შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (18 თავი)


23-01-2016, 00:05
ავტორი murachashvili
ნანახია 2 897

მეთვრამეტე თავი
უკვე შეარჩიეს ბინა, სადაც დაქორწინების შემდეგ იცხოვრებდნენ. იპოთეკური სესხი გააფორმა ნიკამ და ნელ-ნელა იხდიდა ღირებულებას. ლიკასთან შეთანხმებით წამოიწყო სარემონტო სამუშაოებიც. მუშებს ყოველ დღე აკონტროლებდა, უნდოდა ყველაფერი მისი გემოვნებით მოეწყო. ის მათი სახლის პატარა დიასახლისი იქნებოდა. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, ოცნებობდნენ, სამომავლო გეგმებს სახავდნენ. დაფრინავდა, ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ქორწილის დღე.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა, ზუსტ სახელს ვერ არქმევდა ნიკა რა მოხდა, ან იქნებ არ სურდა დარქმევა?! მიუხედავად ლიკას მომღიმარი და ბედნიერი სახისა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ნაძალადევად მოქმედებდა. თითქოს თამაშობდა, რატომღაც უხასიათოდ იყო. გაღიზიანებული, წარა-მარა უმიზეზოდ ეკინკლავებოდა ნიკას. შეხვედრისგან თავის ასარიდებლად მიზეზებიც არ ელეოდა. სხვადასხვა გამამართლებელ მიზეზებს თავად პოულობდა ბიჭი. თითქოს თავს იბრმავებდა, ლამაზ ილუზიას ისევ ებღაუჭებოდა.

ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულნი, დაღლილი ბიჭები გოგასთან ისხდნენ საძინებელში, თეკლეც მათთან იყო და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.
- შენს მეგობარს რა სჭირს? - ვეღარ მოითმინა და ლიკას ცვლილების მიზეზი ისევ თეკლეს ჰკითხა.
- არ ვიცი, აშკარად მოსალოდნელი ქორწინების ეშინია... - ხუმრობა სცადა გოგომ.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აღარ ვუყვარვარ, ან იქნებ ოჯახის შექმნა არ სურს, ხომ არ ვჩქარობთ?! - ეჭვით გახედა ქალს.
- გაგიჟდი, ბიჭო?! - აღშფოთება ვერ დამალა თეკლემ. - ლიკას უყვარხარ, ასე რომ არ იყოს იტყოდა. მე მაინც არ გამიმხელდა...
- დედას გაფიცებ თეკლე, თუ რამე მიზეზი აქვს არ დამიმალო. თქვენ მაინც ხომ იცით, არ შემიძლია ნაძალადევი ურთიერთობები. თუ არ სურს ჩემთან ყოფნა მითხრას და მშვიდად მოვშორდები.. - ეს სიტყვები ისეთი ტკივილით თქვა, რომ გოგასაც კი შეეცოდა.
- შეუძლებელია, რაღაც გეჩვენება. ალბათ დაძაბულია, ხუმრობა ხომ არაა, თხოვდება, პირველი ღამის სინდრომია რა... - თვალი ჩაუკრა გოგამ.
- ოჰო, ბავშვებო აქ ხართ? - საუბარი ოთახში შემოსულმა მირიანმა შეაწყვეტინა - ხვალ უნდა მეთქვა, მაგრამ რადგან აქ ხარ, ბარემ ახლავე გეტყვით. ორ დღეში მივლინებით უნდა წახვიდეთ, ამჯერად გერმანიაში მოგიწევთ გამგზავრება, BMW-ს ცენტრთან მინდა ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენმა სერვის - ცენტრმა მათი ავტომობილების ორიგინალი ნაწილების ექსპორტზე ექსკლუზიური უფლება უნდა მოიპოვოს.
- ვაუ, შენ აღარ ხუმრობ მამა... - გაოცება ვერ დამალა თეკლემ.
- საქართველოს BMW-ს წარმომადგენობა თანამშრომლობაზე თანახმაა, ყველაფერი ამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, წინასწარ რომ იცოდეთ, ცოტა ხანგრძლივი პროცესი კი იქნება... სავარაუდოდ ტრენინგებსაც ჩაგიტარებენ, თანამედროვე ტექნოლოგიის ახალ მიღწევებს გაეცნობით, გასწავლიან მუშაობას...
- ხანგრძლივში რას გულისხმობ, მაინც რამდენი ხნით გვიშვებ? - დაინტერესდა გოგა. - მინიმუმ ორი თვით, მაქსიმუმ - სამით... გააჩნია საქმე როგორ მოითხოვს...
- კარგი რა მამა, ამდენი ხნით რა უბედურებაა, ჩვენს მეტი ვერავინ ნახე? იქნებ სხვა გაგეშვა ადამიანი საქორწილოდ ემზადება... - უკმაყოფილოდ დაიჯღანა გოგა.
ნიკასაც უსიამოვნოდ გაჰკრა. ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ლიკას ამდენი ხნით მიტოვება არ უნდოდა, თუმცა ვერც მირიანს ეტყოდა უარს.
- „იქნებ უკეთესიც კი იყოს, დაფიქრდება, ყველაფერს გაანალიზებს“... - გაიფიქრა და როცა წარმოიდგინა მონატრებულ საყვარელ ქალთან როგორი მხურვალე შეხვედრა ელოდა ღიმილი ვერ შეიკავა.
- მორჩი წუწუნს, ასეთ სერიოზულ გარიგებას უცხოს ვერ ვანდობ. - ხმა გაუმკაცრდა მირიანს. - ნუ გეშინიათ, არსად გაგექცევიან თქვენი ანგელოზები, ჩამოხვალთ და ისევ აქ იქნებიან... - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა კაცმა. - თქვენც კიდევ ერთხელ გადააფასებთ ყველაფერს, დარწმუნდებით საკუთარ გრძნობებში...
- რას გულიხმობ ვერ მივხვდი... -გაოცებულმა შეხედა თეკლემ. - რა დარწმუნება უნდათ? ყველაფერი ისედაც ხომ ცხადია...
- ნუ ცხარობ. თქვენ თითქმის ყოველ დღე ნახულობთ ერთმანეთს. ერთმანეთის მონატრებასაც კი ვერ ასწრებთ. ზოგჯერ ასეთი ურთიერთობისგან იღლები. ერთმანეთისგან დასვენებაც საჭიროა, ყველაზე ტკბილი განშორების შემდეგ შეხვედრაა... დამიჯერე თეკლე, ასეა... - თმები მოუჩეჩა ანცი თვალებით მომზირალ ქალიშვილს. - სისხლი გიდუღთ. ფიქრობთ რომ მხოლოდ თქვენ გიყვართ, მხოლოდ თქვენ იცით ცხოვრება, მერწუნეთ ეს მივლინება ყველას წაგადგებათ... - დამრიგებლურად შეხედა ბიჭებს.
თითქოს ნიკას გულში იჯდა მირიანი, მის განცდებს ხვდებოდა, ან იქნებ გრძნობდა კიდევაც როგორ უჭირდა ბიჭს. ზოგჯერ სრულიად უცხო, გარეშე პირი ცივი გონებით იმაზე მეტს ხედავს ვიდრე თავად ჩვენ. ამ შემთხვევაში მირიანი თითქოს მეორე შანსს აძლევდა ლიკას.
- თუ ქალი ორი თვე არ დაგელოდა, ჩათვალე რომ არც არასოდეს ჰყვარებიხარ. ხშირად ვნება და ლტოლვა სიყვარულში გვერევა. ასეთი არსება სწრაფად უნდა მოიშორო!.. - მკაცრი ხმით განაჩენივით გამოაცხადა მირიანმა.
- ნუ გავიწყდებათ, რომ ჩემს მეგობრებზე საუბრობთ, - უცებ აპილპილდა თეკლე - მათ გამოცდა არ სჭირდებათ, სიყვარულიც იციან და ერთგულებაც...
- შენ ცხოვრებას საკუთარი ჭრილიდან ხედავ... ღმერთმა ქნას მართალი იყო... - ისევ ჩაიხუტა შვილი, ბიჭებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
- ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა, შეუძლებელია... ლიკა ისეთი ემოციურია, ისეთი მგრძნობიარე, რომ არ უყვარდე იტყოდა, არ დამალავდა... - აშკარად საკუთარ თავს არწმუნებდა თეკლე.
- ღმერთმა ქნას, ღმერთმა... - ტკივილით, ეჭვნარევი ხმით უპასუხა ნიკამ.

მეორე დღესვე რუსთაველზე, მაკდონალდსში შეხვდნენ და გააგებინეს გოგოებს მათი მივლინების შესახებ. თათიანს სახე მოეღრუბლა, ცრემლებით აევსო თვალები, თუმცა ეცადა უკმაყოფილება არ შეემჩნია:
- არაფერია, მე მაინც გამოცდები მეწყებოდა, სემესტრს დავხურავ. ერთი თვეც გავა. შემდეგ არდადაგებზე წავალ მშობლებთან ერთად, ცოტას დავისვენებ და შენც ჩამოხვალ... - ვაჟის მხარს მიყრდნობილი აწყობდა ზაფხულის გეგმებს ის.
- ჩამოვალ აბა რას ვიზავ... - გულში იკრავდა გოგა საყვარელ ქალს. - მითხარი, მოგენატრები? - მოლოდინით უმზერდა თვალებში.
მუდამ მომღიმარმა და მხიარულმა გოგონამ თვალი აარიდა. ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა, ისეთი ტკივილით ახედა, რომ გოგამ ღიმილი ვეღარ შეიკავა, მხურვალედ დაეწაფა მის წითელ ბაგეებს.
გულდაწყვეტილი უმზერდა ნიკა შეყვარებულ წყვილს. ოდნავ ცერიად გახედა ვიტრინიდან მომზირალ ლიკას. მისთვის სასურველი ემოცია ვერ შეამჩნია ქალს. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დარჩა, თითქოს გაუხარდა კიდევაც მისი წასვლის გაგება.
- მეჩვენება... მეჩვენება... -ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს ნიკა.
- აღარ იტყვი რა გჭირს? - ბიჭის მაგივრად თათიამ ჰკითხა მეგობარს.
- მე?!... - დაიბნა ლიკა - არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი...
- შენ მოგენატრება ნიკა? - ამჯერად გოგა ჩაეკითხა.
-რა უაზრო კითხვებია, რა თქმა უნდა მომენატრება, ამას თქმა უნდა?! - გაღიზიანდა გოგო.
- ბოდიში, რატომღაც არ გეტყობა... - საყვედური გაერია ხმაში ნიკას.
- შარზე ხართ? როგორ გინდა რომ მოვიქცე? წამოვხტე და ცრემლების ღვარღვარი დავიწყო ზოგ-ზოგიერთებივით?! - ირონიულად გახედა თათიას.
- თუნდაც... არ ვიცოდი საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვა სამარცხვინოდ თუ ითვლებოდა... - შეუღრინა გოგამ.
- ეგ არც მითქვამს... - დამნაშავე ბავშვივით თავდახრილმა გახედა თათიას.
- უბრალოდ ყველა ერთანაირად არ გამოვხატავთ ემოციებს. - ისევ მეგობარი დაეხმარა სიტუაციიდან გამოძრომაში.
- კარგით რაც არის არის, ამაღამ, გამთენიისას მივფრინავთ. სახლში მისვლა და ჩაბარგება უნდა მოვასწრო... - წასასვლელად აჩქარდა ნიკა.
- კარგი, რა.... რა დიდი ბარგი ჩვენ გვაქვს, უცებ მოვემზადებით... - მუდარით შეხედა გოგამ. თუმცა როცა ნიკას დაღვრემილი სახე დაინახა სწრაფად დაემშვიდობა თათიას და კარებში გასულ მეგობარს გაჰყვა.
- ლიკა რამე ხდება? - ბიჭები წავიდნენ თუ არა, მაშინვე ჰკითხა თათიამ.
- არ ვიცი, ზუსტად ვერ ვხვდები რა მჭირს, უბრალოდ ავირიე.... - ცრემლები ვერ შეიკავა ქალმა.
- ნიკა აღარ გიყვარს? - ისევ ჩაეკითხა გოგონა.
- არ ვიცი.... - თვალი აარიდა ლიკამ. - უკვე აღარ ვიცი... მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უბრალოდ მინდოდა შეყვარებული მყოლოდა... ვიღაცას ვყვარებოდი, ვიღაცაზე მეფიქრა... ნიკა მშვენიერი კანდიდატურა იყო, ლამაზი, სექსუალური, ხვდები რის თქმას ვცდილობ? - ისეთი ტკივილით და სევდით ამბობდა ამ სიტყვებს, რომ თათიამ ვეღარაფერი უთხრა.
- თეკლემ იცის?
- არა. თეკლემ კი არა, მეც არ ვიცი რა მჭირს. უბრალოდ ავირიე... თითქოს დავიბენი, შენ არ გქონია ასეთი განცდა? როცა ვერ ვხედავ, მენატრება... მისი ნახვა მსურს. მაგრამ როცა ვხედავ, როცა მეხება, მინდა გავიქცე, მოვშორდე... ვიცი, რომ ჩემი ქცევა არა ნორმალურია, მაგრამ თავს ვერ ვერევი. წარა - მარა ვიმეორებ, რომ მიყვარს, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ...
- მაგ სიტყვებს გამეორება არ სჭირდება, მაგას უნდა გრძნობდე!... - მკაცრი ხმით გამოუცხადა თავზე წამომდგარმა თეკლემ. - ბიჭებმა მითხრეს აქ რომ იყავით და მეც წამოვედი... - ღიმილით გახედა თათიას და ლიკას გვერდზე დასკუპდა. - აბა, მითხარი, რა გჭირს ასეთი უსაშველო?! - ირონიულად გახედა მეგობარს.
- ეგ რომ ვიცოდე, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა. ავირიე თეკლე, ვეღარ გავიგე რა მჭირს. უნდა მაპატიოთ გოგოებო...
- გაგიჟდი გოგო? ბოდიშს ჩვენ კი არა ნიკას უნდა უხდიდე, ცოლად მაგ ბიჭს მიჰყვები... - სიცილი ვერ შეიკავა თათიამ.
დამნაშავე თვალებით შეხედა ლიკამ თეკლეს. ისეთი ტკივილით უმზერდა მეგობარი, მიხვდა აშკარად იმედი გაუცრუა.
- ჩემი ბრალი არაა, დედას გეფიცები...
- ლიკა, ხომ ბევრჯერ გთხოვე... რამდენჯერ აგიხსენი, მაგ ბიჭს მისი ტკივილი ეყოფა, ცხოვრება არ დაუნგრიო მეთქი... ხომ გთხოვდი, ხომ გეხვეწებოდი, ჩემთვის ძმასავითაა და გული არ ატკინო თქო? საქორწილოდ ემზადებით, ბინა იყიდეთ, ხვდები მაინც რამდენად სერიოზულად შეტოპე? - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე.
- რაც გინდა ის მიწოდე, თუ გინდა კახპა, თუ გინდა გამომთათხე, მაგრამ ეს განგებ არ გამიკეთებია, მეგონა მიყვარდა, მეგონა შევიყვარებდი...
- გეგონა?! მაინცდამაინც ჩემს მეგობართან უნდა გეტარებინა ექსპერიმენტები? ჯერ გარკვეულიყავი საკუთარ თავში და შემდეგ დასთანხმებოდი...
- კარგი თეკლე, რა გჭირს? უკვე დაქორწინებული წყვილები შორდებიან. გაერკვევიან საკუთარ თავში, ყველაფერს გადააფასებენ... ეჭვიანი, ავი, დედამთლივით ხარ... - ხუმრობა სცადა თათიამ.
- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, შენ ვიკას ვერ პატიობდი აკას რომ მოსწონდა და სიყვარულით არ პასუხობდა... ამან კი... - წინადადება არ დაასრულა მან.
- თეკლე, შენ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა გამიგო...
- რა გაგიგო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გამოიყენე და ცდილობ ნახმარი ნივთივით მოისროლო? ვინმე არის შენს ცხოვრებაში, ვინმე შეგიყვარდა?
- ამ ტონით საუბარს არ ვაპირებ. მე არაფერი დამიშავებია. ჩემი და ნიკას ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საქმეა, თქვენთან თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ.... - შეტევაზე გადავიდა ლიკა.
- აი, თურმე რა ყოფილა... ბოდიში ზედმეტად თუ შეგაწუხე. მე ვინ ვარ შენთვის, რომ შენს ცხოვრებაში ჩავერიო... ოღონდ რატომღაც ეგ მაშინ არ გახსოვდა, როცა მეხვეწებოდი, ნიკას შებმაში დამეხმარეო, მაშინ არ გიჭირდა იმის თქმა, რომ თავდავიწყებით გიყვარდა და მის გარეშე კვდებოდი...
- მაშინ მართლა მჯეროდა, რომ ეგ სიყვარული იყო...
- ეხლა რა შეიცვალა? როგორ მიხვდი, რომ აღარ გიყვარს? ამიხსენი, გამაგებინე, ვინმე უკეთესი იპოვე? შეგიყვარდა? შენს ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდა...
- არა... - ჩუმად თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ლიკამ.
- დედას გაფიცებ, მისი გჯერა?! - გაოცებულმა გახედა თათიას. - რომ ჰკითხო დაქალები ვართ, არადა ელემენტარულში არ გვენდობა... იცი რა მტკივა? გასაგებია, შეიძლება ნიკა აღარ გიყვარს, ადამიანები ვართ, ვინ გაიძულებს, არ გიყვარს და ნუ გიყვარს, მაგრამ შენ ჩვენც არ გვენდობი, თვალსა და ხელს შუა გვატყუებ, თვალში ნაცარს გვაყრი... - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე.
- სათქმელი მართლა არაფერი მაქვს. ისიც არ ვიცი ნიკა მიყვარს თუ არა, ავირიე, ეჭვები გამიჩნდა...
- მას ელაპარაკე? გაუმხილე შენი გრძნობები?! - თბილად ჰკითხა თათიამ. - ის ბიჭიც ხომ ნერვიულობს? პატარა ბავშვი ხომ არაა, დარწმუნებული ვარ გრძნობს.
- ვერ გავბედე...
- კარგად დაფიქრდი ლიკა, ტყუილს ყველაზე მწარე სიმართლე სჯობს. ძალიან გთხოვ, თუ არ გიყვარს დროულად უთხარი, გულს ნუ ატკენ, გემუდარები, როგორც საკუთარ დას ისე გეხვეწები... ჩვენ მხარში დაგიდგებით, ყველაფერში დაგეხმარებით, ეჭვი ყველას გვიჩნდება, ზოგჯერ ისე ვბრაზდები აკაზე, მგონია ცხოვრებაში მისი ნახვის სურვილი არ მექნება, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ მენატრება, უმისოდ ვერ ვიცოვხლებ... მესმის ეიფორიაში ყოფნა ძნელია, არც ილუზიებით არ უნდა იკვებო, გთხოვ სწრაფად ჩამოყალიბდი, გადაწყვიტე... - მუდარაზე გადავიდა თეკლე.
- არ გესმით, ვერც კი ხვდებით, როგორ მტკივა, დაბნეული ვარ... - ცრემლები ვერ შეიკავა მან.
- არ გინდა, გთხოვ... ხომ იცი შენი ცრემლების ატანა არ მაქვს... - თბილად მოეხვია მეგობარი. -ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება..
- აბა რა, ნიკა მაგარი ბიჭია, შენზე გიჟდება, ყველაფერს გაგიგებს. აი ნახავთ. ეს შიშებიც გადაგივლის და უბედნიერესი, ულამაზესი წყვილი იქნებით... - ამშვიდებდა თათია.
ტკივილით სავსე თვალებით ახედა ლიკამ მეგობრებს, აღარაფერი უთხრა. თავი დახარა და ცრემლები უხმოდ ჩაყლაპა.



№1  offline წევრი aneta

ძალიან საინტერესოდ რომ წერ ამას თქმა აღარ უნდა love აკას და თეკლეს წყვილი მომენატრა, ბოლო რამდენიმე თავია საერთოდ აღარ გიხსენებია

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მაგარი უმაგრესი თავია... ნიკა ძალიან შემეცოდა არ იმსახურებს ასეთ ტკივილს იმედია ყველაფერი ორივესთვის კარგად დამთავრდება და ლიკა მიხვდება მართლა უყვარს ნიკა თუ არა... დამაინტრიგე ძალიან დამაინტრიგე იმდენად რომ ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ... ძალიან დახვეწილად წერ... საოცარი წერის სტილი გაქვს და შენი ისტორიები ბოლომდე მავსებს მიხარია ყველა წყვილზე რომ წერ იმედია მალე სხვა წყვილებიც შემოვა მოქმედებაში... წარმატებებს გისურვებ და ახალი თავი მალე დადე რა მოუთმენლად ველი

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ასეთი გოგოების არ მესმის და რავქნა, მაგ გოგომ თვითონაც არ იცის რა უნდა. აი შენ კი უმაგრესად წერ მაგრამ გაზარდე ცოტა თავები არ მყოფნის და რა ვქნა.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ძალიან საინტერესოდ რომ წერ ამას თქმა აღარ უნდა love აკას და თეკლეს წყვილი მომენატრა, ბოლო რამდენიმე თავია საერთოდ აღარ გიხსენებია

სიმართლე გითხრა, ცოტა მეც მომენატრნენ :) სულ ცოტა მოთმინება, და დავუბრუნდებით თეკლეს და აკას.

უცნობი ქ
ძალიან მაგარი უმაგრესი თავია... ნიკა ძალიან შემეცოდა არ იმსახურებს ასეთ ტკივილს იმედია ყველაფერი ორივესთვის კარგად დამთავრდება და ლიკა მიხვდება მართლა უყვარს ნიკა თუ არა... დამაინტრიგე ძალიან დამაინტრიგე იმდენად რომ ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ... ძალიან დახვეწილად წერ... საოცარი წერის სტილი გაქვს და შენი ისტორიები ბოლომდე მავსებს მიხარია ყველა წყვილზე რომ წერ იმედია მალე სხვა წყვილებიც შემოვა მოქმედებაში... წარმატებებს გისურვებ და ახალი თავი მალე დადე რა მოუთმენლად ველი


მადლობა თბილი სიტყვებისთვის.. სამწუხაროდ ცხოვრებაში მხოლოდ ლამაზი სიყვარულის ისტორიები არ გვხვდება...ზოგჯერ ჩვენითვე ვანგრევთ მოსულ ბედნიერებას, რაღაცას ვეძებთ და უკვე ნაპოვნს ვერ ვამჩნევთ..

lalita
ასეთი გოგოების არ მესმის და რავქნა, მაგ გოგომ თვითონაც არ იცის რა უნდა. აი შენ კი უმაგრესად წერ მაგრამ გაზარდე ცოტა თავები არ მყოფნის და რა ვქნა.


კარგად თუ დავაკვირდებით, ჩვენს გარშემო ასეთი გოგოები უამრავია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent