უბრალო გოგოს პატარა ისტორია (დ ა ს ა ს რ უ ლ ი)
ზურამ თავისი გრძნობების შესახებ მითხრა და არც მე დავუმალე საკუთარი..იმ დროს ვფიქრობდი რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს ..მიუხედავად იმისა წარსულში ცუდი რამ გადახდა თუ კარგი...ურთიერთობა ასეთუისე აგვეწყო..ყველაფერი კარგად მიდიოდა...წყვილები ჯერ კიდევ საქორწინო მოგზაურობით ტკბებოდნენ,ერთი პარიზში,მეორე ბარსელონაში...მე და ანა ხშირად ველაპარაკებოდით მათ და ასეც მშვენივრად ვახერხებდით გართობას... ერთი თვე მალე გავიდა და გვრიტებიც დაუბრუნდნენ თბილისს..ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში სოფიოს დაბადების დღე მოდიოდა...ყველა ვემზადებოდით მისი სიურპრიზისთვის..მის ქმარუკას უნდოდა რომ სოფიო სვანეთში წაეყვანა რამდენიმე დღით,ჩვენ კი მისთვის მოცეკვავის ქანდაკებას ვაკეთებდით...მის დაბადების დღეზე კი ყველაზე მაგარი სიურპრიზი თვითონ სოფიოს გამოუვიდა...4 ივლისს სილით საავადმყოფოდან დაგვირეკა სოფიომ და სასწრაფოდ მისვლა გვთხოვა..ჩვენც წავედით,იქ მისულებს წყვილი პალატაში დაგვხვდა, ჩვენ მაშინვე კითხვები მივაყარეთ და პასუხის მომლოდინე თვალები მივაპყარუთ..სწორედ ამ დროს შემოვიდა შუახნის ქალბატონი და გვაცნობა რომ სოფიო 1 თვის ორსული იყო...თქვენ იქ უნდა გენახათ რა ამბავი იყო ამ პასუხის გაგონებისთანავე...წივილ-კივილი გადიოდა ჩვენი პალატიდან რის გამოც მგონი ყველა ექთანი სწორედ ამ პალატის წინ იყო ჩამწკრივებული და გაბადრული სახით უყურებდნენ მომავალ დედიკოს...მალე გამოწერეს სოფიო და სახლში წავედით აღსანიშნავად...საზლში მისულებმა,როდესაც სუფრა გავაწყვეთ საჩუქარი გადავეცით იუბილარს..სოფიომ საჩექრი რომ დაინახა ხტუნვა დაიწყო ისე გაეხარდა,ჩვენ კი ის ყვირილით შევაჩერეთ ..თავიდან ვერ მიხვდა რა ჯანდაბა გვაყვირებდა ყველას ,მაგრამ მერე გაახსენდა რომ მის სხეულში პაწაწინა ნაყოფი ვითარდებოდა და "დასტოინად" დაიკავა თავისი ადგილი... -------------------------------------------------------------------------------- ანასა და გაბრიელს შორის ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა..არც ერთი ჩქარობდა ამ ურთიერთობისთვის უფრო სერიოზული სახე მიეცათ..მე კი სულ "ვეღადავებოდი" -მგონი დარჩი გაუთხოვარი_თქო,თუმცა ანა რის ანაა უარესი პასუხი რომ არ დაებრუნებინა-"შენ ვიზე რას ამბობ შენ და ზურას ოფიციალურად შეყვარებულებიც არ გქვიათ"...მოკლედ ვხოცავდით ერთმანეს.. ჩემმა "ბედნიერებამ" დიდხანს არ გასტანა..გაბრიელმაც მალე თხოვა ცოლობა ქალბატონ ანას..და დავრჩი ერთადერთი შინაბერა მე . :D სოფიო ნელ-ნელა იბერებოდა ანა თავის მოსაწონ კაბას ეძებდა და აქეთ-იქით დაქროდა,ანი და ნოდო თავის სტიქიაში იყვნენ :D რის შეგედაგაც კიდევ ერთი ახალი ამბავი გავიგეთ...ნუ რა თქმა უნდა რთული მისახვედრი არაა რა ახალ ამბავზე მაქვს ლაპარაკი...კარგით მე გეტყვით :D აღმოჩნდა რომ სუულ რაღაც 8 თვეში კიდევ ერთი დედკო გვეყოლებაა.. :D მაგრამ ..რა თქმა უნდა ყოველთვის ეს "მაგრამ" უნდა გაეჩხიროს ყველგან... (ანი) დეკემვერში ნინას საზღვარგარეთ მოუწია გადაფრენა..ყველა აეროპორტში ვიყავით და ვაცილებდით...როდესაც ნინამ რეგისტრაცია გაიარა და თვითმფრინავში ავიდა ჩვენც წამოვედით..ყველა ანასთან ვიყავით და მის ზარს ველოდებოდით..მე ტელევიზორის ოთახში ვიყავი როდესაც კატასტროფის შესახებ გამოაცხადეს,რის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა ..თავიდან ყურადღება არ მივაქციე ,მაგრამ რეისისა და დროის დამთხვევის შემდეგ გაშტერებული ვუყურებდი ეკრანს..ვერ ვიჯერებდი რომ ნინა იქ იჯდა და ახლა უკვე აღარ იყო..აი ასე მარტივად..უბრალოდ გაქრა..როდესაც გავაანალიზე ყველაფერი არაადამიანური ხმით დავიყვირე..ყველა სათითაოდ შემოლაგდა ოთახში და კითხვების კორიანტელი დამაყარეს მე კი ლაპარაკის უნარი თითქოს დაკარგული მქონდა და ხმას ვერ ვიღებდი,ხელი ტელევიზორისკენ გავიშვირე და მათაც ის დაინახეს და გაიგეს რაც მე..სიტყვებით ვერ ავღწერ რა სიტუაციაში ვიყავით ..8 თვის ორსული სოფიო..2თვის ორსული მე ანა ჩვენი ქმრები და ზურა..ვერცერთი ვიჯერებდით მომხდარს სანამ ნინას სხეული არ ჩამოასვენეს და რეალობისთვის თვალის გასწორება არ გვაიძულეს ... კიდევ ერთი საშინელება წინ გველოდა...დაკრძალვა...ეს დღე ყველაზე საშინელ კოშმარს გავდა ... მაგრამ დამშვიდობება უფრო რთული და მტკინვეული იყო...დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში სოფიოს მშობიარობა დაეწყო..ბედის ირონიაა ალბათ,რადგან სოფიოს პაწაწინა გოგოც 31 დეკემბერს დაიბადა ისევე როგორც ნინა...სწორედ ამიტომ მის პატარა ანგელოზსაც ნინა დაარქვა. ესეც ასე...დავამთავრე როგორც იქნა...ისეატი დასასრული არაა როგორიც თავიდან დავგეგმე თუმცა გარემოფაქტორებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ასე დამესრულებინა ეს ისტორია...იმედია იმედები ძალიან არ გაგიცრუვდათ და ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე იშვიათად ვდებდი ამ ისტორიას...უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ დეპრესიაში ვიყავი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო...კიდევ ერთხელ გიხსით ბოდიშს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.