შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (10) ნაწილი (2)


16-01-2016, 00:01
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 898

სიყვარული ბრმააო სწორედაც,რომ მართალი უთქვამთ,სანამ შეგიყვარდება მანამ გაახილე თვალები,თორემ სიყვარული ბრმააო,ბრმა ყრუ, მუნჯი.ამაზე ძლიერი ხო ბუნებაში არაფერი არსებობს,ეს ისეთი რამაა რასაც უბრალოდ სიტყვებით ვერ ახსნი,გრძნობ როგორ გიცემს გული მისი დანახვისას,მუცელში პეპლები კი არა დინოზავრები დარბიან.გული გითბება და სულს უხარია,რომ მას ხედავ,ეხები და ბედნიერებისგან გეღიმება. არც კი ფიქრობ სხვა რამეზე,უბრალოდ გიყვარს,გინდა მასთან და მის გარეშე კვდები.
სახლში რომ დავბრუნდი ჩემი ბიძაშვილი თემო და მისი ძმაკაცი ჯეკო დამხვდნენ.
-ვა ნია,სად ხარ ამდენხანს?-ჩემკენ ღიმილით წამოვიდა თემო და გადამეხვია
-როგორ მოხდა გამოგვიარე?-მეც ძალიან გამიხარდა მისი დანახვა
-ეს ჯეკოა,ხო გახსოვს?
-კი,კი მახსოვს,გამარჯობა ჯეკო-თავაზიანად მივესალმე
-როგორ ხარ ნია?-გადამოცნა და გაიღიმა
თემო და ჯეკო კიდევ დიდხანს დარჩნენ ჩვენთან. ჯეკო 27 წლის საქმიანი ბიჭი იყო,თავისი საადვოკატო ოფისი ჰქონდა გახსნილი,ჩამოყალიბებული და დალაგებული ტიპი იყო,აი დასტოინს რომ ეძახიან ისეთი. დიდხანს ვისაუბრეთ ზოგად თემებზე,შემდეგ კი წავიდნენ.
-რა კარგი ბიჭია ეს ჯეკო-ჩემს გასაგონად თქვა ბებიაჩემმა და გადმომხედა
-კარგი რა ბებო-მივხვდი რაც იგულისხმა
-რას უწუნებ ბებია? თანაც ეტყობა ბიჭს რომ მოსწონხარ
-ვაიმე ბებო ! ეგ აღარ გაიმეორო,დედა გესმის რას ამბობს?-ნინოს მივდექი გაბრაზებული,დედას გაეცინა
-რას უწუნებ გოგო მითხარი?
-ბებო ჯეკო თემოს ძმაკაცია და როგორც დას ისე მიყურებს,თანაც საერთოდ არ ვუყურებ ისე როგორც ბიჭს და ამ თემაზე არ გავიგონო ლაპარაკი-თვალები დავუბრიალე მანანას
მე და ჯეკო? რა სისულელეა იმხელაზე გამეცინა ნინო შემომივარდა ოთახში. მალე ლანა და სალომეც ამოვიდნენ ჩემთან,ყავა დავლიეთ და ფილმი ჩავრთეთ.
-ნახე, დანელიას საიტზეა-გაეცინა სალომეს
-მერე მე რა?
-აღარ გწერს?
-არა,მელოდება ალბათ მე-გამეცინა
-გოგო ჯეკო ვინაა რა მოვდით ახსენებს მანანა ბებო-სიცილით მკითხა ლანამ
-ჩემი დეიდაშვილის ძმაკაცია,დილით იყვნენ მოსულები და მას მერე გადამეკიდა მანანა რა კარგი ბიჭიაო-მეც გამეცინა
-რას ერჩი მერე თუ კარგი ბიჭია?-მკითხა სალომემ და ლაანს გადახედა
-არაფერსაც არ ვერჩი,როგორც დას ისე მიყურებს და მეც ანალოგიური რეებს მოდიალობთ თქვენ კიდე გოგო-ახლა მათზეც გავბრაზდი
-აუ ისე დანელიას რო ვუთხრათ ვითომ თხოვდები,არ გაინტერესებთ რა რეაქცია ექნება?
-ვაიმე ლანა რა გველი ხარ-გაეცინა სალომეს
-არა გოგო,რაში მჭირდება,კარგი რა
-მოდი ვცადოთ,აბა რას იზამს-ხელები გაასავსავა სალომემ
-გაგიჟდით ხო? რათ მინდა გოგო ამხელა ტყუილი-რა თქმა უნდა ეს იდეა არ მომეწონა და არც მის განხორციელებას ვაპირებდი
-ასეთი დებილი როგორ ხარ ნია? შანსი გაქვს ტიპი გაამწარო თუ მართლა უყვარხარ არ გაინტერესებს რას იზამს?
-რა უნდა ქნას? თქვენც ხომ კარგად იცით ისევ რატომაც მობრუნდა? ისევ ცდილობს იმის დამტკიცებას,რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემთან მოსვლა,რომელ სიყვარულზე მელაპარაებით
-ხოდა ზუსტად მაგიტომაც გაამწარე ბოლომდე,რომც არ უყვარდე მაინც გამწარდება რო გაიგოს სხვას მიყვები ცოლად,დამიჯერე ნია
-ვაიმე ლანა,სულაც არ მინდა მისი გამწარება! ისიც ისევე გამწარდა როგორც მე არ გახსოვთ?
-კარგი რა,ასეთი დებილი როგორ ხარ? ვინმეს ჩემთვის რომ იგივე ექნა ისეთ რამეს გავუკეთებდი თავის გაჩენის დღეს დაწყველიდა
-ღირს ვითომ?-ტუჩი მოვიკვნიტე და 1000 ბოროტი აზრი დამებადა,გამეცინა და გოგონებს ეშმაკურად გადავხედე
-ხოდა ეგრე რა!-ტაში შემოკრეს
-მოკლე,ახლა მე უნდა წავიდე ლადო უნდა ვანხო და მას ვეტყვი რომ შენთან ვიყავი და ეს ამბავი გავიგე
-როგორ ეტყვი?
-ვეტყვი რომ ნიასთან ვიყავია ხლათქო და იქ ვიღაც ტიპი დამხვდათქო,მგონი ნია თხოვდებათქო
-ვაიმე გადაირევიან-გაეცინა ლანას
-აუ რა ძაან ბოროტები ხართ-მე გამეცინა
ცოტახანში გოგონები გავაცილე,ვიცოდი რომ სრული იდიოტიზმი იყო რისი გაკეთებაც დავგეგმეთ,თუმცა მაინტერესებდა რა მოყჰვებოდა ამას. ღამის 12 საათი იყო გიგამ რომ დამირეკა
-ხო გიგა,მშვიდობაა?-უეჭველი იყო რაზეც მირეკავდა
-მართლა თხოვდები გოგო?-ეგრევე მომახალა
-რა იყო?-გამეცინა
-ნია მიპასუხე
-ხო ვთხოვდები,მერე?
-სულ გააფრინე ხო? ვის მიყვები გოგო?მერე აკო?
-ვაიმე გიგა აკო რა შუაშია?
-აუ ნია მაგრად ატრაკებ აი იმენა მაგრად,ეგ არ ქნა ტო
-მე ჩემი ცხოვრება მაქვს გიგა,აკომ ჩემზე 2 ჯერ თქვა უარია,რომ ნდომოდა ჩემთან ყოფნა ამას არ გააკეთებდა ასე რომ ახლა უკვე გვიანია
-აკომ ეგ არ იცის და რომ გაიგოს შეიძლება მოკლას ის ტიპი
-კარგი რა გიგა,მართლა კარგი რა! მოკლას არა დაჩეხოს,აკოს ვინ ეკითხება
-ნია იცოდე ცუდად იქცეი,უსიყვარულოდ რა პონტში თხოვდები ტო?
-ვინ თქვა რომ უსიყვარულოდ ვთხოვდები?
-მე მაინც რას მატყუებ ნია,ლადომ რო დამირეკა და მითხრა ნია თხოვდებაო იმენა შოკი მქონდა და წარმოიდგინე ახლა რა დაემართება აკოს
-სულ არ მაინტერესებს რა დაემართება აკოს,ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი
-ხვალ ხო მოდიხარ?
-კი
-ხოდა დაგელაპარაკები ხვალ
გამეცინა,რა კარგი მსახიობი გამოვდეი,თავი ძლივს შევიკავე რომ ა მეხარხარა რა გათხოვება რის გათხოვებათქო.ანუ ჯერ დანელიამ არ იცის,ახლა იმის შემეშინდა ჯეკოს არ მიუვარდენთქო,სირცხვილით მოვკვდებოდი ეს ამბავი რომ გაბაზრებულიყო. სალომემ დამირეკა დ აორივე მაგრად ვიცინოდით ლადოს და გიგას რეაქციებზე.სალომემ ახლა ბეჭედი გჭირდებაო,დილით სანამ უნივერსიტეტში წავიდოდით 3 ლარიანი "კალიცო" ვიყიდეთ,იმდენი ვიცინე კინაღამ გავიგუდე,თითზე წამოვიცი და უნივერსიტეტში წავედით. ვაფრიალებდი ამ ჩემს ბეჭდიან ხელს,ბიჭებიც გამოჩდნენ,გიგა დაფეთებული დამეტაკა
-ახლავე მოიხსენი ეს ბეჭედი
-ოჰ,რატომ ვითომ?-გამეცინა გაოცებულს
-ალეკო მოდის და ხო იცი ამას რაც მოყვება
-სულ არ მაინტერესებს რა მოყვება და საერთოდაც თავი დამანებეთ ყველამ,მე ჩემი ცხოვრება მაქვს!
და აი დანელიაც გამოჩნდა,ეტყობოდა რომ არაფერი იცოდა,სალომემ მანიშნა მიდი ბეჭედი გამოაჩიეო ტელეფონი ამოვაძვრე ჯიბიდან და მასში ყურება დავიწყე,უეჭველად ნახა ბეჭედი.მისი სახე უნდა გენახათ.ისევ ის ძველი დანელია დავინახე ჩემი უარის მერე რომ ცეცხლებს ისროდა თვალებიდან. ყველა მას უყურებდა და ელოდებოდნენ რას გააკეთებდა,ხელი წამავლო მკლავზე და ცარიელ აუდიტორიაში შემიყვანა
-თითზე რა გიკეთია?-საშინელი სახე ჰქონდა,შემეშინდა არ შემომარტყასთქო
-ვერ ხედავ?-გული გავიმაგრე
-თხოვდები?-ნერვიულად გაეცინა
-ჰო
-ჩემს ჯინაზე ხო?
-შენ რა შუაში ხარ?
-როდის გადაწყვიტე აბა? გუშინ არ გყავდა საქმრო და დღეს საიდა მოვიდა?
-არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა,არც შენ გაქვს უფლება რამე მომხოვო
-კარგი-აუდიტორიიდან გამწარებული გავარდა,უკან გაყვნენ გიგა და ლადოც
-ვაიმე რა გითხრა?-მომვარდა სალომე
-მგონი მაგრად შევტოპეთ-ტუჩი მოვიკვნიტე
-რაო გოგო ამოღერღე მალე!-შემაჯანჯღარა
-ჩემს ჯინაზე აკეთებო,გოგო ახლა ჯეკოს არ მიუვარდეს
-საიდან იცის ვაბშე ვიზე თხოვდები,დამშვიდდი არ მიუვარდება თან ბიჭები მასთან არიან
-აუ რა სახე ქონდა იცი?-გამეცინა
-ნია
-ჰო
-ისევ გიყვარს აკო...
ჩამეცინა,არაფერი ვუპასუხე ისედაც ცხადი იყო,როგორც არ უნდა მეცადა ამის დამალვა მაინც აშკარა იყო.
-თუმა რას გეკითხები ეგ ისედაც ცხადია,არც არასოდეს გადაგყვარებია
-უაზრობაა,არაფერი გამოვა
-ვიცი ნია,ვიცი თუმცა სიყვარულს სასწაულების მოხდენაც კი შეუძლია
-არ მიდა მისი სიყვარული და არც მისი სიახლოვე,ის სისევ ცდილობს ჩემზე შურია იძიოს,თუმცა მე დავასწრებ!





______________________________
ბოდიშით ბეჭდვითი შეცდომებისთვის,აბა რას ფიქრობთ...



№1  offline წევრი Firefly

კარგი იყო მარამ არ მეყო.ძალიან შემეცოდა დანელია...როდის დადებ შემდეგს?? love
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი Anye-Any

Firefly
კარგი იყო მარამ არ მეყო.ძალიან შემეცოდა დანელია...როდის დადებ შემდეგს?? love


დაახლოებით 1 საათში,უკვე დავიწყე წერა :* <3

 


№3  offline წევრი kora

მგონია რომ ძალიან შეტოპა ნიამ :( მესმია ნიასი, მაგრამ დანელიაც მეცოდება და მაინც მგონია, რომ სწორედ სიყვარულის გამო მოიქცა ისე როგორც მოიქცა, მიზეზი ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოსკარიც კი ეკუთვნის ასეთ უნაკლო მსახიობს ბრწყინვალედ მორგებული როლისთვის wink მე არ მჯერა აკოს შურისძიების და ვფიქრობ, ნიას და მისი დაქალების ეს ტყუილი საბოლოოდ ნიას ატკენს გულს და იმსახურებს ახლა აკომ მის ჯინაზე ადგეს და ცოლი შეირთოს!!! იქნებ მერე მაინც გამოფხიზლდეს love სადაც სიყვარულია იქ სხვას არ უნდა უსმინო და გულის ხმას უნდა მიენდო, ნია კი საპირისპიროს აკეთებს sad
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი ninas gogo

მოკლედ ძალიან დიდიხანია მინდოდა კომენტარის დაწერა და ეხლა დავწერ. თავიდან მქონდა წაკითხული ეს ისტორია ბოლოს რო წავიკითხე ტირილისგან გავსკდი რასაც ქვია და მერე რო დავინახე შენი ისტორია ისევ ბედნიერებისგან დავხტოდი, ისემიხაროდა ნიას და ალეკოს ამბავი და ეხლაკი დღეს შემთხვევით ვნახე მეორე ნაწილი და არ მეგონა ასე თუ გაგრძელბოდა. მართალია ზედაპირულად წერ და იმდენად დეტალურად არა მაგრამ ესეც საკმარისია რო დავინახოთ ნიას გრძნობები. მინდა გითხრა რონ ძალიან მაგარი გოგოხარ!!! ვაფასებ ეგეთ გოგოებს! კარგად მესმის შენი, ადვილი არ არის ადამიანის დავიწყება, მითიმეთეს როცა მას ყოველდღე ნახულობ და გიწევს ყველაფრის ატანა. მეც გამოვიარე ეგეთი რამ. ხოდა ეს ალეკო დანელია პირდაპირ გეტყვი არ მომწონს! იმიტომ რომ იდიოტია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი პოზიცია კი ძალიან მომწონს და სრულიად გეთანხმები. უბრალოდ ისეთი რამ არ დაუშვა რასაც მერე ინანებ. ის გრძნობარომ გინდა გაამწარო ბუნებრივია. მაგრამ ვიცი რო რაიმე ბოროტულად არგინდა.შენს დაქალებზეც და ძმაკაცებზეც მინდა გითხრა რაღაც, გიგა და ლადო ეხლა რო გაგიჟდნენ შენს გათხოვებაზე მაშინ რატო არ გიჟდებოდნენ ალეკოს საქციელზე. მაგრამ მესმის ბიჭები სხვანაირები არიან და ძმაკაცები არიან. რაც შეეხება გოგოებს არ აყვე დაქალებს დიდად, და როცა თქვენ ერთი სასტავი ხართ არ გირჩევ რომ რამე უთხრა მათ რასაც ფიქრობ სინამდვილეში ცუდად არ მიიღო უბრალოდ ხოხვდები რას ვგულისხმობ და ვიციმიხვდები❤ ხომ ნეტა იცოდე როგორ მესმის შენი მდგომარეობის,მე ძალიან მინდოდა რომ "ის" ბედნიერი ყოფილიყო სხვასთან მე ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი და ისღა დარმრჩებოდა რომ დამევიწყებინა მაგრამ როცა მეხუტებოდა და ზუსტად ალეკო დანელიასნაირად იქცეოდა დაახლოებით მე უფრო მეტად მტკიოდა ესდა კიდევ ხო არ მინდოდა დავიწყება!!! და ესე ხარ შენც. ჩემო კარგო გაუძელი❤გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაინტერესებს შემდეგი თავები და ძალიან გამიხარდება ჩემი რჩევები თუ დაგეხმარება❤

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

წინა ნაწილი წაკითხული მქონდა და ახლა აღმოვაჩინე გაგრძელება.ერთად წავიკითხე ათივე თავი და უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა.გულის სიღრმეში აკოს ვამართლებ კიდეც იმიტომ რომ დევიიზი მაქვს ასეთი,თუ ნანობს დანაშაულს დროთა განმავლობაში ყველაფერს ვპატიობ.მე ვერაფერს გირჩევ,შენ მხოლოდ შენს თავს უნდა ენდობოდე.მოუსმინე გულს,დააკვირდი ალეკოს ქცევებს.თუ დაგიმტკიცებს რომ მართლა უყვარხარ და შენც ეჭვები აღარ გექნება,დამიჯერე უნდა აპატიო.ცხოვრება ისედაც მოკლეა და ეცადე იბედნიერო.ვიცი არაა ადვილი ამხელა ტკივილის გადატანა რაც შენ მოგაყენა მაგრამ სიყვარული ხომ ასეთია.ნამდვილი სიყვარული ხომ უკვდავია.შენ ამაყი უნდა იყო რომ ამდენი დარტყმის შემდეგ,მაინც შეგწევს უნარი გიყვარდეს.

 


№6  offline მოდერი Anye-Any

ყველას ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის,საკუტარ თავზე ვისაც არ გამოუცდია ამას ვერ გაიგებს,მინდა რომ მსგავსი ტკივილი არასოდეს არავინ განიცადოს,ეს უბრალოდ გკლავს,ცხოვრობ თუმცა სულიერად მკვდარი ხარ. დიდი მადლობა თქვენ,შემდეგ თავს დავდებ ცოტახანში :))))

 


№7 სტუმარი ........

dzalian magari gogoo xar pirvel rigshi yochagg..me sheni kargad mesmis magram me girchev rom sheurigdee sanam gvian iqnebaa sabolood rom dakargo mere dzalian inaneb..tu martla giyvars mistvis gaakete es misi bednierebistvis da apatie umizezod ar moiqceoda aseee.da kidev shemdegi tavi male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent