შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #10 (დასასრული)


20-01-2016, 19:45
ავტორი tekka
ნანახია 1 930

ცოლობასთან დაკავშირებით,გვანცა ისევ ბრაზობს მე სანდრო ისევ ასე რომ დავდივართ,ერთმანეთისგან ცალცალკე,მაგრამ სიმართლე გითხრათ არც მე და არც სანდროს არ გვანაღვლებს ეს ფაქტი.ამასწინათ დედამისი გავიცანი ქალბატონი ლია.ის ისეთი არისტოკრატული იყო... სად წავსულიყავი არ ვიცოდი,მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო მაშინვე მომეშვა დაძაბულობა და უცხოობის შეგრძნება.
ახალი წელიც ერთად გავატერეთ ბაკურიანში ჩემი დიდი პაპის სახლში. თავიდან დაგეგმილი გვქონდა,რომ ყველა ერთად წავიდოდით გვანცა,გოგა,სხვებიც,მაგრამ მერე გადაიფიქრეს გაურკვეველი მიზეზებით.
წინა დღით წავედით თბილისიდან.თან წავიღეთ უამრავი ნივთი და რათქმაუნდა უზარმაზარი ნაძვის ხე,რომელიც მისაღებში დავდგით. ახალი წლის ღამით წინ და უკან დავრბოდი,არ მინდოდა რაიმე ცუდად გამოსულიყო.სანდროც მეხმარებოდა შეძლებისდაგვარად ის კი არა,ტოლმა თავიდან ბოლომდე მან გააკეთა.
-სანდროოო ეგ თეფშებიც გამოიტანე რაა გთხოვ, ვეღარ ვასწრებთ.
-სად გეჩქარება ადამიანო ჩვენ ვართ მხოლოდ.
-ოოო,არა. მინდა,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
-შენ ნუ ნერვიულობ.ყველაფერი იმაზე მაგრად ჩაივლის,ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
-ჰოო,იმედია.
-5წუთიც და გავიდეთ გარეთ.ხომ უნდა შევხვდეთ 2015წელს.
-კარგი ჩავიცვამ.
რაღაც უცნაური ფოიერვერკი გავუშვით,რომელიც ძალიან ლამაზი და დიდი იყო.სახლში შუშხუნები(არ ვიცი სხვაგვარად რა ქვია ამას)ავანთეთ და მისი და შამპანიურის ფონზე მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა.
-მინდა,რომ ამ წელს აღარ გვქონდეს იმდენი პრობლემა,რომელიც წინა წელს გვქონდა,თუმცა არ ვნანობ არაფერს,რადგან შენ შეგხვდი,გაგიცანი და ჩემდა შეუმჩნევლად შემიყვარდი კიდეც.სულში შემომეპარე და მთელი ადგილი დაიკავე.შენი არსებობა მაბედნიერებს,მახარებს და ეიფორიაში მადგებს.ძალიან მიყვარხარ და მეყვარები სულ, სანამ ცოცხალი ვიქნები.
-დიდი სადღეგრძელოებით არ გამოვირჩევი,მაგრამ ყველაზე მთავარს ვიტყვი.მიყვარხარ სანდრო.ძააალიან მიყვარხარ.იმედია ყველაფერი კარგად იქნება ამ წელს,რადგან მე მინდა და მჯერა ასე.
-გაგვიმარჯოს...მოდი ცოტა ვჭამოთ მაინც მთელი დღეა დარბიხარ.რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ...
-სერიოზულად გეკითხები ოღონდ,ცოლად გამომყვები?
მკითხა ისე,თითქოს მისთვის სულ ერთი იყო ჩემი პასუხი.განაგრძო ჭამა.
-კი,რატომაც არა.-მეც ისე ვუპასუხე,თითქოს რაიმე უმნიშვნელოს მეკითხებოდეს.
-კარგი.ქორწილი როდის გინდა გვქონდეს?მე მაგალითად ზაფხულში მინდა,მაგრამ შენ თუ გინდა ხვალვე დავიწეროთ ჯვარი და 100გრამ არაყზე აღვნიშნოთ.
-არაა ეგრე არ მინდა.ზაფხულში გავაკეთოთ.დიდი და ლამაზი.
-კარგი...
-აჰაამ....
-ბავშვებზე როდის ვიზრუნოთ?
-ქორწილში გაბერილი არ მინდა ვიყო ასე რომ მერე იყოს.ან სად გვეჩქარება.
-ჰოო,შენ რა გეჩქარება მე ვბერდები და ვინ გაგიკეთებს ბავშვებს მაგასაც ვნახავთ.
-შემცვლელს მოვნახავ ნუ დარდობ.
-უყურეთ ახლა ამას!
-ვითომ გაბრაზდა...
იმ ღამეს ბავშვებზე არა,მაგრამ საკუთარი სიამოვნების მისაღებად კი ვიზრუნეთ.
ბაკურიანში დიდთოვლობის გამო ორი კვირა მოგვიწია დარჩენა და კარგადაც გავერთეთ.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მთელი დღეები ერთმანეთს ვუთმობდით.ძველით ახალს წელს თბილისში შევხვდით,ჩემთან,და ქორწილის ამბავიც ვაცნობეთ ახლობლებს.
გვანცა,რომელიც ჩემზე და სანდროზე მეტადაც გაუხარდა ჩვენი ამბავი(სავარაუდოთ..),უკვე დაიწყო საქორწილო მზადება.ინტერნეტით მიგზავნიდა საქორწილო კაბების სურათებს.დამღალა,სიმართლე გითხრათ,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასე აჟიტირებული ელოდება შენს დაოჯახებას შეუძლებელია არ დაუფასო ყოველივე.
ყველა ჩვენს ყოველდღიურ ყოფას დავუბრუნდით.სანდრო ისევ თავისი ბიზნესით იყო დაკავებული და საღამოობით თუ ვნახავდი ხოლმე კვირაში ერთხელ ან ორჯერ.არ მყოფნიდა რათქმაუნდა ეს,მაგრამ...
აპრილში გვანცას პატარა ვაჟკაცები,ალექსანდრე და გუკა ეყოლა და რათქმაუნდა მე მოვნათლე კიდეც.
ქორწილი ივლისისთვის დავნიშნეთ,მაგრამ იმდენმა პრობლემამ იჩინა თავი უკვე რამისაა კიდევ 2თვით გადავდო.პრობლემა #1.სანდრო და მისი წამლები.ყველაზე დიდი და ამავე დროს,მოუგვარებელი პრობლემაა,რომელიც ბოლოს მიღებს და მაგიჟებს.აღარც ვიცი უკვე რა გავაკეთო.ერთად გადავედით საცხოვრებლად და ყოველ საღამოს გათიშულია.საკუთარ თავს აღარ გავს.საერთოდ რა ჭირს არ ვიცი,არც გოგამ იცის.თუ დეპრესიის გამოა ასე...დეპრესიაში როდისღა ჩავარდა,ან რატომ.უკვე აღარაფერი ვიცი.აღარც ქორწილის ამბები აინტერესებს და მგონი უკვე აღარც მე.
ამასწინათ ვცადე დალაპარაკება,მაგრამ მითხრა არ მაქვს არაფერის თავი უნდა დავიძინოო.რა ჯანდაბაა!
ერთ დღეს გვანცას ვესტუმრე.გოგა ჯერ ისევ სახლში იყო.როგორც კი სანდროზე დავიწყე საუბარი,იმის იმედით რომ იქნება რაიმე სცოდნოდა გოგას,ეგრევე გავარდა სახლიდან.ჰოოო,ვიცი,რომ რაღაც ხდება,მაგრამ საჭიროა მეც ვიცოდე. საცოლე მქვია და ვალდებული ვარ ვიცოდე რა ხდება მის თავს.ლიას არაფერს ვეუბნები,არ მინდა ინერვიულოს.
-ჩემი გოგოოო სად არიიის?ქმარუკუნა მოვიდა.-ისევ გათიშული სანდრო.
-გშია?
-არა რა მშია.მოდი ჩემთან,მომენატრე.-ბარბაცით წამოვიდა ჩემკენ.
-გეყო სანდრო.წამოდი დაიძინე მაშინ.
-შენ რატომ მეუბნები რა გავაკეთო?ააა?
-სანდრო ძალიან უხეშობ იცი?
-ნუ ა*რაკებ ახლა.შენ ხომ მოგწონდა ჩემი მამაკაცურობა და უხეშობა?
-მე არასდროს მითქვამს რომ უხეშობა მომწონდა.სანდრო შემეშვი მტკენ უკვე!
-კარგი რა!უხეშობა ყველა გოგოს მოწონს.
-მე არა!!!
თითქმის თმის თრევით წამიყვანა საძინაბლამდე და საკუთარი საქმროს ძალადობის მსხვერპლი გავხდი.მაგარია არა?!საუბარი მხოლოდ იძულებით სექსზე არაა.ეს საშინელება იყო!
როდის მერე შეიცვალა სანდრო.როდის მერე აღარ აინტერესებს რას ვფიქრობ და რას ვიძახი.როდიდან დამიკიდა ამ დონეზე წარმოდგენა არ მაქვს.იქნება რაიმე დავაშავე?რა უნდა დამეშავებინა მაგასაც კი ვერ ვხვდები და არც სურს ამიხსნას.სულ გაბრაზებულია,სულ ჩხუბობს. ბოლოს ნორმალურად როდის ვისაუბრეთ აღარც კი მახსოვს.
დილით დივანზე გამეღვიძა.როდის გამოვედი აქეთ აღარ მახსოვს.სააბაზანოში შევედი და გადავივლე.სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა.ყველგან ნაკაწრები და ჩალურჯებები მქონდა.ყავა გავიკეთე და სანდროს შევხედე საძინებელში.მშვიდად ეძინა.პატარა ბავშვივით.თითქოს ყველაფერი რიგზეა და არაფერი აწუხებსო.იქნება მისთვის ასეც იყო.
გვანცას დავურეკე და ვუთხარი სასწრაფოდ უნდა გნახოთქო.მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო საქმე.ისევე როგორც სხვა დღეებში გავემზადე მშვიდად და გავედი.”აქცენტში“ დავჯექი სულ ბოლო მაგიდასთან,კუთხეში და შავი ღვინო შევუკვეთე. გვანცაც მოვიდა.
-სახეზე ფერი არ გადევს რა ხდება.
-ბევრი პუდრა მომივიდა ალბათ...კაი ვხუმრობ.კარგი არაფერი ხდება გვანც.რაზეც ახლა ვაპირებ საუბარს შესაბამისი ადგილი არაა ვიცი,მაგრამ სახლში მისვლაც არ მინდა.
-გული ამიჩქარდა უკვე.რა ხდება თეეკ...სანდრომ დააშავა რამე?
-ნწ!ამჯერად მე დავაშავე.არც მეორე,არც მესამე და არც სხვა შანსები არ უნდა მიმეცა მისთვის.რაც არ გერგება არ შეგერგებაო ხომ გაგიგონია.
-რა ქარაგმებით მელაპარაკები.
-სანდროს ვშორდები.
-ღადაობ?რა დროს დაშორებაა ადამიანო ორ თვეში ქორწილი გაქვთ უკვე.თუ რამეზე გაგაბრაზა დაელაპარაკე და მოაგვარებთ რა.პირველად ხომ არ ხდება ასე.
-გვანცა!რაც სანდროს ვიცნობ ნერვები მწყობრში აღარ მაქვს,მაგრამ ეგეც იქეთ იყოს ნერვები ვის ადარდებს.ჩემი თავი მეზიზღება მის გვერდით რომ ვარ.ვეღარ ვიტან ყოველდღიურობას.მრცხვენია შენთანაც კი იმ ყველაფრის მოყოლა რაც გუშინ მოხდა.პიკზე ვარ უკვე,გვანცა.ხომ იცი როგორ მიყვარს სანდრო?!მაგრამ მე ის სანდრო არ მიყვარს,რომელსაც ახლა სახლში,კაიფში მყოფს მშვიდად სძინავს.რამდენიმე თვის წინ რომ სანდრო იყო არ ვიცი სად წავიდა.დაიკარგა.აორთქლდა .გაუჩინარდა.ბევრ რაღაცას არ გეუბნებოდი,რადგან იმედი მქონდა გამოსწორდებოდა ყველაფერი,მაგრამ დედას გეფიცები,აღარ შემიძლია ამდენის ატანა. ვეღარ ვუძლებ უკვე.
ჯერ ისევ დილა იყო,ამიტომ კაფეში ჩვენი და მიმტანების გარდა არავინ იყო.თავი დავდე მაგიდაზე და ავღრიალდი.ბოლოს ისტერიული კანკალი დამეწყო და რომ არა ყინულიანი წყალი შეიძლებოდა გულიც წამსვლოდა.
სახლში მისულს სანდროს ისევ ეძინა.საწოლზე ჩამოვჯექი და უაზროდ დავაშტერდი.რას ვაკვირდებოდი,რას ვეძებდი მასში.არც კარგს ვგრძნობდი მის მიმართ და არც ცუდს.სიბრალულს უფრო ჰგავდა,მაგრამ საკითხავი ის იყო ვინ უფრო მებრალებოდა,სანდრო თუ საკუთარი თავი.
გარეთ ისე დაიგრუხუნა შევხტი და გამომაფხიზლა ფიქრებიდან.წესით დღეს მზე უნდა ყოფილიყო,მაგრამ რატომღაც გაწვიმდა.ძველი ადგილი მომენატრა,ვაკის პარკში.გარეთ წვიმს და არავინ იქნება პარკში. შესანიშნავია.
კიბეებზე ისე ავრბოდი,თითქოს ვინმე მელოდებოდა.ჩემ ქვაზე მოკალათებული უკვე ტრუსიკამდე სველი ვიყავი და ვიხსენებდი ყველაფერს,რისი გახსენებაც იმ მდგომარეობაში მყოფს შემეძლო.
როდის შევხვდი სანდროს?ჰოო ზაფხული იყო.ყველაფერი რომანტიკულად დაიწყო და ძალიან არარომანტიკულად მთავრდება. საწყენია,მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მაქვს.სანდრო თავის გზაზე წავა, მე- ჩემით.ვიცი გამიჭირდება,ძალიან გამიჭირდება,მაგრამ ყველაფერს გავუძლებ.იმედია გავუძლებ.
ისევ მოშხამული ხასიათი,ისევ დეპრესია.
-კარგი რა ღმერთო!ჩემთვის სხვა არაფერი გემეტება?რისთვის მსჯი ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე რომ შევძლო გამოსწორება.არყები რომ მოვიპარე მაღაზიიდან?ეგ ხომ ძალიან ადრე იყო.კარგი რააა!სხვა მიზეზი არ გაქვს?-ვესაუბრებოდი საკუთარ თავს მთვრალივით.
ზურგზე გავწექი.კოკისპირული წვიმა წამოვიდა,მაგრამ სულაც არ ვაპირებდი ადგილიდან ადგომას.პირიქით,მსიამოვნებდა მთელი ძალებით წამოსული წვიმის წვეთები რომ მეცემოდა.თითქოს მთელი დაღლილობა,ბრაზი,იმედგაცრუება ერთიანად ირეცხებოდა ჩემი სხეულიდან.
ტელეფონმა დარეკა.სანდრო იყო და რათქმაუნდა არ ვუპასუხე.კიდევ და კიდევ.არ ჩერდებოდა ტელეფონის ზარი.ბოლოს,მობეზრებულმა მოვისროლე და გაჩერდა როგორც იქნა!
მოსაღამოვებულზე მივბოდიალდი სალხში.თუმცა,ეს უკვე აღარ ჩემი სახლი.
-გაგიჟდი გოგო?მთელი დღეა გირეკავ სად ჯანდაბაში ხარ!გვანცას დავურეკე არც იმან იცოდა,არც დედაშენმა,არც შენმა დამ.სად დაბოდიალობ ამ წვიმაში.-ძალიან განერვიულებული სახით დამდევდა.
-ოხ!კაცი აზრზე მოსულა.დღეს რატომ არ ხარ კაიფში რამე ხდება?უნდა გამოვიცვალო მაცადე!
-თეკლე სად იყავი მაინტერესებს და რა გჭირს საერთოდ?
-რა მჭირს?შენ მეკითხები მე რა მჭირს?ეს მჭირს სანდრო.-ტანზე გავიხადე და მისი „შემოქმედება“ ვაჩვენე-შეგიძლია შენი საქციელით იამაყო.გაეთრიე ახლა უნდა გამოვიცვალო და ბარგის ჩალაგებას შევუდგები.შენთან ერთად ერთ დღესაც ვერ დავრჩები და გაითვალისწინე, ეს საკითხი განხლვას არ ექვემდებარება.
ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა.
გამოვიცვალე და მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩავილაგე წასაღებად.გასასვლელთან იატაკზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო.
-ახლა გამახსენდა გუშინ რაც მოხდა...-არც შემოუხედავს ისე თქვა-პატიებას არც გთხოვ,ვიცი არ ვიმსახურებ.ჩემი და შენი ურთიერთობა შეცდომა იყო.
აღარ მინდოდა მისი მოსმენა.ვიცოდი ისევ გული მომითბებოდა.
-იმედია ოდესმე მაინც მომცემ შანსს ყველაფერი აგიხსნა რაც ჩემს თავს ხდება ახლა.თავის გამართლებას არ ვცდილობ,მაგრამ მინდა რომ უბრალოდ იცოდე...
-შენ უამრავი დრო გქონდა ყველაფრის ასახსნელად სანდრო.
გამოვხურე კარი და დავეშვი კიბეებზე.ცრემლები მახრჩობდა.ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი სახლში,დედასთან და მამასთან.მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ.შევიკეტები ჩემს ოთახში და ძაააალიან დიდხანს აღარ გამოვალ.ბალიში ყველაზე კარგი მეგობარია.მან ყველაფერი იცის და ცრემლებისგან დასველებაზეც არასდროს წუწუნებს.

***
ჩემებმა არც თუ ისე კარგად მიიღეს ჩემი და სანდროს დაშორების ამბავი.რათქმაუნდა ზუსტი მიზეზი არ მითქვამს.მამაჩემი მოკლავდა ალბათ სანდროს.
ჩემი დის ქორწილი შედგა დიდი ზარ-ზეიმით.აშკარად ბედნიერია.
ჯერ ისევ მარტში,ანუ სანამ სანდროსთან ურთიერთობას დავამთავრებდი,გადაწყვეტილი მქონდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში და თუ სადმე მოვხვდებოდი სიურპრიზს გავუკეთებდი ყველას.მხოლოდ გვანცამ იცოდა,რომ ეროვნულებზე ვაპირებდი გასვლას.არც გამოცდების თავი მქონდა და მით უმეტეს,არც ყოველდღე უნივერსიტეტში სიარულის,მაგრამ გვანცას დაჟინებული მოთხოვნით მაინც გავედი. ჩავაბარე კიდეც.კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში მოვხვდი.(ვინც თავიდანვე კითხულობთ ამ „ისტორიას“ალბათ გახსოვთ კიდეც,დასწყისში ვახსენე).
ჩემი ეს „წარმატება“ მშობლებს ძალიან გაუხარდათ,რადგან ალბათ იმედი მიეცათ სახლიდან ცხვირს გავყოფდი და როგორმე დავივიწყებდი მომხდარს.
სწავლა სექტემბერში დაიწყო,მაგრამ პირველი სამი კვირა არ მივსულვარ.არ მქონდა არავის თავი.არ მინდოდა ახალი ნაცნობები.სიმართლე გითხრათ,მეშინოდა შემთხვევით სადმე სანდროს არ გადავყროდი.არც კი მინდა წარმოვიდგინო რა დამემართებოდა. მინდოდა შორიდან, თუნდაც ორი წამით მაინც დამენახა,მაგრამ მეშინოდა იმას არ დავენახე,ასე რომ ძებნილი დამნაშავესავით დავიწყე სიარული.დიდი ზომის სპორტულებით და თავზე წამოფარებული ქუდით.
როგორც ყველაზე გვიან მისულს ყველა მიცნობდა,რადგან აღმოჩნდა,რომ ჩემს გარდა ყველა დადიოდა ლექციებზე და რამდენჯერაც ლექტორი ამოიკითხვადა ჩემს გვარს არ ვიყავი აუდიტორიაში.თეორიულად,ჯგუფში გამოჩენილი ახალი სახე მე უნდა ვყოფილიყავი.
თავიდანვე ალმაცერად დამიწყეს ყურება,მაგრამ სულ არ მადარდებდა.შუალედურ გამოცდებამდე მხოლოდ რამდენიმე ჯგუფელი თუ მესალმებოდა.თუმცა რა მიკვირს,ეს ხომ თბილისია.
ერთხელ, მამამ ვერ შეძლო მანქანით წავეყვანე და მეტროთი მომიხდა უნივერსიტეტში წასვლა.მეტროსთან ავტობუსს ველოდებოდი,რომ შუქნიშანთან მანქანა გაჩერდა.”ის” იყო,მაგრამ მარტო არ ყოფილა.გვერდით ახალგაზრდა ქერა გოგო ეჯდა,რომელიც მანადმე აშკარად სადღაც მყავდა ნანახი და პატარა ბავშვი,მაქსიმუმ 6-7თვის. თვალებგაფართოებული ვუყურებდი.მის ყველა ნათესავს ვიცნობდი და ის გოგო ნამდვილად არ ყოფილა რომელიმე მათგანი.აშკარად არ ჩანდა ბედნიერი.დაბერებული მეჩვენა.
სასწრაფოდ გამოვეცალე იქაურობას.არ მინდოდა დავენახე.
ყურსასმენები გავიკეთე და Keira Knightley | "Like A Fool" ჩავრთე,ფილმიდან Begin again.შემოვლითი გზით ავედი უნივერსიტეტში რასაც ნახევარ საათზე მეტი მოვუნდი და რაც იმას ნიშნავდა,რომ ლექციაზე კიდევ ერთხელ დავაგვიანე.არც ყურსასმენები მომიხსნია და არც შოკოლადის ჭამა შემიწყვეტია,რომელიც გზად ვიყიდე ვითომდა ნერვიულობის შესაჩერებლად.ბოლო რიგში მოვთავსდი და გაოგნებულმა მზერამაც არ დააყოვნა ლექტორის მხრიდან.მივხვდი ჩხუბობდა,ხოდა დავტოვე აუდიტორია.უნივერსიტეტის გვერდით ახლადგახსნილ კაფეში ჩავედი.არავინ იყო.ყავა შევუკვეთე.
-კარგად ხართ?თ გინდათ ცივ წყალს მოგიტანთ.
-არა მადლობა.გადამივლის.-ვითომ გაღიმება ვცადე.
ცოტა ხანში რამდენიმე ჯგუფელი შემომიერთდა.ცდილობდნენ ჩემთან დაახლოებას.
-შენ მაგარ დეპრესიაში ხარ ხო?-ეს ანი იყო,რომელთანაც დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
-არ მიფიქრია მაგაზე.ალბათ...
-არ გინდა დამელაპარაკო?ცოტას მაინც მოგეშვება.არანაკლებ საზიზღრულ ხასიათზე ვარ მეც,მგონი გაგიგებ...
დაწვრილებით ყველაფრის თქმა არ შემეძლო,რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩემთვის ახლო მეგობრები.
ანი ყოფილი შეყვარებულისგან ფეხმძიმედ იყო დარჩენილი,რომელიც ცოლად მოყვანას პირდებოდა,მაგრამ საფრანგეთშია ბიჭი დღემდე.
-გიორგის ვეტყვი და მანქანით სახლში წაგიყვანს,აშკარად ცუდად ხარ გეტყობა.
გიორგი ჩვენი ჯგუფელი აღმოჩნდა.ნორმალურად არც მისაუბრია მასთან.ბინასთან მისული დავემშვიდობე და სახლში ავედი.ცხელი წყალის გადავლება და ჩაი მინდოდა.ცოტა დამანაწყნარებელიც ალბათ.ცოტა არა...ისე მივეჩვიე ამ წამლების დალევას ნაბიჯს ვეღავ ვდგამ მათ გარეშე.
ჩვეულებრივ განვაგრძე უნივერსიტეტში სიარული.ჯგუფელებთანაც ასე თუ ისე ავაწყე ურთიერთობა.
ახალი წლის წინა დღეები იყო.ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა ვარკეთილთან ახლოს და მის მოსანახულებლად ვიყავით წასული მე, გვანცა და ორი ორსული, ჩემი და და ჯგუფელი ანი.
ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავით კაბებს ვათვალიერებდით ის ქერა გოგო დავინახე,სანდროსთან ერთად მანქანაში რომ იჯდა.სასწრაფოდ გასახდელში შევვარდი და იქიდან ვუთვალთვალებდი როდის გავიდოდა მაღაზიიდან.
-ქეთი.საით ხარ შესული?-ის იყო.სანდრო.რა დამავიწყებს მის ხმას.
-აქეთ ვარ.შემომხედე,მიხდება?
-ჰოო არაუშავს,მაგრამ ცოტა სადა აარჩიე არ ჯობია?
-შენ არასდროს არ მოგწონს რასაც ვიცვამ.კარგი, მონაზვნის ანაფორას ჩავიცვამ და იმით წავიდეთ მაშინ დედაშენთან.იმასაც მოეწონება მგონი.
-რატომ ჩხუბობ?ჩემი აზრი გაინტერესებდა და გითხარი კიდეც.წავალ, თეკლას მივაქცევ ყურადღებას თორემ, ისევ აუტანელი ხდები.
მთელი ამ დიალოგის განმავლობაში გასახდელში ვიყავი შეკუნტული და ვკანკალებდი.ხომ შეიძლებოდა შემთხვევით ფარდა გადაეწია და დავენახე?!გული ამოვარდნას მქონდა უკვე.ვცდილობდი არც მესუნთქა.ჩემი სახელი რომ ახსენა მთლად გადავირიე.როგორც მივხვდი,ბავშვზე იძახდა.ცოტა ხანს ხმაური აღარ ისმოდა და ის იყო ფარდა გადავწიე უნდა გამოვსულიყავი, პირდაპირ ქეთის შევეჩეხე.
-ქმარი არასდროს უნდა წამოიყვანო საშოპინგოდ.-ვითომ უხერხული სიტუაციიდან სცადა თავის დაძვრენა,მაგრამ ადგილზე გამახევა მისმა მათქვამმა.მხოლოდ ნაძალადევად გავუღიმე.
ქმარი?
რომელი ქმარი!
როდის მერეა მისი ქმარი.ან ბავშვი სადღა მოასწრეს რომ უკვე დადის კიდეც.ჩემი სხელიც რომ დაურქმევია სულ არ სცხვენია ნეტავ? შოკირებული ვიყავი მომხდარით.ცოცხალმკვდარი მოვედი სახლში.
ტელეფონზე,რომელიც მამას ხათრით დავათრევდი, უცხო ნომერმა დარეკა.რატომღაც ვიფიქრე,რომ შეიძლებოდა სანდრო ყოფილიყო.ცოტა ხანში შეტყობინება მოვიდა გიორგი ვარ შენი ჯგუფელი, როგორ ხარო.არაფერი მიპასუხია არ მქონდა მისი თავი.ისევ დარეკა ტელეფონმა.
-გიორგი მისმინე,არ მაქვს ახლა არაფრის თავი კარგი?უნივერისტეტში მოვალ და იქ ვისაუბროთ თუ გინდა.
გავუთიშე,მაგრამ ისევ დარეკა.ამჯერად სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი გავიყინე ადგილზე.
-ალოოო.თეკლე აქ ხარ?ვიცი,რომ მისმენ და ძალიან გთხოვ არ გამითიშო.მხოლოდ ორი წუთი მაცადე.
ხმას ისევ არ ვიღებდი.
-კარგი თუ არ გინდა ნუ დამელაპარაკები.შენი ნახვა მინდა...ვიცი,სულელური აზრია ჩემი მხრიდან, თანაც ამდენი ხნის შემდეგ,მაგრამ ვიმედოვნებ მომცემ შანსს აგიხსნა ბოლოსდაბოლოს ყველაფერი.-მძიმედ სუნთქავდა და ხშირად ჩერდებოდა.-დღეს შენი და და გვანცა ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად მაღაზიაში,შენ გეძებდნენ.არ ვიცი,შეიძლება მე ვცდები,მაგრამ ვფიქრობ,რომ დამინახე და გაუჩინარდი.მარტო არ ვიყავი შენც ხომ იცი...ხოდა...ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.თუ მოიფიქრე რამე გამაგებინე კაი?ხოო და კიდევ,ჩემი შენდამი დამოკიდებულება არ შეცვლილა.
თავს წამებულად ვგრძნობდი.ფიქრის თავი არ მქონდა, ასე რომ ჩვეულებრივ, თუ ერთ აბს ვსვავდი ძილის წინ ახლა სამი დავლიე სწრაფად ჩაძინების იმედით.ჰოო სწრაფად კი დამეძინა,მაგრამ მეორე დღის საღამომდე აღარ გამიღვიძია.დედაჩემი შოკირებული იყო.ალბათ,ეგონა თავის მოკვლის მცდელობა მქონდა.არც ეს იქნებოდა ცუდი იდეა...
თითქოს საუკუნე იყო გასული რაც დავიძინე.
ეზოში ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა.რამის ასწლოვანი ხეები,რომელსაც ბავშვობიდან ყოველდღე ვუყურებდი უფრო მოხრილები იყვნენ.ტოტები ძირს ჩამოექაჩათ.დაბერებულიყვნენ. ჩემსავით.
ეზოში სკამზე ვიჯექი და ცხელ ჩაის ვსვავდი ბინელ დათოსთან ერთად.ასე ვიცოდით ხოლმე ბავშვობაში.ერთად ვჭამდით,ერთად ვსვავდით,ამ მაგიდაზე.ბავშვობას ვიხსენებდით.მერე ისიც წავიდა და დავრჩი მარტო.
ვნახო?არ ვნახო?ვნახო?არ ვნახო?ვნახო?არ ვნახო...ვნახო...არ ვნახო...
ტვინი გადამეწვა ამაზე ფიქრით.
რატომ უნდა მენახა.
იმიტომ რომ მან მთხოვა?
თუ იმიტომ რომ მე მინდა გულის სიღრმეში მისი ნახვა.თუმცა ვიცი, ბოლოს მომიღებს მასთან შეხვედრა.
დავრეკე.ვლოცულობდი არ ეპასუხა,რადგან საკუთარ თავთან მექნებოდა გასამართლებელი საბუთი.
-არ მეგონა თუ დამირეკავდი.ეს იმას ნიშნავს რომ მნახავ?
-დრო და მისამართი გამომიგზავნე.-პატარა ბავშვივით მივახალე და გავუთიშე.
„ზეგ გამოგივლი საღამოს.“-სულ ეს იყო მისი შეტყობინება.
31-ში დილიდან დამარბენინებდა დედა წინ და უკან.ზუსტად ერთი წლის წინ, ბაკურიანში ვფუსფუსებდი სანდროსთან ერთად, რომ შევხვედროდით ახალ წელს.
სანდრო!!!ჯანდაბა.დღეს ხომ ის უნდა ვნახო.რაღა მაინცდამაინც დღეს მოინდომა ჩემი ნახვა.
9ხდებოდა რომ დამირეკა.ბინისგან მოშორებით მელოდებოდა.ფეხებს მივათრევდი.ისე ჩავჯექი მანქანაში არ შემიხედავს.
-სად მივდივართ?-ნაცნობი გზით თბილისიდან გავდიოდით.
-რომ გითხრა გამიბრაზდები.
-ასე უფრო ვბრაზდები...
-ბეთანიაში.
-შენ რა სულ გაგიჟდი?გააჩერე ახლავე მანქანა.შანსი მოგეცი, რომ ყველაფერი აგეხსნა. ექსკურსიებისთვის არ მცალია,სახლში მალე უნდა დავბრუნდე.
-პირველად რომ ბეთანიაში ავედით გახსოვს?მაშინაც ასე წიოდი.
-მაშინ სხვა სიტუაცია და სხვა დრო იყო.გააჩერე სანდრო!
რათქმაუნდა არ გაუჩერებია მანქანა.სიჩქარეს უფრო უმატებდა.
სახლი ისევ ისე დამხვდა,მაგრამ აქაც შეცვლილიყო თითქოს ყველაფერი.ჰოო,აი ბუხრის თავზე ბავშვის სათამაშო დევს.გული შემეკუმშა.
-მალე უნდა დავბრუნდე სახლში.
-ვიცი.-ცელოფნის პარკი გამოიტანა ოთახიდან და მაგიდაზე გაშლა დაიწყო.გამხმარი ბალახები იყო.-შენ ყოველთვის გეჩქარებოდა სახლისკენ.
-რას აკეთებ.
-ჩემი დაპირებები არასდროს მავიწყდება.გახსოვს,პირველად აქ რომ ამოვედით დაგპირდი ერთ დღეს საც გაგასინჯებთქო?!
-ვიმედოვნებდი,რომ თავს დაანებებდი წამლებს.ბავშვის ხათრით მაინც... თეკლა ქვია ხომ?-შიგნიდან ერთიანად ვკანკალებდი.არ მინდოდა დამჩნეოდა,მაგრამ სულ ტუილად ვცდილობდი.
-დავანებე კიდეც,მაგრამ დღეს სხვა დღეა.მეგონა,რომ უშენობას მისთვის შენი სახელის დარმევით მაინც ავინაზღაურებდი.
-გამოვიდა მერე?
-არა!უარესი დამემართა.რამდენჯერაც დავუძახებ,მგონია რომ შენ გეძახი.ეს შენია.-ერთის ქაღალდში გახვევა დაამთავრა.-ქეთი იცი ვინ არის?სუუულ სულ პირველად რომ გნახე ზღვაზე.მანქანაში გოგოსთან ერთად ვიყავი.ხომ გახსოვს.ეგ ისააა.
ღრმად სუნთქვადა.დაღლილი იყო აშკარად.თმაზე რამდენი ჭაღარა ჰქონდა...ასაკოვან კაცს გავდა.
-როცა გავიგე,რომ ჩემგან იყო ფეხმძიმედ არ დავუჯერე.დნმ-ს ანალიზიც გავიკეთეთ.ის ჩემი შვილია თეკლე,ხომ გესმის?ვერ მივატოვებდი ვერანაირად.მას არაფერი დაუშავებია და იმსახურებს ნორმალური ოჯახი ყავდეს.თუმცა,არც ვიცი რამდენად ნორმალურია ჩვენი ოჯახი.ამასწინათ,ისე გაბრაზდა გაყრა მომთხოვა.არადა ის ჩემი ოფიციალური ცოლიც კი არ არის.-მეორეს გაკეთებაც დაამთავრა-ყველაფრის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...ნეტავ შემეძლოს.
-ყველაფერი გვიანია და შენც იცი,რომ დრო უკან ვერ დაბრუნდება.ყველა ჩენს შეცდომებს ვიმკით.
-მიდი მოწიე.
-არაა......
-არაფერი დაგემართება.ან თუ დაგემართება აქ ვარ მე ნუ შეგეშინდება.
-ხომ იცი,რომ მიზეზი მაქვს აღარ გენდო.-თუმცა მაინც მოვკიდე ხელი მოსაწევს და ტუჩებს შუა მოვათავსე.
-ყველაფერი გამოსწორებადია,დამიჯერე.ყველაფერი გამოსწორებადია.
მომიკიდა.დიდი ხანი იყო გასული რაც არაფერი მქონდა მოწეული. არაფერი რაა,მხოლოდ სიგარეტს ვეწეოდი.თავიდან გულის რევის შეგრძნება მქონდა.მერე ერთიანად გადამიარა და საერთოდ გამთიშა.მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი.არც არაფერი მესმოდა.ჭერს მივშტერებოდი და დროდადრო სანდროს სახე თუ გამოჩნდებოდა.
მახსოვს არაყიც დავლიე.ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი.მისაღებში სახლის კინოთეატრიც დაეგათ.ახლაღა შევამჩნიე.ალბათ „ცოლმა“ მოინდომა.
-song for zula გახსოვს?
ბოლო ხმაზე იყო ჩართული მუსიკა,მე კი სანდროს ვეკვროდი.არ ვცეკვავდით.უბრალოდ,ასე უაზროდ ვიდექი და ვეკვროდი.შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა.ცოტაც და ლავასავით დავდნებოდი ალბათ.
-ყველაზე მეტად შენ მიყვარდი და ზუსტად შენ დამიკიდე ფეხებზე.ზუსტად შენ მომექეცი ყველაზე ცუდად.საკუთარი თავი შემაზიზღე.როგორ მინდოდა შენი შეზიზღებაც,მაგრამ ვერ შევძელი და იცი რატომ?იმიტომ რომ დღემდე მიყვარხარ მე სულელს.-მუსიკასთან ერთად მეც ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.
არ ვიცი როდის დაიწყო ჩემი გახდა,ან იქნებ მე გავიხადე,მაგრამ როცა აზრზე მოვედი სრულიად შიშველი ვიყავი იატაკზე გაკრული.არ შევწინააღმდეგებივარ.მეც მინდოდა მასთან ყოფნა.მოსაწევი ისევ მოქმედებდა.ზემოდან მე ვიყავი,მაგრამ არ შემეძლო თავის შემაგრება და ისევ სანდროს ვეცემოდი.ეს იყო სიამოვნება,რომელიც შემეძლო მხოლოდ სანდროსთან ყოფნის დროს მიმეღო.მის გვერდით ყველაფერს სულ სხვანაირად აღვიქვავი.სამყარო უფრო ფერადი და მხიარული მეჩვენებოდა.ჩემს თავს ცოცხლებში ვთვლიდი.ვიცოდი ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა,როცა მასთან სექსი მექნებოდა,ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა მომენტი დამმახსოვრებოდა. მისი სხეულის თითოეული მონაკვეთი შევისწავლე,დიდხანს ვეკვროდი და ღრმად ვისუნთქავდი მის სურნელს.არ მყოფნიდა ეს ყველაფერი.ძვლების ტკივილამდე მომხვდია ხელები.იცოდა როგორ ვგიჟდებოდი ამაზე.გატრუნული ვიყავი და ჩუმად ვტიროდი,ის კი პატიებას მთხოვდა.
-ჩემი ლორა ხარ.ჩემი ლორა...ჩემი ლამაზი ლორა.-თითებს თმაში ხლართავდა,ისე როგორც ადრე იცოდა.
-ნეტავ იმ დღეს დავბრუნდეთ აქ რომ პირველად ამოვედით.ბოლოჯერ გნახავდი მაგ დღეს.მერე შენ შენთვის იქნებოდი,მე ჩემთვის.
-მე არ მინდა.რაც იყო, კარგი თუ ცუდი,თავისი სიგიჟეებით,მენატრება ხოლმე.ზოგჯერ მგონია,რომ პენსიაზე ვარ გასული და სადაცაა ყავარჯნებიც დამჭირდება.ვიცი დებილობას ვიტყვი,მაგრამ შანსს მომცემ?ბოლოჯერ.
-თქვენ ბავშვი გყავთ.
-ის ბედნიერი ვერ იქნება თუ ყოველდღე უყურებს,როგორ ჩხუბობენ მისი მშობლები.და მაინც,შანსს მომცემ?
-ბავშვი სანდრო....
-ბავშვს თავი დაანებე თეკლე!მე ჩვენზე გეკითხები.ჩემსა და შენს ბედნიერებაზეა აქ საუბარი.
-ბევრი რამ მოხდა.არც ვიცი სანდრო…შენი წამლები...არ შემიძლია მათ შევეგუო.მე ნორმალურად მინდა ცხოვრება,მშვიდად.
-წამლებს შევეშვი თეკლე უკვე...
-შენ ადრეც მაგას იძახდი.ბოლოს კი საერთოდ ვეღარ გცნობდი.არ მინდა ასე გაგრძელება.
-აბა უჩემოდ გინდა ყოფნა?გიორგისთან ერთად გინდა ყოფნა?
-ვინაა გიორგი.
-შენი ჯგუფელი.ჩემზე უკეთ შენ უნდა იცნობდე წესით.მანქანით თუ დაყავხარ სახლში...
-შენ რა მითვალთვალებდი?ცუდად ვიყავი მაგ დღეს ჯერ ერთი და მეორეც, არ არის შენი საქმე ვისთან ერთად ვივლი,მაშინ როცა შენ ცოლი და შვილი გყავს.
იატაკზე წამოჯდა და ხელები თავში ჩარგო.პლედი მოვიფარე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად.გარეთ ფოიერვერკებმა გაანათეს ცა.უკვე 12 საათი იყო,რაც იმას ნიშნავდა რომ ახალი, 2016 წელი დადგა.
-გილოცავ.-უკნიდან მომეპარა და კისერზე ფრთხილად მაკოცა.-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.ისე როგორც შენ გინდა.
იმ ღამეს მოთოვა.ბოლოს,ახალ წელს როდის მოთოვა აღარც მახსოვს, ბაკურიანს თუ არ ჩავთვლით.
იმ ღამის მერე სანდრო აღარ მინახავს,მაგრამ ზღვაზე გადაღებული სურათები მომცა.ძილის წინ ვათვალიერებ ხოლმე.ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იყო იმ დროს.ახლა?ახლა მხოლოდ ნოსტალგია და მოგონებები.თითქოს თავს ვაჯერებ,რომ აღარც გამოჩნდება და რომც გამოჩნდეს უკვე არაფერს ექნება აზრი.ბედს ვეგუები,თუმცა არასდროს მჯეროდა ბედის და ეგეთი რაღაცების.ბედის არ მჯერა და გამოდის,არსებულ სიტუაციას ვეგუები?!ალბათ.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.მთავარია,რომ სანდროსთან ყველაზე ბდრნიერად ვგრძნობდი თავს.გვქონდა რთული პერიოდები,მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ჩვენი სიყვარული წონიდა.
არ შემიძლია ვთქვა რა იქნება მომავალში,მაგრამ ამ ამბის თხრობას აქ დავასრულებ.საბოლოო სადასრული თქვენთვის მომინდია.

ბევრჯერ ვცადე დამემთავრებინა,მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც ხდებოდა და ისევ ვამატებდი და ვამატებდი.საბოლოო ჯამში ბოლო ორი თავი ზომაზე დიდი გამოვიდა.

დამთავრდა ისტორია,რომალსაც მეგონა დასასრული არ ექნებოდა.(თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული).შეფასება თქვენთვის მომინდია.

მადლობა,რომ დაინეტერესდით ჩემი ნაჯღაპნებით და კითხულობდით.მადლობა გამხნევებისთვის.

არრივედერჩი მეგობრებო!!! მომავალ ნაჯღაპნამდე


TEBE



№1  offline წევრი BASI

შეიძლება სულაც არაა დასასრული, მაგრამ გინდაც იყოს, დამიჯერე, სულაც არაა ქვეყნის დასასრული. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ სიყვარული მეორედას მოდის და შეიძლება უფრო ძლიერიც ვიდრე პირველი. უბრალოდ ცოტა მოთმენა და "დაკიდება" უნდა შეძლო.

 


№2 სტუმარი liiiiiiiiiiiii

მოიცა ვერ გავიგე ერთად დარჩნენ ხ ო საბლოდ

 


№3  offline წევრი tekka

liiiiiiiiiiiii
მოიცა ვერ გავიგე ერთად დარჩნენ ხ ო საბლოდ


ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია feel თუ შენ გინდა რომ ერთად იყვნენ იყვნენ მაშინ,მაგრამ რეალურად,საქმე არც ისე სახარბიელოდაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent