უცნაური სიყვარული 2
ვიჯექი კომპიუტერთან და ვერ ვხვდებოდი რა მიმეწერა სანდროსთვის. ვფიქრობდი დღეს მომხდარზე და ვხვდებოდი რომ რაღაც მემართებოდა ვერ ვუბრაზდებოდი. მთელი ღამე ვერ დავიძინე დილით კი უნივერსიტეტში არ წავსულვარ სამსახურში გადავწყვიტე წასვლა თითქოს ველოდი რომ სანდრო მოვიდოდა. ******* ვრეკავდი ზარს და ველოდი როდის გამიღებდნენ კარს ვაჩე ან მარიამი... კარი მარიამმა გამიღო.. -ოხ სანდრო რა დიდი პატივია,ადრე ორი ან სამი თვე არ ჩნდებოდი ახლა კი დღეს უკვე მეორედ მოხვედი. -კარგი მაშინ წავალ. -შემოდი ნუ მაიმუნობ. -ვაჩე სადაა??? -ჯერ არ მოსულა, მოვა მალე. -ისე მე შენთან მოვედი... -მივხვდი ისევ რუსო.... -ხო მომიყევი მესზე რაც თუ იცი... -აუუ შენ რანაირი ტიპი ხარ გოგოს არ იცნობ და გიყვარს.. -ხო ამნაირი ვარ მე ის შემიყვარდა და რა გავაკეთო... -ხო კარგი მოგიყვები.... -გულისყურით გისმენ.. -რუსოს ყავს ერთი და და მშობლები... მშობლები იტალიაში მუშაობენ იმისთვის რომ რუსოს და მის დას არაფერი არ დააკლდეთ, მის დას შეყვარებული ჰყავს მაგრამ მშობლების საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ ქორწინდებიან, რუსო სახლში ხშირად მარტოა იმიტომ რომ მისი და იმ ბიჭთან ერთად არის სულ, ის ძალიან თბილი და საყვარელი გოგოა მე უკვე სამი წელია ვიცნობ ანუ მას შემდეგ რაც წიგნების მაღაზია გავხსენი. არავის შეწუხება არ უყვარს ურჩევნია მარტო იბრძოლოს. -ეხლა მივხვდი ვინ არის ის ბიჭი მათთან რომ ვნახე. -შენ რა იეჭვიანე?? -ხოო.. ვიეჭვიანე იმ ბიჭზეც ვეჭვიანობ შენთან რომ მუშაობს. -გიორგიზე ამბობ?? გიო რუსკას კურსელი და მეგობარია თან ნათია უყვარს აი ის მეორე გოგო ჩემთან რომ მუშაობს.. -მარი რაღაც მინდა გთხოვო? -გისმენ. -შენთან მამუშავე რა გთხოვ. -რათქმაუნდა რატომ მეკითხები ის მაღაზია ხომ ჩვენია ბიძაშვილო. -არ მინდა რუსკამ ეგ გაიგოს. -კარგი მაგრამ რამდენხანს აპირებ დაუმალო.. -დიდხანს არა.. კაი ეხლა წავედი დავიძინებ და დილით სამსახურში მოვალ. -ნახვამდის დილამდე.. სახლში მივედი ვიცოდი მამას არ მოეწონებოდა ჩემი საქციელი მაგრამ უნდა მელაპარაკა მასთან როგორც მეგობარს და არა მამას. -რატომ არ გძინავს შვილო აქამდე?? -მამა შენთან დალაპარაკება მინდოდა. -გისმენ სანდრო. -მამა ვიცი გაწყენინე როცა ბანკში დავიწყე მუშაობა, შენ ამაზე თვალი დახუჭე მაგრამ მამა მე გადავწყვიტე რომ მარისთან ვიმუშაო წიგნების მაღაზიაში. -ის შენიც არის და თუ შენი ბიზნესის რაღაც ნაწილის მართვას მაინც ინებებ ძალიან გამეხარდება... კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის? -კი მამა მე ერთი გოგო მომწონს მაგრამ არ მინდა რომ ჯერ გაიგოს ყველაფერი ჩემზე. -აააჰა გინდა რიგითი თანამშრომელი იყო. -ხო მამა ეგრე მირჩევნია.. -მესმის შენი მაგრამ ტყუილით დაწყებული ურთიერთობა კარგი არ იქნება იმ გოგოსაც გული ეტკინება. ეხლა წადი დაიძინეე.. დავწექი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა გული პატარა ბავშვივით მიფართხალებდა... დილით ადრე ავდექი და სამსახურში წავედი. ************ -გამარჯობა მარი.... -დილამშვიდობის ასე ადრე არ გელოდი.. -ხო უნივერსიტეტში არ წავსულვარ. -კარგია მალე ჩვენს ახალ თანამშრომელს გაგაცნობ... -კარგია ახალი თანამშრომელი.... -აიი მეც მოვედი მარი...(სანდრო) ზურგს უკან მომესმა ნაცნობი ხმა მოტრიალება ვერ გავბედე ვიცოდი მის მწვანე თვალებს შევეჩეხებოდი 'ოღონდ ეს არ იყოს ჩემი ახალი თანამშრომელი ოღონდ სანდრო არა გთხოვ ღმერთო' შემოვტრიალდი და სანდროს მომღიმარ სახეს გადავაწყდი. -მოდი სანდრო რუსკას ხომ იცნობ? (მარი) -კი ვიცნობ... გამარჯობა რუსკა ჩემთვის სასიამოვნოა კიდევ ერთხელ შენი ნახვა. -ჩემთვისაც სასიამოვნოა. -კარგი მე წავედი მეჩქარება სანდროს შენ გაბარებ აუხსენი ყველაფერი რა გთხოვ.(მარი) -კარგი მარი. ვიდექი და ვუყურებდი სანდროს რომელიც მე მიყურებდა და იღიმოდა. -ჩემი საჩუქარი არ მოგეწონა? -კი მადლობა... არ იყო საჭირო უნდა ვაღიარო რომ კრეატიული საჩუქარი იყო. -მე კრეატივი ვარ მთლად. -ნუ მაცინებ.. -გიხდება სიცილი... უფრო ეშხიანი და ლამაზი ხდები... დიდხანს აპირებ ასე დგომას და ჩემს ყურებას?? -მე შენ არ გიყურებდიი.. -გაწითლდი შენ რა შეგრცხვა ჩემი?? -არა ალბათ სიცხე მაქვს... არ მომიახლობდე.. -სიცხე ხომ არ გაქვს ვნახავ უბრალოდ. სანდრომ ჯერ ხელი მიმადო შუბლზე მერ ლოყაზე ნაზად დამისვა თითები ბოლოს ტუჩებზე შეჩერდა. ერთიანად ვკანკალებდი მეგონა მალე გონებას დავკარგავდი მის მკლავებში. -რა გჭირს ერთიანად კანკალებ გცივა...(სანდრო იღიმოდა ხვდებოდა რაც მჭირდა მაგრამ არ იმჩნევდა) -არ მცივა და საერთოდ რას ნიშნავს ეს წიგნი და ყვავილები ახლა აქ იწყებ მუშაობას რა ხდება??? -ოჰჰ ცინიზმიც ჩავაქსოვეთ საუბარში.... -სანდრო ამიხსენი... -მემგონი უკვე დიდი ბიჭი ვარ იმისთვის რომ ვინმეს რამე ავუხსნა.. -მართლა?? კარგი ვიმუშაოთ როგორც რიგითმა თანამშრომლებმა აღარ მომიახლოვდე. -მხოლოდ მაშინ როცა მე მომინდება.. -არა არ მომიახლოვდეე... -რატომ??? ჩემი გეშინია??? -არა მე არ მეშინია არავისი. -ტუჩებზე რომ შეგეხე შენი გულის ხმა ჩემამდე აღწევდა ისე ჩქარა გიცემდა... -რააა??? -ნუ იბნევი..(სანდრომ ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და გულთან მიიტანა) აი ნახე ჩემი გულიც ეგრე ცემს. რას მიკეთებს ეს ბიჭი რატომ არ შემიძლია შევეწინააღმდეგო.... რატომ ვთრთი ასე მისი შეხებისას და ჩემი გული.... -კარგი წავედით ვიმუშაოდ.. მთელი დღე ისე გავიდა არც მარი მოსულა და არც სხვა თანამშრომლები სანდროს ყოველ მოახლოებაზე სუნთქვა მეკვროდა. -უკვე გვიანია დავკეტავ მაღაზიას და წავიდეთ. -კარგი დაკეტე. გარეთ გამოვედით მე ფეხით ვაპირებდი სახლამდე წასვლას. -რუსკა წამო გაგიყვან. -არა მადლობ აქვე ვცხოვრობ ფეხით გავივლი.. -კარგი მაშინ მეც ფეხით წამოვალ. -რაა?? - აბა მარტო ხომ ვერ გაგიშვებ ასე გვიან.. -მე ყოველთვის მარტო დავდივარ და არასდროს არაფერი მომსვლია... -ბოლო ორი კვირაა მარტო არ გივლია... -რააა?? -კი მარა ამ რას მეტი არაფერი იციი??? -არა არ ვიცი... -როგორ არა გცოდნია... ხო იმ დღის შემდეგ რაც ერთმანეთი გავიცანით მე აქ გელოდებოდი და ჩუმათ გაცილებდი.... -შენ რა მანიაკი ხარ? -არა შეყვარებული.. -რაააა?? -აუუუ კიდე ეს რაა??? ხო მე შენ მიყვარხარ. -ძალიან ხუმარა ხარ -მე არ ვხუმრობ... -ხმას დაუწიე ქუჩაში ვართ ყველა ჩვენ გვიყურებს. -მაშინ ვილაპარაკოთ... -ამოდი სახლში არავინ არის... -არ გეშინია?? რომ რამეს დაგიშავებ?? -არა არ მეშინია..... შემოდი ყავას დალევ?... -არა მხოლოდ ის მინდოდა მენახა რომ სახლში მშვიდად და უსაფრთხოდ მიხვედი... -მერე ჩემი კითხვები?? პასუხს ვინ გამცემს? -დაფიქრდი და პასუხს მიიღებ.. სანდრო წავიდა მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი ნუ თუ მართლა ვუყვარვარ და არ მეთამაშება... არა ესე უცებ შევუყვარდი ის ხომ არ მიცნობს... უბრალოდ დამინახა და შევუყვარდი??? არა.... ტელეფინზე სმსი მოვიდა დავხედე ნომერი ვერ ვიცანი გავხსენი დაა კითხვა დავიწყე "ვიცი ალბათ ფიქრობ რომ გიჟი ვარ მაგრამ არ ვარ გიჟი ეხლა შენი სადარბაზოს წინ ვდგავარ და ველოდები როდის მოვა შენი და სახლში რომ მშვიდად დავიძინო" ავდექი და ფრთხილად გავიხედე ფანჯარაში ის მართლაც იქ იდგა მანქანასთან... "სანდრო გთხოვ წადი ხალხი რას იფიქრებს ჩემზე საერთოდ არ გადარდებს ჩემი რეპუტაცია".…. "არა ვერ წავალ ხალხის აზრს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის მთავარია შენი სიმშვიდე".... "ხო და წადი რა გთხოვ".... კარზე ზარი დარეკეს ხალათი მოვიცვი და გავედი მივხვდი ჩემი და არ იქნებოდა მას გასაღები აქვს... სანდრო იყო.. -რა გინდა? -არ შემომიშვებ?? გავიყინე.. -შემოდი. -მე.... -იქნებ სმსი მომწერო უფრო თამამი ხარ... სანდრო მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია თვალები დავხუჭე ინსტიქტურად... სანდრომ შუბლზე მაკოცა და გულზე მიმიხუტა.... მესმოდა მისი გულიც ისევე ძლიერად ძგერდა როგორც ჩემი.... -სანდრო რას აკეთებ რატომ ვერ გიწევ წინააღმდეგობას?? -იმიტომ რომ იცი არაფერს დაგიშავებ. -რომ დამიშავო?? -არ დაგიშავებ... საყვარელ ადამიანს ვერაფერს დავუშავებ, მხოლოდ იმას დავუშავებ ვინც შენ გაწყენინებს და გულს გატკენს... -მე მეშინია... -იცი რატომ გეშინია სიყვარულის?? -რატომ? -იმიტომ რომ არასოდეს გამოგიცდია და გიგრძვნია ნამდვილი სიყვარული.. მომეცი უფლება გაგაბედნიერო.. ****** ესეც მეორე თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.