შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (15) ნაწილი (2)


20-01-2016, 20:12
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 916

მთელი ღამე გვერდი-გვერდ მჯდომებმა გავატარეთ,ვიხსენებდით ძველ დროს და ორივეს გულიანად გვეცინებოდა,წყენას ვერ ვივიწყებდი,გულში მაინც ხინჯად მრჩებოდა წარსული,თუმცა როცა მას რომ ვუყურებდი მაინც ვგრძნობდი იმ დიდ სიყვარულს,რომელიც მის მიმართ მქონდა.რაც არ უნდა გაეკეთებინა,რამდენჯერაც არ უნდა წასულიყო ჩემგან მაინც მიყვარდა და მაინც მეყვარებოდა,ეს არ იყო სიყვარული,რაღაც საოცრებას ვგრძნობდი მის მიმართ,რაღაც სასწაულს.მას როცა ვუყურებდი და როდესაც მიღიმოდა მაშინ ჩემს გული პეპლები კი არა დინოზავრები დარბოდნენ.საერთოდ არავინ და არაფერი მადარდებდა მის გარდა,არ ვაღიარებდი,საკუთარ თავთანაც კი,თუმცა ამ ფაქტს მაინც ვერსად გავექცეოდი.
-გახსოვს ბათუმიდან რო ჩამოხვედი ის დღე?-გამიღიმა და თვალებში ჩამხედა
-მაგ დღეს რა დამავიწყებს-მეც გამეცინა
-იმ საღამოს საერთოდ არ მძინებია,შენს მოლოდინში ნია-ტუჩის კუთხეში გაეღიმა
-არც მე მძინებია-გამეცინა-თუმცა ეს იმ სახლში გამოხდილი არყის ბრაი იყო თემოს რომ მოქონდა-პირზე ხელი ავიფარე ხმამაღლა რომ არ გამცინებოდა და გოგონები არ გამეღვიძებინა
-როგორ მენატრები,ოღონდ წარსულში,მენატრება წარსულში ერთად გატარებული ბედნიერი დღეები
-უკეთესებიც იქნება
-ეგ როგორ გავიგო?-გაეცინა,თუმცა დაბნეულობაც გამოეხატა სახეზე
-მიხვდები ცოტა ხანში-ოხ,ნია რა მაიმუნი ხარ! გამეცინა გულში და საკუთარი თავი დავტუქსე
-მართლა? ხოდა უკეთესობას მოუთმენლად ველოდები,მე მიყვარხარ,ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,თუმცა ღირსი ვარ ახლა მარტო მე მიყვარდე,როგორც წინად
-წრეზე მივდივართ-გამეცინა-ასე უცებ არ შემიძლია აკო
-ანუ?
-ანუ ის რომ ყველაფერი არ გამქრაა რაც იყო,შეუძლებელია ამხელა სიყვარული ასე უკვალოდ გაქრეს
-ანუ გიყვარვარ? ან კი მითხარი ნია ან არა და მერე მართლა თავს დაგანებებ,თუ აზრი არ აქვს მეტს აღარ ვიბოდიალებ ვაბშე
-დამიმტკიცე რომ გიყვარვარ-თავი მაღლა ავწიე და გამეღიმა
-კარგი რა ნია,შენც ხო კარგად იცი რო არ მეხერხება ეგეთი რამეები,ისიც კარგად იცი რო მიყვარხარ
-აკო რა გეგონა? კისერზე ჩამოგეკიდებოდი იმ ყველაფრის მერე? ხანდახან იმაიც კი ეჭვი მეპარება რომ ნორმალურად აზროვნება შეგიძლია
-კისერზე ჩამოკიდება რა შუაშია ნია? თუ გიყვარვარ მითხარი,არ გინდა ეს გოგოშკური პრინციპები ვიყოთ ბედნიერები და მეც მეტად აღარ გამაწვალო რა
-რისთვის? ისევ 2 დღეში რომ მოხვიდე და გადამიყარდიო მითხრა?
-მასე არ ვიზამ,მაშინ არეული ვიყავი და ვერ მოგატყუებდი ნია
-და ახლა?
-ახლა დარწმუნებული ვარ იმაში რო ძაან მიყვარხარ-გამიღიმა
-არ ვიცი აკო,უბრალოდ ერთს გეტყვი დავიცადოთ,ვნახოთ რა მოხდება მომავალში,მე ასე უცებ არ შემიძლია
-ნია გიყვარვარ?
ცოტახანს ვუყურე,არაფერი მითქვამს,არ ვიცოდი რა მეპასუხა გადავრეულიყავი,მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის და მეთქვა რომ ისევ უზომოდ მიყვარდა თუ ბოლომდე გავყოლოდი ჩემს ნათვამს და თავზე არ გადამებიჯებინა.
-შეუძლებელია იმხელა სიყვარული რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ ასე უცებ გაქრეს აკო-გამეღიმა,მასაც გაეღიმა ყველა ემოცია ერთიანად აღებეჭდა სახეზე-ჰო მიყვარხარ,თანაც ზუსტად ისე როგორც ადრე,საშინლად მიყვარხარ და საერთოდ არ მრცხვენია ამის აღიარების,რაც არ უნდ აგააკეთო მაინც მეყვარები,პირიქით მიხარია და ბედნიერი ვარ იმით რომ ამხელა სიყვარული შემიძლია-გამეღიმა ბოლოს და ღიმილითვე დავასრულე წინადადება
ღიმილი არ მოუშორებია სახიდან,ნიკაპი მოისრისა
-აი ხო გეუბნებოდი ბოლოს მაინც ერთად გავიჩითებითთქო?მოდი ჩემთან-მომეხვია,ისე რომ სუნთქვაც კი გამიჭირდა-მიყვარხარ და არასოდეს არ დაგტოვებ სანამ თვითონვე არ გამაგდებ.-ისე მაგრად მიჭერდა ხელებს მეგონა ყველა ძვალი ერთიანად გადამემტვრეოდა
-ეს იმას არ ნიშნავს,რომ ერთად ვართ-თითი დავუქნიე და გამეცინა
-ვერ გავიგე-მასაც გაეცინა
-ასე უცებ არა აკო, უკვე იცი რომ ისევ მიყვარხარ,მინდა დაფიქრდე,არ მინდა ისევ ისე ეიფორიაი მყოფებმა მივიღოთ გადაწყვეტილება,მე შენ ვერ გენდობი
-მესმის ნია,მესმის თუმცა ახლა ისე მაგრად ვარ რო ვაბშე ყველაფერზე თანახმა ვარ პროსტა ეს მეგობრობა და ჯიგრული პონტები აღარ მიხსენო რა-გაეცინა,გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა
ხოდა აი ასე,არ ვიცი რა გავაკეთე,საკუთარ თავს გადავაბიჯე ამის აღიარებით,მის წისქვილზე წყალი დავასხი თუ რა ვქენი,მაგრამ ამით უზომო ბედნიერება ვიგრძენი.მისი ყოველი გაღიმებისას ვგრძნობდი,რომ ცოცხალი ვარ,მის გვერდით ყველაფერი მახარებდა,მცირედიც კი მყოფნიდა ბედნიერებისთვის.
-კამანდას მაგრად გაუსწორდება-ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ხელებზე მაკოცა
-ჰო,იტყვიან რა დებილია ეს გოგოო-გამეცინა
-მაგას არ იტყვიან,პირიქით გაუსწორდებათ ჩვენი ბედნიერება
-არა ისე ასე არაკაცურად რა პონტში მომექეცი?
-შენ თავს გეფიცები ვერც კი ვხსნი,ისე ვიყავი არეული იმ პერიოდში რო აი ვაბშე ვერ ვაზროვნებდი
-და ეგ ისევ რო დაგემართოს?
-მომკალი და ეგაა-გაეცინა
-დეგენერატი ხარ!-თვალები დამიწვრილდა ბრაზისგან,თუმცა მერე გავუღიმე
-რა ვქნათ ჩვენ არ დავიძინოთ?,როდემდე ვუდარაჯოთ ამათ?
-გათენდა უკვე რაღა აზრი აქვს დაძინებას,იმედია მალე ესენიც გაიღვიძებენ,თან ნახე სახლი რა დღეშია ყველაფერი დასალაგებელია,ჭურჭელიც დასარეცხია
-ხო იცი რო ეგეთ რამეებში ჩემი იმედი არ უნდა გქონდეს?-ხელები მაღლა ასწია
-ვიცი და არც გეუბნები არაფერს,შეგიძლია წახვიდე და დაიძინო
დაბლა ჩამოვედი და მაგიდის ალაგება დავიწყე,სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მეძინებოდა,5წუთში ჩემს წინ იდგა გაკრეჭილი.მაგიდა ამალაგებინა,ჭურჭელი დავრეცხე მან კი დაწმინდა,იმდენს ღადაობდა სიცილით მუცელი მტკიოდა
-აკო გაჩუმდი თორემ მალე პირი გამეხევა ამდენი სიცილით-ჩვარი ვესროლე სახეში
-იქნებ იმ დოყლაპიებს გაეღვიძოთ,არ მომინდომდეს აქ კარგი მსმელი კაცებივით ლოთაობა? რა იყო ამ ბინძური ტილოს მაგივრად შენ რო მომხვეოდი არ იქნებოდა ცუდი-თვალები აათამაშა
თვალები გადავატრიალე და გამეცინა
-გეყოფა,კიდევ ბევრი საქმე გვაქვს
-რა ძალა გადგას ამას რო ალაგებ? გაიღვიძებენ ლოთი დედოფლები და მიალოგონ იმათმა,ისედაც კმარა მთელი ღამე რო ვდარაჯობდით-ჩვარი ძირს დაახეთქა
-არავის დაუძალებია ჩამოდი და მომხმარეო-არც მე დავრჩენილვარ ვალში
ხმის ამოუღებლად განვაგრძეთ დალაგება,ნახევარ საათში დივანზე დავსხედით თუ არა ერთმანეთზე მიგვეძინა. თვალები რომ გავახილე თავზე სიცილით გვადგნენ ბავშვები,ახლა ამათ უხსენი რა,თავიანთი ლოტაობის ამბვავის მისაჩქამალად კარგი მიზეზი მიეცათ,ახლა მთელი დღე ამაზე იღადავებენ,თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე
-ალეკო გაიწიე უნდა ავდგე!-შევაჯანჯღარე ძილბურანში მყოფი დანელია
ძლივს გავწიე და ავდექი,არადა ძალიან მეძინებოდა,სულ რაღაც 2 საათი მეძინა,ამათმა კიდევ კარგად გამოიძინეს რა ენაღვლებოდათ.
-სახლის მილაგება როდის მოასწარით?-სიცილით მკითხა გიგამ
-შენ რო პირდაღებულს გეძინა და ხვრინავდი მაშინ-არც მე დავრჩენილვარ ვალში
-ეს ნახე რა დილიდან რა ხასიათზეა,მიდი აცუნცულდი მაღლა და გამოიძინე ცოდო ხარ-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა გიგამ
-ჰო მიდი,მიდი ნიაკო აცუნცულდი თორე მერე მთელი დღე უჟმურ ხასიათზე ინები და დაგვცოფავ-ახლა სალომეც აყვა
-რა გენაღვლებათ-თავი გავაქნიე და მაღლა ავედი.ფიმფულა საწოლი ჩავწექი და მერე გავთიშე,საეროდ არაფერი მახსოვს,ასე გემრიელად დიდი ხანია არ მძინებია.პრაქტიკულად მთელი დღე მეძინა,რომ გამომეღვიძა თავი მისკდებოდა და ვერ გამოვდიდოი,თავი ისევ ბალიშისკენ მექაჩებოდა,თუმცა ამდენი ძილი არ შეიძლებოდა,გაბრუებული ჩავედი დაბლა,კედელზე დაკიდებ საათს რომ დავხედე საღამოს 9 საათი იყო,ანუ რა გამოდის მთელი 12 საათი მეძინა? ყოჩაღ მე! დაბლა დამხვდნენ ბავშვები,რომ დმაინახეს გაეცინათ
-დიდება შენს გამოჩენას,გვეგონა ძილშ გაიპარე-გამეღადავა დანელია
-ნია ხო კარგად ხარ?-მგონი ლადო იყო ხმა ძლივს გავარჩიე ისეთი გაბრუებული ვიყავი
-ნია არ გშია?-ახლა სალომე
-ნია, მწვადი შეგინახეთ,გაგიცხელო ტაფაზე?
იმის თავიც კი არ მქონდა რომ ხმა ამომეღო,გაბრუებული უხმოდ დავჯექი დივანზე
-მგონი ისე ძინავს-აღადავდა აკო
-ნია-შემაჯანჯღარა ელენემ
-ჰო-ძლივს ამოვიღე ხმა
-კარგად ხარ?
-კი,წყალი მომიტანე რა-პირი მიშრებოდა
სალომემ მაშინვე მომიტანა წყალი
-მართლა კარგად ხარ?-დასერიოზულდა დანელია
-კი კარგად ვარ,ძაან დიდხანს ძილი არ შეიძლება-გამეცინა
-ჰოდა ეგრე რა შე ქალო რას დაგვიხეთქე გულები!-ხელები მაღლა აწია ლადომ
-სალომე-სერიოზული სახით გავხედე
-ჰო ნია-შეშინებულმა გამოხედა
-ეს შენი შეყვარებული იუმორის კურსებზე ატარე,ცოდოა ბიჭი, ამხელა ნიჭი არ უნდა დაიკარგოს-ისეთი სერიოზული სახით ვთქვი თვითონვე ამიტყდა მერე ხარხარი
მგონი ნახევარი საათი ამაზე ვიცინოდით.ისეთი დამშეული ვიყავი მგონი ყველაფერი შევჭამე რაც კი იყო სახლში. დამცინა დანელიამ ჭამე რა გენაღვლებაო შენ ჭამ და ელენეს ერგებაო,მოკლედ ეს ბიჭი იუმორში ძაან იყო გასული. დღე და ღამე ამერია,ახლა მთელი ღამე არ დამეძინებოდა და რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა მარტოს?




_____________________________
ბოდიშით ბეჭდვითი შეცდომებისთვის,არ გადამიხედავს სე ავტვირთე. :* <3



№1  offline წევრი Firefly

შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარეეე!
სულ წივილ-კივილით ჩავიკითხე და გადავრიე ჩემები :დ
საოცარი გოგო რომ ხარ ამას თქმა არუნდა.
მიყვარხაააარ love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

შენ აზრზე არ ხარ როგორ გამიხარდა ამ თავის დადება და შემდეგ თქვენი შერიგება ახლა თამამად ვიტყვი : ბედნიერებას გისურვებ! <3

 


№3  offline წევრი cancara

აჰაჰა კაი მომწონს რაღაცა შეცდომები კიგაქა გამოასწორე კარგიას ნუ აგვიანებ რა

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აი ეხლა მააართლა ძალიან გამიხარდა და ვფიქრობ რო ძალიან ჭკვიანურად მოიქეცი ხო გითხარი უბრალოდ არეული იყო და არ მოგატყუა იმ წამს რას გრძნობდა ძალიან გამიხარდა რომ ესე მართლა სიამაყეს არ აყევი და შენი ბედნიერება არ დაკარგე იმიტომ რომ არა მგონია შენ ესე ძალიან კიდე შეგყვარებოდა და მგონია რო შენ მეტად დაიტანჯებოდი იმედია არ გეწყინა წინაზე კომენტარი რომ დაგიწერე უბრალოდ მართლა მენანებოდა თქვენი სიყვარული დასანგრევაად მართლა ძალიან გამიხარდა და იმედია არ ხარ ნაწყენიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline მოდერი Anye-Any

მადლობა ყველას :* უყვარხართ ნიას,დანელია ამას რო წაიკითხავს მეოთხედ შევუყვარდები :D

 


№6  offline მოდერი Anye-Any

nene gelovani
შენ რა აპირებ წააკითხო? wink



არაა :D :D რა თქმა უნდა არა :D

 


№7 სტუმარი 12346b

vaimee,ra kargiaa ^__*
oghond dzalian gtxov,male ar daasrulo ra.
ramdenic ginda cere,vpicav ar mombezrdeba tqveni bedniereba.
es iseti motxrobaa,ai ver vxsni,magnitivit mizidavs.
dzaan gtxov,mal-male dade da ar daasruloo.
arvici,winaswar daviwye tirili dasasruli rom warmovidgine.
ra kargia,axla vnaxot danelia rogor moiqceva. tu isev arakacurad,shen tavs da am motxrobas vpicavar misamarti momeci da danit davadgebi,yels gamovgadrav :33

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

გამიხარდა რომ შერგიდით ^_^ იმედია შეცდომას აღარ დაუშვებს <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მაიკო

მეოთხედო????? ანუ კიდევ დაცილდებით და კიდევ აპირებთ მერე შერუგებას??? ვაიმე თქვენ უნდა მომკლათ მე????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent