შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ერთად(2)


20-01-2016, 22:53
ავტორი nutsa214
ნანახია 1 399

უნდა ვაღიარო რომ უიღბლო ვარ... ბავშვობიდან...ეკა მეუბნება უბრალოდ მოუხერხებელი ხარო. ვერ ვხვდები ამაში უკეთესს გულისხმობს თუ უარესს. მეექვსე კლასამდე უკვე მოსწრებული მქონდა ორივე ხელის მოტეხვა და შეხორცება. მერე მარჯვენა ხელი ახლიდან მოვიტეხე...მერვე კლასში კარადაზე კურტკით გამოდების გამო მთელი ქიმიის ლაბორატორია დავლეწე. მეათეში მანქანამ დამარტყა. უფრო სწორად მე დავეჯახე. ფეხი ბორდიულს წამოვკარი და მოწყვეტით გავექანე ნელი სვლით მიმავალი მანქანისკენ... პირდაპირ შუბლით დავასკდი ზედ.სწორედ ერთი ასეთი წარუმატებლობის გამო გავიცანი ნიკუშაც.ჩემს გვერძე ქუჩაზე ცხოვრობდა ხშირადაც ვხედავდით ერთმანეთს თუმცა არ ვიცნობდით თან სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით. ჰოდა ერთხელ როდესაც თავპირისმტვრევით ჩამოვრბოდი ჩემს ქუჩაზე და ჩემს ძაღლს რომელსაც მიკი ერქვა მაგრამ ყველა ფუმფულას ეძახდა, გამწარებული მოვდევდი ერთ-ერთი შესახვევიდან მოულოდნელად გამოსულ ნიკუშას ისე შევასკდი რომ ამოვაყირავე და ზედ დავეცი. მერე იყო სიცილი, მერე დამეგობრება, მერე გაცნობა და სასიყვარულო ურთიერთობა.
აღარაფერს ვამბობ პატარ პატარა უიღბლობაზე და მოუხერხებლობაზე. სკოლაში,ჩემს სახლში,თავდგირიძეების სახლში,ნიკას სახლში და საერთოდ ყველგან სადაც კი ოდესმე ფეხი მქონდა დადგმული არ არსებობდა ადგილი სადაც თავი,იდაყვი ან მუხლი არ მქონდა მირტყმული თან ეს ყველაფერი უკვე თოთხმეტ წლამდე. ბანკეტის დღეს დღემდე გასახსენებლად ვერ ვიტან. ბანკეტის კაბა დავწვი. ჰო რაღაც ადგილი დაეკუჭა ვიფიქრე გადავასწორებთქო და დავწვი. რა ვიცოდი რომ უთოს დადებისთანავე ცეცხლი წაეკიდებოდა?! კიდევ კარგი ეკამ შემომისწრო თორემ მთელ სახლს გადავწვავდი. ბანკეტზე უაღრესად ნერვებმოშლილი ვიყავი იმაზე რომნახევარსაათში არჩეული კაბა მეცვა. მერე იმდენი დავლიე ფანჯრიდან ვხტებოდი და ხუთმა კაცმა ერთდროულად ძლივს გადმომათრია ფანჯრიდან. რაც სტუდენტი გავხდი მგონი მოხერხებულობა შემემატა მაგრამ დღემდე მაინც ნამდვილი უიღბლო ვაარ!ნორმალურად არაფერში არ მიმართლებს ეს კი ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება.
ეს დღეც უიღბლოდ გამითენდა. ძილი გვიანობამდე გავაბი რომ ავდექი ოთხი ესემესი მქონდა მოსული. მობილურს ჩავაშტერდი პირველი ორი გიორგი ბაგაურისგან და ნატა ღუდუშაურისგან იყო მოსული. ორივე ირაკლის კლასელია და ორივე დღეს საღამოს მეპატიჟებოდნენ რესტორანში ირაკლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მომდევნო ესემესი ნიკუშასგან იყო "დღეს რას ვშვრებით?" ამოვიკითხე ხმამაღლა. ბოლო ესემესი კი ირაკლისგან იყო-"დღეს საღამოს გცალია?.
"რაარი?"-მივწერე პასუხი
"არ გითხრეს?"-მალევე მომწერა.
"ანუ ეეგ"
"კი , უნდა წამოხვიდე აუცილებლად ჰო იცი?"
მე პასუხი დავაყოვნე ეს დღე ნიკასთან უნდა გავატარო, საღამოთი კიდევ მეგობრებში მარტო წასვლა ტეხავს თან ბიჭებიც რომ იქნებიან მაგიტო, მარტო გოგოები რო ვიყოთ ჯანდაბას, ვეტყოდი გოგოები ვიკრიბებითთქო მაგრამ ხომ ვერ მოვატყუებ? რა პრობლემაა მაგასაც გავიყოლებ თან ირაკლისაც ნახავს.
"ნიკუშაც რო წამოვიყოლო??"
"ნიკუშაა?"
"ჩემი შეყვარებული"
"ააა ისე იკითხე მეთქი ვიღაც პატარა ბავშვია:))))) კი კაცო რა პრობლემაა."
"ოკ;)" მივწერე,გამეღიმა და ასეთივე გაღიმებული თავით შევასკდი ნახევრად გაღებულ სააბაზანოს კარს. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა,მობილური ლამის ხელიდან გამივარდა.
-ჯანდაბა მთელი დღე გაღიმებული დავრჩები-გაბრაზებულმა კარს ფეხი მთელი ძალით მოვუქნიე, ავაცილე და გაქანებული ფეხი პირდაპირ კედელს ვდრუზე. მირტყმული თავი სულ გადამავიწყდა გამწარებულს თვალებიდან ლამის ცრემლები წამომივიდა
-ჯანდაბა!-შევყვირე ისევ და გაბრაზებული სიარულით ანუ იატაკზე ფეხების ბრახუნით შევვარდი აბაზანაში.
ისევ გამახსენდა ნიკუშა და მივწერე საღამოს რაც ხდებოდა ისიც დამთანხმდა და ცოტა დავწყნარდი. სამზარეულოში რომ გავედი ჩემები არ ჩანდნენ.
-ეკააა!-დავიყვირე მე. არავითარი პასუხი. სახლში არავინ არ იყო. მაცივარი გამოვაღე რაც იყო ყველაფერი ცოტ ცოტა ვჭამე და საღამომდე რამოდენიმე ფილმის ყურებაც მოვასწარი. ხუთი რომ დაიწყო მზადება დავიწყე. მაღალწელიანი შავი ჯინსი ჩავიცვი და ზემოდან თეთრი განიერი უმკლავო პერანგი.ექვსის ნახევარზე ნიკუშამაც მომაკითხა.
-ვა რალამაზი ხაარ.
-მადლობა.-გადავკოცნეთ ერთმანეთი და წავედით.
სულ ცხრანი ვიყავით. ირაკლის კლასელები უფრო ახლოს გავიცანი. ერთადერთი რაც არ მომეწონა ნიკუშა დათვრა იქვე დიდად არ ეტყობოდა რომ გამოვედით მერე უფრო დაეტყო სიმთვრალე.
-აბა ჰე-დავემშვიდობე ირაკლის.
-ნიკუშა მიგიყვანს ჰო თავით მანიშნა ნიკუშაზე რომელიც გაქანებული რაღაც ამბავს უყვებოდა გოგოებს ისინიც სიცილით კვდებოდნენ. ნიკუშას შევხედე "მიმიყვანს კი არა აქეთ მივიყვან" გავიფიქრე ჩემთვის.
-ჰო -ჩემი ეჭვი არ გავუზიარე ირაკლის.
გარეთ გამოვედით გზამდე ყველამ ერთად ვიარეთ.
ირაკლი გვერძე მომყვებოდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ღრმად ისუნთქანდა თბილისის ჰაერს.
-როგორ მომენატრა აქაურობა-ჩაილაპარაკა თავისთვის
-მაგ ფრაზას ამ ორ დღეში უკვე მერამდენეჯერ ამბომ-გამეღიმა მე.
-რავი უკვე სათვალავი ამერია-გაეცინა-ისე რა კარგი იქნებოდა მთაწმინდიდან მზის ამოსვლის ნახვა.
-მერე ვნახოთ...-დაბალ ხმაზე ვთქვი და როდესაც ჩემმა ამ საღამოთი მიღებულმა სიამოვნებამ პიკს მიაღწია ნიკამ დაუსტვინა ტაქსს.
-აბა ჩასხედით ჩასხედით-უკან ბიჭებმა ოთხივე გოგო ჩასვეს და წინ დაჩი ჩაუჯდა იკას ერთ ერთი კლასელი და საკმაოდ კაი ტოპი. მეორე ტაქსი ირაკლიმ გააჩერა უკან მე ნატა და ნიკუშა ჩავსხედით წინ ირაკლი. გზაში ჩვენი ტაქსი პირველ ტაქსს დაეწია და შუქნიშანზე ზუსტად გვერძე ამოუდგა.
იქიდან დაჩიმ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent