ჩემს გულში ხარ (3)
ნიტა: - როდესაც გამეღვიძა ცხვირში სასიამოვნო სურნელმა შემიღიტინა.. ნიკას ხელი შემოეხვია და მის მკერდზე მიყრდნობილს მეძინა.. ის ის იყო ჩხუბი უნდა დამეწყო, როდესაც დავინახე, რომ ეძინა.. მხოლოდ თედო იყო ფხიზელი, რადგანაც საჭესთან იჯდა - გაიღვიძე ქალბატონო? - მკითხა ღიმილით თედომ - ჩუუ - საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე, მან თავი დამიქნია.. ჩანთიდან მაკიაჟის საშუალებები ამოვიღე.. თედოს ჯერ გაუკვირდა მაგრამ შემგეგ მიხვდა რასაც ვგეგმავდი.. ნაზად და მშვიდად დავამაკიაჟეთ ჯერ ნიკა, შემდეგ კოსტა და მშვიდად განვაგრძეთ გზა. ორივეს ლოყები წითლად შევუღებეთ, ტუჩებზე მუქი მოსტაფილოსფრო პომადა დავადე, თვალები შავი ფერით დავუფარე და შუბლზე პაწაწინა რქებიც მივუხატეთ.. ნიკამ და კოსტამ ვერაფერი გაიგეს.. ღრმად სძინებიათ.. .. ცოტა ხანში ბიჭებს ეღვიძათ უკვე, მაგრამ თედომ კოსტას უთხრა ნიკას ჯერ არ დასცინოო, მეც იგივე ვუთხარი ნიკას და მოვახერხეთ ისე, რომ ვერ შეამჩნიეს თავიანი სახე.. კიდევ ცოტა ხანს ვიმგზავრეთ და ბათუმშიც ჩავედიყ.. რეზიმ არ იცოდა რომ მეც მივდიოდი.. კოსტა და ნიკა ბარგის წამოსაღებლად წავიდნენ.. რეზიმ დამინახა თუ არა ჩემკენ გამოექანა, ხელში ამიტაცა და ჩამეხუტა - ჩემი პატარა დაიკო ჩამოსულა, ჩემი ცოცქნა გოგო, როგორ მომენატრე შე ალქაჯო - მეუბნებოდა და ლოყებს მიკოცნიდა - მეც მომენატრე სიხარულოო, ჩემი ბოთე ძამიკოო - არც მე დავაკელი კოცნა.. უცებ კი კოსტა და ნიკა გამოჩდნენ, ყველამ სუცილი ატეხა.. მე და თომა ამდენი ხნის თავნაკავებები სიცილისგან ლამის ძირს ვგორავდით, თავიდან ორივე იცინოდა მერე - რა გაცინებს შეჩ..ა, ნახე სახე რას გიგავს - იძახდა კოსტა - შენ ვის ეუბნები შე ქვაზე დახატულო ეშმაკო - მერე ორივე გაჩუმდა, ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ სარკეს და ერთდროილად იყვირეს - გაიქეცი ნიტა მესხო, შენც მიყევი თომა მჭედლიძევ- და მოვწყდით ადგილს მე და თომა.. ეზოში შადრევანი გვაქვს და მის გარშემო დავრბოდით.. - ტაიმაუტი - ვიყვირე მაშინ, როცა ნიკამ და კოსტან შადრევნის კიდესთან მიმიმწყვდიეს, - რა წესია? ორი ერთზე, აი თომა უკვე გარბის ნახეთ - ვანიშნე თომაზე რომელიც იპარებოდა და ფეხი ჰაერში გაუშეშდა - მოღალატე ხარ მესხის ქალო - იყვირა თომამ და გაიქცა, კოსტა გაეკიდა.. მე კი ნიკამ ხელი დამავლო და შადრევანში ჩამაგდო - რა ბოღმიანი სვანი ხარ ნიკა, ამომიყვანე - ხელი გავუწოდე მას, მანაც ჩამჭიდა და მოვითრიე, წამებში ჩემს გვერდით აღმოჩნდა.. შადრევნის წვეთები სახეზე გვესხმებოდა.. ძალიან სიმპათიური იყო ჩემი ნიკა.. რაოო? ჩემიიო? სისულელეაა, თავი გავაქნიე ამ ფიქრების მოსაშორებლად.. რას ქვია ჩემი, ჩემი როდისაა ჯანდაბა.. -მეორედ აღარ შემღებო ნიტა, თორეემ- მომიახლოვდა ნიკა და საჩვენებელი თითი ამიწია - თორემ რა? - მეც მივუახლოვდი, აშკარად დაიბნა და გაშეშდა- ისე ნუ დამემუქრები, რომ რაიმე სანანებელი გაგიხადო, ჩემი საჩვენებელი თითით მისი თითი ჩამოვწიე მივუახლოვდი და ცხვორზე ვაკოცე.. ვიგრძენი როგორ აუჩქარდა პულსი და გაუხშირდა სუნთქვა.. ეგოისტურად მესიამოვნა, აბა მე რომ მიჩქარებს პულსაციას კარგია?.. ნელ ნელა მივდიოდი და ხან უკანაც ვიყურებოდი, კარგა ხანს იდგა წყალში ნიკა ჩაფიქრებული, წვეთები ისე საოცრად ჩამოსდიოდა მის ახეულს და შადრევანში არსებულ წყალს ერწყმოდა.. შევედი თუ არა ახლა კოსტამ ამაფრიალა ჰაერში და ჩემს წვალებას მიჰყო ხელი.. კიდევ დიდ ხანს გასტანა ამ ''გამიშვი გამატარემმ''.. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრმა შეძლო კოსტას და ნიკას იმ მდგომარეობაში დაფიქსირება.. მათ შორის მეც და თედომაც შევინახეთ ეს ''უკვდავი კადრები''.. როდესაც მოვრჩით ''ჩხუბს'' ოთახები დავინაწილეთ და მილაგებას შევუდექით.. მე და ნიკას საჩხუბარი არ გველეოდა, ჯერ ერთი ოთახი მოგვეწონა ორივეს - ამ ოთახში მე შევალ - ვთქვი და გავიკრიჭე - არა მე შევალ - შემეწინააღმდეგა უმალ - შენ რატომ, პირველმა მე ვთქვი - მაინც მე შევალ -არა - ვითომ რატომ? ვინ დამიშლის? - ირონია გაურია უკვე ნიკამ - იმიტომ, რომმ.. იმიტომ რომ გოგო ვარ, ჯენტლმენები კი ქალებს უთმობენ ადილს - ჩამოვუყალიბე არგუმენტი - ქალი კი არა ქაჯი ხარ შენ - დამცინა. ნიკამ -ქაჯს გაჩვენებ შენ, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა რეზი რომ მოვიდა - რა ხდება, ახლა რაღა გინდათ - ეს ოთახი - ორივემ ერთად ვიყვირეთ - არა მე მინდა - ვთქვი ისევ მე - არა მეე - ისევ განაგრძო ნიკამ - აუ შეჯდა ვირზე რაა, - ამ საუბარში ვიყავით და ოთახიდან, რომლის გამოც ვჭამთ ერთმანეთს კოსტამ გომოყო თავი - თქვენ კიდე დიდ ხანს იჩხუბეთ და რაც ოთახები დარჩა იმათშიც შესახლდებიან - თვალი ჩაგვიკრა, პირსახოცით თმა შეიმშრალა და კარი შეიხურა.. დიახ, ასეც ხდება ხანდახან... - მოგიხდებათ ეგრე, მთავრობამ შეძლო კოჰაბიტაცია და თქვენ რაღა გჭირთ ტო - იკითხა რეზიმ - რა ვერ გაიყავით ასეთი, გამაგიჟებენ ესენი, ჩაიქნია ხელი და წავიდა.. ამის მერე ვიპოვეთ ის ოთახები, რომლებიც მოგვეწონებოდა.. მილაგების შემდეგ ყველანი დავსხედით და საშინელებათა ფილმი ჩავრთეთ.. არც ისეთი საშიში იყო, მაგრამ თომა სულ მთლად გაფითრებული უყურებდა, მე რეზის ვანიშნე და ორივემ ყურში ჩავყვირეთ -ბუუუუ - თომა სავარძელზე შეხტა და სიცილი რომ დავიწყეთ ბალიშებით გამოგვეკიდა.. მერე ყავა გავაკეთე და ბიჭებიც შემოლაგდნენ.. ორი წუთით გავედი, შევბრუნდი, ყავა მოვსვი და ეგრევე ხველა ამიტყდა, ბიჭებს კი სიცილი.. გამიჩალიჩეს.. - ტარტაროსს ვფიცავ შურს ვიძიებ - გამოვუცხადე ბიჭებს და წამოვედი.. გადავწყვიტეთ დღეს არსად გავსულიყავით. და ხვალიდან დავიწყებდით გართობას... ნიკა: - როგორც იქნა ჩავაღწიეთ ბათუმში.. გზაში ნიტამ მაკიაჟი გაგვიკეთა მე და კოსტას.. ამ ალქაჯმა ისე მოახერხა, რომ არცერთმა არ შევამჩნევიმეთ ერთმანეთს მაკიაჟი.. ბათუმში კი ყველს დასაცინი გავხდით.. თავიდან მეც კოსტაზე ვიცინოდი, ის კი ჩემზე.. როცა მივხვდით რა დღეშიც ვიყავით თომას და ნიტას გასაქცევად დაუდგათ საქმე.. შადრევნის გარშემო მარბენინა ნიტამ.. ბოლოს დავიჭირე და წყალში ჩავაგდე.. იმან ისევ იეშმაკა, ამომიყვანეო და ჩამაგდო მეც.. მასთან ახლოს აღმოვჩნდი.. წამით მოსი აჩქარებული პულსიც ვოგრძენი.. მივუახლოვდი უფრო და ვაპირებდი რაღაც მეთქვა მოიწია და ცხვირზე მაკოცა.. გავშეშდი, გულმა ორმაგი ფეთქვა დაიწყო.. ვერ ვხვდები რას მიშვრება ეს სიფრიფანა გოგო, ვიდექი გაშტერებული და ვუყურებდი როგორ მიდიოდა.. შემდეგ ოთახების დანაწილებისას ვიკამათეთ, სულ ტყუილად თურმე.. საოცარია ნიტა.. ამხელა ბიჭები ბავშვობაში დაგვაბრუნა.. ყველა ცანცარის ხასიათზე მოყავს, მაგრამ რაც მართალია, მართალია.. ძალიან მწარე ენა აქვს და ჭირვეულია.. ხან ვის რა გაუჩალიჩა და ვის რა.. ბოლოს ჩვენც ჩავუყარეთ ყავაში პილპილი..ისე დაგვემუქრა ეს გოგო შარს გადაგვყრის ვატყობ.. ის დღე სახლში ვიყავით და არსად გავედოთ, ხვალ კი იწყება ''გულავი და კანცა''.. დაიწყო გოგომ შურისძიება, დილაუთენია ყველას შეუვარდა ოთახში.. სანამ ჩემთან შემოვიდოდა მესმოდა ბიჭების განწირული ყვირილი - ღმერთის არ გწამს ნიტა, დამაძინე რა.(რეზი) - შენ გოგო საწოლიდან ხომ არ გადმოვარდი შემთხვევით (კოსტა) - დაგიჭერ ნიტა და ძვლებში დაგშლი (თომა).. ჯერი ჩემზე დადგა.. ცალი თვალით ვხედავ როგორ მეპარება.. მისი ოქროსფერი თმა ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე უფრო ბზინავს.. მომეპარა, ხელი შემახო და მაშინვე მკლავებში მოვიქციე.. - დაისჯები მაგ სიგიჟეებისთვის ნიტა - ჩავჩურჩულე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე.. გააჟრჟოლა ნიტას და გულისცემა გაუხშირდა.. არანაკლებ მომივიდა მეც - სულაც არა - კი - ვუთხარი ვნება შერეულმა და მის ტუჩებს მოვუახლოვდი.. ვიგრძენი როგორ ათრთოლდა და გათამამებულად დავეწაფე მის ტუჩებს.. არ ამყვა პატარა ქალბატონი.. ალბათ ..გამოფხიზლდა'' და ტუჩზე მიკბინა.. - მეტკინა ალქაჯო - მეტის ღირსი ხარ, ვინ მოგცა უფლება რომ გეკოცნა.. თავხედი ხარ - მიმალანძღა ნიტამ, თითქოს არ მოსწონებია.. - რა იყო, შენს პირველ კოცნას ხომ არ მისტირი - მინდოდა გამომეწვია, მაგრამ მომიახლოვდა გამიღიმა - ძალიან გინდა რომ გამომიწვიო, მაგრამ არ აგყვები - ტუჩის კუთხეში მაკოცა და გავარდა სწრაფად.. მოვემზადე და გავედი.. ამ ბავშვმა მთლად გარეკა, დილის რვა საათია მხოლოდ და ყველა ფეხზე ვართ.. - ჩემი წერა გახდები ნიტა - ამბობს რეზი და თან ნიტას თმას უწვალებს - მართლა ალქაჯი ხარ - არც თომა აკლებს - რა იყო გოგო, წინა ცხოვრებაში მამალი იყავი?.. - კოსტაც ჩვეულ ფორმაშია - თქვენ იუმოეში ძაან.. - პასუხობს ნიტაც.. -მოდი გავიდეთ რა სადმე.. სახლში არ მოგბეზრდათ? - ვიკითხე მე და ხალხს გადავხედე - ძლივს თქვი რაღაც ჭკვიანური - თქვა ნიტამ და ჩემს მზერას რომ შეეჩეხა გააგრძელა - ყავა რამდენს გინდათ? - ნიტამ ყავა ყველას გაუმზადა.. მერე ვისაუზმეთ და სასეირნოდაც გავედით... სად აღარ ვიყავით, ბულვარში, სანაპიროზე.. კაფეებიც მოვიარეთ და საშინლად რომ ჩამოცხა სახლში დავაპირეთ წასვლა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.