შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (3)


21-01-2016, 01:02
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 7 144

იმდენად დამაბნია მისმა ხმამ და მითუმეტეს თვალებმა,რომ ხმა ვეღარ ამოვიღე. თითქოს,ფიქრებს მიმიხვდაო,ჩაიცინა და სავარძელზე ჩამოჯდა. ამ დროს გამოვფხიზლდი მეც. ისევ სანდროს მივუბრუნდი და ჩავეხუტე.
-გაბრაზებული ვარ,მაგრამ მაინც მიყვარხარ,შე საზიზღარო. -ვუთხარი სიცილით. -გილოცავ,სიძე,მაგრამ თან შენიც მესმის...
წარბები შევკარი და დემონსტრაციულად ამოვიოხრე.
-რატომ? -გაუკვირდა სანდროს.
-შენ იცი,რამხელა პასუხისმგებლობას შეეჭიდე? მაგდას უნდა გაუძლო! -ვთქვი და გამეცინა.
-ჰა,ჰა,ჰა! ძალიან სასაცილოა. -გამომაჯავრა მაგდამ და სანდროს მოეხვია.
მხოლოდ ახლაღა დავათვალიერე სახლი. ძველ სტილში იყო,მოწყობილი. იმდენად კომფორტულ გარემოს ქმნიდა,რომ იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებოდა კაცს.
-ასე უცბად რატომ გადაწყვიტეთ? -ვიკითხე ინტერესით.
-სულსწრაფი ვარ,ხომ იცი, -გაეცინა სანდროს. -ვეღარ მოვითმინე,მინდოდა სულ ახლოს მყოლოდა.
გამეღიმა. გაბრიელისკენ გამექცა თვალები. მუქი ლურჯი,ოდნავ მოტკეცილი მაისური ეცვა. ნათლად ჩანდა ნავარჯიშები სხეული. ურცხვად ვაშტერდებოდი ჯერ მის სხეულს,მერე სახეს და ბოლოს თვალებს. კინაღამ გული წამივიდა... საკუთარი ფიქრების შემრცხვა და ვეცადე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა.
-ბიჭებო,თქვენ როდის ამოხვედით? -ვკითხე ლევანს და გიგას.
-დილითვე, -გაიცინა გაბრიელმა. -დამირეკეს და მანამდე არ მომასვენეს,სანამ არ წამოვედით. სანდრომ კინაღამ მოგვკლა.
-აბა,დაოჯახება არ უნდა მიგველოცა? -იწყინა ლევანმა.
-ჰო,ლევან,მაგრამ საჭირო არ იყო მეორე დღესვე დავდგომოდით თავზე. -გამეცინა და ‘გაბრაზებულ’ წყვილს შევხედე.
-არაუშავს,საქორწინო მოგზარურობას,სხვა დროსაც მოვასწრებთ. ახლა მთავარია კარგად გავერთოთ! -გაიღიმა სანდრომ.
მაგდას თვალებით ვანიშნე გამომყოლოდა. მაღლა ავედით,მეორე სართულზე.
-აბა,მომიყევი ახლა,რამ დაგიარათ მაგ სულელ თავებში. -ვკითხე ღიმილით და ზურგჩანთიდან ტანსაცმლის ამოღება დავიწყე.
-შევხვდით და სანდრო დამელაპარაკა,აღარ მინდა ასე ცალკ-ცალკე ვიყოთ,დროს უაზროდ ვკარგავთო,ჰოდა,მოდი უბრალოდ წავიდეთო. -მაგდას გაეცინა,თან თვალები ისე აუბრწყინდა,კიდევ ერთხელ ვიგრძენი,რომ უბედნიერესი იყო. -მოკლედ,წამოვედით რა! თავიდან დემეტრეზე და შენზე ვღელავდი,მაგრამ დამამშვიდა, გუშინ ველაპარაკე შენს ძმას და ყველაფერი იცისო. მე მეგონა,შენც გეცოდინებოდა და აღარ მინერვიულია. -მაგდა მოიწურა და თვალები აუცრემლიანდა. -ხომ აღარ ხარ ნაწყენი?
გამეცინა,ავდექი და მოვეხვიე.
-გაგიჟდი? რა ნაწყენი,პირიქით,ძალიან მიხარია,რომ ბედნიერი ხარ!
-მართლა ძალიან ბედნიერი ვარ! -გამიღიმა და მომეხვია. -ნინე,მადლობა,რომ ჩამოხვედი .
-გაბრიელი როდის ჩამოვიდა? -მინდოდა გამერკვიე დიდხანს დარჩებოდა თუ მალევე წავიდოდა. თვითონაც არ ვიცი,რატომ,მაგრამ საშინლად მაინტერესებდა.
-გუშინ წინ ჩამოსულა,მე არ ვიცოდი და დილით,რომ დავინახე,ძალიან გამეხარდა. მგონი სულ რჩება. მაშინაც,იმიტომ დაბრუნდა,რომ საქმეები მოეგვარებინა. რა იყო,რატომ მეკითხები,ხომ არ მოგწონს? -თვალები ამიციმციმა მაგდამ.
-რას ლაპარაკობ,ხომ არ გადაირიე!
მე და მაგდამ ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ. უეცრად ოთახში გიგა შემოგვივარდა.
-გოგონებო,სუფრა გავშალეთ და ჩამოდით,ვისადილოთ!
-თქვენი გაშლილი სუფრა რა იქნება! -გამეცინა და გიგას დავეჯღანე.
-ღადაობ? გაბრიელმა გაშალა,სულ ‘ზიპინი გაუდის’ . -გაეცინა.
-ოჰ,მითუმეტეს! -ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-დაიცა,რა გაუდის? -გადაიკისკისა მაგდამ.
-ზიპინი,რძალო,ზიპინი!
სუფრაზე თეფშები ისე ეწყო,კინაღამ გული გამისკდა. ავდექი და სათითაოდ დავუწყე სწორება. გაბრიელმა საშინლად კუშტი მზერით გადმომხედა.
-რას აკეთებ?
-თეფშებს ვასწორებ. -ვუპასუხე გაოგნებულმა. ვერ მივხვდი,რა უნდოდა.
-ერთხელ მაინც მოეშვი მბრძანებლობას და დაჯექი! -მითხრა მკაცრად და ხელსახოცები ზუსტად მაგიდის შუაგულში ჩადგა,უფრო სწორად ჩაახეთქა.
გავბრაზდი,მაგრამ ხმა არ ამომიღია. დავჯექი.
-ნინე,შენი ტელეფონი წვალობს! -მითხრა მაგდამ და აწკრიალებული მობილური გამომიწოდა.
თეა იყო. არასდროს მირეკავს ხოლმე,თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ არის.
-გისმენ თეა!
-ნინე,სად ხარ? -მკითხა შეწუხებული ხმით.
-სვანეთში ვართ,ლაჰილში. რა მოხდა?
-საბა მოიყვანეს. ეზოში დაეცა,თურმე და ფეხი აქვს მოტეხილი. თაბაშირი უნდა დავადოთ,მაგრამ შენს გარდა ხელს არავის აკარებინებს. ტკივილგამაყუჩებელსაც არ გვაკეთებინებს და ბოლო ხმაზე ყვირის... აღარ ვიცით რა ვქნათ,ვერ ჩამოხვალ? -საშინლად შეწუხებული სახე ჰქონდა.
საბა ჩემი პაციენტია. დაუნის სინდრომი აქვს. სიარულით ჩვეულებრივ დადის,მაგრამ გონებრივი შესაძლებლობები დაქვეითებული აქვს და ლაპარაკიც უჭირს. ძალიან მიყვარს. უზომოდ კეთილი და თბილი ბავშვია,ახლაც რომ წარმოვიდგინე,როგორ სტკივა,მთელს ტანში გამაჟრჟოლა.
-ახლავე წამოვალ,თეა! ყურმილი მიეცი და ვეტყვი,ტკივილგამაყუჩებელი გაგაკეთებინოთ.
გაურკვევლად გავიგე მისი ხმა. მივხვდი,ტიროდა.
-საბა,როგორ ხარ? მე ვარ,ნინე! ხომ მიცანი? -ვუთხარი თბილად და ცრემლები ძლივს შევიკავე. -მისმინე,ახლა სვანეთში ვარ. აქედან ჩამოსვლას დიდი ხანი სჭირდება,ამიტომ ცოტათი დავიგვიანებ,კარგი? სანამ მე ჩამოვალ,შენ გამაყუჩებელი გაიკეთე,რომ ტკივილმა არ შეგაწუხოს,ხო? თეა გაგიკეთებს,ჩემი მეგობარი. მე ხომ მენდობი, საბა?
კვლავ გავიგე თანხმობა.
-ჰოდა,თეასაც უნდა ენდო. ნუ გეშინია,ხო? არ გეტკინება! მე გპირდები,რომ ვერაფერს იგრძნობ.
საბა კვლავ დამეთანხმა და მეც დავმშვიდდი. ყურმილი დავკიდე და ოთახში დავბრუნდი,ბავშვებთან.
ალბათ სახეზე შემატყვეს,რომ ვერ ვიყავი.
-რა მოგივიდა? -მკითხა ნინემ. -მოხდა რამე?
-უნდა დავბრუნდე ერთი დღით. საბა მიიყვანეს საავადმყოფოში,ფეხი მოუტეხია,ჩემს გარდა არავის იკარებს და უნდა მივხედო. მართლა ძალიან ვწუვხარ,მაგრამ დღეს უნდა წავიდე. ხვალ დავბრუნდები!
-ახლავე მიდიხარ? -მკითხა გაბრიელმა.
თავი დავუქნიე.
-მეც ვაპირებდი თბილსში წასვლას,ელენე და ტასო უნდა ჩამოვიყვანო და მაშინ გავიდეთ! -სუფრიდან წამოდგა.
-არა,არა,არ მინდა მოგაცდინო,აქედან გადის რამე?
-ბარემ ერთი გზა გვაქვს,რა მნიშვნელობა აქვს ერთი საათით ადრე წავალ თუ გვიან! ელენე დღეს მუშაობდა და ვერ წამოვიყვანე,ჰოდა მაინც უნდა დავბრუნდე,მიდი აიღე რაც გჭირდება და გავიდეთ. -მითხრა ჩვეული სერიოზულობით და მანქანის გასაღები აიღო.
ჩანთა ავიღე,მაგდას და დანარჩენებს მოვუბოდიშე და გაბრიელის მანქანისკენ წავედი. თვითონ უკვე დამჯდარიყო.
-მაპატიე,მოგაცდინე.
-რა სისულელეა,რა მოუვიდა შენს პაციენტს?
-ფეხი მოიტეხა,ტკივილგამაყუჩებელსაც ვერ უკეთებდნენ,არავინ მიიკარა. -ვუთხარი ანერვიულებულმა.
-ნუ ნერვიულობ,მალე ჩავალთ.
თეასგან მესიჯი მივიღე,საბას დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ჩაეძინაო. დამვშვიდდი,ტკივილს ცოტა ხანს ვერ იგრძნობდა და მანამდე ჩვენც ჩავიდოდით.
ნერვიულად ვაკაკუნებდი თითებს კარის სახელურზე. ვერაფრით ვწყნარდებოდი. ასეთი რამ ასადროს დამმართნია. საბას ვიზიტები წინასწარ ვიცოდი და იმ დღეს ყოველთვის საავადმყოფოში ვხვდებოდი,ალბათ როგორ ინერვიულა.
პირველად რომ მოიყვანეს,6 წლის იყო. მასე მერე მე ვუტარებ ყველანაირ წვრილ პროცედურას. ჩემი და ლელა ექიმის გარდა არავის იკარებს,საბა. ძალიან მგრძნობიარეა.
გაბრიელმა მანქანა გააჩერა.
-რატომ გავჩერდით? -ვიკითხე შეშფოთებულმა.
ჩემკენ შემოტრიალდა და თვალებში შემომხედა. ისევ ის გრძნობა დამეუფლა,მისი იაგუნდისფერი თვალების დანახვისას.
-მისმინე,ნინე. შენი ნერვიულობით აქედან ვერაფრით დაეხმარები საბას. წარმოიდგინე,ასეთი აღელვებული რომ მიხვიდე მასთან,კარგად იმოქმედებს? ახლა დაწყნარდი,თორემ შენი საქციელი ჩემზეც საშინლად მოქმედებს და შეიძლება სადმე გადავიჩეხოთ! -მითხრა სერიოზული ტონით,თავისი ხელი ჩემს აკანკალებულ თითებს დაადო და მაგრად მომიჭირა. ხელები გავაჩერე,თვალებში კიდევ ერთხელ შევხედე და ამოვისუნთქე.
-მშვენიერია. -მითხრა ღიმილით და გზა განაგრძო.
ოციოდე მეტრიც არ გვქონდა გავლილი,რომ უკნიდან ვიღაც დაგვეჯახა. როგორც ჩანს,გაბრიელს ღვედი არ ეკეთა და პირდაპირ საფეთქელი დაარტყა საჭეს. მე ღვედმა გადამარჩინა. შიშისგან დავიკივლე და ინსტიქტურად სახეზე ავიფარე ხელები. გაბრიელი გამოფხიზლდა და მაშინვე ჩემკენ გადმოიხარა.
-ნინე,კარგად ხარ? რამე ხომ არ გეტკინა? -მკითხა შეშინებულმა და მარჯვენა ხელით სისხლი მოიწმინდა.
-მე კარგად ვარ,მაგრამ.. გაბრიელ,სისხლი მოგდის!
-მაგას არაუშავს. -ჩაილაპარაკა გულგრილად და მანქანიდან გაბრაზებული გადავიდა. სარკეში ვხედავდი,როგორ ეჩხუბებოდა გაბრიელი,დიდ და ღიპიან კაცს. ბოლოს საშინლად კუშტი გამომეტყველებით დაბრუნდა მანქანაში და ისევ მე მომიტრიალდა.
-ნამდვილად კარგად ხარ?
თავი დავუქნიე.
-შეგეშინდა?
-ცოტა,მაგრამ არაუშავს. აფთიაქთან გააჩერე,სანამ თბილისში ჩავალთ,ჭრილობას მაინც მოგისუფთავებ.
-არაფერია,იქამდე გავძლებ. -მითხრა და მანქანა დაქოქა.
-საშიშია ღია ჭრილობით სიარული,ამ საქმეში ვერკვევი და დამიჯერე,ძალიან გთხოვ! -მივხვდი მასთან მკაცრად ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ცოტა მოვლბი.
ერთი ამოიოხრა და თავი მსუბუქად დამიქნია.
-რატომ დაგვეჯახა ის კაცი? -ვკითხე ინტერესით.
-ვერ დაგვინახა გაჩერებულები,რომ ვიყავით,ტელეფონზე ლაპარაკობდა.
აღარაფერი მითქვამს. გულში ღმერთს მადლობას ვუხდიდი,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ემოციებმა ალბათ თავისი ქნეს და გზაში ჩამეძინა. უსიამოვნო გრძნობდა მაინც ჩამყვა,მაგრამ ძილმა მდგომარეობიდან გამომიყვანა.
როცა გამომეღვიძა,უკვე თბილისში ვიყავით. გაბრიელის ჭრილობას შევხედე,ისევ ღია ჰქონდა. ჯანდაბა,ჩამეძინა,მან კი არც გამაღვიძა.
-რატომ არ გამაღვიძე? -ვკითხე ბრაზმორეულმა.
-უნდა გამეღვიძებინე? რაღაც არ მახსოვს,გეთქვა გამაღვიძეო.
-ხომ გითხარი,აფთიაქთან გააჩერე და ჭრილობას დაგიმუშავებ-მეთქი!
-მე კი გავაჩერებდი,მაგრამ გეძინა და აზრი არ ჰქონდა. -ირონიულად გამიღიმა და ჩემი კლინიკის ეზოში შეაყენა მანქანა.
-აუტანელი ხარ!
გაბრიელი მოსაცდელში მივიყვანე.
-აქ იყავი და თეას გამოვგზავნი,ჭრილობას დაგიმუშავებს. პატარაა და არამგონია გაკერვა დასჭირდეს,მე მანამდე საბას მივხედავ,როგორც კი მოვრჩები,გნახავ,კარგი?
-გამოგყვები თუ შეიძლება. -მითხრა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი,წამოდი,ოღონდ ხალათის ჩაცმა მოგიწევს,ისე არ შემოგიშვებენ. -გამეცინა და გაბრიელს ჩემი კოლეგის-დათოს ხალათი გავუწოდე.
დათო პატარა და დაბალი ბიჭია. მისი ხალათი ისე სასაცილოდ ჰქონდა შემოტკეცილი მკლავებზე,გამეცინა,მაგრამ მის მზერას შევეჩეხე და სიცილის ყველანაირი სურვილი გამიქრა.
-წამოდი!
მოსაცდელში თეას შევეჩეხე.
-ჩამოხვედი? -მკითხა და შვებით ამოისუნთქა. -საბა გონს მოვიდა და გკითხულობს,402-ე პალატაშია!
გაბრიელს მზერა შეავლო და გაოგნებულმა შემომხედა. ვანიშნე მერე აგიხსნი-თქო და მეორე სართული ავირბინე. გაბრიელი უკან მომდევდა.
-რატომ არ დარჩი? თეა სწრაფად დაგიმუშავებდა ჭრილობას და თავისუფალი იქნებოდი.
-შენი პაციენტი მაინტერესებს.
მესიამოვნა რატომღაც,მაგრამ არ შევიმჩნიე. ამასობაში პალატასაც მივადექი,ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი.
საბას დედა-ნატო და მისი უფროსი ქალიშვილი-ვერიკო,საწოლთან ესხდნენ საბას და ელაპარაკებოდნენ.
-ჩემი ყველაზე ძლიერი პაციენტი როგორ არის? -ვიკითხე ომახიანად და საბას მივუახლოვდი.
საბამ ხელით მაჩვენა,მაგრად ვარო და ჩასახუტებლად გამოიწია. ბიჭი გულში ჩავიხუტე და შემდეგ ფრთხილად დავაწვინე საწოლზე.
ნატომ გამიღიმა და მითხრა:
-დიდი ბოდიში ნინე,არც კი ვიცი რა გითხრა,ყველაფერი ჩაგაშხამეთ...
-რას ამბობთ,ნატო,პირიქით თავს დამნაშავედ ვგრძნობ,რომ აქ არ ვიყავი. ალბათ რამდენი იწვალა საბამ.
ბიჭმა თავი გააქნია,ლუღლუღით მითხრა არ მიტირიაო. გაბრიელს ვანიშნე დამჯდარიყო. სხვათა შორის იღიმოდა,გულედანი.
საბას სწრაფად გავუკეთე ტკივილგამაყუჩებელი,თაბაშირის გასაკეთებლად საჭირო ნივთები მოვამზადე და მშვიდად მოვათავე დარჩენილი საქმე. ერთ საათში ყველაფერს მოვრჩი,საბას დამამშვიდებელი გავუკეთე და მომავალ ვიზიტზე,შემდეგ კვირას ჩავწერე.
გაბრიელი გაკვირვებული მიყურებდა.
-ბოდიში,გალოდინე.
-არაუშავს,ეგ რა სალაპარაკოა.მართლაც პროფესიონალი ყოფილხარ. როგორ ეთამაშებოდი,ისეთ დამაჯერებელ ისტორიებს თხზავდი,მგონი მეც დავიჯერე. -მითხრა სიცილით.
-წამოდი,ჭრილობას მივხედოთ.
გაბრიელი თანამშრომლების ოთახში შევიყვანე,კარი ჩავკეტე და ჭრილობის დამუშავება დავიწყე.
-დეჟა ვუ მაქვს. -მითხრა სერიოზული სახით.
-ჰო,მეც,მაგრამ ამჯერად მე და ტაფა, არაფერ შუაში ვართ!
გაეცინა.
არ მჯერა!
გაბრიელ გულედანი გავაცინე.
-ამის უფლება არ გაქვს,ხომ ასეა?
-რისი? ვერ მიგიხვდი...
-აქ რომ მიკერავ ჭრილობას..
-ჰო,არ მაქვს,მაგრამ არც საბუთების შევსების დრო გვაქვს.
ჭრილობა პატარა აღმოჩნდა. დავუმუშავე და შევუხვიე. ხვალ პროცედურას გავიმეორებდი და მალევე შეხორცდებოდა.
-გაბრიელ,ორი წუთით დამელოდე,თეას მოვძებნი და წავიდეთ!
თეას საბას მდგომარეობა ვუთხარი,რამდენიმე მითითება მივეცი და გაბრიელთან ერთად დავტოვე საავადმყოფო.
გულედანმა სახლამდე მიმიყვანა.
-ხვალ ცხრაზე გამოგივლი,იცოდე არ მალოდინო! -გამაფრთხილა მკაცრად.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის. -მადლობა გადავუხადე და ღიმილით დავემშვიდობე.
უცნაური გრძნობა მქონდა. ყველაფერი გაბრიელის,უცნაურად ლამაზ თვალებს გადავაბრალე. სახლში მისულმა გრილი შხაპი მივიღე,შემდეგ საიუველირო მაღაზიაში გავედი,ჩემს დას და სანდროს პატარა საჩუქრები ვუყიდე და მოთენთილმა,მაშინვე საწოლს მივაშურე.
^ ^ ^
მეორე დილას ცხრის ნახევარზე ავდექი. იმის შიშით,არ დავაგვიანო-მეთქი, თავი სწრაფად მოვიწესრიგე,ყავა ფართხა-ფურთხით დავლიე და ზუსტად ცხრა საათზე დაბლა ვიყავი. აქაც სწორი აღმოვჩნდი. სასწაული პუნქტუალურობა გამოიჩინა გაბრიელმა და ლოდინი არ მომიწია. როცა ჩავედი,უკვე იქ იდგა.
უკანა კარები გავაღე,ზურგჩანთა მინდოდა დამედო,მაგრამ იქ სასიამოვნო აღნაგობის გოგო დამხვდა,პატარა ბაშვით ხელში.
-დილამშვიდობის! -მითხრა ჩურჩულით. -და მაპატიე რა.. იმდენი რამის წამოღება მომიწია,ტასოს შემხედვარე,ადგილი აღარ არის. საბარგულში დადე,რა,ჩანთა. -უხერხულად გამიღიმა და სულ აწითლდა.
-რატომ მებოდიშები,რა სალაპარაკო ეგ არის. -მეც გავუცინე და გაბრიელს გადავხედე.
საბარგული გამიღო,ჩემი ჩანთა შიგნით მოათავსა და ადგილს დაუბრუნდა.
როცა ჩავსხედით,გულედანმა გოგონა გამაცნო.
-ეს ელენეა,პატარა კი-ტასო. ელენე,ეს ნინეა-მაგდას და.
ელენემ კვლავ გამიღიმა.
-მაპატიე,რა. ისე მოუხერხებლად ვზივარ,ვერც ვინძრევი. გუშინ მთელი ღამე არ ეძინა ქალბატონს და ახლა ჩაეძინა,გზაში. ოდნავად,რომ გავტოკდე,ისეთ ტირილს დაიწყებს,მთელი გზა არ მოგვასვენებს. -ჩამოარაკრაკა სიცილით და პირზე ხელი მიიფარა.
-რამეში ხომ არ დაგეხმარო? -ვკითხე.
-არა,ნინე,დიდი მადლობა.
გაბრიელმა იკითხა რამე ხომ არ გინდათო,მე და ელენემ ვიუარეთ. ამასობაში დავიძარით კიდეც. მგზავრობა საშინლად დამღლელი აღმოჩნდა. ელენეს რამდენჯერაც გავხედე,ბავშვთან ერთად ეძინა.
-გაბრიელ,ელენეს ხელები არ დაეღლებოდა? მთელი გზაა ბავშვი უჭირავს...
-თხუთმეტ წუთში მივალთ და დაისვენებს. -მითხრა მკაცრად.
‘ჰმ,უჟმური! რა ენაღვლება,თვითონ კი არ უჭირავს იმ სიმძიმე ბავშვი 6 საათი. ‘
როგორც იქნა ჩავაღწიეთ. ელენე ფრთხილად გამოაღვიძა გაბრიელამა. ტასია გამოართვა და სახლში შეიყვანა. ბიჭები ბარგის შეზიდვაში დაგვეხმარნენ და როგორც იქნა ყველანი შიგნით შევედით.
-ბავშებო,არ გშიათ? -გვკითხა მაგდამ მე და ელენეს.
-არა,მაგდა,დიდი მადლობა. ახლა დასვენების მეტი არაფერი მინდა,ცოტა ხანს შიგნით შევალ.
უეცრად ელენემ ჩანთიდან რაღაც ამოიღო.
-კინაღამ დამავიწყდა! დაოჯახებას გილოცავთ,გვრიტებო! -გაიღიმა ელენემ,სანდრო და მაგდა სათითაოდ გადაკოცნა და ოთახში შევიდა.
საჩუქრები მეც დავარიგე,ცოტა ხნით გამოვემშვიდობე მეგობრებს,საძნებელში შესვლისა და ბალიშზე თავის დადებისთანავე ღრმად ჩამეძინა.
^ ^ ^
როცა გამეღვიძა,მზე ნელ-ნელა ჩადიოდა. ძლივს წამოვწიე თავი. აბაზანაში მოვწესრიგდი და სწრაფად დავეშვი კიბეებზე. ყველა გარეთ იყო. ლევანი და გიგა ხის ძირში წამოკოტრიალებულიყვნენ. ელენე ჰამაკში იჯდა სიხარულით გასცქეროდა გაბრიელს,რომელიც ტასოს ეთამაშებოდა,მაგდა და სანდრო კი,ვერ დავინახე. ელენესთან მივედი.
-შეიძლება დავჯდე?
გვერდზე მაშინვე ჩაიწია და გამიღიმა.
-დაჯექი. კარგად გამოიძინე?
ისეთი საყვარელია. მიკვირს,როგორ გაჰყვა ამ უჟმურს ცოლად.
-ძალიან,შენ როგორ გეძინა?
-შესანიშნავად. ჰაერმაც იმოქმედა ალბათ! ტასიამ გაიღვიძა,მაგრამ გაბრიელმა გადამარჩინა და ოთახიდან გაიყვანა,თორემ გავგიჟდებოდი ალბათ.
-ძალიან მზრუნველი მამაა,ხო? -ვკითხე ინტერესით.
-რა არის? -ელენემ გემრიელად გადაიკისკისა. -ნინე,შენ გაბრიელი ჩემი ქმარი და ტასიას მამა გგონია?
-ასე არ არის? -ვიკითხე გაბუსულმა.
-მე და გაბრიელი,და-ძმა ვართ. ტასო ჩემი შვილია. -მითხრა ღიმილით. -არ გითხრა,ამ უჟმურმა?
ესეც მე ვარ? საკუთარი დაც კი უჟმურს ეძახის!
-არა,არავის უთქვამს,რომ მისი და ხარ. -ვუთხარი სიცილით.
-კიდევ კარგი,იკითხე!
-ხომ არ იცი მაგდა და სანრო სად არიან?
-ალბათ სადმე გაისეირნეს,საწ....ბი,ჯერ ახლა შექმნეს ოჯახი და უკვე ჩვენი ატანა უწევთ. -გაიცინა ელენემ.
ამასობაში გაბრიელი მოგვიახლოვდა.
-ელენე,მიხედე შენს შვილს,თორემ გამაგიჟა! მეტი აღარ შემიძლია! -ამოიქაქანა დაღლილმა და ტასო ელენეს მიაჩეჩა. -ოჰ,ვიკადრეთ გაღვიძება?
მაინც,დამგესლა. ისე არ შეუძლია,ვერ ცოცხლობს.
-ბიჭებო,ადექით ახლა მაქედან და ცხენები გამომაყვანინეთ,ვიჯირითოთ! -ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია,ლევანს და გიგას გასძახა,მაგრამ იმათ ყურიც არ შეიბერტყეს. აი მე კი,თვალები გამიბრწყინდა.
-ცხენები გყავს? -ვიკითხე აღფრთოვანებულმა.
-არ მითხრა ახლა,ცხენზე ჯდომა ვიციო. -მითხრა ირონიით.
-ვიცი და მერე,როგორ!
დეიდაჩემი ფასანაურში ცხოვრობს. ყოველ ზაფხულს დავდიოდით დასასვენებლად. ჯირითი ჩემმა უფროსმა დეიდაშვილმა მასწავლა. პირველად 11 წლის დავჯექი ცხენზე და ფაქტობრივად,აღარც ჩამოვსულვარ.
-მაგას ვერ დავიჯერებ! -სიცილით მითხრა.
ბრაზი მომერია.
-რაო? გაბრიელ,ხომ არ შევეჯიბროთ? -ვუთხარი ეშმაკური ღიმილით და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.
ჩემმა სითამამემ გაახელა და ისიც მომიახლოვდა.
-პრიზი-ერთი სურვილი! -მითხრა ნიშნის მოგებით.
-მოსულა!
^ ^ ^
-ხომ იცი,წაგებული ერთ სურვილს ასრულებს. -შემახსენა,როცა საჯინიბოდან ორი ულამაზესი ცხენი გამოიყვანა. მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა. -საკმაოდ მრავალფეროვანი ფანტაზია მაქვს,ნინე!
ვეცადე მისი მაცდური თვალები და ჟრუანტელი ჩემს მთელს სხეულში,დამეიგნორებინა და მთელი ყურადღება ცხენისკენ გადავიტანე.
აუცილებლად უნდა მომეგო!
__________
ესეც შემდეგი თავი! იმედია,მოგეწონებათ. ჩემთვის თითოეული თქვენი კომენტარი დიდი სტიმულია ბავშვებო და ნუ დაინანებთ,რა! შენიშნვნებიც დამიწერეთ და როგორც შემეძლება გავითვალისწინებ. <3
შეცდომებისთვის ბოდიში,არ გადამიხედავს.



ის სურვილი თუ რამე საშინელება არ იქნება, მე რომ მითხრას გაბრიელმა (ნუ თუ მოიგებს) არ უნდა? laughing tongue
მოკლედ, გრამატიკული შეცდომები აქ უფრო მრავლად იტო, ვიდრე წინა თავში, მაგრამ შენს დაღლილობას ვაბრალებ და გპატიობ. შინაარსზე რა ვთქვა, ჯერ ინტრიგნული და ცხელ-ცხელი ამბები არაა, ხოდა მოვლელენიც კარგად და დინამიურად ვითარდება. არ ჩქარობ, არ თხრი რაღაც სისულელეებს. მომეწონა ეს თავი!

 


№2 სტუმარი A

Ra shenishvna sheileba mogce. Me piradad sul pxukun pxukunut vkitxulobdi. Dzalian dadebiti istoriaa gaixare shen. Momwons dzalian. Ase gaagrdzele ok?

 


№3  offline წევრი natia-natia

აუ მაგარიაა

 


№4 სტუმარი Nino k.d..

Dzalian kargia velodebi momdevno tavs.

 


№5  offline წევრი Gone With Dreams

ჭორფლიანი გოგონა
ის სურვილი თუ რამე საშინელება არ იქნება, მე რომ მითხრას გაბრიელმა (ნუ თუ მოიგებს) არ უნდა? laughing tongue
მოკლედ, გრამატიკული შეცდომები აქ უფრო მრავლად იტო, ვიდრე წინა თავში, მაგრამ შენს დაღლილობას ვაბრალებ და გპატიობ. შინაარსზე რა ვთქვა, ჯერ ინტრიგნული და ცხელ-ცხელი ამბები არაა, ხოდა მოვლელენიც კარგად და დინამიურად ვითარდება. არ ჩქარობ, არ თხრი რაღაც სისულელეებს. მომეწონა ეს თავი!

დარწმუნებული ხარ,რომ გაბრიელი მოიგებს? ^_^

A
Ra shenishvna sheileba mogce. Me piradad sul pxukun pxukunut vkitxulobdi. Dzalian dadebiti istoriaa gaixare shen. Momwons dzalian. Ase gaagrdzele ok?

დიდი მადლობა,ვეცდები იმედები არ გაგიცრუო <3

ტომა
ძალიან მომწონს:)

მადლობა ^_^

natia-natia
აუ მაგარიაა

მადლობაა ^_^

[quote=Nino k.d..]Dzalian kargia velodebi momdevno tavs.[/quot
მადლობაა ^_^
--------------------
...

 


№6  offline მოდერი bibo

Exa wavikitxe yvela tavi da sanive tavis komentars ag chagiwikwikeb chito.ai ise momewona emociebis mozgvavebas ki ara gadazgvavebas vgrdznob ai chemi shokoladi kamfeti namcxvari xar raaa saswauli saocreba tkbiloo ra gitxra agar viciii ai dzan magari isroria vgijdebi mee am gabrielze xo saertod momiwevs chabereba vatyob sad vnaxav me aset bichs chito :* ba shen ici shokolado warmatebebiii da mal male didize didizde didi tavebi dadee

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

bibo
Exa wavikitxe yvela tavi da sanive tavis komentars ag chagiwikwikeb chito.ai ise momewona emociebis mozgvavebas ki ara gadazgvavebas vgrdznob ai chemi shokoladi kamfeti namcxvari xar raaa saswauli saocreba tkbiloo ra gitxra agar viciii ai dzan magari isroria vgijdebi mee am gabrielze xo saertod momiwevs chabereba vatyob sad vnaxav me aset bichs chito :* ba shen ici shokolado warmatebebiii da mal male didize didizde didi tavebi dadee

დიდი მადლობააა.ძალიან მიხარია,თუ მოგწონს ^_^
--------------------
...

 


№8  offline წევრი Reny

რატომ აღარ დებ?

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

ტომა
დღეს დადებ შემდეგს?

დღეს აუცილებლად დავდებ.

Reny
რატომ აღარ დებ?

პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი,მაგრამ დღეს აუცილებლად დავდებ :*
--------------------
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent