შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატათაგვობანა –2–


23-01-2016, 11:03
ავტორი sopiko
ნანახია 3 901

[თავი 2]
დილით ადრე ვდგები და საბანს გაურკვეველი მიმართულებით ვისვრი. ერთი კარგი ჩვევა მაინც მაქვს. ყოველთვის ადრე მეღვიძება და არც სამსახურში მაგვიანდება. მე და ნიცაცო ამით რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის საშინლად არაპუნქტუალურია და მუდამ აგვიანებს! თუნდაც ძალიან სახალისო საქმეზე მიდიოდეს, მაინც ერთი საათის შემდეგ მიდის დანიშნულების ადგილას.
ვფიქრობ, რისთვის გადავაგდე ეს საბანი! ახლა ხომ მომიწევს ავიღო და ისევ საწოლზე დავაბრუნო. ზარმაცი ვარ, ზარმაცასავით ზარმაცი. ზარმაცა ბებიამ შემარქვა. ჩემი თანაკლასელები სასეირნოდ რომ მიდიოდნენ, მე სახლში ვიჯექი, ბუხართან და ვხატავდი.
ხატვა ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით გამომდის კიდეც. ბოლოს ხევსური მამაკაცი დავხატე, იქაური სამოსით და პირქუში მზერით. კედელზე მაქვს ჩამოკიდული. ეს იმიტომ, რომ არასდროს შევცვალო გადაწყვეტილება და სხვა კუთხის წარმომადგენელს არ მივსთხოვდე.
მხტავრობაზე არასდროს მიოცნებია. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსები დიდად არ მაწუხებს, ჩემ ნამუშევარს ვერსად ვერ გამოვფენ. ვიცი, ჩემი ნახატები პოპულარული გახდება, მე კი ეს არ მინდა... ისე, უბრალოდ არ მინდა! ხო, ასეთი თვითდარწმუნებული ვარ. ეს მავნე თვისებაა თუ კარგი, არ ვიცი...
მოვარდისფრო ფერის პერანგს ტანზე ვირგებ და დიდხანს ვაკვირდები ჩემ პრესს. თავგადაკლული ვიყავი ვარჯიშზე და შედეგით კმაყოფილი რომ არ ვიყო, სირცხვილიც იქნება. მუცელზე ხელს ვისმევ და კრემისფერ პიჯაკს პერანგის ზემოდან ვიცმევ. აი, წელს ქვემოთ კი შემიძლია, რაც მინდა, ის ჩავიცვა! ჯინსის ბრიჯსა და შავ შარვალს შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს, თუმცა ბოლოს მაინც ჯინსს ვაბრუნებ კარადაში.
კატათაგვობანა –2–

ეს ''ოფიციალური'' სამოსი დიდად არ მხიბლავს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს... როგორც მეუბნებიან, მიხდება, თუმცა მთავარია მე ვიყო კომფორტულად, ჩაცმულობა ზოგჯერ უკანა პლანზე გადადის. ბავშვობიდან პრანჭია ვარ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძვირადღირებული ტანსაცმელი უნცა მეცვას. გემოვნება თუ გაქვს, მეორადებში ნაყიდი კაბითაც კარგად გამოხვალ, მაგრამ თუ არა, სულ რომ მილიონერი იყო, ვერაფერს გახდები. პირადად მე, პირველ კატეგორიას მივეკუთვნები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.
მობილურს ჩანთაში ვაგდებ და კიბის სახელურზე ვსრიალდები. ცოტა ჭუჭყიანია, მაგრამ არა უშავს. როგორც პირველ სართულზე მცხოვრები კეკე ამბობს, ჯერ კიდევ ხუთი წლის ვარ, ოცდაშვიდის კი არა. არც ამაზე არ ვნაღვლობ. ''დიდობა'' ჭკუა–გონების გაზრდით განისაზღვრება, მე კი გონებაგახსნილი რომ არ ვიყო, არავინ დამნიშნავდა ''შერატონის'' ადმინისტრატორად. დიახ, მე სასტუმრო ''შერატონში'' ვმუშაობ, თავიდან დირექტორის მოადგილის მოადგილე ვიყავი, შემდეგ დირექტორის მოადგილე, ბოლოს კი ეს საპატიო ადგილი დავიკავე.
ვიმსახურებდი! მე რაც იდეებს ვაწვდიდი ბატონ ლაშას, თუმცა რაღა ბატონ, უკვე ძმაკაცურ–დაქალური ურთიერთობა გვაქვს, ისეთს მართლა ვერავინ მიაწოდებდა. ხოდა დამიფასა შრომა ვაჟბატონმა და ადმინისტრატორად დამნიშნა. მე ხომ კლიენტების მოხიბვლა მეხერხება, ხოდა შესასვლელთან რომ იჯდები, ყველას მიიზიდავო. აი, სწორედ ასე მითხრა! ამჯერად არ ვცრუობ!
ამ ფიქრებში ვარ და უცებ მახსენდება, რომ ტუში არ გადამისვია წამწამებზე. ოოო, მე და ჩემი გულმავიწყობა! გზას თვალს არ ვაშორებ, ისე ვწევ სარკეს და ჩანთისკენ ცალ ხელს ვაცოცებ. კოსმეტიკის ჩანთას ვწვდები და ელვა–შესაკრავს ''დასპეცებული'' ვხსნი. ტუშს ვიღებ და სარკეს ვაცქერდები, სწორად რომ წავისვა. ერთი თვალი მოვიწესრიგე და ის იყო, მეორეზე ვაპირებდი გადასვლას, რომ ბრახ! თავი ოდნავ დავარტყი საჭეს და მაინც ისე მეტკინა, წარმომიდგენია ძალიან რომ დამერტყა, რა დამემართებოდა.
–იდიოტო!–არ ვიცი ვინ შემეჯახა, მაგრამ ავტომობილიდან გადმოხტომისთანავე ამ ''ლამაზი'' სიტყვით ვამკობ იმ იდიოტს, რომელმაც არც კი ვიცი, როგორ აიღო მართვის მოწმობა.
ჩემ წინ მდგარი ჯიპის კარი იღება და გუშინდელი შემთხვევა მახსენდება. ეს ის მანქანაა, გუშინ რომ ვერ გადავუსწარი. ეტყობა ამჯერადაც სცადა ჩემთვის ეჯობნა და აი, რა მოიმკო! საბარგულის მხარე ოდნავ შეზნექილია. ჩემი მანქანის შეთვალიერებას წესიერად ვერ ვასწრებ, ჩემზე ორი თავით მაღალი მამაკაცი წინ რომ მესვეტება. შეტევაზე გადასვლის დროა! სტარტ!
–წინ ვერ იყურები? კინაღამ თავი გამიტეხე!–დაჟეჟილ შუბლს ვიზილავ და თვალს ისევ ჩემი მერსედესისკენ ვაპარებ.
–ჯერ კარგად დაფიქრდი, ვინ ვის გაუტეხა თავი!–კბილებში ცრის უცნობი.–ჩემი მანქანა შენი მანქანის წინ დგას, ეს კი აბა, თუ გამოიცნობ რაზე მიგვანიშნებს?
–გეტყვი!–ტუჩის კუთხეში მეღიმება. რა სულელურ კითხვას მისმევს.
–მიდი, მითხარი!–მისი ცივი ღიმილი კარგს არაფერს მიქადის, თუმცა მე მაინც არ ვიხევ უკან.
–ტელეფონზე საუბრობდი და დამეჯახე! –ხელებს გულზე ვიკრეფ და ვითომ გადაღლილი ვატრიალებ თვალებს.
–მართლა? შენი პასუხი მცდარია. მოდი, მე ჭეშმარიტად გიპასუხებ! სწორედ შენ, მაკიაჟის გაკეთებით იყავი დაკავებული, როცა ჩემი მანქანა ვერ შეამჩნიე და შემეჯახე! ეს არის და ეს!
ახლაღა ვერკვევი სიტუაციაში. ოღონდ ეს არა! ვდაბლდები... ვდაბლდები... ცოტაც და მიწას გავუსწორდები. მანქანების სიგნალების ხმა მესმის. მხოლოდ ასე შემიძლია გადავირჩინო თავი.
–მანქანებს ვაკავებთ! მგონი ისეთი შენ მანქანას არაფერი დაშავებია, არც ჩემსას!–მანქანაში ჩასაჯდომად ვემზადები, თუმცა მამაკაცი ხელის აწევით მაჩერებს. თმა წინ ჩამოშლილი აქვს, რაც უფრო მკაცრსა და დაუნდობელს ხდის.
–ქალბატონო მაშო, მინდა გითხრათ, რომ თქვენი არანაირი ანაზღაურება არ მჭირდება. ნურც იმაზე იდარდებთ, რომ მანქანა დამიზიანეთ. ყველაფერს მოვაგვარებ. უბრალოდ სხვა დროისთვის ფრთხილად იარეთ, ეს ფეხით სიარულის დროსაც გაითვალისწინეთ!–''მეგობრულ'' რჩევას მაძლევს და ზურგს მაქცევს. სწორედ ამ დროს მძღოლის გვერდითა სავარძლიდან მოკლე, გამომწვევ კაბაში გამოწყობილი ქალი გადმოდის. სახის გამომეტყველება მეცვლება. ეს ვითომ დიდი ვინმე ასეთ ქალთან რომ ურთიერთობს, პირდაპირ ეტყობა ვინ არის და როგორია. თუმცა რაც მართალია, მართალია! გაოცებული ვარ იმის გამო, რომ ამ კაცმა ჩემი სახელი იცის და მკაცრთან ერთად, საოცრად სიმპათიური ნაკვთები აქვს. მანქანაში ვჯდები და ხელი გასაღებისკენ მიმაქვს. ჩემ წინ გაჩერებული ჯიპიც ადგილიდან იძვრება და ნაცრისფერ კვამლში მახვევს.
–უზრდელი! ტუტუცი! მეტიჩარა!–პედალს რამდენჯერმე ვურტყამ ფეხს და გონს მხოლოდ მაშინ მოვდივარ, ძრავა რომ იქოქება. ო, რა თქმა უნდა, მე ხომ გასაღები უკვე გადავატრიალე. ნერვებმოშლილი სიჩქარეს ვუმატებ და სამსახურში მივქრივარ.
* * *
სასტუმროში მაინც გაღიმებული შევდივარ. აბა, იმ გამოყეყეჩებულის გამო ხომ არ ვიღელვებ. ღიმილი პირზე მაშრება, ჩემ პოსტთან მდგარ გამოყეყეჩებულს და ლაშას რომ ვხედავ. კი, მაგრამ ამას აქ რა უნდა? არ ვიმჩნევ, რომ გაოგნებული ვარ, ვითომც არაფერი ისე ვჯდები სკამზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვესალმები დირექტორს.
–მაშო, რატომ დაიგვიანე? ბატონი იოანე უკვე რამდენი ხანია გელოდება...–მსაყვედურობს ლაშა და ხელებს ჯიბეებში იყოფს. ამას რა ჰგონია, რადგან გვერდით კლიენტი უდგას, ეპატიება ასე უბრად ლაპარაკი?!
–რა რამდენი ხანია, ლაშა? სწორედ მის გამო დამაგვიანდა. ავარიაში მოვყევი!–დიდის ამბით ვაცხადებ და ფეხს ფეხზე ვიდებ.
–ლაშა?–საუბარში გვეჭრება იოანე და მრავლისთქმელად იღიმის. ვხვდები რასაც გულისხმობს და ყურებამდე ვწითლდები. უდანაშაულო ვარ, ეს ფარული ბრალდება სულაც არ მეკუთვნის, მაგრამ ქალი ვარ და თავს შეურაცჰყოფილად ვგრძნობ.
–დიახ, ლაშა! რამე პრობლემა გაქვთ?–იოანეს უბრუნდება ლაშა და მეც გულს ვიოხებ. რა ჰგონია ამ არამკითხე მოამბეს, ჩემსა და ჩემი უფროსის ურთიერთობაში რომ ერევა.
–არანაირი!–თითქმის დამარცვლით ამბობს მამაკაცი და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო იჯგიმება.
–როგორ ხარ, მაშო? რამე ხომ არ დაგიშავდა? არა, ვიცოდი შენი უიღბლობის ამბავი. ხან რას ეჯახები, ხან ვის!–აღნიშნავს ლაშა. თვალით ვანიშნებ, რომ გაჩუმდეს, მაგრამ არა! წინადადებას მაინც ამთავრებს!
იოანეს სახე იმაზე მეტყველებს, რომ აშკარად ფიქრობს, რას გეუბნებოდიო...
–ხოო...–სასხვათაშორისოდ ვაგრძელებ სიტყვას.–არაფერი არ დამშავებია! ცოტა ჩემი მანქანა შეილახა, მაგრამ არა უშავს! დღესვე გავაკეთებ!
–კარგი, მაშო! საპატიო მიზეზი გქონია! ახლა კი ბატონ იოანეს მიაქციე ყურადღება.–ბატონს განსაკუთრებით გამოკვეთს ის და თავისი კაბინეტისკენ მიემართება.
–ოოო, ბატონო იოანე!–ღიმილით ვიმეორებ მის სახელს.–ასე მოგწონთ?
–რაზე მელაპარაკებით?–ისე მეკითხება, თითქოს ვერ ხვდება, რაზე მივანიშნებ.
–არა, უბრალოდ როგორც ჩანს არ მოგეწონათ ჩემი მიმართვა ლაშასადმი და თქვენ ხომ არ გაწყენინებთ...–''გულწრფელად'' ვიოცებ და ხელებს ვშლი.
–ახლა კი გასაგებია! არა, რას ამბობთ, ამ ფაქტმა ჩემი ყურადღება მიიქცია და წესი მაქვს ასეთი! რასაც ვფიქრობ, ვამბობ!–ბოდიშისავით გამოსდის მას.
მეორე მხარეს მდებარე ოთახიდან ლიკუნა გამოდის და ჩემკენ აჩქარებული ნაბიჯებით მოდის. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობს.
–რა იყო, ლიკო?–მისკენ ვტრიალდები და ხელს მხარზე ვადებ.
–მაშო, შენი დახმარება მჭირდება! გეხვეწები დღეს ჩემს მაგივრად იმუშავე რა...–მეხვეწება ის.
–მე როგორ...–ვწუხდები.–ხომ იცი როგორი დაკავებული ვარ...
–ახლა კი არა! ღამით ვიგულისხმე! მორიგეობა...–შეპარვით მეუბნება და ვხვდები, რისი თქმაც უნდა.
–მე რომ არასდროს ვმორიგეობ...–ვჭოჭმანობ.
–ხოდა ამიტომაც გეუბნები! ამ ერთხელ, ჩემი ხათრით...–ისე საყვარლად მიყურებს, მეცინება და ვთანხმდები. ის ასკინკილით გარბის და თან ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.
–ჰმ!–ყურადღების მისაქცევად ახველებს ბატონი იოანე. გულში ბოლო ხმაზე ვკისკისებ. ოჰ, ძალიან მინდა მისი გამწარებული სახის დანახვა და მხოლოდ ამის გამო ვბრუნდები მისკენ. სულ ტყუილად! არ ვიცი როგორ ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ ისევ მიღიმის. ლამისაა ჩემი ხელით დავაგლიჯო ყველაფერი, რატომ მაბრაზებს ის, რომ ასეთი გაწონასწორებულია, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია! ისეთ ვითარებაში გავიცანი, მეგობრები ნამდვილად ვერ ვიქნებით. აბა, მტრები? ეს შეიძლება.
–უი, უკაცრავად!–ხელებს მაღლა ვწევ, თითქოს პისტოლეტს მიმიზნებდეს, თუმცა არ ვიცი, მისი შავი თვალები უფრო საშიში და იდუმალია, თუ იარაღი.–ოთახი გნებავთ?
–როგორც იქნა საქმეზე გადავედით!–უკმაყოფილობა იგრძნობა მის ხმაში. თუ ვერ კმაყოფილდება, ნუ კმაყოფილდება! ნამდვილად არ ვაპირებ ამის გამო ნემსის ყუნწში გავძვრე. პირიქით, მინდა მოთმინების ფიალა ავუვსო და შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი აფთრად გადავაქციო.
–დიახ, გნებავთ თუ არა?–მისი უაზრო რეპლიკების მოსმენა უკვე მბეზრდება
–საუკეთესო ოთახი, საუკეთესო პირობებით!
–ჩვენი სასტუმრო ისედაც საუკეთესოა!–მაგიდას იდაყვით ვეყრდნობი.
–სტალინივით საუბრობთ! თქვენც ხომ კარგად იცით სიტყვა საუკეთესოს მნიშვნელობა!–რას უწუნებს ჩვენს სასტუმროს, ვერ ვხვდები!
–ვიცი და თქვენი სწავლება არც მჭირდება!–წარბებს ვკრავ.–მოკლედ საუკეთესო ოთახი, საუკეთესო პირობებით, მეორე სართულზე, ნომერი 27! სხვა ოთახებისგან გამიჯნულია და ხმაურიც არ შეგაწუხებთ! ასევე ლამაზი ხედია თქვენი აივნიდან.
–მადლობელი ვარ, მაგრამ... მაინც უკმაყოფილო თქვენი მომსახურებით!–ამატებს მოგვიანებით და ადგილიდან იძვრება.
–მეც იგივეს ვიტყოდი თქვენნაირ კლიენტზე!–ჩემთვის ვბუტბუტებ და კომპიუტერში დოკუმენტს ვხსნი. აი, ასე დაიწყო ჩემი სამუშაო დღე! ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გაგრძელდება!

^^^
დილა მშვიდობისა, ჩემო მკითხველებო!
ვეცადე თქვენთვის იმედები გამემართლებინა, შეიძლება ავარია ცოტა ბანალური იყო, მაგრამ სხვა ეპიზოდები ყოვლად განსხვავებულია...
ძალიან გამახარა თქვენმა დადებითმა შეფასებებმა! მადლობას ვუხდი ფორთოხალს, რადგან სათაური არასწორად მეწერა და მისი დახმარებით შევასწორე. ახლაც ველი თქვენს კომენტარებს, რათა გავიგო რას ფიქრობთ ასეთ გაგრძელებაზე!
თქვენი სოფო!



№1  offline წევრი natia-natia

საყვარლობა

 


№2  offline მოდერი sopiko

natia-natia
საყვარლობა

მადლობა love

 


№3  offline წევრი მარიამ18

ძალიაან მომწონს ^_^ მაშო რა საყვარელია :დდდ <3 ველი შემდეგ თავს ^^^

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

წეღან წავიკითხე პირველი თავი და იქ დაგიტოვე კომენტარი.
ძალიან კარგი გოგო ხარ. მსუბუქად და სახალისოდ წერ.
წარმატებები შენც და შენს გიჟ პერსონაჟსაც :დდ

 


№5  offline წევრი kaxelii

კარგია მაგრამ არ მყოფნის პატარააა

 


№6  offline მოდერი bibo

ვა ვა ვა მომწონს ვგიჟფები მე ამ ბიჭზე რა საოცრება ბისკვიწიიი ...შენ კიდე საუკეთოსო ხარ შოკოლადო ტკბილო წარმატებებიიი love love

 


№7 სტუმარი ალუბალი

ალუბალო, მომწონს! ძალიან მომწონს! არ მყოფნი, უფრო დიდი თავები მინდა :( მაგრამ ნაშრომი არაჩვეულებრივია love მომწონს, მომწონს, მომწონს ალუბალო! feel ეს გოგო როგორი ცანცარაა wink მოკლედ, ველოდები ახალ თავს და თორმეტის მერე დადე რა fellow

 


№8  offline წევრი LoNdA DM

მაშოს სურათი , რომ გიდევს სინამდვილეში რა ჰქვია?

 


№9 სტუმარი A

Me samwuxarod am dromde ver movicale wasakitxad. Dzalian visiamovne da bevri vicine matze. Male dade ra axali tavi es umagresi iyo.....

 


№10 სტუმარი Black

Hau exa Wavikitxe 2ive tavi da magrad damevasa

 


№11  offline მოდერი sopiko

მარიამ18
ძალიაან მომწონს ^_^ მაშო რა საყვარელია :დდდ <3 ველი შემდეგ თავს ^^^

nino k.d.
კარგია მაგრამ არ მყოფნის პატარააა

A
Me samwuxarod am dromde ver movicale wasakitxad. Dzalian visiamovne da bevri vicine matze. Male dade ra axali tavi es umagresi iyo.....

bibo
ვა ვა ვა მომწონს ვგიჟფები მე ამ ბიჭზე რა საოცრება ბისკვიწიიი ...შენ კიდე საუკეთოსო ხარ შოკოლადო ტკბილო წარმატებებიიი love love

ჩემო მართლა შოკოლადებო! ბისკვიტებო და კარამელებო! love მიხარია მაშოს პერსონაჟიც თუ მოგწონთ და ბევრს იცინით კიდეც მასზე... უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას!
lullaby
წეღან წავიკითხე პირველი თავი და იქ დაგიტოვე კომენტარი.
ძალიან კარგი გოგო ხარ. მსუბუქად და სახალისოდ წერ.
წარმატებები შენც და შენს გიჟ პერსონაჟსაც :დდ

ძალიან, ძალიან მიხარია თუ მოგწონს, ვანილო love შენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ხო, ეს ჩემი სტილია, მსუბუქი, ჰაეროვანი, სახალისო!
ალუბალი
ალუბალო, მომწონს! ძალიან მომწონს! არ მყოფნი, უფრო დიდი თავები მინდა :( მაგრამ ნაშრომი არაჩვეულებრივია love მომწონს, მომწონს, მომწონს ალუბალო! feel ეს გოგო როგორი ცანცარაა wink მოკლედ, ველოდები ახალ თავს და თორმეტის მერე დადე რა fellow

მიხარია, რომ ჩემი ''მთვრალი ალუბალი'' არ დაგვიწყებია love დიდი მადლობა შენ! თორმეტის მერე ვერა, მაგრამ ხვალ შუადღისთვის დავდებ!
LoNdA DM
მაშოს სურათი , რომ გიდევს სინამდვილეში რა ჰქვია?

კლარა ალონსო ჰქვია.

Black
Hau exa Wavikitxe 2ive tavi da magrad damevasa

გმადლობ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent