შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასი მერი! (2)


22-01-2016, 19:42
ავტორი gabun1a
ნანახია 1 495

-კაი და ახლა რას აპირებ?

ახლა?-დავფიქრდი მეც-არ ვიცი, უნდა მოვძებნო აუცილებლად

-ამ მილიონიან ქალაქში სად გინდა რომ ერთი გოგო მოძებნო?

-არ ვიცი , რამეს ვიზამ რა

-ხო მართლა რომელი საათია?-შეცბა უცებ ვაკო

-თორმეტის ნახევარია-მაჯის საათს დავხედე-და რა იყო?

-ვაა რა დრო გასულა, მიდი დროზე ჭამე ნახევარ საათში წყნეთში უნდა ვიყოთ

-იქ რა გვინდა?-გაკვირვებულმა ვიკითხე

-მარიო დემეტრაძესთან ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ და მის აგარაკზე ვართ ასასვლელები, იქ აგარაკის ფოტოებიც უნდა გადაიღო

-მოიცა, მარიო დემეტრაძე ვინ არის?

-ბიჭო შენ ჭურში გძინავს ხო? მარიო დემეტრაძე როგორ არ იცი, ახალი პოპ-„სტარია„ , ახლახანს ჩამოვიდა ბულგარეთიდამ, იქ მოღვაწეობდა , ახლა სამშობლოს დაუბრუნდა და აქ აპირებს მოღვაწეობას საინტერესო ტიპია და ჯერ არცერთ ჟურნალს არ აუღია ინტერვიუ , პირველები ვართ

-ვაა მაგარია, წავიდეთ მერე

-ხო აი ინტერვიუს მერე საინტერესო შეხვედრა მაქვს კიდე-კმაყოფილი სახით მითხრა

-ვისთან?

-ოო ეგ უკვე მე ვიციი-კმაყოფილმა თქვა ვაკომ და ბოლო ლუკმა გემრიელად გადასანსლა

-ახალ ნაშას ხვდები?

-არა, უფრო მეტს ვიდრე ნაშას

-შენ უკვე აღარ ხუმრობ ძმაო, ვინ არის?

-გაგაცნობ მერე, კარგი გოგოა, მსახიობია და შენ წარმოიდგინე ამომავალი ვარსკვლავიც

-ოჰო, ეს უკვე კარგია-არჩევანი მოვუწონე მეგობარს

ავტომობილში ჩავსხედით და წყნეთისკენ ავიღეთ გეზი, საჭეს ვაკო მართავდა, მშვენიერ ხასიათზე იყო და რადიოში გაჟღერებულ სიმღერებს ღიღინით ჰყვებოდა, მის ბედნიერ სახეს ვუყურებდი და მის მიმიკებზე მეცინებოდა, მერე ფანჯარაში ვიხედებოდი და მწვანე თვალებზე ვფიქრობდი, თვალებზე რომლებიც ციმციმებდნენ, არაამქვეყნიურ ღიმილზე რომელიც მის ტუჩებს ეფინა, მე თვალები დავხუჭე თითქოს მეძინა , ვაკომ გამომხედა და იფიქრა რომ ჩამეძინა, რადიოს ცოტათი ჩაუწია და არხეინად განაგრძო ჩუმი ღიღინი, ცოტახანში ვიგრძენი რომ მანქანა გაჩერდა და მკლავზე ვაკომ ხელი მკრა

-გაიღვიძე მოვედით!

ფოტოაპარატი გადავიკიდე და მანქანიდან გადავედი, ჩვენს წინ დიდი სახლი იდგა, ულამაზესი დიდი ჭიშკრით, ეზოში აუზი იყო, ირგვლივ კოხტად გაკრეჭილი გაზონი ამშვენებდა ეზოს, ვაკომ ჭიშკართან ზარის ღილაკს თითი მიაჭირა, ცოტახანში კარი შარვალ—კოსტიუმიანმა კაცმა გაგვიღო

-გამარჯობა, ჩვენ ჟურნალისტები ვართ-დამადასტურებელი საბუთი აჩვენა ვაკომ მამაკაცს, ისიც უმალვე განზე გადგა და ხელით გვანიშნა რომ შევსულიყავით, ნაძალადევად გავუღიმე და თავი დავუკარი, მერე კი იქაურ სილამაზეს თვალი შევავლე , ნამდვილი საოცრება იყო ეს მდიდრული კარ-მიდამო, შარვალ-კოსტიუმიანი მამაკაცი წინ გაგვიძღვა და აუზისკენ გავემართეთ, აუზი დიდი იყო, კუთხეში კი პატარა ჯაკუზისთვის იყო ადგილი გამოყოფილი, ჯაკუზში ჩვენი ინტერვიუს ობიექტი, „მისი აღმატებულება„ მარიო დემეტრაძე ორ „ანგელოზთან„ ერთად ნებივრობდა, ჟურნალისტების დანახვაზე ჯაკუზიდან წამოდგა და გოგონებს უბრძანა რომ გამოსაცვლელად წასულიყვნენ, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილმა ლამაზმანებმა ღიმილით მოგვესალმნენ და გვერდი ჩაგვიარეს, მე და ვაკომ გოგონებს გავუღიმეთ და თვალი გავაყოლეთ

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-ზურგსუკან ხმა მოგვესმა, წამსვე შემოვტრიალდით, მარიო დემეტრაძე ძალზედ დაკუნთული იყო, უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა, მარცხენა ყურზე რამოდენიმე საყურე ეკეთა , გულზე ოქროს დიდი სამკაული ეკეთა და თითებსაც რამოდენიმე ძვირფასი ბეჭედი უმშვენებდა. დაკუნთულ სხეულზე ხალათი მოიცვა და შეზლონგზე მოხერხებულად მოკალათდა , მე ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ფოტოების გადაღებას შევუდექი, ვაკომ ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო

-მაშ ასე, დავიწოთ მზად ხართ?

-მზად ვარ-ქედმაღლური ტონით უპასუხა მარიომ

-კარგი, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება და აქ მოღვაწეობა? თქვენ ხომ ბულგარეთში სუპერ ვარსკვლავი იყავით და იქაურ ბომონდში დიდ პატივს გცემდნენ, უამრავი ფანი გყავდათ, არ გაგიჭირდათ მათი მიტოვება?

-არა მე ჩემი ფანები არ მიმიტოვებია პერიოდულად ჩაიწერება სინგლები ბულგარელი მსმენელისთვისაც, არ შემიძლია მივატოვო ჩემი ერთგული მსმენელები, ბულგარული ბომონდი პატივს ახლაც მცემს, ნებისმიერ დროს შემიძლია ბულგარეთში დაბრუნება და არ იქნება საჭირო ხელმეორედ ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის, რაც შეეხება საქართველოს, ეს ჩემი ქვეყანაა და ვფიქრობ ჩემს ქვეყანას უფრო ვჭირდები და ჩემი ქვეყნის შოუბიზნესს, არ ვიცი ალბათ ხმამაღალი ნათქვამი იქნება მაგრამ მსურს რომ ქართული შოუბიზნესი ავაღორძინო

-როგორ აპირებთ ქართული შოუბიზნესის აღორძინებას?

-ბევრი გეგმა მაქვს, გვერდით მყავს ბევრი საინტერესო ადამიანი, ერთად ვგეგმავთ ბევრ საინტერესო პროექტს, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება-მკერდზე დაკიდებულ ოქროს დიდ ჯვარს აკოცა მარიომ, მარიო და ვაკო მარტო დავტოვე და ეზოს სხვა ადგილები მოვინახულე , რამდენიმე ფოტო გადავიღე , ისევ მარიოსთან და ვაკოსთან დავბრუნდი ისინი უკვე ინტერვიუს ასრულებდნენ და ფეხზე წამოდგნენ,

-სასიამოვნო რესპოდენტი ხართ, გმადლობთ ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ-ღიმილით უთხრა ვაკომ და ხელი ჩამოართვა, მარიოც იღიმებოდა , მერე მე მომიბრუნდა

-ფოტოებში იცოდე კარგად უნდა გამოვიყურებოდე

-მაგაზე ნუ ღელავთ , ყველაფერი კარგად იქნება-ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხე, გულის სიღრმეში მეწყინა მისი ეს შენიშვნა, მეწყინა ის რომ ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა მაგრამ „გავატარე„ ვარსვკლავებს ჩვევიათ მსგავსი „გამოხტომები„

-ისე კარგი იქნებოდა გოგონებთან ერთადაც თუ გადავიღებდით ერთ ფოტოს ეფექტური იქნებოდა-იდეა მომივიდა

-ჰო კარგი აზრია, ტატიანა! ანა! -გოგონებს გასძახა, გოგონებიც ხალათ შემოხვეულები გამოცვივდნენ სახლიდან, მარიომ უბრძანა ხალათები გაეხადათ და გოგონების შუაში ჩადგა, მეც რამდენიმე პოზაში ფოტოები გადავუღე და გამოვემშვიდობეთ, მანქანამ თბილისისკენ აიღო გეზი

-აუ ეს რა როჟა იყო არა?-მკითხა ვაკომ

-ხო რაღაც ძალიან უცნაური იყო, აი სხვა პლანეტიდან იყო ტიპი რა

-აუ მაგის ფული მოგვცა და ის ნაშები იქ რო ყავდა-სიცილით მითხრა ვაკომ, ფულზე თანახმა ვიყავი თუმცა ნაშები არ მჭირდებოდა, ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი და ჩემი თავისიც გამკვირვებოდა როგორ დამატყვევა ასე, თბილისში შევედით , ვაკოს ძალიან ეჩქარებოდა და მეტროსთან ჩამომსვა თვითონ კი ახალი გოგო უნდა ენახა და შესახვედრად მიიჩქაროდა, ფოტოაპარატის ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და მეტროში შევედი, ექსკალატორზე ვიდექი და მოპირდაპირე მხარეს ზემოთ ამავალ ხალხს ვუყურებდი, ყველგან ათას კაცში მხოლოდ ერთ სახეს ვეძებდი, უკვე ქვემოთ ჩავედი მატარებელი უკვე ჩამომდგარი იყო, ჩქარი ნაბიჯებით წავედი მატარებლისკენ რომ კარის დაკეტვამდე მიმესწრო, უცებ ჩემს წინ ჩემთვის ნაცნობი სახე იდგა, ჩემს წინ ის იდგა ვისაც ამდენხანს ვეძებდი , ძველებურად ისევ გული ამიჩქარდა და სხეულში პეპლებმა დაიწყეს ფრენა, ერთ ადგილას გავშეშდი და ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი, გოგონა მატარებელში შევიდა და უცებ ხმა გაისმა, კარები იკეთება! შემდეგი სადგური „სამასი სპარტანელი„ ! სირბილით მატარებლისკენ გავვარდი, ის-ის იყო ვაგონში შევდიოდი და ცხვირწინ კარი დაიკეტა, მატარებელი დაიძრა, შიგნით გოგონას ვხედავდი ის ფეხზე იდგა, წამით ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ, მატარებელი ადგილს მოსწყდა და ბნელ გვირაბში გაუჩინარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent