შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუძლეველი სურვილი(თავი 1)


22-01-2016, 17:47
ავტორი MegMorgan
ნანახია 1 558

ჩვეულებრივი საღამო იყო. ციოდა. თუმცა იანვრის სუსხიან ღამეს სიცივე ვის უკვირს. ვიწექი. დაღლილობას ვერაფერს ვშველოდი. ზოგჯერ კვირეების განმავლობაში თავს სრულიად უსარგებლოდ ვგრძნობ და ერთადერთი რაც შემიძლია უსაქმოდ წოლა და ჭერის ყურებაა. მამამ დამირეკა და მითხრა, სამსახურში შეაგვიანდებოდა, ამიტომ მითხრა არ დავლოდებოდი და დამეძინა. თუმცა ძილი შორს იყო ჩემგან. სიბნელეში ვიწექი და სრულიად არაფერზე ვფიქრობდი. როგორც გონებაში ასევე სულშიც, სიცარიელეს დაესადგურა.
მობილურის ზარმა გამომიყვანა არაფრიდან.
-ალო, ვივი სახლში ხარ?- ლიკა მირეკავდა.
-კი.
-დაკავებული ხომ არ ხარ?
-არა, ვიწექი.
-ღმერთო, როგორი მოსაწყენი ხარ. გოგოები ამოვალთ შენთან.- მითხრა და ყურმილი დაკიდა.
ჰო, მოსაწყენი ვარ...
მე ვივიენ(ვივი) ახვლედიანი ვარ, 18 წლის. ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ვყოფილიყავი ვეტერინარი ვსწავლობ ჯავახიშვილში სამართლის ფაკულტეტზე, მაგრამ თავისუფალ დღეებში მამაჩემის მეგობარს ვეხმარები უსახლკარო ცხოველების დაბანასა და გამოკვებაში. მყავს მეგობრები: ლიკა, თათია და ლიზი. მომწონს მათთან დროის გატარება, მაგრამ ზოგჯერ თავს მაბეზრებენ. მაგალითად, ამ ღამეს მათი ნახვა არ მინდა. ზოგჯერ უბრალოდ სიცარიელესა და მარტოობაში მინდა შთავინთქა.
ავდექი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და თმები ავიწიე. ჩემს სახეს, რომ შევხედე გული გამისკდა. უძილობისგან დასიებული თვალები და შემაძრწუნებელი გამოხედვა მქონდა. პუდრი გადავისვი და ჩაიდანი გასქურაზე შემოვდგი.
მალევე გაისმა ზარის ხმა და შევიკრიბეთ ძველებურად, როგორც ვიკრიბებოდით ყოველთვის.
-აუუ, გოგოებო, გუშინ სანდრომ დამირეკა.- დაიწყო ჩვეულებრივი დიალოგი, რომელში ჩაბმა მე არ მინდოდა.
-დაინახე დღეს ეკას რა ეცვა?
-უნდა ვუთხრა, რომ ის ჩანთა 90-იანებში იყო მოდაში.
მე უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, თუმცა მეც არ ვიცი რაზე ვფიქრობდი.
-ჰეეი, აქ ხარ?- მკითხა ლიზიმ და ოდნავ შემაქანა.
-კი.
-რატომ არ გვისმენ?- დაიწიკვინა ლიკამ- შეყვარებული ხომ არ ხარ?
ლიკა ჩემი მეგობრების მეგობარია, ამიტომ ვცდილობ უბრალოდ თავაზიანი ვიყო მასთან თუმცა გულზე ნამდვილად არ მეხატება.
-არა, რა შეყვარებული. ფინალურ გამოცდებზე ვფიქრობ. -ვიცრუე სწრაფად.
-კარგი რაა, დღეს დაიკიდე.-ისევ ლიკა გამოეხმაურა ჩემს პასუხს.
-წყალი ადუღდა, ჩაის ვინ დალევს? - ვიკითხე და მკვირცხლად წამოვხტი სავარძლიდან.
ჩემს საძინებელში ვისხედით.
-აუუ, დათოს უნდა დავურეკო.- თქვა ლიკამ.
-რატომ?- აშკარად არ ესიამოვნა თათიას.
-ამოვა და ცოტას გაგვართობს.
-იქნებ ჯერ ვივის კითხო.- არ ცხრებოდა თათია.
-ვიიიი, წინააღმდეგი ხარ?- გაიწილა ლიკა.
-არა, სულ ერთია, როგორც გინდა.- არეულად ვლაპარაკობდი.
-დღეს ფორმაში არ ხარ.- მითხრა თათიამ და გვერდით მომიკდა.
-ხომ იცი მემართება ასე. შენ როგორ ხარ, გეგასთან რა ხდება?
-ყველაფერი კარგადაა, ძველებურად. არავინ მოგწონს? ან უნივერსიტეტში ან სამსახურში?
-ეეჰ, თათია, ასე მგონია ვერავის ვიპოვი.- ხმადაბლა ვსაუბრობდით.
-გამოდი მაგ ნამდვილი სიყვარულის ზღაპრებიდან. - თქვა ლიზიმ.
ზღაპრებიდან? არ ვიცი, ალბათ, მართლა ზღაპარი იყო ის რომ მჯეროდა თავდავიწყებამდე სიყვარულის. მჯეროდა და მინდოდა ისე ვყვარებოდი ვინმეს,როგორც სასიყვარულო ფილმებშია.
-ამოვლენ.- იწივლა ლიკამ.
-ამოვლენ? აბა მარტო დათოო?- გაოცება ვერ დავმალე.
-დათო, საბა და ანრი. პრობლემა თუა ვეტყვი ისინი გარეთ დატოვოს.- ირონია გადმოანთხია.
თავი ოდნავ გავაქნიე უარის ნიშნად და შოკოლადი ჩავკბიჩე.
კარზე ზარის ხმა გაისმა,მაგრამ მე ადგილიდან არ დავძრულვარ. თავი სტუმარი მეგონა საკუთარ სახლში.
დათო ლიკას მეგობარი და ჩემი ყოფილი კლასელი იყო, თუმცა მასთან არავითარი ურთიერთობა არ მქონდა. საბა და ანრი არც კი ვიცოდი ვინები იყვნენ.
-გოგოებს გაუმარჯოს.- მოგვესალმა დათო.- ეს საბაა, საბა ეს გოგოებია, ეს კი ანრია.
ორი მაღალი და გამხდარი ბიჭი შემოვიდა. არ დავმალავ და ვიტყვი ძალიან მომეწონა საბა. გრძელი, შავი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. მომხიბვლელი ღიმილი და დიდი ტუჩები. გავგიჟდი ისე მომეწონა. ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა. ამით შანსი მომეცა ჩუმ-ჩუმად მეყურებინა მისთვის.
მათ ლაპარაკს ყურს არ ვუგდებდი. საბაზე ვფიქრობდი. ასე უცებ შემოიჭრა ჩემს გონებაში. მომეწონა, ძალიან მომეწონა. სასაცილოა ამის თქმა, მაგრამ მიზნად დავისახე, როგორმე მისი ყურადღება მიმეპყრო. საერთოდ, ეს ცუდად გამომდიოდა, არც აქტიური ვიყავი ურთიერთობებში და უფრო "ლუზერის" შთაბეჭდილებას დავუტოვებდი, მაგრამ ყველას აქვს უფლება გულში პატარა იმედი ჰქონდეს.
საბა სკოლის წლებს მაგონებდა. ისეთი იყო, ყველა გოგოს, რომ მოეწონებოდა. ყველა მას, რომ გააყოლებდა თვალს დერეფანში გავლისას. ჩუმად იჯდა. ბევრს არ ლაპარაკობდა. იჯდა და ხალხს აკვირდებოდა. ზოგჯერ მომხიბვლელად იღიმოდა და ძალიან მინდოდა მისი ღიმილის მიზეზი მე ვყოფილიყავი. ეჭვ გარეშეა, მისით ძალიან მოვიხიბლე.
ყველანი მოსაწევად აივანზე გავიდნენ. მე და საბა დავრჩით.
-შენ არ ეწევი? - დუმილი დავარღვიე. საერთოდ, არ მიჭირს კომუნიკაციაში შესვლა ადამიანებთან, მაგრამ ბიჭებთან, რომლებიც მომწონს არასდროს ვიცი რა ვთქვა.
-კი, როგორ არა, ჯერ არ მინდა. რა გქვია? დათომ წესიერად არ გაგვაცნო ერთმანეთი.
-ვივიენი, ვივის მეძახის ყველა.
-ლამაზი სახელია.- მითხრა და მომხიბვლელად გამიღიმა, თან ისე ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.-მარტო ცხოვრობ?
-არაა, მამასთან ერთად.
ბავშვები შემოვიდნენ. მას არაფერი უთქვამს ჩემთვის იმ საღამოს მეტი. აღარც კი შემოუხედავს და ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა მისმა საქციელმა. წასვლის დროს გამიღიმა და უბრალოდ ხელი ჩამომართვა. გოგოები ჩემთან დარჩნენ.
დილით გამოცდა მქონდა, ამიტომ რვა საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. ჩავიცვი და ყავა ავიდუღე. გოგოებს ეძინათ და არც მე ვაპირებდი მათ გაღვიძებას. ფიქრებში ვიყავი გართული კურსელმა, რომ დამირეკა.
-დილა მშვიდობისა ვივი.
-დილა მშვიდობისა ნიკა, მიხვედი უკვე უნიში?
-არაა ჯერ, შენს სახლთან ვარ მანქანით და შემიძლია გაგიყვანო.
-კარგი, 2 წუთში ჩამოვალ.
ნიკა კარგი და საყვარელი ბიჭია. გამომიტყდა, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ მე ყველაზე "ნაზი" ფორმით ვუთხარი, რომ მეგობრობის მეტი არაფერი გამოვიდოდა. უბრალოდ, ის ქარიზმა არ ჰქონდა,რაც მაგალითად, საბაში დავინახე. ის რაც ასე ძალიან მომხიბლა აუხსნელია ჯერ-ჯერობით... მაგრამ გულის არჩევანი ცოტათი ფენომენალურია.
გამოცდის მერე თათიას დავურეკე და ჩვეულებისამებრ ჩვენს კაფეში შევხვდით. თათია ჩემი ბავშვობის მეგობარია, ამიტომ მას ყველაზე მეტად ვენდობი და ყველაფერს ყოველთვის მას ვუყვები. თან მომწონს, მისი მორიდებული ხასიათი.
-როგორ დაწერე გამოცდა?
-რავიცი, ნორმალურად. ლიკა და ლიზა სად არიან?
-არ ვიცი. დილის მერე არც ერთი არ მინახავს.
შესაფერის მომენტს ველოდი საბაზე რომ მეთქვა, მაგრამ თითქოს ეს მომენტი არ დადგა. ამიტომ უბრალოდ ცოტა ვეჭორავე და სახლში წამოვედი.
-ვივიენ. -მივიხედე და თვალებს ვერ დავუჯერე. საბა იყო.
-საბა? - ჩემს ხმაში გაოცება შეინიშნებოდა.
-როგორ ხარ?- მოვიდა და გადამკოცნა.
-არამიშავს, შენ?
-მეც. დაკავებული თუ არ ხარ, იქნებ ყავა დავლიოთ.
-სიამოვნებით, მაგრამ ახლა ვეტერინალურ კლინიკაში მივდივარ.
-კარგი, სხვა დროს იყოს.
-თუ ცხოველები გიყვარს შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე.- არ მინდოდა წასულიყო.- იქიდან წამოსვლისას დავლიოთ ყავა.
-კარგი.
კლინიკა ჩემი სახლიდან 30 წუთის სავალზე იყო. ციოდა, მაგრამ ტრანსპორტით წასვლა არ მინდოდა. ფეხით მივუყვებოდით მე და საბა გზას.
-ცხოველები გიყვარს ე.ი- დუმილი დაარღვია მან.
-კი, ძალიან. განსაკუთრებით კატები. შენ?
-ნეიტრალურად.- გამუდმებით იჩეჩავდა თმას. რა სიმპატიური იყო.
-მე მყავდა კატა, მაგრამ ერთხელ კარი ღია დამრჩა და გაიქცა. იმის მერე აღარ მიცდია სახლში მომეყვანა.
გაეღიმა.
-ვეტ ექიმის დამხმარე ხარ?
-ჰო, რაღაც მსგავსი. შენ რას აკეთებ თავისუფალ დროს.
-ვეწევი.
-ეწევი? -მგონი ვერ მივუხვდი.
-ჰო ვეწევი, ს, ჰაშიშს და სხვადასხვა ტრანკვილიზატორებს.- არ გამკვირვებია, რადგან დათო კარგ წრეში არასდროს ტრიალებდა, მაგრამ საბას მიმართ დაუძლეველ ინტერესს ვერაფერს ვუხერხებდი.
-მე არასდროს მომიწევია.
-ერთ დღეს ლიკუნას წამოყევი.- არა!! საბა, ამას არ უნდა ამბობდე!!
-არ ვიცი თუ გავბედავ.
-ჰო, ჩარჩოებში მოქცეულ ადამიანს ჰგავხარ.- არაფერი მიპასუხია, თუმცა მისი შენიშვნა არ მესიამოვნა.
კლინიკაში 1 საათით გავჩერდით. საქმე ბევრი არაფერი იყო. წამოსვლისას ყავა დავლიეთ.
-რა არის შენი ოცნება?
-ოცნებები არ მაქვს ვივიენ.- აგდებულად მიპასუხა, თითქოს სარკაზმი გამოსჭვიოდა მის ხმაში.- შენ რა ოცნება გაქვს?
-არაფერი საინეტერესო.- სურვილი დამეკარგა მეთქვა ჩემი ოცნების შესახებ, ადამიანისთვის, რომელსაც ოცნება არ აქვს.
-და მაინც?
-ვეტ კლინიკა მინდა გავხსნა.
გაეცინა... მაინც საოცარი სიცილი ჰქონდა.
***
შემიფასეთ



№1  offline წევრი Sandrda123

გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent