შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასი მერი!


21-01-2016, 13:58
ავტორი gabun1a
ნანახია 1 570

მე გიორგი ვარ 24 წლის, ფოტოგრაფი, ვმუშაობ საქართველოში ყველაზე პოპულარული ჟურნალის „ეკრანი„-ს ფოტორეპორტიორად, ძირითადად „ყვითელ„ ამბებზე ვმუშაობ, მე და ვაკო ინტერვიუზე მივდივართ, ვაკო რესპოდენტს წერს, მე ფოტოებს ვუღებ, მერე რედაქციაში ფოტოები ხარისხდება , მუშავდება და ჟურნალის ყდა და ფურცლები ჩემს მიერ გადაღებული ფოტოებით ჭრელდება, ვაკო ჟურნალისტია, რამოდენიმე წელია ერთად ვმუშაობთ მაგრამ უკვე განუყრელი მეგობრები ვართ, თბილისში ორივე რეგიონებიდან ვართ ჩამოსული, მე ქუთაისიდან, ვაკო ბათუმიდან და ორივე ერთად ვცხოვრობთ ქირით, ჩვენ ერთად ვხვდებით ყოველდღიურად შოუბიზნესის წარმომადგენლებს, უამრავი რამ ვიცით მათ შესახებ რაც თქვენ საზოგადოებამ არ იცით და რაც ყველას აინტერესებს, ზოგი რამ ჟურნალში იბეჭდება თუმცა ბევრიც ჩვენ შორის რჩება, ჩვენ შორის რჩება ასევე ბევრი პირადი საკითხი ჩვენს შორის, ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი ვიცით, მაგალითად რამდენი გოგო გვყოლია და რა ერქვა მათ სახელები, რომელ გოგოსთან რჩება/ვრჩები საღამოს და ვის განკარგულებაში იქნება მთელი ღამე ჩვენი ბინა, რატომ არ გვინდა ვუპასუხოთ ზოგიერთ შემოსულ სატელეფონო ზარს და ა.შ. მოკლედ არც თუ ისე მოსაწყენი ცხოვრება გვაქვს,
ორშაბათი დილა იყო საღამოს კლუბში ვიყავი მახსოვს , მახსოვს რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი, გერმანელი დიჯეი იყო ჩამოსული და მაგრად გავხურდით, მერე ბევრი დავლიე და აღარაფერი მახსოვს, ახლაც თვალი გავახილე და საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი, არ ვიცი სად ვარ, ლამაზი ოთახია , ოთახი წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, გვერდით გოგონა მიწევს, გოგონაც ლამაზია, შავგვრემანია, თეთრი ქათქათა ლოყები აქვს და არამარტო ლოყები, თუმცა მისი სახელი არ ვიცი, როგორ მივმართო თუ გაიღვიძებს? ირგვლივ მიმოვიხედე, მოპირდაპირე ოთახში წიგნების კარადა იყო, ჩუმად კარადასთან მივიპარე და წიგნები გადმოვქექე, ოთხი წიგნი შევამოწმე და ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვიპოვე, მეხუთე წიგნს ყდის შიდა მხარეს ეწერა, სახსოვრად ნატას ავტორისგან, არის! ევრიკა! ლამის დავიყვირე, მერე ფეხაკრებით სამზარეულოში შევედი მაგიდაზე ხილის ასორტი იდო, ფორთოხალი ავიღე და იქვე წვენსაწურიც ვიპოვე, გოგონას ფორთოხლის წვენი გავუკეთე და საწოლში მივართვი, გოგონამ ლამაზი შავი თვალები გაახილა და ძალია ნსაყვარლად დააფახურა.

-ვაიმე გიო რა საყვარელი ხარ, ეს მე?

-ჰო აბა რა ნატუს, ეს შენ

-რაა?

-რა რაა, ეს შენ მეთქი

-და რა დამიძახე?-გაკვირვებულმა შემომხედა გოგონამ, ვიფიქრე ნატუსა ეუცხოვათქო და მივუგე

-აა უკაცრავად, ნატა

-ვინ არის ნატა?

-მოიცა...ნატა.. რა არა?

-წაეთრიე დეგენერატო-იღრიალა გოგონამ და წვენით სავსე ჭიქა ჩემი მიმართულებით ისროლა, ჭიქა ამცდა და კარებს მიენარცხა, უცბად სკამზე გადაფენილ ჩემს ჟაკეტს ვსტაცე ხელი და ბინიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი, აბა იმ წიგნზე რა ჯანდაბად ეწერა ის ნატა? მანქანაში ჩავხტი ადგილიდან მოვწყდი და ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენდი , 2 pac-changes , ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა და „დრაივი„ მოჰქონდა ამ სიმღერას, უცებ ტელეფონიც აწკრიალდა , მანიფოტონს ჩავუწიე და ტელეფონს გადავწვდი

-ჰო გისმენ ვაკო

-ბიჭო სად ხარ?

-სახლში ავივლი და რედაქციაში მოვალ, უკვე წასული ხარ შენ?

-ბიჭო კი აქ ვარ მაგრამ თავი მისკდება საშინელ „პახმელიაზე„ ვარ და აქეთ რო წამოხვალ მინერალური წამოიღე რა რამე გთხოვ

-კაი ბაზარი არაა-სახლში ავირბინე და უცებ შხაპი მივიღე, ახალი ტანსაცმელები ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯებით ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები, უბნიდან გავედი თუარა სუპერმარკეტს მივაშურე სადაც მინერალური წყალი უნდა მეყიდა, მარკეტში შევედი, სასმელების სექციას დავუწყე ძებნა და ცოტახანს მარკეტში ვიბოდიალე, ორ ცალ ბოთლს ხელი დავავლე და სალაროსკენ გეზი ავიღე, დახლზე ბოთლები დავალაგე , ჩემს წინ რიგში მოხუცი კაცი იდგა მოლარესთან რაღაც ვერ გაერკვია და მოლარეც თავაზიანად უხსნიდა, მათი საუბრის დასრულებამდე მე ლოდინი მიწევდა და რიგში უხმოდ ვიდექი, მოპირდაპირე დახლთან ამასობაში გოგონების ჯგუფი მივიდა, 4 გოგო იყო მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა მიიქცია, არ ვიცი რა დამემართა როცა ის დავინახე, სხეულში შიგნიდან რაღაცეები ვიგრძენი, მე თვითონაც არ ვიცი რა, გული ამიჩქარდა და ალბათ სახეზეც გავწითლდი, ირგვლივ აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვხედავდი, მზერა ერთ წერტილს იყო მიპყრობილი და ეს წერტილი ის იყო, დავინახე და მივხვდი რომ ის ის იყო ,

-ბატონო , 4 ლარი და 30 თეთრია თქვენზე-მოლარემ მომმართა მაგრამ მისი სიტყვები ამ ჯერზე არ გამიგია, მოლარემ ისევ გამიმეორე და მეც უცებ გონს მოვეგე

-აა.. რამდენი უკაცრავად?

-4,30 ბატონო

-კარგით ახლავე-სწრაფად გავხსენი საფულე და ფული გავუწოდე, გოგონებმა ამ დროს შეიძინეს პროდუქტები და გასასვლელისკენ გაემართნენ, მეც ხელი დავავლე ნაყიდ სასმელებს და ჩქარი ნაბიჯებით გოგონებისკენ წავედი

-ბატონო ხურდა დაგრჩათ!-მომაძახა მოლარემ

-იყოს არ მინდა-მივაძახე მეც და სუპერმარკეტიდან გამოვედი, ავტოსადგომზე უამრავი მანქანა იყო, თვალებით გოგონებს დავუწყე ძებნა, მეხუთე რიგში დავინახე გოგონები „ჰიუნდაი კუპე„ ს მარკის მანქანაში სხდებოდნენ, ჩემს მანქანასთან სწრაფად მივირბინე, გასაღები ჯიბიდან სწრაფადვე ამოვიღე და მანქანაში შევხტი, ბოთლები უკანა სკამზე დავაწყვე და მანქანა დავქოქე, გოგონების მანქანა ავტოსადგომიდან გავიდა მეც უკან დავედევნე, მანქანა მიდიოდა შიგნით გოგონების სილუეტები ჩანდა, საჭესთან მაღალი შავგვრემანი გოგონა იჯდა, მის გვერდით დაბალი და მსუქანი გოგონა იყო, უკანა სავარძელზე ხუჭუჭა სათვალიანი გოგონა და პრინცესა , ქერა, მწვანე თვალებით , მარწყვივით წითელი ტუჩებით ულამაზესი პრინცესა იჯდა რომელსაც თვალი დავადგი, მანქანას ბოლომდე გავყევი ბოლოს გოგონებმა მანქანა , „ნიკოლოზ აღმშენებლის„ ქუჩაზე „ხნიერ მაყურებელთა თეატრთან„ გააჩერეს, გოგონები მანქანიდან გადმოვიდნენ თან რაღაცაზე იცინოდნენ, თეატრის უკანა შესასვლელიდან თეატრში შევიდნენ და გაუჩინარდნენ, მაშ ასე, ესეიგი გოგონები აქ მუშაობენ, ალბათ მსახიობები არიან, ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია

-ხო ვაკო

-რა ხო, სად ხარ ამდენხანს ?

-მოვდივარ, მოვდივარ

-მალე რა, გასკდა თავი

-15 წუთში მანდ ვიქნები

მანქანა დავქოქე და რედაქციისკენ წავედი, შენობაში შევედი და კიბეზე ავირბინე, რედაქციაში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, ჟურნალისტები , გრაფიკოსები, მხატვრები და მწერლები კომპიუტერთან ისხდნენ და მუშაობდნენ, მაგიდის ბოლოს ვახო იჯდა და სტატიას წერდა, ჩუმად მივუახლოვდი ზურგსუკან დავუდექი და ცივი ბოთლი ზურგიდან სახესთან მივუტანე

-ვაა როგორც იქნა, მაიტა მომეცი გამისკდა თავი-ბოთლი გამომართვა და ცივი ბოთლი ჯერ შუბლზე მიიდო, მერე გახსნა და ბოთლიდან გემრიელად მოსვა

-აი ცოტახანში მოვრჩები სტატიას და გავიდეთ რამე ვჭამოთ თორე აღარ შემიძლია

-ოქეი-მივუგე მე და შორიახლოს დაველოდე, თან იმ გოგონაზე ვფიქრობდი რომელიც ცოტახნის წინ შემხვდა, თავგზა ამებნა, მგონი შემიყვარდა, თუმცა არა მე ხომ ერთი ნახვით შეყვარების და მსგავსი სისულელეების არ მჯერა, აბა რა დამემართა? რატო შემიპყრო იმ გოგონამ ასე? ნეტა რა ქვია? სახელი მაინც ვიცოდე.
ვაკო მუშაობას მორჩა, ჩანთაში რაღაც ფურცლები ჩადო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ჩემსკენ წამოვიდა ბოთლით ხელში, რედაქციის მოპირდაპირე მხარეს კაფეში დავხედით, ვაკომ ხაჭაპური და კოკაკოლა შეუკვეთა, მეც თითქოს ვაკოს მივბაძე და მეც იგივე შეკვეთა მივეცი, ვაკო გამგელებული ეცა ხაჭაპურს და ჭამას შეუდგა, მე პირს ვერ ვაკარებდი ვერაფერს, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი

-რა გჭირს შენ?-გაკვირვებული შემომხედა ვაკომ

-რა მჭირს? არც არაფერი

-რაღაც ვერ ხარ ისე რო უნდა, რატო არ ჭამ?

-არ მინდა რა-უხასიათოდ ვუპასუხე ისევ

-აა მოიცა მოდი გამოვიცნო, ისეთი მთვრალი იყავი გუშინ ერექცია არ გქონდა და გოგო ვერ დააკმაყოფილე ხო?-გადაიხარხარა ვაკომ

-აუუ ვერ ხარ რაა

-არა? აბა რა მოხდა-ახლა მართლა ძალიან გაუკვირდა ვაკოს

-მგონი შეყვარებული ვარ-დავფიქრდი და მერე ჩემდაუნებურად ეს პასუხი გავეცი ვაკოს

-რაა? ვაა, ვინ არის ?

-არ ვიცი

-მეღადავები? რა არ იცი მითხარი ვაა, მე ვიცნობ? -ჩამაცივდა ვაკო, ფიქრობდა რომ სათქმელს ბოლომდე არ ვამბობდი

-არა, არც მე ვიცნობ

-ეგ როგორ? გოგო შეგიყვარდა და არ იცნობ?

-ჰო ასეა, დავინახე და თავგზა ამებნა , შემიპყრო, მაგრამ არ ვიცი რა ქვია, არ ვიცი სად ცხოვრობს არაფერი არ ვიცი

-დაინახე გოგო, თავგზა აგიბნია და არაფერი არ იცი,-ცოტახანს დაფიქრდა ვაკო-„მამენტ„ეგრეც ხდება არ მიკვირს, რო დაინახავ და მუცელში პეპლები რო დაფრინავს ეგ გრძნობა გქონდა ხო?

-ეე ხო, შენ რა იცი?-თვალები გამიფართოვდა და გაკვირვებული ვკითხე ვაკოს

-ხო ასე ხდება როცა იმ „ერთადერთს„ დაინახავ პირველად.. კაი და ახლა რას აპირებ?

-ახლა? - დავფიქრდი მეც, -არ ვიცი



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიო,ორ დროში წერის წინააღმდეგი არ ვარ,პირიქით საინტერესოა,მაგრამ ერთ წინადადებაში ორი დრო?ეს უკვე უხეშად ხვდება ყურს. კიდევ ახალი ტანსაცმელები,არასწორია.ტანსაცმელი ჩავიცვი...კიდევ ბევრი შენიშვნა მაქვს,მაგრამ ეგ პირადში....ისე სიუჟეტი მომწონს,''ნიკოლოზ აღმაშენებელი'' და ''ხნიერ მაყურებელთა თეატრიც''...

 


№2  offline წევრი gabun1a

ლორელაი
გიო,ორ დროში წერის წინააღმდეგი არ ვარ,პირიქით საინტერესოა,მაგრამ ერთ წინადადებაში ორი დრო?ეს უკვე უხეშად ხვდება ყურს. კიდევ ახალი ტანსაცმელები,არასწორია.ტანსაცმელი ჩავიცვი...კიდევ ბევრი შენიშვნა მაქვს,მაგრამ ეგ პირადში....ისე სიუჟეტი მომწონს,''ნიკოლოზ აღმაშენებელი'' და ''ხნიერ მაყურებელთა თეატრიც''...


ჰო შეცდომები აშკარად მაქვს, ვეცდები გამოვასწორო, მადლობა :)))

 


№3  offline წევრი მოლურჯო

შეცდომები ბევრია ძალიან
იმედია გამოასწორებ
ველოდები..
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი gabun1a

სევდიანი გიჟი
შეცდომები ბევრია ძალიან
იმედია გამოასწორებ
ველოდები..


ვეცდები აუცილებლად, მადლობა რომ კითხულობ, იმედი მაქვს ბოლომდე გამომყვებით :)

 


№5 სტუმარი likuna

Kaia gaagrdele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent