შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი მეთერთმეტე თავი


22-01-2016, 00:13
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 646

გულამოვარდნილი მივრბოდი ტროტუარზე თან კი ცრემლების ნაკადს ვიწმენდდი. მერეღა გამახსენდა ფული რომ მედო ჯიბეში ტაქსი გავაჩერე და მშობლების სასაფლაოზე წავედი.თოვდა იმ დღეს ძალიან დადო ყველაფერი მოიყინა თუმცა ეს არ მადარდებდა. ძლივძლივობით ავედი ნახევრად დანგრეულ და მოყინულ გზაზე ბევრჯერ წავიქეცი კიდეც მაგრამ მაინც ავდექი. ხელები სულ გადატყავებული მქონდა თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მათი საფლავის დანახვისას ისევ დავიწყე ტირილი და ძირს ჩავიკეცე. გული საშინლად მტკიოდა, როგორ დამავიწყდა მათი წლისთავი რომ იყო ხვალ ეს დამავიწყდა. ეს ფაქტი ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო არ უნდა დამვიწყებოდა.
-ბოდიშით.კვნესით აღმომხვრა ეს სიტყვა თან კი დიდი რაოდენობით ტკივილი ჩავაქსოვე.-ბოდიშით რომ დამავიწყდით, ბოდიშით რომ თქვენთან არ მოვდიოდი, ბოდიშით რომ დროს ასე მხიარულად ვატარებდი, მაპატიეთ გთხოვთ. ბოლო ხმაზე ვტიროდი და ხელებს მიწაზე ვურტყავდი. გარეთ მინუს 4 გრადუსი იყო მე კი შარვლით და თხელი მაისურით ვიყავი გერეთ გამოსული. ხელები სულ დამილურჯდა ტუჩები დამისკდა და ცხვირს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, თოვლმა ახლა უფრო იმატა ყავისერი თმა სულ გადამითეთრდა მე კი იქიდან არ ვიძვროდი გაყინული ვკანკალებდი და ცივ ჰაერს ვსუნთქავდი. ბოლოს ისე შემცივდა გავითიშე თუ ჩამეძინა ათარც კი მახსოვს რომ გამოვფხიზლდი ვიღაცას ხელში ვყავდი აყვანილი და ისე მივყავდი. ყურში უხეშად ჩამესმოდა თოვლში ნაბიჯების ხმა სახეზე კი თბილი ჰაერი მაბრუებდა თუმცა ის სურნელი ისეთი ნაცნობი იყო გულს უხაროდა. თვალებს ვერ ვახელდი თითქოს ქუთუთოები ერთმანეთზე მიყინული მქონდამაგრამ იმ ადამიანის ნაახვის სურვილმა წამძლია და დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მაინც გავახილე თვალები.
-დანიელ?.დაღლილმა ძლივს ამოვიცანი ბუნდოვანი სილუეტი და შეძლებისდაგვარად გამეღიმა.
-ჩუ ელისაბედ ახლა მალე გათბები.დანიელის თბილმა ხმამ სხეულში დამიარა და სულ ერთიანად გამათბო.მალე ავტომობილთან მივედით ვიგრძენი როგორ გამოაღო კარი წინ ჩამსვა და ღვედი შემიკრა შემდეგ მეორე მხრიდან მოუარა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
-მცივა. ჯერ კიდევ მციოდა და კანკალით ვლუღლუღებდი.
-ეხლავე გათბობას ჩავრთავ.მანაც გათბობა მალევე ჩართო და მეც მალევე გავთბი, გზაში დაღლილს ისევ ჩამეძინა და ბოლოს სასტუმრო ოთახში გამეღვიძა.
-რატომ გაიქეცი ჩემო გოგო. თავლების გახელისთანავე დემეტრეს ხმა გავიგე,ჩემი ხელი მის ტორებში ქონდა მოქცეული და აცრემლიანებული თავლებით მიყურებდა.
-ყველა შეგვაშინე ელის.(მარი)
-მეორედ ესე აღარ მოიქცე გთხოვ.(ქეთი)
-კიდევ კარგი კარგად ხარ თორემ ძალიან ვინერვიულეთ.(ნინი)
-მაპატიეთ. ჩემი საქციელით ყველა ავანერვიულე ცუდად მოვიქეცი. ცრემლებმა ისევ დაიწყეს სახეზე გზის გაკვალვა და თავიდან გამეხსნა ძველი ჭრილობები.
-ნუ ტირი ელის გთხოვ.(ზუკა)
-ყველა ასე განერვიულეთ ჩემი დაუდევრობის გამო.(მე)
-მთავარია კარგად ხარ შენ სხვა რამეზე არ ინერვიულო.(გიო)
აი ასე გაიწელა ეს დღეც, მე ჩემს ოთახში ამიყვანეს გოგონები კი თავს დამფუსფუსებდნენ ყოველწამს მეკითხებოდნენ რამე ხომ არ მჭირდა ან რამე ხომ არ მინდოდა თუმცა ახლა მხოლოდ დასვენება და სითბო თუ გამხდიდა კარგად. ბიჭებიც არ მაკლებდნენ ყურადღებას განსაკუთრებით კი დანიელი, ყოველ წუთას შემოდიოდა ჩემს ოთახში და ჩემს ამბავს კითხულობდა ხელს ხელზე მადებდა და თბილად მიკოცნოდა სსათითაოდ დაკაწრულ თითებს. მისი ამ ქმედების გამო გულში სითბო მეღვრებოდა სურვილი მიჩნდებოდა მუდამ ჩემს გვერდით ყოფილიყო და ხელი არასოდეს გაეშვა მის სიახლოვეს ისე შორი მანძილიდან ვგრძნობდი მე თვითონ მიკვირდა ჩემი თავის მაგრამ ცხადი იყო რომ დანიელი ჩემს ცხოვრებაში იყო ის ადამიანი ვის გამოც გული ფეთქვას აგრძელებდა, უწინ მის თითოეულ ქმედებას ამრეზიით ვაკვიდებოდი მაგრამ ახლა? ახლა სულ სხვა რამეს ვგრძნობ უსახელო რამეს რაც გონებას მირევდა.
დილას 6 საათზე გამეღვიძა. მისაღებ ოთახში ჩავედი ფანჯრის რაფაზე დავჯექი და თბილისის ხედში გადავიკარგე. თოვლში თბილისი ულამაზესია თეთრად გადაპენტილი სახურავები, ხეები,ავტომობილები, ბილიკები თუ სკვერები ისეთი მშვენიერი დასანახი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. სახლში სითბო იყო გარეთ კი ძალიან ციოდა. დაორთქლილ ფანჯარაზე თითით რაღაც ფორმებს ვხატავდი და ბავშვიით მიხაროდა ლამაზი რომ გამოდიოდა. 8 საათი იყო ბიჭებმაც რომ გაიღვიძეს, უხმოდ გავუკეთე ყავა და მიისაღებში მაგიდაზე დავუდე თითო ნაჭერ ნამცხვართან ერთად. ცოტახანში ყველანი შავებში გამოვეწყვეთ და ნაცნობ გზას გავუდექით. ისევ მივადექი ნაცნობ სასაფლაოს და ყვავილები ძირს დავდე. ციოდა ყველას თავზე გვათოვდა სიწყნარე იყო ხმას არავინ იღებდა მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა არღვევდა იდეალურ სიწყნარეს. ერთ კუთხეში დემე იდგა მეორე კუთხიდან კი განერვიულებული დანიელი არ მაცილებდა თვალს, იმ მომენტში თითქოს ყველა და ყველაფერი გაქრა ვიგრძენი მარტოობა იმისდა მიუხედავად რომ გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდა, მაგრამ მაინც მეგონა მხოლოდ მე და ჩემი მშობლების საფლავი იყო ამ ვებერთელა დედამიწაზე, თუმცა როცა მამიდაჩემის შეხება ვიგრძენი მაშინვე დავბრუნდი რეალობაში როცა გვერდით მარი ამომიდგა როცა ზუკას დემეს და დანიელს შევხედე ძალა მომეცა სიცოცხლის, ზრუნვის, სიყვარულის და რწმენის. სახლში 3 საათზე მივედით და ცხოვრება ჩვეულ რითმში განვაგრძეთ. მისაღებში ვიჯექით და ფილმს ვუყურებდით როცა დემეტრემ ხმა ამოიღო.
-კარგად ხარ?.(დემე)
-კი კარგად ვარ.(მე)
-მართლა?.(დანიელი)
-ხო მართლა. თითქოს მომეშვა ტკივილი და აღარ მაწუხებდა ის რაც მეგონა სამუდამოდ დამტანჯავდა.
-მიხარია ასე რომ ხარ.(დანიელი)
-მეც.(მე)
-ვაიმე ეს რა მყავსო. უეცრად წამოიძახა დემეტრემ და ისე ჩამიკრა გულში რომ კინაღამ ჰაერის უკმარისობის გამო გავიგუდე.
-ვაიმე გავიგუდე დემეტრეე. რომ ავფართხალდი დემემ ხელი მიშვა და დაბღვერილმა გადმომხედა.-აბა მალე ახალი წელი მოდის და მომზადება არ დავიწყოთ?.ხელები ერთმანეთზე გავახახუნე და ბიჭებს გადავხედე.
-აბა რაა ნაძვისხეც არ დაგვიდგავს.(დემე)
-დღეს დავდგათ საღამოს.(დანიელი)
-კარგი. ბავშვივით მიხაროდა ახალიწელი და მითუმეტეს ნაძვისხის მორთვის ცერემონიალი განსაკუთრებით ბოლოს ვარსკვლავს რომ ვადგავ წვერში. ოჯახში იმხელა ნაძვისხე გვქონდა რომ მამაჩემი სულ კისერზე მისვავდა და ისე მართვევინედა მას. ახლა კი მეორე ახალ წელს ვატარებ მათ გარეშე თუმცა ახლა მყავს გვერდით ისეთი ადამიანები რომლებიც როგორც მამა ისე შემისვავენ კისერზე და ისე დამადგმევინებდნენ ბოლო ატრიბუტს.
ეს დღეები ისე კარგად გადიოდა რომ უკეთეს ვერც ვინატრებდი. მე და დანიელს კარგი ურთიერთობა გვქონდა დემე კი ჩვენს სიცილზე წარბებს უცნაურად ათამაშებდა და თავისთვის იცინოდა. ნაძვისხის მორთვაში დანიელი დამეხმარა რაზეც ბოლოს მთელი ღამე წუწუნებდა რამსიმძიმეხარ კისერი მეტკინაო. არც კოკასგან მსმენია რამე მოკლედ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ისევ დანიელი უნდა ვახსენო ადრე სულ ვლანძღავდი ახლა კი მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება, ყოველწამს მენატრება როცა სახლში არ იყო მის ოთახში ჩუმად ვიპარებოდი და ბალიშს 1 საათით ვიპარავდი მერე კი უკანვე ვაბრუნებდი. ერთ დღეს დანიელმა დაიბარა რომ გვიან მოვიდოდა და სახლში მარტო დავრჩი, გვიანი იყო როცა კარის მიჯახუნების ხმა გავიგე. დემე მეგონა. პირველ სართულზე ჩქარა ჩავირბინე ოთახები დავირბინე და ვერავინ ვნახე. ბოლოს ისევ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი და რას ვხედავ ვიღაც ქერას ისე ეხვეოდა მეგონა იქვე შემოეჭმეოდა. ეს არ იყო ის ვინც ადრე ყავდა. მათ დანახვისას გულმა დამარტყა თითქოს ის ძაფი ჩაწყდა ჩემსა და დანიელს შორის რომ იყო გაბმული. ვიგრძენი დიდი იმედგაცრუება და გული სშინლად მეტკინა.თავლები ამიცრემლიანდა და ტირილი დავიწყე. ჩემს დანახვაზე დანიელი იმ გოგს მოცილდა და გაკვირვებული თვალებით შემომხედა. მე კი უბრალოდ დებილივით ვიდექი და მათ წინაშე თავს ვიმცირებდი. ძლივს მოვტვინე და ჩემს ოთახში შევვარდი კარები ჩავკეტე და ლოგინზე დავემხე. კერზე დიდიხნით მიკაკუნებდა დანიელი თუმცა მაინც არ ვაღებდი.
-საყვარელო ეს ვინ ჯანდაბა იყო?. კარს იქით გოგონას საშინლად შემზარავი ხმა მომესმა.
-წადი აქედან.ახლა დანიელის ხმა შემომესმა მშვიდი იყო თუმცა განერვიულებული ტონალობა მაინც დაკრავდა ხმაში.
-დანიელ კარგი რაა ჯერ ხომ არც დაგვიწყია.
-წადი. ახლა ოდნავ გაიმკაცრა ხმა.
-კი მაგრამ.
-გაეთრიე.ახლა ხმა ისეთი ბოხი და არაადამიანური გაუხდა შემეშინდა.
-უფფ. გოგონას ფეხსაცმის ხმა გავიგე რომელიც ბოლოს ყრუდ გაისმა.
-ელისაბედ. ისე წყნარად დაიყწო საუბარი გეგონებოდათ სხვა ადამიანი მესაუბრებოდა.-ხმას არ გამცემ?.(დანიელი)
-...... ხმას არ ვიღებდი ისევ ვტიროდი.
-ელისაბედ ხმა ამოიღე.
-.......... ისევ დუმილი მიიღო ჩემგან.
-ეს დედამო**ნული რამე მითხარი.გავიგე კარზე როგორ მიანარცხა მუშტი და ავკანკალდი.-ელისაბედ იცოდე კარს შემოვამტვრევ.
-გთხოვ წადი.ატირებულმა ძალიან ჩუმად ვთქვი და თავი მუხლებში ჩავრგე.
-ელისაბედ გთხოვ კარი გააღე თორემ გავგიჟდები.
-გაგიჟი მერე. მთელი ძალები მოვიკრიბე და დავუყვირე.
-კიდევკარგი ხმა ამოიღე.
-იქნებ დამდო პატივი და თავი გამანებო.
-ელისაბედ შენ ხომ არ გიყვარვარ? არც კი მოგწონვარ.
-დარწმუნებული ხარ?.. „ჯანდაბა ელისაბედ ეს რა თქვი“.
-რა? ამით რისი თქმა გინდა?.
-გადი მეთქი. ნერვები რომ მომეშალა ფეხზე წამოვხტი კარი გავაღე და ისე დავუყვირე.
-შენ რა ტირი?.
-ხო ვტირი რა გიკვირს? მთელი ცხოვრებაა ტირილი არ შემიწყვეტია რაღა ახლა გიკვირს.
-ჩემსგამო ტირი?
-არა!. დავიყვირე და ოო ჯანდაბა ისევ ტირილი დავიწყე.
-იტყუები.
-შემეშვი. ხელი ავიქნიე და ოთახში შევბრუნდი.
-მომხედე.დანიელმა მის მკლავებში მომაქვია და სახეზე ხელები მომიჭირა.-მითხარი რომ არ გიყვარვარ და შეგეშვები.
-მორჩი აღარ შემიძლია თავი გამანებე.
-მითხარი და გაგანებებ.
-გადი აქედან. თავი გავინთავისუფლე და სახეში ძლიერად გავარტყი.
-ხოო კარგი. ოთახიდან მთელი სისწრაფიდ გავარდა და კარი ძლიერად მიიჯახუნა.
-ღმერძთო რა დავაშავე?.სახე ხელებში ჩავრგე და ძირს დავემხე. გული მეტკიინა საშინლად მეტკინა ძალა აღარ მქონდა ამდენი რამე ამეტანა ეს უკვე შეუძლებელი იყო. ერთხელ რომ ვიფიქრებდი ბედნიერი ვართქო მაშინ მთავრდებოდა ყველაფერი მაშინ ინგრეოდა ოცნების კოშკები და მაშინ წყვეტდა გული მუშაობას. უაზრობაში გასტანა ერთმა დღემ დანიელის ეს ქმედება მონელებული არ მქონდა და დიდიხანი ვერც მოვინელებდი. სახლში მარტო ვიყავი როცა ტელეფონზე მარისგან შეტყობინება მომივიდა „ორი წუთით სახლის წინ გამო რა . მეც უცებ წამოვხტი და გერეთ გავედი თუმცა ვერავინ ვერ დავინახე.
-მარიი.მთელი ხმით დავიყვირე.
-მარი არა კოკა. უკნიდან კოკას ცივი ხმა შემომესმა.
-მე მარის ვეძახი.ტელეფინი ავიღე და მარის დავურეკე, ზარის ხმა რომ მეცნო ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე კოკას ჯიბეში იყო მისი ტელეფონი.-მარის ტელეფონი საიდან გაქვს?.
-იცი მგონი სახლში შევიპარე და მოვპარე.ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩვეული ღიმილით გადმომხედა.
-ხომ კარგადაა? ხომ არაფერი დაგიშავებია მისთვის?.
-არა ის კარგადაა რასაც შენზე ვერ ვიტყვი.
-რას აპირებ?. ხმაში შიში შემერია და ინსტიქტურად უკან დავიხიე.
-რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებიან.უცებ კოკამ მხარზე ხელი დამავლო და მის მკლავებში მომაქცია.
-ხელი გამიშვი შე ბინძურო ნაგავო.თევზივით დავიწყე ფართხალი და ცრემლები გადმოვყარე.
-ენა გააჩუმე და ფეხი გამოადგი თორემ ხომ იცი ძალით წაგიყვან.
-მიშველეთ! თავი გამანებე გთხოვ ხელი გამიშვი ძალიან გთხოვ.რაც ძალი დაღონე მქონდა გავიძახოდი და ფეხებს იქით-აქეთ ვაფართხალებდი.
-გაჩუმდიმეთქი. ხელები ლოყებზე მაგრად მომიჭირა და გამაჩუმა.
-გთხოვ გამიშვი.ძლივს ვლაპარაკობდი რადგან ხელები ლოყაზე ჰქონდა მოჭერილი და ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი.
-როგორ გიხდება ტირილი. მზერა თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა და ბაგეებზე გიჟივით დამაცხრა თუმცა მალევე მომმცილდა და ეშმაკურად გადმომხედა.
-მეზიზღები გესმის მეზიზღები.ცრემლების ნაკადმა ახლა უფრო იწყეს დენა. ვიცოდი ვერ გადავურჩებოდი და სამუდამოდ გამოვემშვიდობე ნათელ დღეებს.
-ხელი გაუშვი.ნაცნობმა ბარიტონმა გაიჟღერა და გულზე მალამოსავით მომეცხო..
-შენ რაღა გინდა.აგდებული მზერით გადახედა კოკამ დანიელს.
-ხელი გაუშვიმეთქი.
-წადი სხვაგან გერთე.
-თავი გაანებე ელისაბედს.
-ამ თოჯინაზე ამბობ?.ხელი ლოყაზე მომითათუნა და ცერა თითი ტუჩებზე გადამისვა.
-თავი გაანებე შე ახვარო.მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა კოკას ჩემი თავი გამოწიწკნა და გამალებით რტყმევა დაუყწო ისე რომ სულ დაასისხლიანა.მეც დამბრთხალი ჩავიკეცე და კედელს მივეყრდები შეშინებბულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ურალოდ თავზე ხელს ვიჭერდი და ხმამაღლა ვტიროდი. ბოლოს როგორც იქნა გონებაწასულ კოკას მოსსცილდა და ჩემთან მოვიდა.
-კარგად ხარ?.მზრუნველი ხმით მკითხა და გულში ჩამიკრა.
-არვიცი.ხმაწასულმა ვუთხარი ისე რომ ჩემი ხმა მეთვითონაც ძლივს გავიგე.
-კარგი წამო სახლში წავიდეთ.
-გთხოვ არ მინდა სახლში.
-კარგი როგორც გინდა.დანიელმა ხელში ამიტაცა მანქანაში ჩამსვა შემდეგ თვითონაც დაიკავა კუთვნილი ადგილი და იქაურობას მოწყდა.გზაში ხმას არცერთი ვიღებდით მოლოდ ძრავის და ჩემი განწირული ტირილის ხმა ისმოდა. გულს მირევდა ის ფაქტი რომ ტუჩებში მაკოცა, მის ამაზრზენ სახეს თავიდან ვერ ვიგდებდი გული კი არ ვიცი ცოცხალი როგორ იყო.
-გთხოვ ნუღარ ტირი.
-არ შემიძლია თავს ვერ ვიკავებ.ტირილს ვუმატე და თავი ხელებში ჩავრგე.
-როგორ არა შეგიძლია შენ იმ *ირის გამო არ უნდა იტირო.გაცოფებული ყვიროდა და მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა.
-რას აკეთებ? ასე სწრაფად ნუ დაგყავს მანქანა.იმდენად სწრაფად მიდიოდა რომ შემეშინდა და დავუყვირე.
-არა ელისაბედ.ციფერბლატი 200 უჩვენებდა.
-დანიელ გთხოვ.
-ნუ მთხოვ.
-დანიელ გააჩერე მანქქნაა. ძალა მოვიკრიბე და იმხელა ხმაზე დავუყვირე მთელმა თბილისმა გაიგო.თითქოს ჩემი ეს ხმა მისთვის საყვირივით გაისმა შუა გზაზე დაამუხრუჭა და რულს ხელი დაარტყა.
-მადლობაღმერთს.შვებით ამოვისუნთქე თუმცა მაინც ტირილი დავიწყე.
-ელისაბედ მორჩი.ის არ მელაპარაკებოდა უბრალოდ მთელ ხმაზე ყვიროდა.
-რას მოვრჩე. თავი კალთიდან ამოვიღე და აცრემლებულმა ავხედე.
-რასდა ამდენ ტირილს მორჩი მეტის მოთმენა აღარ შემიძლია ნუთუ ვერხვდები რომ მიყვარხარ არ შემიძლია ასეთს გიყურო. ასეთი დანიელი არასოდეს მინახავს გაცოფებული და სულმთლად შეცვლილი იყო ის უბრალოდ სხვა დანიელი იყო.
-თუ გიყვარვარ რატომ მოიყვანე ის კახპა სახლში.ხმაჩახლეჩილი შეძლებისდაგვარად ვყვიროდი.
-შენ მაშინ კოკას შემადარე და ამით მიმახვერდე რომ გეზიზღები.
-არ მეზიზღები არა.
-ხოდა თუარგეზიზღები მაშინ ნუღარ ტირი ძალიანგთოვ, შენ რომ განიცდი მეც ორმაგად განვიცი შენი ტკივილი ორმაგად და ასმაგად მტკივა სიგიჟემდე შემიყვარდი გესმის სიგიჟემდე.მისმა ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა გრძნობებს უფლება მივეცი თავი ერთად მოეყარათ. რომ ვეღარ მოვითმინე და მთელი ძალით ჩავეხუტე სახე მის კისერში ჩავრგე და მისი სურნელით ფილტვები გავივსე. მინდოდა რომ სულ მის სიახლოვეს ვყოფილიყავი და არასოდეს მოვშორებოდი სულ 10 სანტიმეტრით მაინც. მანაც მომხვია მისი ხელები და მკერდზე მთელი ძალით ამიკრო გული ამოვარდნის პირას იყო წუთში 120-ჯერ ცემდა მისი გულიც არ იყო კარგ დღეში გახშირებული სუნთქავდა და ხელებს რაც ძალა ქონდა მიჭერდა. ბოლოს ავტომობილების სიგნალის ხმამ გამოგვაფხიზლა უცებ მოვცილდი და ჩემს ადგულს დავუბრუნდი. 20 წუთში მანქანა დიდ შენობასთან გააჩერა და გარეთ გადმომიყვანა.
-სად ვართ?.
-წყნეთში ჩემს სახლში.
მალევე შევედით სახლში და კონფორტულად მოვეწყეთ. იქაურობა ისე გემოვნებიანად იყო მოწყობილი პირი ღია დამრჩა.
-მოგწონს?.
-ძალიან.
-დღეს ააქ დავრჩეთ მერე ჩვენებს დავურეკავ და ამოვლე.
-შეგიძლია საძინებეი მანახო? ძალიან მეძინება.
-კარგი აქეთ წამოდი.მეორე სართულისკენ გამიძღვა ოთახი მაჩვენა და დამემშვიდობა.
-შეგიძლია დარჩე?.
-შენთან?.გაოცებულმა დამხედა.
-ხო, თუ არ გინდაა... სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ გამაწყვეტინა.
-როგორ არა, მინდა შენტან ვიყო.
-კარგი. საწოლს საბანი გადავხადე ფეხსაცმელები გავიძრე და ისე შევწექი.
-ტანსაცმლით წვები?.
-ხო. აბა პიჟამო არ მაქვს აქ.
-მე მოგცემ ჩემს მაისურს.კარადიდან შავი დიდი მაისური გადმომიგდო და მომაწოდა. -აი ჩაიცვი.
-კარგი ოღონდა მიტრიალდი.
-ხო კარგი.თავისთვის დაიწუწუნა და შეტრიალდა.
-ჯერ არ გამოიხედო.ჯერ შარვალი გავიძრე და საწოლზე მივფინე შემდეგ მაისურიც მივაყოლე და როცა თავი ამოვყავი დანიელის მომღიმარი სახე შემრჩა წინ.ამის დანახვაზე შევხტი და მაისური ტანზე ავიფარე იმისდა მიუხედავად რომ საცვლების ამარა ვიყავი.
-რაგითხარი ჯერ არ გამოიხედოთქო.
-ვერ მოვითმინე.
-შეტრიალდი.
-არა.თავლებში ჭინკები აუთამაშდა და ისე გამომხედა.
-იცოდე ოთახიდან გაგაგდებ.
-ოო კარგი კარგი.
-კარგი ბიჭი. მისი მაისური გადავიცვი და სიცილი დავიწყე.-შეგიძლია მოტრიალდე.
-გიხდება ხოიცი.ჩემსკენ შემოტრიალდა და გემრიელად ამათვალიერა.
-კარგი რა ამაში ჩემთანერთად მარი ნინი და ქეთიც ჩაძვრებიან.ჩავიწუწუნე და ლოგინში ჩავწექი.
-ხო კაი ნუ წუწუნებ.დანიელი გვერძე მომიწვა და ხელი მომხვია.
-შენც ტანსაცმლით აპირებ დაწოლას?.
-აბა რა ვქნა?.
-პიჟამო ჩაიცვი.
-კარგი. დანიელი ფეხზე წამოხტა ტანსაცმელი გაიძრო და მარტო ტრუსიის ამარა დარჩა.
-ეგაა შენი პიჟამო?.
-რა არ მოგწონს?.
-ოოო.გვერდი ვიცვალე და ზურგი ვაქციე. მანაც არ დააყოვნა და საბნის მაღლა გაიშხლართა. ასე დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ბოლოს მისკენ გადავტრიალდი საბანი გამოვაცალე და გადავაფარე.
-მმმ.. ჭკვიანო.სასიამოვნოდ ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია.
-რას აკეთებ?.ტანზე მთლიანად ცეცხლი წამეკიდა და უხერხულად შევვიმუშნე.
-მცივა.ჩემს უკან კონფორტულად ჩაილაპარაკა და თავი კისერში ჩარგო.
-მერე რომელი გამათბობელი მე მნახე?.
-გამათბობელი? ხელები რომ მოგხვიე ისე გათბი მგონი ჩემი შეხება გესიამოვნა.
-ოო მორჩი ახლა უბრალოდ მცხელა.თვალები დავახამხამე და თავი გავაქნიე.
-გცხელა? კარგი.ერთი ხელის მოსმით დამტოვა საბნის გარეშე.
-მცივაა.ახლა ავკანკალდი და მის მლავებს ხელი ძლიერად მოვხვიე.
-ნწ მცივანა.თავისთვის ჩაილაპარაკა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა.
-აუ კარგი რაა. ჩუმად ჩავუბუტბუტე და თვალები დავხუჭე.
-კაი დაიძინე ახლა თორე ხვალ ისინი რომ დაგვადგებიან დილას უთენია ნახე მერე შენ.
-ძილინებისა.
-ტკბილი ძილი ანგელოზო.ყურთან ჩუმად მიჩურჩულა და ფილტვები ჩემი სრინელით გაივსო. მეც მალე მომერია ძილი და საიზმრების სამყაროში 5 თვლაზე გადავეშვი


ეს რა კარგები მყავხართ ისე გამახარა თქვენმა კომენტარებმა ჩემო ტკბილებო... მომიტევეთ შეცდომები... მიყვარხართ.. კომენტარებს ველოდები



№1 სტუმარი ........

განაგრძეეე ^_^

 


№2  offline წევრი aqe123

გააგძელე თორე ალბათ გავგიჟდებიიი და გავაფრენნნ<3 მაგარი გოგო ხარრ მაგრად მომწონს გააგძელე მალე რააა <3

 


№3  offline წევრი სალი-სალი

........
განაგრძეეე ^_^

აუცოლებლად <3
aqe123
გააგძელე თორე ალბათ გავგიჟდებიიი და გავაფრენნნ<3 მაგარი გოგო ხარრ მაგრად მომწონს გააგძელე მალე რააა <3

კაირგი დღეს აუცილებლად დავდებ. მადლობა დიდი <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent