შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 11თავი


19-01-2016, 22:35
ავტორი ლორელაი
ნანახია 8 514

11.
სამსახურში ვიყავი,საბუთებში ჩაფლული და ყავას ვწრუპავდი,შემთხვევით ხელი,რომ მომიხვდა და კაბაზე გადამესხა.განერვიულებულმა ერთი გულიანად შევიკურთხე და მანტო მოვიცვი,სახლში ვაპირებდი წასვლას,ასე სველი და დასვრილი მუშაობას ვერ გავაგრძელებდი.ფოიეში გამოვედი და ჩემს თანამშრომელ მეგის მითითებები მივეცი,ის იყო გასვლას ვაპირებდი,რომ ორსულთა და მეძუძურთა სტენდთან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე,გული ამიჩქარდა,მთელი სხეული დამეჭიმა,ფეხისკანკალით წავედი მისკენ.
-რით შემიძლია დაგეხმაროოთ?-თავაზიანი კილოთი,თითქმის ჩურჩულით ამოვილაპარაკე და თითებს დავუწყე წვალება.
-ქალბატონი მენეჯერი ყველა კლიენტს თავად ემსახურება,თუ მხოლოდ მე მხვდა ეს ბედნიერება წილად?-ჩემკენ არც შემობრუნებულა ისე მიპასუხა,გამეღიმა.
-დღეს მენეჯერი ჩვეულებრივზე ცუდ განწყობაზეა და ნუ ეცდებით წყობიდან გამოიყვანოთ-გვერდით ამოვუდექი და მხარი გავკარი,წარბებს ქვეშიდან გამომხედა და ერთ წიგნს დაავლო ხელი,''მომავალი მშობლების სახელმძღვანელო''.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა,ღრმად ჩავისუნთქე და ისევ გავუღიმე.
-როგორ არის ლანა?
-კარგად. -ერთი სიტყვით შემოიფარგლა და სალაროსკენ წავიდა,მეც უკან მივყევი,მერე გადავიფიქრე და გზა კარისკენ განვაგრძე.
-თქვენს მომსახურებასთან შენიშვნები მაქვს, ქალბატონო მენეჯერო-უკვე კართან მდგომს დამეწია მისი სიტყვები,შევდექი.მივხვდი მის ჩანაფიქრს და მომინდა მეც ავყოლოდი.
-ხოოო?საინტერესოა და რას უწუნებთ?-ეშმაკურად გავუღიმე და გარეთ გავედი.
-მომსახურებაში ყავის შეთავაზება დაგავიწყდათ.
-ღმერთო ჩემო,ეს როგორ გამოგვრჩა,მე გიხდით ბოდიშს ბატონო ექიმო ჩემი უვ იცი თანამშრომლების მაგივრად.
-ბოდიში საკმარისი არ გახლავთ,ქალბატონო მენეჯერო-ეშმაკურად გაიღიმა და ერთი წარბი მაღლა ასწია,მეორე დაბლა დაქაჩა.ისევ ძველებურად გავგიჟდი მის ამ ჟესტზე და გაბრუებულმა ძლივს მოვწყვიტე მზერა.
-შეცდომას ყავაზე დაპატიჟებით გამოვისყიდი-თვალი ჩავუკარი და გვერდით მდებარე კაფეში შევედი.
-იცოდე, ანგარიშს შენ ასწორებ-გაეცინა ნიკას.
ფანჯარასთან ვისხედით,ნახევრად ჩაბნელებულ კაფეში და ყავას და ბანანის კრეპს მივირთმევდით.
-ოდესმე მექნება ჩემი საკუთარი წიგნის მაღაზია,სადმე ზღვისპირა ქალაქში,ძველ ქუჩაზე,ყველაფერი ვინტაჟურ სტილში იქნება მოწყობილი,მკითხველს შეეძლება ფოიეშივე დაჯდეს და ჩემი რეცეპტით მომზადებული კრეპი მირთვას,ინგლისურ ჩაისთან ან არაბულ ყავასთან ერთად-დავიწყე ლაპარაკი და გამეღიმა.აღარც მახსოვდა, ჩემს ამ ოცნებაზე ბოლოს ვის ვესაუბრე,ვის რა,მხოლოდ ნუცამ იცოდა ჩემი სანუკვარი ოცნების შესახებ.ნიკამ ყავა მოსვა,კრეპი ჩაკბიჩა და დაიჯღანა.
-იმედია შენს მაღაზია-კაფეში, ასეთ უგემურ კრეპებს არ მოამზადებთ-ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.თითქოს ყველაფერი დალაგდა,ამ ინციდენტმა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადაიყვანა.
***********
სახლში მისულმა მოსვრილი კაბა სარეცხ მანქანაში შევაგდე,მერე აბაზანას მივაშურე და ორსაათიანი ნებივრობის შემდეგ,კმაყოფილი და ბედნიერი გამოვედი ოთახში.ხალათიანად შევედი სამზარეულოში და ცხელი შოკოლადის გაკეთება დავიწყე.მუსიკა დაბალ ხმაზე ჩავრთე და სავარძელში მოვიკეცე,გვერდით, პატარა მაგიდაზე მდგარ ლურჯ ორქიდეას,რომელსაც უკვე მეორე ყვავილობა ჰქონდა,თბილად გავუღიმე და კარზე ზარიც დარეკეს.ნელა წამოვდექი,ხელით ხალათი გავისწორე და თმის გასწორებით გამოვაღე კარი.დე ჟავუმ სუნთქვა შემიკრა,კარს იქით ისევ ნიკა იდგა,ისევ ისე ქვეშიდან მიყურებდა და იღიმოდა,გამეცინა,გზა დავუთმე და მანაც გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო.
-ნიკა ექიმო,ეს რა პარკებია?-ექიმოს განსაკუთრებით გავუსვი ხაზი.
-ვიღაც, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო თავის კრეპებს აქებდა დააა-მოწყვეტით დაჯდა სავარძელში,ერთი ფეხი მეორეზე გადაიდო და თითები აათამაშა.-ჰა,მიდი დატრიალდიი.-თავი გადავაქნიე და ინგრედიენტების ამოლაგება დავიწყე.ათ წუთში ყველაფერი მზად მქონდა და გახურებულ ტაფაზე ვასხავდი.-ბანანი დამიჭერი რა ნიკ.-მეც ვერ გავიაზრე ისე შევუმოკლე სახელი,ჯერ შევიშმუშნე,ჩუმად გავაპარე მისკენ მზერა და ნიკას კმაყოფილი მზერა რომ დავიჭირე ნასიამოვნებმა საქმე განვაგრძე.
-როგორც მიბრძანებ ქალბატონო ელენე-ნიკამ პერანგის სახელოები აიწია და ბანანის დაჭრა დაიწყო.
-მუსიკას აუწიე რაა?-გვერდი მივკარი და გავიცინე.
-ვიმახსოვრებ იცოდე-დამემუქრა და მუსიკას აუწია.მე კრეპს ვაცხობდი,ნიკა ნუტელას უსმევდა,მერე ბანანებს ალაგებდა და ახვევდა.მერე მისაღებში გაიტანა,თეფშებიც შემოალაგა,ხელსახოცებთან ერთად.
-რას დალევ?-თავი გამოვყავი სამზარეულოდან.
-წვენს-გამიღიმა და დივნის საზურგეს ჩამოადო ხელი.ანანასის წვენს და ორ ჭიქას ხელი დავავლე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-დავიწყოოთ?-გადავხედე და ნერწყვი ძლივს ჩავყლაპე,ნიკას ერთი ფეხი მოეკეცა,ერთი ხელი ჩემს უკან ედო,დივანზე მეორეთი კი თმას იჩეჩავდა.
-იცოდე, თუ არ მომეწონა დაგსჯი-თითი დამიქნია და კრეპს დასწვდა,თვალები გამიფართოვდა,პირღია ვიჯექი და განაჩენს ველოდი.
-ჰაა,როგორია?-ბოლო ლუკმის ჩაყლაპისთანავე ვკითხე.
-საშინელება,ასეთი საშინელი რამე არასოდეს გამისინჯავს-სასწრაფოდ მოსვა წვენი.
-რაა?არ მჯერა!-გაბრაზებულმა ავიღე და ისე უხეშად მოვკბიჩე,შიგთავსით თითები დამესვარა.-საზიზღარო,შე ინტრიგანო-დავაკვესე თვალები და ხელსახოცს დავუწყე ძებნა.ნიკამ სიცილი ატეხა,მე კი დაბოღმილი ვიჯექი და ნუტელათი დასვრილ თითებს ვილოკავდი.
-გეყოს!-ხელებში მწვდა და გამაჩერა.მკაცრი,შეუბრალებელი მზერით მომჩერებოდა,დავიბენი,უხერხულად შევიშმუშნე.ნიკამ ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა და ვიგრძენი ტემპერატურამ 100გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა.ნიკამ ბოლო თითიდანაც მომაშორა ენით ნუტელა და ტუჩები გაილოკა.ხველა ამიტყდა,წვენს ხელი დავავლე და სულმოუთქმელად დავცალე.
-იდიოტო-ხელი ვკარი,ახარხარებულ ნიკას და ფეხზე წამოვდექი.
-საით?-მკლავში ჩამჭიდა ხელი და ადგილზე დამაბრუნა.
-რამე ფილმს ჩავრთავ.-ვიმართლე თავი და ისევ ავდექი.სანამ ფილმს ვეძებდი,მომხდარს ვაანალიზებდი და ვერ მივმხვდარიყავი ეს ყოველივე რას ნიშნავდა,ან რა მოჰყვებოდა.თუმცა, მომავალი ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.ვცხოვრობდი მომენტით და დღევანდელი დღით.წარსული სამუდამოდ დავასამარე,მომავალზე ფიქრისგან კი აღარ ვიწამლავდი აწმყოს ტკბილ წუთებს.
''მზის ჩასვლამდე'' ჩავრთე,მერე ნიკას მივუჯექი გვერდით და ფეხები ავიკეცე.ორივე ჩუმად ვისხედით და ფილმს ვუყურებდით,სასიამოვნო გარემო იყო,მე ნიკა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი,განუმეორებელი მსახიობებით და პარიზის ულამაზესი ქუჩებით.
-ასეთი მაღაზია გინდაა?-ნიკამ თითებით თმა ყურს უკან გადამიწია.
-არა,ეს ძალიან ისეთია,ზედმეტად კომერციული.მე მინდა ისეთი,აი შიგნით შესულს გამოსვლა, რომ არ მოგინდეს,თითქოს ჯადოსნურ სამყაროში მოხვდი.-ვლაპარაკობდი გატაცებული და ნიკას მკერდს ვეკვროდი,მას კი ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა შემოხვეული და თმაზე მეფერებოდა.
-და წიგნების გარდა რა ოცნება გაქვს ელენ?
-მეტი არაფერი,მშვიდი გარემო,საყვარელი საქმე,კარგი მეგობარი,მეტი რა უნდა მინდოდეს?-ავხედე და გამეღიმა.
-საყვარელი მამაკაცი-ჩამჩურჩულა ყურში და ვიგრძენი,როგორ ამეწვა ყურები.
-ბედნიერებისთვის, კაცის ყოლა სრულებით არ არის საჭირო-ჩავიბურტყუნე გულმოსულმა და გვერდძე გავიწიე.ჩემს ქმედებას ნიკას გულიანი სიცილი მოჰყვა.მერე ხელი დამავლო და კალთაში ჩამისვა.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-თვალებში დაჟინებით მიყურებდა და ხელებს ჩემს თმაში ურევდა.სიამოვნებისგან გამაკანკალა,თავი უკან გადავწიე და ოხვრა აღმომხდა.ნიკამ ცერა თითი ტუჩებზე გადამისვა და ყელზე ჩამომისვა.სუნთქვაშეკრული,მთელი ტანით ვეკვროდი და ერთი სული მქონდა მის სხეულს როდის შევიგრძნობდი.დივანზე გადაწვა და მეც გადამიყოლა,მის მკერდზე მოთავსებულმა ცხვირი ყელში ჩავმალე და ნაცნობი სურნელის შეგრძნებამ ჭკუიდან გადამიყვანა.
-სიგიჟემდე მენატრებოდი ელენ-მეჩურჩულებოდა ნიკა.
-უშენოდ მეგონა მოვკვდებოდი.
-მიყვარხარ ელენე-ნიკას დაძაბულმა და ვნებისგან აკანკალებულმა ხმამ ჰაერი გაკვეთა და გულზე მომედო.ბედნიერებისგან თავბრუდახვეული გახელებით ვკოცნიდი მამაკაცს,რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა და რომელმაც პირველად აღიარა,რომ ვუყვარვარ.
სასიამოვნო წუთები და იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა.ნიკას ტელეფონის ხმამ რეალობაში დამაბრუნა და ეკრანზე ლანა,რომ ამოვიკითხე დენდარტყმულივით წამოვვარდი.ნიკამ ხელი დამიჭირა,ჩამეხუტა და ტელეფონს უპასუხა.ნერვებმოშლილს და გაბრაზებულს არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ,ვცდილობდი ნიკასგან თავი დამეხსნა,ის კი უფრო მეტად მიხუტებდა და თვალებით მანიშნებდა გავჩერებულიყავი.გული ამომიჯდა,გავბრაზდი ნიკაზე და ჩემი თავი შემეზიზღა,ეს ხომ ერთი დიდი ფარისევლობა იყო,ნიკა ცოლს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და თან საყვარელს ეხუტებოდა.წამით თავი ლანას ადგილას დავაყენე და მივხვდი რას ვაკეთებდი.ეს იყო ცოდვა,მე ვცოდავდი მაგრამ როცა ნიკამ ტელეფონი გათიშა და ორივე ხელით მომეხვია,ისევ ყველაფერი დამავიწყდა,ისევ უკანა პლანზე გადაიწია სინდისის ქენჯნამ და მთელი გულით მივეჯაჭვე ჩემს ბედნიერებაზე და სიამოვნებაზე ფიქრს.



№1  offline მოდერი chica sol

ლორეე... ვაიმე... სუნთქვა შემეკრა რომ დავინახე ახალი თავი. ახლავე ჩავიკითხავ <3
მიყვარხარ მე შენ love

 


№2 სტუმარი Black

cemo lore ise ar megrdzela es tavi..an kitxvis mugamze var da cqara wavikitxe kaia dzalian da miy var xar!

 


№3  offline წევრი Salo me

მოუთმენლად ველოდები როდის გამოაშკარავდება ყველაფერი.
--------------------
Sally

 


№4  offline წევრი მოლურჯო

რეები დამემართა ხომ გითხარი? wink
ეს რეები წავიკითხე
ჩემი ტკბილი თათა
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი LoNdA DM

ვაიმე რა სწრაფად წავიკითხე. პატარა თავი იყო თუ მომეჩვენა ისე მაინტერესებდა არ მეყო. როგორ მიყვარს ესენი, ძალიან საყვარლები არიან , ეს გოგოც მომწონს, მომწონს,რომ აწმყოთი ცხოვრობს და წარსულს არ მიტირის , მოკლედ ველოდები შემდეგ თავს

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

იგი ლანას ბავშვი ჩემის მოკრძალებულის აზრით სულაც არაა ნიკასი :დდ
ტკბილი თავი იყოოო. ბანანისა რა გითხრა, მაგრამ ხაჭოს კრეპი პიტნით მომონდა ^_^

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
იგი ლანას ბავშვი ჩემის მოკრძალებულის აზრით სულაც არაა ნიკასი :დდ
ტკბილი თავი იყოოო. ბანანისა რა გითხრა, მაგრამ ხაჭოს კრეპი პიტნით მომონდა ^_^

მმმ რა გემოვნებაა...რომ ჩამოხვალ გეპატიჟები

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
lullaby
იგი ლანას ბავშვი ჩემის მოკრძალებულის აზრით სულაც არაა ნიკასი :დდ
ტკბილი თავი იყოოო. ბანანისა რა გითხრა, მაგრამ ხაჭოს კრეპი პიტნით მომონდა ^_^

მმმ რა გემოვნებაა...რომ ჩამოხვალ გეპატიჟები


(წარბებმოთამაშენერწყვისყლაპვისსმაილი) :დდ

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ ზაქარაშვილი
ლორეე... ვაიმე... სუნთქვა შემეკრა რომ დავინახე ახალი თავი. ახლავე ჩავიკითხავ <3
მიყვარხარ მე შენ love

ჩემი გოგოო

[quote=LoNdA DM]ვაიმე რა სწრაფად წავიკითხე. პატარა თავი იყო თუ მომეჩვენა ისე მაინტერესებდა არ მეყო. როგორ მიყვარს ესენი, ძალიან საყვარლები არიან , ეს გოგოც მომწონს, მომწონს,რომ აწმყოთი ცხოვრობს და წარსულს არ მიტირის , მოკლედ ველოდები შემდეგ თავს[/quote
ლონდა მადლობა,მიხარია,რომ ასეთი ელენე მოგწონს

 


№10  offline წევრი BvBArMy

Agar deb axal tavs? Ramdeni xania velodebi.
--------------------
I Hate Everything About You

 


№11  offline წევრი luxury

Male dade ra axalii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent