრი დავიწყე.უეჭველი მიცნო ,ჰჰ ასეა,მაგრამ ეგონოს ვითომ არ ვიცი...ნახე რას გიზამ ბატონო დემეტრე სისხლს გაგიშრობ... პ.ს.ესეც მეორე თავი იმედია ოდნავ მაინც ნორმალურია.ვცდილობ გულდასმით და შეცდომების გარეშე ვწერო.წინა თავი ცუდად გადავაკოპირე .ნეტა ღირს გავაგრძელოო?იქნებ რაიმე კვლავ მირჩიოთ.ბოდიშით შეცდომებისთვის .



№1 სტუმარი ani

Dzalian momwons kargia da tan cota tavebic gazarde

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent