ეშმაკის იარაღი 8 (დასასრული)
ტრიალი მინდორი იყო, ირგვლივ არაფერი იყო, მხოლოდ ტრიალი მინდორი, აქ ორნი ვიყავით მე და თაკო, თაკო იცინოდა და მისი ქათქათა თეთრი კბილები თითქოს ანათებდა, თვალებიც უცნაურად უელავდა, თავზე დაწნული გვირილების გვირგვინი ეკეთა და ქერა თმა მხრებზე ჩამოშლოდა, ესე უხმოდ იდგა თაკო და ღიმილით მიმზერდა, მინდოდა შევხებოდი და მისკენ მივდიოდი მაგრამ უკან გარბოდა მე ვერ ვეწეოდი, არ ვიცი რა მაგრამ რაღაც ხელს მიშლიდა, "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" რამდენჯერმე გამიმეორა ამ სიტყვებმა დამადნო , სიამოვნებისგან დავტკბი და ადგილიდან აღარ ვიძროდი, უცებ ცა მოიღრუბლა და ჩამობნელდა, წვიმა დაიწყო და თაკოს წვიმის წვეთები ეცემოდა, თაკოს სახიდან ღიმილი ქრებოდა და თაკოც ამინდივით იღრუბლებოდა, საშინლად წვიმდა, მერე ცაზე ელვამ გაანათა , გრუხუნის ხმა გაისხმა და თაკოს კივილიც გავიგე, ციდან მეხი ჩამოვარდა და თაკოს დაეცა, თაკოს განწირული კივილი აღმოხდა. შეშინებულმა თვალები გავახილე, თვითმფრინავში ვიჯექი და სკამზე გაღვიძებული შევხტი, გვერდით ქალბატონი მეჯდა, მან თავაზიანად გამიღიმა და ფრანგულად მომმართა -ცუდი სიზმარი ნახე შვილო? -დიახ-მივუგე მე ნაძალადევად გავუღიმე და ფანჯრისკენ გავიხედე, შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული, ჯიბიდან ხელსახოცი ამოვიღე და ოფლი მოვიწმინდე, ქალბატონმა ისევ გამომხედა -რამე ხომ არ გიჭირთ ყმაწვილო? -არა გმადლობთ, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და ხო ხვდებით ქალმა ჯერ თვალებში კარგად ჩამხედა თითქოს რაღაცა ამოიკითხა, მერე თვალები მოჭუტა და თითქოს ეჭვით მკითხა- გოგონას ამბავია ალბათ ხო? -ჰო დაახლოებით -დიდი ხანია არ გინახავს? -6 წელი მადლმუაზელ -ღმერთო ჩემო-შეიცხადა ქალმა-ამ ხნის განმავლობაში ის გელოდება? -არ ვიცი-მწარედ ამოვიხვნეშე-ვინ იცის იქნებ აღარც მელოდება ქალმა თავი გააქნია, მერე ხელჩანთას გადაწვდა და იქედან ორი ძალიან პატარა სათამაშო მტრედები ამოიღო და გამომიწოდა -ეს რა არის? -გამომართვი, აი ამ მტრედებიდან ერთს იმ გოგოს მისცემ, ერთიც შენ გექნება და თქვენი სიყვარული კვლავ აღსდგება, ეს სიყვარულის იარაღია შვილო, სიყვარულის -გმადლობთ მაგრამ მე ასეთების არ მჯერა ქალბატონო-სიცილით ვუპასუხე -ნუ იცინი, სრული სერიოზულობით გეუბნები, თუ ამას იმ გოგონას მისცემ ვინც გიყვარს, ის კვლავ დაგიბრუნდება, მტრედი მშვიდობის ფრინველია, ეს თილისმა კი ღვთის იარაღია, ღვთის იარაღი კიდე ეშმაკის იარაღს ამარცხებს მტრედები გამოვართვი და ისევ მადლობა მოვუხადე, ქალმა გაიღიმა, ხელჩანთა გვერდზე გადადო და კმაყოფილი სახით წინ გაიხედა, მე ისევ ქალბატონს ვუყურებდი, ქალმა ისევ გამომხედა და ჩემი გაოგნებული სახე შეუმჩნევი არ დარჩენია, თვალი ჩამიკრა, მისმა თვალის ჩაკვრამ თითქოს დამამშვიდა ღამით თბილისში ჩამოვფრინდი, სახლში დაბრუნებული როცა ოჯახის წევრებმა მნახეს ძალიან გაიხარეს, 6 წელი არ ვენახე მშობლებს , დედა ლამის ცუდად გახდა როცა დამინახა, დიდხანს მეფერებოდა და არ მიშვებდა, მეც თითქოს ბავშვი გავხდი, თითქოს იმ დროში დავბრუნდი როცა დედას კალთაში ვიჯექი და ის მეფერებოდა. მერე დედის ხელებისგან თავი დავაღწიე და თავი ზემოთ ავწიე -დედა რაღაც მინდა გკითხო -მკითხე შვილო, რაც გინდა მკითხე-ალერსიანად მომიგო დედამ და თავზე ისევ ხელი გადამისვა -დედა, თაკოს შესახებ იცი რამე?-დედა მოიღუშა, წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა, დედა დუმდა არაფერს ამბობდა-დედა იცი მეთქი რამე? -კი შვილო, თაკო რახანია გათხოვდა, ვერც გაამტყუნებ, ამდენხანს ხომ ვერ დაგელოდებოდა? თან შენგან არაფერი ისმოდა -ვიცი დედი ვიცი-თავი დავხარე და მოვიწყინე -არ მოიწყინო შვილო ყველაფერი კარგად იქნება-ცრემლები წამოუვიდა დედას -ეე კარგი რაა ნუ ტირი დედი, მე კარგად ვარ, მართალია ცოტა მეწყინა მაგრამ არაუშავს, მთავარია ბედნიერია და მიხარია დედი მეორე დილით ადრე გავიღვიძე, ჯიბიდან პატარა მტრედები ამოვიღე , უჯრაში ფლომასტერი ვიპოვე და მტრედებს სახელები დავაწერე, ჯიბეში ჩავიწყვე და ქუჩაში გავედი, ცოტახანს სადარბაზოსთან ვიდექი და ვფიქრობდი მენახა თაკო და მიმეცა მტრედი თუ არა, მტრედები ჯიბიდან ამოვიღე ხელის გულზე დავიდე და ვუყურებდი, ისევ ჯიბეში ჩავყარე და გზას გავუდექი, ოღონდ გადაწყვეტილება სხვაგვარი მივიღე, არ მივიდოდი თაკოსთან და ვერც მტრედს მიიღებდა ჩემგან, უბრალოდ მინდოდა მის სახლთან მივსულიყავი შორიახლოს დავმდგარიყავი და თვალი მომეკრა მისთვის, თავზე კაპიუშონი წამოვიფარე და სახლის წინ ხეებთან დავდექი, ცოტახანს ასე ვიდექი და ხეზე ვიყავი მიყრდნობილი, ზურგიდან ვიღაც მოდიოდა ნაბიჯების ხმა მესმოდა, თუმცა რა თქმა უნდა არ მიმიხედია, არ მინდოდა ვინმეს ყურადღება მიმეპყრო, გოგონამ გვერდი გამიარა , ალბათ მას დააინტერესა ვინ იყო კაპიუშონიანი მამაკაცი მარტოდმარტო რომ იდგა და გვერდი გამიარა თუ არა უკან მოიხედა და სახეზე დამაკვირდა, გოგონას მეც შევხედე მაგრამ სახეზე ვერ ვიცანი -გიგა შენ ხარ?-მომმართა გოგონამ, უცებ დავიბენი , ვერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო -დიახ, ვიცნობთ ერთმანეთს? -მე გვანცა ვარ ვერ მიცანი? თაკოს დაქალი -გვანცა? როგორ შეცვლილხარ-გოგონას გადავეხვიე და ლოყაზე ვაკოცე -რამდენი ხანია წახვედი, აღარც ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ არა, რატო არ დარეკე? -გვანცა, ვიცი რასაც ფიქრობ,ვიცი მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად იყო და არა ისე როგორც გგონია დამიჯერე-გვანცამ სევდა შემატყო, მიხვდა რომ არ ვტყუოდი -და რა მოხდა? -ძალიან გრძელი ამბავია გვანცა -კარგი, თაკოს შესახებ ალბათ იცი ხო? იცი რომ გათხოვდა ალბათ. -კი ვიცი-ჩემს სიტყვებში სინანული იგრძნობოდა და ამას თაკოც მიხვდა -კარგი მე უნდა გავიქცე საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით-თაკო დამემსვიდობა და წავიდა , მე ცოტახანს ისევ ველოდებოდი თაკოს სადარბაზოდან გამოსვლას მაგრამ თაკო არ ჩანდა, მერე ჯიბიდან ისევ მტრედები ამოვიღე და დავაცქერდი, მზერა თაკოს სახლს მივაპყარი და ხელი ჯიბეში ჩავყავი მაგრამ მტრედი რომელსაც თაკო ეწერა ჯიბეში არ ჩავარდნილა და ძირს გადავარდა, მე არაფერი გამიგია და გზა განვაგრძე, მტრედი დარჩა მარტოდმარტო თაკოს სახლთან ************************ გვანცა ჩქარი ნაბიჯებით აუყვა თაკოს სადარბაზოს კიბეებს და თაკოს ბინის კარზე ზარი მისცა, თან ძალიან ნერვიულობდა, კარი დათომ გააღო, თაკოს მეუღლემ, გვანცამ ნერვიული მზერა მოიშორა და დათოს ღიმილიღ კითხა -გამარჯობა დათო, თაკო სახლშია? -კი გვანცა შემოდი, აი სამზარეულოშია-ხელით ანიშნა და თვითონ მისაღებისკენ გაეშურა და ტელევიზორის წინ მოკალათდა, თაკო სამზარეულოში შევიდა და სახეზე კვლავ აღელვება დაეტყო -თაკო, რაღაც უნდა გითხრა-გახშირებულად სუნთქვდა გვანცა -რა მოხდა გვანცა? -ვერ წარმოიდგენ ვინ ვნახე -ვინ მიშკა? -არა რა მიშკა, გიგა-თვალებ გაფართოებული უპასუხა გვანცამ -ვინ გიგა?-აშკარად დაიბნა თაკო -შენი გიგა-ხმადაბლა უპასუხა რომ დათოს არ გაეგო -რაა?-გაოგნდა თაკო-მარტო იყო თუ ვინმე გოგოსთან ერთად? -არა მარტო და მითხრა რომ რაღაც შეემთხვა, მგონი ციხეში იჯდა, ისეთი სახე აქვს, ისეა დასუსტებული, აშკარად არ იყო კარგ სიტუაციაში იქ -რას ამბობ გვანცა -დამიჯერე ასეა -სად ნახე? -შენი ბინის წინ, აი პირდაპირ ნაძვები რო დგას ნაძვებთან იდგა -წამოდი წავიდეთ, ფართუკი მოიხსნა და გასვლა დააპირა -კი მაგრამ სად მიდიხარ თაკო-გაუკვირდა მეგობრის ქმედება გვანცას და შეშინდა კიდეც მისი სპონტანური ქმედების გამო -მომყევი ახლავე!-ბრძანებით გასძახა დაქალს -დათო ქვემოთ ჩავდივართ და მალე ამოვალ-ქმარს გასძახა გოგონამ და სახლის კარი გაიხურა, გოგონები ჩქარი ნაბიჯებით გავიდნენ სადარბაზოსთან, ნაძვებისკენ გაემართნენ მაგრამ იქ არავინ იდგა, თაკო აქეთ იქეთ იხედებოდა ირგვლივ არავინ იყო -წასულია, წამოდი დავბრუნდეთ მალე სახლში დათომ არ გაიგოს-მიმართა გვანცამ, გოგონამ თავი დახარა და ძირს დაგდებულ მტრედს მოჰკრა, დაიხარა სათამაშოს ასაღებად, გვანცა სახლისკენ მიდიოდა მაგრამ უკან როცა მოიხედა თაკო რაღაცას იღებდა -რას აკეთებ თაკო? წამოდი დროზე თაკომ მტრედი აიღო, მასზე დაწერილი მისი სახელი ამოიკითხა, თვალიდან ცრემლი წამოუვიდა და სათამაშოს დაჰყურებდა, გვანცა ისევ მობრუნდა თაკოსთან და ხელში სათამაშოთი შენიშნა -ეს რა არის? თაკო უხმოდ იდგა და ტიროდა, თაკო მიხვდა რომ სიყვარული არ მომკვდარა, ის ისევ ცოცხლობდა ჩვენს გულებში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.